IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით
შოთაძე
პოსტი Sep 25 2008, 02:00 AM
პოსტი #461


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საქართველოს კონსტიტუციის და მსოფლიოს ყველა ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება და თუ ბოროტმოქმედი, არ დაემორჩილება და კვლავ დააპირებს ძალადობას და მკვლელობის მცდელობას უფლება აქვს ცეცხლი გაუხსნას. საქართველოს პრეზიდენტმა, რუსების შემოსვლის სემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ,ბრძანება გასცა ცეცხლი არ გაეხსნა არავის რუსების წინააღმდეგ. მე რომ პოლიციელი ვყოფილიყავი ან იარაღი მქონოდა და მესროლა იმათვის ვინც, ჩემს ან ჩემი ახლობლის ან მეზობლისთვის ძალადობა რომ დაეპირებინათ რუსებს ან სეპარატისტებს და მესროლა მათვის და მომკვდარიყო რამოდენიმე ადამიანი და სერიოზული კონფლიკტი წამოჭრილიყო, გადარჩენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება დამიჭერდა? ან რისი უფლება ექნებოდა იურიდიულად? თუნდაც საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით იქნებოდა ეს ბრძანების დაუმორჩილებლობა?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 25 2008, 02:09 AM
პოსტი #462


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



შოთაძე
ციტატა
მე რომ პოლიციელი ვყოფილიყავი ან იარაღი მქონოდა და მესროლა იმათვის ვინც, ჩემს ან ჩემი ახლობლის ან მეზობლისთვის ძალადობა რომ დაეპირებინათ რუსებს ან სეპარატისტებს და მესროლა მათვის და მომკვდარიყო რამოდენიმე ადამიანი და სერიოზული კონფლიკტი წამოჭრილიყო, გადარჩენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება დამიჭერდა? ან რისი უფლება ექნებოდა იურიდიულად? თუნდაც საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით იქნებოდა ეს ბრძანების დაუმორჩილებლობა?



პოლიციელი თუ იქნებოდი და კრიმინალურს წააწყდებოდი და იქ იარაღს გამოიყენებდი,არ დაგიჭერდა. მაგრამ სამხედრო რომ ხარ და მორატორიუმია გამოცხადებული,იქ ცეცხლის გახსნა იქნება ბრძანებაზე დაუმორჩილებლობა. თუმცა,მასეთი კერძო შემტხვევისათვის არ დაგიჭერდნენ. ისე კი დარღვევაა.ამ შემთხვევაში შენ იცავდი პირადს შენსას (სახლში ან შენს ნაკვეთზე შემოიჭრნენ) და თავდაცვის დროს ცივილ პირობებში ეს მოსულა, ვალდებულიც იქნებოდი რომ გექნა (მორალურად ხომ უფრო ვალდებული).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Sep 25 2008, 02:15 AM
პოსტი #463


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



შოთაძე
ეგ მეც მაინტერესებს.არ შეიძლება მაშინ როც ჯარს უშვებ ბრძოლის ველზე უბრძანო,რომ ხელები ჯიბეში ჩაილაგოს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის,რომ მეორე დღეს გამოხვიდე ტელევიზიით და გააგებინო ამარიკასა და ევროპას,რომ აი ისინი გვესვრიან და ჩვენ ომი არ გვინდა.მართლა და მართლა...


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 25 2008, 05:25 PM
პოსტი #464


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



იმედი მაქვს პირად ურთიერთობებს მოაგვარებთ ისე, რომ ფორუმზე არ გვექნება მათI ხილვის ბედნიერება!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 25 2008, 05:48 PM
პოსტი #465


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



kato_Bato
ციტატა
იმედი მაქვს პირად ურთიერთობებს მოაგვარებთ ისე, რომ ფორუმზე არ გვექნება მათI ხილვის ბედნიერება!


მაშინ რომ ყურადგეღოთ რომ დაგიძახეთ ამ თემაში აქამდე არ მივიდოდა საქმე, პირადი კიდევ არაფერი არ ყოფილა, უზრდელობა დაიწყო და ქაჩვა და ნომრების თხოვნა (მიიღო რა ნომრიანად გაქრა). ასე რომ ძალიან კორექტული იქნები,თუ შენს ბოლო პოსტსაც მიაშლი ან ისევ ჩასვამ იმათ, რომ ვისაც ეს გინებები ეხებოდა იმათმაც წაიკითხონ. ეს იქნება მართებული საქციელი შენგან (*ჩემს და შენს გამო არა,ყველას გამო).

------------------------------------------------------------------------------

პ.ს.იდიოტი ვიყო თუ არ მეზარებოდეს უკვე აქაურობა რა...ჩემი მეგობარი ნინოსიც არ იყოს, ის იმედები რაც შემოსვლისას მქონდა ისე მიილია, გეგონება არც არსებობდა, რაღაც აღმოვაჩინე თქვა მეგონა და თურმე რა აღმომიჩენია...არა არა, გაცლა სჯობს აქ კომიკური სიტუაციის ყურებას და თავის ქიცინს მე ვერ შევძლებ. იმ ჩემს თემაში ინფორმაციებს უკომენტაროდ დავტოვებ და ეგ იქნება,ნერვის უშედეგო თხრის ღირსი ნამდვილად აღარაა ეს ფორუმი და მისი თინეიჯერული სასტავი, 3ჯერ უფროსი შვილები მყავს მაგათზე და მაგათ უკანალს ვერ ვლოკავ აქ კიდევ!

ღმერთს ებარებოდეთ და გისურვებთ მოგცემოდეთ კორექტულობის ნიჭი ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი Sep 25 2008, 08:45 PM
პოსტი #466


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



ყველას მოგესალმებით,კარგა ხანია აქ ვეგარ შემოვდივარ ხშირად ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო,პირველ რიგში მინდა ქედი მოვიხარო იმ ვაჯკაცი ბიჭების წინაშე,რომლებიც წინ აღუდგნენ უზარმაზარ ურჩხულს,რუსეთის იმპერიას,არნახული ვაჯკაცობა გამოიჩინეს და მათთვის მეტად უზვირფასესი რამ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს.ეს ზალიან რთული რამ არის დღევანდელ დროში,როდესაც ქვეყანა არეულია,ქაოსია,გარყვნილებაა,
ალიან დიდი ნაწილი მხოლოდ იმაზე არის გადასული და იმით ცხოვრობს,როგორ გამდიდრდეს,როგორ იცხოვროს ისე,რომ ამ ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.არაფერი მოიკლონ,გართობა,დროის უაზროდ ტარება,ზალიან დიდი უფლების მინიჭების პრეტენზიით და მეტისმეტად მცირე მოვალეობით.აი,ასეთ მდგომარეობაშია დღეს სამწუხაროდ დღევანდელი ცხოვრება.
მაგრამ სწორედ ამ დროს უფლის წყალობით არიან ჯერ კიდევ ადამიანები,რომლებიც მხოლოდ საკუთად სიამოვნებაზე არ ფიქრობენ,ფიქრობენ ოჯახზე,ნათესავებზე,თავიანთ მოყვასზე და მთლიანობაში ქვეყანაზე.სწორედ ასეთი შეგნებით მოქმედებდნენ ეს ადამიანები,როდესაც ჩვენს მოსახლეობას დაუწყეს ხოცვა ჟლეტა გადამთიელებმა.სწორედ ამ გულისტკივილის გამო დადგნენ ეს ადამიანები საკუთარი ხალხის გვერDით,დადგნენ და მთელი არსებით წინ აღუდგნენ ამ უმსგავსობას,მოხდა ისე,რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი დაეცნენ და დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან.მაგრამ უფლის წყალობით საკმარისად არიან კვლავაც ჭეშმარიტად ვაჯკაცი ადამიანები,რომლებიც დაწყებულ საქმეს აგრძელებენ,არ ფიქრობენ იმას,რომ რადგანაც მტერი ზლიერია,ზურGი უნდა ვაქციოთ და მუხლებზე დავუჩოQოთ,ვინც ამას ფიქრობს,როგორ უნდა შეხედონ იმ ადამიანებისსულებს,რომლებმაც იცოდნენ ასევე,როგორი ძლიერიც იყვნენ ისინი და ზნელი იყო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა,განა მათ არ შეეძლოთ იგივე ეფიქრად? განა არ შეეძლოთ ზურგი ეჩვენებინათ მტრის სიზლიერის მომიზეზებით?ამაშია სწორედ მათი ამ ვაჯკაცობის არსი,დარჩნენ და დღეს ბევრი ჩვენს გვერდიტ აგარ არი.
რომელს მოუბრუნდება ენა,რომელი იტყვის ამ სიბინძურეს,რომ ქვეყანას ჯარი არ ჭირდება,თუკი ის ქვეყნის ახლობლების,მოყვასის მტერი არ არის?
მაშ ვინ დაუდგებოდა გვერდით გაჭირვებულ ადამიანებს,რომლებსაც სახლკარს უნგრევდნენ,ოჯახს უწიოკებდნენ,კლავდნენ.აი,ამიტომ შევიდა ჩვენი ჯარი იქ და თავიანთი შესაზლებლობის მაქსიმუმი გააკეთა,ხოლო თუკი მათ ვერ შეძლეს ბოლომდე მიყვანა საქმის, ეს იმას არ ნიშნავს,რომ მათი ბრალი იყოს.დღეს,რომ სამხედრო არ არსებობდეს და არ ყოფილიყვნენ სამხედროები,საქართველო მთლიანად დანაწევრებული იქნებოდა.აი,ამიტომ ჭირდება ქვეყანას ჯარი და სანამ ვინმე პიროვნება,სანამდე სამხედროზე დაიწყებდეს სჯა ბაასს და რამეში აკრიტიკებდეს ,ჯერ მოვიდეს ,გამოცადოს,იწვნიოს ჯარის მძიმე ცხოვრება საკუთარ ზურგზე,მერე გამოთქვას ვინ ვინ არის.ხოლო თუკი ამის ვაჟკაცობა არა აქვს საკმაოდ განვითარებული,არ შეუძლია ამ მძიმე გზით სიარული და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს,ჰაერში ფრენას მოეშვას და ძირს ჩამოვიდეს,თორემ ისე დაენარცხება ,რომ კისერს წაიწყვეტს.სამხედროსთვის იმ გმირი ადამიანების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ყვესას უკიდურესი სიმკაცრით მოეკითხება.
ღმერთმა დაგლოცოთ და მისი წყალობა ნუ მოგიშალოთ.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 25 2008, 09:07 PM
პოსტი #467


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(besik @ Sep 25 2008, 08:45 PM) *

სანამ ვინმე პიროვნება,სანამდე სამხედროზე დაიწყებდეს სჯა ბაასს და რამეში აკრიტიკებდეს ,ჯერ მოვიდეს ,გამოცადოს,იწვნიოს ჯარის მძიმე ცხოვრება საკუთარ ზურგზე,მერე გამოთქვას ვინ ვინ არის.ხოლო თუკი ამის ვაჟკაცობა არა აქვს საკმაოდ განვითარებული,არ შეუძლია ამ მძიმე გზით სიარული და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს,ჰაერში ფრენას მოეშვას და ძირს ჩამოვიდეს,თორემ ისე დაენარცხება ,რომ კისერს წაიწყვეტს.სამხედროსთვის იმ გმირი ადამიანების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ყვესას უკიდურესი სიმკაცრით მოეკითხება.
ღმერთმა დაგლოცოთ და მისი წყალობა ნუ მოგიშალოთ.

100%


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 26 2008, 05:55 PM
პოსტი #468


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



http://www.link.ge/file/114484/0ed4807cae7...313506.flv.html


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Sep 26 2008, 07:16 PM
პოსტი #469


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



besik
კარგად გიწერია , მაგრამ ერთი მინდა რომ ვთქვა, ხშირად ამ ფორუმზე ჰგონიათ რომ სამხედროებს ვაკრიტიკებ და სამხედროები მიუღებლად მიმაჩნია, სინამდვილეში მთავარსარდის არასწორი პოლიტიკას ვაკრიტიკებ! ქარტული ჯარი ყოველთვის იყო სწორ გზაზე და იშვიათად ჯარისკაცს დაეშვა სერიოზული ეროვნული შეცდომა ქვეყანაში, მთავრსარდალი კი ხშირად უშვებდა შეცდომას, ასევე გაუმართლებლად მიმაჩნია და ექსპერტებიც და უწმინდესიც ამბობდა რომ დაუშვებელი იყო ომის ამ სიტვაციაში დაწყება, ეს არ ნიშნავს რომ ჯარისკაცებს ვაყენებ შეურაცმყოფას! პოლიტიკურად სამხედროების მიმარტაც და სამხედრო სფეროშიც უამრავი შეცდომებია და ამას ყველა ამბობს გადრა იმისა ვინც ამ შეცდომებს უშვებს ! ასევე ამ ომის დროს იქნა სარდლობისგან უამრავი შეცდომები დაშვებული და ეს არ მომწონს თორე სამხედროებს შეურაცმყოფას არავინ არასდროს არ აყენებდა საქართველოში და მათ შორის მეც არასდროს არ მივაყენებ რადგან მეც სამხედრო გავხდები ადრე თუ გვიან !






--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 26 2008, 08:55 PM
პოსტი #470


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
გაუმართლებლად მიმაჩნია და ექსპერტებიც და უწმინდესიც ამბობდა რომ დაუშვებელი იყო ომის ამ სიტვაციაში დაწყება

სხვა გამოსავალი არ იყო, ღმერთო რა არის ასეთი გაუგებარი.... sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 26 2008, 09:01 PM
პოსტი #471


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ხო მაგრამ ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი უშენდა ჭურვებს ქართულ მოსახლეობას, ჩვენ ჩვენს ხალხს ვიცავდით, ხომ უყურებდით კურიერს, ოღონდ ქართული ჯარი შემოვიდეს და ყველანაირად დავუდგებით მხარშიო,ხალხი ამბობდა, დაიღალა იქაური მოსახლეობა სულ შიშში ცხოვრებით...
როგორია სულ გბომბავდნენ და გესროდნენ?

არაუშავს, მალე უფრო გაძლიერდება საქართველო


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 26 2008, 10:16 PM
პოსტი #472


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



შვებით ამოვისუნთქე, რომ გავიგე, რუსები სამეგრელოდან გადიანო. იმედი გამიჩნდა, იქნებ ახლა მაინც მოვახერხო მათთან გასაუბრება-მეთქი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი მტრის თვალით დანახული ეს ომი, სწორედ ამ განზრახვით მივადექი ფოთში (ნაბადაში) განლაგებულ რუსების საგუშაგოს.

არ მოგვიახლოვდე, აქ ისვრიანო, დამიყვირა რუსმა ჯარისკაცმა. ამან ძალზე გაამხიარულა მისი თანამებრძოლები, სიცილი დამაყარეს. რომ მიხვდნენ, უკან წამოსვლას არ ვაპირებდი, ერთ-ერთი მომიახლოვდა. სახე გაუნათდა, აა რუსი ყოფილხარ, იერზე გეტყობა, რომ რუსი ხარო. არა, ქართველი ვარ, მაგრამ ბებია მყავს პოლონელი-მეთქი.

- პოლონელი? მერე რა, მაინც ჩვენიანი ხარ, პოლონეთი ადრე რუსეთის იყო(?!). რა გინდა? - ჯარისკაცს ხმაში ბრაზი აღარ ეტყობოდა.

- მინდა ვინმეს გავესაუბრო.

- არ შეიძლება, თან მეთაური აქ არ არის, რომ დაგვინახოს, მოგვხვდება, თუმცა... საშა, მოდი, შენთან ლაპარაკი უნდათ, - გასძახა ვიღაცას, - ამას მეთაური არაფერს ეტყვის, მისიანია, - მითხრა და სიცილით გაბრუნდა უკან.

ჩემი მოსაუბრე 20 წლის სარატოველი საშა დროზდოვი აღმოჩნდა. თურმე 10 თვეა, რაც ჯარში მსახურობს (ფოტოს გადაღებაზე კატეგორიულ უარს მეუბნება).

- 6 წლის ვიყავი, სარატოვში რომ გადავედით საცხოვრებლად, მანამდე სოფელში ვცხოვრობდით, ბაბუასთან. ჩემს ოჯახში ქართველები ყოველთვის უყვარდათ. ბაბუას საწოლთან რაიხსტაგზე დროშის ამართვის დიდი ფოტო ეკიდა. როცა დათვრებოდა, მე და ჩემს დას, ვინ იცის მერამდენედ, გვიყვებოდა, რომ როცა \ჯარში მსახურობდა, მათთან ნაწილში მელიტონ ქანთარია ყოფილა სტუმრად და ბაბუაჩემისთვის ხელიც კი ჩამოურთმევია. სტალინისა და ქანთარიას სადღეგრძელოს ერთად სვამდა.

მამაჩემი სარატოვში მშენებლობაზე მუშაობდა და ბინა მოგვცეს. მე-15 სართულზე ვცხოვრობდით, მესამეზე კი და-ძმა ია და გია. გია ჩემი ტოლია, ერთად გავიზარდეთ, ცურვაზეც ერთად დავდიოდით, ომობანასაც ვთამაშობდით. გიას მამაც მშენებლობაზე მუშაობდა და იქ დაიღუპა. როცა ბავშვები გავიგებდით, გიას ბაბუა და ბებია ჩამოდიან საქართველოდანო, სადარბაზოს არ ვშორდებოდით ტკბილეულის მოლოდინში. მე განსაკუთრებით ის მიყვარდა, ყურძნისგან რომ აკეთებენ, უცნაური სახელი ჰქვია.

- ჩურჩხელა? - შევახსენე მე.

- ჰო, ეგ. საღამოობით ბაბუაჩემი და გიას ბაბუა, იმასაც გია ერქვა, ერთად ქეიფობდნენ, ბაბუა ამბობდა, სამ დიდ ქართველს ვიცნობ: სტალინს, ქანთარიას და უფროს გიას. რუსები და ქართველები რომ ყველაზე მაგრები ვართ, იმიტომ აგვირჩია სტალინმა რაიხსტაგზე დროშის აღსამართავად, ამიტომ სულ ძმები უნდა ვიყოთო.

რომ წამოვიზარდეთ, ომობანა შემჯავრდა. დასახიჩრებული ბიჭები ჩამოდიოდნენ ჩეჩნეთიდან და იმიტომ. მხოლოდ სვამდნენ, ხმას არ იღებდნენ, მე-7 კლასში ვიყავით, ერთმა ჩემმა კლასელმა ვიდეოკასეტა იშოვა, ფილმი ჩეჩნეთის ომზე იყო. ამბობდნენ, დოკუმენტურიაო. ბიჭებმა ბოლომდე ვერ ვუყურეთ, მას შემდეგ მძულს ჩეჩნები. გეოლოგიურზე ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავედი და ჯარშიც გამიწვიეს. გია ავარიაში მოყვა და გაწვევაზე უარი უთხრეს, მე, ლიოშა კასატკინი და დიმა ერთად მოვხვდით. გაცილება ოთხივემ ერთად აღვნიშნეთ, ძალიან დავთვერით და გიას პირობა მივეცით, ჯარიდან როგორც დავბრუნდებოდით, საქართველოში წამოვიდოდით და მთებში ვიხეტიალებდით. მე ხომ გეოლოგი ვარ. ამბობდნენ, საქართველო ძალიან ლამაზიაო, მართლა ლამაზი ყოფილა (ჩვენი საუბარი აქ დროებით შეწყდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა ჩემი რესპონდენტი ამ დროს, მაგრამ შევატყვე, განერვიულდა)...

მე საზღვაო ძალებში მინდოდა სამსახური, მაგრამ მამაჩემის მეგობარი 58-ე არმიაში მსახურობს, შტაბში, და მამის თხოვნით არმიაში მოვხვდით. ჩვენი ბატალიონის მეთაური, ბატკა გრიშა ჩეჩნეთში ნაბრძოლია, ბევრს გვიყვებოდა იმ ომზე.

7 აგვისტოს ვლადიკავკაზში ვიყავით, დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ. ერთი ქალი კიოდა, ქართველებმა შვილი მომიკლეს, თავი მოაჭრეს და მერე დაწვესო. მისი ხმა ახლაც ჩამესმის. არავის ინდობენ, ყველას ხოცავენ, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებსო. ტელევიზიაც ამას ამბობდა, ეს კოშმარი იყო.

8 აგვისტოს საღამოს როკის გვირაბისკენ დავიძარით. მეთაური ჩვენს ჯავშანმანქანაში იჯდა. გზაში ვიღაც რაციით ელაპარაკებოდა. თურმე მე-2 ბრიგადაში ერთ-ერთი ჯგუფის უფროსსა და მის 16 ჯარისკაცს უარი უთქვამთ ცხინვალში წამოსვლაზე. მათ სამხედრო ტრიბუნალი ემუქრებოდათ. მოგვიანებით მეთაურს ვკითხე, ვინ იყო ის ურჩი მეთაური-მეთქი. მითხრა, ქართველია და ჯარისკაცებში დიდი ავტორიტეტი აქვსო. იმ 16 ჯარისკაციდან უმრავლესობა რუსი იყო. ხედავ? ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩვენთან.

როკის გვირაბთან კარგა ხანს ვიდექით. ცხინვალში 9 აგვისტოს, გამთენიისას შევედით. ღამით ბევრს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როგორც კი გათენდა, ჩემი თავი ამერიკულ ბლოკბასტერში მეგონა, ვიეტნამის ომში. ქუჩები სავსე იყო მიცვალებულებით და დამწვარი ტექნიკით. ჩვენს დანაყოფს ცხინვალის ერთი მონაკვეთის გაწმენდა დაავალეს, წინ ჩვენი ჯავშანმანქანა მიდიოდა. ნელა მივდიოდით. ერთ ქუჩაზე ქალი დავინახეთ, ხესთან იდგა, შავები ეცვა, ძალიან მოხუცი იყო. იდგა და არ იძროდა. მანქანიდან დაუყვირეს, შედი, ბებო, სადმე დაიმალეო, მაგრამ არ განძრეულა. ახლოს რომ ჩავუარეთ, მის თვალებში ისეთი სიძულვილი დავინახე, რომ მივხვდი, ჩვენ აქ არავინ გველოდა. რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელთან ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. ჩვენც იქით წავედით. გზაში ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ქართველისთვის მესროლა. გასასვლელთან ჩვენს მესამე მანქანას ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა, მხოლოდ სამი ჯარისკაცის გადარჩენა მოვახერხეთ, ლიოშა ნახევრად დამწვარი იყო. თავიდან მკვდარი მეგონა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ომია და შენ თუ არ მოკლავ, მოგკლავენ. ლიოშა ასეთ დღეში რომ დავინახე, აღარავინ მახსოვდა, - არც გია, არც ჩვენი ეზო. ნუ გავჩერდებით, თორემ ყველას დაგვხოცავენო, ყვიროდა მეთაური, მაგრამ ვინ უსმენდა?! ვიდექით გაოგნებული და ჩვენს დამწვარ ჯავშანმანქანას ვუყურებდით. ერთი ჯარისკაცი ხმამაღლა ატირდა, ყველანი შეშინებული ვიყავით. გონს მაშინ მოვედით, როცა სროლის ხმა გავიგეთ. საბედნიეროდ, მანქანებს არ მოხვედრია. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში და გავაგრძელეთ გზა. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო, ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც, ესენი ვინ არიანო, ყვიროდა რუსი მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ (ქართველებზე), უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. მოკლედ, 2 ჯავშანმანქანა, 1 ტანკი გვყავდა და სამოცი ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! აღარავინ გადარჩენილა. ერთს ხელში «ლიმონკა» შერჩენოდა, ეტყობა, სროლა ვერ მოასწრო.

ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა მაშინო... მივხვდი, ჩეჩნეთი გაახსენდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ცხინვალში დავბრუნდით.

11 აგვისტოს ბატკა გრიშამ მითხრა, ბატალიონს ვტოვებ, აფხაზეთში, სამშვიდობო ძალებში გადასვლა მიბრძანესო. დროებით მეც წამომიყვანა და აი, აქ ვარ.

აქ რომ გადმოვედით, 3 ღამე არ გვიძინია. მეთაურმა გაგვაფრთხილა, ჩეჩნეთში პოსტზე ღამით ადგილობრივი მოსახლეობა გვეპარებოდა და ხან ბენზინს გვასხამდა და გვწვავდა, ხან გვხოცავდაო. ქალს თუ გაუღიმებდი, ისიც გაგიღიმებდა, მაგრამ ეს ღიმილი საკმარისი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ კაბის ქვეშ დამალული იარაღი ამოეღო და შენთვის სული გაეფრთხობინებინაო. ამიტომ არ გვეძინა, მაგრამ ქართველები სულ სხვანაირები ხართ, მოდიხართ და გვეხვეწებით, წადითო, ტყვიას არ გვესვრით, მაგრამ შეიძლება ჩეჩნებზე მაგრად გძულვართ. ამას ყოველ წუთს ვგრძნობთ... ეს არ იყო ჩვენი ომი, ჩვენ ომი არ გვჭირდებოდა. მოვა დრო და თქვენ და ოსები ისევ ერთად იცხოვრებთ, ჩვენ კი ძალიან ცუდები გამოვალთ. სახლში ერთი წლის შეEმდეგ ჩავალ. გია გამიგებს და არ იტყვის ჩემთან მეგობრობაზე უარს, რადგან ომი ომია - შენ თუ არ მოკლავ, ის მოგკლავს... რას ვიზამთ...

გულდამძიმებულმა დავტოვე რუსების საგუშაგო და თან დროზდოვის ბოლო სიტყვებზე ვფიქრობდი: ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოში, მთებში სახეტიალოდ ვეღარ ჩამოვალთ. შეგვრცხვებაო...



ნინო ბურჭულაძე

"კვირის პალიტრა" №37(707)
15 -21 სექტემბერი
2008


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 28 2008, 06:51 PM
პოსტი #473


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



19 ამოუცნობი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა უკვე ცნობილია


19 ამოუცნობი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა უკვე ცნობილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საპარლამენტი კომისიის ხელმძღვანელმა გივი თარგამაძემ განუცხადა, დნმ-ის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი. "დნმ-ის პასუხებმა დაადასტურა ამოუცნობი ჯარისკაცების ვინაობა.
ერთი ჯარისკაცი ამ 19-თაგან ამოცნობილი იყო, მაგრამ ოჯახმა გადამოწმების მიზნით გადაწყვიტა ექსპერტიზის ხელახლა ჩატარება. შედეგები ახლობლებს უკვე ეცნობათ.
"ეს იმ 19 ჯარისკაცის დნმ-ის პასუხებია, ვისმა დედებმაც ნიმუშები ჩააბარეს. როდესაც დედების ნიმუშებზე ტარდება ექსპერტიზა, გაცილები მარტივად და სწრაფად ხდება პასუხების მიღება. ხოლო იმ 30 ჯარისკაცის დნმ-ის პასუხების მიღება, ვისმა ოჯახის წევრებმაც დებმა, ძმებმა და ა.შ ნიმუშები ჩააბარეს, უფრო გვიან მოხდება. სავარაუდოდ, ეს 2 კვირაში იქნება",-განაცხადა თარგამაძემ

http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=243147


რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე რეზერვისტ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ



რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე რეზერვისტ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.
რეზერვისტ სტუდენტებს ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდება, რომელიც თსუ-ში უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მივა და სტუდენტებს სწავლის დაწყებასაც მიულოცავს.
უნივერსიტეტის სტუდენტთაგან აგვისტოს მოვლენების დროს ორი მათგანი მძიმედ დაიჭრა. ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან ხვალ სპეციალურ საჩუქარს მიიღებენ, ომში მონაწილე რეზერვისტ სტუდენტებს კი სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10:00 საათზე მივა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=243160

პ.ს. გადმოვიტანე არსენალიდან.

besik
ციტატა
სანამ ვინმე პიროვნება,სანამდე სამხედროზე დაიწყებდეს სჯა ბაასს და რამეში აკრიტიკებდეს ,ჯერ მოვიდეს ,გამოცადოს,იწვნიოს ჯარის მძიმე ცხოვრება საკუთარ ზურგზე,მერე გამოთქვას ვინ ვინ არის.ხოლო თუკი ამის ვაჟკაცობა არა აქვს საკმაოდ განვითარებული,არ შეუძლია ამ მძიმე გზით სიარული და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს,ჰაერში ფრენას მოეშვას და ძირს ჩამოვიდეს,თორემ ისე დაენარცხება ,რომ კისერს წაიწყვეტს.სამხედროსთვის იმ გმირი ადამიანების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ყვესას უკიდურესი სიმკაცრით მოეკითხება.
ღმერთმა დაგლოცოთ და მისი წყალობა ნუ მოგიშალოთ



აი, ეს ასე გამუქებული უნდა აიპინოს ! მადლობთ, ბესო, ძალიან კორექტულად გიწერია a025.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 29 2008, 10:47 PM
პოსტი #474


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



IPB-ს სურათი
ქართველი მებრძლები ქალაქ ცხინვალთან smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 4 2008, 01:42 AM
პოსტი #475


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(staywhite @ Sep 24 2008, 09:45 PM) *

m16
უნდა დახვრიტო ამის მთქმელი ! და ჩვენ კიდევ რაღაც გავიკვირვეთ sad.gif(

ნან ეგრე რატო ფიქრობ მართლა ვერ ვხდები, ძალადობას და შეურაცმყოფას იგივეთი თუ უპასუხე როგორ უნდა შეაგნებიო ეგეთ ადამიანს? შეგინების გამო როგორ უნდა დახვრიტო ადამიანი? ცოტა კი უნდა ცემო მარა ისე რო გაწირო დაუშვებელია.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 4 2008, 01:53 AM
პოსტი #476


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



შოთაძე
ციტატა
ძალადობას და შეურაცმყოფას იგივეთი თუ უპასუხე როგორ უნდა შეაგნებიო ეგეთ ადამიანს?


მაინც ვერ შეაგნებინებ. ქართველი კაცის შვილი რომ მის სამშომლოს Suckართველოს უწოდებს, მონღოილოიდებს რაღა უნდა მოსთხოვო. გარდა ამისა არ მჭირდება მე დამოძღვრები, შენ თუ ტოლერილებას უკეთებ ასეთებს, ეგ შენი საცოდაობაა, ვერაფერს გავაწყობ.

სურათები მაინც არ დაგითვალიერებია ფრონტისა? ხოდა დანარცენი PM-ში მოგწერე.

რამდენი ბიჭი დაეცა მაგათ გამო და ისინი კიდევ დასცინიან ქართველობას. ფუუუიიიი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 10 2008, 07:52 PM
პოსტი #477


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სამხედრო საქმით დაინტერესებულებს შეუძლიათ ნახონ ჩემი ეს თემები (CZ88):

http://forum.ge/?showtopic=33869674&f=&st=75&#entry11145945

http://forum.ge/?f=49&showtopic=33863932

ასევე საინტერესოა:

http://forum.ge/?f=49&showtopic=33867778&st=15

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Oct 15 2008, 06:06 PM
პოსტი #478


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



http://www.myvideo.ge/?video_id=292085
ნახეთ

http://www.myvideo.ge/?video_id=292078
ესეც


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 18 2008, 01:34 AM
პოსტი #479


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(შოთაძე @ Oct 2 2008, 06:27 PM) *

ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

ეს ჩემი ლექსი თამარმა სალაღობოდან "შემოქმედებაში" გადაიტანა smile.gif მე კიდევ აქ დავწერ (მიუხედავად იმისა, რომ ამ მსგავსი ლექსების გამო მავანნი დაგვცინიან (იდეაში), ცხადია მე არ მრცხვენია მაინც sad.gif ) :


ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თვალებიდან თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 18 2008, 07:12 PM
პოსტი #480


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეს თემა მომეწონა ძალიან sad.gif შეუძლებელია უცრემლოდ ამის ნახვა:

http://forum.ge/?f=29&showtopic=33886672

კარგია თუ ნახავთ.

პ.ს. ეს თემა ჩემი გახსნილია, ამიტომ მაქვს უფლება მივმართო პუბლიკას: თავი შეიკავეთ ნებისმიერი არაკომპეტენტური გამოთქმებისგან, ვარაუდებისგან, დაბრალებება-განკითხვისგან. ნებისმიერ ინფოს მიუწერეთ წყარო . საკუთარი მტკიცებები მხოლოდ მართებული არგუმენტებით. ნებისმიერი, ვისაც თუნდაც მცდელობა ექნება დააკნინოს და შეურაცხყოს, დასცინოს და გააქილიკოს მეომრები, იძულებული ვიქნები მივმართო ადმინისტრაციის დაუყონებლივ მისცენ ბანი ამის დამწერს. აზრთა სხვაობა არ ნიშნავს იდიოტიზმის ჯეჯილს, ისიც სამხედრო თემაში!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 08:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი