IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

145 გვერდი V « < 142 143 144 145 >  
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Jan 20 2021, 08:12 PM
პოსტი #2861


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტი - ქართული შესასიტყვია "სიტყვისმოქმედი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2021, 10:29 PM
პოსტი #2862


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სიყვარული გაზაფხულის ფერია,
სიყვარული ჩემთვის ყველაფერია.
თუ ფიქრები ფოთლებივით არია,
ესეც ალბათ სიყვარულის ბრალია.
მას ყოველთვის უსასრულოდ ელიან,
მარტივია, თანაც ალბათ ძნელია...
სიყვარული ყველაფერზე დიდია,
და დღეებიც ღიმილებით მიდიან...
ხან წვიმაა, ხან უდაბნოს ქარია...
ავდარია, უმეტესად დარია...
სიყვარული იმედი და ღმერთია...
და ღმერთივით, ისიც ერთადერთია...
სიყვარული გაზაფხულის ფერია
და ეს ფერი ჩემთვის ყველაფერია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2021, 09:46 PM
პოსტი #2863


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იგი [ზურაბ კაკაბაძე] "ზეპირი" პოეტი იყო, "ზეპირად წერდა" ლექსებს და "შემდეგ უცნაური "ჯღაბნია" ხელით იწერდა ცალხაზიან რვეულში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2021, 05:59 PM
პოსტი #2864


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იასამანი - ტერენტი გრანელს

საღამო იყო მშვიდი და წყნარი -
არც სიო ჩანდა, არც სუსტი ქარი,
განწყობა იყო ქარიზმატული,
სურნელი ირგვლივ არომატული,
სადღაც, ბეღურამ შეიფრთხიალა,
სადღაც შეივსო ღვინით ფიალა.
სიჩუმე იდგა მსგავსი - სამარის
და სურნელება - იასამანის.

/ლალი ხვედელიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2021, 07:35 PM
პოსტი #2865


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთი კოცნა მშველის მხოლოდ,
ერთი მზერა თუ დამარჩენს,
ერთი გული მინდა გთხოვო,
ერთი ეს თუ გადამარჩენს.
ერთი მინდა გთხოვო სუნთქვა,
ერთი მხიბლავს შენში სული,
ერთი ვიგრძენ გრძნობა სულ სხვა,
ერთი შენი სიყვარული.

ანტონ გაგუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2021, 05:35 PM
პოსტი #2866


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლექსები ჩემი ბედისწერაა და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის"

/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2021, 05:11 PM
პოსტი #2867


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს
და მავთულები ნაცრისფერ ცაში
იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ
რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,
სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართ
და ნებდებიან საყვარელ ხელებს
და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად
მას, რაც ისედაც გაქრება მერე.
და სურვილებიც ჩნდებიან ისევ
და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს,
და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად
და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.
მაგრამ ზამთარში ღამდება ადრე
და ღამე შუბლით აწვება კარებს,
გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებს
იანვრის ქარი... და ცივა გარეთ.
და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ,
რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს,
და ნუგეშივით უსმენენ შოპენს,
დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში."

ო.ჭილაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2022, 08:25 PM
პოსტი #2868


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტობა ისეც საზოგადო მოღვაწეობაა"

/აკაკი წერეთელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2022, 09:13 PM
პოსტი #2869


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენი ჭიშკარი
ჰგავდა გაშლილ ხელს,
ხმები -- დასკდომას აპრილის
კერტთა,
შუა ეზოში იდგა ვაშლის ხე
და ვმწიფდებოდით ვაშლებთან
ერთად.
იმ ერთ წამს ვეღარც ჭაღარა
წაშლის,
მზე რომ უცოდველ დღესთან
წაწლობდა,
ქარმა სისინით მოწყვიტა
ვაშლი
და ცოდვასავით ჩამოგვაწოდა.

/საშა გველესიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2022, 09:09 PM
პოსტი #2870


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემს ბაირაღზედ ერთი სიტყვა მხოლოდ სწერია: "პოეზიისკენ".

/ვასილ ბარნოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2022, 11:05 PM
პოსტი #2871


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
ვინ მოგცეს ნუგეში,
ვინ რაღას დაგპირდეს,
მაგ მზიან სიმშვიდეს
ვინ მიუახლოვდეს?
შენს გულში -
შორეულ ტყეების ნაპირზე -
მცირე ხნით გაკრთება
ხანდახან მარტის მზე,
ძნელია,
ძნელია,
არავის ახსოვდე...
ყოველ დღე წინ გიდგას
ცხოვრება ცბიერი,
შორსაა
ფიქრებში ნაქარგი განდობა,
ქარებში იმსხვრევა
ტყე უკაცრიელი
და ფრთხილად,
შენც გავნებს ეს ქარი ძლიერი,
შენც რამეს დაგაკლებს -
არ იცის დანდობა…

გივი ჩიღვინაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2022, 08:46 PM
პოსტი #2872


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხევსურები ბავშვებს გმირულ და ვაჟკაცურ სულს უნერგავდნენ. ისინი ხომ მუდმივად მზად იყვნენ გარეშე მტერთა დასახვედრად. ამიტომაც არის, რომ ხევსურული პოეზიის ძირითადი ჟანრი საგმირო პოეზიაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2022, 06:44 PM
პოსტი #2873


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აჰა, გავკაფე სულის ვენახი,
ნაყოფად ერთი კითხვა დავტოვე:
სად დავმდგარიყავ რომ დაგენახეთ -
მე, ჩემი ღმერთი და სიმარტოვე?
რომელ მწვერვალზე უნდა ამეგო
ჩემი ციხე და შენი ტაძარი,
რომ ერთხელ, ერთხელ მაინც გაგეგო
- ზეცა კი არა, მთაც ვერ დავძარი
ამ სიყვარულით, სულის ვენახებს
ხსოვნის მტევნებად რომ შეატოვე...
სად დავმდგარიყავ, რომ დაგენახეთ -
მე, ჩემი ღმერთი და სიმარტოვე?!

თათია მთარელიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2022, 09:49 PM
პოსტი #2874


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი პოეტი ამბობს: "ოცნება, რომელიც ვერ ვპოვე ცხოვრებაში, მსურს ავიხდინო შემოქმედებაში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 10:12 PM
პოსტი #2875


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
გადაქცეულა მზიანი განცდა
ამ წუთისოფლის ცისფერ ბინდებად,
შენი ფიქრები
მთის ბილიკს გასცდა,
ღრუბელთა მიღმა მიედინება.
ეალერსები ზაფხულის ქედებს,
გელიან ცათა შორი ხედები,
წინ გაიხედე,
წინ გაიხედე,
ყოველთვის უკან ნუ იხედები.
მოდის დღეები სხივით ნაფერი,
ხსოვნაში ელავს მშვიდი წარსული...
და გრძნობ,
არაა ეს ყველაფერი
არც დასაწყისი, არც დასასრული...

გივი ჩიღვინაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2022, 03:31 PM
პოსტი #2876


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე ასეთი სიყვარული მიყვარს..
მე..ასეთი სიყვარული ვიცი
სადაც …ბევრი არ გჭირდება სიტყვა
ყველაფერი.. უსიტყვოდაც იცი!…
მე, ასეთი სიყვარული მხიბლავს..
სუფთა, წრფელი, უანგაროდ დიდი,
როცა წლები ვერ ერევა ვერას
და როს გრძნობა..უფრო დიდზე მიდის…
მე, ასეთი სიყვარულის მჯერა..
მე, ასეთი სიცოცხლისთვის ვიბრძვი
სადაც სიტყვა..ზედმეტია ყველა
სადაც სათქმელს საქციელით იტყვი…
მე ასეთი სიყვარული მიყვარს..
ჰოო ასეთი!! ვერ ვიქნები ფლიდი
მე,
ასეთი სიყვარული მხიბლავს
ამ ბუმბერაზ სამყაროზე დიდი…
მე, ასეთი სიყვარული ვიცი!!!
მე, ასეთი სიყვარულით მტკივა..
რაც კი ჩემს სულს ..შეხებია ოდეს..
იმ ყველაფერს…სიყვარული ჰქვია!!❤️

/კომპოზიტორი ნატო გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2022, 09:35 PM
პოსტი #2877


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სხვა არის ის დრო

აპრილი ფერად-ფერებით მდიდრობს,
მინდვრებზე გაჰფენს ყვავილთ ქარავანს,
შენთან ვარ როცა,
სხვა არის ის დრო
და სულ სხვა, როცა შენთან არა ვარ.
ასეა...
ასე ყოფილა მიწყივ,
ჟამი გვავსებდა
და ჟამი გვრიყავს,
არის კი ვინმე,
ვისთანაც იტყვი,
რა სევდიანი
სიშორით გიყვარს.
როგორ მრისხანედ
დაქროდა წუხელ
ქარი და ღერ-ღერ ფანტავდა თივას,
დაგრჩაღა ვინმე,
რომელსაც უმხელ,
სული რანაირ
ტირის და გტკივა.
ვეღარ მიჰღეჭავ საძულველ ლაგამს,
უბრად მიჰყვები
ლიანგს მილეთის,
იცი, არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ
მაინცა გსურს და
მაინც მიელტვი.
აპრილი ისევ ფერებით მდიდრობს,
მინდვრებზე კვლავ ჰფენს ყვავილთ ქარავანს,
როცა ვარ შენთან,
სხვა არის ის დრო,
სულ სხვაა, როცა
შენთან არა ვარ.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2022, 09:40 PM
პოსტი #2878


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წუთის გამეორება

დაგელოდები, ჩამოდი მალე,
შენ რომ არა ხარ, არც მე ვარ სახლში,
მთელი ცხოვრება ხანძარი ვმალე,
ახლა ვაგროვებ ფერფლსა და ნახშირს...
სწვავს შემოდგომას ყვითელი შხეფი
და მოწითალო წინწკლები ფოთოლს,
ისევ შორიდან მოისმის ხმები,
განელებულო ზაფხულის შფოთო.
გადამალულო აგვისტოს ხვატო,
ეს მონატრების წუთი შეუნდე,
როგორ მწყურია რომ ისევ გხატო,
და ისევ შენით რომ დავსნეულდე!

/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2022, 06:49 PM
პოსტი #2879


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვისაც ვუყვარდით

ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე
ამ დილა სისხამს?
ქარია, ალბათ,
გზა აებნა იქნებ მათხოვარს…
მშვიდობა ყველას,
შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით,
მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ამ სასტიკ ქარში
სული ჩემი მარტოდ ვალალებს,
არ ჩანს მშველელი,
საიმედო თუნდაც დროებით
და ჩემს მშვენიერ,
სინათლისგან დახლეჩილ თვალებს
კვლავ ენატრებათ
მყუდროება საღამოების.
ჩამოდის თქეშად
უგუნურთა ცოფი და რისხვა,
განმსჯელი არ ჩანს,
მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს…
მშვიდობა ყველას,
შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით,
მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2022, 06:03 PM
პოსტი #2880


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
რა ურჩევნია ნეტავ გვირილას -
გოგომ გაპუტოს,
სიყვარულით გული რომ უძგერს,
თუ გვიან ხვატმა ჩამოაჭკნოს,
მზეს გაებუტოს
და ქარს ატანდეს გაცრეცილ ფურცლებს?..

/გივი ჩიღვინაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

145 გვერდი V « < 142 143 144 145 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი