ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან) |
llaasshhaa |
Nov 13 2009, 02:51 AM
პოსტი
#41
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
b-a-r-b-a-r-e |
Nov 13 2009, 01:32 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
4 წლის ვიყავი მეც მასე ვფიქრობდი,სანამ არ გავიგე,რომ უფალს უსურვებია მისნაირები გამოეჩინა ჩვენთვის ახლა უბედნიერესი ვარ -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
Dec 18 2009, 11:20 AM
პოსტი
#43
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ერთ სასულიერო პირს განვიკითხავდი გულში. მამა გაბრიელთან რომ მივედი, პირდაპირ მანიშნა იმ ადამიანზე და მითხრა: „შენ იცი, ვის განიკითხავ? – ღმერთს, რადგან მას უნდა ეგ დაცემული პიროვნება აღდგეს და ღმერთთან უფრო ახლოს მივიდეს, შენ კი ღმერთის საქმეებში ერევი“.
ძალიან მომეწონა ეს სიტყვები „მე დედაჩემს არ ვუთმობდი, როცა საჭირო არ იყო და შენ რატომ უნდა დაგითმო“, - მეტყოდა და კელიიდან დამითხოვდა. მე მხოლოდ მაშინ მაგონდებოდა, რომ სწავლაზე ჩემი ნებით დავთანხმდი და შენდობისთვის ვბრუნდებოდი. დიდი სიყვარულით მიღებდა. განგებ მაბრაზებდა, რომ ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისებები გამოემზეურებინა და ასე გამოვესწორებინე. ეს ყველაფერი კი, ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, რომ მე ვერ ვგრძნობდი. მაჩვევდა სიმტკიცეს, მორჩილებას და განსაცდელის მოთმინებით ატანას. წინასწარ მეტყოდა: დღეს გეჩხუბებიან. აბა, თუ გაუძლებ?. იმ დღეს აუცილებლად მეჩხუბებოდნენ. მამა გაბრიელი გამომცდელად მაკვირდებოდა, როგორ გავუძლებდი ყვედრებას, ცილისწამებას, ლანძღვას. მე ყოველთვის ვერ ვუძლებდი. ამას იგი წინასწარ გებულობდა, დამიყვავებდა, და ამ სიტყვებით ტიროდა: „მე მინდა, მალე გაგზარდო, შვილო“. „როცა მე გამიხსენებ, ისიც გაიხსენე, რომ გიბრაზდებოდი... რაც მეტად გიბრაზდებით, მით უფრო მეტად მიყვარხართ“. თუ ვინმეს მკაცრად და ხმამაღლა მიმართავდა, იქვე აუხსნიდა, რომ ყოველი სწავლება ღვთისგან მოდის, ჩემგან არ გეგონოსო. გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი (რასელისტი) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ამის შემდეგ გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ბერი გაბრიელი თვითონვე აძლევდა მაგალითს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ: დილით ადრე ადგებოდა, იატაკს წმენდდა, ტუალეტს ასუფთავებდა, არაფერს თაკილობდა. ამ პერიოდს ასე იგონებს თვითონ: "ქურდები გაკვირვებული მიყურებდნენ, ცოცხის ტარისგან ჯვარი გავაკეთე, თან პატიმრებთან ვქადაგებდი. იმ ჯვარზე მალე ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. საქმე თანაბრად გავინაწილეთ. იატაკის ტილოს ავიღებდი, ქურდები ხელიდან მტაცებდნენ. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ შენ გველაპარაკეო. ღვთისაგან ისეთი დიდი სიყვარული ჩამოვარდა, ამბობდნენ, გარეთ გასვლა აღარ გვინდა, ჩვენთან ისეთი კაცი ზისო". მამა გაბრიელის სწავლებანი: http://www.monkgabriel.ge/geo/scavlebebi.htm "ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია"!!!! სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით. ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე. პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ ”მამაო ჩვენო” ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება. ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, რომ ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები. ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს. როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე? დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება. ღვთის ნების გარეშე, ნამცეცის დაგდებაც კი არ შეუძლია დემონს.[/size] არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 18 2009, 11:35 AM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი (რასელისტი) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ამის შემდეგ გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. სოცარი ხედვა ქონდა მამა გაბრიელს,ის არა მარტო ხედავდა ადამიანის ცდომილებას,არამედ მიუთითებდა ხოლმე იქიდან თავდასაღწევ გზებზე. სამწუხაროდ მამა გაბრიელი ვერ იცნო ქართველმა ერმა და ვერ მიიღო ის,სამაგიეროდ მამა გაბრიელმა მოამზადა ხალხი შემდეგის მისაღებად. და საქართველოც უწყეტ ნაკადად დაიძრა მისკენ. დიდება უფალს,საკვირველ არიან საქმენი მისნი! -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
izi-bartki |
Dec 18 2009, 11:53 AM
პოსტი
#45
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
მე დამამახსოვრდა ერთი ამბავი,მგონი ტელევიზიით მოვისმინე,
ერთხელ თურმე ბერი გაბრიელი რუსთაველზე მიდიოდა,მის წინ ერთი ნახევრად შიშველი ძალიან ლამაზი გოგო სეირნობდა,დაუნახავს ეს მამა გაბრიელს და მისულა ზურგიდან ამ გოგოსთან და ერთი გემრიელი პანღური უთავაზებია,..გოგო დაიბნა..მოტრიალდა და მამა გაბრიელი მის წინ მუხლებზე დაჩოქილი ტიროდაო,ასე მიმართა"ღვღისმშობლის ქმნილებავ რას დამსგავსებიხარო!.."თურმე მერე ის გოგოც მუხლებზე დაეცა და ატირდა... ასეთია დიდი სიყვარულით მხილება, -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 18 2009, 11:59 AM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
მე დამამახსოვრდა ერთი ამბავი,მგონი ტელევიზიით მოვისმინე, ერთხელ თურმე ბერი გაბრიელი რუსთაველზე მიდიოდა,მის წინ ერთი ნახევრად შიშველი ძალიან ლამაზი გოგო სეირნობდა,დაუნახავს ეს მამა გაბრიელს და მისულა ზურგიდან ამ გოგოსთან და ერთი გემრიელი პანღური უთავაზებია,..გოგო დაიბნა..მოტრიალდა და მამა გაბრიელი მის წინ მუხლებზე დაჩოქილი ტიროდაო,ასე მიმართა"ღვღისმშობლის ქმნილებავ რას დამსგავსებიხარო!.."თურმე მერე ის გოგოც მუხლებზე დაეცა და ატირდა... ასეთია დიდი სიყვარულით მხილება, ამის თვითმხილველი იყო ჩემი ბაბუა,მე მსის მოყოლილი მახსოვს ეს ამბავი,ოღონდ ძალიან ბუნდოვნად,მაშნ ალბად 8 წლისა ვიქნებოდი. თუმცა კარგად მახსოვს,რა მოკრძალებით საუბრობდნენ მაშნ მასზე,ეს იყო მოკრძალება გამოწვეული წმინდა ადამინისგან,მისი ქმედება კი აღიქმებოდა როგორც ადეკვატური. ეს კარგად დამამახსოვრდა -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
izi-bartki |
Dec 18 2009, 12:02 PM
პოსტი
#47
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
b-a-r-b-a-r-e
ციტატა ამის თვითმხილველი იყო ჩემი ბაბუა,მე მსის მოყოლილი მახსოვს ეს ამბავი,ოღონდ ძალიან ბუნდოვნად,მაშნ ალბად 8 წლისა ვიქნებოდი.თუმცა კარგად მახსოვს,რა მოკრძალებით საუბრობდნენ მაშნ მასზე,ეს იყო მოკრძალება გამოწვეული წმინდა ადამინისგან,მისი ქმედება კი აღიქმებოდა როგორც ადეკვატური.ეს კარგად დამამახსოვრდა საოცარია რაც ეს მოვისმინე მაგალითად მაქვს -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
izi-bartki |
Dec 18 2009, 12:12 PM
პოსტი
#48
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
სიკვდილი გარდაცვალებაა. გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმისი გეშინოდეთ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ; აბა წარმოიდგინეთ, რაოდენ მეტია უფალი.
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
izi-bartki |
Dec 18 2009, 12:15 PM
პოსტი
#49
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
”ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” - დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა: ”სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ”ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა”.
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული. მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან. ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია. ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს. -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
izi-bartki |
Dec 18 2009, 12:18 PM
პოსტი
#50
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
Atman
აი ფერისცვალებაც ამას ქვიააა სიმდაბლე გამძვინვარებულ ლომსაც კი ქედს მოახრევინებს. ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე. შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული. სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს არ გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება. ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. - ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა. შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შევიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს, უნდა გეწყალებოდეს და აქედან მოდის სიყვარული. ღმერთი ჩვენგან ითხოვს როგორც გულს, ასევე კეთილ საქმეებს. კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე. -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Iona |
Dec 18 2009, 12:47 PM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
"შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული "
magari sitkvebia -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
giorgi 7 |
Dec 19 2009, 11:14 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
|
giorgi 7 |
Dec 20 2009, 12:05 AM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
მამა გაბრიელის მოძღვრები მამა გაბრიელის მოძღვრები წმ.გიორგი(მხეიძე) და წმ. იოანე(მაისურაძე) მამა გაბრიელის მოძღვრები მამა გაბრიელის მოძღვარი სქემარქიმანდრიტი გიორგი-იოანე მხეიძე მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შეგვიწყალენ ჩვენ მამა ვიტალიმ მამა გაბრიელთან შეხვედრის შენდეგ თქვა ,,უდიდესი ბერიაო" მამა გაბრიელს უთქვია მამა ვიტალიზე ანგელოზიაო მეუფე სერგი:როდესაც მის საფლავზე ამდენი სასწაული ხდება ეს არის დიდი სიწმინდის მიზეზი მაშასადამე ის არის წმიდანი ბერი მეუფე იოსები:მე ის უფრო გამიკვირდება გაბრიელი არ იყოს წმიდანი |
giorgi 7 |
Dec 20 2009, 06:46 AM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
მამა ლეონტი:გაბრიელი არის სალოსი ბერი დიდი წმიდანი
3. კითხვა: მამა გიორგი, თქვენ მამა გაბრიელზე ბრძანეთ, მასზე სხვადასხვა შეხედულებაა, როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა შორის. პასუხი: რა გითხრათ, თუ იცით: მიწიერ ადამიანს წმიდანის არ ესმის!... შეიძლება დიდი ცოდნაც გაგაჩნდეს და დიდი კაციც იყო, მაგრამ წმიდანი ვერ იცნო. ანგელოზი და ეშმაკი ვერ გაარჩიო. ამპარტავანი სულისა და ცოდვით ამღვრეული თვალების მქონე ადამიანს შეუძლია, წმიდანი იცნოს?! ან წმიდანი გაეხსნება მას?!... ასეთი ადამიანები ყველაფერს ცოდვილად ხედავენ და აწყობთ კიდეც, ყველა მათნაირი რომ იყოს!.. წმიდანი რომ იცნო, მისი ჯიშის უნდა იყო!... თავმდაბალი, სიწმინდის მოშურნე და სულიერი მადლის მატარებელი, ამაშია აუცილებლობა!... თუ ადამიანს მადლი არა აქვს, ის ადამიანი სულიერად მკვდარია. ჯერ კიდევ წმ.სერაფიმ საროველი გვასწავლიდა: `ადამიანის მიწიერი ცხოვრების არსი, მის მიერ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაშიაო!~ და ეს მდგომარეობა, მერწმუნეთ, ტანჯვის, დაუღალავი შრომის, საღმრთო განათლებისა და წმინდა მასწავლებლების გარეშე არ მიიღწევა. თითოეული მოწოდებული ადამიანის სულის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ეკლესიის წმინდა მოვალეობაა. სხვა რომ სულის ამ საფეხურზე აიყვანო – თავად უნდა იყო წმიდანი!.. გაბრიელ ბერი სულიწმიდის ჭურჭელი იყო. ის ღმრთის გამოვლინების იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ბოლომდე ამოუცნობი რჩება არათუ ჩვეულებრივი ადამიანების გონებისათვის, არამედ დღეს მოქმედი თანამედროვე წმიდანებისთვისაც!.. ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს ის, რომ დღესაც გრძელდება ჭეშმარიტების მოძულე ძალების მიერ გაბრიელის დევნა, თუმცა სხვა ფორმით და სხვა შინაარსით. ის ღმრთის რჩეული იყო და ღმრთის შერაცხული. სხვა საკითხია მისი ამქვეყნიური კანონიზაცია. მას გარკვეული წესები აქვს და ვფიქრობ, რომ ეს დღეც არ არის შორს. 5 კითხვა: ვ. ბარნოვის – `ტრფობაი წამებულისა~ (გვ.183) ვკითხულობთ: `ეკლესიას ორი მ ო თ ა ვ ე უნდა ჰყავდესო, ე რ თ ი ბრწყინვალე თავი ეკლესიისა მსოფლიური დიდებით შემკული, რადგან ეკლესიამ იტვირთა ზრუნვა ამაქვეყნიერი: დამოძღვრა სამწყსოის ხორციელი არსებისა. მ ე ო რ ე მოთავე მისი უნდა იყოს წმიდანი, ქვეყნიურ ზრუნვათაგან დახსნილი. ხორციელ სიამეთაგან თავისუფალი, ხილული დიდების თუ განცხრომის უარისმყოფელი. ძნელია ადამიანის წმიდანობა ამქვეყნად, შესაძლებელი კი არის. საქართველოს ეკლესიასაც უნდა ჰყავდეს კაცთაგან დადგენილი საჭისმპყრობელი, პატრიარქი მოთავე თვისი და უნდა ჰყვანდეს წმიდანიც, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა...~ მ.გიორგი. თუ ჰყავს საქართველოს წმიდა ეკლესიას ეს მეორე მოთავე _ წმიდანი, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა? პასუხი: ეს ორი მოთავე ქართულ წმიდა ეკლესიას სულ ჰყავდა!... პ ი რ ვ ე ლ ი მოთავე არის, როგორც წაიკითხეთ _ ხილული, ბრწყინვალე თავი ეკლესიისა, ანუ პ ა ტ რ ი ა რ ქ ი, ხოლო მ ე ო რ ე მოთავე ეკლესიისა არის ანუ წ მ ი დ ა ნ ი _ ღვთისაგან ნაკურთხი ს ხ ი ვ ი ე კ ლ ე ს ი ი ს ა, რომლის უხილავ-სულიერ დანიშნულებაში, ბოლო საუკუნეებში, შედის ასევე მოძღვართ-მოძღვრობა!... ქართული ეკლესიის ხილულ მოთავეს უკვე 30 წელია წარმოადგენს მისი უწმინდესობა – ი ლ ი ა II, ხოლო მეორე, დაფარული მოთავე _ მოძღვართ მოძღვარი, მთელი 40 წლის მანძილზე გახლდათ დიდი გ ა ბ რ ი ე ლ ბ ე რ ი. მისი სხეულიდან გასვლის შემდგომაც, საქართველოს ჰყავს წმიდა ეკლესიის ეს მეორე მოთავე ანუ ღვთისაგან კურთხეული სხივი ეკლესიისა ანუ მოძღვართ-მოძღვარი და უწყვეტად ეყოლება ის ქრისტეს მაცხოვრის მეორედ მოსვლამდის!.. გამიხარდა თქვენი შეკითხვა. ვხედავ, ქართველები ისევ ვუბრუნდაბით ჭეშმარიტ სულიერ ხედვას. მე შემიძლია დაგისახელოთ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი `ღვთივკურთხეული სხივი~, მაგრამ ის ქართველმა ერმა თავად უნდა აღმოაჩინოს სულიერი სრულყოფილების გზით. სამწუხაროდ დიდი გაბრიელ ბერი ვერ იცნო ერმა რწმენისა და სულიერი განათლების სიმწირის გამო. |
giorgi 7 |
Dec 20 2009, 06:56 AM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
|
giorgi 7 |
Dec 20 2009, 07:07 AM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
|
giorgi 7 |
Dec 20 2009, 07:39 AM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
http://bin.ge/file/110246/mama-gabrielis-xma.mp3.html
მამა გაბრიელის ხმა (მოუსმინეთ) http://bin.ge/file/110247/MAMA-GABRIELI-DA...S-ZALA.doc.html მამა გაბრიელი და სიყვარულის ძალა |
giorgi 7 |
Dec 20 2009, 09:33 AM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 |
http://bin.ge/file/110250/VTS-01-1.vob.html
მამა გაბრიელის ლოცვით მომხდარი მომხდარი უდიდესი სასწაული ეს ამბავი 2008 წელს მოხდა ადამიანს რომელსაც ჰქონდა განგრენა მამა გაბრიელის ზეთის წასმის შემდეგ განიკურნა,ამ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორი რთული ფორმის განგრენა ჰქონდა http://bin.ge/file/110248/video-zu-ci.avi.html ამ ვიდეოში კი ზეთის წასმის შემდეგ როგორ გამოჯამრთელდა მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ! |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 20 2009, 09:45 AM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
საინტერესოა ძალიან,ვიწერ ახლა ერთი სული მაქვს როდის ვნახავ
გიორგი გმადლობ -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
Dec 20 2009, 12:46 PM
პოსტი
#60
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ფორუმელებო! მამა გაბრიელის საფლავზე არ აპირებთ წასვლას? მეც წამოგყვებით
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 08:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი