IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გადაწყვეტილება, ფორუმის ახალი სტრუქტურისა და იუზერ b-a-r-b-a-r-e - სთვის IP ბანის მიცე
afxazi
პოსტი Dec 23 2009, 01:49 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სენატის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ფორუმის რეორგანიზაციის შესახებ


მოწონებულ იქნეს სენატში წარმოდგენილი წინადადებები და ფორუმის წესების მე-9 და მე-20 მუხლების შესაბამისად:

1. განხორციელდეს ფორუმის განყოფილებათა რეორგანიზაცია ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მიხედვით.

2. ფორუმის წესების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 7. ფორუმის სტრუქტურა
ფორუმი იყოფა შემდეგ სტრუქტურულ ნაწილებად, განყოფილებებად და ქვეგანყოფილებებად:
1. ფორუმის შესახებ
ა) ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ
ბ) სენატი

2. კითხვა მოძღვარს
ა) დაუსვით კითხვა მოძღვარს
ბ) პასუხგაცემული კითხვები

3. ფორუმელთა აქტივობა
ა) ფორუმის საქველმოქმედო ფონდი
ბ) ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება
გ) საეკლესიო ბიბლიოთეკა
დ) მომლოცველობა

4. საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო
ა) წმიდა წერილი
ბ) ღვთისმეტყველება
ბ-ა) ღვთისმსახურება
ბ-ბ) აპოლოგეტიკა
გ) მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება
დ) საეკლესიო სამართალი
დ-ა) ეკლესია და სახელმწიფო
ე) ჩვენი პატრიარქი
ვ) ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები
ზ) ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი

5. თემატური ფორუმი
ა) უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი
ბ) მეცნიერება და განათლება
ბ-ა) ენა და ლიტერატურა
ბ-ბ) საქართველოს ისტორია
ბ-გ) ეკლესიის ისტორია
ბ-დ) ფსიქოლოგია და მედიცინა
გ) ხელოვნება და კულტურა
გ-ა) საეკლესიო გალობა
გ-ბ) საეკლესიო ხელოვნება
გ-გ) ფოლკლორი
დ) გალერეა
ე) მილოცვა
ვ) არქივი

6. ფორუმს დამატებით აქვს დახურული განყოფილებები სენატისათვის, მოდერატორებისათვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისათვის. გადაწყვეტილებას დახურული განყოფილებების სახელწოდების, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ იღებს სენატი. ეს გადაწყვეტილება არ ქვეყნდება საჯაროდ."

3. მიღებული ცვლილება სათანადოდ აისახოს ფორუმის წესებში.

4. ეთხოვოს სენატის წევრებს, 1 კვირის ვადაში დაამტკიცონ მოდერატორებისა და თანამოდერატორების შემადგენლობა განახლებული სტრუქტურის მიხედვით.

5. სენატმა იმსჯელა იუზერ b-a-r-b-a-r-e -ს ირგვლივ ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ფორუმის სხვადასხვა წევრთან მომხდარი უთანხმოების, არაერთგზისი მოწოდების უგულებელყოფის და ფორუმის წესების 3- მუხლის მე-7 პუნქტის არაერთგზისი დარღვევის გამო მიიღო გადაწყვეტილება მისთვის უვადო ip ბანის მიცემის შესახებ.

6. ეთხოვოს admin-ს, ტექნიკურად შეასრულოს 1-ლ, მე-2 და მე-5 პუნქტებში მითითებული გადაწყვეტილება.

სენატის თავმჯდომარე,
afxazi



ამ გადაწყვეტილებას თან დავურთავ ჩემს, ასე ვთქვათ, ახსნა-განმარტებას მე-5 პუნქტის შესახებ.

უპირველესად ვიტყვი იმას, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა საუკეთესო გადაწყვეტილება შექმნილ მდგომარეობაში. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ამასთან ეს არ ყოფილა არც დაუფიქრებელი და არც ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილება.

ჩვენ არ შეგვიძლია ღია ფორუმზე დავდოთ ყველა ის PM, თუ არქივში მოთავსებული პოსტი აღნიშნული წევრისა, რომელიც სხვადასხვა წევრის შეურაცხყოფასა და მუქარას ეხებოდა, პირველ რიგში ისევ და ისეც ამ ადამიანისთვის (ვისაც სურვილი აქვს შეიძლება პიემით მიეწოდოს).


სენატის ამა წლის 13 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შემდე, სადაც აღნიშნული წევრის მიმართ 10 ბანის შესახებ იყო საუბარი, გამოითქვა იმედი, რომ მდგომარეობა ფორუმზე გაუმჯობესებისკენ წავიდოდა და ადგილი აღარ ექნებოდა კომფლიქტურ სიტუაციას და არც ვინმესადმი მუქარასა თუ შეურაცხყოფას. სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებიდან დღემდე არაერთგზისი მოთხოვნა იყო ამ წევრისთვის IP ბანის მიცემის შესახებ, თუმცა თავს ვიკავებდით, რადგან არ გვინდოდა სიტუაციის დაძაბვა. ამით იყო ნაკარნახევი ღვთისმეტყველების და აპოლოგეტიკის განყოფილებაში იმ თემების არ დახურვა, რაც მრავალთა გაღიზიანებას იწვევდა. მე პირადად ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ როგორმე სიტუაცია არ გაცდენოდა უბრალო კამათს, მაგრამ ეს შეუძლებეი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს ისიც აღნიშნული წევრის მხრიდან ადგილი ქონდა ფორუმზე ღიად გაცხადებას იმ წევრების ვინაობისა, რომელთაც ფარულად ყოფნა სურთ.

შესაბამისად ჩვენ ვერ დავუშვებდით იმას, რომ ამა თუ იმ წევრის უფლება ასე უხეშად დარღვეულიყო და ვერ დავუშვებდით იმასაც, რომ სხვადასხვა შეურაცხყოფისა და მუქარის გამო არაერთ წევრს დაკარგვოდა სურვილი ფორუმზე შემოსვლისა.

ფორუმზე სამი წევრის მხრიდან დაფიქსრიდა, რომ ისინი წავიდოდნენ ფორუმიდან იმ შემთხვევაში თუკი გადაწყვეტილებას უკან არ წავიღებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყველა წევრი ძვირფასია, იმ შემთხვევაში როდესაც არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ხდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარესი ავირჩიოთ.

ჩემო კარგებო, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება რამდენიმე წევრისათვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ დავუშვებდით უარესი აგვერჩია და მრავალ წევრს ეთქვა უარი (რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ ფორუმის განვითარებაში) ფორუმზე ყოფნისა.

ამასთან გამოვეხმაურები კატოს პოსტს და აქვე გთავაზობთ იმას, რაც მან დაწერა იმ ავად სახსენებელ თემაში:


სიტყვები არ მყოფნის.

ამ ბოლო დროს სიტყვები არ მყოფნის, ვხურავ ფორუმს და სხვა საქმის კეთებას ვიწყებ.

ამ პოსტების მიხედვით, რომლებიდანაც მარტო სიძულვილი, ბოღმა, ბრაზი, უსიყვარულობა ჩანს, მეზიზღებით.
ახლა მე გინდათ ვიტყვი, რომ თქვენ არა, ცოდვა მეზიზღება.
მაგრამ არ ძალმიძს თქვენი ნაწერების დანახვა, სიმართლის სახელით.



აქ არ ყოფლა არანაირად პიროვნული შეურაცხყოფა. აქ კატომ (ვაღიარებ ემოციურად) გამოხატა გულისტკივილი იმ ყოველივესადმი, რაც თემაში იწერებოდა. შესაბამისად შეიძლებოდა ამ ციტატის დაკვირვებით წაკითხვა და ნაადრევად მისთვის არ მიკერება ყველასადმი ზიზღის გამოვლენის იარლიყისა.

თუმცა კვლავ ვიმეორებ, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ბოლო ციტატის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით არ ყოფილა ნაკარნახევი, არამედ ყოველივე იმით, რაც ზემოთ უკვე იყო ნათქვამი.

დავამატებ აგრეთვე იმასაც, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს, ისევ და ისევ ქრისტიანული ნორმებიდან გამომდინარე, ცხადია იმ შემთხვევაში თუკი ამის აუცილებლობა დადგა.

პირველ რიგში სიმშვიდეს გისურვებთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი