სავლე -მოციქულ პავლემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სავლე -მოციქულ პავლემდე |
თათარაშვილი |
Jan 4 2008, 09:07 PM
პოსტი
#21
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
მხევალი ნინო
მოდი ჩამოვაყალიბოდ : მოციქულ პავლეს ცხოვრებას რომ დავაკვირდეთ,დავინახავთ, რომ იგი მკვეთრად იყოფა ორ ნაწილად. ქრისტეს რწმენაზე მოქცევამდე წმინდა პავლე,მაშინ სავლე, მკაცრი ფარისეველი, მოსეს სჯულისა და მამათა გარდამოცემის აღმსრულებელი იყო და ფიქრობდა, სჯულის საქმეებით და მამათა სარწმუნოებისადმი მოშურნეობით გამართლებულიყო, რაც უკვე ფანატიზმამდე მიდიოდა . თავისი მოქცევის შემდეგ, იგი ქრისტეს მოციქული გახდა, სახარების საქმეს მთლიანად შეწირული, თავისი მოწოდების გამო ძლიერ ბედნიერი, რომელიც ამ უძლურებას გრძნობდა ამ მაღალი მსახურების აღსრულებისას და მთელ თავის საქმეებს და დამსახურებებს ღმრთის მადლს მიაწერდა... მოქცევამდე მოციქულის მთელი ცხოვრება, მისივე ღრმა რწმენით - ცდომილება, ცოდვა იყო და იგი სასჯელისკენ მიჰყავდა. მხოლოდ ღმრთის მადლმა გამოიხსნა იგი ამ დამღუპველი ცთომილებისაგან. ამ დროიდან მოყოლებული, მოციქული პავლე მხოლოდ იმას ცდილობს რომ ღმრთის ამ მადლის ღირსი იყოს და ამ თავის მოწოდებას არ გადაუხვიოს . ის შეიცნობს რომ, არ არსებობს და არც შეიძლება იყოს საუბარი, ღმრთის წინაშე რაიმე დამსახურებაზე: ყველაფერი ღვთის წყალობითაა. აქ ერთი რამე შეიძლება ჩემის აზრით ითქვას. ის რომ უფალმა მასში დაინახა ის სათნო და კეთილი გული რომელსაც ეშმაკი ჩასჭიდებოდა და ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებას არ აძლევდა. უფალმა მის გულში დაინახა რომ ის მოიქცეოდა, რომ მისი გული და გონება არ იყო იმის გამკეთებელი რეალურად რასაც აკეთებდა. სავლე ჭეშმარიტებას აცდენილი ის ადამიანი იყო რომელსაც სხვანაირი გული ჰქონდა. წმ. მათე მოციქულის მაგალითი ავიღოთ . იგი ხარკის ამკრებელი იყო, მაგრამ უფალმა მასში ჭეშმარიტი წრფელი გული დაინახა, და აირჩია თავის მოციქულად. |
მხევალი ნინო |
Jan 5 2008, 02:54 PM
პოსტი
#22
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თათარაშვილი
ციტატა ის რომ უფალმა მასში დაინახა ის სათნო და კეთილი გული რომელსაც ეშმაკი ჩასჭიდებოდა და ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებას არ აძლევდა. შეიძლება, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წუთას აღიარა ჭეშმარიტება და ცხონდა. მან ჭეშმარიტება აღიარა იმიტომ, რომ მისი გული იყო სუფთა მიუხედავად ავაზაკობისა (მე ასე მესმის) , ერთი წმინდანის სიტყვები მახსენდება, ცათა სასუფეველში სამი რამ გამიკვირდება, პირველი ისეთ ხალხს ვნახავ ვისაც ქ არ ველოდი, იმათ ვერ ვნახავ ვისაც ველოდიო... ავაზაკს, რომ არ ეთქვა ის საოცარი სიტყვები უფლისთვის, ის ხომ მაინც ცათა სასუფეველში მოხვდებოდა, რადგან მისი სიტყვები გულიდან იყო, ანუ მისი გული მზად იყო ყოველთვის უფლის შესაცნობად. მისი გული სუფტა იყო. იქნებ ასევე იყო სავლე?მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ უფლის სიტყვები ისეთIვე წმინდა იყავით, როგორც მამა თქვენი ზეციერია წმინდაო(მაპატიეთ არასწორი ციტირებისთვის)... მოდი შეკითხვასაც დავსცავ (სამწუხაროდ მე ტავად არასწორი მიმართულება ივეცი ამ თემას, მხოლოდ სავლეზე მინდოდა საუბარი, მაგრამ ავრიე) ავაზაკს, რომ არ ეღიარებინა უფალი ჯვარზე ის ცხონდებოდა? ისიც გავითვალისიწნოთ, რომ სიტყვები გულიდან მოდის, ავაზაკს სასწაულის შემდეგ უფალი არ უღიარებია, ანუ მისი გული მუდამ მზად იყო უფლის მისაღEბად.. ხო მიხვდით რასაც ვამბობ.. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Jan 5 2008, 03:05 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თემა რას ეძღვნება, უსაგნობას? საგანი სად არის?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jan 5 2008, 03:09 PM
პოსტი
#24
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა თემა რას ეძღვნება, უსაგნობას? საგანი სად არის? სკოლას, რომ დაამტავრებ მერე მიხვდები... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Jan 5 2008, 03:11 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სკოლას, რომ დაამტავრებ მერე მიხვდები... ჩემი სკოლა ხავსი არ არის ღმერთმანი... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jan 5 2008, 03:12 PM
პოსტი
#26
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა ჩემი სკოლა ხავსი არ არის ღმერთმანი... შენ სკოლაში პირდაპირ პროფესორები გამოდიან, ვამჩნევ... ისე, სულ ცოტა ზრილობასაც ასწავლიდნენ უკეთესია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 5 2008, 04:02 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა ავაზაკს, რომ არ ეღიარებინა უფალი ჯვარზე ის ცხონდებოდა? ჩემს აზრით ერთს ვიტყვი სიტყვით აღიარებას და ლოცვითი ფორმით უფლისთვის მიმართვას დიდი მნიშვნელო ჰქონდა ავაზაკისთვის. როგორც ნათქვამია რწმენა მკვდარია საქმის გარეშე და ასევე უძღები შვილის იგავი სადაც მამა მიუტევებს შვილს თავის დანაშაულს სანამ შვილი აღიარებს მიუხედავად ამისა შვილი მაინც აღიარებს თავის დანაშაულს მამის წინაშე და როგორც იგავის განმმარტებელმა აღნიშნა ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამოხატავდა დიდ სინანულს უძღები შვილსა.ამიტომ ვერ ვიტყვი კითხვაზე კი და ვერც არა.უბრალოდ ვიტყვი რომ სიტყვით აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. |
მხევალი ნინო |
Jan 5 2008, 06:00 PM
პოსტი
#28
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
solomony
ციტატა ერთს ვიტყვი სიტყვით აღიარებას და ლოცვითი ფორმით უფლისთვის მიმართვას დიდი მნიშვნელო ჰქონდა ავაზაკისთვის. როგორც ნათქვამია რწმენა მკვდარია საქმის გარეშე და ასევე უძღები შვილის იგავი სადაც მამა მიუტევებს შვილს თავის დანაშაულს სანამ შვილი აღიარებს მიუხედავად ამისა შვილი მაინც აღიარებს თავის დანაშაულს მამის წინაშე და როგორც იგავის განმმარტებელმა აღნიშნა ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამოხატავდა დიდ სინანულს უძღები შვილსა.ამიტომ ვერ ვიტყვი კითხვაზე კი და ვერც არა.უბრალოდ ვიტყვი რომ სიტყვით აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მადლობთ სოლომონ, თავდაპირველ თემას ავცდით, მაგრამ ისევ ჩემი ბრალით, რაღაც პარალელი მინდოდა და ნამეტანი გავაჭერი.. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
Jan 6 2008, 11:40 AM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ჩემს აზრით ერთს ვიტყვი სიტყვით აღიარებას და ლოცვითი ფორმით უფლისთვის მიმართვას დიდი მნიშვნელო ჰქონდა ავაზაკისთვის. როგორც ნათქვამია რწმენა მკვდარია საქმის გარეშე და ასევე უძღები შვილის იგავი სადაც მამა მიუტევებს შვილს თავის დანაშაულს სანამ შვილი აღიარებს მიუხედავად ამისა შვილი მაინც აღიარებს თავის დანაშაულს მამის წინაშე და როგორც იგავის განმმარტებელმა აღნიშნა ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამოხატავდა დიდ სინანულს უძღები შვილსა.ამიტომ ვერ ვიტყვი კითხვაზე კი და ვერც არა.უბრალოდ ვიტყვი რომ სიტყვით აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ნინიკო, ახლა მე გამიჩნდა კიტხვა სოლომონის ამ პოსტის მერე და ნება მომეცით დავსვა დავუშვათ, ის ავაზაკი ისე ცუდად იყო, რომ ლაპარაკი არ შEძლებოდა, მაგრამ გულში ეფიქრა ის, რაც მან მაცხოვარს სინამდვილეში სიტყვით უთხრა. რა , არ ცხობნდებოდა ? ანუ როგორც მას ქრისტემ მიმართა ასევე სიტყვით, ნუთუ ეს უთქმელად არ აღესრულებოდა? მე ვფიქრობ კი, რამდენადაც გულისთქმასაც აქვს მნიშვნელობა.... რა ვიცი აბა |
Genesis |
Jan 8 2008, 12:59 AM
პოსტი
#30
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მხევალი ნინო
კარგად შეგინიშნავს ნაკლებად განმიკითხეთ ხოლმე აწი... რაიცით რა ვარ ოხ.. ოხ.. ვინც არ იცის რა ვარ?! თემასთან დაკავშირებითაც გამაჩნია აზრი და დავწერ ცოტახანში ჯერ დავდზებნო სახარებაში ადგილები -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Genesis |
Jan 8 2008, 01:30 AM
პოსტი
#31
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ტაკს.
პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ 3 თავი: 1. რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? 2. ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი. 3. არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? 4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა. 5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. 6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? 7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? 8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს. 9. აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. 10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; 1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას? 2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. 3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? 4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას. 5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ. 6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? 7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? 8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? 9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ. 10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. 11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. --------------------------------------------------------------------------------- ამ მუხლებს ვინც კარგად ჩაუკვირდება, პავლე ძალიან კარგად გადმოსცემს ადამიანის უძლურებას... ჩაიდინოს სიკეთე ან ჩაიდინოს ბოროტება. რადგან ადამიანის ბოროტი საქმეებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ორწილი სიკეთის საწყისი და ადამიანის სიკეთე შეიძლება აღმოჩნდეს ორწილი ბოროტების საწყისი... ადამიანს მხოლოდ გააჩნია ნება: ბოროტი და კეთილი ხოლო მისი ჩადენის უნარი არ გააჩნია. რადგან იუდას ბოროტება იყო მსოფლიოდახსნისთვის ჩადებული ერთერთი ქვა, შესაბამისად ეს შეიძლება სიკეთედ ჩაითვალოს... (8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? ) მაგრამ აქ ამოსავალი წერტილია იუდას ნება... შეიძლება მისი საქმეები კაცობრიობისთვის სასიკეთოდ ჩაითვალოს, მაგრამ მისი ნება იყო მაგ შემთხვევაში ბოროტი... გავიხსენოთ დამსხვრეული ალებასტრონი: მოწაფეების შეხედულებით და ზოგადად ლოგიკური შეხედულებით, ფული გაანიავა. მატერიალური სახსრები კიდევ სიკეთის საკეთებლად მნიშვნელოვანი ელემენტია . ანუ ცუდი რამ ჩაიდინა, არადა მისი ნება დაფასდა. შესაბამისად როგორც პავლე წერს, არავინაა მართალი და არც ვინმეს ძალუძს რამე მართლის გაკეთება, ეს ღმერთის კომპეტენციაა. მთავარია რა ნება გააჩნია ადამიანს. შესაბამისად თუ ადამიანის გულისნადებს ვერვკითხულობთ (50%) მაშინ მის გაკეთებულ საქმეზე ჩვენი შეფასება შეიძლება ისეთივე ზედმეტი აღმოჩნდეს როგორიც მოწაფეების შეფასება აღმოჩნდა ზედმეტი ალებასტრონის ნელსაცხებელზე... და ნუკი ესწრაფვის ვინმე ამტკიცოს როგორია ღმერთის ნება ამათუიმ საქმეზე 10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
თათარაშვილი |
Jan 10 2008, 11:26 AM
პოსტი
#32
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს აი მშვენიერი პატერიკია პარალელის გასავლებად: თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო. ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე. - მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის! იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა: - ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან. იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა. - რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია. იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი? ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება. - არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან. - არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას. - იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება. თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს. იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს. ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა. ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობეს საკუთარ ცოდვებს“. |
soso5 |
Apr 24 2009, 07:55 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 |
[quote name='მხევალი ნინო' date='Jan 4 2008, 02:01 PM' post='235320']
KAIROS ზუსტად ეს არის განსამარტებელი... რა გული, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა? შეიძლება დევნო , დახოცო და უანგარო იყო ამასთან? განმარტეთ მეთქი ! : გამარჯობა ნინო. საინტერესო თემაა ძალიან რაზეც თქვენ შორის მიდის საუბარი. უფალს ბევრზე ბევრი საკვირველი საქმენი უქმნია და ეხლაც აკეთებს. იმ მომენტში რათქმაუნდა უანგარო ვერ იქნებოდა სავლე როდესაც ქრისტიანებს დევნიდა და აწამებდა ,მაგრამ დაუშვა უფალმა და როდესაც ქრისტიანების მორიგი წამებისთვის მიემართებოდა,ასევთქვათ თვით უფალი გამოეცხადა,უფრო სწორედ ზეციდან ხმა ესმა .რატომ მდევნი მე სავლეო.და ამის მერე მოხდა მადლის გადმოსვლა და სავლეს გონების განათება.და უფალმა ქრისტიანების მდევნელი მათ მოძღრად გადააქცია. ეხლაც ამ საუკუნეში რამდენი ათეისტი გაეკლესიურდა,რამდენი ქურდული ტრადიციების მატარებელი მოექცა და ბევრი ბერიც კი გახდა.ასე რომ საკვირველნი არიან უფლის საქმენი ჩემო კარგო ჩვენი გონება ყველაფერს ვერ ჩაწვდება. ღმერთმა გაგაძლიეროთ. |
marine |
Jan 20 2018, 09:13 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
+
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი