IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ცილისწამება orhotodxy.ge-სე, ნეოორმოცდაათიანელთა დანაშაულებრივი ისტორია
alex_b
პოსტი Jul 15 2010, 01:28 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



რამდენადაც ვიცი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტია. მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ სირცხვილია, როცა ამ საიტზე დევს ისეთი სტატია, როგორიცაა "ნეოორმოცდაათიანელთა სექტის დანაშაულებრივი ისტორია"
http://www.orthodoxy.ge/apologetika/neoorm...aatianelebi.htm

მე სიმართლე გითხრათ ამ სტატიის წაკითხვაზე ცოტა არ იყოს ვიხალისე კიდეც, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ნდობით აღჭურვილმა წრფელმა ადამიანებმა შეიძლება დაიჯერონ კიდეც ის, რაც ამ სტატიაში წერია... მოდით მოვიყვან ამონარიდებს (ამ თემაზე ერთი წლის წინაც მქონდა საუბარი)

"სახელმწიფოსთვის საფრთხელ წარმოადგენს ნეოორმოცდაათიანელთა სექტა, რომლის ლიდერებს - პასტორებს, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ - განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვთ სექტის რიგით წევრებზე"
პირველივე ფრაზა და უკვე KGB-ს სუნი მომდის, თითქოს მათგან გადაუწერიაო ვიღაცას.

სექტანტები ქურდობდნენ - ხან მეზობლის ეზოდან მოიპარავდნენ რამეს (ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ამბობდნენ),

ხან თეთრეულს ჩამოხსნიდნენ თოკიდან,

აი უფრო მაგარი
ხან სამგზავრო ავტობუსს დაშლიდნენ ნაწილ-ნაწილ.

ექიმებს ხომ ახლოს არ ეკარებოდნენ - ვისაც ღმერთმა სიკვდილი განუწესა, მოკვდება, ვინც სასიცოცხლოა, ისედაც გადარჩებაო.

მოულოდნელად გაქრნენ, სოფლელებს კი გაძარცვული სახლები, ქარხანა და ნაგვის გროვები დაუტოვეს.

როგორც კი პოლიციელი, ჟურნალისტი ან ექიმი მიუახლოვდებოდათ, სექტანტები ისტერიულ კივილს ტეხდნენ, ფეხების ბაკუნს იწყებდნენ, ექსტაზში ცვიოდნენ და თავებს იატაკს სცემდნენ.
უიმეეეეეე

მსხვერპლშეწირვა ბავშვებით უნდა დაეწყოთ. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. მილიციამ მაშინვე დაიწყო ოპერაცია.

ბავშვები უფროსებს გამოსტაცეს, „მორწმუნე დები“ საავადმყოფოში წაიყვანეს, „ძმები“ კი - საგამოძიებო იზოლატორში
ისე სხვათაშორის ორმოცდაათიანელური ეკლესიის ისტორიას აქვს უამრავი ფაქტები კომუნიზმისგან დევნისა, როცა ოჯახებს ასე შლიდნენ, ქალები საგიჟეთში შვილები უპატრონოთა სახლში ხოლო კაცები ან დახვრეტა ან გასახლება

ნეოორმოცდაათიანელმა ქალებმა განაცხადეს, შვილებზე უარს ვამბობთ, ისინი ურწმუნოთა შეხებამ წაბილწაო.

რაღას იზამდნენ; ჩვილები საავადმყოფოში გაგზავნეს, მოზრდილები - ბავშვთა სახლში

ექვსი წლის გოგონას ღილები გაუხსნა და... შეძრწუნდა. ბავშვს მთელი სხეული ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. აშკარა იყო, პატარას გახურებული მავთულებით წვავდნენ.

„აღმზრდელებს“ ყოველთვის მზად ჰქონდათ მავთულები, მდუღარე წყალი და ლურსმნები, რომლებითაც წამების გასახანგრძლივებლად ბავშვებს დამდუღრულ კანს უკაწრავდნენ.

ათი წლის საშა მავთულით მხოლოდ იმიტომ გაწკეპლეს, რომ მამის დაძახილს მაშინვე არ გამოეხმაურა;

ოლიას თმები დააგლიჯეს, რადგან იკითხა, რა იყო თოჯინა;

თვეების ჩვილებს იმის გამო სცემდნენ, რომ ტირილს „ბედავდნენ“

ნეოორმოცდაათიანელთა შვილებს არასოდეს უჭამიათ ტკბილეული, არასოდეს უნახავთ ტელევიზორი. თოჯინებით თამაშისაც კი ეშინოდათ, რადგან მათ „კერპებად“ მიიჩნევდნენ.

მოითხოვეს საგანგებოდ დაესაჯათ ბიჭუნა. მამაკაცები ნახევარი საათი მავთულებითა და წიხლით მთელი ძალით სცემდნენ ბავშვს. როცა მიშას სიცოცხლის ყოველგვარი ნიშან-წყალი დაეკარგა, სექტანტები მის ირგვლივ მოგროვდნენ, უმღერეს და დიდი პატივით დაკრძალეს

ექსპერტიზის მეოხებით კი გაირკვა, რომ მიშა დულოვი... ცოცხლად დაემარხათ.

სასამართლომ თემის ლიდერს ვიტალი კოზირს - 10 წლით, ხოლო დანარჩენ 4 წევრს - 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეხლა..... რა უნდა ვქნათ? უნდა გავიცინოთ? დავიჯეროთ და ვიტიროთ თუ რა ვქნათ?
კარგით რა....

წავედი მე


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 15 2010, 02:27 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პირველი შეცდომა
ციტატა
რამდენადაც ვიცი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტია.

ეს არის ერთი მორწმუნე და კარგი ადამიანის და მისი მეგობრების მოპოვებული და ნათარგმნი ინფორმაციები, და არა საპატრიარქოს ოფ
საიტი, რომელიც ესაა
http://www.patriarchate.ge/
მეორე შეცდომა
რატომ გამორიცხავთ რომ სექტანტურ, ვიწრო და ჩაკეტილ საზოგადოებაში მსგავსი რამეები შეიძლება მოხდეს (მიახლოებით ან ზუსტად?), კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცნობ ამ ფაქტს, მაგრამ ზოგადად შეიძლება უამრავი დაიწეროს რა სიბნელე მოაქვს სექტანტიზმს, რომელსაც სამწუხაროდ თქვენც ეკუთვნით
და ბოლოს, მესამე შეცდომა
დროს კარგავთ ამ ცილისწამებებით smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 15 2010, 06:20 AM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მართლმადიდებლობა რომ ყოველთვის "აბუქებს" სექტებთან დაკავშირებით და არაობიექტურია, ეგ ფაქტია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 15 2010, 11:21 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მართლმადიდებლობა

ასე ზოგადად გამონათქვამში ვერ დაგეთანხმები, ხოლო ზოგი შეიძლება აბუქებდეს კიდეც, და ამას აკეთებენ ყველა, პირიქითაც სექტანტების მხრიდანაც, ნათელი მაგალითი იხ. ზემოთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 15 2010, 11:32 AM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS
ციტატა
ასე ზოგადად გამონათქვამში ვერ დაგეთანხმები, ხოლო ზოგი შეიძლება აბუქებდეს კიდეც, და ამას აკეთებენ ყველა, პირიქითაც სექტანტების მხრიდანაც, ნათელი მაგალითი იხ. ზემოთ


ჰოდა სექტანტებს უნდა დაემგვანოთ და შეეჯიბროთ გაბუქებაში?

კეთილი მიზნებით და მრევლის დასამოძღვრად ნათქვამ ტყუილებს (რომელიც შეიძლება გაცნობიერებული არაა და ემოციურ ნიადაგზეა ნათქვამი) სექტების შესახებ დროებითი ეფექტი აქვს და მერე უნდობლობას იწვევს მრევლში.

პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ბევრი რამე, რასაც სექტებს ან სექტად აღიარებულ, (მაგრამ არასექტანტურ) მიმართულებებს აბრალებენ, აბსოლუტური ტყუილია. ეს კი ისევ სექტების წისქვილზე ასხამს წყალს.

მიენდეთ ღმერთს და "არა იცრუოთ" თუნდაც გაუცნობიერებლად. როცა რაღაცას ამბობთ, ჯერ გადაამოწმეთ ორივე მხრიდან და მარტო ერთი პირით არ ილაპარაკოთ. თუ შენ გამოუქექავ სხვებს ნაგავს, ასევე გამოგიქექავენ სხვებიც.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jul 15 2010, 11:34 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



alex_b


კი წადი... წადი... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 15 2010, 11:42 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კაი ახლა ატმან ქრისტიანობას ნუ ასწავლი ქრისტიანებსsmile.gif
ციტატა
მრევლის დასამოძღვრად ნათქვამ ტყუილებს

ეგეთები არ გინდა, ღმერთმა უწყის არის კია საერთოდ სიცრუე რაც დაიწერა?
თემა დასახურია


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 15 2010, 11:49 AM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS
ციტატა
ეგეთები არ გინდა, ღმერთმა უწყის არის კია საერთოდ სიცრუე რაც დაიწერა? თემა დასახურია


კონკრეტულად ეგ მაგალითი არ ვიცი. მაგრამ პირადად მომისმენია და წამიკითხავს ტყუილები სექტების შესახებ.



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 15 2010, 11:52 AM
პოსტი #9


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
აი ყოველკვირეული ჟურნალი "იაკუტიის ახალგაზრდობა", სადაც ჟურნალის ორ ნომერში სტატიები ეთმობა სექტანტების თემას. ჩანს რომ ეს პრობლემა იქ აქტუალურია და ნამდვილად არაა orhotodxy.ge - ზე არსებული სტატია ცილისწამება!

http://www.molodejka.ru/index.asp?id=5929&n=5580

http://www.molodejka.ru/index.asp?id=5951&n=5581

სტატიაში საუბრობს ერთი პიროვნება, რომლის თანამდებობაც მოწმობს იქ არსებული ვითარების სიმწვავეზე:

Руководитель центра помощи жертвам деструктивных культов и нетрадиционных религиозных организаций города Якутска Наталья Попкова

სექტანტების პრობლემა ასეთი აქტუალური და მწვავე რომ არ იყოს არც იარსებებდა ეს ცენტრი.

ამონარიდი სტატიიდან:

Страшные цифры

Под влияние различных сект, по данным социологических исследований, попало значительное число жителей нашей республики — 15 000 – 20 000 человек.

На территории нашей республики на начало года действует более 230 нетрадиционных религиозных объединений. Из них как минимум семьдесят, по данным экспертов, относятся к числу деструктивных культов, которые отмечены в систематических нарушениях прав своих адептов, разрушении семьи, разжигании национальной и религиозной розни.

Наибольшую активность проявляют «Свидетели иеговы», «Церковь Посольства Божьего», «Евангельские христиане», «Христиане веры евангельской», «Адвентисты седьмого дня», «Новоапостольская церковь», «Бахаи», католическое «Общество Салезианцев имени Дона Боско», католический фонд «Каритас». Они, используя религиозное прикрытие, образовательные и культурные инициативы, формируют разветвленные управляемые структуры, с помощью которых собирают социально-политическую, экономическую, военную и другую информацию о происходящем в республике, разжигают религиозную и национальную рознь.

Все указанные структуры были организованы иностранными миссионерами, финансируются и руководятся из США и Западной Европы.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 15 2010, 12:06 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

როგორც გითხარი კონკრეტულად მაგ მაგალითზე არ ვსაუბრობ, მაგრამნ ნდობა მაქვს დაკარგული მსგავსი სტატიების ჭეშმარიტების მიმართ. სხვა მაგალითების გამო რა თქმა უნდა.

კარგი არ გვინდა ამაზე კამათი. ჩემი გასარჩევი არაა ეს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 15 2010, 12:10 PM
პოსტი #11


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
კონკრეტული მაგალითის განზოგადება შეიძლება. თუ ამ მაშტაბის პრობლემებია იაკუტიაში, სხვაგანც ლოგიკურად იგივეა მოსალოდნელი თუ ამდენი სექტები იქნება.

რაც შეეხება სტატია ეს ოფიციალური საიტია ჟურნალის. შეგიძლია მიწერო რედაქციას და გადაამოწმო. იქ დასახელებულია ოფიციალური პირები, რაც მოწმობს რომ პრობლემა სახელმწიფოებრივი დონისაა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 15 2010, 12:13 PM
პოსტი #12


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo
ციტატა
რაც შეეხება სტატია ეს ოფიციალური საიტია ჟურნალის. შეგიძლია მიწერო რედაქციას და გადაამოწმო.


ძაან მოცლილს ვგავარ ხო? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jul 15 2010, 01:39 PM
პოსტი #13


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ეჭვგარეშეა რომ რელიგიურ შოვნიზმთან გვაქვს საქმე, ამაზე დავაც სისელელეა. შეიძლება მსგავსი რამ კიდეც ხდებოდა, მაგრამ სტატის ლაით მოტივი მთლიანად ამ მიმდინარეობის დამახინჯებული სახით წარმოდგენაა, რომელიც თავის მხრივ შორსაა მსგავსი მაზოხისტური მეთოდებისგან. ვეთანხმები თემის ავტორს მართლა სირცხვილია მსგავსი შივინისტური სტატიის დადება და მე პირადად მრცხვენია, როდესაც საქართველოში ყველაზე პოპულარული მართლმადიდებლური საიტი მსგავს დაბალი დონის სტატიას აქვეყნებს. ეს კი პირველ რიგში თავად ამ საიტს ამცირებს და ხელს უწყობს დამახინჯებული და შოვინისტური დამოკიდებულების გაღრმავებას.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Jul 15 2010, 09:53 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



KAIROS
ციტატა
პირველი შეცდომა
ციტატა
რამდენადაც ვიცი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტია.
ეს არის ერთი მორწმუნე და კარგი ადამიანის და მისი მეგობრების მოპოვებული და ნათარგმნი ინფორმაციები, და არა საპატრიარქოს ოფ


ვაღიარებ ღმერთმანი

ციტატა
ატომ გამორიცხავთ რომ სექტანტურ, ვიწრო და ჩაკეტილ საზოგადოებაში მსგავსი რამეები შეიძლება მოხდეს (მიახლოებით ან ზუსტად?),

გამოვრიცხავ აბსოლუტურად
რადგან ბევრისგან განსხვავებით ვიცნობ ორმოცდაათიანელებს, თანაც შიგნიდავ ვცნობ, და ყველა ის ცილისწამება რაც ამ სტატიაშია აბსოლუტურად წარმოუდგენელია, და შეუძლებელიც.
ამ კამფეტს ის შეჭამს, ვისაც ეჯავრება ყველა მართლმადიდებლების გარდა, და სიხარულით უხტის გული, როცა ესეთ სისულეებს კითხულობს სხვა კონფესიებზე.

ციტატა
ზოგადად შეიძლება უამრავი დაიწეროს რა სიბნელე მოაქვს სექტანტიზმს, რომელსაც სამწუხაროდ თქვენც ეკუთვნით

ეს იმის აღსანიშნავად თუ დაწერე, რომ ამ ფორუმზე აზრის გამოსათქმელად მნიშვნელობა აქვს ადამიანის რელიგიურ წარმომავლობას... ვაშა smile.gif
მაგრამ ვფიქრობ იმიტომ გაუსვი ხაზი ჩემს "სექტანტობას", რომ გამოგეწვია ის უეჭველი აგრესია ჩემდამი, და შესაბამისად ჩემი წერილისადმი, რომელიც ფორუმის მკითხველების სავარაუდოდ დიდ ნაწილს მოიცავს.

ციტატა
ეგეთები არ გინდა, ღმერთმა უწყის არის კია საერთოდ სიცრუე რაც დაიწერა?
თემა დასახურია

ჰოდა თუკი "ღმერთმა უწყის" ამ სტატიის ტყუილ-მართლობა, ასეთივე მიდგომით ხომ არ უნდა მიუდგეს მკითხველი აღნიშნული საიტის დანარჩენ სტატიებს?

lingvo

ციტატა
სექტანტების პრობლემა ასეთი აქტუალური და მწვავე რომ არ იყოს არც იარსებებდა ეს ცენტრი.

ამონარიდი სტატიიდან:

Страшные цифры

Под влияние различных сект, по данным социологических исследований, попало значительное число жителей нашей республики — 15 000 – 20 000 человек.

რო იცოდე როგორ ახარებ "სექტანტებს" მაგ ციფრებით, იქნებ არც დაგეციტირებინა biggrin.gif
მაგრამ თუ პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს ამ რწმენას და "სექტანტებს" მრევლი ემატებათ მართლმადიდებლების ხარჯზე, დამიჯერე ეს მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა უფროა ვიდრე თვითონ სექტანტების. ეს ალბათ იმ არასწორი სტრატეგიის ბრალია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია ხშირად მიმართავს, როგორც აღნიშნეს კიდეც ზემოთ


ციტატა
კეთილი მიზნებით და მრევლის დასამოძღვრად ნათქვამ ტყუილებს (რომელიც შეიძლება გაცნობიერებული არაა და ემოციურ ნიადაგზეა ნათქვამი) სექტების შესახებ დროებითი ეფექტი აქვს და მერე უნდობლობას იწვევს მრევლში.


მე რასაც ხაზი გავუსვი ჩემს წერილში ის იყო, რომ აღნიშნული სტატია ცილს სწამებდა "ორმოცდაათიანელებს" სადიზმში საკუთარი შვილების მიმართ.
ციტატა
რაც შეეხება სტატია ეს ოფიციალური საიტია ჟურნალის. შეგიძლია მიწერო რედაქციას და გადაამოწმო. იქ დასახელებულია ოფიციალური პირები, რაც მოწმობს რომ პრობლემა სახელმწიფოებრივი დონისაა.

და საერთოთ სახელმწიფო რა შუაშია? რომელ სახელმწიფოს უქმნის ბევრი მიმდინარეობები საფრთხეს?
დემოკრატიულს?
თუ კომუნისტურს?
იქნებ ქრისტიან-დემოკრატიულს biggrin.gif (ეს ისე წავკბინე თარგამაძეს, ნუ დამსჯით smile.gif )




--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 15 2010, 10:09 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



ამდაგვარი ცილისწამებები მეც მინახავს ფორუმზე ვითOმც ამხელდნენ არადა რომ დაგვეგისტრირდი და დავაპირე რაღაცის დაწერა ეგრევე დამბლოკეს და მერე კიდევ სხვა ნიკით დამბლოკეს ანუ არაფრის თქმის უფლება ფაქტიურად არ მომცეს რომ მომეყვანა მუხლები მათი სწავლების სასარგებლოდ

არადა თვითონ ის მუხლები მოიყვანეს რაც მას სურდათ და ამით ვითომც ამხლდნენ არადა სხვა მუხლები კი ამართლებს მათ ამ სწავლებას

და ეს იყო ენეზბე ლოცვა

მაგრამ მთვარი კი ის არის რომ სიტყვა არ ამომარებინეს ფაქტიურად და თქვე რომ არ შეიძLება რადგან მართმადიდებლური ჩატია და არადა თვითონ ზიან და განიკითხვაენ ვისაც როგორ უნდა


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 10:13 PM
პოსტი #16


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
რადა თვითონ ზიან და განიკითხვაენ ვისაც როგორ უნდა

შენ რას აკეტებ ახლა?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 15 2010, 10:49 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



ikanosi
რას ვაკეთებ???

ვამბობ სიმართლეს და რაც იყო იმას


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jul 16 2010, 01:00 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ამ ფორუმზე უმრავლესობა გენიოსია...მართალი და კიდევ fiqri.gif მართალია....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 16 2010, 11:33 AM
პოსტი #19


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



alex_b

შვილი, მომისმინე. შენ კითხვა იცი მგონი ხო? ბოლოს რა წერია? აი, ეს

მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 9, 2004 წ.



რას ერჩი საიტს? საიტი არის მართლმადიდებლური, მასალებს მოიპოვებს სხვადასხვა მართლმადიდებლური ლიტერატურიდან, ეს ლიტერატურა კი უკვე გამოქვეყნებულია. მოდი რა, ჯერ ''კარიბჭეზე'' მოგივიდეს გული და მერე ეძახე სხვას, სირცხვილიაო.

პ.ს. ისე სტატიის ავტორს კარგად ვიცნობ და არასდრსო არაფერს იგონებს, სკაუთარი თვალით ნანახს და სამეცნიერო, უკვე გამოქვეყნებულ, უცხოურ ლიტერატურას, თავად ამ სექტების ნაშრომებს აჯერებს და ისე წერს...


ჰმ, სირცხვილიო, სირცხვილი ისაა, რაც საიტს დასწამე... თან ისე, საერთოდ რომ არაფერი იცოდი, ისიც კი ვე რგაგირკვევია წესიერად, ოფიციალურია თუ არა ვებგვერდი....



გავბრაზდი biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Jul 17 2010, 12:30 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



თამარი_ცქნაფო
ციტატა
პ.ს. ისე სტატიის ავტორს კარგად ვიცნობ და არასდრსო არაფერს იგონებს, სკაუთარი თვალით ნანახს და სამეცნიერო, უკვე გამოქვეყნებულ, უცხოურ ლიტერატურას, თავად ამ სექტების ნაშრომებს აჯერებს და ისე წერს...

ხოდა ქალბატონო თამარ, მიმაჩნია რომ აღნიშნული სტატია უკვე გამოქვეყნებული "უცხოური" (რუსული" ლიტერატურიდანაა აღებული, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაჯერებელი, თუ ორმოცდაათიანელებზე წარმოდგენა არ გაქვს და ამავედროს სასტიკად ვერ იტან.
და სიმართლე გითხრათ მიმაჩნია რომ არამგონია ავტორს კარგად გამოეკვლია ამ "სექტის" თავისებურებების შესახებ, თორემ თვითონაც არ დაიჯერებდა იმ უამრავ სისულელეს რაც სტატიაშია აღწერილი.

ციტატა
ჰმ, სირცხვილიო, სირცხვილი ისაა, რაც საიტს დასწამე... თან ისე, საერთოდ რომ არაფერი იცოდი, ისიც კი ვე რგაგირკვევია წესიერად, ოფიციალურია თუ არა ვებგვერდი....

ამაზე მოვიხადე უკვე ბოდიში, და უკვე ისიც გავარკვიე რომ არაოფიციალურია. მაგრამ ეს ჩემი აზრით არ არბილებს სიტუაციას. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს სტატია გარკვეულ საფუძვლიან ეჭვს ქმნის, უკეთესი იქნებოდა ეზრუნათ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ამ სტატიის ამოღებაზე, მართლმადიდებლური მასალების ყველაზე პოპულარული საიტიდან.
ისე ნუ მოსდით ვიღაცეებს, როგორც ბასილ მკალავიშვილზე ამბობდნენ ზოგიერთი საპატრიარქოს წარმომადგენელი.... კი არასწორია რასაც აკეთებსო, მაგრამ აბა რა ქნასო? წაგვლეკეს იაღოველებმაო.... ჰოდა ამით ნავთს ასხამდნენ იმ ფანატიკოსების ცეცხლზე ჯვრით რო უხეთქავდნენ თავებს არამართლმადიდებლებს.
ისე ბასილი რა შუაში იყო ჰა biggrin.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 03:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი