თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ქების უარყოფითი შედეგი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 07:44 PM

"წმინდა მამები ამბობენ: რამდენადაც დღეს გაქებენ, ხვალ შეიძლება იმდენადვე გაგინონო".


"მაცხოვარმა თქვა: "ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდნენ თქვენ კაცნი" (ლუკა, 6-26) ეს იმ ადამიანთა მიმართაა ნათქვამი, რომელთაც გულში სურთ, რომ სხვებმა ქება შეასხან, რომ მათზე ყველამ მხოლოდ კარგი თქვას".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 02:08 PM

"მოყვასის პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფად მომავლისათვის"

/წმ. კიპრიანე კართაგენელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:14 PM

"როდესაც ჩვენზე ცუდს ამბობენ, თავს ნუ აარიდებთ, რადგან სწორედ ამით შევიძენთ რაღაც გასამრჯელოს. ქება-დიდებამ ვის რა არგო?"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 10:17 PM

"ქება-დიდებას ნუ აყვებით. ხალხი ხოტბას შეგასხამთ, ბევრს დაგპირდებიან, მაგრამ თქვენს მსგავსს ნურაფერს შეიწყნარებთ რადგან, თუ ქებას ავყვებით, ამას აუცილებლად სირცხვილი მოყვება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2021, 08:41 PM

"მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: "კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა" (ფს. 5,6) - იმიტომ, რომ "ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ, ხელოვნური ქებით ხელს ვუწყობთ მათ წახდენას, რითაც ვხდებით მიზეზნი მათი მარადიული სასჯელისა, რადგან ისინი გვენდობოდნენ, ჩვენ კი ლიქნით ვაცდუნებთ" - ამბობს წმ. მამა ბასილი დიდი".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 04:52 PM

"მაშინაც ფარისეველი ხარ, - გვეუბნება წმინდა ეპისკოპოსი [გაბრიელი (ქიქოძე)] - როცა კაცს აქებ და არა იმის გამო, რომ ღირსია, არამედ მარტო იმიტომ, რომ იგი შენი მოყვარე და მეგობარია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 05:27 PM

"თანამედროვე მსოფლიოში ხშირად წახალისებულია წარმატების მიღწევა ნებისმიერი, თუნდაც უპატიოსნო გზით. ამის ყველაზე მოკლე გზად კი ფარისევლობა და მლიქვნელობა გამოიყენება. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ეპირფერებიან, უმეტესად იჯერებს ქათინაურს - პატივმოყვარეობა ხომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა!"

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 07:49 PM

"მლიქვნელურ ქებას მართალი კრიტიკა სჯობია"

/მამა გიორგი ნერგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 08:10 PM

"არ უნდა გვინდოდეს და გვსიამოვნებდეს კომპლიმენტების მოსმენა, რომლებიც ჩვენს პატივმოყვარეობას აფუფუნებს და ატკბობოს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მამხილებელნი ჩვენი ექიმები არიან, რომლებიც, მართალია, გვტკენენ, მაგრამ უნდა გვერჩივნოს, ცოტათი მოვითმინოთ და გამოვჯანმრთელდეთ, ვიდრე ამ ტაშისკვრებითა და ზღვარგადასული ხოტბა-დიდებით დავიღუპოთ. არანაირი სარგებლობის მომტანი არ არის ეს მლიქვნელური ქება-დიდება (არავისთვის!), რომელიც მხოლოდ ადამიანისავე ქედმაღლობის წისქვილზე ასხამს წყალს და ჩვენს ვნებებს არათუ აცხრობს, არამედ აშლეგებს... ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ ტაშისკვრის ხმაურმა არ ჩაახშოს ჩვენში ჩვენივე სინდისის ხმა. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ: "ქებას და დიდებას ადამიანთაგან კი არ უნდა ვეძიებდეთ, არამედ წესად დავადგინოთ: ყველაფერს ისე ვაკეთებდეთ, როგორც ღვთისთვისაა საამო და ის სიყვარულს ვეღირსოთ".

/მამა გიორგი ნერგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 08:38 PM

"ის ადამიანი, ვინც თავს იქებს, მხოლოდ აკნინებს თავის ღირსებას"

/ღვთისმეტყველი მოძღვარი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 10:25 PM

"ეშმაკები ამპარტავნების გამო დაეცნენ, ჩვენც თავისკენ გვეწევიან და ქების გულისსიტყვებს გვიგზავნიან. თუ ჩვენი სული მიიღებს ქებას, მადლი განგვეშორება - მანამ, სანამ სული არ დამდაბლდება. ასე მოუწევს სულს მთელი ცხოვრების მანძილზე ქრისტეს სიმდაბლის სწავლა: ვიდრე არ ისწავლის, ვერ ჰპოვებს მოსვენებას გულისსიტყვებისგან და ვერ შეძლებს წმინდად ილოცოს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:41 PM

" - და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:

"იესო ეშმაკებს ნებას არ რთავდა ასე ისაუბრონ, რადგან არ საჭიროებს ქებას არაწმინდათაგან, ვინაიდან "უსიამოვნოა ქება ცოდვილთა ბაგეთაგან" (ზირ. 15.9), აგრეთვე, იმიტომაც, რომ არ სურს გამოიწვიოს ებრაელებში შური მისდამი, მაშინ როდესაც ყველა აქებს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2021, 08:43 PM

"ადამიანიც ასეა: ხან დიდებით მოსილია, ხანაც არარად შერაცხილი. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, ის ყველა მწუხარებისთვის მადლობას აღუვლენს უფალს და სიმშვიდეს ინარჩუნებს მაშინაც, როცა აქებ-ადიდებენ და მაშინაც, როცა აგინებენ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2021, 05:31 PM

"რა კვებავს ადამიანის თვითგანდიდებას? კაცობრივი ლიქნი. ზოგჯერ, როცა პირში გვაქებენ, ყასიდად დავიმორცხვებთ ხოლმე, მაგრამ როგორ უნდა ჩვენს პატივმოყვარეობას, რომ ზურგს უკანაც ფიქრობდნენ ჩვენზე კარგად".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:15 PM

"ვინც დღეს გაქებს, ხვალ შეიძლება გინება დაგიწყოს... არც პირველმა შეგასხას ფრთები და არც მეორე დაგანარცხებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:34 PM

"არავინ უნდა განვიკითხოთ და განვსაჯოთ, არც - უაზროდ ვაქოთ, რადგან არ ვიცით, ვის რა უდევს გულში; ხშირად, ჩვენი უგუნურებით, ბოროტს ისეთ ადამიანს ვუწოდებთ, ვინც შინაგანად კეთილია, ხოლო კეთილს, ვინც სინამდვილეში ბოროტია, და ამიტომ უსამართლო მსაჯულნი გამოვდივართ"

/წმ. ტიხონი, ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:56 PM

"ვინც მოყვასს ზურგს უკან აქებს, ის თავის საგანძურში სიკეთეს აგროვებს"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 08:38 PM

"ქებას განერიდე, მაგრამ საყვედურისაც გრცხვენოდეს"

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 12:57 PM

"ვინც თავს იქებს, აღარ შეაქებს ღმერთი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:32 PM

"თუ შენ ჯერ კიდევ არ შეგწევს ძალა, მოკვდე შენი ძმისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, ის მაინც შეძელი, რომ მას შენი ქონება გაუზიარო. დაე, სიყვარულმა დატანჯოს შენი გული ისე, რომ იმოქმედო არა შექებისათვის, არამედ ღრმა, შინაგანი გულმოწყალების გამო, როგორც კი დაინახავ მას გაჭირვებაში"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:35 PM

"თავის ქება, რა თქმა უნდა, უგუნურებაა, მაგრამ თუკი მაინც გინდა თავის ქება, ფარისევლის მსგავსად, მოყვასის წინაშე არ უნდა გააკეთო ეს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 06:29 PM

"შესაძლებელია კი რაიმეს მიღწევა ქებით? არა, საჭიროა დალოდება, როდესაც უფალი შეგაქებს"

/თეოლოგი ალექსანდრე ლოპუხინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:12 PM

"არსებობს საქები მცდელობა, როდესაც ვინმე ცდილობს სათნოებაში მიჰბაძოს სხვას"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:37 PM

"ჩვენ ცოდვილები ვართ და თითქმის არაფერს ვაკეთებთ ღვთისათვის. თუკი ჩვენ, უფლის მადლის დახმარებით, რაიმე კეთილ საქმეს ვაკეთებთ, ვალდებული ვართ ამასთან ერთად ფრთხილად მოვიქცეთ, არც სიტყვით, არც საქმით არ ვითხოვდეთ ქებას, რათა ვინმემ ჩვენზე იმაზე მეტი არ იფიქროს, ვიდრე ხედავს და ესმის რაიმე ჩვენგან"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:16 PM

"ღვთისმოყვარე ადამიანი ყოველთვის იღებს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისათვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეებში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:48 PM

"არავის აქვს თავი შესაქები, რადგან ყველა ცოდვილია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:52 PM

"ზოგჯერ ის, რაც ჩვენს მზერას ქების ღირსად ეჩვენება, ღვთის წინაშე საძაგლობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:32 PM

"თავის ქება სიბრძნესთან შეუთავსებელია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 08:06 PM

"თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი გახდა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:56 PM

"ვინც საკუთარი თავი სინამდვილეში იცის, იგი საკუთარ თავზე მდაბლად ფიქრობს და არ ტკბება ადამიანების ქებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 05:32 PM

"თავს როგორ იქებ მაშინ, როდესაც ღმერთს უნდა ადიდებდე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:35 PM

"გიყვარდეს რჩევების მოსმენა და არა - შექებისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 03:41 PM

"ჭეშმარიტად სათნოთმოყვარე ადამიანი მეტად უფრთხის ქებას, ვიდრე - ცილისწამებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 06:46 PM

"უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს!"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2021, 10:14 PM

"რაიმე კეთილი საქმის აღმასრულებელი, - როგორც მეუდაბნოე მამები ამბობენ, - თავის სულიერ შენობას ერთ ქვას ამატებს; მაგრამ თუ ამის შესახებ ვინმეს თავის ქებით უამბობს, არა მხოლოდ ამ ქვას გამოაცლის, არამედ - ბევრ სხვასაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:55 PM

"ფუჭია თავის ქება იმით, რომ კეთილშობილი წინაპრები გყავდა, თუკი მათ საქმეებს არ ჰბაძავ!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 10:08 PM

"ნუ გაყიდი მომავალ დიდებას ადამიანთა შექებაზე, რომელიც არაფრად ღირს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 06:53 PM

"როცა საკუთარი თავის ქებას გაიგონებ, გაიხსენე შენი ნაკლოვანებები და დაფიქრდი, როგორ უნდა იყო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 05:23 PM

"პირფერნი თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი გვაქებენ, რომლებიც თვითონვე არ მოგვწონს საკუთარ თავში"

/წმ. გრიგილ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:42 PM

"თუ საკუთარი თავის ქებას მოისმენ, შენს ცოდვებზე დაფიქრდი და თავიდან აიცილებ ამპარტავნებას, რომელიც ადვილად ეუფლება მიწიერი დიდებით მოხიბლულ ადამიანს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 10:15 AM

"საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს; საკუთარი მამისა და დედის ძაგება - საკუთარი თავის ძაგებას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 10:13 PM

"შენს სალანძღავად ჩათვალე ყოველი სიტყვა, რომლითაც თავს იქებ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 01:46 PM

"ის, ვინც გვაყვედრის, უფრო მეტად გვარგებს, ვიდრე ის, ვინც გვაქებს. მთავარი ის არის, თუ რას იტყვის ღმერთი,თორემ ადამიანების სიტყვები ამაოა"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 09:14 PM

"არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს, როგორც პირფერობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 04:20 PM

"ჩვენი მაქებარნი გვაცდუნებენ და ცხოვრების გზებს გვიბნევენ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 05:25 PM

"ერთხელ ჩემს კელიაში ვიღაც მოვიდა და როგორც საოცრად ნიჭიერ ქრისტიანს, ქებით მავსებდა. ვინაიდან მართლმადიდებლობისთვის ქება არ არის დამახასიათებელი, მე მაშინვე საშინაო ეკლესიაში გავედი და ღმერთს ვთხოვე, გაემხილა რასთან მქონდა საქმე და შენ ვერ წარმოიდგენ...
- მამაო, რატომ ვერ წარმოვიდგინო?
- ...ეკლესია იმავე წუთში სიმყრალით აივსო. ვიფიქრე, ეს კარგი ადამიანი არ უნდა იყოს, რადგან მასში ქრისტე არ არის-მეთქი. ეს კაცი მაცოცხლებელ ღვთაებრივ მადლს მოკლებულია და ამიტომ მკვდარია - "სახელი ისეთი აქვს, თითქოს ცოცხალია და სინამდვილეში მკვდარია". იმის მსგავსად, როგორც სხეული კვდება და როდესაც მას სამშვინველი ტოვებს, ცუდ სუნს გამოსცემს, ასე რომ, კვდომის პროცესში, როდესაც ადამიანის სამშვინველი ღვთის მადლისგან დაცლილია, ადამიანის პიროვნული სულიერი სიმყრალე იწყებს გავრცელებას".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 08:58 PM

"ქებას თავი აარიდე, მაგრამ ყვედრებისაც შეგრხვეს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 08:34 PM

"ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 10:18 PM

"არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:36 PM

"ადამიანი, რომელიც თავს წარმომავლობით იქებს, იმ შუშას ჰგავს, რომელიც მზის ბრწყინვალებით ბრწყინავს, მაგრამ უმცირესი დარტყმისასაც კი იმსხვრევა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2022, 10:13 PM

"პირფერი ადამიანი ყოვლეგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, პირფერი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 04:08 PM

"პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს! - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 04:29 PM

"პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც ამესიას მკვლელობის განზრახვა ედო გულში; ეს არის იუდა, რომელმაც ამბორით გასცა ძე კაცისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2022, 09:10 PM

"ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2022, 09:38 PM

"არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება, ეწოდოს პორფერობა, მაგრამ მას ჰგავს: ეს თავაზიანობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 02:50 PM

"ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპატავანისა!"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:30 PM

"როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 10:19 PM

"მლიქვნელნი, ჩვეულებისამებრ, სხვაში იმას ხედავენ, რასაც თვითონ აკეთებენ, თანაც - გაცილებით ხშირად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 09:54 PM

"დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატისონებაზე. ნუ ენდობით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას, და ნუ დაეძებთ დაცვას იმისაგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 10:11 PM

"მლიქვნელებს ფუტკარივით ბაგეზე თაფლი აქვთ, გულში კი - ბოღმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 03:27 PM

"ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს. ანდა, საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე, განა არ იქნება, საძაგელი ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წინაშე ის, ვინც სათნოებისა და სიწმიდის წინაშე მხოლოდ გარეგნულად გამოხატავს მოკრძალებას, რაც გულში არა აქვს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 09:20 PM

"ვისაც გულში სიავე აქვს და ენით კი მლიქვნელობს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2022, 09:45 PM

"როგორც ნაყოფის შიგნით გაჩენილი მატლი მთელ შიგთავსს სპობს და მხოლოდ გარეკანს ტოვებს საღს, ასევე, პირფერი მთელ შინაგან სათნოებას ანადგურებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 08:18 PM

"პირფერებს ხშირად იგივე ემართებათ, რაც ცხოველებს, რომლებიც საკუთარ ბუნაგში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოდიან და გამოჩნდებიან ხოლმე. ასევე, პირფერებმა, რაც არ უნდა დაფაროს საკუთარი თავი სიმართლის ნიღბით, შემდგომში მაინც გამომჟღავნდება მათი მდაბალი სული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 10:15 PM

"მართალი ადამიანი არ მედიდურობს, თუ ადამიანები განადიდებენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 08:13 PM

"ფარისევლური ქება მართლისათვის აუტანელი ტვირთია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 10:07 PM

"თუ თავს იქებ, ღმერთი არ შეგაქებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:15 PM

"არის განკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია, სწორედ, განკიცხვა სამყაორსაგან მისი საქმეებისა და ჩვეუელბებისაგან ჩამორჩენია, და ქრისტესათვის სრული მიმდევრობის გამო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:18 PM

"რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება, მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო?"

/წმიდა იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 09:06 PM

"თუ დაინახავ, რომ ვინმე პირმოთნეობით გაქებს, თავის დროზე მისგან გაკიცხვასაც ელოდე"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 06:15 PM

"ჭეშმარიტ სულიერ სიმაღლეზე ასულ ადამიანს მწუხარებასაც კი ანიჭებს ქება-დიდება, ხოლო შეურაცხყოფა - სიხარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:31 PM

"ვინც რაიმეს გამო ერთდროულად აქებს და აძაგებს მოყვასს, ის პატივმოყვარეობითა და შურით არის შეპყრობილი: ქებით შურის დამალვას ცდილობს, ძაგებით კი თავს მასზე უკეთესად წარმოაჩენს"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2022, 09:09 PM

"წმინდა მამა ამბროსი ოპტელმა თავის მორჩილს, წმინდა იოსებს, უთხრა: გარდაცვალების შემდეგ "ჩემი სხეული აყროლდებაო". სულიერმა შვილმა მიზეზი ჰკითხა, რაზეც ღირსმა მამამ უპასუხა: ეს იმიტომ მოხდება, რომ სიცოცხლეში ბევრი დაუმსახურებელი ქება-დიდება მივიღეო. მართლაც, როცა წმინდა ამბროსი გარდაიცვალა, მის ცხედარს საშინელი სუნი აუვიდა. გეგონებოდა, საცაა, ერთიანად გაიხრწნებაო. მაგრამ მოხდა პირიქით - რაც დრო გადიოდა დაკრძალვამდე, ნელ-ნელა ქრებოდა ეს სუნი. ხოლო დაკრძალვისას ცხედრის გარშემო სასიამოვნო სურნელება დატრიალდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:05 PM

"როდესაც აბსოლუტურად გულგრილი ხარ როგორც შექების, ისე ლანძღვისადმი, მაშინ სწორ გზაზე დგახარ. ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება ამბავი ამურისა და ფსიქეს შესახებ. ეს ისტორია ძალიან უყვარდათ ქრისტიანებს. ფსიქეს ქალღმერთისავის საგანძურის შესანახი ყუთი უნდა მიეტანა სიკვდილის ქვეყნიდან. გზაში მას ყურადღება არ უნდა მიექცია არც შექებისთვის და არც ძაგებისთვის, უნდა ევლო პირდაპირ და ხმა არავისთვის გაეცა. ეს იგავი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იაროს ადამიანმა, რომ თავისი საგანძური დაუზიანებლად მიიტანოს სიკვდილის ქვეყნიდან მარადიული ცხოვრების ქვეყანაში"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:27 PM

"დიდია ის კაცი, - ამბობს ღირსი მამა [იოანე სინელი] - ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმიდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:39 PM

"ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა მისი დამარცხების ყველა სურათი და სიმხდალის გამოვლენის ყველა შემთხვევა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:37 PM

"მამა იერონიმე ამბობდა: "როცა გაქებენ, იფიქრე: ისინი არ მიცნობენ, მე კი ვიცი ჩემი თავის ამბავი, - და როცა ამპარტავნული ფიქრები გეწვევა, შენი ცოდვები გაიხსენე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:18 PM

"ღვთის წინაშე დიდია ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას სიხარულით მიიღებს, მაგრამ გაცილებით დიდი ის, ვინც ქებას უვნებლად მიიღებს, თავს ქება-დიდების ღირსად არ ჩათვლის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2022, 07:43 PM

"როდესაც ადამიანი სხვებისგან ქებას ისმენს საკუთარი ღვაწლის გამო, ის თითქოს უკეთ ხედავს თავის მონაპოვარს, მაგრამ მაშინვე კარგავს მას. ადამიანმა ყოველთვის უნდა დაარწმუნოს თავი, რომ არანაირი სულიერი სიმდიდრე არ მოეპოვება, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ სულიერი განძის მფლობელია, მაშინვე განაქარვებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2022, 08:38 PM

"ყველაზე ცუდი, რაც პატივმოყვარე ადამიანს შეუძლება გაუკეთო, ესაა პირში ქება. თუ პატივმოყვარეობა ყოველი საქმიდან შემოდის ჩვენში, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ განვეშოროთ ადამიანთაგან ქებას.

როდესაც პირში გვაქებენ და ჩვენს კეთილ საქმეს განადიდებენ, გავიხსენოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, გავიხსენოთ ისიც, რომ სიკეთე ჩვენი ძალით კი არა, ღვთის წყალობით აღვასრულეთ. თუ ასე მოვიქცევით, მოვახერხებთ ვძლიოთ ამპარტავნებას და შევინარჩუნებთ უმაღლესი ქრისტიანული სათნოება - სიმდაბლე"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 04:50 PM

"დედამიწაზე ღვთისა და ზეცისათვის ვიღვაწოთ და არა კაცთათვის! კაცთათვისაც ვიღვაწოთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩვენი შექება გამოვტაცოთ, არამედ იმისთვის, რომ მათ ჭეშმარიტი სარგებელი მოვუტანოთ, რისთვისაც ისინი ხშირად ფლეთენ თავიანთ კეთილისმყოფელებს ისევე, როგორც ხშირად სულელი და მძვინვარე მხეცები ფლეთენ მათ, ვინც მათზე ზრუნავს და კვებავს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:26 PM

"ფარისევლობა დღეს, უმრავლეს შემთხვევაში, არა განკიცხვის, არამედ ქების საგანია. თანამედროვე ცხოვრებაში სწორედ მათ აქვთ წარმატება: პირდაპირი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის ნაცვლად ურთიერთობისთვის ფარისეველი ურჩევნიათ.

ეს იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ "ელასტიურნი", "მოხერხებულნი" თავიანთ პატივმოყვარე მიზნების შესრულებაში. "ცნობადობის", "პოპულარობის" მისაღწევად ისინი მზად არიან ნებისმიერი ნიღაბი მოირგონ, ოღონდ ყველას მოაწონონ თავი, ყველას აამონ და დაიმსახურონ საყოველთაო ქება და აღიარება"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 06:46 PM

"ხალხისგან ქების თვითკმაყოფილებით მოსმენა ასკეტის სულში შეუმჩნევლად წარმოშობს თავდაჯერებლობას, რომ ის მართლაც სჯობს სხვებს და სინამდვილეში მართალი და წმინდა ადამიანია. აქედან შორს არ არის ამპარტავნებით დაცემა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2022, 09:17 PM

"როდესაც ადამიანები პატივს მოგაგებენ და გაქებენ, უთხარი შენ თავს: "მე ამას არ ვიმსახურებ, ეს მე არ მეკუთვნის, არამედ შენ, უფალო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 09:27 PM

"ამ წუთისოფელში ჩვენ ყველანი ისე ვართ, თითქოს ბაზარზე გასაყიდი საქონელი ვიყოთ. ერთნი ჩვენს ფასს მაღლა წევენ, მეორენი - გროშადაც არ გვაგდებენ.

ამაღლება და დამცირება, რაც ადამიანებისგან ჩვენი მისამართით გვესმის, ჩვენს გულში ყოველთვის ორმაგ შეგრძნებას იწვევს: შექებით ვხარობთ, ლანძღვით ვმწუხარებთ. რადგანაც საკუთარი ცნობიერების იდუმალ სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც შექებით და არც დამცირებით ჩვენს შესახებ ყველაფერი ზუსტად არ არის თქმული, ამიტომ ფხიზლად შევხედოთ ჩვენს მისამართით გამოთქმულ სხვის აზრს, რათა არც უფრთებოდ ვიფრინოთ და არც სასოწარკვეთილების უფსკრულში ჩავცვივდეთ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:30 PM

"სულს ღუპავს - ქება,
კურნავს - ძაგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:53 PM

"ვისაც აქებ - ვეღარ გამოასწორებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:09 PM

"თუ მუდამ გვემახსოვრება, რომ შექება გვწყენს, უამრავი უსიამოვნების თავიდან აცილებას შევძლებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:54 PM

"რაც უფრო მეტად იქებ თავს, მით მეტად შერცხვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:01 PM

"რაც მეტს დაიკვეხნი, მით მეტად გასცემ თავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:38 PM

"არასოდეს შეაფასო საკუთარი თავი იმაზე მეტად, ვიდრე სხვები გაფასებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:35 PM

"არასოდეს ისურვო საკუთარ თავზე კარგისა და საქებარი სიტყვის თქმა, არამედ ყოველთვის გაკიცხე იგი და გაშოლტე, უწოდე თავს ცოდვილი, მეძავი, არაწმინდა და წყეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 09:27 PM

"ცუდია, როცა ირგვლივ ყველა გაქებს"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:15 PM

"ყურადღება მიაქციე და სხვებსაც უთხარი: "ფრთხილად იყავით, ნუ აქებთ ერთმანეთს პირში, რადგან ქება არათუ თქვენ, ჯერ კიდევ სუსტებს, არამედ სრულყოფილებსაც კი ვნებს"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2023, 08:55 PM

"გვმართებს, ყოვლითურთ განვერიდოთ კაცობრივ ქებას და, გვახსოვს რა წმინდა დავითის ნათქვამი: ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი (ფს. 52,2), განვდევნოთ ყოველგვარი მაცდური გულისსიტყვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:34 PM

"ფსალმუნში წერია და წმიდა მამებიც გვაფრთხილებენ, რომ შექება არ არის კარგი - მე აქ ვაქებ მამა იაკობს [უშიკიშვილი], მე მის საქმეს აღვწერ... შექება სხვაა, შეფასება კი სულ სხვა"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2023, 07:45 PM

"ადამიანები იცვლებიან - დღეს გაქებენ, ხვალ კი გაგინებენ"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2023, 08:16 PM

"იცოდე, რომ აუგად მოხსენიება და გაკიცხვა, მართალია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ სასარგებლოა და მაცხოვნებელი ჩვენთვის. უნდა ერიდო ქებას, რადგან ის ზრდის პატივმოყვარეობას და საკუთარ თავზე წარმოდგენას: მწუხარებაა აღმატებული ქება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:42 PM

"ასეთი თავის ქების შემდეგ მართლაც ვერაფერი გვიშველის, ვიდრე თავს არ დაიმდაბლებ და არ შეინანებ"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:58 PM

"ვინც გვაქებს, გვაცდუნებს და ცხოვრების გზებს გვირევს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2023, 05:22 PM

"როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2023, 05:55 PM

"ჩვენ ყველანი ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ.

ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისაგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, ხოლო წუხს ძაგების გამო. რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენს შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც - რამეთუ შენ არცერთს არ იმსახურებ, - რათა ფრთების გარეშე არ აფრინდე, ანდა სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩავარდე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 05:46 PM

"ის, ვინც ღმერთს ეძებს, ქრისტეში ცხოვრობს, გაურბის ქებას და ორპირობას, ცხოვრობს გულის უბრალოებითა და რწმენისეული სიწმინდით. ამით გამოირჩევიან ღვთის შვილები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 06:36 PM

"უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობის წყარო არის ადამიანთა მხრიდან გამოჩენილი განდიდებისა და ხოტბის სიძულვილი. თუმცა ზოგჯერ საჭიროა ვინმემ გაგვამხნეოს, განსაკუთრებით, როცა გულგატეხილები ვართ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაცთაგან მხოლოდ ქება-დიდება გვსურდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვიყვარს, როცა გვაქებენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 06:36 PM

"უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობის წყარო არის ადამიანთა მხრიდან გამოჩენილი განდიდებისა და ხოტბის სიძულვილი. თუმცა ზოგჯერ საჭიროა ვინმემ გაგვამხნეოს, განსაკუთრებით, როცა გულგატეხილები ვართ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაცთაგან მხოლოდ ქება-დიდება გვსურდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვიყვარს, როცა გვაქებენ!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)