IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
კანონისტი
პოსტი Sep 6 2007, 06:23 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თათი87
ციტატა
ამ თემაში სიახლე არაფერია? ფერეიდნელები აღარ ჩამოდიან? თუ უკვე წავიდნენ. მოკლედ ვინც გაცნობას გვპირდებოდა შემოიხედოს აქეთ

მე გპირდებოდით

რავი, ნაწილი აქ არიან, ნაწილი (ვინც სწავლობს) სექტემბრისათვის ჩამოვა smile.gif და გაგაცნობთ მერე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 7 2007, 12:38 PM
პოსტი #22


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



კანონისტი
smile.gif

ციტატა
რავი, ნაწილი აქ არიან, ნაწილი (ვინც სწავლობს) სექტემბრისათვის ჩამოვა და გაგაცნობთ მერე

კაი ბატონო smile.gif დიდი სიამოვნება გველის წინ ესე იგი smile.gif მოუთმენლად ველი მაგ დღეს, ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio todria batumi
პოსტი Sep 8 2007, 10:56 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 29-September 06
წევრი № 230



ციტატა(კანონისტი @ Sep 6 2007, 06:23 PM) *

თათი87

მე გპირდებოდით

რავი, ნაწილი აქ არიან, ნაწილი (ვინც სწავლობს) სექტემბრისათვის ჩამოვა smile.gif და გაგაცნობთ მერე





კანონისტო მეც ხო გამაცნობ ???? wink.gif ზალიან მინდა smile.gif აბა შენ იცი, შეხვედრაზე მეც უნდა ვიყო და არ დაგავიწყდეთ,ტორე დამთავრდა ძმობა smile.gif


--------------------
"როგორც სულის გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 9 2007, 09:53 PM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



gio todria batumi
ვინ გაგაცნო ბიჯო თორნიკე??? laugh.gif ხომ მომკლა tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 26 2007, 12:41 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მოგესალმებით ყველას! ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორუმი არსებობს (მაგრამ უჩემოდ?) მე გახლავართ გიორგი ალავერდაშვილი. "შინაურული" საიტის www.fereidani.ge-ს (ყოფილი www.fereidani.com) ავტორი, ნელ-ნელა შემოგიერთდებით!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 26 2007, 12:44 PM
პოსტი #26


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



gugua

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე!


ფერეიდნელი ხარ?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 26 2007, 12:54 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ფერეიდნელი არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი კავშირები მაქვს მათთან! ამისთვის კი საჭიროა ჯერ ჩემი საიტი ნახოთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 26 2007, 12:56 PM
პოსტი #28


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(gugua @ Oct 26 2007, 12:54 PM) *

ფერეიდნელი არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი კავშირები მაქვს მათთან! ამისთვის კი საჭიროა ჯერ ჩემი საიტი ნახოთ!

არაერთხელ მაქვს ნანახი smile.gif

კარგი საიტია!

გაიხარე!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 26 2007, 02:53 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



Serafita-ს და რა თქმა უნდა სხვებსაც!
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოგმართავთ თხოვნით: პირველ რიგში, გთხოვთ მოინახულოთ საიტი www.fereidani.ge თუ ვინმეს გაქვთ რაიმე მასალა ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე, გთხოვთ გამომიგზავნოთ მისამართზე: gugua56@gmail.com ან შემეხმიანოთ ტელეფონზე: 893-95-84-77. მიღებული მასალა დამუშავების შემდეგ აიტვირთება საიტში.
დაგეგმილი მაქვს ახალი, 63-ე ქვეთავის გაკეთება ერთ ფერეიდნელზე, სადაც თანხმობის შემთხვევაში დავურთავდი რეზო ბერაძის ლექსს. იქნებ Serafita დამიკავშირდეს ან თვითონ რეზო დამაკავშიროს? წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ!
გარდა ამისა, მინდა ერთი ამბავიც მოგითხროთ. ჯერ კი გაეცანით წერილის შემოკლებულ ვარიანტს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II გავუგზავნე:

მოგახსენებთ, რომ 2005 წლის დეკემბერში საკუთარი სახსრებით ვიყავი ფერეიდანში ჩვენი ”თანაფესვი, თანაერი და თბილსისხლიანი” ქართველების გასაცნობად და მოსანახულებლად. ნანახმა და გაგონილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებების და იქ გადაღებული სურათების მიხედვით ჩემმა ვაჟმა, არქიტექტურის ინსტიტუტის სტუდენტმა, ირაკლიმ, შექმნა მეტად ორიგინალური საიტი www.Fereidani.ge, რომელიც ჩემდა სასიხარულოდ, პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე ირანში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ქართველებს შორის.
საიტს ბოლოში დართული აქვს ”მიმართვა მკითხველისადმი” და ”შთაბეჭ-დილებები, წინადადებები, შენიშვნები”, სადაც განთავსებულია საიტის ვიზიტორთა მიერ გამოგზავნილი წერილები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთ-ერთი გახლავთ ბატონი ალექსანდრე იოსელიანი (ალიფაშაი), რომელთანაც ახლა უკვე დიდი მეგობრობა მაკავშირებს. მან თქვენთან გადაღებული ფოტო გამომიგზავნა, რომელიც საიტშია განთავსებული.
დიდი სურვილი მაქვს, კვლავ მოვინახულო ჩემი ფერეიდნელი მეგობრები, ამასთან ერთად, მინდა მოვინახულო ”ტკივილიანი ციხემთა”; როგორმე მივაკვლიო ციხემთიდან გადმოყრილი ნაომარი ქართველების, ქალისა და კაცის სამკაულებს და აღჭურვილობას; ასევე მინდა გადავიღო ისპაჰანში შაჰ-აბასის ”ჩეჰელ-სეთუნის” სასახლის კედელზე არსებული ალავერდი-ხან უნდილაძის ერთადერთი და უნიკალური ნახატი, და რა თქმა უნდა – ხიდი, რომელსაც მეც და ჩემი ფერეიდნელი მეგობრები ხუმრობით ”პაპას ხიდს” ვეძახით. აგრეთვე მინდა მოვინახულო: შირაზში – წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წამების სავარაუდო ადგილი და ალავერდი-ხან უნდილაძის სახელთან დაკავშირებული გრანდიოზული სკოლა და ქარვასლა; ჰორმოსში – ალავერდი-ხან უდილაძის შვილის, იმამყული-ხან უნდილაძის ძეგლი, როგორც მეტად იშვიათი გამონაკლისი; ფერეიდანში – 80 ფერეიდნელი ქართველის საფლავი იმ 200-მდე ქართველიდან, რომლებიც ერაყის ომში დაიღუპნენ და ბოლოს, მინდა გავიცნო და გავესაუბრო ფერეიდნელი ქართველის, პატრიოტი მასწავლებლის, საიდ მულიანის (იგივე გიორგი მულიაშვილი) მოსწავლეებს, რომელთაც ბატონი საიდი ქართულ წერა-კითხვას ასწავლის.
მოგეხსენებათ, რომ საიდ მულიანი არის ავტორი წიგნისა: ”ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურაში და ცივილიზაციაში”, რომლის ერთი ეგზემპლიარი მეც მაჩუქა ჩემი ფერეიდანში მოგზაურობის დროს. სხვათაშორის, ბატონი საიდი მეორედ ვინახულე აქ, საქართველოში, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ”ქართული დიასპორა – ხიდი მსოფლიოსთან”, სადაც მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული ბატონ მუხტარ (ასლანი) დარჩიაშვილთან ერთად. მესამედ ისევ თბილისში შევხვდი და ერთად მოვინახულეთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
რამდენიმე ხნის წინ ხელნაწერთა ინსტიტუტში მივაკვლიე საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ჟურნალს - ”ჯვარი ვაზისა”, სადაც თქვენს მიმართვაში ბრძანებთ, რომ: ”იქ არის ერთი კლდე, საიდანაც იმ ქართველებს ყრიდნენ, ვინც რჯულის შეცვლაზე უარს ამბობდა. დღესაც ადიან იქ ფერეიდნელები, ძვლებს აგროვებენ და მათ სამკაულებს პოულობენ. ამ მოწამეების რამდენიმე სამკაული მეც ჩამომიტანეს საჩუქრად”.
ახლა კი გავბედავ და მოგახსენებთ ჩემს თხოვნას, თუ შეიძლება ზემოთ ხსენებული სამკაულების (თუნდაც ერთის) ან ციხემთიდან ჩამოტანილი რაიმე ნივთის ფოტოსურათი რომ გადმომცეთ, რომელთაც დავასკანერებ და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მაშინვე დაგიბრუნებთ, შემდეგ კი საიტში თქვენს მიმართვასთან ერთად ავტვირთავ.
წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ! ღრმა პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი”.

აღნიშნული წერილის სრული ვარიანტი ჯერ პირადად მივიტანე საპატრიარქოში, მაგრამ ”დაიკარგა”, შემდეგ ფოსტითაც გავაგზავნე, მასაც იგივე ბედი ეწია... ისიც კი არ ვიცი, პატრიარქამდე მიაღწია თუ არა... განა შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს საპატრიარქოში?
იქნებ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ აღნიშნულის მოპოვებაში?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 4 2007, 10:36 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

IPB-ს სურათი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 6 2007, 08:55 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეგობრებო, მინდა ერთი ამბავი შეგატყობინოთ, რომელიც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ძალიან გვიანდება! საქმე იმაშია რომ ზაფხულში ფერეიდანიდან ჩამოსული იყო ხუთ კაციანი ჯგუფი საქართველოს და თბილისის სანახავად და გასაცნობად. ერთ-ერთმა, კერძოდ კი ჩემი მეორე მოგზაურობის მასპინძელმა ფერეიდანში - კონდრათ თავაძემ გამოთქვა სურვილი მყინვარწვერზე ასვლისა! მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ კაპანაძემ ჩვენს სტუმარს ნატვრა აუსრულა და მათ მართლაც დალაშქრეს მყინვარწვერი. კონდრათ თავაძემ მყინვარწვერზე საქართველოს დროშაც კი ააფრიალა...
ამის თაობაზე აღმოსავლეთმცოდნე ბატონმა ნოდარ კოჭლაშვილმა მშვენიერი სტატია მიიტანა ერთ-ერთ მეტად რეიტინგული გაზეთის რედაქციაში, მაგრამ სამწუხაროდ ამ სტატიას გამოქვეყნება დღემდე არ ეღირსა... არადა ყველაფერი გამზადებულია, ამ ასვლის ამსახველი ფოტოები მე თვითონ ორჯერ გადავაგზავნე რედაქციაში... ზაფხულში არ დაბეჭდილა ვითომ იმ მიზეზით, რომ თბილისელების უმრავლესობა ქალაქიდან გასულია და მკითხველი ნაკლები იქნებაო !? დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო კი ალბათ კიდევ კარგა ხანს არ დაიბეჭდება... არადა ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, თუნდაც მარტო ფოტოები...

IPB-ს სურათი

გზად მყინვარწვერისაკენ

IPB-ს სურათი

კონდრათ თავაძე და ზურაბ კაპანაძე

IPB-ს სურათი

მყინვარწვერზე

IPB-ს სურათი

კონდრათ თავაძე საქართველოს დროშით

ტექსტს კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მით უმეტეს რომ ჩემს საიტში 63-ე ქვეთავი უკვე დარეზერვირებულია ამ მასალისათვის.
ღმერთს ებარებოდეთ!
გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 6 2007, 09:15 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გაიხარე, გიორგი smile.gif

ისე მეტად საინტერესო სახელი ქვია ჩვენს თანამემამულეს: კონდრათ. გერმანულს გავს smile.gif ძალიან სასიხარულოა , რომ არ უნელდებათ საქართველოს სიყვარული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 7 2007, 12:49 AM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



staywhite-ს!
ასე თვითონ ირჩევენ! სპარსულ სახელს, რაც ჰქვიათ, ღჟერადობით რომელი ქართული სახელიც მიუდგება, იმას ირჩევენ... ხომ საინტერესოა? მაგალითად, თვითონ კონდრათის სპარსული გვარია - თავაზოჰი", შემდეგ თვითონ აირჩია ქართული გვარი - თავაძე.
ადრე, სანამ გაიგებდნენ, რომ ქართული ანბანი არსებობდა, თვითონ შექმნეს! გაიგე ძმაო, რა ხდებოდა? მერე კი თავისი მოგონილი ქართული ანბანი დაივიწყეს და აღარ შემორჩენილა... არადა, რა საინტერესო იქნებოდა ხომ?
ძალიან ბევრს სახლში, გამოსაჩენ ადგილას ან ხეზე ამოკვეთილი ქართული ანბანი აქვთ, ან ხალიჩებზე ამოქარგული, ან რაიმე ნახატი და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით - საოცრებაა!!!

IPB-ს სურათი

ამ ქალბატონს ხმელი ხე აქვს ამოქარგული, რომლის ტოტებიდანაც ქართული ასოები დაბლა ცვივა: "ქარი რომ დაუბერავს, ყველა ასო დაბლა ჩამოცვივდებაო..." დანარჩენი თვითონ იფიქრეთ...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 7 2007, 08:26 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(gugua @ Nov 6 2007, 09:49 PM) *

staywhite-ს!
ასე თვითონ ირჩევენ! სპარსულ სახელს, რაც ჰქვიათ, ღჟერადობით რომელი ქართული სახელიც მიუდგება, იმას ირჩევენ... ხომ საინტერესოა? მაგალითად, თვითონ კონდრათის სპარსული გვარია - თავაზოჰი", შემდეგ თვითონ აირჩია ქართული გვარი - თავაძე.
ადრე, სანამ გაიგებდნენ, რომ ქართული ანბანი არსებობდა, თვითონ შექმნეს! გაიგე ძმაო, რა ხდებოდა? მერე კი თავისი მოგონილი ქართული ანბანი დაივიწყეს და აღარ შემორჩენილა... არადა, რა საინტერესო იქნებოდა ხომ?
ძალიან ბევრს სახლში, გამოსაჩენ ადგილას ან ხეზე ამოკვეთილი ქართული ანბანი აქვთ, ან ხალიჩებზე ამოქარგული, ან რაიმე ნახატი და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით - საოცრებაა!!!


გიორგი smile.gif

ეს მეორე შემთხვევაა რომ კაცი ვგონივარ smile.gif ნუთუ ასე ძალიან ვგავვარ ამ სურათში კაცს unsure.gif

გაიხარე 2kiss.gif

რაც შეეხება თემას: რატომ არ იცოდნენ ქართული ანბანის არსებობის შესახებ? ნუთუ არ იყო შემორჩენილი, ბოლობოლო ამბავი მაინც ქართული ანბანის არსებობის შესახებ? საოცარია... huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 8 2007, 08:53 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



staywhite-ს!

მიმართვასთან დაკავშირებულ პატარა დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით... საქმე იმაშია, რომ ჩვენს ოჯახში ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი მე მაქვს კომპიუტერთან მუშაობისა, ამიტომ სულ ვჩქარობ და წესიერად ვერ ვაანალიზებ სახელებს, ასე ერთხელ დანიის მოქალაქე დავიბარე სპორტის სასახლის სალაროებთან, ჯერ თვალებში უნდა ჩაგხედო და მერე ვილაპარაკოთ-თქო... ჩემმა ქალიშვილმა წერილის გაშვებისას თვალი შეასწრო უცხო სახელსა და გვარს, მაშინვე მეორე წერილიც გავუშვი...
საკომპენსაციოდ კი გიგზავნით ოქროს ლომის ქანდაკების სურათს, რომელიც დათარიღებულია III საუკუნის დასასრულით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ნაპოვნია ჩემს მშობლიურ მხარეს - წნორის მახლობლად ერთ-ერთ ყორღანში ანუ თეფაში (დაცულია და ინახება ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).

IPB-ს სურათი

რაც შეეხება ქართულ დამწერლობას - როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი საუკუნის წინათ, რომ ფერეიდანში ჩვენი სისხლი და ხორცი ცხოვრობდა, მათაც მაგ დროს აღმოგვაჩინეს... იქამდე ეგონათ რომ საქართველო საერთოდ აღარ არსებობდა და მის ადგილზე უკაცრიელი უდაბნო იყო... ანბანზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ამიტომაც დაუწყიათ მცდელობა ქართული ანბანის შექმნისა. მაგრამ როცა პირველი ქართველები უნახავთ, მაშინ უკითხავთ: სპარსელებს თავისი დამწერლობა აქვთ, ინგლისელებს - თავისი, სომხებსაც კი აქვთ ანბანი და ქართველებმა რა დავაშავეთო? მას შემდეგ კი ხელნაწერების სახით ავრცელებდნენ სპარსეთში მცხოვრებ ქართველებში.
აბა ერთი ეს ფოტოებიც ნახეთ, როგორია?

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

გაგაცნობთ მესიჯს, რომელიც წუხელის 23.42-ზე ირანიდან მივიღე (შეგახსენებთ, რომ ირანში ზოგიერთი ოჯახი ტელეკომპანია ”იმედს” უყურებს...
”გამარჯობა ბატონო გიორგი როგორა ხარ აბა მითხარი თბილისში რამბებია მადლობელი ვარ მომიკითხე ოჯახი კარგად იყავი”.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 10 2007, 09:16 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დღეს ჩემთან იყვნენ ჩემი ფავორიტი: თორნიკე ფანიაშვილი (ირანი, ფერეიდანი), ქალბატონი ქეთი ყიასაშვილი და თორნიკე თევზაძე... ძალიან ბევრი ვისაუბრეთ...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 26 2007, 11:36 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

IPB-ს სურათი

წმინდა გიორგის სახელობის ალავერდის ტაძარი.

პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თავაძე
პოსტი Nov 30 2007, 10:38 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 8-June 07
წევრი № 2,136



gugua
ციტატა
დღეს ჩემთან იყვნენ ჩემი ფავორიტი: თორნიკე ფანიაშვილი (ირანი, ფერეიდანი), ქალბატონი ქეთი ყიასაშვილი და თორნიკე თევზაძე...

რა ხალხი, რა ხალხი - სამივე არაჩვეულებრივი ადამიანი. მომიკითთხე, როცა ნახავ და თორნიკეს ტელეფონს თუ დამიმესიჯე, მთლად კარგი. მაგრამ ჩემი მოგვარის - კონდრატის ჩამოსვლას თუ გამაგებინებდი, მთლად უკეთესი კაცი იქნებოდი. biggrin.gif biggrin.gif
და რაც შეეხება მისი წინაპრების მიერ გვარის ამორჩევას, რამდენადაც ვიცი, იქ ორი გვარი თავაძეობს - "თავაზოხლები" და "თავაზიანები". ფაქტია, მაგათგან ორივე თუ არა, ისტორიულად რომელიღაცა მაინც იქნებოდა თავაძე.


--------------------
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში,
სამასნი არიან და სამას ლეგენდას
თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში.
გელა დაიაური
****************************************
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა...
ანა კალანდაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 1 2007, 08:49 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



თავაძეს!
თორნიკეს ნომერი ახლა დაგიმესიჯე, აქ ვერ დაგიწერე გასაგები მიზეზების გამო. კონდრათ თავაძე კი მყინვარწვერიდან ჩამოსვლის შემდეგ ვნახე გამოსათხოვარ სუფრაზე... პირდაპირ რესტორნიდან გაემგზავრა, ის სურათები კი ზურა კ-მ გამომიგზავნა. ახლა როგორც ვიცი ალია აპირებს ჩამოსვლას (ადრე ორი ძმა ალია და შაჰინი ფეხით რომ იყვნენ ჩამოსულები) თუ ჩამოვიდა და შევხვდი, აუცილებლად გაცნობებ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 14 2007, 11:00 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მოგესალმებით ყველას და გთხოვთ, მოინახულოთ ჩემი "შინაურული" საიტი www.fereidani.ge , სადაც 61-ე ქვეთავში დაემატა ორი უნიკალური ფოტო და ახალი ქვეთავი 63 - "გიორგი ოჩკუროვი - საქართველოს სიყვარულით..."
ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი