თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ აღარ მეშინია, ჩვენ გავიმარჯვებთ!

პოსტის ავტორი: zedazneli თარიღი: Aug 10 2008, 07:47 PM

გავიმარჯვებთ აუცილებლად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება, იმიტომ რომ ....

არ მჯეროდა, მარა აი ნახავთ!!!

ბოლოს და ბოლოს "ერთი ვარ, ერთხელ მოვკვდები, ... "

მთავარია, რომ მომავალი თაობა არ იტყვის, ლაჩრებივით დაიმალეთ და სხვისი მონობის ქვეშ ყოფნას არ შეეწინააგმდეგეთო.

ღმერთმა გვისმინოოოოოოოოს!

გაძლიერდით და ერთაააააააააააააად ........

თემა, შეიძლება შემეშალა და სხვაგან უნდა გამეხსნა, მარა ეხლა ომია და მაგაზე ნუ დამძრახავთ!

პოსტის ავტორი: N10a თარიღი: Aug 10 2008, 07:54 PM

გაიხარე,ღმერთმა გისმინოს

პოსტის ავტორი: lalikuna თარიღი: Aug 10 2008, 09:12 PM

ეს უაზრო ომია!!! რუსეთთან პატარა საქარტველოს არაფერი გაგვივა!!! ტუ არ აგდგა დანარცჰენი სხვა ერი!!! თავს ნუ მოვიტყუებთ!!!

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 10 2008, 11:00 PM

ჩემი აზრით ეს სიტუაცია შეგვიძლია შევადაროთ დავითისა და გოლიათის ბრძოლას (ძველი აღთქმა), დავითმა ღვთის დახმარებით გაიმარჯვა!!! ჩვენ დავითი ვართ რუსეთი კი გოლიათი და ისევე როოგორც დავითმა დაამარცხა გოლიათი ჩვენც დავამარცხებთ რუსეთს!!! უფალი ჩვენთანაა!!!

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 10 2008, 11:09 PM

[quote name='zedazneli' date='Aug 10 2008, 07:47 PM' post='382619']
გავიმარჯვებთ აუცილებლად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება, იმიტომ რომ ....

ამაში ვერ დაგეთანხმები... sad.gif

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 10 2008, 11:15 PM

lalikuna

ციტატა
ეს უაზრო ომია!!! რუსეთთან პატარა საქარტველოს არაფერი გაგვივა!!! ტუ არ აგდგა დანარცჰენი სხვა ერი!!! თავს ნუ მოვიტყუებთ!!!

მთავარია ღმერთი არ მივატოვოთ და სულ ვილოცოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია ისე დავეხმაროთ ჩვენ სამშობლოს და გავიმარჯვებთ რადგან თუ ერთად ვიქნებით ვერავინ ვერ დაგვამარცხებს, ჩვენ რუსეთზე ათჯერ დიდი მტრებიც გვყოლია მარა ჩვენი ერთობით დაგვიმარცხებია ისინი. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე.

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 10 2008, 11:16 PM

ჰ ა რ ი რ ა
მართალიი ხაარ!!!

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 10 2008, 11:19 PM

ციტატა
მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება, იმიტომ რომ ....



ფეხზე არავინ დადგება, რუსეთს ჩვენს გამო არავინ შეებრძოლება არავინ!



მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ...
გამარჯვება ხალხნო იმაში კი არაა რამდენ რუსულ ტანკს ავაფეთქებთ...

ეხლა ისეთი სიტუაცია რუსეთში რომ იყოს როგორიც ეხლა საქართველოშია, მთელი რუსეთი პანიკის ქვეშ ამოიხოცებოდა


ჩვენ კი მედგრად ვდგავართ...ჩვენ გამარჯვებულები ვართ


აბა ქართველო რიგითებო სულით ნუ დაეცემით


უფალი ჩვენთანაა

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 10 2008, 11:25 PM

m16
გეთანხმებიი!!! მთავარიიი ჩვენიი განწყობაა დაა ერთობააააა!!! ყველანი ერთად უნდა დავდგეთ!!! რუსეთს გონია ახლა შიდაა გარჩევები დაიწყება დფა მიშას გაკრიტიკებას დაუწყებენ (მიუხედავად იმისა რო ყველაფერს კარგად აკეთებს)!!! გონია რო პანიკაში ჩაგვაგდებენ!!! მაგრაამ ვერ მივართვიით!!!

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 10 2008, 11:39 PM

ციტატა
გეთანხმებიი!!! მთავარიიი ჩვენიი განწყობაა დაა ერთობააააა!!! ყველანი ერთად უნდა დავდგეთ!!! რუსეთს გონია ახლა შიდაა გარჩევები დაიწყება დფა მიშას გაკრიტიკებას დაუწყებენ (მიუხედავად იმისა რო ყველაფერს კარგად აკეთებს)!!! გონია რო პანიკაში ჩაგვაგდებენ!!! მაგრაამ ვერ მივართვიით!!!




მაგრამ ნურას უკაცრავად! a075.gif

პოსტის ავტორი: bravoshota თარიღი: Aug 26 2008, 11:11 AM

თუ საჭირო იქნა, ავიღებთ იარაღს ხელში და ვიბრზოლებთ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მთავარია ყველას მოგვცენ იარაღი.

უცხოეთი თუ თვითონ არ იბრძოლებს, ჩემის აზრით იარაღით მაინც უნდა მოგვეხმაროს, რომ მტრები დავამარცხოთ. იმიტომ რომ რუსეთი მაგათთვისაც მტერია.

ზმებო და დებო, დაე მოგვცეს ღმერთმა ერთობა, სიყვარული და ზალა, და მოგვცეს ძლევა მტერთა ზედა ხილულთა და უხილავთა, ამინ!!!

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 11:19 AM

წარმატებები a075.gif მერე რა მსოფლიო ფეხზე რო დადგება აი ამ დროის მანზილზეც რას აკეთებს მიშა კაი გააკეთა შუქი და გზა კიდე რა?

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 26 2008, 11:22 AM

რისი იმედი გაქვთ? საერთაშორისო საზოგადოების? მაგდაგვარი არაფერი არსებობს! a075.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 11:27 AM

სააკაშვილი დარჩება- როგორც ადრე იყო ცხოვრება ისე დარჩება
თუ ხელფასი 1500 ლარზე მეტი არა გაქვს გიხდება ბრძოლა გამარჯვებისთვის.
და აწი ექნება კიდე კარგი ხელჩასაჭიდი ომი იყო და დავსუსტდით და ამოგვხდის სულს ჩვენი ჰალსტუხჭამია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 26 2008, 12:00 PM

წახწახა
შენი ავატარის პატრონი გაჩერდი მაინც !!!!

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 12:02 PM

რა ავატარის, დავცინივარ რუსეთს ჩAნგლები რო უჭირავს ვერ ხედავ?? vilochka.com იდან ავიღე
შენ გგონია რუსეთს მხარს ვუჭერ??

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 26 2008, 12:04 PM

წახწახა
ავატარით დასცინი შეიძლება, მაგრამ პოსტებით? tongue.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 12:05 PM

მხარს არ ვუჭერ ღმერთმა დამიფაროს biggrin.gif უბრალოდ ძლიერია უარჰყოფ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 26 2008, 12:16 PM

წახწახა

ციტატა
უბრალოდ ძლიერია უარჰყოფ?

ვისზე? ჩვენზე? ჩვენზე ჰო - მაგრამ არც ისე ძალიან, როგორც გამოჩნდა

შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, სასაცილოა უბრალოდ რუსეთის სამხედრო "ძლიერების" შედარება მასთან, NATO-ს სხვა წევრებზე რომ არაფერი ვთქვათ...

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 12:27 PM

კანონისტი

ციტატა
სასაცილოა უბრალოდ რუსეთის სამხედრო "ძლიერების" შედარება მასთან



რუსეთი ძლიერი არასდროს არ ყოფილა, უბრალოდ ბევრნი იყვნენ. ყოველთვის 3 ჯარისკაცზე ერთი შაშხანა მოდიოდა. სახელმწოფოს ყოველთვის ფეხებზე ეკიდა ჯარისკაცების სიცოცხლე


საბჭოთა კავშირის დროს (მანამდე და ცივი ომის პეიოდში) რაღაც "წარმატებებს" მიაღწიეს სამხედრო ტექნიკაში, თუმცა ის რომ "კალაშნიკოვი" ყველაზე მაგარი ავტომატია და რუსულ ავიაციას არაფერი შეედრება, უბრალოდ მითია. ანუ საბჭოთა კავშირის დროს გაპიარებული


რეალურად რუსეთი ერთერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა, მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის გარდა სხვა ქალაქებში და ოლქებში საქართველოს მიყრუებულ სოფლებზე მძიმე ვითარებაა

რუსეთის რეგულარული არმია ხშირად უმაღლეს მთავარსარდალს არც კი ემორჩილება. როგორი დამშეული ჯარი ყავთ კარგად დავინახეთ ყველამ






პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 26 2008, 12:28 PM

Giorgi-

ციტატა
რეალურად რუსეთი ერთერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა, მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის გარდა სხვა ქალაქებში და ოლქებში საქართველოს მიყრუებულ სოფლებზე მძიმე ვითარებაა

რუსეთის რეგულარული არმია ხშირად უმაღლეს მთავარსარდალს არც კი ემორჩილება. როგორი დამშეული ჯარი ყავთ კარგად დავინახეთ ყველამ

yes4.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Aug 26 2008, 12:31 PM

წახწახას მოეშვით IPB-ს სურათი
მართალია, რუსეთის ძალის შედარება არც კი შეიძლება ნატოს წევრ ქვეყნებთან მაგრამ ჩვენთან შედარებით ზეძლიერია, რა არა? tongue.gif ეს ადრე იყო ერთი ქართველი 10 ყიზილბაშს რომ კლავდა თორემ ახლა ერთი რაქვია იმას სუ24 თუ რაღაც რამდენ კაცს კლავს biggrin.gif


რეებს ვბოდავ tongue.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 12:32 PM

ჰო, აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

ომი მხოლოდ შეიარაღებული შეტაკება არ არის. ომი მოიცავს დიპლომატიურ, საინფორმაციო და ა.შ. ომს

ჩვენ, ყველა ომი მოვიგეთ, თქვენ წარმოიდგინეთ სახმელეთოც. უბრალოდ თბილისის გამაგრების მიზნით მთელი არმია დედაქალაქის მისადგომებთან იქნა გადმოსროლილი

სხვა საკითხია სახმელეთო ომს მოვიგებდით თუ არა, რომ გაგვეგრზელებინა.
ეს, თავშივე არასერიოზული კითხვაა, იმიტომ, რომ ჩვენ, სახელმწიფოს და მოსახლეობას შედეგი, ანუ გამარჯვება გვაინტერესებს და ამისკენ საკმაოდ გრძელი ნაბიჯებით მივდივართ კიდეც

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Aug 26 2008, 12:33 PM

ციტატა
რეალურად რუსეთი ერთერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა


ვნახეთ, ვნახეთ cocxali.gif ოხუენნიე კრავაწი, ოხუენნიე ბაწინკი
რა არი ერთი გულიანად რო იცინოდეს ეგეთი სმაილი მაინც იყოს

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 12:45 PM

subterranean

ციტატა
ჩვენთან შედარებით ზეძლიერია, რა არა?



ძლიერი რას ნიშნავს? ფიზიკურად ძლიერი, იარაღით ძლიერი, დიპლომატიით ძლიერი, თუ რით ? smile.gif

ძლიერი კი არა ბევრია, ბევრი

"ერთი გონიერი ადამიანი ათას სულელს გადასწონის"

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Aug 26 2008, 12:48 PM

ძლიერი ანუ მოგვერევა რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 12:52 PM

subterranean

ციტატა
ძლიერი ანუ მოგვერევა რა


მორევა რას ნიშნავს?

1. საერთაშორისო სამშვიდობო ჯარები თუ შემოვიდნენ, ცხინვალში და სოხუმში შესვლას ვერ დაგვიშლიან, ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა

2. რუსეთს რომ სანქციები გარანტირებული აქვს და ეკონომიკა უკან-უკან წავა ესეც ნათელია

3. ევროპა, რომ ამ ამბების შემდეგ მაქსიმალურად კუთხეში მოამწყვდესვს (პოლონეტში რაკეტების განთავსება და ა.შ.) ესეც ნათელია

4. აშშ-ს რომ პუტინისნაირი ჩამორჩენილი კაცი არ აწყობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროთავისად განწყობილი ადამიანი დანიშნოს ესეც ერტერთი შემდგომი ნაბიჯია

5. როგორც ქვეყანას სირცხვილით რომ თავი აღარ გამოეყოფა და საზღვარგარეთ მცხოვრები რუსები ამას განიცდიან

აბა მორევა რას ნიშნავს?

ალბათ ერთი-ერთზე თუ გამოვალთ მოგვერევა? smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Aug 26 2008, 12:55 PM

მმმ არაფერი ხალხი დაგვიხოცეს ამდენი biggrin.gif ამდენი რაღაც დაანგრიეს და რავიცი შენც კარგად იცი რაც მოხდა. ოღონდ არ თქვა მაგას არაუშავს უცხოელი ინვესტორები მოვლენ და ყველაფერს ააყვავებენო a075.gif
რუსეთის დანაკარგით ნუ საზღვრავთ ჩვენს მოგებას. ფაქტია რომ ჩვენ არაფერი მოგვიგია ამ ომში.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 12:57 PM

ციტატა
მმმ არაფერი ხალხი დაგვიხოცეს ამდენი
და რუსეთIს დანაკარგით ნუ საზღვრავთ ჩვენს მოგებას


კი, მსხვერპლი გარდაუვალი იყო, ბევრჯერ მოგვექცნენ ასე

რუსეთის დანაკარგები ჩვენ მხოლოდ იმ დონეზე გვაინტერესებს, რამდენადაც კუდს ამოიძუებს და შეგვეშვება

სირცხვილი არ არის? ვენესუელა და კუბა უჭერს მხარს, კუბა, რომელშიც ისევ რუსული ვოლგები დადიან და ვენესუელა, რომელიც მსოფლიოს ამარაგებს ნარკოტიკებით, პირდაპირ კრიმინალებია ხელისუფლებაში




პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Aug 26 2008, 01:10 PM

ციტატა(Giorgi- @ Aug 26 2008, 12:57 PM) *

კი, მსხვერპლი გარდაუვალი იყო, ბევრჯერ მოგვექცნენ ასე

რუსეთის დანაკარგები ჩვენ მხოლოდ იმ დონეზე გვაინტერესებს, რამდენადაც კუდს ამოიძუებს და შეგვეშვება

სირცხვილი არ არის? ვენესუელა და კუბა უჭერს მხარს, კუბა, რომელშიც ისევ რუსული ვოლგები დადიან და ვენესუელა, რომელიც მსოფლიოს ამარაგებს ნარკოტიკებით, პირდაპირ კრიმინალებია ხელისუფლებაში


და ჰამასი IPB-ს სურათი სირცხვილია აბა რაა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 26 2008, 01:10 PM

subterranean
ომში ყოველ მხარის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი დანაკარგი მიაყენო მოწინააღმდეგეს.

როდესაც მისი დანაკარგი მეტია შენსაზე, რა მნიშვნელობა აქვს, უშუალოდ ვისგან მოხდა ეს. ხომ ფაქტია, რომ შენ მოუგე

ომი იმის ომია, რომ ადამიანი მოკვდება. ეს არის სამწუხარო რეალობა. უმსხვერპლო ომი (გინდ მოგებული, გინდ წაგებული) მე არ ვიცი ჯერ

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Aug 26 2008, 01:14 PM

კაი ოღონდ არ თქვა ომი მოვიგეთო რაა

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 01:25 PM

subterranean

ციტატა
კაი ოღონდ არ თქვა ომი მოვიგეთო რაა


თუ ცხინვალში და სოხუმში საერთაშორისო ჯარი ჩადგა, თუ ნატოში შევედით და რუსეტი საჰაერო სივრცეებს ვეღარ დაარღვევს და ა.შ.

ომი მოგვიგია და ეგ არის

სხვა რანაირი მოგება გვინდა, მოსკოვს ხომ არ დავბომბავთ?

ჯერჯერობით ყველაფერი იმას მიუთითებს რომ ომი მოგებულია, ანუ ჩვენი მიზნები შეშრულდება

პოსტის ავტორი: bravoshota თარიღი: Aug 26 2008, 01:40 PM

ვეთანხმები "Giorgi-"-ს, სულაც არა ყავს რუსეთს ძლიერი ჯარი. ძირითადად ისინი ცოცხალი ძალის ფონზე გადიან და მშვენივრად ვნახეთ ამ ომში რომ რუსებს ორჯერ მეტი ზარალი მიადგა ვიდრე ჩვენ, მიუხედავად იმისა რომ ყველა მხრიდან ბომბავდნენ ჩვენს ჯარისკაცებს.

მთავარია კარგი თავდაცვითი იარაღები და ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ რამდენიც გინდა შემოვიდნენ, ყველა ამოიხოცება.



თუმცა ესეთ შემთხვევაში რუსეთი შეიზლება ქიმიურ იარაღზეც არ იყოს ყაბულს, ამას ის ამტკიცებს რომ აკრძალულ ყუმბარებს გვესროდნენ. არც ქიმიურზე დაუშლით ჭკუა...

თუმცა ღმერთი ჩვენთანაა ხალხნო, მთავარია ერთად ვიყოთ და რწმენა გვქონდეს!

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Aug 26 2008, 01:49 PM

bravoshota

ციტატა
ძირითადად ისინი ცოცხალი ძალის ფონზე გადიან


კი, ეგ სტალინის მეთოდია. გაუშვებდა ახალწვეულებს, პატიმრებს, უიარაღოებს (!) და ამოახოცინებდა იქამდე სანამ ტყვია-წამალი არ გაუტავდებოდათ გერმანელებს და მერე დაესეოდნენ, თუმცა იარაღის პრობლემა ყოველთვის ქონდათ

და რაც მტავარია, საბჭოტა ჯარს უკან კგბ-ს ჯარი მიყვებოდა, რომ დაჭრილი თავისიანები დაეხოცათ, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 02:11 PM

კარგით რა ომში გამარჯვებას რას ეძახით? ომს აქვს თავისი მიზნები. ომის მოგებით კავდება ტერიტორიები. ომის მოგება დიდსულიერებას რომ ნიშნავდეს ეგრე ყველა მოიგებდა ლაპარაკი და ცეკვა ხომ ძალზედ ადვილია
ომის მოგება წაგება დამოკიდებულია შედეგებზე. აფხაზეთი დავკარგეთ ოსეთი დავკარგეთ. 10 კილომეტრი დავკარგეთ... ჯერ შევიდეთ ნატოში და გამარჯვებაზე მერე ვილაპარაკოთ თუ შეიძლება, მომავალ გამარჯვებას წინასწარ ნუ ზეიმობთ რეალობას შეხედეთ. რა იყო შენი მიზნები ომი მოგებულიაო რო ამბობ? ჰალსტუხიჭამია ომს რომ ისყებდა რუსეთის ჩარევას არც გეგმავდა და ეხლა რუსეთს ფული რო დაეხარჯა იმას ვზეიმობთ?

პოსტის ავტორი: bravoshota თარიღი: Aug 26 2008, 02:37 PM

კი ეგ ეგრეა..

ჩვენთვის მთავარია ამ ეტაპზე დიპლომატია და კარგი თავდაცვის გამართვა..
სიტუაციის ყოველნაირი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის შემდგომი ომისთვისაც..

მე თვითონ სოხუმელი ვარ და მაგრა გულთან მიმაქვს ეს ყველაფერი.. რუსეთმა სოხუმის და ცხინვალის აღიარებით მსოფლიოს დაანახა რომ მან ჩაიდინა დანაშაული ამ რეგიონებში, და არა მგონია ეს ადვილად გაუვიდეთ.


კაი რა რას ამბობ "წახწახა", ორი წლის ბავშმაც იცოდა რომ რუსეთი ჩაერეოდა...

ეს ომი სააკაშვილს არ წამოუწყია, ეს რუსეთის დაგეგმილი იყო, თან სპეციალურად დაამთხვიეს შემდეგ ფაქტორებს:

1. ოლიმპიადის დაწყების დღე, როცა მთელი მსოფლიო მაგ გონისზიებაზეა გადართული

2. იმ პერიოდს, როცა ყველა დიპლომატიური პირი შვებულებაშია გაწვეული, რათა რეაგირების მოხდენა ვერ მოასწრონ.

3. ზაფხულის პერიოდი, რადგან თოვლიან პირობებში შეუზლებელი იყო რუსეთის მხრიდან ამ ომის წარმოება

იმის გამო, რომ რუსებს ერთ დგეში არ აეღოთ თბილისი და რათა მსოფლიოს დრო მისცემოდა რეაგირების მოსახდენად, ჩვენმა ჯარმა გადაწყვიტა შიგ ჯავაში დახვედროდა რუსის ჯარს, ვიწრო ხეობაში, სადაც მრავალრიცხოვანი ჯარის უპირატესობა 0-ს უტოლდება

და მართლაც, ევროპამ მოასწრო რეაგირების მოხდენა, მაგრამ მხოლოდ მესამე დღეს!!! თანაც თბილისში შემოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე..

მაშ ასე, ჰქონდა თუ არა აზრი ჩვენების კონტრშეტევას, რათა მტერს პირდაპირ ხეობაში დახვედროდნენ??? წინააგმდეგ შემთხვევაში ხომ 1 დღეში აიღებდნენ თბილისს ??

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 26 2008, 02:46 PM

წახწახა

ციტატა
მის მოგება წაგება დამოკიდებულია შედეგებზე. აფხაზეთი დავკარგეთ ოსეთი დავკარგეთ. 10 კილომეტრი დავკარგეთ...

როდესაც ადამიანს აქვს ქოხი და მის ნაცვლად გეგმავს დიდი და ლამაზი სახლის აშენებას, ჯერ ქოხს დაანგრევს და ცარიელ ადგილზე დაიწყებს მშენებლობას. მშენებლობის პროცესში მას ის ქოხიც აღარ აქვს, მაგრამ ხომ სისულელეა იტიროს სახლი აქ მაქვსო და ქოხი ინატროს?

ისეა ამ შემთხვევაშიც. ერთი შეხედვით, რუსეთი ჰგავს მოგებულს, მაგრამ რამდენიმე თვეში გამოჩნდება, ვინ რა მოიგო.

bravoshota
100% yes4.gif

მართლაც ბრავო ! smile.gif

პოსტის ავტორი: bravoshota თარიღი: Aug 26 2008, 02:51 PM

რუსები გაღორდნენ, იმდენი აქვთ და კიდევ მეტი უნდათ..
ეგ არ შერჩებათ მათ, და საერთოდ არავის.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Aug 30 2008, 08:19 PM

Giorgi-

ციტატა
ჩვენ, ყველა ომი მოვიგეთ, თქვენ წარმოიდგინეთ სახმელეთოც.

ომი არა.
ბრძოლა.

ომი რუსებმა მოგვიგეს. yes.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 08:40 PM

სახმელეთო ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ, საჰაერო-რუსებმა...

ეხლა დიპლომატიური ბრძოლაა და იმედი მაქვს ომს ჩვენ მოვიგებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 08:42 PM

კი კივიგებთ აბა რა, ეს ბრძოლა სეკვეთილივით იყოპ ვერ მიხვდით არა ჯერ?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 08:44 PM

ბიძია თომა

ვისი შეკვეთილი იყო, თემო?

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 08:46 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 09:44 PM) *

ბიძია თომა

ვისი შეკვეთილი იყო, თემო?

ჩვენი და ამერიკელების, მაგაზე ნუ დამიწყებთ კამათს რავქნა ვერაფერს ამჩნევთ დაგაბრმავათ?კაით რა.

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 30 2008, 08:52 PM

ეეხ, რუსეთი შეიძლება არ არის ამერიკაზე ძლიერი , მაგრამ ჩვენი ერთი ხელის მოსმით განადგურება რომ შეუძლია ეს კი უკვე დაამტკიცა მგონი. ეგენი ხო ადამიანები არ არიან, რუსი (ოღონდ ყველა არა) ადამიანის მეგობარიც კი არ არისsmile.gif

.ნინო
ომის მოგებას რას ეძახით? ესაა მოგებული ომი? ეხლა იდეალიზმის დრო არ არის smile.gif ჩვენ უბრალოდ ღმერთმა გადაგვარჩინა

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 08:55 PM

ჩვენ აფხაზეთშიც არ წაგვიგია ომი ჩვენ ბრძოლა წავაგეთ და არც აქ არაფერია ჟერ გადაწყვეტილი, რატოა კეთილი ამერიკა და ასე შემდეგ მაგას ისტორია გვიჩვენებს, მართლა სერიოზულათ მეზიზრებიან ეს რუსები მარა, ეს ბრძოლა რო აწყობდათ ჩვენებს და ამერიკას და შეაყოფინეს კიდეც რუსეთს ფეხები ეგ ფაკტია, ბინძური და სისხლიანი პოლიტიკა რა,

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 08:59 PM

ციტატა
ომის მოგებას რას ეძახით? ესაა მოგებული ომი? ეხლა იდეალიზმის დრო არ არის ჩვენ უბრალოდ ღმერთმა გადაგვარჩინა


მე იმედი გამოვთქვი რომ ომს მოვიგებთ... ჯერ არაფერი დამთავრებულა...

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 08:59 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 09:59 PM) *

მე იმედი გამოვთქვი რომ ომს მოვიგებთ... ჯერ არაფერი დამთავრებულა...

შეიძლება ბრძოლა მოიგო ამ ეტაპზე მარა ომის მოგება გაგვიჭირდება მაგ ნაძირალებთან.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:00 PM

ბიძია თომა

აფხაზეთში ბრძოლაც წავაგეთ და ბევრი სხვა რამეც... და ეგ ყველაფერი ქართველების უვიცობით და გაუტანლობიტ მოგვივიდა... საერთო მტერმაც კი ვერ გაგვაერთიანა მაშინ და ვინ ვის რატო კლავდა ტავად ქართველებიც ვერ ვარჩევდით..

ასე რომ ნუ მივაყენებთ ამ ომის გმირებს სეურაცყოფას და აფხაზეთის ომს ნუ სევადარებთ. იმ ომაც ყავდა გმირები, მაგრამ მათი გმირობა არაკაცების უზნეო ქცევამ დაფარა სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:02 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 10:00 PM) *

ბიძია თომა

აფხაზეთში ბრძოლაც წავაგეთ და ბევრი სხვა რამეც... და ეგ ყველაფერი ქართველების უვიცობით და გაუტანლობიტ მოგვივიდა... საერთო მტერმაც კი ვერ გაგვაერთიანა მაშინ და ვინ ვის რატო კლავდა ტავად ქართველებიც ვერ ვარჩევდით..

ასე რომ ნუ მივაყენებთ ამ ომის გმირებს სეურაცყოფას და აფხაზეთის ომს ნუ სევადარებთ. იმ ომაც ყავდა გმირები, მაგრამ მათი გმირობა არაკაცების უზნეო ქცევამ დაფარა სამწუხაროდ sad.gif

არა ნინო მასე კაი რა რაის ქართველები, ეგრე უნდა მომხდარიყო და მოხდა ვსო, დაკავცებულ პოზიციებს ატოვებინებდნენ ჩვენებს, მართალია საშინელებებიც ხდებოდა მარა ეგ ბრძოლაც მოგებული იყო, უბრალოტ მასე უნდა დამთავრებულიყო როგორც დამთავრდა.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Aug 30 2008, 09:03 PM

ჯერ მინამ ხარ ყმაწვილი,

მანამ დრო მოგესწრება,

ისწრაფე, შვილო, ძილი,

ისწრაფე განსვენება!

მოვა დრო, გაიზრდები,

მკლავი გაგიმაგრდება,

შვილო, ყრმობის სიზმრები

ბრძოლაზედ გაგეცვლება.

არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:04 PM

რაც შეხება შეურაჭყოფის მიყენება არც მიფიქრია ასერომ ნინ ეგრე არა როგორც შენ ამ წამს ფიქრობ,თორე ამ ომსაც ყავდა კაციჭამიები რომლებიც არავის ინდობდნენ.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Aug 30 2008, 09:04 PM

სიკვდილის წამში მამულს,

შვილო, შენ გაუღიმებ,

რომ სისხლს მისგან მოცემულს

მასვე გმირებ უბრუნებ;

აღსრულდები ღიმილით —

რომ მამულს არ უმტყუნე,

და შენ შენის სიკვდილით

მის სიკვდილი დასთრგუნე.

გაიხარებ მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


თუ ეგრე შენ მოჰკვდები,

ნუ გინდა ნურა ძეგლი,

ისეც უკვდავ იქნები,

ვით დედის შენის ცრემლი!

ჩემი ნანა ეს არი,

შვილო, მას უერთგულე,

რაც მე სიტყვით გითხარი —

შენ საქმით აღმისრულე!

ნანა, მამულის მსხვერპლო,

პაწაწინა ქართველო!



პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:08 PM

ბიძია თომა

უფალი ძალ ჩემდა და მფარველ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?

აბა მარტო მიშას და ევროპის იმედად ჩემი მტერი იქნა smile.gif

ციტატა
რაც შეხება შეურაჭყოფის მიყენება არც მიფიქრია ასერომ ნინ ეგრე არა როგორც შენ ამ წამს ფიქრობ,თორე ამ ომსაც ყავდა კაციჭამიები რომლებიც არავის ინდობდნენ.


სენ არ იცი აფხაეთში რა ხდებოდა... ომი კი ყოველთვის ყველა კაციწამიას ხელს უხსნის და ეგ არ მიკვირს...

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:09 PM

საკუთარ სისხლის ტბორში ვდგავარ მწარედ ვხრიალებ,
ეს საქართველოს სისხლია წმინდა,მოსდევს იარებს,
ნატყვიარი ვარ ვეომები ოხერ-ტიალებს,
ის ეწირება აწმყოს, მომავალს ბორგავს ტრიალებს,
აყვავილდება,მშვენიერად დაიგრიალებს,
იბრძოლე გმირო ქართველო,
გადარჩინე მამული-დროშა ფრიალებს!
აყვავებულა სამშობლო შეხედე ვერხვი შრიალებს!
ქართული დროშის ქვეშ უნდა ძგერდეს ქართული გული.
და ქართულ მიწას პატრონობდეს ქართველის ხელი,
ერი რომელიც მონობაში იყო დაბმული,
თავისუფლების იყო,არის მარად მძებნელი

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 30 2008, 09:10 PM

ნინო
მართალი ხარ, ყველაფერში გეთანხმები, საერთოდ ეს ომი ისევე უაზრო და არაფრისმომტანი იყო ისევე როგორც 90-იანი9 წლების ომები. ყველა ომს ყავს გმირები, მე მხოლოდ ბრძნული აზრების ფრქვევა შემიძლია სამწუხაროდ, მეტი არაფერი. არეულობის დროს მხოლოდ ჩემი შვილების გადარჩენაზე ვფიქრობდი, სამშობლო ვის ახსოვდა smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:10 PM

ლილიანა

2kiss.gif

მაგრამ ეს მგონი სრული ტექსტი არაა, ხო?

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:12 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 10:08 PM) *

ბიძია თომა

უფალი ძალ ჩემდა და მფარველ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?

აბა მარტო მიშას და ევროპის იმედად ჩემი მტერი იქნა smile.gif
სენ არ იცი აფხაეთში რა ხდებოდა... ომი კი ყოველთვის ყველა კაციწამიას ხელს უხსნის და ეგ არ მიკვირს...

და შენ იცი?და რატო გგონია რომ არ ვიცი?მართალია იქ არ ვყოფილვარ მარა აფხაზეთზე ზალიან ბევრი რამ გავიგე რომ მაინტერესებდა და მამაჩემიც მაგ გაყიდულ ომს შეწირა 15 წელია დაკარგული იმედია ცოცხალია.
ასერომ მაგაზე ნუ ვკამათობთ რაც არ ვიცით უკეთ და ნურც იმის გვიხარია ჯერ არაფერი დამთავრებულა მე რა სამი პარასკები დამრჩა მარა ახალი ტაობა ცოდო ახალი თაობა ჩვენი ცოდვების გამო რო დაიტანჯებიან.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:15 PM

dariala

ჩემი ძმა იქ იყო, და თავი მორალატე მეგონა, ჯერ მის სიცოცხლეზე რომ ვფიქრობდი და მერე ყველა დანარჩენის...

დედაჩემის სიმაგრემ გამაოგნა: რაც არ უნდა ეტქვათ სულ იმას იმეორებდა, მარტო ჩემი შვილი არაა იქ და იმ სხვებსაც ყავთ დედებიო...

მადლობა უფალს რომ ჩემი ძმა ჯანმრთელი დაგვიბრუნა...

ღმერთა სასუფეველი დაუმკვიდროს ყველა სამშობლოსათვის ტავშეწირულს და ასეთი ამ ომამდეც ბევრი იყვნენ, ისევ იმ ცხინვაკლის რეგინშიც...

ბიძია თომა

ვიცი, რომ მამაშენი იქ დაიკარგა, იმედია გამოჩნდება ღვთის შეწევნით...

მაგრამ დამიჯერე ყველაფერი არ იცი და იმ სიბინძურეს მე აქ არ მოვყვები, მეყოფა, უკვე ბევრჯერ ვთქვი...

ეხლა ცუდზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ. უფალმა მოგვიტეოს ურთიერთ ღალატი და ყველა ის ცოდვა რასაც ჩავდიოდით და ღირსგვყოს ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო...

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:18 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 10:15 PM) *

dariala

ჩემი ძმა იქ იყო, და თავი მორალატე მეგონა, ჯერ მის სიცოცხლეზე რომ ვფიქრობდი და მერე ყველა დანარჩენის...

დედაჩემის სიმაგრემ გამაოგნა: რაც არ უნდა ეტქვათ სულ იმას იმეორებდა, მარტო ჩემი შვილი არაა იქ და იმ სხვებსაც ყავთ დედებიო...

მადლობა უფალს რომ ჩემი ძმა ჯანმრთელი დაგვიბრუნა...

ღმერთა სასუფეველი დაუმკვიდროს ყველა სამშობლოსათვის ტავშეწირულს და ასეთი ამ ომამდეც ბევრი იყვნენ, ისევ იმ ცხინვაკლის რეგინშიც...

ბიძია თომა

ვიცი, რომ მამაშენი იქ დაიკარგა, იმედია გამოჩნდება ღვთის შეწევნით...

მაგრამ დამიჯერე ყველაფერი არ იცი და იმ სიბინძურეს მე აქ არ მოვყვები, მეყოფა, უკვე ბევრჯერ ვთქვი...

ეხლა ცუდზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ. უფალმა მოგვიტეოს ურთიერთ ღალატი და ყველა ის ცოდვა რასაც ჩავდიოდით და ღირსგვყოს ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო...

კაი ახლა არ გადამრიო რა იცი ისეთი სიბინზურე რაც არავის გაუგია? ბავშვებს თავებს აჭრიდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, სკოლის მოსწავლებს აუპატიურებდნენ და ასე შემდეგ, მართლა საშინელება იყო აბა რა მარა ეგ ბრძოლა დაიწყო 89 წელს შიგნით უკვე არეულობა იყო ომის სუნი ტრიალებდა ხალხს ჩაგრავდნენ აფხაზეთში მხოლოთ 15% აფხაზი ცხოვრობდა დანარჩენი კი ცამოსახლებული სვავები იყვნენ.

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 30 2008, 09:25 PM

[quote name='.ნინო' date='Aug 30 2008, 10:15 PM' post='397275']


დედაჩემის სიმაგრემ გამაოგნა: რაც არ უნდა ეტქვათ სულ იმას იმეორებდა, მარტო ჩემი შვილი არაა იქ და იმ სხვებსაც ყავთ დედებიო...

მადლობა უფალს რომ ჩემი ძმა ჯანმრთელი დაგვიბრუნა...



დედაშენი ძალიან ძლიერი ქალი ყოფილა, ღმერთმა გააძლიეროს... smile.gif მიხარია შენი ძმა რომ გადარჩა smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:25 PM

ბიძია თომა

მაგას არ გეუბნები, მე გეუბნები რომ ქართველები იქცეოდნენ ისევე ამაზრზენად, როგროც დღეს აქ მოიქცნენ რუსები. და ეს ყველაფერი მით უფრო ამაზრზენი იყო, რომ ისინი თავისივე ხალხს ექცეოდნენ ასე...

და მე ამ თემაზე მოვრჩი აქ. თუ გინდა შემო სკაიპში smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 30 2008, 09:27 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 10:25 PM) *

ბიძია თომა

მაგას არ გეუბნები, მე გეუბნები რომ ქართველები იქცეოდნენ ისევე ამაზრზენად, როგროც დღეს აქ მოიქცნენ რუსები. და ეს ყველაფერი მით უფრო ამაზრზენი იყო, რომ ისინი თავისივე ხალხს ექცეოდნენ ასე...




ვაიმე რას გულისხმობ ამაში?არ ვიცი რამდენად იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ ასე მეგონა, რომ ქართველი ასე არ მოიქცევა

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:28 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 10:25 PM) *

ბიძია თომა

მაგას არ გეუბნები, მე გეუბნები რომ ქართველები იქცეოდნენ ისევე ამაზრზენად, როგროც დღეს აქ მოიქცნენ რუსები. და ეს ყველაფერი მით უფრო ამაზრზენი იყო, რომ ისინი თავისივე ხალხს ექცეოდნენ ასე...

და მე ამ თემაზე მოვრჩი აქ. თუ გინდა შემო სკაიპში smile.gif

ეგეც ვიცი რა დღეში იყო მხედრფიონი და ასე შემდეგ კაით მოვრეჩეთ არარ გვინდა ჩაძიება.მარა შენ ერთ კაი წიგნს წაგაკითხებ Yუ კანონისტმა დაყენა საშველი და მომიტანა.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:29 PM

dariala

იმედი მაქ, აწი ასე აღარასოდეს მოიქცევა. ამიტომაც გავჩუმდი smile.gif

და მეტს აღარაფერს ვიტყვი, თუნდაც იმ გმიების პატივსაცემად, ვინც გულწრფელად საქართველოს დასაცავად წავიდა და დარჩა იქ smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:32 PM

ხო მხედრიონი ხალხს ძარცვავდა იარაღის გამო ხოცავდა და ასე შემდეგ, ჩადგებოდა ქართულ სოფელში დაგიცვამთო და პირიქით მოსახლეობას ათას საძაგლობას უკეთებდნენ, ეგეც მთავრობის ბრალი იყო მერე, ეგ იცირ ა ბატალიონი იყო? ჯაბას შეკრებილი ქურდები და ყაჩაღები და ასე შენმდეგ აბა მაგათგან რას ელოდით?გაყიდული რო იყო ომი ეგ მიტომ მოხვდა ან მაგათ ვინ წაიყვანდა ჯარში.
მაგ ომის გმირია შარტავა, ყარყარაშვილი და მაგასთან მებრძოლი მრავალი ვაშკაცი.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:34 PM

ბიძია თომა

გეთანხმები, მაგრამ გაჩერდი ეხლა, აღარ გვინდა ეგ თემა. ეგ წარსულს ჩაბარდა და მაგით მაინც გამოვსწორდიტ ამ 15 წელიწადში smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 30 2008, 09:36 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 30 2008, 10:34 PM) *

ბიძია თომა

გეთანხმები, მაგრამ გაჩერდი ეხლა, აღარ გვინდა ეგ თემა. ეგ წარსულს ჩაბარდა და მაგით მაინც გამოვსწორდიტ ამ 15 წელიწადში smile.gif

წარსულს არაფერი ბარდება, ხო იცი კარგათ დავიწეყებული უკვე ახალია ეგც ისტორის ნაწილია, მარა კაია რომ ისტორია ბავშვებს იმას არ ეტყვის რა ნაძირლურათ იქცეოდნენ ჩვენებიც.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 30 2008, 09:46 PM

ვეშაპო

ციტატა
ომი არა.
ბრძოლა.


ნამდვილად , სწორი განსაზღვრებაა და განსხვავებაა ასევე ომსა და ბრძოლას შორის yes.gif

.ნინო
ციტატა
სახმელეთო ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ, საჰაერო-რუსებმა...


აქ ცოტა დეფინიციის გაურკვევლობაა, საჰაერო ომი ასეთი რამ იშვიათად ხდება და საერთოდ საჰაერო ბრძოლა ნიშნავს საჰაერო ტრანსპორტით ბრძოლას, ანუ მაგალითად, "მონადირე" თვითმფრინავებით მტრულის დამზერა და განადგურება.ჩვენ ეს აქცია არ გვქონია, ჩვენთან იყო: მიწა-ჰაერი.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 09:48 PM

staywhite

აუ, ვერ მივხვდი რას გულისხმობ? მომტხოვე ეხლა სამხედრო განმარტებები, ამ დილეტანტს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 30 2008, 09:54 PM

.ნინო

ციტატა
აუ, ვერ მივხვდი რას გულისხმობ? მომტხოვე ეხლა სამხედრო განმარტებები, ამ დილეტანტს


არ გთხოვ, შეგისწორე. გაუგებარი არაფერია: საჰაერო ნიშნავს ,როცა ბომბდამშენს თუ სხვა სახის (სტრატეგიული, თავდამსხმელი და ა.შ.) მტრულ თვითმფრინავს აღმოაჩენს და გაანადგურებს ისევ საჰაერო ტრანსპორტი smile.gif ასე რომ, არაფერია ძნელი მისახვედრი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 30 2008, 10:05 PM

staywhite
ანუ რახან თვითმფრინავებს, მხოლოდ მიწაზე მდგარი აპარატებიდან ესროდნენ ჩვენები და არა ასევე თვითმფრინავებით, ამიტომ მაგ ომს საჰაერო არ ქვია, ამის თქმა გინდა? სწორად გავიგე?

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Aug 30 2008, 10:11 PM

ციტატა
ქართველები იქცეოდნენ ისევე ამაზრზენად

პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს კადრები კვირაია რო კლავს თეთრ ჩიხოლში გახვეულ აფხაზს არ ვიცი დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება მაგრამ მე მგონი ნინოს გულდაწყვეტას საფუძველი აქვს

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 30 2008, 10:14 PM

.ნინო

ციტატა
სწორად გავიგე?


კი, მასეა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)