თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მილოცვა _ ჩვენი ბიჭები

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 6 2011, 12:08 AM

ჰა არ ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს წარმატებებს კალათბურთში??? მოდით ვისაუბროთ,ვიკამათოთ ჩატარებულ შეხვედრებზე...

პ.ს. ისეთებმა დაპოსტეთ რომ გაგეგებათ ამ სპორტის biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 6 2011, 12:19 AM

ვულოცავ ვულოცავ. დამაწყდა ნერვები მთელი კვირაა უკვეsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2011, 12:22 AM

ფეხბურთი მაინც იყოს,მაგრამ არც კალათბურთში ვარ ჩაინიკი.
გილოცავთ ყველას!!!
რას ვერჩით ამ ბიჭებს.ჯერ ,,ბე"დივიზიონიდან გადავიდნენ ,,ა"დივიზიონში"მერე პირველსავე სეზონში გავიდნენ ევროპაზე და შემდეგ,პირველსავე წელს ჯგუფიდან გავიდნენ.როგორღა უნდა მოგიტრიალდეს ენა მათზე რომ ცუდი თქვა.

ეხლა ცუდი ამბავიც.მიკლედ უახლესი ინფორმაციის თანახმად ზაზა ფაჩულიამ ქვედა კუნთის ძარღვი გაიწყვი და ნაადრევად დაემსვიდობა ევროპას.
მაგრამ რას ვიზავთ.იმედია კოკოშკოვი(კოშკა ხო ჯობია) რამეს მოიფიქრებს და გვიშველის.

პ.ს.სხვათასორის ქართველებმა რეკორდიც დაამყარეს.პირველი გუნდია ევრო ჩემპიონატზე,რომლებმაც პირველსავე ,,ევრობასკეთზე"მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა!!!

პ.ს.სხვათაშორის ქართველებმა რეკორდიც დაამყარეს.პირველი გუნდია ევრო ჩემპიონატზე,რომლებმაც პირველსავე ,,ევრობასკეთზე"მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა!!!

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 6 2011, 12:34 AM

A.V.M
ხო ფაჩულიას ეგ ძველი ტრავმა ქონდა მგონი...მაგრად გავიწიეთ წინ... smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 7 2011, 09:03 PM

ციტატა
ზაზა ფაჩულიამ ქვედა კუნთის ძარღვი გაიწყვი და ნაადრევად დაემსვიდობა ევროპას.

კუნთის ძარღვი კი არა მყესი biggrin.gif

მეორე ჯგუფურ ეტაპზე უშანსოდ ვართ

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 7 2011, 09:07 PM

orthodox-georgia
ჰო..sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 09:16 PM

არ შემარჩინოთ ეხლა არაფერი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 7 2011, 11:48 PM

orthodox-georgia

ციტატა
მეორე ჯგუფურ ეტაპზე უშანსოდ ვართ


და სულაც არ ვფიქრობ ასე. არა ჯგუფიდან ვერ გავალტ, მაგრამ მე მგონი ფინეტს მაინც მოვუგებთ. მაკედონიაც არ არის დაუმარცხებელი. მაგრამ ფაჩულიას გარეშე გაჭირდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 11:52 PM

გეთანხმები აფხაზ!
საქართველოს ნაკრებმა დაანახა ყველას,რომ ნებუსმიერ მეტოქესთან იბრძვის.
ვნახოთ რა მოხდება,ეს სპორტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 8 2011, 12:01 AM

A.V.M

ციტატა
საქართველოს ნაკრებმა დაანახა ყველას,რომ ნებუსმიერ მეტოქესთან იბრძვის.


ნეტა ფეხბურთზეც შემძლებოდა ამის დაწერა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2011, 12:02 AM

დღეს კალათბურთს საქართველოში კალათბურთელები თამაშობენ,
ეროვნულ ნაკრებში კი გვარები და ამაშია საქმე.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 8 2011, 12:07 AM

A.V.M

ციტატა
ეროვნულ ნაკრებში კი გვარები და ამაშია საქმე.


მე მგონი გვარებიც აღარ თამაშობენ.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 8 2011, 12:16 AM

ციტატა
მაგრამ მე მგონი ფინეტს მაინც მოვუგებთ. მაკედონიაც არ არის დაუმარცხებელი.

ფაჩულია დიდი ძალაა გუნდისთვის. მის გარეშე რაც მოგვივიდა ბულგარეთთან ბოლო თამაშში კი უყურეთ ყველამ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2011, 12:25 AM

ფაჩულია დიდი ძალაა(და ასეც უნდა იყოს)მაგრამ ეს ჭიდაობა არაა,რომ ერთი კაცი ჭიდაობდეს და მორჩა,გუნდურია კალათბურთი და სწორედ ეს შეკრულობა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა უნდა გახდეს წარმატების საწინდარი.

მაგრამ თუ აქამდე მიზანი რთული იყო,ეხლა ზაზას გარეშე ორმაგად გართულდება.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 8 2011, 12:31 AM

მე სადამდეც ახლა მივედით, იმითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ანალოგიურ შედეგს ჩვენი ფეხბურთელები ალბათ კიდევ 50 წელი ევრ მიაღწევენ biggrin.gif


პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 8 2011, 02:53 AM

მთავარი მწვრთელი კოკოშკოვი უნდა მიხვდეს, რომ ზონური დაცვა არ გამოსდით ბიჭებს,რასპასის დროს ყოველთვის ვიღაცა სამქულიანზე ეპარებათ,ყველა თამაში მაგის გამო წავაგეთ ,გვტენიან სამქულიანებით და ხელისშემშლელი არავინაა,არ გამოდის ზონური დაცვა!
რაც შეეხება ცენტრს:ცქიტიშვილს და შერმადინს,ვერცერთი ვერ თამაშობს, მე პირადად ისევ სანიკიძე,მარკოიშვილი,ჰეინსი,
ენგელიას იმედი მაქ.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 9 2011, 09:25 PM

დღეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიც დაიწყო. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 9 2011, 09:31 PM

orthodox-georgia
წარმატებებიიიიიიიიიიიიი smile.gifIPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 10 2011, 01:43 AM

ჩვენ მაინც გავარდნილები ვართ და დაიკიდეთ biggrin.gif biggrin.gif ნუ მაინც პრესტიჟის ამბავია, რომ ბოლოსწინაზე გავიდეთ biggrin.gif სად ჩვენ და სად წეღან ლიტვა-საფრანგეთი რომ გადიოდა, ეეხ.

ციტატა(.zakaria. @ Sep 8 2011, 02:53 AM) *

მთავარი მწვრთელი კოკოშკოვი უნდა მიხვდეს, რომ ზონური დაცვა არ გამოსდით ბიჭებს,რასპასის დროს ყოველთვის ვიღაცა სამქულიანზე ეპარებათ,ყველა თამაში მაგის გამო წავაგეთ ,გვტენიან სამქულიანებით და ხელისშემშლელი არავინაა,არ გამოდის ზონური დაცვა!
რაც შეეხება ცენტრს:ცქიტიშვილს და შერმადინს,ვერცერთი ვერ თამაშობს, მე პირადად ისევ სანიკიძე,მარკოიშვილი,ჰეინსი,
ენგელიას იმედი მაქ.

აუ ჰეინსის იმედი საერთოდ არ მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 10 2011, 11:24 PM

subterranean
შენა და ფეღბურთზე ხო არ საუბრობ?? biggrin.gif ჰეინსიმ რაც თავი გამოიჩინა ეგრე ეთამაშა ნეტა ყველას: (

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Sep 10 2011, 11:28 PM

დღევანდელი წაგება არ გვეპატიება.... სამწუხაროა ძააან...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 10 2011, 11:30 PM

mari-mari15
უF მომეშალა ნერვები... sad.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Sep 10 2011, 11:58 PM

შEნ ჩემი თქვი

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 11 2011, 12:01 AM

mari-mari15
შენი როგორ ვთქვა ჩემი ძლივს ვთქვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Sep 11 2011, 12:05 AM

ძლივ ამოვიღე ხმა ბიჭო... ეს რა გაგვიკეთეს რააა....biggrin.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 11 2011, 09:25 PM

ბოლო მატჩი დაგვრჩა საბერძნეთთან

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2011, 08:48 PM

ცუდია,რომ ორი მოგებული ტაიმის მერე მაინც დავმარცხდით.
არა უშავს,დებიუტისთვის საკმაოდ კარგია და იომედია ბიჭებიც გამოცდილებას შეიძენენ.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 14 2011, 11:53 PM

მაკედონია ყოჩაღ

ციტატა(toka@ @ Sep 10 2011, 11:24 PM) *

subterranean
შენა და ფეღბურთზე ხო არ საუბრობ?? biggrin.gif ჰეინსიმ რაც თავი გამოიჩინა ეგრე ეთამაშა ნეტა ყველას: (

იმედია ხუმრობ, ხო? biggrin.gif ტიპს კალათისკენ სროლის ეშინია მგონი biggrin.gif სხვას ვისაც ჰყავს შავკანიანი, უმეტესობა მაგარია, მაკალები აიღე, მარტომ მოგვიგო თამაში. ყველა უბედური ჩვენ უნდა გადაგვეყაროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 14 2011, 11:56 PM

მაკედონიას მართლა ყოჩაღ და ვის მოწონს ჰეინსი არ გადამრიოთ ეხლა ხალხო!!!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 15 2011, 11:51 AM

დაიწყეს ჩვენმა რაგბისტებმა გუშინ. შოტლანდიასთან წავაგეთ 6-15. ლელო ვერ დაგვიდეს, მარტო ჯარიმები გაგვიტანეს.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 15 2011, 01:37 PM

თარსი თვე გვაქვს სპორტში biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 15 2011, 03:16 PM

orthodox-georgia

ციტატა
ლელო ვერ დაგვიდეს, მარტო ჯარიმები გაგვიტანეს


ინგლისი დაგვიდებს ლელოს, არ იდარდო მაგაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 15 2011, 04:20 PM

ციტატა
თარსი თვე გვაქვს სპორტში

არანაირი თარსი
პირიქით ყველაფერი ლოგიკურად მიდის.დას თუ რეალურად შევხედავთ მორაგბეების ჯგუფიდან გასვლა იმაზე მეტი სენსაცია იქნება ვიდრე კალათბურთელების.
ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი ნაკრები საქართველოში კალათბურთში გვყავს და მორჩა.
რაგბში იმიტომ ვიგებთ თამაშებს,რომ გუნდები სიძლიერის მიხედვითაა დაყოფილი.და პორტუგალიას რუსეთს,თუ ესპანეთს ადვილად ვამარცხებთ.შემდეგ შეგვხვდება ინგლისი,ზელანდია,ავსტრალია და...
ფეხბურთში კი იმიტომ ვერ გავდივართ,რომ იტალია,ხორვატია,საფრანგეთი,ე
პანეთი გვხვდება გუნდში,თორემ ფარერებს ფეხბურთშიც ვუგებთ.
იყოს ფეხბურთშიც სიძლიერის მიხედვით დაყოფა და არა კალათობრივი განაწილება და ფეხბურთშიც მოვხვდებით ევროპა მსოფლიოზე.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 16 2011, 10:16 PM

18-ში თბილისის დროით 10 საათზე (დილის 10 საათზე biggrin.gif) ინგლისს ვხვდებით რაგბში

პ.ს. გადაგვივლიან sad.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 16 2011, 10:19 PM

orthodox-georgia
ვერაფერსაც ვერ გვიზამენ a075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 16 2011, 10:29 PM

მეც მაგის იმედი მაქვს თოკა.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 16 2011, 10:31 PM

A.V.M
მაგრები ვართ ხომ იცით smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 17 2011, 07:05 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 15 2011, 04:20 PM) *

არანაირი თარსი
პირიქით ყველაფერი ლოგიკურად მიდის.დას თუ რეალურად შევხედავთ მორაგბეების ჯგუფიდან გასვლა იმაზე მეტი სენსაცია იქნება ვიდრე კალათბურთელების.
ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი ნაკრები საქართველოში კალათბურთში გვყავს და მორჩა.
რაგბში იმიტომ ვიგებთ თამაშებს,რომ გუნდები სიძლიერის მიხედვითაა დაყოფილი.და პორტუგალიას რუსეთს,თუ ესპანეთს ადვილად ვამარცხებთ.შემდეგ შეგვხვდება ინგლისი,ზელანდია,ავსტრალია და...
ფეხბურთში კი იმიტომ ვერ გავდივართ,რომ იტალია,ხორვატია,საფრანგეთი,ე
პანეთი გვხვდება გუნდში,თორემ ფარერებს ფეხბურთშიც ვუგებთ.
იყოს ფეხბურთშიც სიძლიერის მიხედვით დაყოფა და არა კალათობრივი განაწილება და ფეხბურთშიც მოვხვდებით ევროპა მსოფლიოზე.

ფარერების და სან მარინოს დამარცხება მაგარი გგონია? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 17 2011, 09:32 PM

ციტატა
ფარერების და სან მარინოს დამარცხება მაგარი გგონია?

სან მარინოს დამარცხება ფეხბურთში,დაახლოებით იგივეა რაგბში დაამარცხო ესპანეთი.

და საიდან მოიტანე მაგარი მგონია თქო?

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 18 2011, 12:32 AM

ციტატა
ფარერების და სან მარინოს დამარცხება მაგარი გგონია?

ამ ბოლო დროს ეგეთ გუნდებსაც ვეღარ ვუგებთ
მაგალითი: მალტა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:20 PM

მოკლედ მადლობა უფალს რუმინეთს მაინც მოვუგეთ.

ეს კარგია,მაგრამ ერთი ქართველი მაინც დამანახა არგენტინასთან წაგებას კლასს რომ დააბრალებს და არა ,,სუდიას."

მომწყინდა მესამე მსოფლიოა ამდენი ,,ღირსეულად წაგება."

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 3 2011, 12:17 PM

A.V.M

ციტატა
მომწყინდა მესამე მსოფლიოა ამდენი ,,ღირსეულად წაგება."

განსხვავება ჩვენსა და მსოფლიოს ტოპ გუნდებს შორის ძალიან დიდია, თუმცა პროგრესი გვაქვს. თუ გავიხსენებთ წინა ორ ჩემპიონატზე გრანდებთან თამაშებს (ირლანდიასთან თამაშის გარდა) და წლევანდელ მსოფლიოზე ნათამაშებ შეხვედრებს, ვნახავთ რომ არც ისე შორსაა დრო, როცა შოტლანდიის მსგავს გუნდებთან მოგებას შევძლებთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 11 2011, 11:08 PM

მართალია ამხანაგური მატჩი იყო და ამასთანავე ხარისხიც საკმაოდ დაბალი მაინც სასიხარულოა,რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებული მატჩი ჩაატარა და შინაურ კედლებში მოახერხა გამარჯვება...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Nov 13 2011, 12:39 AM

ციტატა(A.V.M @ Nov 11 2011, 11:08 PM) *

მართალია ამხანაგური მატჩი იყო და ამასთანავე ხარისხიც საკმაოდ დაბალი მაინც სასიხარულოა,რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებული მატჩი ჩაატარა და შინაურ კედლებში მოახერხა გამარჯვება...

მე პესიმისტურად ვარ განწყობილი ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების მიმართ. რაც შეეხება ამ მატჩს, უბრალოდ მეტოქე გვყავდა ძალიან სუსტი, თუმცა მოგება მაინც სასიამოვნოა, განსაკუთრებით მალტისნაირი გუნდებისთვის ვერმოგების შემდეგ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 1 2012, 12:52 AM

მოკლედ და კონკრეტულად.
არ სეიძლება არ აღინიშნოს ის,რაც გააკეთა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა.
მათ ჯგუფში ჩატოვეს ისეთი ნაკრებები,როგორებიცაა-ინგლისი, ესპანეთი , უკრაინა და მოიპოვეს უფლება ევრიპის ჩემპიონატს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისა.
მადლობა ამ ბიჭებს და წარმატებები ევროპაზე!
(საცა ინგლისი და ესპანეთი ჯგუფში ჩავტოვეთ, იქვე შეიძლება ევროპაზე საპრიზოზე გავიდეთ.) toast.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Apr 2 2012, 11:59 AM

ბელგია
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
ისლანდია
ჰოლანდია
პოლონეთი
სლოვენია

ეს გუნდები მონაწილეობენ ჩვენთან ერთად ჩემპიონატზე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 2 2012, 08:46 PM

ციტატა
ეს გუნდები მონაწილეობენ ჩვენთან ერთად ჩემპიონატზე...

ხოდა საცა ინგლის-ესპანეთი გადავკიდეთ ერთმანეთზე და სახლში გავუშვით ისე მოუწევთ მაგათაც.
რომელია ინგლი-ესპანეთზე კარგი გუნდი მანდედან...

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Apr 3 2012, 12:07 PM

A.V.M

ციტატა(A.V.M @ Apr 2 2012, 08:46 PM) *

რომელია ინგლი-ესპანეთზე კარგი გუნდი მანდედან...
ეგრეც ვერ იტყვი. ახალგაზრდულებში ცოტა ძნელია გარკვევა. : )

თუმცა, იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. : ) აშკარად ძალიან კარგად თამაშობენ. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 3 2012, 04:53 PM

გეთანხმები ისმაილ,მაგრამ უკვე მეორე ნაკადია ამ ასაკში კარგი კონტინენტია და ამან ნუნდა ჰპოვოს შედეგი რამდენიმე წელიწადში.
(ამ ხალხიდან და წინადანაც ვიცნობ ბIჭებს. მათთან ერთად მითამაშია და დიდი იმედი მაქვს მაგათი)

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Apr 8 2012, 03:57 PM

ეს თემა არ დახუროთ რა, გთხოვთ

ციტატა
ხოდა საცა ინგლის-ესპანეთი გადავკიდეთ ერთმანეთზე და სახლში გავუშვით ისე მოუწევთ მაგათაც.
რომელია ინგლი-ესპანეთზე კარგი გუნდი მანდედან...

საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია – ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ეს გუნდები იქნებიან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:39 PM

ციტატა
ეს თემა არ დახუროთ რა, გთხოვთ

ვინაა მოდერი ნახე...
რა დახურვაზეა ლაპარაკი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 08:18 PM

სათაური აქვს მხეცური, პირდაპირ კაი დამრტყმელ–პურისმჭამელი ვაშკაცების laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 10:33 PM

მოკლედ ვინ რამდენად ხართ დაინტერესებული ფორუმზე ფეხბურთით არ ვიცი,მარა 2 ახალი ამბავი მაქვს.

1-ცუდი-ქუთაისის ტორპედო დაემშვუიდობა ევროპა ლიგის გათამაშებას დღეს.

2-კარგი-რუსთავის მეტალურგმა ორივე მატჩში პირწმინდად გაანადგურა მეტოქე ალბანური გუნდი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
ვულოცავ მეტალურგის ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2012, 08:10 PM

შეგახსნებთ რომ გორის დილა წარმატებით გამოდის ევრო სარბიელზე და უეფას თასის ფლეი-პფის მეორე ტურში, დანიული ორჰუსი უშანსოდ დაამარცხა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 29 2012, 07:55 PM

გილოცავთ ყველას ლაშა შავდათუაშვილის წარმატებას და პირველ ოლიმპიურ ოქროს ლონდონში.
ეგ ერთი და სხვა მრავალი.

(ამასაც თუ არ გამოეხმაურეთ ...)

პოსტის ავტორი: shuriani თარიღი: Jul 29 2012, 08:55 PM

მეც ძალიან ვბალიშიკობ ყველა ოლიმპიადას
biggrin.gif jump.gif jump.gif toast.gif toast.gif toast.gif hehe.gif hehe.gif hehe.gif hehe.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 29 2012, 09:08 PM

A.V.M

ციტატა
შეგახსნებთ რომ გორუის დილა წარმატებით გამოდის ევრო სარბიელზე და უეფას თასის ფლეი-პფის მეორე ტურში, დანიული ორჰუსი უშანსოდ დაამარცხა.

ციტატა
გილოცავთ ყველას ლაშა შავდათუაშვილის წარმატებას და პირველ ოლიმპიურ ოქროს ლონდონში.ეგ ერთი და სხვა მრავალი.

რა ვართ ეს გორელები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


გილოცავთ ყველას!!!!!!!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 29 2012, 09:17 PM

მართლა რა...
გორის წელია წელს...


შურიანო!
ჯიგარი ხარ...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 29 2012, 09:31 PM

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=29-07-2012+20%3A15

უმაგრესი მოგება იყო. ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს. toast.gif toast.gif
სანამ ეს ოლიმპიადა დამთავრდება მე ალბად ერთ-ორ ინფარქტს კი გადავიტან.

გუსინ როგორ მოგვიხსნეს 300 გრამის გამო ბიჭი. user.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 29 2012, 09:39 PM

http://www.radikal.ru

http://www.myvideo.ge/?video_id=1777736

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jul 29 2012, 10:26 PM

მეც ვუერთდები თქვენს მილოცვას, მართლაც დიდი გამარჯვებაა, ყველას გილოცავთ. ჩემთვის ორმაგად სასიხრულოა ეს ფაქტი, რადგან ძიუდო ჩემთვის ძალიან ახლობელია, 13 წელი გავატარე ტატამზე და დღესაც ბეწვი მეშლება, რომ შევივლი ხოლმე დრო და დრო.ნამდვილად არ მეგონა თუ ეს ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭი ამდენს შეძლებდა, სასწაულივით მეჩვენება მისი ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება.

ყველაზე მეტად ლიპარტელიანის იმედი მაქვს, თუმცა ვშიშობ, რომ ფინალამდე ეგ და ილიადისი(ზვიადაური) შეხვდებიან ერთმანეთს და ვინ იცის ვინ გაიმარჯვებს, ჯარჯიც ძალიან მაგარი ძიუდოისტია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 29 2012, 10:39 PM

ციტატა
გუსინ როგორ მოგვიხსნეს 300 გრამის გამო ბიჭი.

250.

ეგ გამოვლინებაა სპორცმენის მხრიდან ნამდვილი არაპროფესიონალიზმის.

გაიხარეთ ხალხნო!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 29 2012, 11:49 PM

A.V.M

ციტატა
250.

ეგ გამოვლინებაა სპორცმენის მხრიდან ნამდვილი არაპროფესიონალიზმის.

გაიხარეთ ხალხნო!

პირდაპირს ვუყურებ ხოლმე აქ.
ისედააც ინფორმაციებში 300 გრამი თქვეს. წინა დღეს ზუსტად ეტეოდა ნორმაშიო.
გული დამწყდა. ტან მზიმე წონის მაინც ყოფილიყო 56 კილოგრამიანმა კაცმა 300 გრამს ვერ უნდა გაუწიო კონტროლი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2012, 12:37 AM

ყველა სფეროში გვაქვს არაპროფესიონალიზმის გამოვლინება...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 30 2012, 09:38 PM

ციტატა
ნამდვილად არ მეგონა თუ ეს ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭი ამდენს შეძლებდა

+1
გილოცავთ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 1 2012, 12:39 PM

აბა ყველა გადავედით ოლიმპიადაზე.

წარმატებები-ვარლოამს,ნინოს და ჯარჯისაც...

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 1 2012, 02:33 PM

ძალზედ სამწუხაროა, რომ ლიპარტელიანი დამარცხდა, თანაც ისეთ ბრძოლაში, რომელიც ძალიან იოლად შეეძლო, რომ მოეგო.თავიდანვე ეტყობოდა რაღაც სჭირდა, აშკარაა, რომ ან გადაიღალა, ან რაღაც ისე ვერ იყო.იქნებ ჯარჯიმ მაინც მოიგოს, თუმცა პირველ შეხვედრებში, ეგეც ცუდად გამოიყურებოდა.რუსს უკვე ბევრჯელ აჯობა და იმედია დრესაც გაიმარჯვებს.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 1 2012, 02:36 PM

ხახაბოელი

ციტატა
ძალზედ სამწუხაროა, რომ ლიპარტელიანი დამარცხდა, თანაც ისეთ ბრძოლაში, რომელიც ძალიან იოლად შეეძლო, რომ მოეგო.თავიდანვე ეტყობოდა რაღაც სჭირდა, აშკარაა, რომ ან გადაიღალა, ან რაღაც ისე ვერ იყო.იქნებ ჯარჯიმ მაინც მოიგოს, თუმცა პირველ შეხვედრებში, ეგეც ცუდად გამოიყურებოდა.რუსს უკვე ბევრჯელ აჯობა და იმედია დრესაც გაიმარჯვებს.

მეც გული გამწყდა ძალიან... sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 1 2012, 09:27 PM

შეიძლება არ უნდა ვთქვა მაგრამ მეეჭვება საქართველომ ამ ეტაპზე ძიუდოსი რამე წარმატებას მიაღწიოს.
ხაბარელის გაშვება იყო დიდი შეცდომა და ვხედავთ შედეგს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2012, 07:55 PM

აბა ახლა წავედით და გორის ,,დილას'' ვუგულშემატკივროთ...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 2 2012, 09:04 PM

A.V.M

ციტატა
აბა ახლა წავედით და გორის ,,დილას'' ვუგულშემატკივროთ...

ისევ გორელების იმედად უნდა ვიყოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2012, 10:08 PM

ციტატა
ისევ გორელების იმედად უნდა ვიყოთ

ხო...
ერთი ეგაა ,რომ ასეთ ძლიერ გუნდს შალამბერიძეზე ბევრად მაღალი დონის მწვრთნელი უნდა.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 2 2012, 10:10 PM

A.V.M
გორელებმაც გაგვიცრუეს იმედი.... ამდენი გაფრთხილებები რა უბედურებაა... უხეშად თამაშობდნენ ძალიან და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2012, 10:12 PM

ციტატა
გორელებმაც გაგვიცრუეს იმედი.... ამდენი გაფრთხილებები რა უბედურებაა... უხეშად თამაშობდნენ ძალიან და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს...

მეორე თამაში წინაა...

ისეთი შემადგენლობა ყავს გორს რომ წესით არ უნდა გაუჭირდეს.
(ოღონდ ამდენი გაფრთხილება არ უნდა მიიღონ და მომენტები კიდევ გამოიყენონ)

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 2 2012, 10:13 PM

A.V.M

ციტატა
მეორე თამაში წინაა...

იმედია მოვიგებთ...

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 3 2012, 02:42 PM

წეღან ვნახე შუკვანის წაგებული შეხვედრა და მაგრად გავნერვიულდი. აშკარაა რომ წააგებინეს და თან ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ის არის, რომ ქართველი კომენტატორი იძახის დღეს არ დაუჩაგრიათო.პირველი გდება ვაზარი იყო და არა იუკო, მანამდე გასაფრთხილებელი იყო და არ გააფრთხილეს ფრანგი.მეორე გდება რომ გაუუქმეს, სამართლიანად რომ ემსაჯათ იპონით უნდა შეფასებულიყო. მოკლედ ქვეყანაზე სამართალი არ არის, არსად და არაფერში.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 3 2012, 03:55 PM

A.V.M

ციტატა
ბოლო-ბოლო ტრადიციაა ქართული ჭიდაობა კაცო ამას ზაიძენბახერი ვერ გვასწავლის.


100 %-ით გეთანხმები...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 03:59 PM

ციტატა
100 %-ით გეთანხმები...

ეგ იგივეა რომ შენ ქართულ-ხალხურ სიმძღერას შიფონბეხერი გასწავლიდეს.
შედეგი იქნება 0.

აი უცხოელი მწვრთნელი გვინდა-კალათბურთში,პინგ-პონგში,ბადმიტონში მარა არა ქართულ ჭიდაობაში.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 3 2012, 04:06 PM

A.V.M

ციტატა
ეგ იგივეა რომ შენ ქართულ-ხალხურ სიმძღერას შიფონბეხერი გასწავლიდეს.შედეგი იქნება 0.

მაგის წინ რომ იყო, ის ადამიანი მაგრად მიყვარდა... ხაბარელი იყო ხომ მგონი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 04:20 PM

ციტატა
მაგის წინ რომ იყო, ის ადამიანი მაგრად მიყვარდა... ხაბარელი იყო ხომ მგონი?

ხო..
კაცი შიდა ქართლიდან იყო.ოლიმპიური ცემპიონი,.ესმოდა ჭიდაობა და შედეგიც გვქონდა.

მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო მოხსნეს და კი ვხედავთ როგორი ცუდი შედეგი გვაქვს...

(მაინტერესებს როდემდე უნდა იყოს,რომ განსხვავებული აზრის გამო ქვეყანა დავაზარალოთ?)

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 3 2012, 04:22 PM

A.V.M

ციტატა
კაცხი შიდა ქართლიდან იყო.ოლიმპიური ცემპიონი,.ესმოდა ჭიდაობა და შედეგიც გვქონდა.მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო მოხსნეს და კი ვხედავთ როგორი ცუდი შედეგი გვაქვს..

მართალია... არადა მართლა კარგი ადამიანია და კარგადაც ხელმძღვანელობდა მაგ საქმეს

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 3 2012, 07:03 PM

მასე მარტივადაც არ არის საქმე, რომ ვთქვათ უცხოელი არ გვჭირდებაო.საქმე იმაშია, რომ საქართველოში არ არის არც ერთი ძიუდოს მწვრთნელი, ვისაც შეუძლია სათანადოდ მოამზადოს ნაკრები ფიზიკურად, დასახოს გეგმა, ისე თანმიმდევრულად, რომ ფორმის პიკში შეხვდნენ შეჯიბრს. ჩემი აზრით ნაკრების საქმეში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს, მთავარი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი აუცილებლად დაგვჭირდება უცხოეთიდან.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 3 2012, 07:50 PM

ხახაბოელი

ციტატა
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი აუცილებლად დაგვჭირდება უცხოეთიდან.

როგორ ფიქრობ უცხოელმა ხაბარელზე უკეთეს შედეგზე გაგვიყვანა?

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 3 2012, 08:10 PM

სიდნეის ოლიმპიადაზეც ხაბარელი იყო მწვრთნელი მაგრამ შედეგი არ ჰქონია საერთოდ.მთავარი განა ნაკრების მწვრთნელია, მთავარია ნაკრებამდე მიმყვანი მწვრთნელი, რომელიც ბავშობიდანვე ზრდის სპორცმენს.ნაკრებში ჭიდაობას ვეღარ სწავლობ, ნაკრებში უკვე მოჭიდავე ხვდები. ხაბარელი კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ მისი ასეთი კარგი შედეგი, განპირობებული იყო იმ კარგი თაობით,ახლა კი თაობათა ცვლაა. ფიზიკური მომზადება კიდე საქართველოში არ იციან, 13 წელი ტატამზე გავატარე, ხაბარელის ვარჯიშებზეც ვყოფილვარ, ტოტიკაშვილისაც, ლიპარტელიანისაც, თავად მე პროფესიით ძიუდოს მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ ფიზიკური მომზადება მთლიანად საქართველოს სპორტის პრობლემაა და არა მარტო ძიუდოსი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 08:10 PM

ციტატა
მთავარი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი აუცილებლად დაგვჭირდება უცხოეთიდან.

გეთანხმები.
ამასთანავე უნდა დაიწყოს ძიუდოს მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მაგალითად ათენის ტრიუმფის მერე ძიუდოში ფული ჩაიდო,გაკეთდა დარბაზები,შეკრებები და.ა.შ. მაგრამ რეგრესი გვაქვს.
გამონდა რომ მხოლოდ პირობები არ წყვეტს ყველაფერს.

მწვრთნელთა კვალიფიკაცია ვახსენე და აგერ ფეხბურთში ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მხრივ.
მაგალითად ახლახან მორჩა ,,ც'' კატეგორიის გადამზადების ს3მინარები,რომელიც 3 თვე მიმდინარეობდა ესპანელი სპეციალისტების მჯიერ. იქ ხალხმა უდიდესი ცოდნა მიიღო...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 06:16 PM

აბა ქართველებს ვუქომაგოთ ყველამ!წავედით!

ღმერთით ვიგებთ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 06:27 PM

კიდევ ერთი მედალი გარანტირებულია.ლაშხი ფინალშია.

გვაქვს გარდა ამისა კიდევ ორი მედლის მოპოვების რეალური შანსი.
შეგვეწიე უფალო!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 11:47 PM

ციტატა
სიდნეის ოლიმპიადაზეც ხაბარელი იყო მწვრთნელი მაგრამ შედეგი არ ჰქონია საერთოდ

მაშინ გუნდი დააყენა ხაბარელმა და ამით მიაღწია შედეგს.თან რა პირობებიც მაშინ ქონდა ქართულ ძიუდოს და ზოგადად სპორტსს არც უნდა შევადაროთ დღევანდელს.

არა მგონია ათენზე მყოფი ზვიადაური ლიპარტელიანზე მომზადებული იყო ხაბარელამდე მიმყვანი მწვრთნელისგან.
ჯერ ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მთელი ნაკრების აღმა-დაღმა ხეტიალი ვის გაუგია და რაღარც უაზრო ტურნირებზე ძალების ხარჯვა?
ახლა რომ ვუყურებდი ბეგი დარჩიას საქციელს როცა ქართველები წიდაობდნენ და სემდეგ ვიხსენებ ზაიზენბახერის ,,ძეგლოვან'' მდგომარეობას უბრალოდ მეცინება რა...
(აღარც მინდა გახსენება)


და ძალიან სამწუხაროა რომ ბრინჯაოს მედალი მსაჯებმა სულ ტყუილად წაგვართვეს...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 7 2012, 12:02 AM

A.V.M

ციტატა
ლაშხი ფინალშია.

ვერცხლი აიღო. მაინც მაგარია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 7 2012, 12:08 AM

ნაინა
ლაშხმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია და ამისთვის მადლობა ვუთხრათ.
მეორეგან ბრინჯაო მსაჯებმა წაგვართვეს.
საერთო ჯამში ოქრო და ვერცხლი გვაქვს.უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ არა უშავს...
მთავარია კლასიკური სტილით მოჭიდავეები კაცურად და ქართულად ჭიდაობენ და საერთოდ უილეთოდ არ ბრუნდებიან შინ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 7 2012, 10:21 PM

კიდევ ერთი მედალი ავიღეთ, და პირველად შევასრულეთ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ე.წ. კომპლექტი, ანუ სამივე სინჯის მედალი.
იმედია და მჯერა რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უკეთეს შედეგს მიაღწევენ.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Aug 9 2012, 09:40 PM

ციტატა
მჯერა რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უკეთეს შედეგს მიაღწევენ.

უკეთესში რას გულისხმობ? 3ზე მეტ მედალს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2012, 11:01 PM

გილოცავთ ყველას გორის დილას ამ მშვენიერ თამაშს!

დაუჭამიათ კვიპროსელებს ერთმანეთი,მთავარია უძლიერესი გუნდი გვყავს...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 10 2012, 07:02 AM

A.V.M

ციტატა
გილოცავთ ყველას გორის დილას ამ მშვენიერ თამაშს!დაუჭამიათ კვიპროსელებს ერთმანეთი,მთავარია უძლიერესი გუნდი გვყავს...

ვუერთდები მილოცვას... გუშინ ღამე გორში უკვე აღნიშნეს... ფეიერვერკებიც იყო...

ნუ რა ვართ ეს გორელები... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 02:55 PM

mariami-k
გორის წელიწადია წელს...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 10 2012, 04:49 PM

A.V.M

ციტატა
გორის წელიწადია წელს...

ნამდვილად. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 05:38 PM

ციტატა
უკეთესში რას გულისხმობ? 3ზე მეტ მედალს?

მე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ 3 მედალს ავიღებთ.
უფრო მეტი მედლის იმედიც მაქვს...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 10 2012, 06:13 PM

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშიააააა .... ვუგულშემატკივროთ... smile.gif
ესეც გორელიაააააააააააააააააააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 10 2012, 06:15 PM

აბა... წარმატება ვუსურვოთ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 06:15 PM

გორის წელიწადია რა...

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ რამდენ მედალს ველოდები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან.

ღმერთო ოქრო!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 10 2012, 06:19 PM

A.V.M

ციტატა
ღმერთო ოქრო!

იმედია. ჩემი ახლობელია.. ბიძაჩემის მეზობელი.. ძალიან ძლიერია ლადო და უამრავ წარმატებას მიაღწია უკვე... ღმერთო შეეწიე...

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 10:24 PM

უკვე მეორეთ დაგვაკარგვინეს მსაჯებმა მედალი!
რა თქმა უნდა შეცდომები იყო დაშვებული,მაგრამ ბოლო გდება შესაფასებელი იყო...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 10 2012, 10:28 PM

A.V.M

ციტატა
უკვე მეორეთ დაგვაკარგვინეს მსაჯებმა მედალი!რა თქმა უნდა შეცდომები იყო დაშვებული,მაგრამ ბოლო გდება შესაფასებელი იყო...


მართალია.. გული დამწყდა ძალიან. sad.gif


არც ვერცხლის მედალია ცუდი, მით უფრო მისთვის ვინც პირველად მონაწილეობს ოლიმპიადაზე. გორში აღნიშნეს უკვე მედალი ფეიერვერკებით. ამ ბოლო დროს ცა ხშირად ნათდება ფეიერვერკებით გორში. smile.gif smile.gif smile.gif


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 11 2012, 12:34 PM

მსაჯებს დისკვალიფიკაცია მისცეს. მართალია ეს შედეგს ვეღარ შეცვლის და ოლიმპიურ მედალს ვეღარ დაგვიბრუნებს, მაგრამ ყველა დაინახავს რომ უსამართლობის მსხვერპლი გახდა ლადო...

ლადოს მოპოვებული ვერცხლი ოქროს ტოლფასია... ჩემთვის ის ოლიმპიური ჩემპიონია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 02:12 PM

ქართულ დელეგაციას პროტესტი უნდა გამოეცხადებინათ გეგეშას რომ დააკარგინეს ბრინჯაო მაშინ და ლადოს ფაქტი აღარ მოხდებოდა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 06:34 PM

კიდევ ერთ მედალს ავიღებთ დღეს...
დღეს მაინც იყოს ოქრო...
მოძმანაშვილი ფინალშია.


(იქნებ ერთი ბრინჯაოც გამოვიდეს...)

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 11 2012, 09:16 PM

A.V.M

ციტატა
ქართულ დელეგაციას პროტესტი უნდა გამოეცხადებინათ გეგეშას რომ დააკარგინეს ბრინჯაო მაშინ და ლადოს ფაქტი აღარ მოხდებოდა...

მართალი ხარ...
ციტატა
კიდევ ერთ მედალს ავიღებთ დღეს...
დღეს მაინც იყოს ოქრო...
მოძმანაშვილი ფინალშია.

(იქნებ ერთი ბრინჯაოც გამოვიდეს...)

აუცილებად გამოვა smile.gif a075.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 11 2012, 10:10 PM

A.V.M

ციტატა
ქართულ დელეგაციას პროტესტი უნდა გამოეცხადებინათ გეგეშას რომ დააკარგინეს ბრინჯაო მაშინ და ლადოს ფაქტი აღარ მოხდებოდა...

აი ზუსტად, ცხვრებივით დგანან და ხმას არ იღებენ.

ციტატა
მოძმანაშვილი ფინალშია.

აი ამ ამბავმა და ჩვენი გამარჯვებულის ჟესტმა ისე გამახრა, რომ დღევანდელი
ჩემი მოწყენილი და სევდიანი დღე გადაფარა. ფინალშიც გაიმარჯვებს და ოქროს აიღებს. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 10:47 PM

კიდევ ერთი ბრინჯაო...
და ოქროს მოლოდინში ვართ...

(3 მედალი უკვე გვაქვს თავისუფლებში.
ჩემი ვარაუდი არ დაგავიწყდეთ...)
hehe.gif hehe.gif

ციტატა
აი ზუსტად, ცხვრებივით დგანან და ხმას არ იღებენ.

მივეჩვიეთ ეგეთ მდგომარეობაში ყოფნას...

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 11 2012, 10:48 PM

ნაინა

მართლაც
ვაჟკაცური ჟესტი იყო
წარმატებებს ვუსურვებ

კიდევ ერთი ბრინჯაო,წარმატებები მარსაგიშვილს,
ნამდვილად კარგი მომავალი ელის ამ ბიჭს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 12:30 AM

ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემებიცაა ფინალის თანმხვედრი ჩვენთვის...

კარგი იქნებოდა ვინმეს ეგ ნავსი გაეტეხა...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 12 2012, 08:01 AM

ვერცხლიც არ არის ცუდი... smile.gif ვულოცავ და გილოცავთ... საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 12 2012, 03:12 PM

დღეს ვინ ასპარეზობს... ოქროსთვის იბრძვის ვინმე?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 12 2012, 03:21 PM

აკაკი

ციტატა
დღეს ვინ ასპარეზობს... ოქროსთვის იბრძვის ვინმე?

თუშიშვილი და გოგშელიძე.. თუშიშვილი პირველივე შეხვედრაზე დამარცხდა. მისი მოწინააღმდეგე კი შემდეგ შეხვედრაზე დამარცხდა, ამიტომ ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს. გოგშელიძე ნახევალფინალში დამარცხდა ამერიკელთან. პირველი პერიოდი მოიგო, მეორე და მესამე - წააგო. ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 12 2012, 11:00 PM

1 ოქროზე მეტი ვერ მოვიპოვეთ,ესე იცის სპორტში პოლიტიკური შეხედულებებით შერჩევამ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 11:30 PM

ამდენი მედალი და მხოლოდ ერთი ოქრო...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2012, 12:06 AM

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრება, ლუქსემბურგს მოუგო სტუმრად. ანგარიშით : 2-1

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 09:25 PM

დღეს, 23 საათზე დილა თამაშობს და აბა ჩვენ ვიცით...

ფლეიოფია უკვე, ეს თუ გადავლახეთ ჯგუფში ვართ...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 23 2012, 09:31 PM

A.V.M

ციტატა
დღეს, 23 საათზე დილა თამაშობს და აბა ჩვენ ვიცით...

ისეთი დაღლილი ვარ ვერ ვუყურებ sad.gif

შედეგის გაგება მარტივია. თუ ფეიერვერკი იქნება ამაღამ გორში ე.ი. მოვიგეთ. ასე რომ 90 წუთი ნერვიულობა აღარ დამჭირდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 09:39 PM

ციტატა
შედეგის გაგება მარტივია. თუ ფეიერვერკი იქნება ამაღამ გორში ე.ი. მოვიგეთ. ასე რომ 90 წუთი ნერვიულობა აღარ დამჭირდება

ხაშურიდან ვერ დავინახავ მაგ ფეიერვერკს?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 23 2012, 09:49 PM

A.V.M

ციტატა
ხაშურიდან ვერ დავინახავ მაგ ფეიერვერკს?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მოგიწევს უყურო biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 11:00 PM

არ ვართ განებივრებული ფეხბურთელთა წარმატებებით და ამ ფონზე ორმაგად სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელორუსიის გუნდთან მოიგო.

წარმატებები ბიჭებს!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 8 2012, 11:43 PM

წინ ესპანეთია. შავ დღეს დავაყრით! biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2012, 07:21 PM

ციტატა
წინ ესპანეთია. შავ დღეს დავაყრით!

biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 9 2012, 08:59 PM

ჰო, ჩამოვლენ ივარჯიშებენ და წავლენ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 9 2012, 09:18 PM

ციტატა
წინ ესპანეთია. შავ დღეს დავაყრით!

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 10 2012, 07:07 PM

აკაკი

ციტატა
ჰო, ჩამოვლენ ივარჯიშებენ და წავლენ...

გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გართულება შეუძლია. კარგად ორგანიზებული გუნდია და საშინაო კედლებიც დაეხმარება. -ვისენტე დელ ბოსკე.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გუნდია, რომელსაც თავისი სტილი აქვს და ის სერიოზული მოწინააღმდეგეა - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

ჩავი: - ეს თამაში უაღესად მნიშვნელოვანია. უნდა მოვიგოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავიწყოთ და სიტუაცია არ გავირთულოთ. საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ.

კასილიასი: - ვნახეთ ბელარუსთან მატჩის ჩანაწერი. საქართველომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გამოვარჩევდი მეკარე ლორიას, ანანიძესა და ოქრიაშვილს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 10 2012, 08:18 PM

პროფესიონალები არიან და ნებისმიერ მეტოქეს აფასებენ...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 12 2012, 10:36 PM

ციტატა
შავ დღეს დავაყრით!

ხომ ვამბობდი biggrin.gif
85 წუთი ვანერვიულეთ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 12 2012, 11:44 PM

მეც გულწრფელად აღვნიშნავ, მართლაც არ მეგონა ასე თუ იქნებოდა.. (საერთოდ იშვიათად ვადევნებ თვალს ფეხბურთს)

მაგრად იბრძოლეს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2012, 12:10 AM

არ დამავიწყდება ეს თამასი არასდროს...მადლობა ბიჭებს!

და მართლა. კალათბურთელებს მივულოცოთ ზედიზედ მეორე ევრობასკეტი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2012, 12:32 AM

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=42054&lang=1

ეს ნახეთ ძმებო...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2012, 04:59 PM

დედაჩემი უყურებდა და მეც მესმოდა კომენტარები (წიგნს ვკითხულობდი)... აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ბიჭების თამაშით... მართალია წავაგეთ, მაგრამ მაინც ღირსეულები ვიყავით smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 7 2013, 11:49 PM

ბიჭების წარმატებით ვერ ვართ მთლად განებირებულნი , მარა ნახეთ გოგო ფეხბურთელებმა რა ქნეს?
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/qaltha-fekhburthi/47930-saqarthvelos-qaltha-nakrebma-litvas-mougo-da-jgufshi-galiderda-video.html

(დააკვირდით კაპიტნის (7 ნომერის) თამაშს. ისეთ სტანდარტებს აკეთებს , ისე ხედავს მოედანს , ისეთ პასებს აკეთებს რომ... ბევრი ბიჭი ვრ დაიკვეხნის ...)

(თან თუ კარგად მახსოვს , ზამთარში რომ ვიყავით ფორუმელები რესტორანში , იქ შემოგვიერთდა 2 გოგო და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეგ იყო)

ბრავო!

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 8 2013, 12:05 AM

A.V.M
ისევ გოგოები რაა happy.gif
ბიჭების იმედი არ მაქვს კიდევ კაი ხანი mellow.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 17 2013, 02:15 AM

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში :

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sporti/29910-thornike-shengelias-fantastikuri-thamashi-da-pirveli-ormagi-dubli-nba-shi.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 17 2013, 09:51 AM

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლიტვაში გამართული მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი ვერ გადალახა.

ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევი ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყო - 4:3. შემდეგ, მეორე შეხვედრა მონტენეგროსთან დათმო - 0:2. ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩში, როცა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავდიოდით ჯგუფიდან, ქართველმა გოგონებმა ფარერების ნაკრებთან წააგეს 1:2 და ამგვარად, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.
არადა, შესარჩევი ციკლი ისე კარგად დავიწყეთ, რომ ეჭვი თითქმის არ გვეპარებოდა, ჯგუფიდან გამსვლელ ორ გუნდს შორის აუცილებლად ვიქნებოდით.
გადამწყვეტ მატჩში, უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა და მეტოქის კარს გამუდმებით უტევდა. თუმცა, პირველი გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა ლელა ჭიჭინაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა; მაგრამ სამწუხაროდ, მეორე გოლის გატანის ნაცვლად, გავუშვით და ამით ყოველგვარი შანსი დავკარგეთ.
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ხვალ, გამთენიას დაბრუნდება.
GFF
ლადო დვალიშვილის დუბლი პოლონეთის თასის გათამაშებაზე. ქართველმა ფეხბურთელმა "რუხთან" მატჩში 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 55-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. გაშვებული გოლიდან ხუთ წუთში "ლეგიას" ქართველმა ლეგიონერმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. ვარშავის "ლეგია" პოლონეთის თასის ფინალში ითამაშებს
GFF

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Apr 17 2013, 10:47 PM

ციტატა
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში :

იმედია ფაჩულიას გარეშე გავქაჩავთ ამ ევრობასკეტზე

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 18 2013, 12:32 AM

ეგ კი არა ონიანი თამაშს შეძლებსო. smile.gif წეღან ვნახე სადღაც, მოიცადეთ თუ ვიპოვე ლინკი

http://www.primerinfo.com/?p=1243

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 18 2013, 11:35 AM

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/48478-lionel-mesis-konkurenti-25-tslis-qarthveli-forvardia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 19 2013, 02:13 AM

ძალიან სასიხარულო ამბავია...
თან მოულოდნელიც...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 19 2013, 10:54 AM

http://gff.ge/u16.aspx?newid=2797

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 01:48 AM

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
19:27 26-04-2013

26 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა (81).

ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით სძლია მეტოქეს.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილმა ბელგიელ იოაჰიმ ბოტიეაუს აჯობა, მანამდე კი ჩერნოგორიელ სრდან მრვალჯევიჩს, პორტუგალიელ ლუზ კარლოსსა და ესტონელ გიორგი ლადოგინს სძლია.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯამში მეხუთე მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, 25 აპრილს ოქროს მედლები ამირან პაპინაშვილმა (60) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) დაისაკუთრეს. 26 აპრილს ვერცხლის მედლის მფლობელი ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ბრინჯაოს პრიზიორი კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გახდა.

საქართველოს ნაკრებიდან 26 აპრილს უმედლოდ მხოლოდ ლევან წიკლაური დარჩა, რომელმაც ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა ბელგიელ იოაჰიმ ბოტიეაუსთან დათმო.
http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/48861-avthandil-tcrikishvili-evropis-chempionia-video.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2013, 12:33 AM

დინამოს წარმატებამ ძალიან გამახარა...
მართალია მეტოქე ძალიან სუსტი იყო , თუმცა ანგრაიში შთამბეჭდავია.
ვერ ვიხსენებ თუ როდის დაფიქსირდა ერთ თამაშში , ქართველი გუნდების მიერ გატანილი 6 გოლი ევროტურნირებზე.(მით უმეტეს ,ლიგის მეორე ეტაპზე) თან ხშირად , ამაზე სუსტი მეტოქეც შეგვხვედრია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 17 2013, 12:36 AM

A.V.M

ციტატა
დინამოს წარმატებამ ძალიან გამახარა...მართალია მეტოქე ძალიან სუსტი იყო , თუმცა ანგრაიში შთამბეჭდავია.

აკლიმატიზაციას ვერ გაუძლეს ალბათ სტრეიმურელებმა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2013, 01:19 AM

რა აკლიმატიზაცია...

ფარერებს სამოყვარულო დონე აქვთ ფეხბურთში...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 17 2013, 09:03 AM

ციტატა(A.V.M @ Jul 17 2013, 01:19 AM) *

რა აკლიმატიზაცია...

ფარერებს სამოყვარულო დონე აქვთ ფეხბურთში...

არა და პირველი ტაიმით ნამდვილად არა ვარ კმაყოფილი. ასეთი თამაშით შორს ვერ გავფრინდებით.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 17 2013, 09:48 AM

A.V.M
ხოო კარგი ვიხუმრე უბრალოდ. თუმცა მაგათთან მოგება დიდი ვერაფერი კლასის მაჩვენებელია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2013, 01:11 PM

ვაჰ მე....
ფარერების კლასზე ვინ რას ამბობს გოგო , სხვა რამე ვთქვი...biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 17 2013, 02:52 PM

A.V.M

ციტატა
ვაჰ მე....ფარერების კლასზე ვინ რას ამბობს გოგო , სხვა რამე ვთქვი..

კარგი ხოოო კარგი.... დინამო! დინამო! დინამო!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2013, 08:09 PM

HAAAAAAAAAA..........
დილაზე რაღას იტყვით...
თვით დანიური ოლბორგი...

(აუ...აბუ რა კაცია...ნათამაშებიცა ვარ მაგის წინააღმდეგ. ,,პროფესორია'' ტიპი)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 19 2013, 09:03 AM

ციტატა(A.V.M @ Jul 18 2013, 08:09 PM) *

HAAAAAAAAAA..........
დილაზე რაღას იტყვით...
თვით დანიური ოლბორგი...

(აუ...აბუ რა კაცია...ნათამაშებიცა ვარ მაგის წინააღმდეგ. ,,პროფესორია'' ტიპი)

სხვათაშორის კარგი შედეგია გურამ დილას მოგება.
პ.ს დილა ყოველთვის ჯოდა ივერიას biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2013, 02:06 PM

G_saxva

ციტატა
პ.ს დილა ყოველთვის ჯოდა ივერიას

ჩაქრი შენ...
პირველ სეზონში ჩვენც და დილაც ორივე მეორე ლიგაში ვთამაშობდით...
3 თამაშიდან ერთმანეთში გვქობდა-1 მოგება , 1 ფრე , 1 წაგება...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 19 2013, 03:17 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 19 2013, 02:06 PM) *

G_saxva

ჩაქრი შენ...
პირველ სეზონში ჩვენც და დილაც ორივე მეორე ლიგაში ვთამაშობდით...
3 თამაშიდან ერთმანეთში გვქობდა-1 მოგება , 1 ფრე , 1 წაგება...

ქე ვხედავ ახლა ვინ რომელ ჯგუფშია. დილა ყოველთვის ჩვენზე კარგად თამაშობდა ასე მახსოვს მე ბავშობიდან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2013, 07:37 PM

G_saxva

ციტატა

ქე ვხედავ ახლა ვინ რომელ ჯგუფშია. დილა ყოველთვის ჩვენზე კარგად თამაშობდა ასე მახსოვს მე ბავშობიდან.

ფული...ბაბა...
დაეფინანსებინა შსს–ს ივერია და ახლა ეგ იქნებოდა ევროპაზე...

ანუ ისაც ფული აქვს , ის გულაობს ხო იცი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2013, 09:16 PM

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=mecxre
19 წლამდელები თამაშობენ და ვუგულშემატკივროთ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2013, 09:54 PM

საფრანგეთთან ფრე...
მშვენიერია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 20 2013, 09:58 PM

A.V.M
ნამდვილად. აუ ხაზი რომ არ გადაკვეთა ბურთმა როგორ მომეშალა ნერვებიიიიი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2013, 12:30 AM

qetevano
არ ვიცი...
დალინკე აბა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 10:06 AM

თამაშს არ მიყურებია მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის ფრე smile.gif შემდეგი თმააში 23 ში სერბებთან გვექნება smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 2 2013, 01:15 PM

ქართველებმა რუსები დაამარცხეს და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები მესამედ გახდნენ
ქართველებმა რუსები დაამარცხეს და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები მესამედ გახდნენ
02-09-2013
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია – კვირას, გვიან ღამე მათ ფინალში რუსებს დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგეს.

გადამწყვეტ ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) იმარჯვა, რომელმაც ალექსანდრ მიხაილინი შებოჭა. ჩვენი ნაკრები, ტრადიციულად, დასაწყისშივე ჩამორჩა - ლაშა შავდათუაშვილი (66) ალიმ გადანოვთან დამარცხდა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) კი მოგებული შეხვედრა წააგო მურატ კოძოკოვთან.

ანგარიში ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) გაათანაბრეს - მათ გაფრთხილებებით აჯობეს სირაზუდინ მაგომედოვსა და კირილ დენისოვს.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა ამ ტურნიზე ორ-ორჯერ მოუგეს რუსებს - პირადსა და გუნდურში.
http://www.kvirispalitra.ge/sport/18541-qarthvelebma-rusebi-daamarckhes-da-dziudoshi-msoflio-chempionebi-mesamed-gakhdnen.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2013, 03:12 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 2 2013, 02:15 PM) *

ქართველებმა რუსები დაამარცხეს და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები მესამედ გახდნენ



ბრავო!!! rolleyes.gif ძალიან მიხარია ჩვენი ბიჭების წარმატება!!! სულ გამარჯვებულები ყოფილიყვნენ girl_angel.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 01:01 AM

მადლობა საქართველოს 21–წლამდელებს და ეროვნულ ნაკრებს რა თქმა უნდა!
მასაჟისტიდან დაწყებული და მწვრთნელით დამთავრებული !

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 01:38 AM

,, თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს ,
ეს შენც ხომ იცი ,,დეშამ ? ''
biggrin.gif

შუქი ჩაქვრა ჩემთან და ტაიმნახევარს ჩინურ ტელეფონზე ვუყურე. ჯდებოდა და ლეპტოპზე მქონდა უსბ–თი შეერთებული თან და ხელს რომ ვუშვებდი ანტენას ითიშებოდა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 7 2013, 11:50 AM

ამ თამაშსი მინდა გმაოვყო კანკავა გელაშვილი და ოქრიაშვილი უდიდესი თამში ჩაატარეს ჩვენებმა. მეგონა კიდევ ერთ საშინელება ვუყურებდი biggrin.gif
გურამ ვაფასებ შენს ტანჯვას biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 01:35 PM

G_saxva

ციტატა
გურამ ვაფასებ შენს ტანჯვას


,,მენეჯმენტის აზრზზე არ ვართ საერთოდ და რაც ყველაზე მთავარია – შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ.
ჩამოიყვანეს მარადონა , დაადეს გაბერილი ფასები ბილეთებს და ორი კინკილა კაცი მივიდა თამაშზე.
ახლაც იგივე.
შე უპატრონო , 20 და 60 ლარიან ბილეთებს რომ ყიდი რას ფიქრობ? საარსებო მინიმუმი რამდენია საქართველოში დაგავიწყდა? თუ უმუშევარ კაცს რიბერის ,, შრამები'' და ბენზემას ,,პრიჩოსკა'' ურჩენს ოჯახს?
დაადე რეალური ფასები , ხალხსაც გაახარებ , ნაკრებსაც შეეწევი და ის ცარიელი ადგილებიც აღარ დაგრჩება ტრიბუნებზე ...''

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 10:05 PM

კალათბურთელებს ველით !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 7 2013, 10:37 PM

A.V.M
ვიმდეოვნებ გავიმაჯვებტ.ისე ჩვენი გუნდის რაც მომწონს უკეთ თამაშობს უფრო გუნდურად, მაგრამ ცქიტიშვილს რომ შანსს არ აძლევს კოკოშკოვი ცოტა მწყინს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2013, 12:58 AM

მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 8 2013, 10:22 PM

A.V.M
და მსაჯებს სლოვენიასთან ასეთი კომპეტენტურობისთვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 10 2013, 08:32 PM

აბა ძმებო თქვენ იცით!
მოვუგოთ ფინელებს!

პოსტის ავტორი: orthodox-geo.com თარიღი: Sep 29 2013, 04:31 PM

ესპანეთს გაჩენის დღე უნდა ვაწყევლინოთ. მიდით ბიჭებო!!!




პ.ს. user.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 29 2013, 07:43 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 10 2013, 08:32 PM) *

აბა ძმებო თქვენ იცით!
მოვუგოთ ფინელებს!

გურამ ამის მერე კომენტარის დატოვების სურვილი დაკეგარგა ხო ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2013, 08:22 PM

G_saxva
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 11:07 PM

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონიააააა!!!!!!
https://www.facebook.com/GeorgianJudoFederation

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2013, 08:11 PM

მადლობა უნდა მოვუხადოთ ეროვნული ნაკრების მორაგბეებს .
თამაშითაც მოუგეს კანადელებს და ჩხუბშიც არ დაინდეს .
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 10 2013, 10:48 AM

მაგარ იჩხუბი იყო მაგრად კი გავლახეთ biggrin.gif აბა რა ეგონათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 10 2013, 12:51 PM

G_saxva
დღეს ხაშურშია რაგბი . თუ ხარ მანდეთ შეგიძლია უყურო და დატკბე...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 10 2013, 01:13 PM

A.V.M
ხაშურში ბოლოს როდის ვიყავი აღარც მახსოვსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 12:38 PM

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველი ქართული ნაკრებია, რომელმაც ჰოლანდია დაამარცხა. ეროვნულის დონეზე აქამდე ამ ქვეყნის გუნდთან არასოდეს გვითამაშია, ასაკობრივებში კი "ტიტების ქვეყნის" გუნდები ხან ადვილად, ხან კიდევ ბრძოლით, მაგრამ ყოველთვის გვიგებდნენ.

მართალია, პირველ ორ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, მაგრამ ჰოლანდია ლაკმუსის ქაღალდივით არის და ჩვენი გუნდის რეალური შესაძლებლობები სწორედ ამ გუნდთან მატჩში უნდა გვენახა.

ნავსი გატყდა! მაისურაძის ბიჭებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ახალგაზრდა "ჯვაროსნები" ცდილობდნენ, მეტოქე მისივე საჯარიმოში შეებოჭათ და გასაქანი არ მიეცათ. ქართველების ასეთი თამაში, სხვადასხვა ნაკრებში, ადრეც გვინახავს, თუმცა ეგაა, ეს ჟინი და სათამაშო დისციპლინა მალე ქრება და მეტოქე თავისი საქმის კეთებას იწყებას...

Sportall.Geმთელი მატჩის განმავლობაში სწორედ ამგვარი ჩავარდნის შიში იგრძნობოდა ირგვლივ, მაგრამ მაისურაძის ნაკრებმა აჩვენა, რომ ის სხვა ყაიდის გუნდია - მთელი 90 წუთი იყო ჟინი და ბრძოლა, ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას თითქმის არ არღვევდნენ. პლუს ამას, იყო აფეთქებებიც, რაც გუნდის თამაშს ხიბლს სძენდა.

უკვე მე-11 წუთზე ჩვენს გუნდში ერთ-ერთი აქტიური, მარცხენა ფლანგის შემტევი ლუკა კიკაბიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. "ალკმაარის" კიპერმა ნიკ ოლეიმ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.

კიკაბიძე არ ჩერდებოდა. მალე ის დრიბლინგით კვლავ მეკარესთან მარტო დარჩა და ოლეიმ ჰოლანდიელები ამჯერად გადაარჩინა. სახიფათო გამოდგა ლუკა ზარანდიას შეტევაც, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან "აიაქსის" მცველ ჯაირო რიედევალდს 90 წუთის განმავლობაში "ატერორებდა".

ჰოლანდიელები ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს: "გრონინგენის" თავდამსხმელ რიკაირო ჟივკოვიჩის პირველი დარტყმა ბექა ქურდაძემ მოიგერია.

მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩვენს მცველებს "ჩაეძინათ" და "ჰერენვეენის" ფორვარდ ბილალ ბასაჩიკოღლუს ფლანგური შეტევა ჟივკოვიჩმა თავური დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.

ამას ფეხბურთელები "გასახდელში გატანილ ბურთს" ეძახიან, რაც მეტოქეზე დამთრგუნველად მოქმედებს. პლუს, დასაწყისში ნათქვამიც გავიხსენოთ - ქართველებს მოედანზე ჟინი პირველივე გაშვებულ ბურთზე უქრებათ.

ჩვენი ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია დაივიწყეს, მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარეს და მეტოქე დააჩოქეს.

ჯერ ზარანდიამ სცადა გუნდის დაწინაურება, ილია კერძევაძეს კი ორჯერ ჰქონდა მომენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე შანსი, როცა კიკაბიძემ ის მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.

ჰოლანდიელთა კარის ბადე მეორედ მაინც შეირხა: 53-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზთან პაპუნაშვილს "სამკუთხედი" გაუთამაშა. ბურთი ჰოლანდიელმა მცველმა ჩაჭრა, მაგრამ ისევ აბურჯანიამ მოიპოვა, მცველს გასცდა, მეკარესთან მარტო დარჩა და შეტევა ლამაზად დააგვირგვინა - 2:1.

როგორც ჩვენ ვიცით, რომ ჰოლანდიელებთან სულ ვმარცხდებით, ასევე იციან მათ, რომ სულ გვიგებენ. აშკარა იყო, სტუმრები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდნენ და ერთი ხანობა დაბნეულები ჩანდნენ. მათ მხოლოდ მატჩის ბოლოს შექმნეს რეალური მომენტები.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას აიაქსელი ელტონ აკოლასტე ცდილობდა, მაგრამ ქურდაძემ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა.

მატჩის მიწურულს კი ჩვენს მეკარესთან მარტო დარჩა ბასაჩიკოღლუ და მიზანს გვარიანად ააცილა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა საქართველოს 19-წლამდელთა დამსახურებული და ლამაზი გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.
ვიდეო: როგორ ზეიმობენ გამარჯვებას ქართველი ბიჭები
Sportall.Ge
ამ თაობამ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ჰოლანდიას არათუ კონკრეტული მატჩი მოუგო, არამედ საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც გააგდო.

საქმე ისაა, რომ XI ჯგუფის მერე შეხვედრაში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსმა მოლდოვას 6 უპასუხო გოლი გაუტანა, ჰოლანდიას ბურთების სხვაობით გადაუსწრო და ელიტრაუნდის მეორე საგზური მოიპოვა; ეს კი ის უელსია, რომელსაც მაისურაძის გუნდმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში 5:1 მოუგო...

Sportall.Ge

* * *
ამრიგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა, შესარჩევის თბილისური ეტაპი უდანაკარგოდ გაიარა და იმედი, რომ ეს თაობა გამორჩეულია, კიდევ უფრო გაამყარა.

ვასილ მაისურაძემაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა ეხერხება. ეს ბიჭები საქართველოში თამაშობენ - "დინამოში", "ზესტაფონში", "დილაში", "ტორპედოში", "საბურთალოში", "მეტალურგში", "ლოკომოტივში"... მაგრამ მათ ბევრად უფრო აზრიანად ითამაშეს, ვიდრე ჰოლანდიელებმა, რომელთა შორის "აიაქსის", "ეინდჰოვენის", "ფეიენოორდის", "ალკმაარის", "გენკისა" და სხვა ცნობილი კლუბების მოთამაშეები გამოდიოდნენ.
მგონი დიდად სასიხარულოა და მისალოცი ამბავია ჩვენი ახალგაზრდებისთვის ასეთI წარმატება. ღმერთმა ქნას სულ წარმატებული ყოფილიყვნენ მუდამ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2013, 02:09 AM

ძალიან კარგი თაობაა და იმედია არ გააფუჭებენ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 23 2013, 08:22 PM

გილოცავთ ქართველი მორაგბეების გამარჯვებას. არ მიყურებია თამაშისთვის და რა ხდებოდა რთულად მოიგეს?

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=30985

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2013, 09:58 PM

qetevano
ძალიან კარგი თამაში იყო . ღირსეულად მოვიგეთ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 24 2013, 12:51 PM

არ მიყურებია მაგრამ კარგია რომმოვიგეთ smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 26 2013, 08:01 PM

რა სორცხვილია რა არის :/


სამწუხარო რეალობა: საქართველოს ნაკრებთან თამაში არავის უნდა

ბოლო წლებია, ჩვენს ეროვნულ გუნდთან თამაში არავის სურს. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური და ძალზე სამწუხარო რეალობაა.

ახლაც იგივე მოხდა - საქართველოს ნაკრებს ნოემბერში საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან მიმდინარეობდა, მაგრამ...

"თემურ ქეცბაიას სურდა, ნოემბერში თბილისში ამხანაგური თამაში ჩაგვეტარებინა, რადგან ბოლო ორი წელია, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გაცილებით მეტი თამაში ჩაატარა, ვიდრე - შინ.

მოლაპარაკება რამდენიმე ფედერაციასთან გვქონდა. თითქოს, წინასწარი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ ბოლოს უარი შემოთვალეს", - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

გარდა სურვილისა, არის ფინანსური მხარეც. თუ გახსოვთ, ადრე საქართველოში თურქეთისა და ურუგვაის ნაკრებები გვესტუმრნენ. მაშინ მათ ჩვენმა ფედერაციამ არც ისე მცირე თანხა გადაუხადა, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდა. დღეს კი სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ძველებურად აღარ ათამამებს, საბიუჯეტო დაფინანსებაც შეუმცირა და გრანდებს ვინ ჩივის, ჩვენი დონის გუნდებიც უარობენ საქართველოსთან თამაშს.

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/57670-samtsukharo-realoba-saqarthvelos-nakrebthan-thamashi-aravis-unda.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 29 2014, 01:48 AM

http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI&hd=1
ბარსელონა-ლოკომოტივი (0-1)
ყოჩაღ ბიჭებს . საწყენი უბრალოდ ისაა , რომ რამდენიმე წელში , ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის წევრები , ან ამავე კლუბის მთავარ გუნდში გააგრძელებს ასპარეზობას , ან რომელიმე გრანდში . ჩვენი ბიჭები კი , რომლებიც დღეს ჯობდნენ ბარსელონას , მაქსიმუმ რუსეთის რომელიმე კლუბში თამაშობდნენ , ანაც საერთოდ დაანებებენ ფეხბურთს თავს .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 29 2014, 09:33 AM

ციტატა(A.V.M @ Jan 29 2014, 01:48 AM) *

http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI&hd=1
ბარსელონა-ლოკომოტივი (0-1)
ყოჩაღ ბიჭებს . საწყენი უბრალოდ ისაა , რომ რამდენიმე წელში , ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის წევრები , ან ამავე კლუბის მთავარ გუნდში გააგრძელებს ასპარეზობას , ან რომელიმე გრანდში . ჩვენი ბიჭები კი , რომლებიც დღეს ჯობდნენ ბარსელონას , მაქსიმუმ რუსეთის რომელიმე კლუბში თამაშობდნენ , ანაც საერთოდ დაანებებენ ფეხბურთს თავს .

ვუყურე გურამ თამაშს და მომეწონა. ტოლი არაფერში დაგვიდია და ინდივიდუალურობის ხარჯზე ვჯობდით რაც ანგარიშში აისახა. მართლაც ცუდია ეს ნიჭი უკვალოდ რომ იკარგება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:40 PM

G_saxva
არადა რამდენი თაობა გაქრა უკვალოდ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 09:28 AM

A.V.M
ჩემი აზრით ესენიც გაიზრდებიან და უკრაინას ვერ გაცდენა ვერცერთი ჩვენდა სამწუხაროდ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:19 AM

G_saxva
მაგას ვამბობ ზუსტად...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 1 2014, 05:12 PM

35-0 jump.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 05:49 PM

აწვალებენ მაგ ბიჭებს და მაგათ მეტოქეებს ტყუილად...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 16 2014, 12:28 AM

წყალბურთს უყურეთ ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 17 2014, 10:48 AM

A.V.M
არა მარა გავიგე მოგვიგია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2014, 09:54 PM

კიდევ ერთხელ გაგვახარეს მორაგბეებმა ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 24 2014, 09:43 AM

ვულოცავ გამარჯვებას smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 24 2014, 04:04 PM

ხოდა მასე, ხო მოვუგეთ იმ საძაგელ რუსებს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 24 2014, 04:22 PM

ციტატა(qetevano @ Feb 24 2014, 04:04 PM) *

ხოდა მასე, ხო მოვუგეთ იმ საძაგელ რუსებს

blink.gif blink.gif
ისე ვისაც არ უნდა მოეგო მაინც გამარჯვებული იქნებოდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 24 2014, 04:27 PM

G_saxva
არაა მასე და ნუ მაბრალებ. მე საქართველოსკენ ვიყავი. huh.gif huh.gif huh.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 24 2014, 04:45 PM

qetevano
ეგ როდის როცა უკვე ვიგებდით? სანამ გვიგებდნენ მანამ ვისკენ იყავი? biggrin.gif ხო გამხილე?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 24 2014, 05:01 PM

G_saxva
იცემები. და ნუ აოფებ sleep.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 24 2014, 05:44 PM

ციტატა(qetevano @ Feb 24 2014, 05:01 PM) *

G_saxva
იცემები. და ნუ აოფებ sleep.gif

ყოველთვის მომწონდა ეს სიტყვა "იცემები" laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
ბავშვობას მახსენებს wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 02:13 AM

აეჰააააააააააააააააააააააა
ააა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 09:58 AM

A.V.M
გურამ ნუ აოფებ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 05:50 PM

G_saxva
ვოფებ კი არა , გამაბრაზეთ .
საღამოთი ვშლი პოსტებს .
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 05:57 PM

A.V.M
კაი საღამოს გადაშალე..
პ.ს ნუ გაბრაზდაბი გენაცვალე ნუ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 1 2014, 09:40 PM

ონურ ბეი და მისი ბიჭები დავამარცხეთ !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 4 2014, 09:11 AM

A.V.M
სულ მაინტერესებდა რა ვქენით წყალბურთში და ალბათ ეს იმას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე გავედით პირველად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 4 2014, 01:58 PM

კი . პირველად გავედით ევროპაზე...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 4 2014, 02:35 PM

A.V.M
სასიხარულოა ფრიად

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 7 2014, 01:32 AM

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასის პირველ დღეს 5 მედალი მოიპოვეს
AutoSharing Option Yes No
13:14 06-04-2014

ბერძნულ სალონიკში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასზე წარმატებით გამოდიან ჩვენი ფალავნები.

5 აპრილს მათ 5 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

მათგან ჩემპიონები თორნიკე ნაგლიაშვილი (55), ივანე ჯავახიშვილი (60) და გიორგი გუგულაშვილი (66) გახდნენ.

ომარ ნიაზაშვილი (73) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ბექა ვიბლიანი (66) კი მესამეზე გავიდა.

ტურნირი სალონიკში 6 აპრილს დასრულდებA

http://sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/62746-akhalgazrda-qarthvelma-dziudoistebma-evropis-thasis-pirvel-dghes-5-medali-moipoves.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2014, 10:19 AM

ჯანომ მესამე გოლი გაიტანა ზედიზე ძალიან კარგია, იმედია უკეთ ათამაშდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2014, 12:29 AM

უნდა გავიდეს მაგ ქვეყნიდან მალე და კარგი იქნება...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2014, 09:06 AM

A.V.M

ციტატა
უნდა გავიდეს მაგ ქვეყნიდან მალე და კარგი იქნება...

თუ სადმე წაიყვანეს მართლა კარგი იქნება, ევროპა განსაკუთრებით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 9 2014, 01:23 AM

G_saxva
რაღაც უბედური კონტრაქტი აქვს სპარტაკთან ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 10 2014, 09:14 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 9 2014, 01:23 AM) *

G_saxva
რაღაც უბედური კონტრაქტი აქვს სპარტაკთან ...

როგორც ვიცი თავად არ უნდა სპარტაკიდან წამოსვლა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2014, 01:45 AM

ჯაბა კანკავას უკრაინის საგანგებო შემთხვევების სახელმწიფო სამსახურმა გმირობისთვის მედალი გადასცა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=681917101869135&set=a.138374036223447.25405.107966629264188&type=1&theater

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 14 2014, 09:37 AM

A.V.M
უკრაინა იმ დღეშია ახლა მედლების დარიგების დრო არ აქ. საქმეს მიხედოს საქმეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2014, 11:37 PM

საქართველოს ნაკრებმა რუსეთს მოუგო და ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი!
AutoSharing Option Yes No
21:11 27-04-2014

მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოიში საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

ტურნირის ფინალური აკორდი გუნდური ასპარეზობის ფინალი იყო ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი ირაკლი უზნაძე) რუსეთს დაუპირისპირდა.

პირველ ბრძოლაში შალვა ქარდავა დამარცხდა გადანოვთან, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უმალ გაათანაბრა - ნუგზარ ტატალაშვილმა გაფრთხილებით მოუგო მეტოქეს - 1:1.

ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეტოქე გაფრთხილების წყალობით დაამარცხა. ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბეჭებზე გააკრა მეტოქე - 3:1.

ბოლო შეხვედრას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა ადამ ოქრუაშვილმა მაინც იმარჯვა - 4:1.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველებმა 4 მედალი აიღეს: 2 ოქრო (ვალერი ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი) და 2 ვერცხლი (ამირან პაპინაშვილი, ადამ ოქრუაშვილი).

http://sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/63538-saqarthvelos-nakrebma-ruseths-mougo-da-zedized-mesamed-gakhda-evropis-chempioni.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 9 2014, 12:18 PM

ჯანო ანანიძემ "როსტოვის" შემადგენლობაში რუსეთის თასი მოიგო - ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს დროშით
https://www.facebook.com/GeorgianFFofficial

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 11 2014, 01:01 AM

კობი დიდი ფეხბურთიდან წავიდა
ლევან კობიაშვილი დიდი ფეხბურთიდან წავიდა. ის დღეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ გააცილეს. თამაშის დაწყების წინ გულშემატკივრები დიდი ოვაციიით შეხვდნენ ქართველ მოთამაშეს. "ჰერტას" გენერალურმა დირექტორმა მიხაელ პრეეტცმა კობის კლუბის 3-ნომრიანი მაისური აჩუქა და თაიგულიც გადასცა. ლევანისთვის ეს ბუნდესლიგაში გამართული 351-ე შეხვედრა იყო. მან მთელი ამ დროის განმავლობაში 32 გოლის გატანაც მოახერხა.

ლევანი დღევანდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე რამოსმა შეცვალა, დღეს ამ უკანასკნელსაც დაემშვიდობნენ ბერლინელები.

კობიაშვილი იმ მცირერიცხოვან ქართველ სპორტსმენთა შორისაა, რომელმაც მოახერხა ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაეტანა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისური 100-ჯერ მოირგო. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მან 772 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა.

კობის არაერთხელ გაუხარებია ქართველი გულშემატკივრების გულები. მან ხორვატიასთან გატანილი გამარჯვების გოლით მთელი ერის გაერთიანება მოახერხა. ის მართლაც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა.

დღეს კობი დიდი ფეხბურთიდან წავიდა...

http://geosports.ge/index.php?option=com_content&view=article&id=17581%3A2014-05-10-19-14-17&catid=9%3A2012-03-05-10-17-18

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2014, 09:34 AM

არავის დაავიწყდება ხორვატიის კარში გატანილი გოლი და ის სიხარული რაც სადიონზე იყო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 14 2014, 10:45 PM

G_saxva
გორგოძე , მსოფლიო ნაკრებში გამოუძახიათ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 15 2014, 09:20 AM

A.V.M
ხო მოვკარი თვალი მაგ სიახლეს მარა, არაა ეს რაგბი ჩემი ინტერესის სფეროში და რა ვქნა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 26 2014, 02:48 AM

https://www.facebook.com/media/set/?set=a.684246558313231.1073741857.125389414198951&type=1

19 წლამდელებმა მლიგეს...
გენაცვალეთ ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 27 2014, 08:44 PM

კვიპროსს გადავუარეთ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 28 2014, 09:46 AM

A.V.M
კარის მშრალად შენახვა რატომვ ერ ვისწავლეთ რატომ? sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 30 2014, 01:11 AM

2-0
თან , დვალიშვილმაც გაიტანა....
ვააა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 30 2014, 09:16 AM

A.V.M
არა და კარგი გოლი იყო პირველი. კარგია მოგებაც რომ შეგვიძლია biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 18 2014, 12:07 AM

ასე ლოცულობს , საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები , თამაშის წინ .
გაიხარეთ !
http://www.newposts.ge/?l=G&id=42516-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%2C+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9D%2C+%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 19 2014, 09:24 AM

რაგბში წავაგეთ არა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2014, 02:22 AM

თურქეთში 0–0 ითამაშა ჩიხურამ , ჯიგრები ხართ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 18 2014, 09:35 AM

A.V.M
დინამომ და ზესტაფონმა ხომ გვასახელა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2014, 11:41 AM

დინამომ მიქარა , აი ზესტაფონმა კი იმდენად არა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 18 2014, 12:11 PM

A.V.M
ჩემი აზრით სახელმწიფომ არ უნდა დააფინფნასოს. ჯერ უნდა გაუქმნდეს შიდა ჩემპიონატი დაშალონ ფეხბურთის ფედერაცია და თავიდან რომ აღადგენენ მერე მივხედოთ საქმეს დაფინანსებისას.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2014, 02:22 PM

G_saxva
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2014, 11:57 PM

თბილისის დინამოს 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრის, რურის თასის ფინალში სტამბულის გალათასარაი დაამარცხა.

მატჩის სათამაშო დროის ანგარიშით 1:1 დასრულების შემდეგ, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტოქეს პენალტების სერიაში 3:2 სძლიეს და პრესტიჟულ ტურნირში გამარჯვება იზეიმეს.

დინამოსა და გალათასარაის გარდა, რურის თასზე დორტმუნდის ბორუსიის, ბენფიკას, ოლიმპიაკოსის, ვოლსბურგის, ვესტ ჰემის, მაქაბის, შალკესა და მიუნხენგლადბახის ბორუსიის ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.

http://www.tabula.ge/ge/story/86199-tbilisi-dinamos-u-19-gundma-ruris-tasi-moipova
სერიოზული წარმატებაა , კიდევ ერთხელ დაამტკიცეს მათ , რომ არავიზე ნაკლები არ არიან . ახლა კი ამარცხებენ გერმანიის ,თურქეთის ,პორტუგალიის და ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების გრანდებს , მაგრამ აზრი? გავა რამდენიმე წელი ,გადაიყვანებენ პირველ გუნდში და ყაზახები გაგვიერთიანებენ თავპირს , 0-4 ანგარიშით .
ძირეული ცვლილებებია საჭირო ,ა მის თავიდან ასაცილებლად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 24 2014, 09:00 PM

20 ქულით მოიგეს ძმებმა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 25 2014, 10:05 AM

კარგი თამაში იყო თოკოს ტრამვავ შემაწუხა ბოლოს თორემ ყველაფერმა ჩIნებულად ჩაიარა. იქაც მოვიგებდით რომ არა მსაჯები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2014, 07:01 PM

კალათბურთელები...ზედიზედ მესამედ , ევრობასკეტზე !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 1 2014, 09:33 AM

მართლაც მისალოცი ამბავია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 20 2015, 01:08 AM

მორაგბეებმა ტონგა დაატონგავეს...
smile.gif

მორაგბეებმა ტონგა დაატონგავეს...
smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 20 2015, 03:10 PM

ციტატა
 ჩვენი ბიჭები

დახურეთ ეს სამარცხვინო თემა doh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 20 2015, 11:38 PM

sanfol
მიზეზი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 21 2015, 12:00 PM

sanfol

ციტატა
დახურეთ ეს სამარცხვინო თემა

სამარცხვინო რატომ არის?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 21 2015, 02:46 PM

A.V.M
G_saxva
ჩვენი და სხვისი რამ გაყო?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 21 2015, 03:14 PM

sanfol

ციტატა
ჩვენი და სხვისი რამ გაყო?

თემის არსი თუ იცი?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 12:07 AM

G_saxva
კი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 22 2015, 02:44 PM

sanfol
იქნებ მეც განმიმარტო თემის არსი და რატომ არის ყოველივე ამის შემდგომ ეს სამარცხვინო?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 07:05 PM

G_saxva
თემის არსი ეხება ქართველ სპორტსმენებს, გარდა იმისა რომ მე ჩვენში მთელ მსოფლიოს მოვიაზრებ სპორტსმენები ხშირად ყიდიან თამაშებს და მთლიანად სპორტი არის მასონების მართული ბრბოს გასართობი მიზანი და მიმაჩნია რომ ასეთი თემა არ უნდა არსებობდეს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 08:10 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 08:05 PM) *

G_saxva
თემის არსი ეხება ქართველ სპორტსმენებს, გარდა იმისა რომ მე ჩვენში მთელ მსოფლიოს მოვიაზრებ სპორტსმენები ხშირად ყიდიან თამაშებს და მთლიანად სპორტი არის მასონების მართული ბრბოს გასართობი მიზანი და მიმაჩნია რომ ასეთი თემა არ უნდა არსებობდეს


სიმართლე რომ ვთქვა, მეც არ მომწონს რომ სპორტმა მახინჯი სახე მიიღო, მაგრამ ქართველი ბიჭების წარმატება მაინც მახარებს smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 08:20 PM

marine
ჩემი ყოფილი ძმაკაცია ფეხბურთელი და ზეპირად ვიცი რაებიც ხდება მანდ და კიდე წახალისება უნდა ვინმეს ამ თემით სპორტის? მითუმეტეს მართლმადიდებლური ფორუმია და მე მიტყდება მოდერატორების და თემის ავტორის მაგივრად ასეთი თემა რომ არსებობს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 08:26 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 09:20 PM) *

marine
ჩემი ყოფილი ძმაკაცია ფეხბურთელი და ზეპირად ვიცი რაებიც ხდება მანდ და კიდე წახალისება უნდა ვინმეს ამ თემით სპორტის? მითუმეტეს მართლმადიდებლური ფორუმია და მე მიტყდება მოდერატორების და თემის ავტორის მაგივრად ასეთი თემა რომ არსებობს


გასაგებია... ყალბი გამარჯვება მართლაც რომ მიუღებელია... მაგრამ მიუხედავად ამისა, სპორტს დღეს ბევრად მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ოდესმე...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 08:28 PM

marine

ციტატა
გასაგებია... ყალბი გამარჯვება მართლაც რომ მიუღებელია... მაგრამ მიუხედავად ამისა, სპორტს დღეს ბევრად მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ოდესმე...

რაც სამწუხაროა ალბათ დამეთანხმები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 08:32 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 09:28 PM) *

marine

რაც სამწუხაროა ალბათ დამეთანხმები


კი, გეთანხმები, არ მომწონს როცა თამაში იყიდება... ეს მიუღებელია, მაგრამ ადამიანებს მაინც უყვართ სპორტი და ერთობიან..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 23 2015, 12:56 AM

sanfol
შენი ყოფილი ძმაკაცი რას გიყვება არ ვიცი,მაგრამ მე რომ ყოფილი ფეხბურთელი ვარ ეგ კი ვიცი.
უკანასკნელ ხანებში ფეხბურთელების,კალათბურთელებ
ს და მორაგბეების წარმატებამ მთლიანად ერი გაახარა.
რა მასონები ,საერთოდ ვინ არიან ეგენი ან ...
ნუ აზრი არ აქვს, შენ შეგიძლია ასეთ ,,სამარცხვინო'' თემებში არ შემოხვიდე ხოლმე...ჩვენ ,,უსირცხვილოებს'' დაგვითმე ხოლმე... smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 23 2015, 10:33 AM

A.V.M

ციტატა
შენი ყოფილი ძმაკაცი რას გიყვება არ ვიცი,მაგრამ მე რომ ყოფილი ფეხბურთელი ვარ ეგ კი ვიცი.

+1 მეც მითამშია ფეხბურთი არაერთი ტურნირზე და არცერთი მასონი თუ შანსონი არ მოსულა თამშის ჩასაწყობათ. + ამას დღეს დღეობითაც ვთმაშობ და ვაპირებ ერთ მშვენიერ ტურნირზე ვიასპარეზო smile.gif არ იქ არაინ მანსონეიბი


marine
sanfol
თქვენი აზრი მიუღებელია ჩემთვის რადგან
1 სპორტი ჯამრთელი ცხოვრების და წესის საწყისი და საწინდარია
2 სპორტული შეჯიბრები კი ჯამრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას იწვევს
3 რაც მეტი ადმაინი მისდევს სპორტს მით მეტი ადამიანი ჯამრთელი
4 ჯამრთელი ცხოვრება კი გვიცავს სხვადასხვა ცოდვებისგან როგორიცაა მოწევა ნარკოტიკები ლოთობა და ა.შ
ასე და ამგვარად თუ რომელიმე ქართველი ან ქართული ჯგუფი წარმატებას მიაღწევს სპორტულ შეჯიბრში ეს ჩემთვის მხოლოდ სასიხარული იქნება.
პ.ს ვინც სამარცხვინო და ამაზრზენად თვლის სჯობს ამ თემაში საერთოდ არ დაწეროს. პირადა მე ასე ვიქცევი ხოლმე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 12:32 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 23 2015, 11:33 AM) *


marine
sanfol
თქვენი აზრი მიუღებელია ჩემთვის რადგან
1 სპორტი ჯამრთელი ცხოვრების და წესის საწყისი და საწინდარია
2 სპორტული შეჯიბრები კი ჯამრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას იწვევს
3 რაც მეტი ადმაინი მისდევს სპორტს მით მეტი ადამიანი ჯამრთელი
4 ჯამრთელი ცხოვრება კი გვიცავს სხვადასხვა ცოდვებისგან როგორიცაა მოწევა ნარკოტიკები ლოთობა და ა.შ
ასე და ამგვარად თუ რომელიმე ქართველი ან ქართული ჯგუფი წარმატებას მიაღწევს სპორტულ შეჯიბრში ეს ჩემთვის მხოლოდ სასიხარული იქნება.
პ.ს ვინც სამარცხვინო და ამაზრზენად თვლის სჯობს ამ თემაში საერთოდ არ დაწეროს. პირადა მე ასე ვიქცევი ხოლმე.


გეთანხმები, გიორგი, რომ ჯანმრთელობის კუთხით მართლაც რომ სპორტი მისაღები და სასურველია. მე უბრალოდ იმ სიმახინჯეზე ვლაპარაკობ, რაც ზოგადად ხდება, როცა თამაში იყიდება და მოგების ნაცვლად ძალით აგებენ...არ მომწონს სასტიკი, დაუნდობელი თამაში ფეხბურთელების, ერთმანეთს რომ მხეცურად ურტყამენ ფეხებს... ეს რათქმაუნდა ყველამ ვიცით, მაგრამ ზოგადად სპორტზე ხაზის გადასმა არ შეიძლება და ამიტომ რადიკალური მიდგომა სანფოლისა ჩემთვის მისაღები არაა.... ჩემი აზრით ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს ჩაბმული სპორტში.... ზემოთაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი ბიჭების წარმატება ძალიან მახარებს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 23 2015, 04:39 PM

ციტატა(marine @ Sep 23 2015, 12:32 PM) *

გეთანხმები, გიორგი, რომ ჯანმრთელობის კუთხით მართლაც რომ სპორტი მისაღები და სასურველია. მე უბრალოდ იმ სიმახინჯეზე ვლაპარაკობ, რაც ზოგადად ხდება, როცა თამაში იყიდება და მოგების ნაცვლად ძალით აგებენ...არ მომწონს სასტიკი, დაუნდობელი თამაში ფეხბურთელების, ერთმანეთს რომ მხეცურად ურტყამენ ფეხებს... ეს რათქმაუნდა ყველამ ვიცით, მაგრამ ზოგადად სპორტზე ხაზის გადასმა არ შეიძლება და ამიტომ რადიკალური მიდგომა სანფოლისა ჩემთვის მისაღები არაა.... ჩემი აზრით ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს ჩაბმული სპორტში.... ზემოთაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი ბიჭების წარმატება ძალიან მახარებს rolleyes.gif

საქმე იმაშია რომ არასწორი დამოკიდებულება აგაქვთ. ის რომ თამაშI იყიდება და ზოგიერთი პიროვნების არასწორი საქციელი სპორტულ წესებს სცდება არ ნიშნავს იმას რო ხაზი გადავუსვათ სპორტს. ეს ცალსახად დასაგმობია და ისევე როგორც შენ ჩემო მარინე მეც გურამიც და ყველა სპორტის მოყვარულის სძულს ასეთი საქცელი. ასევე მინდა ავღნიშნო ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც გვაყვს შეცდომილი ადამინები რომელბიც ეკლესიის სახლეს არცხვენენ მაგრამ ამის გამო ეკლესია კი არ უნდა დავუტევოთ არამედ ვმოვკვეთოტ ცუდი ნაწილი და კეთილისა და კარგი ერთგულნი დავრჩეთ.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 24 2015, 11:21 AM

G_saxva
სპორტის ბრალია ამდენი ტოტალიზატორები რომ არსებობს და ხალხი თავებს იხოცავს წაგებული ფულის გამო
შენ მარტო ერთი მხრიდან უყურებ ყველაფერს გიორგი
სპორტი=ჯანმრთელი ცხოვრება და მორჩა


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 24 2015, 12:33 PM

sanfol

ციტატა
შენ მარტო ერთი მხრიდან უყურებ ყველაფერს გიორგი

შენ კიდევ ყველაფერს ცუდი და უარყოფითი მხირადნ უყურებ ნებისმერი საგასნა და მოვლენაში შეიძლება კარგის და ცუდის დანახვა... ის რომ მარტო ცუდს ხედავ ძალიან ცუდია.
ციტატა
სპორტის ბრალია ამდენი ტოტალიზატორები რომ არსებობს და ხალხი თავებს იხოცავს წაგებული ფულის გამო

ეგრე ჩომო სანდრო ზოგი სასმლის გამო იკლავს თავს ზოგიც წამლსი ზოგიც კიდევ რის და ზოგიც რის. ის რომ ადამინი სუსტია და არ გააჩნია ზოგს ნებისყოფა არ შეიძლება რამეს ან ვინმეს დავაბრალოთ ეს ადამინების ბრალია.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 24 2015, 07:32 PM

G_saxva
რა თქმა უნდა კარგიცაა რაღაც მაგრამ უმნიშვენლოდ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)