IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

88 გვერდი V « < 86 87 88  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 14 2017, 12:20 PM
პოსტი #1741


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეზილობაზე".

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 12:40 PM
პოსტი #1742


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირმა მატოიმ დაითმინა ქალწულობა არა მარტო ხორცით, არამედ ყურით და თვალით და, რა თქმა უნდა, სულით".


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 12:58 PM
პოსტი #1743


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერის მოვალეობა სულიწმინდის ჭურჭლად ქცევაა".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 09:52 PM
პოსტი #1744


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური ჯვრის ტარებაც მხოლოდ პიროვნული ღვაწლი კი არ არის საკუთარი თავის გადასარჩენად, არამედ, ქრისტეს ჯვარცმასავით, არის სრულად ეკლესიის ღვაწლი - მონაწილეობა მსოფლიოს გადარჩენაში."

"აღკვეცისას ადამიანი დებს აღთქმას, რომ არასდროს განეშორება მონასტერს. შესაძლოა, ეს ეხებოდეს ფიზიკურ განშორებასაც, მაგრამ ამაში დევს უფრო ღრმა აზრი. საუბარია იმაზე, რომ ადამიანს არ შეუძლია გახდეს მონაზონი, ვერ განმტკიცდება სულიერად, თუ არ ესმის, რომ მან ღმერთი აქ თუ ვერ იპოვა, სხვაგანაც ვერ იპოვის, რადგან ღმერთი აქ ან იქ კი არ არის, არამედ ყოველი ადამიანის სულის სიღრმეშია. ცოცხალ შეხვედრას ღმერთთან კი ადამიანი ლოცვით, ღვაწლით, მარხვით აღწევს. პირველი პირობა, რაც ბერმონაზვნის წინაშე დგება, არის სიმტკიცე."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 10:10 PM
პოსტი #1745


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად პავლე. იქვე ცხოვრობდა მისი და, რომლის ქმარიც წარმართი იყო. პავლეს საკმაოდ დიდი ქონება ჰქონდა და სიძემ მის ხელში ჩასაგდებად ცოლისძმის დასმენა განიზრახა. საბედნიეროდ, პავლემ მისი განზრახვა ადრევე შეიტყო და თავის გადასარჩენად თებაიდის ქვიშიანი და უკაცრიელი უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა. უდაბნოში ღრმად შესულმა კლდეში გამოქვაბული იპოვა, რომლის მახლობლად ანკარა წყარო მორაკრაკებდა და ნაყოფის მომცემი პალმა ხარობდა. ეს იყო ნამდვილი ოაზისი, რომელიც უფალმა მის აღმსარებელს სიცოცხლის შესანარჩუნებლად უბოძა.

პავლემ თავშესაფარი არც მაშინ მიატოვა, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა. მან შეიყვარა განმარტოებული, სოფლის ამაო საზრუნავთაგან თავისუფალი, უშფოთველი ცხოვრება და ერში დაბრუნება აღარ მოისურვა. სასმელად წყაროს წყალი ჰქონდა, საზრდოდ - პალმის ნაყოფი, სამოსელს პალმის ფოთლებისგან იკერავდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ასე იცოცხლა მან 91 წელი უკაცრიელ უდაბნოში. პავლე თებაიდელი (ამ ზედწოდებით შევიდა იგი ეკლესიის ისტორიაში) პირველ მეუდაბნოე მამად ითვლება."


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:57 AM
პოსტი #1746


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალწულებრივი ცხოვრება ამაღებულია, რადგან ადამიანი თავს უყოყმანოდ და ერთიანად გადადებს, რათა სათნო ეყოს ღმერთს და დროთა განმავლობაში საღვთო ღვაწლით უფალს მიმსგავსებული, სულითა და ხორცით განიწმინდოს, ხელახლა იშვას, ქრისტეს ერთგული ახალი ადამიანი გახდეს, რომელსაც ქრისტესმიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებები ექნება, როგორც შვილებს აქვთ მშობლების ნაკვთები, რაც მათ კანონიერ შვილობაზე მიუთითებს."

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

"ჩემთვის ულამაზესი მონასტერი ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერების [აღკვეცის] თანამონაწილე გახდა."



"მამა ვასილს [ფირცხალავა] ჩოხა უკურთხა მაღალღირსმა იღუმენმა გიორგიმ".

"მამა ვასილი [ფირცხალავა] ამბობდა: ბერი ცოდვაში ურჩობისა და მოუნანიებელი ცოდვების გამო ვარდებაო. ბერისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა მრუშობაა. მასთან შედარებით სხვა ცოდვა ადვილი ჩამოსაშორებელი მტვერია. ყველაზე ხშირად ბერს სასოწარკვეთილებაში მრუშობის ცოდვა აგდებსო."


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:38 PM
პოსტი #1747


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამდენად უაღრესია ქალწულების მადლი და როგორ აღემატება ქრისტესთან სულიერი ქორწინების საიდუმლო ხორციელ ქორწინებას! და ეს იმიტომ, რომ სიძე ზეციური უბიწო, მარადიული ღმერთია!"

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:17 AM
პოსტი #1748


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორჩილების მაგალითი სულიერ შვილებს წინამძღვარმა უნდა უჩვენოს. მონასტრის წინამძღვარი თავისი სულიერი მოძღვრის ან ეპარქიის მღვდელმთავრის მორჩილებაში უნდა იყოს. მე თუ ურჩობა გამოვავლინე, რასაკვირველია, ჩემი სულიერი შვილებიც ურჩობას ისწავლიან და... ხომ გაგიგონიათ - აირია მონასტერიო."

/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:35 AM
პოსტი #1749


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- როგორია აღკვეცის რიტუალი?

- თავდაპირველად აღსაკვეცს ეკითხებიან: "რისთვის მოსულხარ?" იგი პასუხობს: "მსურს განშორება". კვლავ ეკითხებიან: "ნებითა შენითა მოხვალა?" პირველ კითხვაზე აღსაკვეცი პასუხობს, რომ თავისი ნებით არის მოსული ("ჰე, პატიოსანო მამაო!"), ხოლო დანარჩენ კითხვებზე: "დაადგრებია მონასტერსა შინა განუშორებლად?" - და ა.შ. პასუხობს, "ჰე, ღვთისა ძალითაო". ეს იმას ნიშნავს, რომ აღსაკვეცის ერთადერთი და უკანასკნელი სურვილი მონაზვნობაა, ხოლო ამიერიდან იგი ყველაფერს გააკეთებს ღვთის ძალითა და ნებით, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალით უძლურია.

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:47 AM
პოსტი #1750


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ეფრემის [კატუნაკელი] დედა, მარიამი, ძალზე მოწყალე და ღრმად სულიერი ადამიანი იყო. შვილიშვილებს ხშირად ესმოდათ, როგორ ევედრებოდა ჩურჩულით ღვთისმშობელს: "ყოვლადწმინდაო დედოფალო, ცოდვილი დედაკაცი ვარ, მაგრამ გთხოვ, შემეწიე, მონაზონი გავხდეო".

ქალი გულით ავადმყოფი იყო. მომაკვდავი ჰოსპიტალში მიიყვანეს. მამა ეფრემმა, ეს ამბავი რომ შეიტყო, სამონაზვნო ტანსაცმელი გაუგზავნა და ახლობლებს სთხოვა, მონაზვნად აღეკვეცათ, რადგან ჰოსპიტლიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა.
მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მარიამს სახე უბრწყინავდა, რაღაცას ჩურჩულებდა და ზეცისკენ იყურებოდა. "რას ამბობდი, დედიკო? რას ხედავდი?" - ჰკითხა ქალიშვილმა. "რა გითხრა, შვილო, იქ ისეთი სილამაზეა! ეჰ, რას ვხედავდი და სად ვარო", - უპასუხა დედამ. ეგონათ, გამოკეთდებოდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ, ვნების პარასკევს, გარდაიცვალა. როცა საერო ტანსაცმელი გახადეს და მონაზვნის შესამოსელი ჩააცვეს, გარდაცვლილის სხეულს კეთილსურნელება აუვიდა, წესის აგებისას კი მირონით დაიცვარა. ვინც კი ცხედარს შეეხო, სამოსელი ნელსურნელებით გაეჟღინთა. დაკრძალვისას ნეშტი ისეთ კეთილსურნელებას აფრქვევდა, თითქოს ყვავილებით შემკული გარდამოხსნააო.

"ეს რომ მიამბეს, - ამბობდა მამა ეფრემი, - თითქოს შემშურდა კიდეც და ვაღიარებ ამ ცოდვას. უბრალო ქალმა, სოფლელმა, უსწავლელმა, რა სიმაღლეს მიაღწია! ათონზე კი წლობით ვიღვწით, რომ ასეთ სიმაღლეს მივაღწიოთ. მისთვის რომ ვლოცულობდი, კი არ გავცემდი, პირიქით, სიხარულით ვივსებოდი; ხილვასავით მქონდა: მივიდა დედაჩემი ქრისტესთან; "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მარიამ", - უთხრა უფალმა... ხშირად ვხედავდი, თითქოს დედაჩემი მამა იოსები (მღვიმელი, მისი მოძღვარი) იყო, მამა იოსები კი - დედაჩემი, ვხედავდი, რომ მათ ერთნაირი სულიერი მდგომარეობა ჰქონდათ. ღვთისაგან მეუწყა, რომ დედაჩემმა დიდი მადლი მიიღო. მას თვალწინ არავინ ჰყავდა მისაბაძი, თავად ცხონდებოდა განსაცდელთა დათმენით".


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 12:08 PM
პოსტი #1751


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მცირე აზიაში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ - თითოეულ გვარს ერთი ბერი მაინც უნდა ჰყოლოდა მისთვის მლოცველი".


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 03:39 PM
პოსტი #1752


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,913
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში მისულს უწესებენ გამოსაცდელ პერიოდს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მონასტრის გამოცდილი წინამძღვარი მალევე მიხვდება, მოწოდებულია თუ არა ეს ადამიანი მონაზვნური ცხოვრებისთვის. როდესაც წინამძღვარი გადაწყვეტს, რომ მისი მონასტერში დარჩენა შეიძლება, შეატყობინებენ მის სულიერ მოძღვარს, რომელიც ერში ჰყავდა და ეს ადამიანი მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში გადადის. ერში მყოფ მოძღვართან მას უკვე აღარაფერი ესაქმება, რადგან თავისი სული მონასტრის წინამძღვარს ჩააბარა.

მონასტერში იგი რამდენიმე ხანს დაყოფს (ამ პერიოდის ხანგრძლივობას მონასტრის წინამძღვარი განსაზღვრავს). შემდეგ მას სამორჩილე კაბას აცმევენ, აძლევენ განსაკუთრებულ მორჩილებას (ტაძრის დალაგება, სატრაპეზოს მოვლა და ა.შ.). როდესაც წინამძღვარი ჩათვლის, რომ მისი აღკვეცა უკვე შეიძლება, გაუწევს რეკომენდაციას ეპარქიის მღვდელმთავრის წინაშე, მისი ლოცვა-კურთხევით კი უკვე კათოლიკოს-პატრიარქს წარედგინება. მხოლოდ ამის შემდეგ აღკვეცენ მონაზვნად ამ ადამიანს. მანამდე იგი არის სამონაზვნე (თუ დედაკაცია) ან საბერო მორჩილი (თუ მამაკაცია). საბერო მორჩილი კაბას და სკუფიას ატარებს, სამონაზვნე კი ლეჩაქს. სამონაზვნეს არ უკურთხებენ მანტიას. არც საბერო მორჩილს ეკუთვნის კუნკულ-ბარტყული და მანტია. სამონაზვნე (საბერო მორჩილი) აღთქმას არ დებს. თუკი სამონაზვნე (ან საბერო მორჩილი) გადაწყვეტს, რომ მონასტერში ცხოვრება მისი საქმე არ არის, შეუძლია განიმოსოს, ერში დაბრუნდეს და ოჯახი შექმნას. ამაში დასაძრახი არაფერია."

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

88 გვერდი V « < 86 87 88
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th August 2017 - 05:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი