თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ორსული ღვთისმშობლის ხატი

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 9 2007, 08:34 PM

მგონი ბევრმა არ იცის რომ დირბის დედათა მონასტერში რამოდენიმე თვის წინ რესტავრაციისას კირქვის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...

IPB-ს სურათი


მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 9 2007, 08:49 PM

რამდენად კანონიკურია ნეტა? მართლაც უცხოა....

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 9 2007, 08:57 PM

მნათე
სრულიად კანონიკური არის, ხატთმწერთან ვიკითხე...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 9 2007, 08:59 PM

ციტატა
მნათე
სრულიად კანონიკური არის, ხატთმწერთან ვიკითხე...


ხო რაცხა... biggrin.gif ღვთისმშობელი როგორც წესი არ გამოისახება შობამდე smile.gif ერთი ხარების სცენაა ასეთი....

ციტატა
თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი


საინტერესოა მართლა smile.gif და ეს ფოტო სადიან გაქვს?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 9 2007, 09:01 PM

QUOTE
მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ...

ქარელიდან 15 კილომეტრის დაშორებით, სოფელ დირბში.

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 9 2007, 09:02 PM

მნათე
ფოტოსამყაროში ვმუშაობ, ერთმა კლიენტმა დაბეჭდა.. smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 9 2007, 09:03 PM

მე მინახავს ხატი, სადაც გამოსახულია სცენა, როცა ღვთისმშობელი მივიდა მართალ ელისაბედთან და ჩვილმა იოანე ნათლისმცემელმა (დედის მუცელში) თაყვანის სცა უფალს (ასევე დედის მუცელში). ეს მოვლენა სახარებიდანაა ცნობილი... ხატი დაბეჭდილი იყო მამა გიორგი გამრეკელის ჟურნალში "რწმენა და ცოდნა".

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 9 2007, 09:03 PM

მარიამი
მადლობა მარიამ..გაიხარე

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 9 2007, 09:04 PM

ახლახანს გამოიცა დიდი წიგნი დირბის დედათა მონასტერზე უამრავი ფერადი ილუსტრაციით, ისტორიით და ა.შ.

მაგ ფრესკას სახელად უწერია: "იოსების ყვედრება" unsure.gif ალბათ ეს ის მომენტია, როცა იოსებმა ნახა, რომ ღვთისმშობელი ორსულად იყო და მისი ფარულად გაშვება უნდოდა.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 9 2007, 09:08 PM

არსებობს ფრესკა,რომელშიც ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა გამოსახული, მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა.
IPB-ს სურათი
ასევე არსებობს კიდევ ერთი ფრესკა სადაც ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა- ესაა მხილების წყლით გამოცდა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 9 2007, 11:18 PM

მეც მაქვს ასეთი ხატი სადაც ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა, ოღონდ მაცხოვარიც ჩანს ჩვილი, ოვალურ წრეში დგას და მარიამი ხელებით "დაჰფოფინებს" თითქოს

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 10 2007, 10:37 AM

ყველაზე დიდი სასწაული იყო, როდესაც ეს ხატი დავბეჭდე და მეუფე კალისტრატეს ვაჩვენე მან მითხრა ხატთმწერს აჩვენე შვილოო, მეც მივედი ხატთმწერთან და ვაჩვენე ეს ხატი, ვკითხე რამდენად კანონიკური არის მეთქი, მან მიპასუხა დახედე რას ვწერ ეხლა მეო, დავხედე და ისიც ანალოგიურ ხატს წერდა, მითხრა აბსოლუტურად კანონიკური არისოsmile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 10 2007, 09:47 PM

აი, ის ხატი, რომ ვამბობდი:

http://images.ge/

მადლობა ჯამბაკურს მოწოდებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Feb 10 2007, 10:38 PM

რა მნიშვნელობა აქვს გეხვეწებიტ კანონიკას ამ შემთხვევაში... biggrin.gif

ნამდვილად საინტერესო შემთხვევააა... blink.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Feb 11 2007, 04:23 PM

ფეხმძიმე ღვთისმშობელის ასეთი გამოსახულება არასდროს მინახავს (ვგულისხმობ დირბის მონასტერს). ისე კი საინტერსოა.

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 11 2007, 04:44 PM

მე პირადად ძალიან მინდა დირბის მონასტრისა და ამ ხატის ნახვა...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 11 2007, 04:50 PM

QUOTE
მე პირადად ძალიან მინდა დირბის მონასტრისა და ამ ხატის ნახვა...

შემდეგი ექსკურსიის სუნი მცემს biggrin.gif
მეც სიამოვნებით ვნახავდი, მანამდე შეგვიძლია ცნობები მოვაგროვოთ დირბის მონასტერზე და ვირტუალურად დავათვალიეროთ.

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 11 2007, 05:00 PM

მარიამი
დიდი სიამოვნებით

სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვნახე ვერავითარი ინფორმაცია დირბის მონასტერზე..

ძიება გრძელდება... smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 11 2007, 05:02 PM

მე მაქვს ეგ ინფორმაცია smile.gif
მაცალეთ ცოტა ხანს და დავდებ რაღაც-რაღაცეებს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 11 2007, 05:20 PM

დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

http://lider.caucasus.net/

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 11 2007, 05:21 PM

დიდება უფალს...

მადლობა მარიამ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 11 2007, 06:40 PM

ესეც დირბის მონასტრის ისტორია... და მგონი ეს თემა "ეკლესია, მონასტრებში" იქნება გადასატანი unsure.gif

დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შუაგულ ქართლში, ქარელიდან 15-იოდე კილომეტრის დაშორებით, სოფელ დირბის განაპირას მდებარეობს. თავდაპირველად აქ X საუკუნეში აუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, მას XIV ს-ის შემდგომ XV-XVI ს-ში ჩრდილოეთიდან, XVII ს-ში კი სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე აფსიდებით დაბოლოებული მინაშენები მიადგეს, ხოლო დარბაზული ნაგებობის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ღიობი გაჭრეს, რის შემდეგაც ეკლესიამ სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცე მიიღო.
ეკლესია სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილშია, მის სამხრეთით აგურით ნაგები სამრეკლო და სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსს კირდუღაბით ნაგები, აწ დანგრეული გალავანი ზღუდავდა.
სოფ. დირბი, თავისი მონასტრით საისტორიო საბუთებში მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან ფიგურირებს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დვანის წყლის (იგივე აღმოსავლეთი ფრონე) „დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იჱრუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იჱრუსალემს“. ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და მას ჯვრის მონასტრის აქიმანდრიტი განაგებდა; მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე, საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღმრთისმშობლის მონასტერს შორის XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. დირბის ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობის იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზზე დაყრდნობით ნ. ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ დირბის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და მაცხოვრის საფლავის მეტოქი, შესაძლოა, უკვე XIV საუკუნეშივე ყოფილიყო, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება XVI საუკუნეს განეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისათვის სვიმონ I (1556-1600 წწ.) შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესგან-დარეჯანის 1588 წელს გაცემული საბუთი. ნ. ხუციშვილის განმარტებით, ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მეფე სვიმონი დირბის პირველშემწირველია და არა ძველი შეწირულების განმაახლებელი, შეწირულების დრო კი 1556-1588 წლებითაა შემოსაზღვრული.
ვფიქრობ, რომ დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის გაფართოების ერთი დიდი ეტაპი სწორედ ამ პერიოდში მოხდა: მარტივ დარბაზულ ეკლესიას (რომელსაც, შესაძლებელია, უკვე ჰქონდა მოკლე ჩრდილოეთი მინაშენი) ჩრდილოეთიდან მიაშენეს დაბალი მკლავი, რომლის თავზე მეორე სართული - სამალავიც მოეწყო, ცენტრალური დარბაზის სივრცე კი ჩრდილოეთით დაბალი თაღებით გაიხსნა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა XIV საუკუნის შუა ხანების კედლის მხატვრობა. ამრიგად, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დირბის ეკლესია ორქანობა სახურავით გადახურულ ორნავიან ნაგებობად გადაკეთდა.
როსტომ მეფემ (1632-1658 წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684 წ.) 1650 წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულება. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისთვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. სწორედ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საფიქრებელია, დედოფალ მარიამის შეწევნით, ჩატარდა დიდი სამშენებლო საქმიანობა დირბის მონასტერში: ეკლესიას სამხრეთის მხრიდან აგურით ნაგები ნავი მიუშენდა და, სათანადოდ, ცენტრალური დარბაზის სამხრეთ კედელში ორი მაღალი თაღი გაიხსნა, რის შედეგადაც ეკლესია სამნავიან ნაგებობად გარდაიქმნა; დროთა ვითარებით დაზიანებული XIV საუკუნის ქვის კანკელის ნაცვლად ამავე დროს ააგეს აგურის იკონოსტასისებრი კანკელი, რომელიც მაშინვე მოიხატა კიდეც; ისრული თაღით შეიმკო ცენტრალური ნავის აღმოსავლეთი ღიობი, ხოლო თაღის თავზე წითელი საღებავით ღმრთისმშობლის ცხრასტრიქონიანი სადიდებელი დაიწერა, და ბოლოს, ამ დროსვე უნდა აეშენებინათ ფანჩატურით დასრულებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში ეკლესიასთან მისასვლელი კარიბჭე გაიმართა. ქართლის დედოფალ მარიამის მიერ იყო დაფინანსებული დირბის სიახლოვეს სოფელ არადეთის წმ. საბა განწმენდილის სახელობის დარბაზული ეკლესიის (1666 წ.) მშენებლობაც და „ძირითურთ აღმოფხვრილი“ ურბნისის ტაძრის (1668 წ.) აღდგენაც. ეს უკანასკნელი, დირბის XVII საუკუნის სამშენებლო ფენის დარად, აგურითაა განახლებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ დედოფალი მარიამი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის XVII საუკუნის ორმოციან წლებში ტაძრის კედელზეც გამოსახეს და ჯვარისმამა ნიკიფორემ, რომელიც ჯვრის მონატერს წინამძღვრობდა 1643-1649 წლებში, მისთვის კარგაღებული აღაპიც დააწესა, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედოფლისვე სახსრებით ჩატარებულიყო ჯვრის მონასტრის მეტოქი დირბის მონასტრის აღდგენა-მშენებლობაც, რაც შეწირულების წიგნის გაცემის მომდევნო ხანაში, ალბათ, XVII საუკუნის სამოციან, უფრო სამოცდაათიან წლებში (საფიქრებელია, ურბნისის აღდგენის შემდეგ) უნდა მომხდარიყო.
1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია.
XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისაგან მხოლოდ მარანიღაა შემორჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით. მწერალ ს.მგალობლიშვილის ცნობით, „ქრისტეს საფლავის წინამძღვართა“ ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს, მძლავრ ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლობაც ამოწყვეტილა, მისი მამული კი ქართველ მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. ნ. ხუციშვილის აზრით, XIV-XV საუკუნეებში დოღლაძეების სამფლობელო ადგილად შეიძლება მდ. ფრონის ხეობის ნაწილი (ღვერთეთი, ტახტიძირი, დირბი) დასახელდეს. როგორც ჩანს, ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული ტოპონიმი დოღლაურიც, რომელიც მდ. მტკვრისა და მდ. ფცის (დასავლეთი ფრონე) შესართავთან ლოკალიზდება. ამ ავტორისავე განმარტებით, XIV-XV საუვუნეებში აღნიშნული ტერიტორია არ შედის არც ერთ სხვა სამფლობელოში, რაც იმის დასტურია, რომ იქაურობას დოღლაძეები პატრონობდნენ. სვიმონ I-ის მიერ იერუსალიმისთვის დირბის გადაცემა კი უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ დოღლაძეთა ფეოდალური სახლი XVI საუკუნეში უკვე ნამდვილად აღარ ფლობდა ამ ადგილს.
დირბის ღმრთისმშობლის სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას, 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ საისტორიო წყაროებში აქამდე უცნობი იყო ლეონ მეფის დანიშნული ქართლის ერისთავის სახელი. კვლევით დადგინდა, რომ წარწერაში მოხსენიებული იოანე ერისთავი, შესაძლებელია, საქართველოს გაერთიანების მესაძირკვლესთან, ერისთავ იოანე მარუშისძესთან გავაიგივოთ. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს, რომელიც სასულიერო პირი კი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საერო ხელისუფლის ფუნქციებსაც ითავსებდა და, შეიძლება, ამ მხრივ იოანე ერისთავის ხელქვეითიც იყო. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ, რაც იმ შესაძლებლობებით, რაც ოთინისძეს გააჩნდა, მშენებლობის საკმაოდ მაღალ ტემპზე მიგვანიშნებს.
დირბის ეკლესია ხუროთმოძღვრული ფორმებითა და დეკორით შიდა ქართლის ამ ეპოქის (X ს.) ტიპიურ ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ხალხის წრიდან გამოსული ნახევრადპროფესიონალი ოსტატების ნახელავი, გულდასმით აგებული სოფლის ეკლესია, რომლის მსგავს ნაგებობებს მრავლად ვხვდებით ამ რეგიონში. დირბის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ზედა მხარეს, უმაღლესი საერო ხელისუფლის - აფხაზთა მეფის ლეონისა და მისი ძმის დემეტრეს რელიეფური გამოსახულებებია განთავსებული.

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 11 2007, 06:48 PM

გEიხარეეეე.... უღრმესი მადლობა ასეთი ინფორმაციისათვიიიიიიიის

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 11 2007, 06:54 PM

ვეცდები მოგვიანებით მოხატულობაზეც დავწერო ორიოდე სიტყვა.

ეს კიდევ ერთი ფოტო:

http://lider.caucasus.net/

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 11 2007, 07:09 PM

ექსკურსიის სუნი მეცაააა smile.gif
ბოლო გაჩერება დირბის დედათა მონასტერი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 12 2007, 12:42 PM

ორსული ღვთისმშობლის ხატი ისიც არის მე კიდევ სხვა ორიც ვიცი, ერთი, ფეხმძიმე ქალები ლოცულობენ მასზე, მთელი ტანით ჰყავს მაცხოვარი მუცელი გამოსახული და მეორე, წელამდეა მაცხოვარი გამოსახული. თუმცა ისეთი სასწაული, როგორიც ტქვენ გვაჩვენეთ არსად მინახია. აქ ზუსტად ფეხმძიმე ქალია გამოსახული, ჩვილის გარეშე. მართლაც კარგი რამეა.

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 12 2007, 06:59 PM

ხომ არ გვეშლება? დარწმუნებული ხართ, რომ ეგ ჩვეულებრივი ფრესკა არ არის?

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 12 2007, 08:53 PM

ციტატა
ომ არ გვეშლება? დარწმუნებული ხართ, რომ ეგ ჩვეულებრივი ფრესკა არ არის?

კითხვის არსს ვერ ჩავწვდი მეგობარო... smile.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Feb 13 2007, 04:50 AM

რა ლამაზი და საყვარელი ფრესკებიაააააააა დიდება უფალს და მის განგებას

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 13 2007, 11:14 AM

ციტატა(შეხვეწილი @ Feb 12 2007, 05:59 PM) *

ხომ არ გვეშლება? დარწმუნებული ხართ, რომ ეგ ჩვეულებრივი ფრესკა არ არის?

აქ მე შევატყე რომ ფრესკულ სცენებს და გამოსახულებებს ხატებს უწოდებენ.
ეს ალბად მექანიკური შეცდომაა,რადგენ ზემოთ მოყვანილი ილუსტრაციებიდან არც ერთი ხატი არაა.
ხოლო რაც შეეხება პირველ ფრესკას (ფრაგმენტს), აქ აშკარად რაღაც დინამიური სცენაა გამოსახული რომელიც
მთლიანობაში არ ჩანს და სპეციალისტის გარეშე ვინც ეს შეისწავლა ,ძნელია ივარაუდო საერთოდ რა სცენაა, ან რა მომენტია გამოსახული წმინდა წერილიდან.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 13 2007, 11:30 AM

QUOTE
აქ მე შევატყე რომ ფრესკულ სცენებს და გამოსახულებებს ხატებს უწოდებენ.

ეს ძალიან დიდი შეცდომაა? ფრესკა ხატად არ ითვლება? unsure.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 11:35 AM

მარიამი
ჩემი აზრით ისევე როგორც ფრესკა შეიძლება იყოს ხატი, ასევე ხატი შეიძლება იყოს ფრესკა

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 13 2007, 11:41 AM

ციტატა(მარიამი @ Feb 13 2007, 10:30 AM) *

ეს ძალიან დიდი შეცდომაა? ფრესკა ხატად არ ითვლება? unsure.gif

დამღუპველი შეცდომა არაა. biggrin.gif
ხატებს აქვს თავისი დინამიკა ფრესკებს თავისი.
ერთი შეხედვიტ მიხვდები სად არის ფრესკული სივრცე და სად ხატის შეზღუდული ფართიდან გამომდინარე ,მაქსიმალურად შეკუმშული და ვერტიკალურად მოწესრიგებული კომპოზიცია.
საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სხვაობა რა თქმა უნდა არაა.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 13 2007, 11:42 AM

ლეონტი
მეც მასე ვიფიქრე smile.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 11:49 AM

შეიძლება მართალია...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 27 2007, 09:41 PM

დირბის მონასტერში აღმოჩენილი ხატი ნამდვილად კანონიკურია.
სხვათაშორის ამ ხატშიც ორსული ღვთისმშობელია:
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Mar 1 2007, 12:52 PM

mariami-k
ლამაზი ხატია!!!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 1 2007, 05:47 PM

Karo
ნამდვილად.

პოსტის ავტორი: Tornike Lobzhanidze თარიღი: Nov 5 2007, 04:05 PM

ხატი არ ჩანს და ლინკი შეასწორე რა smile.gif

პოსტის ავტორი: deli თარიღი: Nov 6 2007, 04:19 PM

მონასტრის დედებს ვიცნობ,სოფლის მღვდელმსახური ჩემი მოძღვარია, ჰოდა თუ წახვალთ მეც გამიყოლეთ რა!:)

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Nov 6 2007, 07:07 PM

....

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

ეს ფრეცკა, ღვთისმშობლის .

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

კიდევ არის სურათები , თუ მოგინდათ..

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 6 2007, 07:15 PM

რა საინტერესო ეკლესიაა... ტერიტორიულად სადაა? კახეთში? blink.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Nov 13 2007, 11:41 PM

წინა პოსტები ნახე wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2007, 11:54 AM

ციტატა(მათველა @ Nov 6 2007, 07:07 PM) *



IPB-ს სურათი



ჩემ დას აქვს ეს ხატი - "მიდგომილი ღვთისმშობელი." ახლობელმა, რომელიც დირბიდანაა წარმოშობით, აჩუქა და როცა ვუყურებ, ყოველთვის რატომღაც მეტირება..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2007, 03:42 PM

ციტატა(მათველა @ Nov 6 2007, 07:07 PM) *



კიდევ არის სურათები , თუ მოგინდათ..


ძალიან გვინდა smile.gif გთხოვ, დადე რა სურათებიც გაქვს smile.gif მერე იქნებ მოვილოცოთ ეს ტაძარი ფორუმელებმა.. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 4 2008, 08:11 PM

მარიამი

ციტატა
ჩვილმა იოანე ნათლისმცემელმა (დედის მუცელში) თაყვანის სცა უფალს (ასევე დედის მუცელში).

მე ასეთი ხატი ისრაელში მაქვს ნანახი, იქნებ ინფო მოვიძიო

პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Jul 4 2008, 09:08 PM

ვაიმე ჩემთან არ გაიხსნა სურათები sad.gif(( ძალიან მაინტერესებს რა ორსული ღვთისმშობელი, იქნებ გამომიგზავნოთ რა? ან ხელმეპორეთ დადოტ? თქვენთან იხსნება?

გაიხსნა ეხლა უკაცრავადდდ smile.gif

პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Aug 26 2008, 10:04 PM

მე ვიცი ეს ხატი.და ვისაც ვაჩუქე(პ.ს მათ შვილი ძალიან უნდოდათ )სასწაული მოხდა და მალევე შეეძინათ შვილი.ულამაზესი ხატია და დიდი მადლიც აქვს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2008, 05:00 PM

ციტატა(IZAKUNA @ Aug 26 2008, 10:04 PM) *

მე ვიცი ეს ხატი.და ვისაც ვაჩუქე(პ.ს მათ შვილი ძალიან უნდოდათ )სასწაული მოხდა და მალევე შეეძინათ შვილი.ულამაზესი ხატია და დიდი მადლიც აქვს


მეუფე იობმა თქვა, რომ თუ უშვილო ადამიანი მიდგომილი ღვთისმშობლის ფრესკის წინაშე ილოცებს, აუცილებლად შეეწევაო.

ჟურნალ "კარიბჭეში" ეწერა, რომ 5 წლის უშვილო წყვილს, რომლებმაც მოილოცეს დირბის ეს ტაძარი და ფრესკასთან ილოცეს, შეეძინათ პატარა.

პოსტის ავტორი: tamar84 თარიღი: Sep 17 2008, 06:36 PM

ძალიან ლამაზი მონასტერი ყოფილა, ფრესკები კი... საოცარია!!!რამხელა მადლისა და სიყვარულის მატარებელია smile.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Sep 19 2008, 03:18 PM

ჩემთან პირველი სურათები არ გახსნა sad.gif მარტო მონასტრის სურათების ნახვა შევძელი sad.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Sep 19 2008, 04:32 PM

ციტატა(Irma @ Sep 19 2008, 03:18 PM) *

ჩემთან პირველი სურათები არ გახსნა sad.gif მარტო მონასტრის სურათების ნახვა შევძელი sad.gif

არც ჩემთან გახსნა... თუმცა რაც ვნახე იმითაც აღფრთოვანებული ვარ... smile.gif

პოსტის ავტორი: momavali თარიღი: Oct 3 2008, 11:42 AM

ულამაზესი ხატია.

სად მდებარეობს ეს ეკლესია ?

პოსტის ავტორი: teklatekla2 თარიღი: Dec 10 2008, 12:34 AM

დიდი მადლობა ამ ფრესკისთვის. არსად მინახავს. მისი შემწეობა კი ძალიან მჭირდება smile.gif

თუ ვინმეს მოგიხდათ ამ მონასტერში წასვლა, იქნებ გამაგებინოთ.

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Dec 10 2008, 11:44 AM

ციტატა(momavali @ Oct 3 2008, 11:42 AM) *

ულამაზესი ხატია.

სად მდებარეობს ეს ეკლესია ?


რუის-ურბნისის ეპარქიაში (ქართლი)

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Dec 12 2008, 07:32 PM

ღმერთო რა ლამაზია ღვთისმშობელი თვალს ვერ ვაშორებ, ლამის ვიტირო. ყველას მისცეს შვილი ჩვენმა მადლმოსილმა ღვთისმშობლმა. ჩემი მეუღლე ცარმოშობით ქართლიდანაა საქართველოში რომ ჩამოვალ წავიდეთ)ღმერთმა შეგვაძლებინოს.
გაიხარეთ, აღფრთოვანებული ვარ.
ხვალ ეკლესიაში მივდივარ ეხლა ჩავალ დავაბეჭდინებ ჩემს მოძღვარს გავახარებ ხვალ (რუსეთში არსად შევხვედრივარ ასეთ სასწაულს)/

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 12 2008, 09:00 PM

ციტატა(მათველა @ Nov 6 2007, 05:07 PM) *

IPB-ს სურათი

ეს ფრეცკა, ღვთისმშობლის .

IPB-ს სურათი



პირველ გვერდზე არ იტვირთება ფოტოები და აქედან რომელზე ამბობთ მიდგომილი ღვთისმშობელი? unsure.gif

მეორეზე არ ვიცი, მაგრამ თუ პირველზე, მაშინ ეგ არ არის მიდგომილი ღვთისმშობლის ფრესკა, ეს არის წმინდა ანა გამოსახული ღვთისმშობელზე ორსულად, როდესაც მას ეუწყა ამის შესახებ smile.gif

პოსტის ავტორი: teklatekla2 თარიღი: Dec 13 2008, 01:14 AM

მე ხატიც მოვიძიე და დავდებ

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Jan 5 2009, 11:00 PM

გამარჯობა! ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას! ძალიან გთხოვთ ხელმეორედ ატვირთოთ ორსული ღვთისმშობლის სხატის სურათი არ ხსნის რატომღაც smile.gif

პოსტის ავტორი: expert:) თარიღი: Mar 20 2009, 10:01 PM

დირბის მონასტრის ხატი არ არის კანონიკური. არსებობს ბევრი მოსაზრება, მაგრამ იკონოგრაფიიდან ვიცი რომ ეს ასეა. რაც შეეხება ხატმწერებს ისინი კონსულტაციებს ხელოვნებათმცოდნეებთან გადიან. ასე რომ. . . . . მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეურაცყოფა მივაყენოთ, უბრალოდ ზოგიერთი ნიუანსი დარღვეულია. თუ ვინმეს უფრო დაწვრილებით დაგაინტერესებთ შემიძლია დეტალურად გესაუბროთ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 23 2009, 06:08 PM

expert:)

ამ თემაში არის ხატწერის კანონიკაზე საუბარი, თუ რამეს გაგვიზიარებ, გაგვიხარდება smile.gif
http://church.ge/index.php?showtopic=5086

კეთილი იყოს, შენი შემომატება. smile.gif

პოსტის ავტორი: expert:) თარიღი: Apr 4 2009, 02:20 PM

დავიწყოთ იქიდან რა აქრის ხატი,იგი არის სარკმელი სასუფევლისა და ასახავს ყოველივეს მარადიული ღირებულებით. ხატში ყველა დეტალი არის საოცრად საკრძალველი და საკრალურიც.ვინ არის ღვთისმშობელი?იგია დედა ყოველთა და დედოფალი სამყაროსი, იგია ერთადერთი განღმრთობილი ადამიანი. რა არის ორსულობა? ჩვეულებრივი მოკვდავისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, ამშემთხვევაში კი ღვთისმშობელი ჩვეულებრივი მოკვდავვით არის გამოსახული და თითქოს მის დიდებულებას ჩრდილი ადგება ორსულად გამოსახვისას. იმის თქმა მინდა რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით არის გამოსახული. წმინდანის ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოსახვა კი საეკლესიო კრებების მიერაა აკრძალული, ისევე როგორც ჯვრის გამოსახვა იატაკზე და ა.შ. რაც შეეხება დირბის ამ კონკრეტულ ხატს იგი არის კომპოზიციის მხოლოდ ერი დეტალი, რომლის კომპოზიციიდან ამოგლეჯა კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. ღვთისმშობლის ნებისმიერი ხატის წინაშე ლოცვა კი შეეწევა უშვილოს, ის ხომ დედაა ყოველივე ქმნილისა. . . . დამიჯერეთ ღვთისმშობელი ყველას გულმხურვალე ლოცვას სეისმენს, არაა საჭირო დავამცროთ მისი დიდებულება. დაგვლოცოს დედაღვთისამ......

პოსტის ავტორი: ruso-roso თარიღი: May 12 2009, 03:55 PM

მიდგომილი ღვთისმშობელი არ არის ხატი,არის ფრესკა და ხატსა და ფრესკას შორის განსხვავებაა და მისი როგორც ხატად გამოკყენება არ არის დაშვებული.

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: May 12 2009, 10:18 PM

და აბა სამებაში რომ არის ??როგორ თუ დაუშვებელია?

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: May 13 2009, 06:08 PM

ნამყოფი ვარ დირბში -
ბრეთა და ულუმბოსთან ერთად ვნახეთ და მოვილოცეთ -

ულამაზესი ფრესკაა.


პოსტის ავტორი: dodona თარიღი: May 18 2009, 12:44 AM

მინდა გიტხრატ ,რომ დედაგვტისმსჰობლის ტცკალობიტ "მიდგომილი" ხატი სასტცაულებრივად ცჰამოვაბრდზანე ამერიკასჰი და დაბრდზანდა ტცმიჰდა ნინოს კარტულ ეკლესიასჰი ნიუ-იორკსჰი. დაიჯერებტ? მე კიდევ არ მჯერა რომ ეს ბედნიერება მერგო ტცილად.ეს არის ფრესკის მე-სამე ასლი,რომელიტც უნდა ტცაბრდზანებულიკო დირბის დედატა მონასტერსჰი, სჰემტხვევიტ ვნახე ეს ხატი და ავენტე სურვილიტ,რომ ტცამებრდზანებია ამერიკასსჰი,მეორე დგეს მოვპრინავდი,და მოხდა სასტაული ხატმა ინება ცჰემტან ერტად ამერიკასი ცჰამობრდზანება!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Bivrili თარიღი: May 27 2009, 11:27 PM

http://www.radikal.ru

ეს ხატი ფრესკის საფუძველზე შეიქმნა...
დირბის დედათა მონასტერი ქარელშია, სოფელ დირბში...

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: Dec 23 2009, 04:34 PM

ამ ხატის ავტორი ვიცი ვინც არის

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Jan 28 2010, 12:39 PM

ციტატა(shavlegi @ Dec 23 2009, 04:34 PM) *

ამ ხატის ავტორი ვიცი ვინც არის

ირაკლი ცინცაძე;

ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ თუკი ადამიანს გული აქვს და გულით ფიქრობს, ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩება ვერც ამ ადგილის და ვერც ღმრთისმშობლის ფრესკიდან და ხატებიდან გარდმომავალი მადლის მიმართ. ასევე დადასტურებულად მინდა ვთქვა რამდენიმე უშვილო ოჯახის თაობაზე, ვისაც მიდგომილი ღმრთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ შვილი მიმადლა უფალმა.

შეგვეწიოს მისი მადლიsmile.gif


პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jan 28 2010, 01:03 PM

ციტატა(tamar Chkhaidze @ Jan 28 2010, 12:39 PM) *

ირაკლი ცინცაძე;

ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ თუკი ადამიანს გული აქვს და გულით ფიქრობს, ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩება ვერც ამ ადგილის და ვერც ღმრთისმშობლის ფრესკიდან და ხატებიდან გარდმომავალი მადლის მიმართ. ასევე დადასტურებულად მინდა ვთქვა რამდენიმე უშვილო ოჯახის თაობაზე, ვისაც მიდგომილი ღმრთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ შვილი მიმადლა უფალმა.

შეგვეწიოს მისი მადლიsmile.gif



მოგესალმებით თამარ
თქვენ ადრე დადეთ, ინფორმაცია მობილურის ნომერის შესახებ, რომლიდანაც შეიძლება თანხის გადარიცხვა,
ის ნომერი კვლავ მოქმედებს?

ივერიელები ვიყავით დირბის მონასტერში 2010 წლის 24 იანვარს ,
მართლაც საოცრებაა ...

ქვემოთ , დირმის მონასტერზე თავმოყრილი მასალებია

http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=182.msg167290#msg167290

http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=182.msg167291#msg167291


პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jan 28 2010, 01:55 PM

აქაც იყოს , მასალები ძირითადად კარავის ფოუმიდანაა, რამდენიმე ჩემი სურათი დავამატე მხოლოდ:


დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი - შიდა ქართლი (ქარელის რაიონი) მდინარე ფრონის ხეობა
IPB-ს სურათი


დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონში), მდინარე ფრონის ხეობაში .
IPB-ს სურათი
მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".

ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია.
იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
IPB-ს სურათი

ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
IPB-ს სურათი
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.
აი ეს ფრესკაც
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
იგივე ფრესკა სხვა რაკურსით
IPB-ს სურათი

აი სხვა ფრესკებიც:
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

წმ. გიორგი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

”ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. მონასტრის წინამძღვარ დედა ნატალიას გადმოცემით, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო"



კანკელი:                                                                                                    მეორე კანკელი:
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი



ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატი - მიდგომილი ღმრთისმშობელი
IPB-ს სურათი

ხედი ციხიდან დირბის მონასტერზე
IPB-ს სურათი


კოსმოსიდან
IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jan 28 2010, 02:10 PM

ეხლა ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები,
ხარისხინები არაა მაგრამ, ფრესკების განლაგებას თვით ტაძარში შედარებით უფრო ნათლად გადმოცემენ

ტაძარში რომ შედიხარ, ეგრევე ხედავ ძირითადი ნავის, ჩრდილოეთ კედელზე მარცხენა უკიდურეს მხარეს,
წმ. გიორგის ხატით, რომელიც მახვილით დიოკლიტიანეს  გნგმირავს
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ხედი ტაძარში შესვლისას, მარჯვნივ, კანკელებისაკენ
IPB-ს სურათი

ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის ძირთან
IPB-ს სურათი

ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის პირდაპირ
IPB-ს სურათი

ძირითადი ნავის ჩრდილოეთ კედელი,
ნელ-ნელა გადავდივარ მარცხნიდან მარჯვნივ,
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი



კადრში გამოჩნდა, ძირითადი ნავის ჭერის ფრესკები, კანკელის მხარეს
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

მოვტრიალდი 90 გრადუსით, საკურთხევლის ჭერის ფრესკები
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

მთავარი კანკელი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

დასავლეთ კედელი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ვდგავარ ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, პირით ტაძრის შემოსასვლელი კარებისაკენ, ანუ სამხრეთისაკენ
IPB-ს სურათი



ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდით კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jan 28 2010, 05:15 PM

ციტატა

ციტირება: tamar chkhaidze on December 28, 2009, 08:14:00 PM

და კიდევ ისევ დავწერ ნომერს,
რომელზე დარეკვითაც თქვენ შეგიძლიათ მატერიალური თანადგომა აღმოუჩინოთ
დირბის ღმრთისმშობლის სახელობის  დედათა მონასტერსა და ეკლესიას -
700 613 მაგთიდან და ჯეოსელიდან


საინტერესოა ცოცხალია ეს ნომერი?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 28 2010, 05:30 PM

ფრესკები ძალიან დაზიანებულია sad.gif

პირვანდელი სახის დაბრუნება მათთვის შესაძლებელია?

ფინანსური სირთულეების გამო ვერ ხერხდება აღდგენა თუ რამე სხვა პრობლემაა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 02:50 PM

თერალ ი
მადლობა, კარგია რომ ფოტოები გადაიღე smile.gif

ნონა
მაგ დაზიანებულ ფრესკებს უნდა კონსერვაცია, მთლიან კომპოზიციას ვეღარ აღადგენ, მაგრამ შეიძლება ცალკეული პატარა ფრაგმენტების, ნაკაწრების შევსება,

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაზიანებულია, მაგას ფინანსები უნდა, სპეციალისტები სჭირდება ... ეგაა სულ

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Jan 29 2010, 03:10 PM

ციტატა(თერალ ი @ Jan 28 2010, 05:15 PM) *

საინტერესოა ცოცხალია ეს ნომერი?


კი ნამდვილად ცოცხალია, უკანასკნელი მონაცემებით ასეა. smile.gif

ციტატა(ქევანა @ Jan 29 2010, 02:50 PM) *

თერალ ი
მადლობა, კარგია რომ ფოტოები გადაიღე smile.gif

ნონა
მაგ დაზიანებულ ფრესკებს უნდა კონსერვაცია, მთლიან კომპოზიციას ვეღარ აღადგენ, მაგრამ შეიძლება ცალკეული პატარა ფრაგმენტების, ნაკაწრების შევსება,

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაზიანებულია, მაგას ფინანსები უნდა, სპეციალისტები სჭირდება ... ეგაა სულ

ზემოთ დავწერე, კონსკერვაცია გაუკეთეს, ამ ეტაპზე ფრესკებს არაფერი ემუქრება. იქ მოღვაწე დედებიც ცივ ნიავს არ აკარებენ ტაძარს

ძალიან გამეხარდა მონასტრის მიმართ ასეთი ინტერესი smile.gif დირბი მონასტერი ჩემი გულია, 2 კვირა ვერ ვძლებ ისე რომ ერთი დღით მაინც არ ჩავიდე.
დირბთან გენტიკური კავშირიც მაქვს ჩემი გამზრდელი დიდი ბებია დირბიდან იყო და მთელი ჩემი ბავშვობა დასტიროდა დირბის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიას და მის შეურაცხყოფილ - გადალესილ ფრესკებს....
ღვთის წყალობით დღეს მზრუნველი ხელი არ აკლია იქაურობას.
თუ სურვილი გაქვთ ერთად მოვილოცოთ...
დახმარების სურვილი თუ გაუჩნდა ვინმეს შემიძლია მონასტერს დაგაკავშიროთ. smile.gif
გარდა ამისა, 2009 წლის 15 დეკემბერს გავმართეთ ჩემი დის ფოტოგამოფენა დირბის მონასტრისადმი მიძღვნილი, აქ ავტვირთავ ფოტოებს, იმედია მოგეწონებათ smile.gif


ესეც სურათები ავტორი მაია ჩხაიძე:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Jan 29 2010, 04:15 PM

ციტატა(ლეონტი @ Feb 13 2007, 11:41 AM) *

დამღუპველი შეცდომა არაა. biggrin.gif
ხატებს აქვს თავისი დინამიკა ფრესკებს თავისი.
ერთი შეხედვიტ მიხვდები სად არის ფრესკული სივრცე და სად ხატის შეზღუდული ფართიდან გამომდინარე ,მაქსიმალურად შეკუმშული და ვერტიკალურად მოწესრიგებული კომპოზიცია.
საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სხვაობა რა თქმა უნდა არაა.



პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 9 2010, 11:08 AM

ციტატა(expert:) @ Apr 4 2009, 02:20 PM) *

ვინ არის ღვთისმშობელი?იგია დედა ყოველთა და დედოფალი სამყაროსი, იგია ერთადერთი განღმრთობილი ადამიანი. რა არის ორსულობა? ჩვეულებრივი მოკვდავისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, ამშემთხვევაში კი ღვთისმშობელი ჩვეულებრივი მოკვდავვით არის გამოსახული და თითქოს მის დიდებულებას ჩრდილი ადგება ორსულად გამოსახვისას. იმის თქმა მინდა რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით არის გამოსახული. წმინდანის ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოსახვა კი საეკლესიო კრებების მიერაა აკრძალული...

ვინ დაგნიშნა შენ ექსპერტად და კანონიკის განმხილველად?
გაასწარი ეხლა სანამ მოვიდენ კანონისტები.
რაღაც საკუთარი ღვთისმეტყველება გაქვს.
laugh.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 9 2010, 11:19 AM

ციტატა(Karo @ Feb 9 2007, 08:34 PM) *

აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...


გამაყრუებლად ხმამაღლაა ნათქვამი, ეგეთი ფრესკები ბევრია,აი მაგალითი მეექვსე საუკუნის მოზაიკა.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2010, 01:25 PM

ლეონტი

ციტატა
ეგეთი ფრესკები ბევრია

დანარჩენებს არ დადებ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Feb 10 2010, 03:56 PM

ციტატა(ლეონტი @ Feb 9 2010, 11:19 AM) *

გამაყრუებლად ხმამაღლაა ნათქვამი, ეგეთი ფრესკები ბევრია,აი მაგალითი მეექვსე საუკუნის მოზაიკა.
IPB-ს სურათი



საინტერესო იქნებოდა ისიც მიგეთითებინათ სადაა ეს მოზაიკა ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2010, 04:34 PM

ციტატა(მათველა @ Nov 6 2007, 07:07 PM) *





IPB-ს სურათი



ამ ფრესკაზე ღვთისმშობელი არის ექვსი თვის ფეხმძიმე. ყვედრების სცენაა. იოსები აყვედრის მარიამ რომ ფეხმძიმედაა და წმინდა მარიამი ტირის.

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Feb 11 2010, 12:11 PM

ციტატა(ნონა @ Jan 28 2010, 05:30 PM) *

ფრესკები ძალიან დაზიანებულია sad.gif

პირვანდელი სახის დაბრუნება მათთვის შესაძლებელია?

ფინანსური სირთულეების გამო ვერ ხერხდება აღდგენა თუ რამე სხვა პრობლემაა?



უკვე დავწერე ამ თემაში, ფრესკებს გაუკეთდა კონსერვაცია და მათ არაფერი ემუქრებათ, ამ დონემდე დაზიანებული ფრესკის აღდგენა პრაქტიკულად თავიდან დაწერას ნიშნავს...

პოსტის ავტორი: nikusha89 თარიღი: Apr 21 2010, 10:13 PM

დირბის დედათ მონასტერი განსაკუთრებული მადლის მატარებელია. . მას კუბის ღვთის მშობელს უწოდებენ მას ბევრ სასწაულს მიაწერენ რამოდენიმე უახლოეს წარსულში მოხდა და ამის შესახებ ბევრი მსმენია ,, ადგილობრივები მას გაბრაზებული ხვთის მშობელს უწოდებენ . თუ გინდათ დეტალური ინფო სჰემიდზლიათ მოგაწოდოთ

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Apr 23 2010, 07:41 PM

ციტატა(nikusha89 @ Apr 21 2010, 10:13 PM) *

დირბის დედათ მონასტერი განსაკუთრებული მადლის მატარებელია. . მას კუბის ღვთის მშობელს უწოდებენ მას ბევრ სასწაულს მიაწერენ რამოდენიმე უახლოეს წარსულში მოხდა და ამის შესახებ ბევრი მსმენია ,, ადგილობრივები მას გაბრაზებული ხვთის მშობელს უწოდებენ . თუ გინდათ დეტალური ინფო სჰემიდზლიათ მოგაწოდოთ


გაიხარე, ნამდვილად უდიდესი მადლის მქონე ადგილია smile.gif

პოსტის ავტორი: Jangula თარიღი: Apr 30 2010, 05:08 PM

გამარჯობათ
ამას წინათ ჟურნალ თბილისელებში იყო სტატია (ინტერვიუ) სადაც დირბის დედათა მონსატრის წინამძღვარი გვაცნობებდა რომ მონასტერში აპირებდნენ დაემზადებინათ სარტყელი უშვილო ქალებისათვის.
ძალიან მაინტესრესებს დაამზადეს თუ არა ასეთი სარტყელი, და მისი ღირებულება.
ან სად შეიძლება რომ შევიტყოთ ასეთ სარტყელზე სრული ინფორმაცია?
(თუნდაც პირად შეტყობინებაში)

გმადლობთ


პირველად შემოვედი ამ ფორუმზე smile.gif
გწყალობდეთ წმინდა სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძალა და მადლი!
ამინ!

პოსტის ავტორი: Jangula თარიღი: May 5 2010, 09:33 AM

ციტატა(nikusha89 @ Apr 21 2010, 10:13 PM) *

დირბის დედათ მონასტერი განსაკუთრებული მადლის მატარებელია. . მას კუბის ღვთის მშობელს უწოდებენ მას ბევრ სასწაულს მიაწერენ რამოდენიმე უახლოეს წარსულში მოხდა და ამის შესახებ ბევრი მსმენია ,, ადგილობრივები მას გაბრაზებული ხვთის მშობელს უწოდებენ . თუ გინდათ დეტალური ინფო სჰემიდზლიათ მოგაწოდოთ



არ იქნება დეტალური ინფორმაცია? smile.gif

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: May 17 2010, 12:59 AM

QUOTE(Jangula @ Apr 30 2010, 05:08 PM) *
გამარჯობათ
ამას წინათ ჟურნალ თბილისელებში იყო სტატია (ინტერვიუ) სადაც დირბის დედათა მონსატრის წინამძღვარი გვაცნობებდა რომ მონასტერში აპირებდნენ დაემზადებინათ სარტყელი უშვილო ქალებისათვის.
ძალიან მაინტესრესებს დაამზადეს თუ არა ასეთი სარტყელი, და მისი ღირებულება.
ან სად შეიძლება რომ შევიტყოთ ასეთ სარტყელზე სრული ინფორმაცია?
(თუნდაც პირად შეტყობინებაში)

გმადლობთ


პირველად შემოვედი ამ ფორუმზე smile.gif
გწყალობდეთ წმინდა სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძალა და მადლი!
ამინ!

დანამდვილებით გაცნობებთ, რომ მონასტერში აქვთ მონასტერში დამზადებული კვართები უშვილოთათვის, რაც შეეხება სარტყელს ის უახლოეს მომავალში დამზადდება. (ღირებულება ეხლა არ ვიცი)

მონასტერში იკითხება პარაკლისი უშვილოთათავის, სარტყელისა და კვართის ტარება შეიძლება ყოველთვის და რაც მთავარია აუცილებლად უნდა ილოცოთ. აქვე მონასტერში ნახავთ დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისს, კურთხევის აღების შემდეგ სასურველია მისი წაკითხვაც.

დედა ღვთისა აუცილებლად შეგეწევათ, არსებობს უამრავი ფაქტი, როცა უშვილო ოჯახს დირბის ღმრთისმშობლის მადლით შვილი შეეძინა. ასეთი წყვილები პერიოდულად ჩადიან მონასტერში მადლიერების ნიშნად და ეს ინფორმაციაც სწორედ პირველი ხელიდან გროვდება.
დიდად ემადლიერებიან აგრეთვე დირბის მონასტერში დამზადებულ მალამოს, რომელიც გამოიყენება გარეგანი კანის დაავადებებისას, ღრძილების ანთებისას, ჩირქოვანი, სოკოვანი გამონაყარისას და ა.შ

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Aug 15 2010, 05:34 PM

უახლესი ინფრომაციით, (თავად ავადმყოფებისგან რომ გროვდება) დირბის დედათა მონასტერში დამზადებული მალამო შველის განგრენას (რამდენიმე შემთხვევა) ტითქმის ერთი წასმით აქრობს ჰერპესს (ნათაგურს), ვისაც ჰქონია ეს იცის რა მტკივნეულია და რა რთულად მოსაშორებელი. აგრეთვე შველის სტომატიტს

პოსტის ავტორი: nikusha89 თარიღი: Aug 18 2010, 08:31 PM

კი ქარელის რაიონი სოფელი დირბი .ტბილისიდან დიდუბიდან ავტო სადგურიდან მარსჰუტკა გადის 3 საათზე smile.gif წინამძღვარია დედა ნატალია . მოძღვარია იღუმენი იუანე ოხანაშვილი

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Aug 31 2010, 05:46 PM

ნამდვილად ასეა smile.gif ოღონდაც სამარშუტო ტაქსი გადის დილის 10-ზე და შაუდღეს 4-ის ნახევარზე....
და კიდევ 19 აგვისტოს მონასტერს და მის წევრებს მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდათ, მონსატრის საცხოვრებელ ნაწილს ხანძარი გაუჩნდა, შემობა მთლიანად დაწვას სასწაულებრივად გადაურჩა. დამწვარია მხოლოდ სახურავი მთლიანად, თუკი ვინმე ისურვებს შემოწირულობის გაღებას შემიძლია მონასტერს დაგაკავშიროთ (ხანძრის დროს პირადად გახლდით მონასტერში)

კიდევ აქ ერთ მომახმარებელს აინტერესებდა უშვილობის სარტყელის თაობაზე, მინდა გითხრათ რომ სარტყელები უკვე დამზადებულია, იყიდება მონასტერში, ფასი 10 ლარი

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Dec 26 2010, 11:15 PM

იყიდება სატრყელი უშვილოთათვის და მიდგომილი ღვთისმშობლის კანდელის ზეთი, დამზადებულია დირბის დედათა მონასტერში, ნალოცი... ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ... ან ჩაბრძანდეთ დირბში...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2010, 11:54 AM

როგორც ფრესკაზე ღვთისმშობელს წითელი მანტია აქვს მოსხმული, ასეთი მანტიებიც იყიდება უშვილო დედებისთვის, რომ ლოცვის დროს მოისხან.

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Dec 27 2010, 02:38 PM

მანტიაზე არაფერი მსმენია, თუმცა მონასტერში იყიდება კვართი, ასევე მონასტრის დედების მიერ დამზადებული და მოქარგული, შეიძლება მას გულისხმობთ, კვართი წითელი და ლურჯი ფერისაა...

კვართიც და ქამარიც არა მხოლოდ მზადდება მონასტერში, არამედ ვიდრე მათ სასანთლეში გადაყიდად დადებენ უკითხავენ მიდგომილი ღვთისმშობლის პარაკლისს... ქამარი თბილისში ლესელიძეზე რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება, კვართი კი მხოლოდ მონასტერში...

ოჯახებში დაბრძანდება მიდგომილი ღმრთისმშობლის ხატიც... მსურველებს შემიძლია ამ კეთილ საქმეშიც მივეხმარო

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 21 2013, 11:01 PM

ჩემი ერთი ლექტორის აზრით (ხელოვნებათმცოდნის) ორსული ღვთისმშობელი არის გამოსახული სცენაში უბრალოდ და არაა აუცილებელი მისი ცალკე ხატად გამოსახვა. მართალია მისი ასლი ახლა სამებაშია დაბრძანებული. ასე ვთვლიო რომ რაღაც გაადამიანურება შემოაქვს ხატისო... მე პირადად ვეთანხმები...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2013, 11:45 PM

qetevano
მეც ვეთანხმები...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 21 2013, 11:48 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 21 2013, 11:45 PM) *

qetevano
მეც ვეთანხმები...

2ნი ვეთანხმებით, მაშინ დოგმატია tongue.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2013, 12:20 PM

ციტატა(qetevano @ Feb 22 2013, 12:01 AM) *

ჩემი ერთი ლექტორის აზრით (ხელოვნებათმცოდნის) ორსული ღვთისმშობელი არის გამოსახული სცენაში უბრალოდ და არაა აუცილებელი მისი ცალკე ხატად გამოსახვა. მართალია მისი ასლი ახლა სამებაშია დაბრძანებული. ასე ვთვლიო რომ რაღაც გაადამიანურება შემოაქვს ხატისო... მე პირადად ვეთანხმები...


მე არ ვეთანხმები, ქეთ... ეს ფრესკა და შესაბამისად ხატიც საოცარი ემოციით, სასოებით, სიყვარულით მავსებს wub.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 15 2013, 03:29 PM

ციტატა(marine @ Mar 15 2013, 12:20 PM) *

მე არ ვეთანხმები, ქეთ... ეს ფრესკა და შესაბამისად ხატიც საოცარი ემოციით, სასოებით, სიყვარულით მავსებს wub.gif

ხო მაგრამ იცი რა არის? თითქოს გაადამიანურებულია, ჩვეულებრივ დედას გავს მაგ ხატში... არადა ხომ უფლის დედა იყო ის. ყველას თავის აზრი აქვს რა თქმა უნდა მაგრამ მე სავსებით ვეთანხმები ჩემ ლექტორს მაგაში...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2013, 03:33 PM

ციტატა(qetevano @ Mar 15 2013, 04:29 PM) *

ხო მაგრამ იცი რა არის? თითქოს გაადამიანურებულია, ჩვეულებრივ დედას გავს მაგ ხატში... არადა ხომ უფლის დედა იყო ის. ყველას თავის აზრი აქვს რა თქმა უნდა მაგრამ მე სავსებით ვეთანხმები ჩემ ლექტორს მაგაში...


მაგრამ ისიც ხომ დედა იყო? smile.gif მე სწორედ ეს მხიბლავს რომ ღვთისმშობელიც ორსულად იყო, როგორც ნებისმიერი ქალი... smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 15 2013, 03:38 PM

marine
რა ვიცი ჩემი აზრით ხატი უფრო არაამქვეყნიური უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2013, 03:39 PM

ციტატა(qetevano @ Mar 15 2013, 04:38 PM) *

marine
რა ვიცი ჩემი აზრით ხატი უფრო არაამქვეყნიური უნდა იყოს.


უი, ქეთ, მე პირიქით ვფიქრობ, რომ ხატი ძალიან უნდა მოდიოდეს გულთან ახლოს და ამქვეყნიურთან ცოტათი, სულ ცოტათი მაინც ახლოს უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 15 2013, 03:43 PM

marine
ი მას არ ვამბობ რომ რაც არ მომხდარა ისინი უნდა გამოხატონ ხატზე და მოიგონონ არაამქვეყნიურად, მაგრამ უნდა დაგვანახოს მასზე გამოსახული წმინდანის სულიერი სახე. მე ასე ვფიქრობ რა ვიცი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2013, 03:46 PM

ციტატა(qetevano @ Mar 15 2013, 04:43 PM) *

marine
ი მას არ ვამბობ რომ რაც არ მომხდარა ისინი უნდა გამოხატონ ხატზე და მოიგონონ არაამქვეყნიურად, მაგრამ უნდა დაგვანახოს მასზე გამოსახული წმინდანის სულიერი სახე. მე ასე ვფიქრობ რა ვიცი.


ცოტათი ავცდით შეხედულებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე მართალი არ ვართ mpua.gif მე პირადად როცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატს ვუყურებდი მეტირებოდა და გვიან გავიგე რომ ხატზე ღვთისმშობელიც ტირის, რადგან ყვედრების სცენაა...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 15 2013, 03:55 PM

ციტატა(marine @ Mar 15 2013, 03:46 PM) *

ცოტათი ავცდით შეხედულებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე მართალი არ ვართ mpua.gif მე პირადად როცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატს ვუყურებდი მეტირებოდა და გვიან გავიგე რომ ხატზე ღვთისმშობელიც ტირის, რადგან ყვედრების სცენაა...

რა თქმა უნდა მე იმას კი არ ვამბობ რომ აუცილებლად მე ვარ მართალი smile.gif აი შენ თვითონ თქვი სცენააო. ანუ ასე ცალკე ხატად მისი აღება არ მგონია რომ იყოს მიზანშეწონილი. ახლა ვთქვათ რომ იერუსალიმში შესვლის ხატიდან მარტო მაცხოვარი ამოვიღოთ სახედარზე მჯდომი თუნდაც. რა იქნება? ანუ მას აქვს მნიშვნელობა რომ შედის იერუსალიმში და თან ხვდებიან იქაური მცხოვრებლები. იმ დანარჩენი ფიგურების გარეშე სრულყოფილი აღარ იქნება. ასევეა აქაც.
პ.ს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, კიდევ ერთხელ ვამბობ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2013, 03:59 PM

ციტატა(qetevano @ Mar 15 2013, 04:55 PM) *

რა თქმა უნდა მე იმას კი არ ვამბობ რომ აუცილებლად მე ვარ მართალი smile.gif აი შენ თვითონ თქვი სცენააო. ანუ ასე ცალკე ხატად მისი აღება არ მგონია რომ იყოს მიზანშეწონილი. ახლა ვთქვათ რომ იერუსალიმში შესვლის ხატიდან მარტო მაცხოვარი ამოვიღოთ სახედარზე მჯდომი თუნდაც. რა იქნება? ანუ მას აქვს მნიშვნელობა რომ შედის იერუსალიმში და თან ხვდებიან იქაური მცხოვრებლები. იმ დანარჩენი ფიგურების გარეშე სრულყოფილი აღარ იქნება. ასევეა აქაც.
პ.ს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, კიდევ ერთხელ ვამბობ smile.gif


ეს ხომ ფრესკაა, ქეთ და მის მიხედვით არის ხატიც დაწერილი smile.gif ნუ, რა ვიცი, მე ასე განვიცდი და ძალიან მომწონს smile.gif მეც ჩემი აზრი ვთქვი და თავს არ გახვევ a025.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 15 2013, 05:14 PM

ციტატა(marine @ Mar 15 2013, 03:59 PM) *

ეს ხომ ფრესკაა, ქეთ და მის მიხედვით არის ხატიც დაწერილი smile.gif ნუ, რა ვიცი, მე ასე განვიცდი და ძალიან მომწონს smile.gif მეც ჩემი აზრი ვთქვი და თავს არ გახვევ a025.gif

რაც არის არის... smile.gif ჩვენ მაინც არავინ გვეკიტხება და dry.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2013, 10:48 AM

ციტატა(qetevano @ Mar 15 2013, 06:14 PM) *

რაც არის არის... smile.gif ჩვენ მაინც არავინ გვეკიტხება და dry.gif


არა, რატომ, ქეთ, რატომ არ გვეკითხება? smile.gif ხატი ხომ ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, დაიწერა ფრესკის მიხედვით და შემწეა ყველა გათხოვილის, ყველა ორსულის smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 18 2013, 08:24 PM

marine
და სხვა ღმრთისმშობლის ხატს რომ სთხოვოს ორსულმა შეწევნა არ შეეწევა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2013, 10:47 AM

ციტატა(qetevano @ Mar 18 2013, 09:24 PM) *

marine
და სხვა ღმრთისმშობლის ხატს რომ სთხოვოს ორსულმა შეწევნა არ შეეწევა?


რათქმაუნდა შეეწევა smile.gif ღვთისმშობელი ერთია, ხატები კი მრავალი smile.gif თუმცა რაკი ამ ხატზე დედა ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა, უფრო მეტი სასოებით მიეახლებიან ფეხმძიმეები და შეწევნას სთხოვენ. ხომ გაგიგია, ორსულ ქალს ცალი ფეხი სამარეში აქვსო...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 19 2013, 01:17 PM

ეგ ხოო მაგრამ მე მაინც იმ აზრისკენ ვარ რომ ყველა ხატი ყველანაირი ადამიანის შემწეა და არა მარტო ორსულების, ავადმყოფების, ისეთების და ასეთების. 003.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2013, 01:18 PM

ციტატა(qetevano @ Mar 19 2013, 02:17 PM) *

ეგ ხოო მაგრამ მე მაინც იმ აზრისკენ ვარ რომ ყველა ხატი ყველანაირი ადამიანის შემწეა და არა მარტო ორსულების, ავადმყოფების, ისეთების და ასეთების. 003.gif


მართალი ხარ, ქეთ, მე არ ვარ ორსული მაგრამ უზომოდ მიყვარს ეგ ხატი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2013, 03:10 PM

დირბის დედათა მონასტრიდან უშვილო ოჯახებში დააბრძანებენ მიდგომილი ღვთისმშობლის ხატს და ყველა უშვილო წყვილი, ვისთანაც ხატი მიბრძანდა, ღვთისმშობლის შემწეობით გამრავლდა smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 12 2013, 08:36 PM

მომკალით და არ ვეთანხმები, თითქოს რომელიღაც ხატი მარტო ორსულს ეხმარება ან მარტო დავრდომილს კურნავს და ა.შ. ყველა ხატი კი არადა მასზე გამოსახული წმინდანი ყველანაირ ადამიანს ეხმარება ჩემი აზრით. ამ უშვილო დედებთან ნებისმიერი სხვა ხატი ომ მიებრძანებინათ დარწმუნებული ვარ მაინც გამრავლდებოდნენ.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 12 2013, 11:22 PM

ციტატა(qetevano @ Sep 12 2013, 08:36 PM) *

მომკალით და არ ვეთანხმები, თითქოს რომელიღაც ხატი მარტო ორსულს ეხმარება ან მარტო დავრდომილს კურნავს და ა.შ. ყველა ხატი კი არადა მასზე გამოსახული წმინდანი ყველანაირ ადამიანს ეხმარება ჩემი აზრით. ამ უშვილო დედებთან ნებისმიერი სხვა ხატი ომ მიებრძანებინათ დარწმუნებული ვარ მაინც გამრავლდებოდნენ.


ჩუ არ თქვა ეგ. ცხადია ხატი ეხმარება ხალხს და არა მასზე გამოსახული წმინდანი.

სხვათაშორის ბიზნესისთვისაც საკმაოდ კარგია. ბევრი ხატი არ გაიყიდება თუ 1 ხატი ყველაფრისთვის არის კარგი, რადგან მაშინ 1 ხატს იყიდიან და ვსიო. მაგრამ ოჯახს ბარაქაც უნდა, გამრავლებაც და ა.შ. ამიტომ იყიდის ყველა ხატს ცალკეული რამისთვის. ბიზნესს არ სწავლობენ სემინარიაში მაგრამ ბიზნესი ბუნებრივი ნიჭია. smile.gif

პ.ს. მე როცა ვამბობდი რომ არ ვეთანხმებოდი, მაშინ მაჩუმებდნენ და ერეტიკოსს მეძახდნენ, ეხლა შორიდან ირონიულად თუ განვიხილავ მხოლოდ... smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2013, 11:36 PM

Otherguy
ხატმწერია კოპჩიკა... თან საკმაოდ კარგი...
(ეს ,ისე...)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 12 2013, 11:51 PM

ციტატა
ცხადია ხატი ეხმარება ხალხს და არა მასზე გამოსახული წმინდანი

იმის თქმას აღარ დავიწყებ რომ ხატი უბრალო ფიცარი არაა. წმინდანის ხატებაა, ანუ თვითონ ის წმინდანი რა უხეშად რომ ვთქვათ. (თუმცა ისედაც გეცოდინებოდა)

ციტატა
სხვათაშორის ბიზნესისთვისაც საკმაოდ კარგია. ბევრი ხატი არ გაიყიდება თუ 1 ხატი ყველაფრისთვის არის კარგი, რადგან მაშინ 1 ხატს იყიდიან და ვსიო. მაგრამ ოჯახს ბარაქაც უნდა, გამრავლებაც და ა.შ. ამიტომ იყიდის ყველა ხატს ცალკეული რამისთვის.

ამაში გეთანხმები, მცდარი მიდგომაა ხატმწერის მხრიდან. ოღონთ ამ ყველაფერს ალბათ მრევლის ცოტა ფანატიკური მიდგომა უწყობს ხელს.

ციტატა
ბიზნესს არ სწავლობენ სემინარიაში მაგრამ ბიზნესი ბუნებრივი ნიჭია.

ამაზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა რომ სემინარია არ ნიშნავს უმწიკვლოებას. ყველგან არიან ცოდვილები, მოგეხსენება ალბათ.

ციტატა
პ.ს. მე როცა ვამბობდი რომ არ ვეთანხმებოდი, მაშინ მაჩუმებდნენ და ერეტიკოსს მეძახდნენ, ეხლა შორიდან ირონიულად თუ განვიხილავ მხოლოდ...

თქმასაც გააჩნია ისე

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 13 2013, 12:26 AM

A.V.M

მერე რა?

qetevano

ცოდვილებს ნუ შევეხებით, უბრალოდ ნურც გავამართლებთ ამის გამო.

აუ ერთხელ მობილურების მაღაზიაში დინამოზე შემხვდა ხატები. ერთ ხატზე იყო გამოსახული ქალი და კაცი და ეწერა - "წმინდა კვიპრიანი და წმინდა იუსტინე". biggrin.gif

ნუ ეხლა არაფერს ვამბობ იმაზე, ფერად პრინტერზე რომ ბეჭდავენ ხატებს და ყიდიან...

თქმას გააჩნია? მღვდლებს არ უჯერებენ და უბრალო ერისკაცს ვინ დაუჯერებს? smile.gif მამა დავით ისაკაძეს შევხვდი ცოტა ხნის წინ, დიდი სიამოვნება მივიღე მასთან საუბრისგან. არადა ჩვენ პრადვინუტ მართლმადიდებლებს სწორედ ეგ კაცი არ ეხატება გულზე.


პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 01:09 AM

Otherguy

ციტატა
აუ ერთხელ მობილურების მაღაზიაში დინამოზე შემხვდა ხატები. ერთ ხატზე იყო გამოსახული ქალი და კაცი და ეწერა - "წმინდა კვიპრიანი და წმინდა იუსტინე". ნუ ეხლა არაფერს ვამბობ იმაზე, ფერად პრინტერზე რომ ბეჭდავენ ხატებს და ყიდიან...

არა მგონია ვინმე საღად მოაზროვნე ადამიანს ეს დამოკიდებულება მოეწონოს წმინდანების მიმართ.

ციტატა
მამა დავით ისაკაძეს შევხვდი ცოტა ხნის წინ, დიდი სიამოვნება მივიღე მასთან საუბრისგან. არადა ჩვენ პრადვინუტ მართლმადიდებლებს სწორედ ეგ კაცი არ ეხატება გულზე.

მიუხედავად იმისა რომ მამა დავითი ჩემი წინამძღვრის მეგობარია, ზოგ რამეში ხანდახან არც ერთს არ ვეთანხმები. უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრის გამო.


პ.ს. შენს მსჯელობაში ყველაზე მეტად ის არ მომწონს რომ ყველა "მართლმადიდებელად" წოდებულ ადამიანს ერთ ქვაბში ხარშავ. ისე წეღან ვკითხულობდი ჩეხოვს და ასეთი ფრაზა ეწერა. "ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?"
აი ამას რომ შევიგნებთ რომ ეს წოდება კი არაა უპირატესობა, არამედ სახელ 'მართლმადიდებელის" გამართლება, მაშინ გვეშველება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 10:18 AM

ყველა უშვილო წყვის ვურჩევ, რომ დირბის დედათა მონასტერი მოილოცოს, ასევე ცხრამუხის დედათა მონასტერიც, სადაც დედა ანისია თავისი საგვარეულო წამლით კურნავს უშვილოებს. იტალიაშიც კი გააგზავნა წამალი და 19 წლის უშვილო წყვილს შვილი შეეძინა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:00 AM

იცით რა არ მომწონს? ხალხი რაღაც ჩარჩოში რომ ჯდება, მაინცდამაინც იქ თუ არ წავა არ ეშველება. ეგ რწმენაზე კი არა პირიქით, ურწმუნოებაზე მიუთითებს ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 11:07 AM

ციტატა(qetevano @ Sep 13 2013, 11:00 AM) *

იცით რა არ მომწონს? ხალხი რაღაც ჩარჩოში რომ ჯდება, მაინცდამაინც იქ თუ არ წავა არ ეშველება. ეგ რწმენაზე კი არა პირიქით, ურწმუნოებაზე მიუთითებს ჩემი აზრით.

100% გეთანხმები. ამა იმას დავუმატებ რომ ხატები და საერთო სიწმინდებისგან რაღაც კერპთაყანისმცემლური შემქნეს თუ აქ მიხვალ ამდენ სანთელს დაანთებ ამდენ მეტანიას გააკეთებ იმდენ აჯიმანიას გეშველება. არა და ეს ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული, ამის ცხადი მაგალითია სისხლმინარე ქალი. მაცხოვარს ბევრი ეხებოდა მაგრამ მარტო ის განუკირნა "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ". მოდი მოვეშვათ აქეთ იქით სიარულს "ცრუ რწმებებს" და სადაც საჭიროა (ეკლესიაში) იქ ვიაროთ და როგორც საჭიროა ისე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:09 AM

ამ ზაფხულს ჩემმა დამ მოილოცა დირბის დედათა მონასტერი და დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა... დედებმა უთხრეს იმ ხატის სასწაულმოქმედებაზე, რომელიც უშვილოებს შეეწევა... როგორც წეღან დავწერე, ყველა უშვილო წყვილი, ვისთანაც ხატი მიბრძანდა, გამრავლდა...

ყველა უშვილოს ვურჩევ, რომ ჩაეწეროს იმ ხატი სახლში მობრძანებაზე და დიდ მადლს მიიღებს smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:13 AM

marine

ციტატა
ვისთანაც ხატი მიბრძანდა, გამრავლდა...

მერე ხატმა კი არა, ღვთისმშობელმა გაამრავლა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 11:16 AM

ალბათ ცემი ურწმუნოების ბრალია მაგრამ ჩემი აზრით რომელი წმინდანის ხატის მოსალოცათ თუ მიდიხარ, მას ახლიდანაც რომ შეევედრო გულით შეგეწევა. ამ ხატის მოლოცვაზე სულ "კაცია ადამიანი" მახსენდება :|

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:18 AM

ციტატა(qetevano @ Sep 13 2013, 12:13 PM) *

marine

მერე ხატმა კი არა, ღვთისმშობელმა გაამრავლა.


რათქმაუნდა ღვთისმშობელმა, რომელიც ხატზეა გამოსახული და შესაბამისად ამ ხატზეა მადლი გადმოსული...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:21 AM

და სხვა ხატზე არაა მადლი? ალბათ ვერ გამოვხატავ ჩემ სათქმელს ზუსტად თუ რა არის არ ვიცი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:23 AM

ციტატა(qetevano @ Sep 13 2013, 12:21 PM) *

და სხვა ხატზე არაა მადლი? ალბათ ვერ გამოვხატავ ჩემ სათქმელს ზუსტად თუ რა არის არ ვიცი.


ყველა ხატზეა მადლი გადმოსული, უბრალოდ ორსული ღვთისმშობელი ყველაზე მეტად ორსულებს შეეწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის სხვათა მეოხი არაა და არაორსულს და დაუოჯახებელს არ შეუძლია მის წინაშე ლოცვა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 11:25 AM

ციტატა(marine @ Sep 13 2013, 11:23 AM) *

ყველა ხატზეა მადლი გადმოსული, უბრალოდ ორსული ღვთისმშობელი ყველაზე მეტად ორსულებს შეეწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის სხვათა მეოხი არაა და არაორსულს და დაუოჯახებელს არ შეუძლია მის წინაშე ლოცვა...

არა მარინე ქეთის იმისს თქმა უნდა რომ ორსული ღვთისმშობლის ხატი რომელიც სახლში აქვს ადამიანს რით განხვავდება იმ ხატისგან რომელსაც სახლში დააბრძანებენ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:28 AM

ციტატა(G_saxva @ Sep 13 2013, 12:25 PM) *

არა მარინე ქეთის იმისს თქმა უნდა რომ ორსული ღვთისმშობლის ხატი რომელიც სახლში აქვს ადამიანს რით განხვავდება იმ ხატისგან რომელსაც სახლში დააბრძანებენ?


ხატების ოჯახში დაბრძანების ტრადიცია, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება. ეს ძალიან დიდი მადლია, რადგან ჩემ ოჯახშიც ხშირად მობრძანდება ხატები და უდიდესი ბედნიერება შემოაქვს... ამ ხატის წინ იკითხება ყოველ დღე შესაბამისი დაუჯდომელი, მოდიან ხატის მომლოცველები (ვისაც ეტყვი და დაპატიჟებ) და სახლი ივსება მადლით... ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:29 AM

ციტატა
არა მარინე ქეთის იმისს თქმა უნდა რომ ორსული ღვთისმშობლის ხატი რომელიც სახლში აქვს ადამიანს რით განხვავდება იმ ხატისგან რომელსაც სახლში დააბრძანებენ

ან ნებისმიერი სხვა ღვთისმშობლის ხატისგან. თუნდაც მოალერსესგან, ანმ ივერიის ღვთისმშობელისგან რა ვიცი, სულ ყველა მაინც ღვთისმშობელი არაა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 11:30 AM

ციტატა(marine @ Sep 13 2013, 11:28 AM) *

ხატების ოჯახში დაბრძანების ტრადიცია, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება. ეს ძალიან დიდი მადლია, რადგან ჩემ ოჯახშიც ხშირად მობრძანდება ხატები და უდიდესი ბედნიერება შემოაქვს... ამ ხატის წინ იკითხება ყოველ დღე შესაბამისი დაუჯდომელი, მოდიან ხატის მომლოცველები (ვისაც ეტყვი და დაპატიჟებ) და სახლი ივსება მადლით... ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა...

მარინე მე ის ხომ არ მიკითხავს ტრადიცია საიდან იღებს სათავეს ან რა იკითხება თქო. მე მადლზე ვამახვილებ ყურადღებას. მადლის მხრივ თუ მე შევევედრები იმ ხატს რომელიც სახლში მაქ რით განსხვავდება იმ ხატისგან რომელიც დაბრძანებულია შენს სახლში?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:37 AM

ციტატა(G_saxva @ Sep 13 2013, 12:30 PM) *

მარინე მე ის ხომ არ მიკითხავს ტრადიცია საიდან იღებს სათავეს ან რა იკითხება თქო. მე მადლზე ვამახვილებ ყურადღებას. მადლის მხრივ თუ მე შევევედრები იმ ხატს რომელიც სახლში მაქ რით განსხვავდება იმ ხატისგან რომელიც დაბრძანებულია შენს სახლში?


ორივე შემთხვევაში მადლს იღებ, სახლში კედელზე ჩამოკიდებული ხატის წინაშე ილოცებ, თუ სახლში მობრძანებულ ხატის წინაშე... მთავარია გულით მსახურება უფლისადმი rolleyes.gif

უბრალოდ, როცა ხატი სახლში მოგიბრძანდება, ამას იმხელა სიხარული შემოაქვს გულში, რომ რა ვიცი... smile.gif

ციტატა(qetevano @ Sep 13 2013, 12:29 PM) *

ან ნებისმიერი სხვა ღვთისმშობლის ხატისგან. თუნდაც მოალერსესგან, ანმ ივერიის ღვთისმშობელისგან რა ვიცი, სულ ყველა მაინც ღვთისმშობელი არაა?


ყველა ხატზე ღვთისმშობელია, შესაბამისი შემწეობით... მაგალითად "კალუგის" ღვთისმშობელი ყურის პრობლემებს კურნავს, "სწაფლშემსმენელი" სწრაფად ასრულებს სურვილს, "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ტუბერკულოზს კურნავს, "ყოველთა დედუფალი" სიმსივნიანებს შეეწევა ა. შ. მგონი ამის გაგება ძალიან მარტივია unsure.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 11:38 AM

ციტატა(marine @ Sep 13 2013, 11:34 AM) *

ორივე შემთხვევაში მადლს იღებ, სახლში კედელზე ჩამოკიდებული ხატის წინაშე ილოცებ, თუ სახლში მობრძანებულ ხატის წინაშე... მთავარია გულით მსახურება უფლისადმი rolleyes.gif


ანუ შევთანხმდით, აზრი არ აქვს იმას თუ რომელი ხატი იქნება მთავარი რწმენა და გულმხურვალებაა. ამას ვამბობდი მე და ქეთიც დამეთანხმება ალბათ. ზუსტად ამის არ-ვერ გააზრებიდან დაიწყო ის თუ ამ ხატთან თუ მიხვალ გეშველება და იგივე ხატი სახლში რომ გაქ იმასთან არა. გვავიწყდება ის რომ ხატი კი არ გვშველის არამედ ის წმინდა რომელიც მასზეა გამოსახული.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:40 AM

marine

ციტატა
მაგალითად კალუგის ღვთისმშობელი ყურის პრობლემებს კურნავს, სწაფლშემსმენელი სწრაფად ასრულებს სურვილს, ყოველთა მწუხარეთა სიხარული ტუბერკულოზს კურნავს, ყოველთა დედუფალი სიმსივნიანებს შეეწევა

ჩემთვის ეგ იგივეა რომ წმინდანები აფთიაქს შეადარო (ცოტა უხეში შედარებაა) არ მესმის და რა ვქნა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:40 AM

ციტატა(G_saxva @ Sep 13 2013, 12:38 PM) *

ანუ შევთანხმდით, აზრი არ აქვს იმას თუ რომელი ხატი იქნება მთავარი რწმენა და გულმხურვალებაა. ამას ვამბობდი მე და ქეთიც დამეთანხმება ალბათ. ზუსტად ამის არ-ვერ გააზრებიდან დაიწყო ის თუ ამ ხატთან თუ მიხვალ გეშველება და იგივე ხატი სახლში რომ გაქ იმასთან არა. გვავიწყდება ის რომ ხატი კი არ გვშველის არამედ ის წმინდა რომელიც მასზეა გამოსახული.


მთავარია გული და რწმენა... როცა ჩემ ოჯახში ხატი მობრძანდება, რწმენაში უფრო ვძლიერდები, რადგან ყოველ დღე დაუჯდომელს ვკითხულობ, სანთელს და საკმეველს ვანთებ, მუდმივად ვლოცულობ და შესაბამისად უფრო მეტ მადლსაც ვიღებ... მთავარი რწმენა, შეიძლება გაზეთიდან ამოჭრილმა ხატმაც კი განგკურნოს თუკი გწამს და გულმხურვალე ხარ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:43 AM

...

G_saxva

ციტატა
გვავიწყდება ის რომ ხატი კი არ გვშველის არამედ ის წმინდა რომელიც მასზეა გამოსახული.

--------------------

აი ამას ვამბობ ამდენი ხანია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2013, 11:46 AM

ციტატა(G_saxva @ Sep 13 2013, 12:38 PM) *

გვავიწყდება ის რომ ხატი კი არ გვშველის არამედ ის წმინდა რომელიც მასზეა გამოსახული.


არამგონია, ვისაც რწმენა აქვს, ეგ შეეშალოს რომ ხატზე გამოსახული წმინდანია შემწე და არა ფიცარი...

ციტატა(qetevano @ Sep 13 2013, 12:40 PM) *

marine

ჩემთვის ეგ იგივეა რომ წმინდანები აფთიაქს შეადარო (ცოტა უხეში შედარებაა) არ მესმის და რა ვქნა


არაუშავს, ქეთ, რწმენაში რომ გაძლიერდები, მერე სხვა კუთხით დაინახავ ხატის დანიშნულებას mpua.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:48 AM

marine

ციტატა
არამგონია, ვისაც რწმენა აქვს, ეგ შეეშალოს რომ ხატზე გამოსახული წმინდანია შემწე და არა ფიცარი...

ეეე მარინე შენ არ ხარ მასეთი ალბათ და მაგიტომ ყველა შენნაირი გგონია. ხანდახან ვფიქრობ რომ მთელი სამყარო უმწიკვლო გგონია.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 13 2013, 11:48 AM

ციტატა(marine @ Sep 13 2013, 11:46 AM) *

არაუშავს, ქეთ, რწმენაში რომ გაძლიერდები, მერე სხვა კუთხით დაინახავ ხატის დანიშნულებას mpua.gif

ჩემი აზრით ქეთის ცოტა რადიკალურად მაგრამ სწორედ ესმის.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 13 2013, 11:50 AM

ციტატა
არაუშავს, ქეთ, რწმენაში რომ გაძლიერდები, მერე სხვა კუთხით დაინახავ ხატის დანიშნულებას

ის რომ წმინდანებთან მატო ავადმყოფობის ჟამს და გასაჭირის ჟამს მივიდეთ ეგ ჩემთვის გამორჩენის გამო რწმენაა. ეგ სულ ესე მეგონება ალბათ

G_saxva
ციტატა
ემი აზრით ქეთის ცოტა რადიკალურად მაგრამ ს

ეგ ავღნიშნე კიდეც უხეში შედარებაათქო, ვიცი რადიკალურად მომივიდა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 01:05 PM

"დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე (მეტოქე - მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით) იყო. მეტოქის მიწაზე მოწეული მოსავალი საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა".



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 01:34 PM


„2003 წელს დირბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შედეგადაც გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 03:56 PM

„მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს. მათ შორის უნიკალურია ფრესკა, რომელსაც „იოსების ყვედრება“ ეწოდება და, რომელიც იშვიათად გამოისახებოდა არა მარტო ქართულ, არამედ, საერთოდ, ღმრთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში.

განსაკუთრებით საინტერესოა ფაქიზი ოსტატობით და დედობრივი სითბოთი და სიყვარულით სავსე „მუცლადღებული ღმრთისმშობელი“. ნალესი ფენის მოხსნისას პირველად სწორედ ღმრთისმშობლის ეს ფრესკა გამოჩნდა, თითქმის უვნებელი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2015, 12:10 PM

ძალიან ბევრი წყვილი გამრავლდა დირბის დედათა მონასტრის მოლოცვის მერე wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:05 PM

"დირბის მონასტერს არაერთი სასაწაული უკავშირდება. აქ დღემდე გადმოსჩქეფს ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული და შეეწევა მასთან რწმენითა და სასოებით მისულებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2016, 12:54 PM

"ვინც თავგანწირული და გულმხუვალე მლოცველი იქნება, ყველას მიეცემა შვილი".

/სქემმონაზონი ანა (ღაჟონია-საჯაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2017, 02:35 PM

"ქორწინებიდან რვა წელი გავიდა და გიორგისა და არქონდულას შვილი არ შესძენიათ. "მოითმინე, ეს ღვთის ნებაა, - ამშვიდებდა ქალს ქმარი, - ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მარტო შვილების გაჩენა არ არის, ეს, უპირველესად, გზაა სულიერი ზრდისაკენ..." ქალიც ბევრს ლოცულობდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა იოანე რუსს, მაგრამ ლოცვის ნაყოფი არ ჩანდა. ერთხელ არქონდულამ ეკლესიაში წმინდა იოანეს ხატის წინ წარმოთქვა: "რა დაგიშავე, წმინდა იოანე, ასე რომ გეჯავრები? რატომ არ მარგუნებს უფალი სიხარულს? მითხარი, წმინდა იოანე, გეჯავრები?"
იმავე ღამეს, როცა არქონდულა დასაძინებლად დაწვა, ოთახში წმინდა იოანე შემობრძანდა და უთხრა: "არქონდულა, როგორ ილოცე დღეს? წმინდანები არასოდეს არავის შეიძულებენ, ჯერ არ არის ღვთის ნება, რომ დედა გახდე. ორი წლის მერე სიხარული გეწვევაო". ორი წლის შემდეგ პირველი შვილის სიხარულს კიდევ ორი მოჰყვა და ბავშვების ჟრიამულმა აავსო სახლი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2018, 08:54 AM

"დირბის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსს 2006 წელს მონოგრაფიული გამოკვლევა მიუძღვნეს ხელოვნებათმცოდნეებმა: გიორგი გაგოშიძემ და ნინო ჩიხლაძემ. შუა საუკუნეების ქართული კულტურის ეს ღირსშესანიშნავი ძეგლი საინტერესოა როგორც არქიტექტურული, ასევე მონუმენტური მხატვრობის თვალსაზრისით".

"იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველსახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?.. მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმინდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი".

დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრალდებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული.

ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთრათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:25 PM

"კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი ორსულადაა. ძალიან ეშინია მშობიარობის და უნდა საკეისრო გაიკეთოს. რამდენად მისაღებია საკეისრო კვეთა ეკლესიურად?

პასუხი: ეკლესიურად ოპერაციული ჩარევა მიუღებელი არ არის, თუმცა გასარკვევია ეს გამოწვეულია უსაფუძვლო შიშის გამო თუ პათოლოგიური ჩვენებით. თუ აუცილებელი არ არის ოპერაციული ჩარევა, რა თქმა უნდა, უმჯობესია მშობიარობა წარიმართოს ფიზიოლოგიური გზით. ასე დააწესა უფალმა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:02 PM

"იოსების ყვედრების" სცენა იშვიათად გამოისახებოდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთოდ ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში. მისი მაგალითები გვხვდება ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლში, აკათისტოს (დაუჯდომლის) ჰიმნების დასურათებაში, სადაც ის მე-4 კონდაკს - "ღელვისა შინაგან მქონებელს" - განასახიერებს"

/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 05:00 PM

" - ღვთისმშობლის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა მისი ყრმობა ან "იოსების ყვედრების" ამბავი მახარებლებს აღწერილი არ აქვთ. მისი ლიტერატურული წყარო, როგორც ჩანს, აპოკრიფული ძეგლია, რომელიც ეკლესიის მიერ გარკევულწილად შეწყნარებული და პატივდებულია. რას მოგვითხრობს "იაკობის ყვედრების" სცენაზე წარმოდგენილი ეპიზოდი?

- "იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველ-სახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?... მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმიდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი". დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრლადებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული. ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია"

/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:22 PM

" - საქართველოს კიდევ რომელი ტაძრის მოხატულობაშია წარმოდგენილი "იოსების ყვედრების" სცენა (ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება)?

- მსგავსი იკონოგრაფიული სცენა გვხვდება ზარზმის ეკლესიისა და უბისის დიდი კარედის ხატის მოხატულობებში. ოღონდ, სამწუხაროდ, უბისის კარედის ხატის ეს სცენა მაინცდამაინც იმ ადგილას არის დაზიანებული, სადაც ღვთისმშობლის წიაღია მინიშნებული. ამდენად, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იყო თუ არა ამ სცენაზე ხაზგასმული ღვთისმშობლის ორსულობის გამომსახველი ფორმები ისე, როგორც ეს დირბის ეკლესიაშია წარმოდგენილი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასე იქნებოდა"

/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)