რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
sergi_glaxa |
May 16 2008, 01:24 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
და საერთოდ ადრეც მითქვამს- ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ სახარება მართლმადიდებლებისათვის არ დაწერილა...ისე სასაცილოდ იგდებს ზოგიერთი ამ წიგნს, განსაკუთრებით თუკი ეტყვი რომ სახარებაში ასე წერიაო-ო რომ ეს მაძლევს ასე ფიქრის საფუძველს.... |
სარდიონ |
May 16 2008, 01:29 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
sergi_glaxa
სახარებას განმარტება აქვს, მეჟდუ პროჩემ და ყველაფრის საკუთარი საზომებით გაგება გამოვა ვითომ? -------------------- KILL YOUR TV !
|
კანონისტი |
May 16 2008, 01:29 PM
პოსტი
#43
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
sergi_glaxa
ციტატა ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ სახარება მართლმადიდებლებისათვის არ დაწერილა აბა ვისთვის, თეოფილე მალაქიასთვის?? © Bu emotikonlar Tataraşvili'nin mülkiyetindedir Bütün hakları saklanmıştır -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sergi_glaxa |
May 16 2008, 01:31 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
sergi_glaxa სახარებას განმარტება აქვს, მეჟდუ პროჩემ და ყველაფრის საკუთარი საზომებით გაგება გამოვა ვითომ? განმარტებაც არის და განმარტებაც...და ვინც განმარტავს ყველას განმარტება სწორია? თუკი საღვთო წერილში დაწერილი აშკარად შოოოოორს არის განმმარტებლისაგან და მისი განმარტებისაგან მაშინ? ასე არ იყო ადრე კათოლიკე მღვდლები მრევლს უკრძალავდნენ სახარების წაკითხვას და ისე ასწავლიდნენ როგორ ცთავად სურდათ რაცა უბრალო ხალხს სიმართლე არ გაეგო..ხომ არის ესეც განმარტება? |
თათარაშვილი |
May 16 2008, 05:08 PM
პოსტი
#45
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
|
მარიამი |
May 16 2008, 05:12 PM
პოსტი
#46
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა განმარტებაც არის და განმარტებაც...და ვინც განმარტავს ყველას განმარტება სწორია? დედააა, რა პროგრესია, ეს სიტყვები ისტორიას შეუნახეთ!!!! გლახა ამბობს, რომ ყველა არ უნდა განმარტავდეს სახარებას, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად გამოუვიდეს. როგორ გამიხარდა -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
argani |
May 16 2008, 08:41 PM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ძალიან ბევრის ლაყბობის უფლებას აძლევ შენს თავს და კიდევ სხვებს სდებ ამპარტავნებაში ბრალს? ამჯერად თვალს დავხუჭავ უზრდელად მიმართვაზე და მხოლო იმას ვიტყვი რომ აზრის გამოთქმა, განსაკუთრებით როცა ის დასაბუთებულია, ამპარტავნობა არანირად არაა. ხოლო ვიღაცეების შიშით აზრის არგამოთქმა შორს იყოს ყველა მოაზრონვე ადამინისგან. რაკი ასე თვითდაჯერებული ხარ შენს თავში, რომ, შენი აზრით, მამას ღმრთის გარდა არავის არ უნდა ვუწოდებდეთ, მიპასუხე კითხვაზე: მაცხოვარი ერთგან ფარისევლებსა თუ მწიგნობრებს ასე მიმართავს :"თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ეშმაკისანი ხართ". რატომ უწოდებს მაცხოვარი ეშმაკს მამას? ამას განმარტება არც კი უნდა მაგრამ ინებეთ მაინც, იესო ამბობს თქვენ, ფარისევლები თუ მწიგნობრები, თქვენი საქციელის გამო არა უფლის, არამედ ეშმაკის სულიერი შვილები ხართო, ისევე როგორც ღვთისმოსავი ადამიანის მამა ღმერთია. მაგრამ იესო იმას არ ეტყოდა ფარისევლებსა და მწიგნობრებს რომ ეშმაკი ეკლესიის მსახურებს მამა დაუძახეთო. ის მათაც იგივეს ეტყოდა რაც თავის მიმდევრებს უთხრა, თქვენი მამა ერთია, და მხოლდო მას უწოდეთ მამა, მისი მსახურებს კი უწოდეთ მსახური ან ძმა ანდა როგორც პროტესტანტები უწოდებენ პატივცემული ან რაღაც ამის მსგავსი. და ბოლოს, რა საფრთხე იმალება იმაში რომ ქრისტეს შეგონებისამებრ ეკლესიის მსახურებს ვუწოდოთ ძმა ან მოძღვარი (ის ვინც ღვთისკენ მიგვიძღვება) ან პატივცემული? |
sergi_glaxa |
May 17 2008, 11:46 AM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
sergi_glaxa აბა ვისთვის, თეოფილე მალაქიასთვის?? © Bu emotikonlar Tataraşvili'nin mülkiyetindedir Bütün hakları saklanmıştır თეოფილე მალაქიასათვისაც და კვნიწაშვილი პარასკოსთვისაც, მაგრამ ისე მგონია, რომ არა "მართლმადიდებლებისთვის" ამჯერად თვალს დავხუჭავ უზრდელად მიმართვაზე და მხოლო იმას ვიტყვი რომ აზრის გამოთქმა, განსაკუთრებით როცა ის დასაბუთებულია, ამპარტავნობა არანირად არაა. ხოლო ვიღაცეების შიშით აზრის არგამოთქმა შორს იყოს ყველა მოაზრონვე ადამინისგან. ამას განმარტება არც კი უნდა მაგრამ ინებეთ მაინც, იესო ამბობს თქვენ, ფარისევლები თუ მწიგნობრები, თქვენი საქციელის გამო არა უფლის, არამედ ეშმაკის სულიერი შვილები ხართო, ისევე როგორც ღვთისმოსავი ადამიანის მამა ღმერთია. მაგრამ იესო იმას არ ეტყოდა ფარისევლებსა და მწიგნობრებს რომ ეშმაკი ეკლესიის მსახურებს მამა დაუძახეთო. ის მათაც იგივეს ეტყოდა რაც თავის მიმდევრებს უთხრა, თქვენი მამა ერთია, და მხოლდო მას უწოდეთ მამა, მისი მსახურებს კი უწოდეთ მსახური ან ძმა ანდა როგორც პროტესტანტები უწოდებენ პატივცემული ან რაღაც ამის მსგავსი. და ბოლოს, რა საფრთხე იმალება იმაში რომ ქრისტეს შეგონებისამებრ ეკლესიის მსახურებს ვუწოდოთ ძმა ან მოძღვარი (ის ვინც ღვთისკენ მიგვიძღვება) ან პატივცემული? ყოველთვის მიკვირს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როცა სულიერ და ძმას მხოლოდ ისინი ეძახიან ერთმანეთს, რომელნიც ერთი მოძღვრის მრევლს წარმოადგენენ... არადა საღვთო წერილის მიხედვით ქრისტიანები ერთმანეთის და ძმანი არიან სულიერად, ერთი მამის შვილები.... საფრთხე აღარ იმალება, ხალხი უკვე საფრთხეშია: ბევრი მღვდელი მეფედ გრძნობს თავს ... |
seminaristi |
May 17 2008, 01:43 PM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ამჯერად თვალს დავხუჭავ უზრდელად მიმართვაზე მე უზრდელად არ მიმიმართავს შენთვის. ასეთი მიმართვით მიგითითე იმაზე, რომ ღმრთის მიერ განდიდებულ წმიდანებსა და თვით ღმერთსაც აბუჩად აგდებით იხსენიებ (ეს ნამდვილად ლაყბობაა, დამერწმუნე, და უფო მეტიც). მე თავიდან თქვენობით მოგმართავდი, მაგრამ წმიდანებისადმი, ეკლესიის სწავლებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო გითხარი ეს სიტყვები, რომ გონს მოსულიყავი. ციტატა განსაკუთრებით როცა ის დასაბუთებულია, არანაირი ლოგიკური დასაბუთება შენს ნაწერებში არ არის, დაიჯერე,ეს შენ გეჩვენება ასე. ციტატა ამას განმარტება არც კი უნდა მაგრამ ინებეთ მაინც, იესო ამბობს თქვენ, ფარისევლები თუ მწიგნობრები, თქვენი საქციელის გამო არა უფლის, არამედ ეშმაკის სულიერი შვილები ხართო, ისევე როგორც ღვთისმოსავი ადამიანის მამა ღმერთია. მე კიდევ ის გითხარი, რომ შენეული ლოგიკით თვით მაცხოვარსაც არ უნდა ეწოდებინა ეშმაკისთვის მამა, რაკი თვითონ ამბობს: "ნუ ვის ხადით მამითო", მე მიგითითე, რომ თვით მაცხოვარმაც კი "დაარღვია"–მეთქი თავისივე მცნება და ამიტომაც, ჩვენც გვაქვს უფლება ადამიანის მამად წოდებისა, რადგან წმიდა წერილის მიხედვით, პირველი ქრისტიანები ადამიანებს მამას უწოდებდნენ, რომელიც მრავალჯერ დასაბუთდა, მაგრამ შენ არანაირად არ გინდა იყოს ასე. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
argani |
May 19 2008, 10:09 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
შენეული ლოგიკით თვით მაცხოვარსაც არ უნდა ეწოდებინა ეშმაკისთვის მამა, რაკი თვითონ ამბობს: "ნუ ვის ხადით მამითო", რატომ არ უნდა ეწოდებია როცა ეშმაკს ავსულთა საწყისად მოიაზრებდა, ისევე როგორც უფალს დანარჩეთა საწყისად? ის იტყოდა რომ მხოლოდ ეშმაკია მამა, ხოლო მისი ქურუმები ან მსახურები მხოლოდ მსახურები და არა მამებიო. იესოს ლოგიკა ძალიან მარტივია, ის ცდილობდა მსახურთა უსაზღვროდ გაამპარტავნება აღეკვეთა, ისინი მიწაზე მიეჯაჭა და არ დაევიწყებია მათთვის რომ პატივი სხვას ეგების. მაცნე და მოამბე მხოლოდ შუამავალია - აი ამას ამბობს იესო. sergi_glaxa ციტატა ბევრი მღვდელი მეფედ გრძნობს თავს . ასე იყო იესოს დროინდელ ებრაელებშიც, და სწორედ მისი წინააღმდეგ გაილაშქრა მან. სწორედ ამის გამო საგანაგებოდ აუკრძალა თავის მიმდევრებს თავიანთთვის მამად წოდება, ხელზე კოცნა და სხვა უცნაური საქციელი რომ არ ვახსენოთ. რა დააკლდება დღევანდელ მღვდლებს ეს რომ არ გააკეთონ, გარდა მათი მიწიერი პატივისა? |
nana_007 |
May 20 2008, 01:46 AM
პოსტი
#51
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
ციტატა რა დააკლდება დღევანდელ მღვდლებს ეს რომ არ გააკეთონ, გარდა მათი მიწიერი პატივისა? რას აკეთებენ, ანუ მამებს რომ ვეძხით ეს მიწიერი პატივია? ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარსავთ ერთეულების გამო. პირადად მე ჩემსმოძღვარს მხოლოდ აღსარების დროს ვეუბნები "მამას", ისე სახელს ვეძახი, მაგრამ სხვა სასულიერო პირს ვერანაირად ვერ დავუძახებ მხოლოდ სახელს. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
argani |
May 27 2008, 11:14 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა სასულიერო პირს ვერანაირად ვერ დავუძახებ მხოლოდ სახელს. რატომ? ციტატა ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარსავთ ერთეულების გამო. და ეს რას ნიშნავს საერთოდ. რომელ ერთეულებზეა ლაპარაკი? |
guest |
May 28 2008, 12:33 AM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
argani
ციტატა რატომ? დავწერე მე რატომაც. ... აბა ბიძია დავუძახოთ? მოკლედ, თუ მოგწონს მიიღე, თუ არადა უძახე შენ რაც გინდა, ეგ შენი საქმეა... პ.ს. ჩემს მოძღვარს იმიტომ ვეძახი ჩვეულებრივ სახელს, რომ სანამ მოძღვარი გახდებოდა, ახლობელი იყო და დამრჩა ეს მეც და მასაც ჩვეულებად, მაგრამ აღსარების დროს აუცილებლად ვეუბნები "ოჩე"-ს, როცა მივმართავ. ახლა ჩვენს ქალაქში კი მისი დისშვილია მღვდელი, მამა ალეკსა . მამა ლეკსა ყმაწვოლობაში სულ ჩემთან იყო სტუმრად,სანამ აკადემიაში ჩააბარებდა მანამდეც და იყო ჩემთვის ალეკსა; ამიტომ დღეს მას მე კიდევ ალეკსას ვეძახი. მაგრამ ვიმეორებ: სხვა უცნობ სასულიერო პირებს სახელით ვერ მივმართავ, ელემენტარულად ზრდილობის გამო,სხვა თუ არაფერი. ბატონო-ს კიდევ ვერ ვეტყვი, ვიცი რა ტრადიციულად მოძღვრები მამებად იწოდებიან. საკმარისია განმარტება? პ.ს. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვაში - კი ის ვიგულისხმე, აქ განკითხვები რომ მიდის, ზოგი მოძღვარი თითქოს ზემოდან უყურებს მრევლს და ა.შ., თუ ასეთები არსებობენ, იმათ გამო ყველას ნუ მიაკრავთ იარლიყს - ესეც მეორე განმარტება და გამგებელი გაიგებს |
argani |
May 28 2008, 01:50 AM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
argani დავწერე მე რატომაც. ... აბა ბიძია დავუძახოთ? პ.ს. ჩემს მოძღვარს იმიტომ ვეძახი ჩვეულებრივ სახელს, რომ სანამ მოძღვარი გახდებოდა, ახლობელი იყო და დამრჩა ეს მგონი ეს მიზეზი სულ სხვაა და შენს კერძო შემთხვევაში ვარგა მხოლოდ. კითხვა კი მაინც რჩება რატომ არ შეიძლე არანათესავი მღვდლისთვის მხოლოდ სახელით მიმართვა. ციტატა სხვა უცნობ სასულიერო პირებს სახელით ვერ მივმართავ, ელემენტარულად ზრდილობის გამო, აააა, თურმე მაინც ყოფილა მიმართვა პატივისცემასთან დაკავშირებული, არა? ციტატა ბატონო-ს კიდევ ვერ ვეტყვი, ვიცი რა ტრადიციულად მოძღვრები მამებად იწოდებიან. ტრადიციულად რომ იწოდებიან ეს არ ნიშნავს რომ მოძვღების მიხედვით იწოდებიან. პატივისცემა კი სხვა სიტყვებიტაც გამოიხატება, მაგალითად პატივცემულო, ღირსო, რჩეულო, ან სხვა ციტატა . ზემოდან უყურებს მრევლს და ა.შ., თუ ასეთები არსებობენ, იმათ გამო ყველას ნუ მიაკრავთ იარლიყს ეს სხვა საკითხია და ამ თემასთან არაა დაკავშირებული: ღირსეული და უღისრი მღვდელიც ერთნაირად უნდა იწოდებოდნენ არა მამად არამედ პატივისცემის აღმნიშვნელი სხვა რამ სიტყვით. ციტატა აუცილებლად ვეუბნები "ოჩე"-ს, როცა მივმართავ. ეს რას ნიშნავს |
guest |
May 28 2008, 01:52 AM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ეს რას ნიშნავს ohmy.gif მაგას რომ გეიგებ მერე გავაგრძელოთ |
seminaristi |
May 28 2008, 09:57 AM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
მაცნე და მოამბე მხოლოდ შუამავალია - აი ამას ამბობს იესო. მოდი, კითხვა-პასუხის ფორმით ვისაუბროთ. ვფიქრობ, ასე უფრო ნათლად წარმოჩნდება ეს საკითხი. მე კითხვებს დაგისვამ, შენ კი მიპასუხე. შენ, როგორც შენი პოსტები მოწმობს, სრულ ჭეშმარიტებად მიგაჩნია ქრისტეს ყველა სიტყვა (თუ ეს მართლა ასეა, ძალიან კარგი). ამიტომაც გკითხავ: საიდან, რის საფუძველზე გწამს მაცხოვრის, როგორც ისტორიული პიროვნების არსებობისა? -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
argani |
May 28 2008, 07:11 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
შენ, როგორც შენი პოსტები მოწმობს, სრულ ჭეშმარიტებად მიგაჩნია ქრისტეს ყველა სიტყვა კი მაგრამ ასე არ უნდა იყოს? აბა ეჭვი თუ შევიტანეთ მის ზოგ ნათქვამებში, როგორ გადავწყვიტოთ რომელია საეჭვო და რომელი დასაჯერებელი? ციტატა საიდან, რის საფუძველზე გწამს მაცხოვრის, როგორც ისტორიული პიროვნების არსებობისა? ამას სავსებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ან რატომ უნდა ქონდეს. იესო რომ მთლიანად მოგონილი პიროვნება იყოს, თუ ჩავთვლით რომ მის სიტყვებს მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ და არა დავიწყოთ იმაზე მარჩიელობა თუ რომელი მისი გამონათქვამი არის საყურადღებო და რომელი ისე, ჰაიჰარად ნათქვამი. თუ არ არსებობს ამ საკითხში თანმიმდევრული მიდგომა, იქნება მუდმივი დაბნეულობა. მაგრამ მღვდელთათვის მამის წოდების აკრძალვა დღესავიტ ნათელია იესოს მთელი მოძღვრებიდან გამომდინარე: იმისთვის რომ ამპარტავნობის მადა აღეკვეთოთ, მისი მიმდევრებს არ უნდა ერქვათ ისეთი სახელი რომელიც მათ განსაკუთრებულობას გაუსვამს ხაზს და რაღაცნაირად ღმერთთან გაათანაბრებს. ამას მე გეტყვი თუ იესო, უმნიშვნელობა. თავად აზრია საყურადღებო. staywhite ციტატა მაგას რომ გეიგებ მერე გავაგრძელოთ ჰმ, რა უნდა ნიშნავდეს ოჩე. იქნებ ოჩოპინტრეს შემოკლებული ფორმაა. ან ოჩანი (ცხენის) შემოკლებული ფორმა. ანდა იქნებ შეგეშალა და 'აჩუ' უნდა დაგეწერა ბოლოსდაბოლოს თუ აგდებით ალექსას უწოდებ ადამიანს, ეგეც არ იქნება გასაკვირი. |
xatia19 |
May 28 2008, 07:45 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 |
argani
ციტატა მაგრამ მღვდელთათვის მამის წოდების აკრძალვა დღესავიტ ნათელია იესოს მთელი მოძღვრებიდან გამომდინარე: ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მოძღვრებას საერთოდ არ იცნობ და გირჩევ ჯერ შეიცნო არა მარტო გონებით, არამედ გულით და მერე ილაპარაკო ამ თემაზე. ღმერთი შეგეწიოს. -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
argani |
May 28 2008, 07:47 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მოძღვრებას საერთოდ არ იცნობ ეს როგორ? |
guest |
May 28 2008, 08:47 PM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ჰმ, რა უნდა ნიშნავდეს ოჩე. იქნებ ოჩოპინტრეს შემოკლებული ფორმაა. ან ოჩანი (ცხენის) შემოკლებული ფორმა. ხოდა რომ გაიზრდები (ყველანაირად) მერე მომმართე, jasno? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 02:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი