თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ დოგმატიკა და კანონიკა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 2 2007, 08:40 PM

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი ასე განმარტავს: [მოკლედ]

დოგმატი და კანონი

1. საეკლესიო ტერმინოლოგიით მიღებულია, დოგმატებად იწოდებოდეს ქრისტიანული სწავლების, სარწმუნოების ჭეშმარიტებანი.

2. რაც შეეხება კანონს, ესაა საეკლესიო მოწყობის, მისი მართვის, სახარებისა და სამოციქულო სწავლების ზნეობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე საეკლესიო იერარქიის, მღვდელმსახურთა და თითოეული ქრისტიანის მოვალეობათა განაწესი. კანონი (κανών) ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით სწორ, გათლილ ჯოხს, მიმართულების ზუსტ საზომს აღნიშნავს.



----

პატარა ჩაგეკითხებით ნენა biggrin.gif

გასაგებია, რომ დოგმა არის უცვლელი ჭეშმარიტება.

მაგრამ თუ ახასიათებს ასეთივე უცვლელობა, კანონიკას?
რომელ კანონს შეგვიძლია არ დავემორჩილოთ?
სოტირიოლოგიური თვალსაზრისით. არის დამღუპველი რომელიმეს უკუგდება?


----

მერე დოგმაზე გადავალ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 2 2007, 09:32 PM

ციტატა(მნათე @ Feb 2 2007, 09:40 PM) *

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი ასე განმარტავს: [მოკლედ]

დოგმატი და კანონი

1. საეკლესიო ტერმინოლოგიით მიღებულია, დოგმატებად იწოდებოდეს ქრისტიანული სწავლების, სარწმუნოების ჭეშმარიტებანი.

2. რაც შეეხება კანონს, ესაა საეკლესიო მოწყობის, მისი მართვის, სახარებისა და სამოციქულო სწავლების ზნეობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე საეკლესიო იერარქიის, მღვდელმსახურთა და თითოეული ქრისტიანის მოვალეობათა განაწესი. კანონი (κανών) ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით სწორ, გათლილ ჯოხს, მიმართულების ზუსტ საზომს აღნიშნავს.

----

პატარა ჩაგეკითხებით ნენა biggrin.gif

გასაგებია, რომ დოგმა არის უცვლელი ჭეშმარიტება.

მაგრამ თუ ახასიათებს ასეთივე უცვლელობა, კანონიკას?
რომელ კანონს შეგვიძლია არ დავემორჩილოთ?
სოტირიოლოგიური თვალსაზრისით. არის დამღუპველი რომელიმეს უკუგდება?
----

მერე დოგმაზე გადავალ biggrin.gif



შეგიძლია არ დაემორჩილო არცერთს,შენ რად გინდა დოგმა, თავად ხარ უკვე დოგმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 2 2007, 09:33 PM

ციტატა
შეგიძლია არ დაემორჩილო არცერთს,შენ რად გინდა დოგმა, თავად ხარ უკვე დოგმა


ოოო, ეგ ცხადია მაგრამ laugh.gif მე მოკვდავთათვის დავსვი კითხვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 2 2007, 09:35 PM

ციტატა(მნათე @ Feb 2 2007, 10:33 PM) *

ოოო, ეგ ცხადია მაგრამ laugh.gif მე მოკვდავთათვის დავსვი კითხვა biggrin.gif



ხოდა ამ კითხვას მოკვდავნი გასცემენ პასუხს, შენ რა გაღელვებს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 2 2007, 09:43 PM

ციტატა
მაგრამ თუ ახასიათებს ასეთივე უცვლელობა, კანონიკას?
რომელ კანონს შეგვიძლია არ დავემორჩილოთ

იმას რომელიც 7 მსოფლიო კრებას არ მიუღია ალბათ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 2 2007, 09:44 PM

ციტატა
ხოდა ამ კითხვას მოკვდავნი გასცემენ პასუხს, შენ რა გაღელვებს?


ვზრუნავ ხალზე laugh.gif

პ.ს ცარცს დააჭირე biggrin.gif

ციტატა
იმას რომელიც 7 მსოფლიო კრებას არ მიუღია ალბათ.


ვითაამ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2007, 09:54 PM

ციტატა(მნათე @ Feb 2 2007, 09:44 PM) *

პ.ს ცარცს დააჭირე biggrin.gif


laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 15 2007, 07:36 PM

ოჰო, სულ ეს იყო ეს თემა????? რატომ? არ დაინტერეესდით არადა საინტერესოა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 15 2007, 08:38 PM

ციტატა
ოჰო, სულ ეს იყო ეს თემა????? რატომ? არ დაინტერეესდით არადა საინტერესოა


ერთი რამის სიყვარულმა, რეიტინგი დაგვიკარგა biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 05:33 PM

ამ თემას ვეძებდი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:33 PM

"თუ ძირითადად დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მამების სრული თანხმობის საჭიროებაზე ვისაუბროთ, მეორეხარისხოვან საკითხებზე ერთობა აუცილებელი არ არის. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდა მამებს ყოველ საღვთისმეტყველო საკითხზე ერთსახოვანი პასუხები გააჩნიათ. მაგალითად, ასეთი თანხმობა არ არის მიღწეული ადამიანში ღვთის ხატებისა და მსგავსების საკითხებზე. მეორე მხრივ, თანხმობა მიღწეულია ისეთ საკითხში, როგორიც არის ღმერთის მიერ სამყაროს არაფრისაგან შექმნის საკითხი".

/დეკ. ოლეგ დავიდენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:15 PM

"[პავლე მოციქულს] საყვედურობდნენ განსხვავებული ქადაგებისა და რწმენის დოგმატების გამო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:43 PM

"ის ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მცირე დოგმატს შერყვნის, თანდათან დაზიანებით ყველაფერი დაემორჩილება ნგრევას"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:08 PM

"ღვთის ეკლესია ინგრევა შიგნიდან, როდესაც ზიანდება დოგმატები და კანონები, როგორც ამას აკეთებენ ცრუმოძღვრები და მწვალებლები"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 08:37 PM

"არქიმანდრიტ მაკარის (ბულგაკოვი) მიხედვით, დოგმატები არის "ეკლესიის მიერ ქადაგებული, გამომხსნელ სარწმუნოებაში გაცხადებული (ღმერთის მიერ) ხელშეუხებელი და უცვალებელი წესები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 09:14 PM

"კანონები თავიანთ მაღალ გარანტიას (დაცვას) ჰპოვებენ რელიგიაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 10:39 AM

"მეორე შემთხვევა: როცა რომელიმე გაუნათლებელი პიროვნება დოგმატიკი შესწავლას გადაწყვეტს. ეჰ, ის ხომ გონზე არაა! იმას კი არ ვამბობ, რომ ადამიანი მოკლედ არ გაეცნოს რომელიმე დოგმატს. მაგრამ თვით განათლებულ ადამიანსაც რომ სურდეს, დოგმატიკის სფეროდან რაიმე შეისწავლოს ამპარტავნებით, ღვთის მადლი მასაც მიატოვებს ამ ამპარტავნების გამო და დაეჭვდება. რა თქმა უნდა, ამას იმათ შესახებ არ ვამბობ, ვინც ღვთისმოსავნი არიან. ადამიანი თუნდაც გაუნათლებელი იყოს, თუ იგი მცირეოდენ მისთვის მისაწვდომ განსჯის უნარს ფლობს და რომელიმე დოგმატს გაეცნობა, შეძლებს, ჩაწვდეს მას. მაგრამ თუ დოგმატიკის სფეროში იხედება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სწამს სულიერი ცხოვრება, იმ მცირე რწმენასაც კარგავს, რომელიც მანამდე ჰქონდა".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:20 PM

"ღმერთს არ შეეძლო ადამიანისათვის ერთდროულად მიეცა ორი მოქმედი კანონი, - ზნეობრივი და ბუნებრივი, ვინაიდან არსებობს მხოლოდ ერთი კანონი, - ზნეობრივი კანონი, ხოლო ბუნებრივი, ფიზიკური კანონები ბუნებისა არ არსებობს. იმას, რასაც ადამიანები ბუნებრივ ან ფიზიკურ კანონებს უწოდებენ, არსობრივად კანონები კი არაა, არამედ მხოლოდ სიმბოლოებია ზნეობრივი კანონისა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 06:47 PM

"ექო - ხმის გამოძახილია, ეთიკა - დოგმატიკის გამოძახილი"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 06:59 PM

"ამ ქვეყანაზე მხოლოდ ღვთის ზნეობრივი კანონი მოქმედებს, ხოლო ე.წ. ბუნების კანონები, ფიზიკური კანონები, ბუნებრივი კანონები არ არსებობენ".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 12:04 PM

"გარკვეული თვალსაზრისით, იესო ქრისტეს სწავლება შეიძლება რწმენის კანონად და მოქმედების კანონად დაიყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 05:08 PM

"დოგმატები - ეს გონებით სახილველი ხატია ღვთისა, ეს ფორმულებია, რომლებიც განსჯისთვის მიუწვდომელ სულიერ სიდიადეებს შეიცავს, ეს ღვაწლი და მორჩილებაა რწმენისა, რომელიც მარადისობაში რეალიად და სიცხადედ იქცევა, ეს ჭეშმარიტებაა, რომელიც ისე წარმოდგება, ვითარცა ცხოვრება. დოგმატური ფორმულები სულიერ სამყაროში ყოფიერების ფორმულებს წარმოადგენენ".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 09:59 PM

"მონობა უნდა ეწოდოს თავაწყვეტილობას, და სამარცხვინო მონობა - იმას, როცა ადამიანი ფეხქვეშ თელავს ღვთაებრივ კანონებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 07:49 PM

"სამწუხაროდ, X-XI საუკუნეებში რომის ეკლესიამ ხელი მიჰყო გაუმართლებელი სახლეების შემოღებას დოგმატურ და კანონიკურ სფეროში, რასაც შედეგად მოჰყვა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების დაშორება, რადგან სარწმუნოებრივი ერთობის გარეშე საეკლესიო ერთობის შენარჩუნება შეუძლებელი შეიქნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:42 PM

"ამდენი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ დოგმატები მინარევებისაგან გაგვეწმინდა! წმ. მამებმა იცოდნენ თავიანთი საქმე. ისინი ერეტიკოსებთან ურთიერთობას კრძალავდნენ და - არც უმიზეზოდ... მაგრამ დღეს ამართლებენ ერთობლივ ლოცვას არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ - ბუდისტებთან, ცეცხლთაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:13 PM

"დოგმატები ცალკეულ პირთა განმსჯელობითს მოსაზრებებს კი არ ეფუძნება, და, თუნდაც ისინი ეკლესიის მამები და მასწავლებლები იყვნენ, არამედ - საღმრთო წერილის სწავლებასა და წმიდა გარდამოცემას. უდიდესი და გადამწყვეტი როლი სარწმუნოების მართლმადიდებლური ჭეშმარიტებების განსაზღვრებაში შეასრულა შვიდმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ. მათი დოგმატიკური განსაზღვრებებიდან ძირითადი და პირველხარისხოვანია სარწმუნოების სიმბოლო - მოკლედ, მაგრამ ზუსტად გადმოცემული სწავლება მასზედ, თუ რა უნდა სწამდეს ქრისტიანს; ესაა იმ დოგმატური ჭეშმარიტებების ერთობლიობა, რომლებიც მართლმადიდებელი სარწმუნოების სწავლებას გამოხატავენ.

მსოფლიო კრებების დადგენილებებით აკრძალულია რაიმეს შეცვლა სარწმუნოების სიმბოლოში არამხოლოდ სიტყვით, არამედ ფიქრითაც კი. ნებისმიერი განდრეკა სარწმუნოების სიმბოლოდან ნიშნავს სარწმუნოებრივი სწავლების სიწმინდის დარღვევას, განდგომას მართლმადიდებლობისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 07:11 PM

"დოგმატი გახლავთ ღმერთის მიერ ჩვენთვის განცხადებული ჭეშმარიტება, რომელიც ურყევად უნდა გვაწმდეს ჩვენი ცხონებისათვის"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 08:30 PM

"იქ, სადაც კანონით დადგენილი წესები ირღვევა, სხვადასხვა უბედურებანია მოსალოდნელი. ამიტომ თუ ქრისტიანები ვართ, ყველგან, ყოველთვის, ყოველჟამს ღვთის მიერ დადგენილი მცნებები, წესები, კანონები და დოგმატები უნდა დავიცვათ და სულის ცხონების საქმეში, ეკლესიური ცხოვრების სფეროში არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, არ უნდა ჩავთვალოთ უმნიშვნელოდ, მცირედად, იმის ღირსად, რომ რაღაცა მაინც შეიძლება არ იყოს ყურადღების ღირსი"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:18 PM

"წმინდა ისააკ ასური ამბობს: "თავი აარიდე დოგმატების განხილვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 08:34 PM

"საერთოდ ღვთისმეტყველების დოგმატიკა ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი და სამართლიანი, რამეთუ დოგმატური ღვთისმეტყველება არის ღვთისაგან განცხადებული ჭეშმარიტება და არა ადამიანის აზროვნების და გონების ნაყოფი. ეს არის ღვთაებრივი, რომელსაც ეერ შეცვლი და არც შეიძლება მისი შეცვლა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 07:02 PM

"წმინდა მამებს ასეთი მაგალითი მოჰყავთ - რკინას არა აქვს ცეცხლის თვისება, მაგრამ თუ მას ცეცხლში ჩავაგდებთ და დიდხანს გავაჩერებთ, რკინაზე ცეცხლის თვისება გადავა. ეს არ არის რკინის თვისება, მაგრამ მისი ყოველი ნაწილაკი ცეცხლის თვისებით განიმსჭვალება. ასევე - ძე ღვთისა რომ განკაცნა და ადამიანური თვისება მიიღო, ღვთაებრივმა ბუნებამ მთლიანად გამსჭვალა ადამიანური ბუნებით. ადამიანურ ბუნებაში არ დარჩენილა არც ერთი ადგილი, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას არ განემსჭვალოს.

ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიას აქვს დოგმატები (მისთვის დოგმატი იგივეა, რაც მათემატიკაში - აქსიომა). ერთ-ერთია ის, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ძე ღვთისა, რომელმაც ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა. მასში არის სრულყოფილი ღვთაებრივი ბუნება და სრულყოფილი კაცური ბუნება, აბსოლუტურად შეურევნელი. მაგრამ მასში ადამიანური ბუნება სრულიად ემორჩილება ღვთაებრივს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2024, 01:29 PM

"დოგმატებში ღვთისმეტყველებაა, თავად ღვთის მიერ ნასწავლები. დოგმატების უარყოფა ღვთის გმობაა, რომელსაც ურწმუნოება ჰქვია; დოგმატების დამახინჯება ღვთის გმობაა, რომელსაც ერესი ეწოდება"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)