IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> თვითაღმოჩენა, - ეს უმაღლესი გასხივოსნებაა
NINJA - ნინძა
პოსტი Mar 9 2012, 01:06 AM
პოსტი #1


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



მოგესალმებით. დღეს მინდა გავხსნა თემა თვითაღმოჩენის შესახებ. თუ რას ნიშნავს და როგორ მიიღწევა ეს, ამის შესახებ აქვე მექნება საუბარი.

ჯერ შევეცდები თავად ეს ცნება განვმარტო:
თვითაღმოჩენა - ეს უმაღლესი გასხივოსნებაა. ის მოდის მაშინ, როცა ჩვენ ვგრძნობთ უმაღლესი, უღრმესი და ყოვლის-შემცვლელი რეალობის საჭიროებას ჩვენში. ყოვლის შემცვლელი რეალობა უფალი-სიბრძნე, უფალი-შებრალება და უფალი-მზრუნველობაა. თუ ჩვენ ღრმად ჩავიძირებით, უფრო ღრმად, ყველაზე ღრმად ჩვენი გულის ფარულ კუთხეებში ჩვენ დავინახავთ ღმერთს მარადიულ მზრუნველობას, და მის მზრუნველობაში ჩვენ დავინახავთ უფლის უსაზღვრო შებრალებას. მისი მზრუნველობა და მისი შებრალება განუყოფელია.

რა არის დამაკავშირებელი ჯაჭვი ჩვენს არსებობასა და ღმრთის არსებობას შორის? დამაკავშირებელი ჯაჭვი ჩვენი მედიტაციაა. როდესაც ჩვენ ღმერთზე ვმედიტირებთ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ეს ერთადერთი ენაა უფალთან სასაუბროდ. შემდეგ ჩვენდა გასაოცად, შევამჩნევთ უფალი იმავე ენაზე საუბრობს.მისი ენა ჩვენისგან არაფრით განსხვავდება. ის ისევე, ამავე ენაზე მეტყველებს, - მედიტაციის ენაზე. როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ, ჩვენ ვესაუბრემის მას. როდესაც ის მედიტირებს, რასაც ის ყოველთვის აკეთებს, ის ჩვენ გვესაუბრება. მედიტაცია - ეს ადამიანის და ღმერთის საერთო ენაა.

ჩვენი გასხივოსნება იწყება იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვგრძნობთ მუდმივი მედიტაციის აუცილებლობას. არა მხოლოდ ყოველდღიურად, არამედ მუდვივად. შინაგანი მედიტაციაყოველწამს უნდა ხდებოდეს. რა არის შინაგანი მედიტაცია? ეს შინაგანი შეწირვაა. როდესაც ჩვენ შინაგანად ვმედიტირებთ, ჩვენ რაღაცის შეწირვას ვცდილობთ. რა არი ეს რაღაც? ეს ჩვენში მყოფი არასრულყოფილებაა, რომლის წყარო უვიცობაა. როდესაც ჩვენ მზად ვართ შევწიროთ ჩვენი არასრულყოფილება და უვიცობა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ჭურჭელი ბოლომდე დაცარიელდა. ახლა ის ხელახლა უნდა აივსოს. უვიცობა შეიცვლება ცოდნით, არასრულყოფილება - სრულყოფილებით. ვინ იზამს ამას? უფალი.

აქ ყველანი მაძიებელნი ვართ, უსასრულო ჭეშმარიტების მაძიებელნი. აქ და ახლა მოდით ვცადოთ რეალობაში ჩაძირვა, ჭეშმარიტების სწორად გაგებით. ჭეშმარიტება გვეუბნება: "დაიწყე იქიდან, სადაც ხარ! თუ შენ აქვს სურვილი, შენი სურვილით დაიწყე. თუ შენ გაქვს მისწრაფება, შენი მისწრაფებით დაიწყე. ოღონდ დაიწყე! ნუ დაელოდები! საათმა დარეკა; ეხლა შენზეა დამოკიდებული წახვალ, გაიქცევი თუ გაფრინდები." ღმერთი მზადაა. ახლა ჩვენც უნდა მოვემზადოთ.

ყველაფერი თანაზიარი. ღმერთი უხვად გვაძლევს იმას, რასაც ჩვენ უმცირესი რაოდენობით გავცემთ. თუ ჩვენ იოტის ოდენა სიყვარულს გავცემთ, ის უხვად გვიბოძებს თავის უსასრულო სიყვარულს. ამავედროს, როდესაც ჩვენ მივდივართ ღრმად შიგნით, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი ძალიან შორს არის თანაზიარი დამოკიდებულებისაგან. ის ყველაფერს აკეთებს ჩვენში და ჩვენთვის პირობების წაყენების გარეშე. მან იცის რომ ჩვენ უმწეონი ვართ ან უიმედონი. მან იცის რომ თავადაა მოღვაწე, თავადაა მოქმედება და ის თავად ამის ნაყოფია. ის მოთამაშეა, ის თამაშია, ის შედეგია. მაგრამ თუ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ მისი უნივერსალური ნების წინაშე, ჩვენ მის გაცნობიერებულ "ხელსაწყოებად" ვიქცევით. ახლა ჩვენ მის საკუთრებას წარმოვადგენთ, მაგრამ თუ ჩვენ მივაღწევთ ერთობას მასთან, ჩვენ თვითონ გავხდებით მესაკუთრენი. ეს არის ის რასაც ვგულისხმობთ უმაღლეს გასხივოსნებაში: როდესაც მფლობელი და საკუთრება ხდება სრულიად და განუყოფლადერთიანი.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 9 2012, 01:31 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



NINJA - ნინძა



ბრატჯან, მე ერთადერთი თვითშეწირვა და მედიტაცია ვიცი :
,,უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი''.
ვიცი, რომ, შეგრძნება უნდა მქონდეს საკუთარი სიდამპლის და ნაკლულევანების.
სხვა ყველაფერი, ფიმფამფო სიტუაციაა ჩემთვის და
შენც ამასვე გირჩევდი - ნუ აცთუნებ საკუთარ თავს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Mar 9 2012, 01:54 AM
პოსტი #3


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



terra
ციტატა
ბრატჯან, მე ერთადერთი თვითშეწირვა და მედიტაცია ვიცი : ,,უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი''.

ძალიან კარგი, თუკი ამ პრაქტიკას სერიოზულად მიყვები.
ციტატა
ვიცი, რომ, შეგრძნება უნდა მქონდეს საკუთარი სიდამპლის და ნაკლულევანების.

რათქმაუნდა, ამის გარეშე თვითშემეცნება წარმოუდგენელია.
ციტატა
შენც ამასვე გირჩევდი - ნუ აცთუნებ საკუთარ თავს.

ასე საუბარს კი არ გირჩევდი.
და თუ შეიძლება თავი შეიკავე.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Mar 9 2012, 02:05 AM
პოსტი #4


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



NINJA - ნინძა
შენ როგორ ცდილობ თვითაღმოჩენას?
რა პრაქტიკას მისდევ?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 9 2012, 03:40 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
რა პრაქტიკას მისდევ?

ooommmmmmmmm biggrin.gif



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 9 2012, 11:19 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



NINJA - ნინძა
სხვა სარწმუნოების ქადაგება მართლმადიდებლურ ფორუმზე აკრძალულია.

თუ სურვილი გაქვთ ,,გასხივოსნებაზე" საუბრის, ამ თემას გადავიტან აპოლოგეტიკაში.
დროებით იხურება. მომწერეთ პირადში.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი