სხვა რელიგიები, სწავლება და ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა რელიგიები, სწავლება და ტრადიციები |
KAIROS |
Apr 21 2008, 02:45 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ), დაკვლის წინ ცხოველს უნდა ეფერებოდნენ ( ) 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ) 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
შოთაძე |
Apr 21 2008, 04:47 AM
პოსტი
#2
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
KAIROS
ციტატა 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი მემგონი ეს წესი ყველასთვის აუცილებელია ციტატა 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ), დაკვლის წინ ცხოველს უნდა ეფერებოდნენ ( ) აქაც არამგონია რამე იყოს გასაკვირი, როგორც ვიცი ყველანაირი ცხოველის წამება აკრძალული აქვთ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და ძაან ბევრ სახელმწიფოს კანონმდებლობითაც აკრძალულია ციტატა 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ამ შემთხვევასაც ვეთანხმები ციტატა ახლა როგორ უნდა დაიკლას 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ) 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში რავი მგონი საგანგაშო არაფერია ამ საკითხებში, პირიკით შეიძლება მოსაწონიც იყოს -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
ქევანა |
Apr 21 2008, 01:49 PM
პოსტი
#3
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში კაიროს ბატონო, მე ღვინის საკითხი მაინტერესებს და ხომ მივალთ მაქამდეც? რაღაც რაღაცეები გამიგია და მაინტერესებს რამდენად სწორია ან რა უდევს საფუძვლად.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
შოთა |
Apr 21 2008, 02:04 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ციტატა აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! იუდაიზმში თავისი წესები აქვთ სპეციალური ზედამხედველი უნდა ყავდეთ დაკვრის დროს ის ადევნებს თვალს, ქათმებს თუ არ ვცდები ყელ გამოჭრით კლავენ თავის წაცლა არ შეიძლება. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ქავთარაძე |
Apr 21 2008, 02:14 PM
პოსტი
#5
|
დაურეგისტრირებელი |
შოთაძე
ციტატა დაჭრილნი და ავადმყოფნი რას ქვია კაცო თუ სანადიროდ წავედი არ უნდა დავჭრა ცხოველი? თუ მგელი ვარ რო დავედევნო ფეხით? KAIROS ციტატა დაკვლის წინ ცხოველს უნდა ეფერებოდნენ შემოგევლე ეხლა მე შენ ერთი დარტყმით გაგათავებ, უი თენ გენათალე ვაჰ მეეე |
დათიკო |
Apr 21 2008, 09:10 PM
პოსტი
#6
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
ციტატა უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), მივესალმები ამ თემას. შენს ავტორობას კი ადმინზე მეტი ვერტავინ მოერევა. მე ერთხელ ვთხოვე უკვე, მაგრამ ალბათ დაკავებულია და ვერ მოიცლა. კვლავ ვთხოვ. ჯერ ჯერობით კი არაფერს შევუერთებ, რომ ანალოგიური პრობლემა არ შეგვხვდეს და ავტორობა არ წაგერთვას. მე კი ასეთი რამ მაინტერესებს: იუდაისტებთან სამოთხისა და ჯოჯოხეთის საკითხი. მათთან მესია ჯერ არ მოსულა, ხოდა სად მიდიან მართლმორწმუნე იუდაისტები? სად არის აბრაამი, დავითი და ა.შ. თუ უკვე სამოთხეში, მაშინ რაღა საჭიროა მესიის მოსვლა? თუ აბრაამის წიაღს ვივარაუდებთ სამოთხედ მაშინ ერთგვარად პასუხოს ეს კითხვას, მაგრამ მაინც მჭირდება კონკრეტიკა. შენ ხომ არ ხარ გათვითცნობიერებული ამ საკითხში? |
nana_007 |
Apr 21 2008, 10:24 PM
პოსტი
#7
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
KAIROS
მაშალა, ჰაბიბი ისე, ვეროპაში რომ ცხოველთა დაავადებები იყო გავრცელებული, მე ხორცს თურქებთან ვყიდულობდი სწორედ შენს მიერ აღწერილი პროცედურის გამო ვენდობოდი მათ. ისლამში არის კიდევ წესი ადამიანთა "უწმინდურობაზე": დედათა წესის დროს ქალი ვერ დაესწრება რაიმე რელიგიურ დღესასწაულს, ვერც მეჩეთში შევა, დამთავრების შEმდეგ კი უნდა დაიბანოს მთლიანად და წაიკითხოს განმწმენდი ლოცვა. ასევე ცოლქმრული თანაცხოვრების შEმდეგ ცოლქმარმა უნდა ჩაატაროს ეს პროცედურა, თმის ღერი არ უნდა დარჩეს დაუსველებელი. უდაბნოში კი უწყლობის შEმთხვევაში აქვთ დაშვება, რომ ქვიშით "განიწმინდონ" ( ) თურქულად ასეთ უწმინდურს ჯანაბეთი ქვია, არაბულად ალბათ "ბეთ"-ის გარეშე. თუ ქალი 40 დღის განმავობაში არ დასუფთავდება, ამბობენ, რომ ის "შიშეგად" გადაიქცევა ანუ ავ სულად. პ.ს ქავთარაძე მე შინაური ღორი იარაღით მომიკლავს, როცა დამკვლელი არ ყოფილა... მარა შიგ ვ სონნუიუ არტერიუ... -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
KAIROS |
Apr 22 2008, 03:09 AM
პოსტი
#8
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
შოთაძე
ციტატა მემგონი ეს წესი ყველასთვის აუცილებელია არა, ქრისტიანისათვის არა ეგ პუნქტი აუცილებელია, ანუ ჩვენ დაჭრილ ცხოველსაც მივირთმევთ და ნანადირევსაც, რომელიც შეიძლება არაა დაცლილი სისხლიდან, ჩვენ არ ვჭამთ, ან ვერიდებით ვჭამოთ სისხლის შეჭამანდს, ციტატა დაკვლის წინ ცხოველს უნდა ეფერებოდნენ არც ეგაა აუცილებელი ჩვენთან, ცხოველის წამება მიუღებელია, მაგრამ ფერება დაკვლის წინ არაა ვალდებულება... ქეთინო, ციტატა ღვინის საკითხი მაინტერესებს აუცილებლად მივალთ იქამდის, ერთად რათქმაუნდა შოთა ციტატა იუდაიზმში თავისი წესები აქვთ სპეციალური ზედამხედველი უნდა ყავდეთ დაკვრის დროს ის ადევნებს თვალს, ქათმებს თუ არ ვცდები ყელ გამოჭრით კლავენ თავის წაცლა არ შეიძლება ისლამშიც იგივეა: ციტატა სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას და ციტატა თავის მოჭრა არ შეიძლება, დავით: ციტატა იუდაისტებთან სამოთხისა და ჯოჯოხეთის საკითხი აუცილებლად შევეხებით მაგ საკითხსაც; შესაბამისი ლიტერატურის დახმარებით. ნანა საინტერესოა, ავსულად ქცევა უფრო ხალხური რწმენად მიმაჩნია, დანარჩენი კი ისლამის წესია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 22 2008, 03:28 AM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ქალთან და სამოთხესთან დაკავშირებით დავამატე ერთი საინტერესო კრებული
Ю.В. Максимов. Образ Рая в христианстве и исламе Женщина в исламе и христианстве: новые вымыслы გადმოქაჩვა: http://www.keepandshare.com/doc/view.php?id=525283&da=y -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ათეისტი |
Apr 23 2008, 09:49 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 22-April 08 წევრი № 4,632 |
ბუდიზმზე რა აზრი გაქვთ, პირადად მე ბევრი რამე მომწონს მასში...
-------------------- რწმენა და ცოდნა სასწორის ორი მხარეა, რაც უფრო დიდია ერთი მით უფრო პატარაა მეორე...
ა.აინშტაინი |
ქავთარაძე |
Apr 23 2008, 10:03 PM
პოსტი
#11
|
დაურეგისტრირებელი |
ათეისტი
გვიამბეთ , რა მოგწონთ ბუდიზმში? და ასევე საინტერესოა ათეისტი ადამიანისთვის რა არის მოსაწონი ქრისტიანობაში და კერძოდ მართლმადიდებლობაში აღდგომის შემდეგ თუ დარჩებით ფორუმზე გავხსნათ მაგაზეც თემა და ვისაუბროთ. ციტატა რწმენა და ცოდნა სასწორის ორი მხარეა, რაც უფრო დიდია ერთი მით უფრო პატარაა მეორე... ა.აინშტაინი დიდი სისულელე აქვს ბატონ ალბერტიკას ნათქვამი ამ სიტყვებით და თქვენც დიდი სისულელის თანამონაწილე ხდებით რადგან არ გაგიგიათ სწავლული ადამიანი და "თანაც" მორწმუნე. |
KAIROS |
Apr 24 2008, 01:40 AM
პოსტი
#12
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ათეისტი ადამიანისთვის რა არის მოსაწონი ქრისტიანობაში და კერძოდ მართლმადიდებლობაში ათეისტებთან გაქვს გახსნილი თემა "რწმენა და ურწმუნოებაზე" , ასე რომ იქ ესაუბრე, აქ მართლა საინტერესო იქნება მისი აზრი ბუდიზმზე.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Apr 24 2008, 02:02 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ბუდიზმზე მე პირადად ვერაფრით ვაკავშირებ მისტიკურ ფილოსოფიას, რელიგიასთან.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kavkasioni |
Apr 25 2008, 11:36 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,656 |
აი ამ საიტზე არის ძალიან საინტერესო მუსულმანთა და მართლმადიდებელთა დებატები და ისლამის, როგორც სიცრუის მხილება.
http://www.pravoslavie-islam.ru/ |
nana_007 |
Apr 26 2008, 01:02 AM
პოსტი
#15
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
(*ეს პოსტი შეცდომით სხვა თემაში დავპოსტე და ახლა გადმოვიტანე აქ, მაპატიეთ)
ქრისტიანობა მუსლიმანობისაგან განსხვავებით ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. მე კიდე სადგაც წამიკითხავს, ცეცხლითა და მახვილით უნდა გავრცელდეს მუსულმანობა. ხოლო რაც შეეხება იმას,რომ მათი რიცხვი წელიწადში 1 % იზრდება, მე ვიცი ჩატარდა გამოკვლევა მსოფლიო მასშტაბით და ყველაზე მრავალრიცხოვანები ქრისტიანები ვართ. p.s. მინდა შიიტებსა და სუნიტებს შევეხოთ. მათ ხომ რაგაც განსხვავებები აქვთ და იესო ქრისტეზე ცნობების გადმოცემაში რა განსხვავებებია? მაინტერესებს... განსხვავებები ზუსტად ყველაფერი არ მახსოვს. ვიცი, რომ სუნიტები ლოცულობენ 5-ჯერ დღეში და შიიტები 3-ჯერ. შიიტები დიდ პატივს სცემენ და მუხამედის ტოლადაც კი მოიხსენიებენ მუხამედის, როგორც "ფეიღამბერის", სიძეს , ხატიჯასგან ქალიშვილის ფატიმას ქმარს ალის. შიიტებში გავრცელებულია ასევე თვითგმევის პროცედურა, ტიტვლდებიან და "შახსეი ვახსეი" შეძახილებით ირტყამენ ჯაჭვებს ტანზე (შეძახილი აკუსტიკურად ასე ისმის, თორემ თუ არ ვცდები "შახ ხუსეინს" ამბობენ). ალის კულტის გამო იკრძალება ასევე კარტის და ბურთის თამაში, ლეგენდის მიხედვით, "ქააფირებმა" ანუ ურწმუნოებნა მოაჭრეს ალის თავი და ითამაშეს, როგორც ბურთი, თითქოს ყურებით კი ბანქო უთამაშიათ. სხვა დოგმატური და სწავლების მხრივ რა განსხვავებაა, ზუსტად არ ვიცი. შიიტებზე ბევრად მკაცრები არიან ე.წ. ვაჰაბისტები, რომელებზედაც ბევრი ბრუტალური წეს-ჩვეულება მსმენია, მაგალითად, გოგონების დასუნათება (წინდაცვეთა), მიზნით, რომ ქალი გრძნობისმიერადაც გადაიქცეს კაცის მონად და თანაცხოვრების დროს სექსუალური სიხარულის ნაცვლად ტკივილს გრძნობდნენ. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
KAIROS |
Jun 20 2008, 05:54 PM
პოსტი
#16
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს კარგი თემაა და გავაგრძელებ:
სამი მონოთეისტური რელიგიის ძირითადი სხვაობები დოგმატური დაზუსტებების გარეშე... ქრისტე ქრისტიანებისათვის არის მესია , მუსულმანებისათვის წინასწარმეტყველი, ებრაელებისათვის არავინ ( ან ზოგი მოდერნი ებრაელი მაქსიმუმ წინასწარმეტყველად თვლის მას) კვებაში ქრისტიანებს არა აქვთ რაიმე შეზღუდვა, ანუ ყველაფრის ჭამის უფლება აქვს რაც იჭმევა, მუსულმანი არ სვამს ღვინოს და არ ჭამს ღორის ხორცს, ამ უკანასკნელს არ ჭამენ ასევე ებრაელები, უცნაურია და არ ჭამენ ასევე უფარფლო და უქერცლო ტიპის თევზებს , ასევე არ ჭამენ ხორცისა და რძის ნაწარმს ერთად.... კალენდარი მსგავსი აქვთ ებრალებს და ქრისტიანებს 12 თვე მზის კალენდრით, ხოლო მუსულმანებს 12 მთვარის კალენდრით, ახალი წელი კი ცვალებადია... წმიდა დღეები მიყოლებითაა. პარასკევი - მუსულმანებისათვის, შაბათი - ებრაელებისათვის, კვირა - ქრისტიანებისათვის. ლოცვის ვალდებულება ებრაელებს დილით და შაბათს სინაგოგაში, მუსულმანებს დღეში 5-ჯერ და მეჩეთში პარასკევს, ქრისტიანებს დილა-საღამოს ( შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენს შემთხვევაში 7ჯერ დღეში 7 გზისი ლოცვები) და შაბათს ლოცვა, კვირას წირვა... მარხვა ქრისტიანებს შორის სხვაობაა, ყველაზე კონსერვატორები მართლმადიდებლები არიან, რუსები, ქართველები, სერბები, რუმინელები უთევზოდ მარხულობენ ხშირ შემთხვევაში ( რუსული გავლენა), ბერძნული გავლენის ეკლესიებში თევზი ხშირად დაშვებულია ( არა ყოველთვის) , მარხვა წელიწადში ოთხჯერაა, რამოდენიმე 1 დღიანი მარხვა და კვირაში 2 დღე, ოთხშაბათ-პარასკევი ( გამონაკლისები მზგეფსშია , როცა არაა მარხვა), მუსულმანები სპეციალურ დღეებში დღისით არ ჭამენ, ღამით, როცა ძაფის ფერს დღის შუქზე გარჩევა ვეღარ ხერხდება, მაშინ ხსნილდება, ებრაელები მარხვის პრინციპი ასე ცალკე არა აქვთ შესამოსელი მუსულმანი ქალებისათვის სავალდებულოა თავსაფარის ტარება ( ...) კიპპაჰ-ის ( ებრაული ქუდი) ებრაელებში მამაკაცებისათვის, ქრისტიანებისათვის ლოცვისას გათხოვილ ქალს თავსაფარი, სხვა შემთხვევაში არანაირი მოთხოვნა არ არსებობს, გარდა რათქმაუნდა ეთიკურ-მორალურისა... ... მერე გავაგრძელებ... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Jun 20 2008, 06:02 PM
პოსტი
#17
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
არის ასეთი საიტი: http://www.muslimgeorgia.org/ "ჩვენ გამოცემებში" აირჩიეთ ქართული ვერსია, შემდეგ ისლამის ძირითადი საუფძვლები და იქ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე საინტერესო წიგნი: "რწმენის 6 პირობა" "ჰალალი და ჰარამი" "ისლამის რწმენის საფუძვლები" "ნამაზი" და სხვა წიგნების ელექტრონული ვერსიები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Jun 20 2008, 06:07 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა შესამოსელი მუსულმანი ქალებისათვის სავალდებულოა თავსაფარის ტარება 9 წლის ასაკიდან იწყება თავსაფრის ტარება. |
კანონისტი |
Jun 20 2008, 06:07 PM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ქრისტე ქრისტიანებისათვის არის მესია , მუსულმანებისათვის წინასწარმეტყველი უფრო სჯობა: ქრისტე ქრისტიანებისათვის არის ძე ღვთისა, მუსულმანებისათვის წინასწარმეტყველი, თორემ მესია მუსლიმებისთვისაცაა - ისა ალ-მასიჰ ბინ-მირიამ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Jun 20 2008, 06:32 PM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მესია ოო, არა, მეშიაჰ თავისი უღრმესი მნიშვნელობით, გამომხსნელი მხოლოდ ქრისტიანობაშია ხო, იმ წიგნებიდან რაღაცეები ამოგიკირიფეთ ტუალეტში არ შეიძლება 1. ყურანის კითხვა. 2. ყურანის შეტანა ან ტანზე ჩამოკიდული შესვლა შეხვეულიც რომ იყოს. 3. ლაპარაკი. 4. ტუალეტის კედლებზე წერა. ისთიბრა: პატარა უაბდესობის შემდეგ აბდესის აღებამდე ცოტა ხნით მოცდას (გავლა-გამოვლას) ნიშნავს. განსაკუთრებით მამაკაცებმა მოშარდვის შემდეგ მაშინვე აბდესი არ უნდა აიღონ, რადგანაც შესაძლოა, რომ საშარდე მილი მთლიანად არ იყოს დაცლილი, შარდის წვეთები იყოს დარჩენილი შიგ, რაც შემდეგში დაიცლება და აბდესს მოშლის. ისთიბრა შემდეგნაირად სრულდება: 1. ტუალეტის შემდეგ დროის გასაყვანად ცოტათი გავიარ-გამოვიართ. 2. დახველებით შარდის მილში დარჩენილ წვეთებს გარეთ გამოვდევნით. 3. სხვადასხვა მოქმედებებს ჩავატარებთ, რომლებიც გვაქს თვითონ შემუშავებული. 4. ბოლოს კვლავ წყლით გავისუფთავებთ შარდის სიბინძურეს და შევიმშრალებთ. ქალები ტუალეტში ცოტათი მოიცდიან და სისუფთავეს ჩაატარებენ. მათთვის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები საჭირო არაა. ტუალეტში შესვლამდე ჩუმად “ეღუზუ ბისმილლას” ჩავიკითხავთ და ასე ვიტყვით: “ჩემო გამჩენო! შენ დამიფარე მავანისა და სიბინძურისაგან!” მარცხენა ფეხით შევალთ, მარჯვენა ფეხით გამოვალთ. ეს კი სრული ნაზავია ფატალიზმისა და მონოთეიზმისა, შედეგად ნახეთ რა მიიღეს: 6. ბედისწერის არსებობის დაჯერება ამქვეყნად ყველა ხილული და უხილავი მოვლენა, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, უდიდესი ღვთის მიერაა ცნობილი და განსაზღვრული. ამას ბედისწერა ჰქვია. ბედისწერა (ყადერი) ზომასა და ანგარიშს ნიშნავს. სამყაროში სხვადასხვა ნივთიერებათა და მოვლენების უცვლელ სისტემატიურ კანონზომიერებას, პრინციპებს ბედისწერას ვეძახით. თავიდან განსაზღვრული მოვლენები დროულად და ბედისწერის შესაბამისად ხორციელდება. ამას შემთხვევა (ყაზა) ჰქვია. ბედისწერა დასახული მიზანია, შემთხვევა კი ამ მიზნის უნაკლოდ განხორციელება. სინამდვილეში შემთხვევის და ბედისწერის დაჯერება ღვთის დაჯერების შედეგია. ვისაც სჯერა, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ყველაფრის ძალა შესწევს, ეჭვგარეშეა, რომ მას შემთხვევისა და ბედისწერისაც სჯერა. ისლამის მიხედვით ბედისწერის გვჯერა, მაგრამ ჩადენილი არასწორი ქმედებებისა და ცოდვების საბაბად ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება. მუსლიმანი მოვალეა რომ ღვთის ბრძანებებს ასრულებდეს და არამი საქმეებიდან შორს იყოს. ღვთის ბრძანებების შესრულებისა და არამი საქმეებიდან თავის მოსარიდებლად საკმარისი ჭკუისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანმა რაიმე შემთხვევების დროს არ შეიძლება თქვას “რა ვქნათ ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” და თავისი დანაშაული ბედისწერას ან ღმერთს მიაწეროს, ეს დიდი ცოდვაა საინტერესოა მათი გაგება სისუფთავის შესახებ, აქ ერთადაა ჰიგიენა გადაზრდილი რელიგიურ მოთხოვნილებებში სიბინძურე და სიბინძურისგან გასუფთავება • რჯულის მიხედვით ყველა ის ნივთიერება, რომელიც სუფთა არაა, სიბინძურეა. ამიტომ ყველა მლოცველი სიბინძურისაგან უნდა გასუფთავდეს და ისე წარსდგეს ღვთის წინაშე სალოცავად. ზოგი სიბინძურე შესამჩნევია, ზოგი შეუმჩნეველი. • თუ სიბინძურე შესამჩნევია, საჭიროა მისი ბოლომდე, გაქრობამდე გაწმენდა და გასუფთავება. თუ სიბინძურე ძნელად გასაწმენდია და გაწმენდის შემდეგ ჭუჭყის ფერი მაინც შეიმჩნევა, გასუფთავებულად ითვლება და ასეთი ტანსაცმლით ნამაზის ლოცვა შეიძლება. • შეუმჩნეველი სიბინძურე გამწმენდელზეა დამოკიდებული, საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს. თუ საეჭვო არ იქნება, მხოლოდ წყლით გარეცხვა საკმარისია, ისე როგორც შარდიანი ტანსაცმელი (შარდიანი ტანსაცმლის მხოლოდ წყლით კარგად გარეცხვა საკმარისია). • ნამაზის მლოცველმა ტანისამოსსზე, სხეულზე და სალოცავ ადგილზე არსებული შესამჩნევი თუ შეუმჩნევი სიბინძურე კარგად უნდა გაასუფთავოს. ეს ფარძია. • სიბინძურის გასაწმენდად ჩვეულებრივი წყლის გარდა ნარევი წყლის (მაგ. ვარდის წყალი, ძმარი და სხვ.) გამოყენებაც შეიძლება. • თუ ფეხსაცმელზე ან მესთზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის სიბინძურე, სისხლი, ან კიდევ სპერმა დაეცა, გახმა და წყალი არ მოიპოვება, სამივე სიბინძურის მიწით გაწმენდა შეიძლება. • შარდით დაბინძურებული ადგილი მხოლოდ და მხოლოდ წყლით გაიწმინდება მიწა ან სხვა ნივთიერება ვერ გასწმენდს. იქამდის განსაზღვრულია ლოცვის მოხრებიც ( მადლობა კანონისტ, მე სულ სხვა ენებზე მქონდა ესენი და თარგმნა მეზარებოდა ) ამის შემდეგ “ელლააჰუ ექბერ” ვიტყვით და წელში მოვიხრებით. ამ მდგომარეობას “რუქუღი” ჰქვია. რუქუღზე ზურგი და თავი სალოცავი ადგილის პარალელურად უნდა გვქონდეს. (ქალები კი წელში ოდნავ მოიხრებიან). ხელებს მუხლებზე დავიწყობთ, თითები გაშლილი გვექნება და სამჯერ ასე ვამბობთ: Aსუბხაანე რაბბიელ ღაზიიმ” აი აქ აშკარად სჩანს ის საშიშროება, რასაც ხშირად ჩვენთან ნერგავენ ეკლესიაში, ასე ჩაიცვი, ასე მოიხარე, ასე გააკეთე... ადევნეთ თვალყური ამ წესებს და ბევრ მსგავსებას ნახავთ... მოკლედ ამ ჯდომისას ბევრი რამაა დაწვრიმანებამდე დაწვრილმანებული ა- ყიამის დროს (ლოცვისას ფეხზე დგომა) წელში გამართული უნდა ვიდგეთ, ხელები ჭიპზე უნდა გვქონდეს დაწყობილი და თვალებით სეჯდეს ადგილს უნდა ვუყურებდეთ. თავი აქეთ-იქეთ არ უნდა შევაბრუნოთ და თვალებიც ერთი წერტილისაკენ უნდა გვქონდეს მიმართული. ბ- რუქუღის (წელში მოხრა) დროს თავი და ზურგი გამართული უნდა გვქონდეს, მუხლებში არ უნდა მოვიხაროთ, თვალებით ფეხების წვერებს უნდა ვუყურებდეთ. გ- სეჯდეზე დასვლისასაც თავი და ზურგი გამართული უნდა გვქონდეს. დ- ლოცვისას ჯდომის დროს ხელები მუხლებზე უნდა დავიწყოთ, თითები გაშლილი უნდა გვქონდეს, ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. თავი ზედმეტად არ უნდა დავხაროთ და თვალებით ხელის თითების წვერებს უნდა ვუყურუბდეთ. 11. ოთხმუხლიანი ნამაზების ლოცვისას პირველი ჯდომა. 12. მეოე, მეოთხე, მეექვსე და ა.შ. მუხლებზე დაჯდომის დროს “ეთთეხიათუს” კითხვა. 13. ნამაზის ლოცვის ბოლოს მარჯვნივ და მარცხნივ მისალმება. ნახეთ, არ გეცნობათ? ნამაზის მექრუჰები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1. ლოცვისას სხეულის თამაში. 2. ლოცვისას ტანსაცმელზე თამაში. 3. თითების ტკაცუნი. 4. დამთქნარება და გაზმორება. 5. სხვა რაღაცაზე ფიქრით ნამაზის სალოცავად დადგომა. მაგ. ბრაზმორეული, მშიერი და სხვ. თუ დრო არის, მლოცველი ჯერ უნდა დაწყნარდეს, ჭამოს და შემდეგ უნდა დადგეს სალოცავად. 6. ლოცვისათვის შეუსაბამო (დახეული, გრძელსახელოებიანი და სხვ.) ტანსაცმლის ჩაცმა, მკლავებშიშველი ლოცვა. 7. ხელის თითების ერთმანეთზე გადაჭდობა. 8. ლოცვისას სხეულზე ხელების მარჯვენა ან მარცხენა მხრეს დაწყობა. 9. უმიზეზოდ ძირში ან სხვა რაღაცაზე დაყრდნობა. 10. ჯდომისას მუხლებში გაშლა. საკმარისია დღეს... კაი კაცი კანონისტა მეთქი რა თარგმნიიის იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 04:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი