IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 22 23 24  
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
qetevano
პოსტი Dec 25 2013, 01:39 AM
პოსტი #461


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



marine
ხომ შეიძლება ჩემს გვერდზე შენი რომელიმე ლექსი ან ლექსები გამოვიყენო ჩემს ფოტოებთან? rolleyes.gif
რა თქმა უნდა ავტორის მითითებით


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2013, 10:45 AM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(qetevano @ Dec 25 2013, 02:39 AM) *

marine
ხომ შეიძლება ჩემს გვერდზე შენი რომელიმე ლექსი ან ლექსები გამოვიყენო ჩემს ფოტოებთან? rolleyes.gif
რა თქმა უნდა ავტორის მითითებით

yes4.gif კი, ქეთ smile.gif მადლობა, ჩემო ძალიან კარგო a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 25 2013, 10:58 AM
პოსტი #463


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
რომელი ლექსი გინდა, განსაკუთრებით რომ დადო?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Dec 25 2013, 11:13 AM
პოსტი #464


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ციტატა
რომელი ლექსი გინდა, განსაკუთრებით რომ დადო?

როცა დავდებ ნახავ tongue.gif
marine
kiss1.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Oct 19 2015, 02:24 PM
პოსტი #465


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



დაე ბედისწერამ მგვემოს და მცემოს თუ დავბრუნდები
შოლტით გამიქროს სიცოცხლის განცდება
თვალებს დაეტყოს ცრემლის ღრუბლები
მიწამ შეჭამოს რაც კი რამ ჩემგან დარჩება

ღმერთმა დაწყევლოს დამწყევლოს
ჯოჯოხეთს მისცეს სული დარული
ფრთები დამემტვრეს
მხეცებს დაუგდონ გული ტანჯული
თუ დავბრუნდები

/Aleksandre Grindoff/


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2016, 12:50 PM
პოსტი #466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მედავითნე

ვუძღვნი ჩემს მოძღვარს - დეკანოზ დავით შაქარაშვილს

ღვთის მსახური ვარ,
ჩემი სიტყვა თუ ასურნელებს
ასე მასწავლეთ, ასე მირჩიეთ...
გმადლობთ, მამაო, თქვენ მაკურთხეთ,
თქვენ ამირჩიეთ!

ვალდებული ვარ
უსხეულო არსებებს ვგავდე,
უმანკოება, სიფაქიზე
ამკობდეს ჩემს სულს...
ბაგეზე მადლი დამფენოდეს ყოველწამიერ,
მამაო, ეს მსურს!

შვიდგზის გავწმინდე სინდისი
და აქ ვდგავარ თქვენთან,
თუ ვდუმვარ - ღვთისთვის,
ვლაპარაკობ? - ისევე ღვთისთვის...
რაოდენ დიდი პატივია ვიყო მსახური,
დავიმსახურე, მამაო, რისთვის?

მიუწვდომელი სიხარულით
ვუგალობ უფალს,
ყოველი სიტყვა გულისგულში
ჩადის და მერთვის...
ლექსით მადლობის თქმა მინდოდა,
მამაო, თქვენთვის!

/მაკა გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2018, 05:17 PM
პოსტი #467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
გული შენით მაქვს სავსე,
ჩემო, ძალიან ჩემო,
რით უნდა დამამწუხრო,
თბილი ღიმილის მჩენო?

ვარსკვლავებს ვითვლი ცაზე,
მიყვარხარ ცაზე ზემოთ,
მზე სხივებს მაყრის თმაზე
როცა ამ სითბოდ გჩემობ.

და როცა გხედავ ირგვლივ,
და როცა უცებ გამჩნევ,
თვალებით გეფერები
ჩემზე იარად ნამჩნევს.

გული შენით მაქვს სავსე,
ფიქრები თბება შენით,
მიყვარხარ მზეზე მეტად,
მიყვარხარ ჩუმი მზერით.

/მაკა გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2018, 07:14 PM
პოსტი #468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გოლგოთამდე

“წმიდა მოციქული იოანე არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა.“

...პილატეა გაყინული გულით
და ღირსებას ფეხქვეშ ასე ქელავს,
გაფითრებულ მაცხოვართან ვდგავარ,
ვერა ვშველი და არც ითხოვს შველას.

კადნიერი მსახური ხელს არტყამს,
მიიმალა, ვეღარ ვხედავ გამცემს,
„თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდი,
თუ არა და მითხარ, ასე რად მცემ?“

ეკითხება უფალი და თავს ვხრი
რიბირაბო ბინდში იქვე მყოფი,
ვერა ვშველი და უცნაურ ამ დღეს
თვალით ვეძებ იმ მოციქულყოფილს,

ვინაც ასე გაიმეტა ღმერთი,
განუწონა გულში ისრის პირი,
ვერა ვშველი გაფითრებულ ქრისტეს
მე ასეთი პატარა და მწირი.

ხელებს იბანს პილატე და ამბობს:
„თქვენი მეფე თქვენვე აცვით ჯვარზე!“
ოხ, ცრემლები მოუკლებლივ მცვივა,
ვერა ვშველი ჩემი გულის ჯავრზე.

ამღვრეული სულით ვდგავარ იქვე,
სპეტაკია უფლის თეთრი სახე,
რა შევცოდე ზეცასა და მიწას,
რომ ეს ჯვარცმა ჩემი თვალით ვნახე...

/მაკა გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 22 23 24
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი