IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი
karpaki
პოსტი Apr 13 2012, 12:06 PM
პოსტი #21


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326) ხს. 31 (13.04) მარტი

IPB Image

წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326) პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი.

326 წელს, როცა წმიდა იპატი კონსტანტინეპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ნაწილები.
მღვდელმოწამე იპატის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღვდელმთავარო იპატი, ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 15 2012, 01:03 PM
პოსტი #22


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



მოწამენი: ამფიანე და ედესი (+306)
შუაში წმინდა ტიტე საკვირველთმოქმედი; 2 (15) აპრილი


IPB Image

მოწამენი: ამფიანე და ედესი (+306) - ძმები იყვნენ, ცხოვრობდნენ პატრაში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ისინი წარმართული სიბრძნის დასაუფლებლად ქალაქ ბირითში გაგზავნეს. აქ ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და წავიდნენ კესარიაში, სადაც ნახეს მოძღვარი, პრესვიტერი პამფიოლე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა.

იმ დროს, იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) ბრძანებით, კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაექცა კერპთაყვანისცემის საცდურს და მივარდნილ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიც, მაგრამერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, წმიდა ამფიანე მას თამამად მიეახლა და ურჩია, ცრუმსახურებისთვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით წმიდა ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღე ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით ცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა დაკიდეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას.

ედესიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს სამუშაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და ალექსანდრიაში გადაასახლეს. აქ მან ქალაქის მმართველი, იეროკლე ამხილა ქრისტიანთა მიმართ უზომო სიმკაცრეში, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ძმის მსგავსად ზღვაში დაახრჩვეს (+306).


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 15 2012, 01:13 PM
პოსტი #23


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი ტიტე, საკვირველთმოქმედი (IX)
2 (15) აპრილი


IPB Image


ღირსი ტიტე საკვირველთმოქმედი (IX) - სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინეპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და, მათივე თხოვნით, ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად, ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების დროს ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 15 2012, 11:12 PM
პოსტი #24


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824 )ხს.
3 (16) აპრილი


IPB Image

Константинополь. 985.
Прп. Никита Константинопольский, Исповедник. Миниатюра Минология Василия II. Константинополь. 985 г. Ватиканская библиотека. Рим.
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824) - დაიბადა ბითვინიის კესარიაში, ღვთისმოსავ ოჯახში, დედა შობიდან მერვე დღეს გარდაიცვალა, მამა კი ბერად აღიკვეცა. ჩვილს ქრისტიანული სულით ზრდიდა ბებია. წმიდა ნიკიტა ბავშვობიდან ეკლესიაში მსახურობდა და დაყუდებული ბერის სტეფანეს მორჩილი იყო. მისი კურთხევით წავიდა მიდიკიის მონასტერში, სადაც იღუმენი იყო წმიდა ნიკიფორე (ხს. 13 მარტს).

შვიდი წლის შემდეგ ღირს ნიკიტას პრესვიტერად დაასხეს ხელი. უძლურებაში მყოფმა ღირსმა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა.

ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.

ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს.

უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, გონარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი.

ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815+828), მის ადგილზე კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტი. გადასახლებული და დატყვევებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა მონასტრის იღუმენი მოიწვია და შეეცადა ისინი ერესზე მოექცია. მოწვეულთა შორის იყო ღირსი ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა ვაჟკაცურად ითმენდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა.

იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტიმ გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტისთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ, მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად ხატები იყო დასვენებული და წმიდა ნიკიტაც ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლობის ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა.
ჴსენებაჲ წმიდათაჲ სიხარულ არს მოშიშთა უფლისათა, რამეთუ ქრისტჱსთჳს ივნეს და გჳრგჳნიზეცისაჲ მოიგეს და აწ სასუფეველსა მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.

მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო ნიკიტა, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.



--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 17 2012, 10:51 PM
პოსტი #25


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი იოსებ მგალობელი (+883)
4 (17) აპრილი


IPB Image

წმიდა იოსებ მგალობელი (+883) - დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს.

ერთხელ მონასტერში მოვიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (ხს. 20 ნოემბერს). მან შეამჩნია ახალგაზრდა ბერი და თან წაიყვანა კონსტანტინეპოლში. ეს იყო ლეონ სომეხის (813-820) მეფობის ხანა - ხატმებრძოლობის ერესის აღზევების ჟამი. ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთათაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინეპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ.

მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს, რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწოდებინა მართლმადიდებლებისათვის. ბერებმა პაპთან გასაგზავნად ღირსი იოსები შეარჩიეს. ღირსმა გრიგოლმა აკურთხა წმიდა მამა.

გზად მიმავალი იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლებისაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ტყვე საპყრობილეში ჩააგდეს. ღირსი იოსების ლოცვით და მაგალითით ერთი სულიერად მოუძლურებული ეპისკოპოსი ისე გამხნევდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.

ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმიდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმიდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118, 103). ამ გალობის შემდეგ წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა, საპყრობილის კარები განიხვნენ, ქარმა წმიდა მამა ცაში აიტაცა და კონსტანტინეპოლის მახლობლად ჩამოსვა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე (ხს. 18 აპრილს). ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია ააგო და ღირსთა - გრიგოლისა და იოანეს წმიდა ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი გაშენდა.

ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა, მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა ღირსი იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა განსადიდებელი კანონები.

ხატმებრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: თერთმეტი წელი ხერსონში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდათეოდორა დედოფლის (ხს. 11 თებერვალს) ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ, 867 წელს.

პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.

ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს უფალმა მას გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს; რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის. ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 18 2012, 10:55 PM
პოსტი #26


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი თეოდორა თესალონიკელი (+892)
5 (18) აპრილი


IPB Image

ღირსი თეოდორა თესალონიკელი (+892) - ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 19 2012, 02:57 PM
პოსტი #27


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)
6 (19) აპრილი


IPB Image


წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+592) - დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს.

როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა წმიდა მინამ (536-552, ხს. 25 აგვისტოს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.

წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი.

წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს.

პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს.

როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა.

წმიდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი - იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582).

წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმიდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო.

პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 19 2012, 08:21 PM
პოსტი #28


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



კარგია, მომწონს, გააგრძელე smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 19 2012, 09:48 PM
პოსტი #29


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(ნაინა @ Apr 19 2012, 08:21 PM) *

კარგია, მომწონს, გააგრძელე smile.gif

დამეხმარეთ რა თქვენც ხანდახან user.gif
ზოგჯერ ვერ ვახერხებ გადმოტანას რამოდენიმე წმინდანის ხსენების დღე როდესაცაა სხვებმაც დადონ ინფო და ხატები


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 19 2012, 10:03 PM
პოსტი #30


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



karpaki
ციტატა
დამეხმარეთ რა თქვენც ხანდახან
ზოგჯერ ვერ ვახერხებ გადმოტანას რამოდენიმე წმინდანის ხსენების დღე როდესაცაა სხვებმაც დადონ ინფო და ხატები

ვეცდები, მაგრამ ჩემი არეულ-დარეული გრაფიკი კი იცი შენ.
ხან მთელი დღე მცალია და ხან საერთოდ არა.
,,იქ'' კი ვკითხულობ ხოლმე, იქედან სადღა გამექცევა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 20 2012, 01:40 PM
პოსტი #31


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(ნაინა @ Apr 19 2012, 10:03 PM) *

karpaki

ვეცდები, მაგრამ ჩემი არეულ-დარეული გრაფიკი კი იცი შენ.
ხან მთელი დღე მცალია და ხან საერთოდ არა.
,,იქ'' კი ვკითხულობ ხოლმე, იქედან სადღა გამექცევა.

რახან ერთი ადამიანი ამინც ხარ რომელიც ამ თემას კითხულობს ეს დიდი სტიმულია kiss1.gif
გავაგრძელებ მაშინ

ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX)
7 (20) აპრილი


IPB Image


ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.

კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 21 2012, 06:49 PM
პოსტი #32


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მოციქული იროდიონი.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I) 8 (21) აპრილი



IPB Image


წმიდა მოციქულები იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვები (I) - იყვნენ სამეოცდაათთაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად (ხს. 70 მოციქულთა კრებისა 4 იანვარს).
წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და თან ახლდა მას მოგზაურობებში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.
წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (+67) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა აგაბოს წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.
მოციქული რუთოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,11), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) - გირკანიის ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე - მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი - დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).
ყველა მოციქული სასტიკად ეწამა ქრისტესთვის და მოწამეობრივად აღესრულა.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 23 2012, 02:06 PM
პოსტი #33


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



Священномученик Григорий V, Патриарх Константинопольский
День памяти: Апрель 10 (23)


IPB Image

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო მღვდელმოწამეო გრიგოლ,, დიდო მღვდელთმთავარო სამეუფოსა მის ქალაქ კონსტანტინოპოლისაო, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 24 2012, 03:30 PM
პოსტი #34


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი (+68) ხს. 11 (24) აპრილი

IPB Image

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა პერღამელი (+68), წმიდა იოანე ღვთისმეტყველის (ხს. 26 სექტემბერს) მოწაფე, პერღამის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის (54-68) დროს. იმპერატორის ბრძანებით ყველას, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სჯიდნენ ან ასახლებდნენ. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე, სადაც უფალმა მას გამოუცხადა ქვეყნიერებისა და წმიდა ეკლესიის მომავალი.

„და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:

ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს“ (გამოცხ. 2, 12-13).

წმიდა ანტიპამ თავისი მაგალითით, მტკიცე სარწმუნოებით და მოუღლელი ქადაგებით მიაღწია იმას, რომ პერღამის მცხოვრებლებმა თავი დაანებეს კერპთმსახურებას.

განრისხებულმა ქურუმებმა წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა შეიყვანეს არტემიდეს ტაძარში და ჩააგდეს გახურებულ სპილენძის ხარში, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. წმიდანი ხმამაღლა ლოცულობდა, უფალს ევედრებოდა, მიეღო მისი სული და განემტკიცებინა ქრისტიანთა რწმენა. წმიდა ეპისკოპოსი მშვიდობით აღესრულა, თითქოს მიიძინაო (+68).
ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისგან შეუმუსრავი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერღამში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 25 2012, 01:32 PM
პოსტი #35


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



икона Богородицы «МУРОМСКАЯ»
25 апреля (12 апреля по старому стилю)


IPB Image

Принесена икона из Киева в Муром святым князем Константином Муромским (память 3 июня по новому стилю) в начале XII века. Константин долго старался убедить язычников в Муроме принять христианскую веру, но они не только не изъявляли на то согласия, а даже в ярости составили заговор и хотели убить его. Когда благоверный князь узнал об этом, то усердно помолился Богу и вышел к ним с Муромской иконой Богородицы. Язычники тотчас переменили мысли и сами стали просить крещения.

В конце XIII века в Муроме был епископом святитель Василий Рязанский (память 23 июня и 16 июля по новому стилю). Народ, ослеплённый клеветой на своего епископа, заподозрил его в порочной жизни и хотел умертвить. Святитель попросил отсрочить его смерть до утра и всю ночь молился в храме святых князей-страстотерпцев Бориса и Глеба. Затем, совершив Литургию, пошёл в храм Благовещения и там пред Муромской иконою Божией Матери, которая была принесена из Киева князем Константином, отслужил молебен. Затем он взял святую икону, пошёл на реку Оку и, сняв с себя мантию, распростер её по воде, встал с иконою в руках на мантию, и сильный ветер понес его против течения.

К девятому часу дня святитель Василий доплыл до места, называемого Старая Рязань, где жили князья Феодор и Константин. Князья с духовенством и народом вышли с крестным ходом навстречу дивному пловцу. С тех пор упразднилась епископская кафедра в Муроме и учредилась в Рязани, где и осталась чудотворная икона, которую назвали ещё «Молением святого Василия». Через три года святитель Василий избрал для жительства новую Рязань, как место, более защищённое от монголов, и там утвердил в 1291 году свою кафедру. Туда же перенесли и Муромскую икону Богородицы.

Впоследствии чудотворный образ был помещён над гробницей святителя Василия в рязанском кафедральном соборе Рождества Христова. После революции собор был закрыт, Муромская икона Божией Матери пропала.

На Муромской иконе Богомладенец держит в руке развёрнутый свиток. На некоторых иконах БогоМатери свиток изображается свёрнутым. Это приводит к тому, что часто Муромскую икону Пресвятой Богородицы путают со СЛОВЕНСКОЙ иконой.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 27 2012, 12:59 AM
პოსტი #36


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655)
14 (27) აპრილი


IPB Image

წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად.

ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.

ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინეპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმიდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.

654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი - თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს.

ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმიდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“.

სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმიდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად.

იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმიდა მარტინეს წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.

წმიდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (+16 სექტემბერი, 665). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.

680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმიდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 29 2012, 03:25 PM
პოსტი #37


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

IPB Image

წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. ასეთი გამოცხადება ჰქონდა აკვილაში დიდმოწამე ანასტასიას (+304, ხს. 22 დეკემბერს), მან მოინახულა დები და განამტკიცა რწმენაში. მალე წინასწარმეტყველება ახდა: მღვდელი ზენონი გარდაიცვალა, დები კი შეიპყრეს და იმპერატორ დიოკლეტიანეს მიჰგვარეს.

დების სილამაზით მოხიბლულმა დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვლიან მას.

დიოკლეტიანე მაკედონიაში წავიდა და წმიდა დები თან წაიყვანა. აქ ისინი სამსჯავროზე გადასცეს ქალაქის მმართველ დულკიციუსს.

წმიდა მოწამეთა სილამაზით აღფრთოვანებული დულკიციუსი უკეთური ვნებით აღივსო. ის დებს თავისუფლების მინიჭებას დაჰპირდა იმ პირობით, თუ მის ველურ ვნებას დაემორჩილებოდნენ. დებმა უპასუხეს, რომ ისინი მზად არიან მოკვდნენ იესო ქრისტესთვის. დულკიციუსმა გადაწყვიტა, სურვილი ძალადობით აღესრულებინა. როცა დები ლოცვად დადგნენ, დულკიციუსი მიიპარა საპყრობილის კართან, მაგრამ უხილავმა ძალამ გონება აურია, გარეთ გაიჭრა და დიდხანს დარბოდა უაზროდ. დულკიციუსმა იფიქრა, დებმა მომაჯადოვესო და გადაწყვიტა, მათთვის სამაგიერო გადაეხადა.

სამსჯავროზე მმართველმა ბრძანა, წმიდა მოწამეები გაეშიშვლებინათ, მაგრამ ტანსაცმელი თითქოს სხეულზე მიეზარდათ, ჯალათებმა ვერაფრით მოაშორეს. დულკიციუსმა კი გონება დაკარგა და აზრზე მხოლოდ სახლში მოვიდა.

ყოველივე ეს შეიტყო დიოკლეტიანემ. ის გაბრაზდა დულკიციუსზე და წმიდა დები განსასჯელად გადასცა სისინს. მან დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო. მაგრამ ვერაფერს გახდა და წმიდა მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამეობრივი აღსასრულის მონიჭებისთვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე.

როცა ცეცხლი ჩაქრა, გამოჩნდა წმიდანთა სრულიად უვნებელი გვამები: ტანსაცმელიც კი არ დამწვარა. მოწამეებს მშვიდი და ბრწყინვალე სახეები ჰქონდათ. მეორე დღეს სისინმა წმიდა ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით აშინებდა, შემდეგ კი დაემუქრა - თუ ქრისტეს არ უარყოფ, საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით“.

როცა სისინის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი წამოეწია და უთხრა: „სისინმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანოთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება“. ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როცა ამის შესახებ სისინს აუწყეს, ის სასტიკად განრისხდა, რადგან არავითარი განკარგულება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელოზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს. მმართველი ჯარისკაცების რაზმით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგარი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის წვერისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა ქალწულმოწამეს. წმიდა ირინემ სისინს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ“, და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (+304).

განმჴნდებიან წინა-ადგომად მძლავრისა მის დედანიცა ღმრთისმოყუარენი შენ მიერ, ქრისტე, პირველ მძლისა და მეუფისა დიდებისა, რამეთუ შენდამი სურვილითა და შენგან მიღებითა ნიჭთაჲთა დედობრივისა მის ბუნებისა უძრულებასა წინა-აუდგეს და მამაკაცებრ იღუაწეს და გუირგუინი ზეცისაჲ მოიღეს შენგან, ქრისტე, რომელსა გაქუს დიდი წყალობაჲ.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი May 1 2012, 07:34 PM
პოსტი #38


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრილს მოხსენიებულ წმინდანთა ხატი)
შუა რიგის II უჯრედი მარჯვნივ


IPB Image

ღირსი იოანე, რომელი იყო ხუცესი ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. თავისი წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი May 3 2012, 08:41 PM
პოსტი #39


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305) 21 (04.05) აპრილი

IPB Image

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი, მოწამენი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (305) იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნილობის დროს აღესრულნენ ქრისტესთვის.

წმიდა იანუარი შეიპყრეს და მიჰგვარეს კამპანიის (შუა იტალია) მმართველ ტიმოთეს. მტკიცე აღმსარებლობისათვის წმიდა ეპისკოპოსი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ბაბილონელ ყრმათა მსგავსად უვნებლად გამოვიდა ცეცხლიდან. ამის შემდეგ წმიდა მოწამე შეკრეს და სასტიკად ცემეს.

წამების ადგილას თავმოყრილ ბრბოში იდგნენ წმიდა დიაკონი ფავსტო და წმიდა დოსითეოზ მკითხველი, რომლებიც, ეპისკოპოსის ტანჯვის შემყურენი, გულისტკივილს ვერ მალავდნენ და ტიროდნენ. წარმართები მიხვდნენ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ და მღვდელმოწამე იანუართან ერთად ქალაქ პუტეოლას ციხეში ჩაყარეს. ციხეში მათ დახვდნენ ქრისტიანობისთვის დევნილნი, წმიდა დიაკონნი: სოსიოს და პროკული და ერისკაცები: წმიდა ევტიქი და აკუტიონი.

მეორე დილით ყველა ქრისტიანი ცირკში წაიყვანეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მათ პირი არ დააკარეს. ტიმოთემ განაცხადა, რომ ეს სასწაული ქრისტიანთა ჯადოქრობით აღესრულებოდა. მკრეხელს დაატყდა თავს ღვთის რისხვა: იგი დაბრმავდა და სასოწარკვეთილმა შემწეს უხმო. მღვდელმოწამე იანუარმა ილოცა ტიმოთეს განკურნებისთვის და მას თვალები აეხილა, მაგრამ სულიერად მაინც ბრმად დარჩა: კვლავ გამძვინვარებული აბრალებდა ქრისტეს აღმსარებლებს ჯადოქრობას. მმართველის ბრძანებით ეპისკოპოსი იანუარი, დიაკონნი: ფავსტო, პროკული და სოსიოს, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს (+305).


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი May 4 2012, 07:20 PM
პოსტი #40


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)

22 (05.05) აპრილი

ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (+613) დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. წინასწარმხედველმა ბერმა ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა.

როცა ყრმა ექვსი წლის გახდა, დედამ ოქროს ქამარი აჩუქა, ნიშნად იმისა, რომ უნდოდა მისი შვილი მხედარი ყოფილიყო, მაგრამ ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის მსახურებისთვის იყო განმწესებული. წმიდანის მამა კოზმანი, რომელიც იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) კარზე მსახურობდა, ადრე გარდაიცვალა. ბავშვი დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ოჯახში მათ გარდა იყვნენ ბებია ელპიდია, დეიდა დისპენია და პატარა და, ვლატა.

სკოლაში წმიდა თეოდორემ საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა დაეზავებინა მოჩხუბარი ამხანაგები. მათ სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე. მისი მიბაძვით წმიდა თეოდორემ რვა წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის დღეებში მხოლოდ პურის მომცრო ნაჭერს იღებდა, იმასაც მიმწუხრისას. დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. დედის თხოვნით მასწავლებელი სადილზე სახლში უშვებდა ყმაწვილს, მაგრამ ის წმიდა გიორგის ტაძარში მიდიოდა.

10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა. დედას ეშინოდა შვილის ღამეული სიარულის. ერთხელ გაბრაზებულმა ეკლესიიდან თმებით გამოათრია იგი და საწოლზე მიაბა. იმავე საღამოს მარიამს წმიდა გიორგი გამოეცხადა და მრისხანედ უბრძანა, არ დაებრკოლებინა ყმაწვილი. ასეთივე ხილვა ჰქონდათ ელპიდიას და დისპენიას. ქალებმა ირწმუნეს წმიდა თეოდორეს განსაკუთრებული მოწოდება და აღარ დაუშლიათ მისთვის მოღვაწეობა, პატარა ვლატამ კი ძმის მიბაძვა დაიწყო.

ერთხელ ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ამ დროს საშინელი გვალვები იდგა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა: „ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნო-ეყო თუ არა უფალს ლოცვანი ჩვენნი“. ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და ლოცვა აღავლინეს. საავდრო ღრუბლები გამოჩნდა ცაზე და გაწვიმდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა, რომ მასზე ღვთის მადლი იყო გადმოსული და როცა ჟამი მოვიდოდა, ბერად უნდა აღკვეცილიყო.

14 წლის წმიდა თეოდორე სახლიდან წავიდა და წმიდა გიორგის ეკლესიაში დაეყუდა. დედას ყოველდღე მიჰქონდა შვილთან საჭმელი, მაგრამ წმიდანი ეკლესიის კარებთან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ასეთ ადრეულ ასაკში მიენიჭა წმიდა თეოდორეს კურნების მადლი. მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა.

ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე.

წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ნათესავები კი დასტიროდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ თეოდორე სადმე ტყეში მხეცებმა დაგლიჯესო.

ბოლოს დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.

დედას უნდოდა, სახლში წამოეყვანა შვილი, მაგრამ ნეტარი ყმაწვილი ეკლესიაში დარჩა და რამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა.

როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმიდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თეოდორე იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და იორდანეს მახლობელ ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწოდ.

სამშობლოში დაბრუნებული წმიდანი კვლავ წმიდა გიორგის ტაძარს დაუბრუნდა. მისი რჩევით და, დედა და ბებია მონაზვნად აღიკვეცნენ.

ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის მოღვაწეობა მისკენ იზიდავდა ცხონების მაძიებელთა სულებს და თანდათანობით შემოიკრიბა ძმობა ღირსი თეოდორეს ირგვლივ.

წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმიდანი წმიდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.

როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა, ღირსმა თეოდორემ მას უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა. წინასწარმეტყველება ახდა. იმპერატორმა მავრიკიუსმა (582-602) აღასრულა წმიდანის თხოვნა - ყოველწლიურად გზავნიდა მონასტერში პურს იქაური მოსახლეობის გამოსაკვებად.

წმიდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს, ამიტომ წმიდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ამ დროს გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. ქალაქის მცხოვრებლებმა ანკირის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა.

მიტროპოლიტის წარგზავნილებმა და ანასტასიოპოლელებმა ძალით გამოიყვანეს წმიდანი კელიიდან და ქალაქში წაიყვანეს.

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

წმიდანის ფარულ მტრებს მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ წმიდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმიდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.

ღირსი მამის სიწმიდე ისეთი აშკარა იყო, რომ მის მიერ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს სულიწმიდა ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმიდა ძღვენს. ერთხელ, როცა ღირსმა თეოდორემ.

მთელი მართლმადიდებელი ეკლესია სიცოცხლეშივე აღიარებდა ღირს თეოდორეს წმიდანად.

ერთხელ გალატიის ერთ-ერთ ქალაქში ლიტანიობისას საშინელება დატრიალდა - ხის ჯვრები დაიმსხვრა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა წმიდა თომამ (607-610, ხს. 21 მარტს) ღირსი თეოდორე დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმბძროლობის ერესის გაჩენა. დამწუხრებულმა წმიდა პატრიარქმა თომამ ღირს მამას სთხოვა, ელოცა, რათა ამ უბედურების დატრიალებამდე მიეღო უფალს მისი სული.

610 წელს წმიდა პატრიარქი თომა აღესრულა. სიკვდილის წინ მან კურთხევა სთხოვა ღირს თეოდორეს.

წმიდა თეოდორე სიკიელმა 613 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი