IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

47 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების, გამოსააშკარავებლად
Otherguy
პოსტი Dec 22 2010, 10:21 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



დათიკო

შენც მინდა გამოგეხმაურო იოანეს 1:1-თან დაკავშირებით... smile.gif [წინა გვერდზე სხვებს გამოვეხმაურე]

მეც ვფიქრობ, რომ ის არტიკლი რაც იეჰოვას მოწმეებმა დაუწერეს არასწორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მკვლევარები ვინც შენ მოიყვანე - ეთანხმებიან სამების იდეას...

ზუსტი თარგმანი მაგ მუხლისა არის:

"პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან(პიროვნებასთან), და სიტყვა იყო ღვთაებრივი ბუნების(იმავე ბუნების რისიც პიროვნება-ღმერთი)..."

ანუ, სიტყვა, რაზეც/ვისზეც არის აქ საუბარი, არ იწოდება ღმერთად, არამედ ღმერთის ბუნების გამზიარებლად...

ანუ საუბარია სიტყვის ბუნებაზე და არა პიროვნებაზე(როგორც ღმერთზე)... ეს მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Dec 22 2010, 02:18 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ქადაგებებშიც ხშირად მომისმენია და ჩემი მოძღვარიც სულ ამას ამბობს, არ დაელაპარაკოთ მაგათ საერთOდ, smile.gif

ერთხელ მამაოსთან ვიყავით მრევლი და მოვიდნენ იაღოველები biggrin.gif მღვდელმა რო გაუღO კარები ხო სახე გაეყინათ მარა უკან ხო არ წავიდოდნენ biggrin.gif მამაომ რა თქმა უნდა შემოიპატიჟა. გეგონება პროგრამა ქონდათ ჩადებული თავში "გადაახვევდნენ საჭირო ადგილას" და სისულელეებს ამბობდნენ. მამაომ ყველაფერზე სრულყოფილი პასუხი გასცა დაიბნენ საწყლები გავარდნენ უკან არ მოუხედიათ ისე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ერთი გვითხრა მამომ მხოლოდ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს (იეჰოველს) მე მომიყვანეთ, თქვენ არ დაელაპაროთ არავითარ შემთხვევაშIო smile.gif

http://sarwmunoeba.ucoz.ru/load/pilmebi/re...ebtan/6-1-0-746
ეს კი იეღოველების და მართლმადიდებლების დისპუტი ერთ-ერთ გადაცემაში პირდაპირ ეთერში. აქაც იაღოველები ტოვებენ ეთერს თუ ვინმეს გაინტერესებთ smile.gif


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2010, 02:19 PM
პოსტი #43


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
და სიტყვა იყო ღვთაებრივი ბუნების


კი მარა ღვთაებრივი ბუნება რას ნიშნავს?

მეორეც თვითნებური ინტერპრეტაციები არ იყოს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Dec 22 2010, 04:36 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(Otherguy @ Dec 22 2010, 09:49 AM) *

blink.gif რჩევას მოგცემთ:

აუცილებელი არაა ძალიან აზრიანი რამეების წერა, მაგრამ უაზრო და ალოგიკური რამეებს თუ არ დაწერთ, სხვა ადამიანებს თქვენზე უარყოფით წარმოდგენას არ შეუქმნით...
იხ. განმარტება: რადგან ქართველები ვერ კითხულობენ ძველქართულად ამიტომ იეჰოვას მოწმეობა არის გავრცელებული მსოფლიოში? ქართველის წაკითხვა-არწაკითხვა როდიდან აისახება მაგალითად ვინმე ამერიკელის წაკითხვაზე? ან ძველ ქართულში რამე განსხვავებულად წერია? საპატრიარქომ ხომ თარგმნა ახალ ქართულზე? ისედაც ბიბლია ებრაულად და ბერძნულად დაიწერა ორიგინალში და არც ქართულად და არც ინგლისურად ცნობისთვის...
თქვენც იგივე რჩევას მოგცემდით... კრიტიკული თვალით შეხედეთ სხვის ნაწერს ხოლმე ცოტა...
ეს თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და გაუნათლებელი(უმრავლესობა ასეთია) მართლმადიდებლების გამართლებაა... მაგრამ აუცილებლად გავატარებდი კანონს იმაზე, რომ არასრულწლოვნებთან არ ექადაგათ... თუმცა მართლმადიდებლებიც არად აგდებენ ბავშვის თავისუფალ ნებას და იეჰოვას მოწმეებს რაღა მოვთხოვოთ?
ამდენი წელია ბიბლიას სწავლობ და ორ წამში შეიცვალე აზრი? smile.gif მემგონი გვეხუმრები ხოლმე... rolleyes.gif

იმას არ ვამბობ რომ მართლები არიან, მაგრამ სანამ მათ პასუხებს არ მოისმენ აქ მოყვანილ ბრალდებებზე, მანამდე გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღო მოაზროვნე ადამიანმა?

პ.ს. ყველაფერს მიხვდით რას ნიშნავს? წმინდანებსაც ეშლებოდათ რაღაცეები... biggrin.gif


ყველაფერი მივხვდი - ვიგულისხმე რომ იეღოველებმა ვერ გაიგეთ სწორად რითიც გაგება მათ ჰგონიათ რომ თვითონ ჰგონიათ რომ სწორად ხსნიან. ვეცდებოდი ჩემით გამომეკვლია ძველი და ახალი აღთქმა - და თავად ბიბლია აღიარებ სამებას ანუ იაჰვე-იესო და სული წმინდა ერთ საქმეში არიან. ისინი ანუ სამება მონაწილეობით ხდება დასაბამიდან დღემდე სასწაულები.
ყველაფერი დათვლილია მათემატიკურად .
P.S. უბრალოდ ბიბლია სხვანაირად უნდა წაიკითხო - თუ იცი ძველი ებრაული ხელნაწერი გრაგნილი უნდა იყოს და არა გადმოწერილი გრაგნილიდან.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Dec 22 2010, 04:41 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



ციტატა
ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების, გამოსააშკარავებლად


biggrin.gif biggrin.gif


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 22 2010, 07:19 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



davithet
ციტატა
იაჰვე

ეს სახელი სამივეს ეკუთვნის. ანუ სამივე ამ ერთსახელშა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Dec 22 2010, 07:52 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(აკაკი @ Dec 22 2010, 07:19 PM) *

davithet

ეს სახელი სამივეს ეკუთვნის. ანუ სამივე ამ ერთსახელშა smile.gif

იეჰვეს სახელი არ ააქვს - იეჰვე შემოქმედია - იაჰვეს სახელი ძალიან ძნელია რომ ერქვას იაჰვე ან იაჰუ, იაია, იაჰოვა და ა.შ.
ამიტომ იაჰვეს ჩვენ ვუწოდებ რადგან შემოქმედია - რადგან ნიშნავს არი იყო და იქნება . იაჰვეს დასაწყისი და დასასრული არ ააქვს.


სამება - მამა , ძე და სულიწმინდა - ღმერთია - მაგრამ აქ.
მამა - ძველ ებრაულში -ღმერთი მოიხსენიება როგორც ელოჰიმ.
ძე - ესეც ღმერთი ებრაულად ადონაი და არა ელოჰიმ
სულიწმინდა -ესეც ღმერთი იგივე ადონაი
ჰა-ელოჰ ვე ჰაადონი ვე ჰაიაია--ქართულად ასეა ღმერთი,და ღმერთი და ღმერთი - მიანიშნებ მამა ,ძე და სულიწმინდა.

ადამს და ევას არ ქონდა ერთი რამე რაც ეხლა ჩვენ გვაქვს. --->ეს უნდა გამოიცნო რა არ ქონდა ადამს და ევას?


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 22 2010, 08:12 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



თვითონ იაჰვე ღვთის ბუნების თვისების სახელია, ანუ მარადიულად მყოფობის smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 22 2010, 10:52 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



გუდაგუდა

ჰო ისე არ ვუარყოფ რომ საქართველოში ბევრი იეჰოვას მოწმე არის რაღაცა გაუნათლებელი და არასაკმარისად კარგად მოაზროვნე... smile.gif

ისე კი - არიანიზმი თავის დროზე არ დამარცხებულა ბიბლიური არგუმენტებით... ამას აღიარებენ კიდეც კათოლიკურ წრეებში და ამბობენ: "არიანიზმი კი არ დაამარცხეს არგუმენტებით, არამედ შერისხეს წმინდა მამებმა..."

davithet

პმ-ში რომ მომწერეთ იესო ქმნილება და შემოქმედების დასაწყისიაო? რა ჰქვია ეხლა ამ ყველაფერს? smile.gif

მარტივ კითხვას გისვამთ - თანასწორია იესო მამისა? თორემ სულიწმინდა და მამა რომ ერთად მოქმედებენ ამას არ ვუარყოფ...


აკაკი

სამივეს როგორ ეკუთვნის... იგავების 8:22-ში განა წმინდანები არ მოიაზრებდნენ იესოს? მანდ წერია: "იაჰვემ შემიძინა მე"-ო, იესოზეა საუბარი... smile.gif

afxazi

ღვთაებრივი ბუნება უქმნელია? ანგელოზები რომ ღვთის ძეებად იწოდებიან, ნუთუ არ აქვთ ღვთაებრივი ბუნება?

ნუთუ ჩვენც არ ვართ თანაზიარი ღვთაებრივი ბუნებისა(2 პეტ 1:4), და მის ხატად ქმნილი?

დამისაბუთე რომ ღვთაებრივი ბუნება უქმნელობას ნიშნავს... რატომ არ შეიძლება მხოლოდშობილი ძეში სრული სისავსე იყოს ღვთისა დავანებული, მაგრამ არ იყოს დაუსაბამო და თანასწორი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2010, 10:58 PM
პოსტი #50


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
ღვთაებრივი ბუნება უქმნელია? ანგელოზები რომ ღვთის ძეებად იწოდებიან, ნუთუ არ აქვთ ღვთაებრივი ბუნება?

ნუთუ ჩვენც არ ვართ თანაზიარი ღვთაებრივი ბუნებისა(2 პეტ 1:4), და მის ხატად ქმნილი?

დამისაბუთე რომ ღვთაებრივი ბუნება უქმნელობას ნიშნავს... რატომ არ შეიძლება მხოლოდშობილი ძეში სრული სისავსე იყოს ღვთისა დავანებული, მაგრამ არ იყოს დაუსაბამო...


მე ვკითხულობა არა იმას ვინ როგორ იწოდება, არამედ იმას, თუ რას ნიშნავს ბუნება?

ციტატა
რატომ არ შეიძლება მხოლოდშობილი ძეში სრული სისავსე იყოს ღვთისა დავანებული, მაგრამ არ იყოს დაუსაბამო...


უსრული სასრულში სრულად როგორ დავანდება? ეს ხომ შეუძლებელია?

ციტატა
(2 პეტ 1:4)


სრულიად სხვა გაგებით საუბრობს აქ პეტრე მოციქული და ეს მუხლი პირიქით იმის მტკიცებულებაა, რომ ქრისტემ, ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 22 2010, 11:00 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 22 2010, 10:56 PM) *

Otherguy
მე ვკითხულობა არა იმას ვინ როგორ იწოდება, არამედ იმას, თუ რას ნიშნავს ბუნება?
უსრული სასრულში სრულად როგორ დავანდება? ეს ხომ შეუძლებელია?


რავი როგორ გითხრა... ღმერთის ატრიბუტებს... არამატერიალურ არსებას..

სულიწმინდა ჩვენთან არ დავანდება? მაგრამ უსრულია ხომ?

მეორეც - მე მჯერა, რომ ღმერთისთვისაც არსებობს დრო და შეუძლებელია იგი იყოს დროზე მაღლა... ამიტომ ვამბობ რომ შობა შეუძლებელია მოხდეს დროის გარეთ... ისევე როგორც ნებისმიერი რამის გაფიქრება ღმერთის "თავში"... რადგან იქმნება დრო: "გაფიქრებამდე და გაფიქრების მერე..."

ისე კი საერთოდ არ ვარ დარწმუნებული რომ იესო ღვთის სიტყვა პირდაპირი გაგებითაა...

რადგან იოანეს 1:3 აჩვენებს იესოს არა როგორც შემქმნელს, არამედ როგორც ინსტრუმენტს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2010, 11:01 PM
პოსტი #52


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
და მის ხატად ქმნილი?


ეს საღვთო ბუნების ნაწილის ჩვენში არსებობას არ ნიშნავს. ანკი როგორ შეიძლება ერთი სახეობის ბუნების რაღაც ნაწილი მეორე სახეობის ბუნებაში აღირიოს. ბუნება ხომ დაუნაწილებელია. ანკი როგორ შენარჩუნდება ბუნება, თუ მას სხვა სახეობის ბუნების ნაწილი შეუერთდება და აითქვიფება მასში.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 22 2010, 11:06 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 22 2010, 11:01 PM) *

ეს საღვთო ბუნების ნაწილის ჩვენში არსებობას არ ნიშნავს. ანკი როგორ შეიძლება ერთი სახეობის ბუნების რაღაც ნაწილი მეორე სახეობის ბუნებაში აღირიოს. ბუნება ხომ დაუნაწილებელია. ანკი როგორ შენარჩუნდება ბუნება, თუ მას სხვა სახეობის ბუნების ნაწილი შეუერთდება და აითქვიფება მასში.


კი ბატონო, ამასვე ამბობდნენ არიოზელებიც...

ჩემი აზრი ესაა, რომ ტყუილად არაა განცალკევებული სიტყვა და ღმერთი ამგვარად პირველ სტრიქონში... თანაც იესო არც ღვთის სიბრძნეა და არც ღვთის სიტყვა პირდაპირი გაგებით, რადგან გამოდის ღვთის ნაწილია და მის გარეშე მამა არასრულყოფილია...

მეორეც მე ჩემი აზრი გითხარი, რომ ღვთის სიტყვა(იოანეს 1:1-3) არაა შექმნელი რამისა, არამედ არის ინსტრუმენტი ან რამე ამდაგვარი, რაშიც/რითიც მამამ შექმნა ყველაფერი... ამას ტექსტი ამბობს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 22 2010, 11:30 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
სამივეს როგორ ეკუთვნის... იგავების 8:22-ში განა წმინდანები არ მოიაზრებდნენ იესოს? მანდ წერია: "იაჰვემ შემიძინა მე"-ო, იესოზეა საუბარი...


მანდ სიბრძნეზეა საუბარი....

ეგ მუხლები გადმოგვცემს იმას, რომ ღმერთი სანამ შექმნას დაიწყებდა წინასწარ ყოველივე უწყოდა და უწყოდა სიბრძნით, რადგან მისი ყოველი ქმნილება სიბრძნითაა შექმნილი, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ ბრძნულადაა შექმნილი. აი ამაზეა საუბარი, ამ სიბრძნის ხორცშესხმაა (წერილში უფალს სიბრძნე კი ეწოდება მაგრამ ამ მუხლებში იესო არ არის საუბარი)

ციტატა
ჩვენთვის, კაცთათვის, სიბრძნე არის მადლისმიერი სათნოება. მისი წყარო არის ღმერთი. იგავთა წიგნშიც ლაპარაკია ამ სათნოებაზე. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ სიბრძნე, როგორც ღმრთაებრივი ენერგია პერსონიფიცირდება იესუ ქრისტეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც იხსნიება სიბრძნე, ყველგან იგულისხმება იესუ ქრისტე, არამედ იესუ ქრისტე არის მატარებელი და გამომხატველი ღმრთაებრივი სიბრძნისა. სექტანტების მტკიცება არის იმის თქმა, რომ ჰიპოსტასური ძე ღმრთისა და სიბრძნე არის ერთი და იგივე, რაც ცდომილებაა. პერსონიფიცირება არ ნიშნავს იგივეობას თვისებისა და ჰიპოსტასისა, ღმრთაებრივი ენერგიისა და ღმრთაებრივი პირისა. 22-ე მუხლის სიტყვები „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე” ნიშნავს იმას, რომ ქმნილება შექმნილია ღმრთაებრივი სიბრძნით და არა სიბრძნის მიერ. ამ მუხლს თავის დროზე არიანელები იყენებდნენ, რათა უარეყოთ მაცხოვრის ღმრთებრივი ბუნება. დღეს, როგორც არიანელთა სულის მემკვიდრენი, იგივეს იმეორიებენ რასელისტები (ე.წ. იეჰოვას მოწმეები).

(დეკ. ანდრია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2010, 11:31 PM
პოსტი #55


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

მე მგონი მესაე წრეზე მივდივართ, რისაც არანაირი სურვილი არა მაქვს და არც დრო.

ციტატა
მეორეც მე ჩემი აზრი გითხარი, რომ ღვთის სიტყვა(იოანეს 1:1-3) არაა შექმნელი რამისა, არამედ არის ინსტრუმენტი ან რამე ამდაგვარი, რაშიც/რითიც მამამ შექმნა ყველაფერი... ამას ტექსტი ამბობს...


მაშასადამე ტექსტი ამბობს, რომ ყოველივე, რაც კი შეიქმნა (ხაზს ვუსვამ "შეიქმნა") სწორედ მის (ძის) მიერ შექიმნა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 22 2010, 11:45 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

არა, ტექსტი ამბობს, რომ "ძის ჩარევით/ძით/ძეში" შეიქმნა... smile.gif

"ძის მიერ" - ამას არ ამბობს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2010, 11:48 PM
პოსტი #57


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

სხვა რამეს ვკითხულობ: რაც კი შეიქმნა, ანუ რაც ქმნილებაა (ამასაც ცხადად ამბობს ტექსტი) სწორედ მის (ძის) მიერ შეიქმნა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 23 2010, 01:39 AM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 22 2010, 11:48 PM) *

Otherguy

სხვა რამეს ვკითხულობ: რაც კი შეიქმნა, ანუ რაც ქმნილებაა (ამასაც ცხადად ამბობს ტექსტი) სწორედ მის (ძის) მიერ შეიქმნა?


ტექსტი ამბობს, რომ რაც კი ოდესმე შექმნილა, შეიქმნა სიტყვით... smile.gif ამაში გეთანხმები... ანუ არ არსებობს არც ერთი ქმნილება რომელიც სიტყვის გარეშე შეიქმნა...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 23 2010, 01:42 AM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"ყოველივე მის (სიტყვის, ძე ღვთისა) მიერ შეიქმნა, და არაფერი ქმნილა მის გარეშე რაც კი შექმნილა"-ო და აქ წერია მიერო ანუ თვითონო.. და არა მისითო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 23 2010, 01:50 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(აკაკი @ Dec 23 2010, 01:42 AM) *

"ყოველივე მის (სიტყვის, ძე ღვთისა) მიერ შეიქმნა, და არაფერი ქმნილა მის გარეშე რაც კი შექმნილა"-ო და აქ წერია მიერო ანუ თვითონო.. და არა მისითო


ბერძნულს გადახედე და მიხვდები... rolleyes.gif

ინგლისური თუ იცი: "through him" წერია მანდ...

რუსული თუ იცი: "ჩერეზ ნევო" წერია...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

47 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი