IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> უცხოური ლიტერატურა, პროზა და პოეზია ჩვენი ხედვით
KAIROS
პოსტი Apr 5 2008, 08:30 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს უცხოეთში, შესაბამისად - ფლობს სხვადასხვა ენას და ეცნობა უცხოურ ლიტერატურას, ძირითადად, ჩვენამდე უცხოური ლიტერატურა თარგამანის საშუალებით მოდის, მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა ( და ალბათ, ახლაც გვყავს ) შესანიშნავი მთარგმნელები ( მე, მაგალითად, გრიგოლ აბაშიძეს დავასახელებდი, რომელმაც შანდორ პეტეფი ისე საოცრად თარგმნა, რომ ვერავინ დამარწმუნებს, უნგრულად უფრო ლამაზად იკითხება ის ლექსი - " მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." smile.gif, მაინც ჩვენი წარმოდგენა უცხოურ ლიტერატურაზე (თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ფილოლოგი არაა) მაინც ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენს მცირე გამოცდილებას, რაიმე ლამაზ ლექსს, თუნდაც სტროფს, ან რაიმე მოთხრობას, თუნდაც მცირე შინაარს გავუზიარებთ ფორუმელებს; რასაკვირველია, თარგმანის მაღალი ხარისხის მოთხოვნა აქ სრულიად შეუსაბამო იქნება, მაგრამ გავაკეთოთ ის, რაც ძალგვიძს...
აბა, გელით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 5 2008, 09:49 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მევე დავიწყებ, ჩვენი გალაკტიონის თანამედროვის, შესანიშნავი იტალიელი პოეტის, ჯუზეპე უნგარეტით , ახლახანს შევიძინე მისი ლექსების დიდი კრებული და მრჩება შთაბეჭდილება რომ გალაკტიონს ვკითხულობ იტალიურად და იტალიური სტილით დაწერილს...

იტალიური სტილი კი მოგეხსენებათ არის ურითმო და უფრო დატვირთული სიმბოლიზმით... მოკლედ იმედია აზრს მაინც გადმოვცემ, ჩემი ყოვლადარაპროფესიონალური თარგმანით... უბრალოდ რაც მომწონს მოთხოვნილებად მაქვს, რომ სხვასაც გავუზიარო...

დედა

გულის როცა ბოლო გატოკებას,
თან მოყვება ბნელი კედლის რღვევა,
უფლის გზაზე დედა გამიძღვება ,
როგორც ადრე მიტატებდა ხელად...

მუხლმოყრილი, მტკიცე გულით;
ვით ქანდაკი ღვთის ტახტის წინ,
ღმერთს მავედრებს დედის სული,
მავედრებდა როგორც უწინ...

თრთოლვით ასწევ დაღლილ ხელებს,
როგორც მაშინ... როცა წადი...
"ჩემო ღმერთო, აჰა მოვედ..."
ბოლო სიტყვებს ქარს ატანდი...

მხოლოდ მაშინ, როს უფალი,
შემინდობს და შემიწყნარებს,
დაეტყობა შვების კვალი,
მომლოდინე დედის თვალებს...

.................

ეს კი იტალიური ორიგინალი :





La madre
1930

E il cuore quando d'un ultimo battito
Avrà fatto cadere il muro d'ombra,
Per condurmi, Madre, sino al Signore,
Come una volta mi darai la mano.

In ginocchio, decisa,
Sarai una statua davanti all'Eterno,
Come già ti vedeva
Quando eri ancora in vita.

Alzerai tremante le vecchie braccia.
Come quando spirasti
Dicendo: Mio Dio, eccomi.

E solo quando m'avrà perdonato,
Ti verrà desiderio di guardarmi.

Ricorderai d'avermi atteso tanto,
E avrai negli occhi un rapido sospiro.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 5 2008, 10:12 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს,

რა მოკრძალებული ადამიანო, შედევრია a025.gif შენ პოეზიას თარგმნი თურმე და სტატიების თარგმნა კი გეზარება sad.gif

მაგარია yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 6 2008, 02:28 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შენ პოეზიას თარგმნი თურმე და სტატიების თარგმნა კი გეზარება

უი smile.gif მადლობა, სტატიების თარგმნას კი მირჩევნია წერაში გამოვიყენო smile.gif
უბრალოდ როცა ლექსს ეხები და თარგმნი ( თუმცა ჩემი ნათარგმნი ძალიან დამწყებისაა, მაგრამ მაინც...) მაშინ ცდილობ შიგნით შენი ჩადო, შენი თქვა და შენებურად, მაგალითად მე 1-3 2-4 რითმაში გავიყვანე, როცა იტალიურში რითმა საერთოდ არაა, თუმცა რათქმაუნდა მთელი სიღრმის გადმოტანა ძალიან ძნელია... მაინტერესებს თქვენ რას კითხულობთ უცხოურ ლიტერატურას. რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, გაგვაცანით...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 6 2008, 02:43 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჩავიქოლები, კაიროს, რომ დავწერო biggrin.gif რაც პოეზიას ეხება და პროზას კიდევ არაუშავს smile.gif

მე ძირიტადად სიმღერებს ვუსმენ და მისი ტექსტები მომწონს შესაბამისად. არ ვიცი, რამდენად შემეძლება მასე შენსავით პოეზიად თარგმნა.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძალიან მომწონს რამშტაინის "დედა", რომელიც კლონებს ეხება, ასევე ბევრი სხვა ლექსი მათი. ეს გერმანულს რაც შეეხება და არაკლასიკურს.

უფრო პროზას ვკითხულობ, რომანებს, ასევე ფრანგულიდან ნათარგმ ლექსებს, ბოდლერის თუ სხვა მწერლებიც, რომლებიც ძალიან მომწონს.

სხვა ენებზე არ ვკითხულობ smile.gif

ველოდებით აბა სხვების თარგმანსაც smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 6 2008, 08:00 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



სამწუხაროდ საზღვარგარეთულ ლიტერატურას ჯერ ისევ ქართულ რუსულ თარგმანებით ვეცნობი : ) ოცნება ჰერმან ჰესე წამეკითხა ორიგინალში ოცნებადვე დამრჩა მაგრამ იმედის ამოწურვის შიშთან ერთად სურვილიც ნელ ნელა გაქრა და ეხლა ჰესეს ორიგნინალში წაკითხვის სურვილს ჩაენაცვლა ჰოლკნერი ... და ა.შ. : )
გუშინ წავიკითხე " პატარა მაიუმუნი " ფრანსულა მორიაკის ძალიან მიყვარს და ყოველ ჯერზე როცა ვკითხულობ ვღელავ და საოცრად განვიცდი ამ არ შემდგარი ოჯახის , უმომავლო გვარის ისტორია .....
ბოლო დროს ომის დროინდელი მოთხრობები მომწონს ძალიან biggrin.gif განსაკუთრებით ფრანგები ძალიან კარგად წერენ 2 მსოფლიო ომის დროინდელ ისტორიებს : ))
ასევე ჯეიმს ჯოისი შეუდარებელია "დუბლინელები " ძალიან მიყვარს smile.gif
ხოდა კიდე ბევრი და ბევრი !
ეხლა ვფიქრობ და მერე ჩემი საყვარლეი მოთხრობებიდან ვეცდები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების ამოღებით გაგაცანოთ ვისმესთვის უკვე ცნობილს მაგრამ ზოგისითვის უცნობ ლიტერატურულ შედევრებს : )


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 6 2008, 11:20 AM
პოსტი #7


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



KAIROS
მაოცებთ და აღფრთოვანებული ვარ : )
Ottimo lavoro!!! : )


კარგი თემაა : ) საინტერესო...

მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობ ვიცოდე ენები ისე რომ უცხოური ლიტერატურის შედევრებს ორიგინალში გავეცნო, სამწუხაროდ ბოლომდე ამას ვერ ვახერხებ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან მიჭირს, დროის სიმცირის გამო : ) თუმცა never give up... იმედია სულ ცოტას მაინც შევძლებ...

უკვე რაც წამიკითხავს ორიგინალში არის მარკესი, 5 წლის წინ გადავწყვიტე მესწავლა ესპანური იმ დონეზე რომ ეს მომეხერხებინა და მხოლოლდ წელს შევძელი El otono del patriarca (პატრიარქის შემოდგომა) ორიგინალში წაკითხვა, ცოტა გამიჭირდა და დიდი დრო მოვანდომე მაგრამ ღირდააააა, დიდებული იყო, შთაბეჭდილებები შეგრძნებები შეუდარებელი... მანამდე რუსულად, ქართულად, ინგლისურად მქონდა ეს ნაწარმოები წაკითხული, ძალიან მომწონდა მაგრამ ორიგინალში სულ სხვაა.... ყველას ვურჩევ, ვისაც აქვს საშუალება ამის იკითხოს მარკესი და ბორხესი ორიგინალში...

კიდევ დუბლინელები ახსენეს ზემოთ, უბრალოდ გენიალურია... ისევე როგორც მთლიანად ჯეიმს ჯოისის შემოქმედება... ულისე ყველაზე ურთულესი და ყველაზე დიდი სიღრმეების და შინაარსის მქონე ნოველაა რაც ოდესმე წამიკითხავს, სხვათაშორის ულისეს ორიგინალში გავეცანი თავიდანვე და ვაღიარებ იმდენად გამიჭირდა დაახლოვებით 4 თვე ვიკითხე, მიჭირდა გაგება, მერე მამამ გადმომიღო თაროდან ჰომეროსი, : ) ჯერ ამას ჩაწვდი და ულისე შემდეგ განაგრძეო, მართლაც ბევრად გამიადვილდა მერე... : )

ასევე თანამედროვე პროზის საკმაოდ ღირებული ქმნილება Patrick Sueskind დის "Das Parfum" (პარფიუმერი) მაქვს წაკითხული ორიგინალში, smile.gif მიუხედავად იმისა რომ კითხვის დროს ცოტა მეშინოდა ხოლმე biggrin.gif (განსაკუთრებით თუ ძილის წინ ვკითხულობდი) biggrin.gif მაინც მომეწონა ძალიან.

ნუ დოსტოევსკი, ტოლსტოი თავისთავად smile.gif

უდიდესი ოცნება მაქვს ვიქტორ ჰიუგოს შდევრებს გავეცნო ორიგინალში, განსაკუთრებით ჩემი უსაყვარლესი წიგნის " Les Miserables" ( საბრალონი) წაკითხვა მინდა ძალიან ძალიან smile.gif ამდენი ფრანგული კი ჯერ არ ვიცი sad.gif not even close sad.gif კი ვმუშაობ ამაზე მაგრამ sad.gif... ახლა ისეთი პერიოდი მაქვს ვიცი სულ მცირე 5 10 წელი ამას ვერ მოვახერხებ, არადა ძალიან მინდა sad.gif....



--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 7 2008, 03:47 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მერე ჩემი საყვარელი მოთხრობებიდან ვეცდები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების ამოღებით გაგაცანოთ ვისმესთვის უკვე ცნობილს მაგრამ ზოგისითვის უცნობ ლიტერატურულ შედევრებს : )

ლილიანა;
მართლაც კარგი იქნება, თან მხოლოდ ნაცნობ ან უცნობზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ შეიძლება სწორედ კარგადაც ნაცნობი იყოს, მაგრამ იმ უცხოურში შენ ის უცხო დაინახო, რომელიც სხვას გამოეპარა... ამიტომ გელით...
ქეთ;
საინტერესო პოსტია smile.gif
ჯერ მადლობა , lavoro non è ottimo, ma comunque grazie wink.gif
ახლა
ციტატა
ვოცნებობ ვიცოდე ენები ისე რომ უცხოური ლიტერატურის შედევრებს ორიგინალში გავეცნო
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ენები ძალიან უნდა წამოიწიოს ჩვენში, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ძლიერი პროფესიონალები გვყავს...
მერე
ციტატა
ულისეს ორიგინალში გავეცანი თავიდანვე და ვაღიარებ იმდენად გამიჭირდა დაახლოვებით 4 თვე ვიკითხე, მიჭირდა გაგება, მერე მამამ გადმომიღო თაროდან ჰომეროსი, : ) ჯერ ამას ჩაწვდი და ულისე შემდეგ განაგრძეო, მართლაც ბევრად გამიადვილდა მერე... : )

მომიკითხე მამა, შესანიშნავი გზა უპოვია ულისემდის მისასვლელი ანუ ულისედან ულისემდე biggrin.gif
და ბოლოს:
რამდენი ენა იცი ohmy.gif
ყოჩაღ!
ახლა ისევ ჩემი უნგარეტი...

......

როცა მიქრება ყველა ნათელი,
როს ირგვლივ ვხედავ მარტოდენ ტკივილთ,
ევასეული, თვალებს გათელილთ,
მინთებს დაკარგულ ედემთა სხივით...

უნგარეტი

.....


Quando ogni luce è spenta,
E non vedo che i miei pensieri
Un'Eva mi mette sugli occhi
La vela dei paradisi perduti.

Ungaretti

......

აბა ახლა თქვენი ჯერია smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 7 2008, 04:03 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ოცნება ჰერმან ჰესე წამეკითხა ორიგინალში ოცნებადვე დამრჩა მაგრამ იმედის ამოწურვის შიშთან ერთად სურვილიც ნელ ნელა გაქრა


ლილიანა,

უძლიერესია ჰესე , ისიც ორიგინალში. მე ძალიან მომწონს "კლოუნის თვალტახედვა", ავტორი ამწუთში არ მახსენდება,და თავბრუ მესხმის, წამლის გავლენის ქვეშ ვარ და მაპატიეთ, ვითიშები biggrin.gif ხვალ დავწერ, მეც მაქვს რაღაც გამზადებული.

ქეთუ,

ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხარ 2kiss.gif ყველანი მიხარიხართ და მიყვარხართ, ვამაყობ და ვსიო! არავითარი მაშასადამე!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 7 2008, 04:38 AM
პოსტი #10


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



KAIROS
ციტატა
lavoro non è ottimo, ma comunque grazie

ვერ დაგეთანხმები...
ციტატა
როცა მიქრება ირგვლივ ნათელი,
როს ვერვის ვხედავ ტკივილთა იქით;
ევასეული თვალებს გათელილს,
მინთებს დაკარგულ ედემთა სხივით...

უნგარეტი
.....
Quando ogni luce è spenta,
E non vedo che i miei pensieri
Un'Eva mi mette sugli occhi
La vela dei paradisi perduti.

Ungaretti


semplicemente favoloso....! yes.gif

ციტატა
მომიკითხე მამა, შესანიშნავი გზა უპოვია ულისემდის მისასვლელი ანუ ულისედან ულისემდე

დიდი მადლობა, გადავცემ : ).
კი მამა ძალიან ჭკვიანია ძალიან ძალიან, : ) ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში შესანიშნავ გზას პოულობს... la mia ispirazione : )
ციტატა
და ბოლოს:
რამდენი ენა იცი ohmy.gif
ყოჩაღ!

ვიცი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, : ) კითხვა და წერა ნორმალურად შემიძლია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენაზე, (ბოლო ორი ცოტა სუსტად, მავიწყდება მშობლიური IPB-ს სურათი ) თავისთავად შეცდომებით თუმცა ვსწავლობ... : ) ვეჭიდები ფრანგულს და იტალიურს მარა არაფერიც არ გამომდის IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
საუბარს და აქცენტს ნუ მკითხავ biggrin.gif ხანდახან ისეთებს ვამბობ. ერთ წინადადებას სხვადასხვა ენაზე კარგად იცინებს ადამიანი IPB-ს სურათი. აი ფორუმელებიდან ვინც მიცნობს იცის რა სასაცილო აქცენტი მაქვს IPB-ს სურათი.

ციტატა
მე ძალიან მომწონს "კლოუნის თვალტახედვა"

ოო მართლა კარგია ნან, ჰაინრიხ ბიოლი, მისივე "უკაცო სახლი" მომწონს კიდევ, ორიგინალში ორივე ძალიან კარგია თუმცა "კლოუნის თვალთახედვა " ქართულადაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა, კარგი თარგმანია თითქოს, მგონი ამაშუკელის თარგმანია : )

ციტატა
ქეთუ,

ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხარ 2kiss.gif ყველანი მიხარიხართ და მიყვარხართ, ვამაყობ და ვსიო! არავითარი მაშასადამე!!!


გაიხარე ნანა თქვენც ძალიან კარგი ადამიანი ხართ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 7 2008, 04:43 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
semplicemente favoloso....!

Ne ho cambaito un'pò ... meglio cosi? უცებ ვთარგმნე ეგა, წავიკითხე, მომეწონა და ...
შენ რომ დაასახელე ნაწარმოებები, რომელიმეზე ხომ არ გვესაუბრებოდი? მერე ლილიანაც მოვა და სხვებიც smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 7 2008, 04:57 AM
პოსტი #12


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



KAIROS
რავიცი კარგი იქნება, ავიღოთ რომელიმე ნაწარმოები და გავარჩიოთ, ჩვენეული ხედვა დავწეროთ, ჯობია ისეთი შევარჩიოთ რომელიც ფორუმელთა დიდ ნაწილს ექნება წაკითხული, მაგალითად თუნდაც დუბლინელები, თუნდაც ლიკამ ახსენა მორიაკის "პატარა მაიმუნი", მართლა შესანიშნავი ნაწარმოებია. დუბლინელები, მგონი უმეტესობას ექნება წაკითხული, ასე უფრო საინტერესოა როცა მეტი ხალხი ებმევა დისკუსიაში. მე როცა წიგნებს ვკითხულობ ყოველთვის note ებს ვაკეთებ ხოლმე, ჩემთვის ვინიშნავ smile.gif ამას გაგიზიარებთ(ოღონდ weekend ებზე : ) ), ავირჩიოთ ნაწარმოები და...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 7 2008, 12:24 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



laugh.gif :აღფრთოვანება:
შესანიშნავი მთაგმნელები... მხატვრულ ლიტერატურას ენის ცოდნასთან ერთად შინაგანი ნიჭი უნდა, შენ თვითონაც პოეტი უნდა იყო, რომ ლექსი თარგმნო, ...

ასე რომ პატონო კაიროს, თქვენ შინაგანად პოეტი ბრძანდებით biggrin.gif

შექსპირის მაჩაბელისეული თარგმანი... ამითაც ყველაფერია ნათქვამი მთარგმნელთა ღვაწლზე და ნიჭზე...

საკუთარი თარგმანები არ გამაჩნია, სხვებით ვტკბები...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 7 2008, 08:25 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ქეთინო,
ხომ იცი ადრე ამბობდნენ ( ახლა არ ვიცი ასეა თუ არა... ) საქართველო ყველა პოეტად იბადებაო biggrin.gif
მადლობა, ეს ჩემი ერთერთი ჰობია , ფოტოგრაფიასთან ( და სხვა... ) ერთად... მეტი არაფერი smile.gif
ციტატა
საკუთარი თარგმანები არ გამაჩნია, სხვებით ვტკბები...

არცაა საჭირო საკუთარი თარგმანები, ეს თემა არის გახსნილი უცხოურ ლიტერატურაზე, რა მოგწონს, რომელი და რატომ, თარგმანები ისე დავამატე ჩემგან smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 7 2008, 11:19 PM
პოსტი #15


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



KAIROS

ძალიან კარგი თემაა...smile.gif
თუ რამე წვლილის გაღება შემიძლია ისევ და ისევ შვედური ლიტერატურიდან ალბათ...smile.gif

ქეთუ

მარკესზე გამახსენდა...რამდენი ხანია ვეძებ და ვერ ვიპოვე მარკესის "The Trail of Your Blood in the Snow" შარშან შვედეთში წავიკითხე (შვედურად) და ძალიან მომეწონა. ესპანური ქე არ ვიცი მე, და ინგლისურად წავიკითხავდი კიდე ერთხელ სიამოვნებით... გექნება შენ წაკითხული.... rolleyes.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Apr 8 2008, 01:04 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



სიამოვნებით გათავთარგმნიდი რამეს რუსულად ან ინგლისურად rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 9 2008, 02:39 AM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სიამოვნებით გათავთარგმნიდი რამეს რუსულად ან ინგლისურად

სცადე აბა smile.gif
ციტატა
შვედური ლიტერატურიდან ალბათ

ისე ეგ ცოტა უცნობია და იქნებ გაგვაცნო, რა ხდება, რას წერენ, როგორ...
ციტატა
ოღონდ weekend ებზე : ) ), ავირჩიოთ ნაწარმოები და

ველით კვირის ბოლოს smile.gif ნაწარმოები შენ აარჩიე, უცხოც და საუცხოოც smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 9 2008, 02:58 AM
პოსტი #18


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



likka
ციტატა
ქეთუ

მარკესზე გამახსენდა...რამდენი ხანია ვეძებ და ვერ ვიპოვე მარკესის "The Trail of Your Blood in the Snow" შარშან შვედეთში წავიკითხე (შვედურად) და ძალიან მომეწონა. ესპანური ქე არ ვიცი მე, და ინგლისურად წავიკითხავდი კიდე ერთხელ სიამოვნებით... გექნება შენ წაკითხული....

კი ლიკა, წაკითხული მაქვს, smile.gif)) კარგია, ცოტა დამგრუზავი ოღონდ.
თუმცა cross-cultural იშიუ და და ექიმის და პაციენტის ურთიერთობები საინტერესოდაა გადმოცემული, კიდევ მარტოობის განცდა, ბილი რომ მიდის საავადმყოფოში 6 დღე ელის და ბოლოს რაც ხდება. sad.gif ძალიან კარგად აქვს აღწერილი მარკესს, ემოციურია.

ლიკ ესპანური და თუ არ ვცდები რუსულიც უნდა მქონდეს, ლენუსმა გამომიგზავნა მარკესის და ბორხესის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, მგონი იქ არის, თუ არა და აუცილებლად გიპოვი და აგიტვირთავ... თუ არ ვცდები და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არ ვცდები ეს ნაწარმოები Strange Pilgrims აი ამ კრებულშია. ეს კი მე მაქვს


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 9 2008, 03:01 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მარკესი საშინლად აღარ მომწონს sad.gif მარტოობის ასმა წელმა იმედი გამიცრუა...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 9 2008, 03:05 AM
პოსტი #20


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა
სიამოვნებით გათავთარგმნიდი რამეს რუსულად ან ინგლისურად

სიამოვნებით შევაფასებდით smile.gif
მე სამწუხაროდ მთარგმნელობითი საქმიანობა მაინც და მაინც ვერ ამ არ გამომდის. ერთადერთი წიგნი ვცადე და მიზნად მაქვს დასახული მისი ესპანურად თარგმნა, დოჩანაშვილის "სამოსელი პირველ"ზე მაქვს საუბარი. მინდა ვთარგმნო და შევადარო მარტოობის ას წელიწადს...
ოღონდ ამისთვის ჯერ წლების გამოცდილება უნდა დავაგროვო და კიდევ ბევრი ვისწავლო.

ციტატა(მნათე @ Apr 8 2008, 07:01 PM) *

მარკესი საშინლად აღარ მომწონს sad.gif მარტოობის ასმა წელმა იმედი გამიცრუა...

"პატრიარქის შემოდგომა" ... ლევანიკო, ამით უნდა დაგეწყო, თუმცა მარტოობის ასი წელიწადიც არაა ის წიგნი რომელიც იმედს გაგიცრუვებს მაგრამ მარკესს იმდენად ადიადებენ...
ძალიან ვაფასებ მაგრამ ასეთი დიადიც არაა ჩემი აზრით...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 01:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი