თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ საპატრიარქოს უნივერსიტეტი

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 1 2008, 06:11 PM

იხსნება ახალი უნივერსიტეტი -
"საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი"

უნივერსიტეტი იქნება საერო - ე.ი ძირითადად ფუნდამენტური მეცნიერებები და მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ახალ ტექნოლოგიებს
შენობა თითქმის მზადაა, მაგრამ ჯერ ლიცენზიისა და აკრედიტაციის საკითხებია გადასაწყვეტი
სტუდენტების მიღება ალბათ გაისიდან, თუმცა (იმედია) წელსვე გაიხსნება მოსამზადებელი განყოფილება სკოლის მოსწავლეთათვის და სასწავლო კომპიუტერული ცენტრი

დაწყებულია წინასწარი სამუშაოები http://www.sangu.ge (Saint Andrew Georgian University)
მოხარული ვიქნებით თუ ითანამშრომლებთ

ამან შეიძლება დაგაინტერესოთ - საღმრთო წიგნი საძიებლით
http://www.sangu.ge/religion/pmb

სხვა ნებისმიერი პროექტიც ღიაა, გუნდების შედგენა მალე დაიწყება, თუ პროექტებში მონაწილეობის სურვილი გექნებათ შემეხმიანეთ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 1 2008, 06:44 PM

გიაშერ

წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს!

მე ვიცოდი, რომ შემოდგომას უკვე უნდა გახსნილიყო... ლიცენზიასთან დაკავშირებით რაიმე შეფერხებაა??

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 1 2008, 06:51 PM

ციტატა
მე ვიცოდი, რომ შემოდგომას უკვე უნდა გახსნილიყო...
შემოდგომა ახლა დაიწყო smile.gif. დაგეგმილია 1-2 კვირაში

ციტატა
ლიცენზიასთან დაკავშირებით რაიმე შეფერხებაა??
არა მგონია, ყველა დოკუმენტი (გამართული და) წარდგენილია - პასუხს ველოდებით.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 1 2008, 07:23 PM

ციტატა(გიაშერ @ Oct 1 2008, 04:51 PM) *

შემოდგომა ახლა დაიწყო smile.gif. დაგეგმილია 1-2 კვირაში

სწორი შენიშვნაა. ალბათ ამ ქვეყნის დიდხნიანმა წვიამიანმა ამინდებმა და შემოდგომის განწყობამ დამაპოსტინა biggrin.gif

ციტატა
არა მგონია, ყველა დოკუმენტი (გამართული და) წარდგენილია - პასუხს ველოდებით.


მჯერა რომ პასუხით ყველა გავიხარებთ.
რამოდენიმე ადამიანს ძალიან ვაფასებ, მაგ უნივერსიტეტისათვის რომ იღწვიან. smile.gif

პოსტის ავტორი: გუდმუნდი თარიღი: Oct 1 2008, 08:30 PM

ძალიან კარგი. და სასწავლებელი ფასიანი იქნება?

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 1 2008, 09:28 PM

საერო სასწავლებელი - მიღების იგივე წესებით რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებშია (მგონი ასეა - ზუსტად არ ვიცი)

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 1 2008, 09:45 PM

ვერაფერი გავუგე მაგ საიტსsad.gif

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 1 2008, 09:53 PM

mogzaura
იქნებ აქედან უფრო გაგიადვილდეს
http://www.sangu.ge/portal
საიტების დიდი ნაწილი სულ თოთოა - თითქმის "ჩანასახები"

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 1 2008, 10:03 PM

რა ფაკულტეტები იქნება ნეტა?

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 1 2008, 10:08 PM

subterranean
ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია... საბუნებისმეტყველოები ნამდვილად ვიცი
სხვები - ის ვიცი, რომ რაღაც საინტერესოები მზადდება

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 2 2008, 10:10 AM

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ძალიან მიხარია smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 2 2008, 10:35 AM

თუ იქნება რეალური სწავლება ძალიან მაგრა გამიხარდება smile.gif

es baTumSi araa? smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2008, 11:28 AM

subterranean

ციტატა
რა ფაკულტეტები იქნება ნეტა?

იურიდიული რომ იქნება ვიცი.... tongue.gif

ერთ-ერთი საგნის ლექტორიც e025.gif

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Oct 2 2008, 11:35 AM

მივესალმები რელიგიაში აღზრდილ ერს.
,,ქართველნო ერთად ღვთისაკენ"

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Oct 2 2008, 08:58 PM

ახლა ვნახე საიტი და საკმაოდ კარგი პროექტი ჩანს, ვინ ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 24 2009, 02:56 PM

უნივერსიტეტში უფასო წავლაა, მაგისტრატურის ჩათვლით, სახელმწიფომ მხოლოდ ისტორიის ფაკულტეტის გახსნის უფლება მისცა ჯერ, ასევე მოსწავლეებისთვის არის მოსამზადებელი კურსებიც

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 24 2009, 03:02 PM

მებაღეობის ფაკულტეტი რომელ სასწავლებელსა აქვს?
შეიძლება სწორად არ ვასახელებდე ამ ფაკულტეტს თუ საგანს.
ძალიან მნიშვნლოვანია ეს საგანი ჩემი აზრით smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2010, 01:49 PM

მომწონს მე ეს უნივერსიტეტი smile.gif

მიღება როდის აქვთ მაგისტრატურაზე, ვერ გავიგე რა sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 17 2010, 06:12 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 17 2010, 01:49 PM) *

მომწონს მე ეს უნივერსიტეტი smile.gif

მიღება როდის აქვთ მაგისტრატურაზე, ვერ გავიგე რა sad.gif

მაგარი გურჯისტანი გაუშვეს მანდაც...

რექტორი, ვინც ფაქტიურად სათავეში ჩაუდგა თავიდანვე უნივერსიტეტს, იყო პარმენ მარგველაშვილი. ამას წინათ გაანთავისუფლეს და გაუშვეს.

მე არავის ვურჩევდი მანდ ჩაბარებას. არადა თავიდან მაგრად მომეწონა, მაგრამ როგორც გვჩვევია ხოლმე - დაიწყეს კარგად და ბოლოს ჩასვარეს ყელაფერი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2010, 07:27 PM

კანუდოსელი
ა, პარმენ მარგველაშვილი გაუშვეს? ohmy.gif

რას ერჩოდნენ... მაგათ საიტზე არაფერი წერია მსგავსი sad.gif

კაი, და კანუდოს, ხო იცი მე მანდ მარტო არქეოლოგია მინდა, მანდაც სხლავენ? laugh.gif

დამრჩა აბა მარტო ილიაუნი, აკადემია და თეატრალური... რა არის უ, ნორმალური უნივერსიტეტი მინდა, მინდა!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 17 2010, 09:06 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 17 2010, 07:27 PM) *

კანუდოსელი
ა, პარმენ მარგველაშვილი გაუშვეს? ohmy.gif

რას ერჩოდნენ... მაგათ საიტზე არაფერი წერია მსგავსი sad.gif

კაი, და კანუდოს, ხო იცი მე მანდ მარტო არქეოლოგია მინდა, მანდაც სხლავენ? laugh.gif

დამრჩა აბა მარტო ილიაუნი, აკადემია და თეატრალური... რა არის უ, ნორმალური უნივერსიტეტი მინდა, მინდა!


საიტზე არ ვიცი რა არის, პარმენი მანდ აღარაა...ჯერ მივიდნენ უთხრეს - რექტორი აღარა ხარ მაგრამ საბუმებისმეტყველო სპეციალობა მთლიანად შენი კურირების სფერო იქნებაო და მერე როგორც ჩანს მაგ სფეროშიც ვიღაც გამოუძებნეს (ეს უკვე არ ვიცი კონკრეტულად რა მოხდა) და პარმენი წამოვიდა.

არქეოლოგიის არაფერი გამეგება...ზოგადად მაგ უნივერსიტეტში - რადგან ასეთი უცნაური კარუსელი დაატრიალეს (ჯერ პარმენის მაგივრად დანიშნეს ზვიადაძე, მერე ისიც გაუშვეს და ვიღაც სხვა მოიყვანეს) - სანდოობის ფაქტორი ძალზედ მცირეა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 17 2010, 10:26 PM

ვნახავ მალე მაგ უნივერსიტეტში კომუნიზმის გადმონაშთ ლექტორებსაც... ძალიან მაინტერესებს, ვის აჰკიდებენ ეკლესიის ისტორიას, ამ საგანში დოქტორი არავინაა, ვინც შესთავაზა, დოქტორი არ ხარო...მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ისტორიაში ხომაა და არიქა, ნახავენ ვინმეს...

მოკლედ რა...

როგორც ტიციანი ამბობდა: ''ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია'' biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 17 2010, 10:53 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 17 2010, 10:26 PM) *

ვნახავ მალე მაგ უნივერსიტეტში კომუნიზმის გადმონაშთ ლექტორებსაც... ძალიან მაინტერესებს, ვის აჰკიდებენ ეკლესიის ისტორიას, ამ საგანში დოქტორი არავინაა, ვინც შესთავაზა, დოქტორი არ ხარო...მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ისტორიაში ხომაა და არიქა, ნახავენ ვინმეს...

მოკლედ რა...

როგორც ტიციანი ამბობდა: ''ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია'' biggrin.gif

ეგ საერთოდ იდიოტური მიდგომაა და ჩანს რომ საერტოდ აზზე არ არიან არაფრის

იმან, ვინც შესთავაზა მალე დოქტორი გახდება და ეს დასავლურ პრაქტიკაში მიღებული ფორმაა და ასე ხდება:
მაგალითად არსებობს ე.წ. პოსტ დოქტორალ პოზიცია, რაც გულისხმობს იმას რომ ადამიანი იღებს პოზიციას სადოქტოროს დაცვის შემდეგ. მაგრამ პოზიციის მიღება ხდება მაშინაც, თუ ჯერ არ დაგიცავს, მაგრამ მალე დაიცავ.

რა უნდა უთხრა ამათ? ეს ხომ მეიდ ინ გურჯისტან პონტია და მით უმეტეს ეკლესიის ეგიდით...სრული ჩავარდნაა...ერტი იმედი მქონდა რომ სასულიერო აკადემიის დონე ამ უნივერსიტეტით ამოქაჩულიყო...ეგ ვარიანტიც ჩავარდა...მაგათ არაფერი არ უნდათ და ამიტომ არც არაფერი ეშველებათ უახლოეს მომავალში

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 17 2010, 11:03 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Aug 17 2010, 10:53 PM) *

ეგ საერთოდ იდიოტური მიდგომაა და ჩანს რომ საერტოდ აზზე არ არიან არაფრის

იმან, ვინც შესთავაზა მალე დოქტორი გახდება და ეს დასავლურ პრაქტიკაში მიღებული ფორმაა და ასე ხდება:
მაგალითად არსებობს ე.წ. პოსტ დოქტორალ პოზიცია, რაც გულისხმობს იმას რომ ადამიანი იღებს პოზიციას სადოქტოროს დაცვის შემდეგ. მაგრამ პოზიციის მიღება ხდება მაშინაც, თუ ჯერ არ დაგიცავს, მაგრამ მალე დაიცავ.

რა უნდა უთხრა ამათ? ეს ხომ მეიდ ინ გურჯისტან პონტია და მით უმეტეს ეკლესიის ეგიდით...სრული ჩავარდნაა...ერტი იმედი მქონდა რომ სასულიერო აკადემიის დონე ამ უნივერსიტეტით ამოქაჩულიყო...ეგ ვარიანტიც ჩავარდა...მაგათ არაფერი არ უნდათ და ამიტომ არც არაფერი ეშველებათ უახლოეს მომავალში

რაც თსუ-დან კომუნისტები გამოყარეს, მანდ შეყრიან ყველას

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 17 2010, 11:11 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 17 2010, 11:03 PM) *

რაც თსუ-დან კომუნისტები გამოყარეს, მანდ შეყრიან ყველას

დიდად ბევრი არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ როგორც გამოყარეს - ეს სიმპტომატურია და ნიშნავს ამათ მიდგომას განათლების სისტემის მიმართ
უნივერსიტეტიდან არავინ არ უნდა გამოყარო კარების ჩარაზვით, პანჩურის ამოკვრით და დედის გინებით - ეს უპირობოა

პ.ს.
თანაც, კომუნისტები არაფერ შუაშია.
უამრავი მაგ კომუნისტის აღზრდილი დღეს უცხოეთშია...მაინტერესებს ახლების აღზრდილების დონე...
ფიზიკის ფაკულტეტზე მებონიას დეკანობა მირჩევნია, პროფესია "მამა "-ს თარეშს


პ.პ.ს.
აბა გამოიცანი ვინაა პროფესია "მამა" biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Aug 18 2010, 01:49 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 17 2010, 08:27 PM) *

კანუდოსელი
ა, პარმენ მარგველაშვილი გაუშვეს? ohmy.gif

რას ერჩოდნენ... მაგათ საიტზე არაფერი წერია მსგავსი sad.gif



გაფლანგვას აბრალებდნენ, რაც სულ არ მიკვირს.


ციტატა(ქევანა @ Aug 17 2010, 08:27 PM) *

კაი, და კანუდოს, ხო იცი მე მანდ მარტო არქეოლოგია მინდა, მანდაც სხლავენ? laugh.gif

დამრჩა აბა მარტო ილიაუნი, აკადემია და თეატრალური... რა არის უ, ნორმალური უნივერსიტეტი მინდა, მინდა!


გააჩნია რისი არქეოლოგია გინდა?! მაგ შემთხვევაში უნივერსიტეტის ძიებას ჯობს სპეციალისტი ეძებო და კარგ სპეციალისტს თუ იპოვი ვინც შენ სამაგისტროს კარგად გაგაკეთებინებს და გვერდში ამოგიდგება იმ უნივერსიტეტშიც უნდა მიხვიდე.
და საეტოდ უნივერსიტეტის ხარისხი მარტო მის პრესტიჟულობაში ან სიძველეში კი არ იზომება არამედ იმაში თუ ვინ ასწავლის ასე, რომ შენ შენი დარგის საჭირო სპეციალისტი ეძებე და არა ''კარგი'' უნივერსიტეტი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 18 2010, 02:01 PM

ციტატა(sable @ Aug 18 2010, 01:49 PM) *

გაფლანგვას აბრალებდნენ, რაც სულ არ მიკვირს.

მე არ ვიცი რას აბრალებენ, მაგრამ ვინც იცნობს ამ ადამიანს, მისი კრიმინალი ისეთივე აბსურდად მოეჩვენება ვინმეს, როგორც ჩემი დალაგებულობა laugh.gif



ციტატა
არგ სპეციალისტს თუ იპოვი ვინც შენ სამაგისტროს კარგად გაგაკეთებინებს და გვერდში ამოგიდგება იმ უნივერსიტეტშიც უნდა მიხვიდე

გეთანხმები

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Aug 18 2010, 02:18 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Aug 18 2010, 03:01 PM) *

მე არ ვიცი რას აბრალებენ, მაგრამ ვინც იცნობს ამ ადამიანს, მისი კრიმინალი ისეთივე აბსურდად მოეჩვენება ვინმეს, როგორც ჩემი დალაგებულობა laugh.gif



კარგად მართლა არ ვიცნობ მაგრამ ჩემი როინ მეტრეველის დიდი პატივისცემის მიუხედავად მისი კადრებზე თსუ-ში (ადმინისტრაციულზე მაქვს საუბარი ნუ ყველაზე შეიძლება არა) კარგი ხმები არასდროს არ დადიოდა და პარმენის ამბავიც მაგიტომ არ მიკვირს. smile.gif
გაფლანგვას რომ აბრალებდნენ ეგ ნამდვილად ვიცი ნუ ახლა ეგ რეალობაა თუ შიდა კლანური კონფლიქტის შედეგია ეგ ზუსტად არ ვიცი, ხო კიდევ ჰუმანიტარული პროფილი ძალიან ჩავარდნილიაო მაგაზეც იყო საუბარი, კიდევ იქ რაღაც ჭორი იყო თითქოს გოგოების ჩაცმულობა არ აკონტროლებდნენო თუ რაღაც მაგრამ ეგ უფრო ჭორი მგონია.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 18 2010, 07:31 PM

კანუდოსელი
ხვალ მინდა ილიუნიში გასვლა; დამხვდებიან, თუ ისვენებენ ფერისცვალებას? biggrin.gif

sable
ვერ დაგეთანხმები smile.gif
უნივერსიტეტში მე ვეძებ ბაზას და არა კონკრეტულ სპეციალისტს
თორემ ვიცნობ ჩემი პროფესიის გარკვეულ სპეციალისტებს, მაგრამ უნივერსიტეტის გარეშე, კარგი რა....
უცხოეთში არ ვართ გენც, ეს საქართველოა smile.gif

გარდა ამისა, სამაგისტრო ნაშრომის დაწერას ჩემითაც კარგად შევძლებ, ნაშრომის წერის გამოცდილება მაქვს, მიუხედავად იმისა რომ არ დამიცვია საბაკალავრო ხარისხისათვის თემა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2010, 07:37 PM

sable
გაფლანგვას? biggrin.gif

ნუ პარმენის რექტორობა მესმის, როინის პრორექტორობის გამო გეეჭვება, ნუ, გავანებოთ ამას თავი.


ანდრიაძეს რა უნდა უნივერსიტეტში, ინვესტიციები უნდა მოიზიდოს, თუ დოქტორის ხარისხი აქვს და ლექციები უნდა წაიკითხოს?


ქევანა, არქეოლოგია გაინტერესებს? ვახტანგ ლიჩელს მიმართეsmile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 18 2010, 07:39 PM

თამარი_ცქნაფო
ეგ სახელი და გვარი პირველად მესმის user.gif

პ.ს. გუგული დეიდა დამეხმარა.. თესეუს უნივერსიტეტთან დაკავშირებით ამომიგდო.. ქხმ.. დიდი ბოდიში, თესეუში მე შანსი არ მაქვს, გრანტს ვერ ავიღებ :დ

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 18 2010, 08:08 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 18 2010, 07:31 PM) *

ხვალ მინდა ილიუნიში გასვლა; დამხვდებიან, თუ ისვენებენ ფერისცვალებას? biggrin.gif

მე რაც წამოვედი თბილისიდან სულ გამოვეთიშე მანდაურ ამბებს...ნამდვილად არ ვიცი...

პ.ს.
საბლეს დაუჯერე...ბაზაში ტქნიკურ აღჭურვილობას თუ გულისხმობ, ეგ პრობლემა ყველგან ერთნაირადაა, ხოლო საქმე კეთდება იქ, სადაც სპეციალისტია კონკრეტული. მოძებნე საქმის მცოდნე, წესით ყველას უდევს სი-ვი ონლაინ, ნახე თუ ქვეყნდება უცხოეთში და მიაქიე ყურადღება ერთ გარემოებას: კონფერენციებში მონაწილეობა თავის თავად კარგია, და თუ საკონფერენციო მასალებში არის მისი სტატიები, მაგრამ აუცილებელია რომ სპეციალისტი აქვეყნებდეს სტატიებს სპეციალიზირებულ ჟურნალებში. ამას მიაქციე ყურადღება.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Aug 19 2010, 01:09 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 18 2010, 08:31 PM) *

sable
ვერ დაგეთანხმები smile.gif
უნივერსიტეტში მე ვეძებ ბაზას და არა კონკრეტულ სპეციალისტს
თორემ ვიცნობ ჩემი პროფესიის გარკვეულ სპეციალისტებს, მაგრამ უნივერსიტეტის გარეშე, კარგი რა....
უცხოეთში არ ვართ გენც, ეს საქართველოა smile.gif

გარდა ამისა, სამაგისტრო ნაშრომის დაწერას ჩემითაც კარგად შევძლებ, ნაშრომის წერის გამოცდილება მაქვს, მიუხედავად იმისა რომ არ დამიცვია საბაკალავრო ხარისხისათვის თემა.


ბაზაში რას გულისხმობ? შენ ხომ ფიზიკის სპეციალობით ან ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით ხომ არ მიდიხარ ახლა საერტაშორისო დონის ლაბორატორიები, რომ მოითხოვო, გინდა არქეოლოგია, ხოლო არქეოლოგიას სჭირდება თეორიის ცოდნა პლიუს ისტორია და საველე სამუშაოებზე გასვლა, ხოლო საქართველოში ვინც კარგი არქეოლოგია მას შესაბამისი თეორიული ცოდნაც გააჩნია და საველე სამუშაოებსაც აწარმოებს საკუთარ ჯგუფთან ერთად,სადაც შენც შეძლებ მონაწილეობის მირებას, შენ მთავარია განსაზღვრე არეოლოგიის რომელი მიმართულება გაინტერესებს ძველი ქვის და ბრინჯაო/რკინის,ელინისტური ეპოქის, შუა საუკუნეების თუ რავიცი კიდე რაც არის.
ასე მაგალითად ბრინჯაო/რკინის,ელინისტური ეპოქის, არქეოლოგია თუ გინდა გირჩიეს უკვე ლიჩელი თსუ-ში მართლა კარგი სპეციალისტია მრავალ ექსპედიციას ხელმძღვანელეობს საერტაშოეისო კონტაქტებიც ააქვს და კარგი პიროვნებაცაა, მასთან აჯობებს მუშაობა ქვის ხანაზე ალბათ უფრო დ. ლორთქიფანიძესთან და ასე შემდეგ.

პს არქეოლოგიაში რომ დაწერ საბაკალავროს იქ მასალები დაგჭირდება და ახალი მასალების გაცნობა მხოლოდ ველზე თუ შეგეძლება სხვა შემთხვევაში თავტალოგია გამოგივა biggrin.gif



ციტატა(ქევანა @ Aug 18 2010, 08:39 PM) *

თამარი_ცქნაფო
ეგ სახელი და გვარი პირველად მესმის user.gif

პ.ს. გუგული დეიდა დამეხმარა.. თესეუს უნივერსიტეტთან დაკავშირებით ამომიგდო.. ქხმ.. დიდი ბოდიში, თესეუში მე შანსი არ მაქვს, გრანტს ვერ ავიღებ :დ


კი თსუ-შია აწ უკვე სრული პროფესორი.

გადასახადი ყველგან ერთია სცადე შენი რა მიდის.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 19 2010, 04:16 PM

sable

ციტატა
ხოლო არქეოლოგიას სჭირდება თეორიის ცოდნა პლიუს ისტორია და საველე სამუშაოებზე გასვლა,


კი ჩემო საბლე, ეგრეა, საველე სამუშაოებზე კი ყველგან არ გაყავთ (პრინციპში მაგასაც ბაზაში ვგულისხმობ, აღჭურვილობა და პრაქტიკა +თეორია)
ვიცი მე რაოდენ ძნელია პრაქტიკის გავლა ზოგადად უნივესტიტეტში

ხოდა, მადლობა რჩევისთვის ხალხს biggrin.gif
მაგრამ ვიცი რაც მინდა 2kiss.gif
ნება მომეცით მე გადავწყვიტო ჩემი ცხოვრება
თან მარტო არქოლოგიაც არ მაინტერესებს, უბრალოდ მომართული ვარ სიძველეებისკენ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 6 2013, 10:10 PM

გაგიკვირდებათ და საბლე მართალი აღმოჩნდა laugh.gif

ქედს ვიხრი მისი გამოცდილების წინაშე


საბოლოოდ მივედი იქ, სადაც სპეციალისტი მეგულებოდა smile.gif))

ჯერ გეპეიში, ნანა ხაზარაძესთან (მაგისტრატურაზე)

ახლა თსუ-ში, ირინე ტატიშვილთან და ლევან გორდეზიანთან happy.gif (დოქტორანტურაზე)


გაუმარჯოს ჭკვიან ხალხს laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2013, 11:24 PM

ქევანა
,,აღიარებითი ჩვენებაა''?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 7 2013, 01:04 PM

მაინც ვერ გავიგე გაიხნა ეს ინსტიტუტი? თუ არა? მღვდლებს უშვებს თუ რაიმე სპეციალოვის ხალხს?
სამღვდელო ინსტიტუტი ხომ აკადემიაც არის ?!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 7 2013, 06:16 PM

A.V.M
კი :დდ

sergi_glaxa

ციტატა
მღვდლებს უშვებს თუ რაიმე სპეციალოვის ხალხს?

არ უშვებს მღვდლებს :დდდდ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 8 2013, 12:17 AM

sergi_glaxa

ციტატა
მაინც ვერ გავიგე გაიხნა ეს ინსტიტუტი? თუ არა? მღვდლებს უშვებს თუ რაიმე სპეციალოვის ხალხს?
სამღვდელო ინსტიტუტი ხომ აკადემიაც არის ?!

მღვდლებთან არანაირი შეხება აქვს...
არსებობს სასულიერო სემინარია-აკდემია-(უკვე დოქტურანტურაც) რომელიც უშუალოდ სასულიერო პირების და ღვთისმეყველ მეცნიერთა ჩამოყალიბებისთვს ზრუნავს.

აღნიშნულ სასწავლებელში კი ჩვეულებივ ჰმანიტარულ მეცნიერება , ტექნიკურ და.ა.შ. სპეციალისტები ყალიბდებიან . უბრალოდ საპატრიარქომ დაარსა , სტუდენტებს სწავლის გარკვეულ ნაწილს თვითონ უფარავს ა.ა.შ.

პოსტის ავტორი: unknown lady თარიღი: Mar 25 2013, 10:02 PM

2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს.

ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში.

მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის)

აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ.

საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს.
სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს.
რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია.

პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 26 2013, 02:20 AM

unknown lady
http://church.ge/index.php?showtopic=9842&st=0&gopid=729330&#entry729330

ამ თემაში გეატიჟები პატივისცემით , როცა მოიცლი...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)