თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ნუგეში უფლისა და კაცთა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:38 PM

"თუ ქვეყნიური ცხოვრებისას მოკლებული ხარ ნუგეშსა და დახმარებას ხილულს, იცოდეთ, რომ უფალი ღმერთი დიდ წყალობას გიმზადებთ, მარადიულსა და უხვს. ნუ აჩქარდებით, წარმავალ ქვეყნიურ სიკეთეს ყოველთვის ამჯობინეთ მარადიული, ზეციური სიხარული".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2018, 01:06 PM

"ჩემს მოძღვართან ვინც დადის, ვიცი, რომ ისინი ძალიან დიდ ნუგეშს იღებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:23 AM

"სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკივილია. მას სტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას სტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივ ნუგეშს მიიღებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2018, 01:13 PM

"საოცრად მოწყალე იყო [წმ. გაბრიელ სალოსი]. მუდამ მშიერი საჭმელს გვერდით გადადებდა და უპასუხოდ და უნუგეშოდ არავის გაუშვებდა:

- თუ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება - ჯერ დაეხმარე, ჭამას ყოველთვის მოასწრებ, თუ არადა, სასუფეველს დაკარგავ! - "სასუფეველი ცათაი იიძულების" და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2018, 09:37 PM

"ნუგეში მხოლოდ რწმენაშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:44 PM

"მას ჰქონდა ნუგეშინისცემის მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:37 PM

"მამა ვიტალის [სიდორენკო] დღედაღამ გარს ხალხი ეხვია. ის თითქოს არ იღლებოდა - უეჭველად სიყვარული აძლევდა ძალას. მისი მორჩილები ამბობდნენ, სტუმრების წასვლის შემდეგ მამა ვიტალი ძალაგამოცლილი ვარდებოდა საწოლზეო. ის სხვა მამებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ შეეძლო ადამიანს მკაცრად მოქცეოდა და ემხილებინა ისინი. ცდილობდა, ყველა მისული ენუგეშებინა. კაცს ცოდვებს იგავებით ეტყოდა, ხშირად თითქოს საკუთარ თავს ამხილებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2018, 09:07 PM

"სულიერ ნუგეშს მხოლოდ მაშინ ეზიარები, როცა სხვას რაიმეს აძლევ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 03:54 PM

„ახლა , როდესაც შენ შენი უბედურების შესახებ მიყვები, უამრავმა ადამიანმა არც კი იცის, სად ჰპოვოს ნუგეში, ვის მიმართოს, ვის დაელაპარაკოს, სად დარეკოს, რა ლოცვა წაიკითხოს... ისიც კი არ იცის, ვინ არის ღმერთი, არსებობს კი იგი, რა ჰქვია მას, რომელ კარს უნდა მიუკაკუნოს? სხედან და იტანჯებიან.

შენ თუ მხოლოდ მათზე იფიქრებ, დიდ შვებას მიიღებ. შენი გული უფრო ფართო შეიქნება და შენ აღარ იქნები მარტოსული, ავტომატურად მილიონი ადამიანის მეგობარი შეიქნები, პირადად შენთვის უცნობის, მაგრამ ამჟამად შენი გულისათვის კარგად ნაცნობის.

გული შენი ყვავილივით რბილი, სათუთი და მგრძნობიარე შეიქნება, შენ მთელ მათ ტკივილს შეიცნობ, ნუგეშს მიიღებ, სულ მცირე ძალას მაინც მოიკრებ და იმის ნაცვლად, რომ იდრტვინო, იმ უცნობ ადამიანებზე ილოცებ, რომლებიც შენსავით და შენზე მეტად იტანჯებიან“.

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 08:53 PM

"მისი ბაგით მხოლოდ სანუგეშოს გაიგონებდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2018, 09:43 PM

"რამდენადაც გაურბის ადამიანი ადამიანურ ნუგეშინისცემას, იმდენად უფრო უახლოვდება მას ღვთაებრივი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:00 PM

"ცრუ გლოვა ამპარტავნებას ბადებს, ჭეშმარიტი კი - ნუგეშს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:49 PM

"მწუხარებებისას ნუგეში კაცთაგან არ ეძიო და ნუგეშინისცემული იქნები ღვთისგან".

/მამა ისოებ მღვიმელი (+1959)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 11:05 AM

"სულმოკლეობა ღვთის საწყენია. ღმერთია მოწყალე, იმის ნუგეში დიდი არის, ღმერთი არის ყველას მფარველი, მოჭირნახულე ადამიანი იმას უყვარს; რაც უნდა მოხდეს, უნუგეშოდ არ გაგიშვებს... ღმერთს მიენდე და კაცის სიკეთესა."

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 05:54 PM

"რაც მეტია მწუხარება, მით მეტია ნუგეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2019, 10:50 PM

"ღმერთი იმ ადამიანს აძლევს ნუგეშს, ვისაც ნუგეში სხვისთვის არ ენანება!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 06:24 PM

"ვინც მუდამ სხვას ანუგეშებს, იქნებ მას ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში!."

ეს სიტყვები რომ წავიკითხე, მოძღვარი გამახსენდა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 04:19 PM

"დიდ ნუგეშს ღებულობს ჩვენი სული, როდესაც უფალი გვწყურია. მაშინ აღარ დავკავდებით ყოველდღიური და ხრწნადი საზრუნავებით, არამედ სულიერით და ამაღლებულით, სულიერ სამყაროში ვიცხოვრებთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 01:58 PM

"ღვთისაგან ნუგეში და თანადგომა დიდია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:48 PM

"სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკივილია. მას ტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას ტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივი ნუგეში მიეცემა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 07:58 PM

"სულიერი ნუგეშის წყურვილი"

"ღირს ანატოლის ("უფროსი") სიყვარულითა და სულიერი გამოცდილებით განზავებული რამდენიმე სიტყვით შეეძლო საოცარი ნუგეში მოეტანა დამწუხრებული სულისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:28 PM

"მაცხოვარი თავადაც საჭიროებდა თანაგრძნობას, მაგრამ ხორციელი უძლურების გამო მოწაფეებმა ვერ შეძლეს უმძიმეს წუთებში თანაგრძნობით მისი გამხნევება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:49 PM

"ცხოვრებაში ყველაზე ადვილი და სახელდახელო ნუგეში არის - ხუმრობა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:41 PM

"რამდენადაც გაურბის ადამიანი ადამიანურ ნუგეშინისცემას, იმდენად უფრო უახლოვდება მას ღვთაებრივი".

/წმ.პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:52 PM

"დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა; არამედ, ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან - ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:28 PM

"რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმინდის მადლით"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:23 PM

"ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯველისთვის სწირავს"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:25 PM

"ხშირად დროული ოხუნჯობა დიდი ნუგეში და უკეთილესი გამოსავალია არცთუ საოხუნჯო ვითარებიდან!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 05:46 PM

" - რით უნდა ვინუგეშოთ თავი?

- უნდა შეიგნო, რომ არარაობა ხარ, მაგრამ თავი იმითაც უნდა ინუგეშო, რომ ქრისტიანი ხარ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:24 PM

"ნუგეში ადამიანისთვის ძალიან კარგია, მაგრამ იობის მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ უფალს შეეძლო და არა მეგობრების თანადგომა-ნუგეშს. მით უფრო, რომ იობის მეგობრები ვერ იქცნენ მის მანუგეშებლად, თავიანთი მოძღვრებებით და აზრებით, კიდევ უფრო უმძიმებდნენ მას სატკივარს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 11:23 AM

"მოსწონხარ, არ მოსწონხარ ვინმეს, ამისთვის დრო არ დაკარგო... მხოლოდ ღიმილი და ნუგეში გაავრცელე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 09:05 PM

"უფალმა ასხუროს ნუგეშის სალბუნი მათ გულებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2020, 08:43 PM

"მხოლოდ ღმერთთან კავშირში შეიძლება ვიპოვოთ დაულევნელი ნუგეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2020, 09:41 PM

"ნუგეშს შეუძლია უიმედო ადამიანს ცხოვრების წყურვილი დაუბრუნოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:12 PM

"ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგვზავნის მეგობარს ნუგეშად, როდესაც მწუხარებაში ვართ ანდა შეწევნისათვის გაჭირვების ჟამს, კურნებისათვის სნეულების ჟამს, რჩევის მისაცემად, როდესაც უგულისხმობაში ვართ და გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს".

/კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 07:33 PM

"ჩვენი ყოველი მწუხარებისათვის გვაქვს მტკიცე ნუგეში, უტკბილესი ნუგეში - ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი".

/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2021, 08:24 PM

"როცა ადამიანი აიძულებს თავს დამდაბლდეს, მაშინ უფალი მას შინაგანად ანუგეშებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:18 PM

"ღმერთი ყოველთვის გვანუგეშებს დიდი მწუხარებისას, სწორედ მაშინ, როდესაც განსაკუთრებით სანატრელია მისი ნუგეში".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 08:51 PM

"ხან მწუხარებები და ტანჯვა მოვა, ხან მადლი და ნუგეში, მონაცვლეობით"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2021, 09:32 PM

"ღმერთი თავისი არსებით ყოვლად სამართლიანია - პატივით იმათ აჯილდოებს, ვისშიც საჭირო ღირსებებს პოულობს. ადამიანებს პატივში მეგობრები და თვისტომნი ჰყავთ, ღმერთს კი - მხოლოდ ღირსეულნი. აი რაშია ნუგეში სათნო ადამიანებისათვის, როცა მათ ამცირებენ და როცა სძულთ ისინი".

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 04:43 PM

"სადაც სიმშვიდე და მყდროებაა, იქვეა ნუგეში და სიხარული"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:09 PM

"თუ ვიფიქრებთ უფრო დიდ უბედურებებზე, ვიდრე ის არის, რომელიც გვეწვია, საკმარის ნუგეშს მივიღებთ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 09:32 PM

"არ მომწონს, რომ შენი მწუხარების მიზეზებს სხვა ადამიანებში ეძებ და არა საკუთარ თავში. ეს გონების ძლიერი დაბნელებაა და ამპარტავნობისგან მოდის. ამიტომაც ვერ პოულობ ნუგეშს და შენი ურვა უსიხარულოა"

/ღირსი ლევ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 07:03 PM

"ყოველთვის მძიმე და სამწუხარო ირჩიე და მოიძულე სიამე და გართობა, რომელთაც სულისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ; გიყვარდეს სხვათა ნებაზე დამოკიდებულება, მათი მორჩილება. მხოლოდ უფალი იყოს შენი უტკბესი ნუგეში, სხვა ყოველივე კი სიმწარეა"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 02:10 PM

"ნუ ეძებ ნუგეშს იმაში, რაც მცირე დროით მოგეცა; ჭეშმარიტი ნუგეში უფალშია, - ეს ნუგეში მარადის შენთან დარჩება"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 08:36 PM

"საკუთარ თავში ეძიეთ ნუგეში"

/წმ. პავლე მოციქული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2021, 09:21 PM

"უდიდესი ნუგეშია, როდესაც ვინმეს საკუთარ თავში აქვს იმის მტკიცებულება, რომ ყოველივეს აღასრულებს არა ადამიანური ძალით, არამედ უფლის მადლით"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 09:59 PM

"უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად იგლოვო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:04 PM

"დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა; არამედ, ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან - ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება!"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 09:33 PM

"ქრისტიანი მიწაზეც კი იღებს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ!", - ამბობენ საკუთარი თავის შესახებ ქრისტეს მიმდევრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:16 PM

"როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე, - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა, - მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:11 PM

"თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:33 PM

"მწუხარებაში ნუგეშისცემას იესო ქრისტეში უნდა ვეძებდეთ; სხვაგვარად, ამაოდ დავუწყებთ ძებნას ნუგეშს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:53 PM

"არის მომენტი, როცა ყველაზე სანუგეშო სიტყვა კიდევ უფრო ამძაფრებს გაუსაძლის ტკივილს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 08:22 PM

"რაც უფრო მეტად განეშორება ადამიანი ყოველგვარ მიწიერ ნუგეშს, მით უფრო უახლოვდება იგი უფალს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 09:43 PM

"როცა უარს იტყვი გარეგნულ ნუგეშზე, მაშინ შეძლებ, უჭვრეტდე ზეციურს და ხშირად იხარებდე შინაგანი ბედნიერებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2021, 06:31 PM

"ბარნაბა (ნუგეშის ძე) (საქ. 4.36) - ლევიტელი, წარმოშობით კვიპრელი, მოციქული, პავლე მოციქულის თანამგზავრი, გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი 70-მოციქულთაგანი. თავდაპირველად ერქვა იოსები, მაგრამ რაკი მჭევრმეტყველების ბრწყინვალე უნარი ჰქონდა, ასევე უბედურებს ანუგეშებდა, უწოდეს ბარნაბა, რაც სირიულ ენაზე ნიშნავს "ნუგეშის ძეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 05:45 PM

"სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკვილია, ანუ მას სტკივა იმის გამო, რაც ხდება, მას სტკივა ხალხის გამო. მაგრამ ამ ტკვილის ნაცვლად მას მიეცემა საღვთო ნუგეში. იგი გრძნობს ტკივილს, მაგრამ თავის თავში ასევე გრძნობს საღვთო ნუგეშს, რადგან უფალი სამოთხიდან გადმოუგდებს მის სულს კურთხევას და ადამიანი საღვთო სიყვარულისგან ხარობს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 05:20 PM

"ადამიანთა სატკივარით პირში ნაღველი გამიჩნდა. მაგრამ შინაგანად ნუგეშს ვგრძნობ. რომ წავიდე, თვითონვე ჩავთვლი, რომ წავედი წინა ხაზიდან, რომ უკან დავიხიე, ამას მოღალატეობად მივიჩნევ"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 02:27 PM

"წმიდაო მამაო, ადრე თქვენ ამბობდით, რომ რამდენადაც გაურბიხარ ადამიანურ ნუგეშს, იმდენად ხდები საღვთო ნუგეშის მიმღები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 05:12 PM

"სულიერი გლოვის უკან ნუგეში იმალება, როგორც უფალი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 01:57 PM

"[კათალიკოს-პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს] ბევრი ნუგეში უნახავს ცხოვრებაში, მაგრამ სიმწარეც ბევრი უგემნია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2022, 07:20 PM

"დამწუხრებული ხარ? - იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება"

/ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 09:27 PM

"ჯვართან ჰპოვებენ ნუგეშს ყველანი. ვისი ნუგეშისცემაც ამქვეყნად ვერავის ძალუძს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2022, 08:47 PM

"როდესაც ნუგეშის სიტყვებს ვერ ვპოულობთ, უფალს შევთხოვთ, გაგვინათოს გონება და მიგვახვედროს, რაგვარი ნუგეში სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2022, 08:27 PM

"ჩვენი საუკუნე გულგრილობის საუკუნეა... ხდება ხოლმე, რომ თავს ვერ ვაიძულებთ, მივიდეთ გასაჭირში მყოფ მოყვასთან, მოვინახულოთ, მოვიკითხოთ, ნუგეში ვცეთ. ხან - ღმერთმა შეგვინდოს! - გვეზარება, ხან დროს ვერ ვპოულობთ, ხან ვფიქრობთ, თავი გაგვჭირვებიაო... მაგრამ უფლის ნებით ის ზოგჯერ თვითონ გვეხმიანება და ჩვენც იძულებულნი ვხდებით, მისკენ გავეშუროთ. თან სინდისი გვქენჯნის, რომ ზეგარდმო ძალის ჩარევა დაგვჭირდება, რათა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა აღგვესრულებინა, თან კმაყოფილნი ვართ, რომ უფალმა მოწყალება მოიღო და სიკეთის ჩადენის საშუალება მოგვცა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2022, 08:05 PM

" - არის შემთხვევები, როდესაც არ იცი, რითი ანუგეშო მოყვასი და იტანჯები უძლურების გამო. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?
- ასეთ დროს უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისათვის, ვინც უნუგეშო მდგომარეობაშია. უფალს შევევედროთ, გაგვიხსნას გონება და გვაპოვნინოს საჭირო სიტყვები.
ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაა. იყო მოძღვარი - მამა არსენი, რომელმაც ძალიან დიდი ხანი გაატარა გულაგში - კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. საოცარ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა პატიმრების მიმართ, გასაჭირში გვერდით ედგა, ნუგეშს სცემდა. ასეთი ღვაწლისთვის უფალმა იგი სხვისი აზრების წაკითხვის, ცოდვების უთქმელად დანახვის, განკურნების უნარით დააჯილდოვა. როდესაც გაათავისუფლეს, მასთან უამრავმა ხალხმა დაიწყო დენა. შორეული ქალაქებიდანაც კი ჩადიოდნენ, რათა გასაუბრებოდნენ, ნუგეში მიეღოთ მისგან. ერთხელ მამა არსენთან მივიდა ქალი, რომელსაც ქმარ-შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, დედა კი სამუდამოდ დაუხეიბრდა... შეხვედრას ის ასე იხსენებს: "როდესაც მთხოვა, ჩემი ამბავი მომეყოლა, ყვირილით, გაბოროტებით, სიძულვილით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დავიწყე თხრობა. მამა არსენი ჩუმად იჯდა, მე კი სულ ერთსა და იმავე ვიმეორებდი: "რატომ?! რისთვის?!" ლაპარაკი რომ დავასრულე, გაოცებულმა შევხედე ბერს: სად იყო ნუგეშის სიტყები, სად იყო სულიერი შეწევნა, მისგან რომ ველოდი?! მამა არსენი უსიტყვოდ წამოდგა, კანდელი გაასწორა, რამდენიმე სანთელი აანთო და... დაიწყო ლოცვა. ლოცვისას ხშირად ახსენებდა ჩემი და ჩემი ახლობლების სახელებს... ევედრებოდა ღვთისმშობელს. ბოლოს მომბრუნდა და მითხრა: "ყოველდღე, დღისითაც და ღამითაც, დრო შეარჩიეთ და სადაც არ უნდა იყოთ, შინ, სამსახურში თუ ქუჩაში, იკითხეთ ეს ლოცვბი. დედა ღვთისა უთუოდ დაგეხმარებათ. ხშირად იარეთ ეკლესიაში და სასწაულმოქმედი ხატის - "მოულოდნელი სიხარულის" წინაშე იკითხეთ დაუჯდომელი. არც განსჯა თქვენი მწუხარებისა, არც ნუგეშისცემა არ არის საჭირო. მხოლოდ ლოცვა, რაშიც ჩაეტევა მთელი თქვენი ამქვეყნიური მწუხარება". მეორე დღეს კი მითხრა: "თქვენი ტკივილი უზარმაზარია, მას ვერა საზომით ვერ გაზომავ. მე ამას ვხედავ, ვგრძნობ, მაგრამ ქედს ვიხრი უფლის ნების წინაშე. მხოლოდ მისთვის არის ცნობილი თითოეული ადამიანის გზა და, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ყოველ ჩვენგანს თავისთან უხმობს მისთვის უმჯობეს ჟამს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 06:56 PM

"რაგინდ გულგრილი იყოს ხალხი, უფალი არ მიგვატოვებს... ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: "უფალი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ყოველ წუთს უწვდის ხელს, იცავს ხილული და უხილავი მტრისგან, ასწავლის ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით". გადაშლი "წმინდანთა ცხოვრებას" და განუგეშებს იმის გაგება, თუ როგორ უჭირდათ ამ ადამიანებს და როგორ უძლებდნენ ისინი განსაცდელს, ანდა ეკლესიაში შეხვალ, ქადაგებას მოისმენ, პირადად მე ბევრისგან გამიგონია, რომ უწმიდესის ქადაგების დროს მათ პასუხი მიუღიათ უამრავ კითხვაზე, სიმშვიდე, ნუგეში უგრძნიათ. ვისაც ოდნავ მაინც აქვს სულიერი ხედვა, ის ყველგან შეამჩნევს უფლის მზრუნველ თვალსა და ხელს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 08:09 PM

"მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნუგეში, რომ რაც უნდა დაცემულნი და ცოდვილნი ვიყოთ, შეგვიძლია სინანულით და მათ მიერ დაარსებული ეკლესიის მეშვეობით მივიდეთ უფალთან და უფალი თავის წიაღში მიგვიხუტებს და მიგვიღებს ყველას!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:12 PM

"ხომ არსებობს დანასავით ბასრი სიტყვები და უსაქციელობები, ხოლო მათ მიერ მიყენებული ჭრილობები ისეთი ღრმაა, რომ არასოდეს ხორცდება? მაგრამ არსებობს ისეთი ნუგეშიც, რომლის ექო ყურში სამარადჟამოდ გვრჩება და კუბოს კარამდე არ გვავიწყდება: ალერსიან სიტყვებად ჩაგვესმის და გაყინულ და ნატანჯ სულს გვითბობს; სითბოს ისეთ სხივებს გვიგზავნის, სულში ჩაბუდებულ უკუნეთსაც კი რომ გაანათებს"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:41 PM

"რაც უნდა დიდი ტკივილი იყოს, არ არსებობს, ადამიანმა აქვე არ მიიღოს ნუგეში, თუ ის შეეცდება, ნუგეში იპოვოს უფალში და არ გასასტიკდება"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 04:00 PM

" - რატომ მოდის ტკვილი ადამიანის ცხოვრებაში?

- საოცრად თარგმნა მთაწმინდელმა "პარაკლინოტ", ბერძნულად "სულიწმიდა" - ნუგეშინისმცემელი. რა არის სიტყვა "ნუგეში", თუ დაკვირვებულართ?

- ნუ გეშინია.

- დიახ, შესაბამისად, სული წმიდა ვინ არის? ნუგეშინისმცემელი. რატომ გვჭირდება ნუგეში? როდესაც, რასაც ჩემი ადამიანური ცნობიერებით ვერ ვხედავ და მგონია, რომ დასრულდა ყველაფერი, შემოდის სული წმიდა. ეს ქრისტეს სულია, რომელმაც იცის ის სამყარო, მან იცის, რომ სიკვდილი გარდაცვალებაა და მოდის ნუგეშად, რომ ამ ტკივილში გულზე სულიერ წვეთოვანები დაგვიყენოს და არამიწიერი სიმშვიდით გაგვიწონასწოროს ტკივილი და გაგვიქარვოს"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 08:34 PM

"წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] ჭეშმარიტ ნუგეშს ჩვილი ბავშვის ტირილსა და სიცილს ადარებს. რატომ? - ჩვილი ბავშვის ტირილი არ არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ტირილი, ხოლო მისი სიცილი - ეს ყველაზე უცოდველი სიცილია. როდესაც მოღვაწეობით დამაშვრალ კაცს ეძლევა ჭეშმარიტი ნუგეში, საღვთო მხიარულებით აღივსება მისი გული. ამგვარი მდგომარეობის მიღწევა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, არა იმის გამო, რომ უფალმა გამოარჩია, არამედ თავად ეს ადამიანები გახდნენ უფლისაგან ბოძებული ჯილდოს ღირსი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 05:34 PM

"ჭეშმარიტი გლოვის სანაცვლოდ მიღებული ნუგეში ღვთისგან ბოძებულია. ღვთის ნუგეშის მოპოვების შემდეგ უამრავი სიკეთე ეძლევა ადამიანს. სწორედ ამ დროს ხდება ენით გამოუთქმელი ბრწყინვალების ხილვა, საღვთო ხილვა. ეს გონებისმიერი, სულისმიერი ხილვაა და მას საერთო არაფერი აქვს მიწიერ გრძნობებთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 07:27 PM

"ადამიანის ცხოვრებაში, ჩემო საყვარელო შვილო, ღვთის გამოუკვლეველი განგებულებით, პერიოდულად დგება მძიმე წუთები, კრიზისული პერიოდი, თითქოს გამოუვალი მდგომარეობა. ამ დროს საჭიროა სიმშვიდე, თავის ხელში აყვანა, მოთმინება, ლოცვა და განსაკუთრებით გვერდში მდგომი ადამიანი, რათა მისგან ნუგეში მიიღოს"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 04:59 PM

"ნუგეში ღვთისა ღვთის მოყვარულთ ეფინებათ. ღვთის ნუგეშს იღებს ის, ვისაც ღმერთი უყვარს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2023, 06:28 PM

"წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღვთის მსასოებელი არ შერცხვება წინაშე კაცთა, - უფალი გაამართლებს მის იმედს და ანუგეშებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 02:04 PM

"ბევრი ფილოსოფოსივით საუბრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, უგუნურივით ცხოვრობს"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:16 PM

"არავისგან მიიღოთ დახმარება და ნუგეში, გარდა ღვთისა"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 03:56 PM

"საჭიროა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ისწავლო, რომ ამქვეყნიურ ნუგეშს გაექცე, შინაგანი, სულიერი ღვაწლით იყო დაკავებული, რათა საღმრთო ნუგეში მოიხვეჭო".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:48 PM

"თუ ვინმე ასეთ რამეს იტყვის: "ესა და ეს კაცი ავად არის და ამიტომ მე დღეს წყალს არ დავლევ, იმიტომ, რომ ღმერთმა იცის, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია!" თუ ადამიანი აღასრულებს ამას, ღმერთი დაარწყულებს მას უკვე არა წყლით, არამედ ტკბილი, გამაგრილებელი სასმელით - საღმრთო ნუგეშინისცემით"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:11 PM

"არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღოს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 09:17 PM

"ის [ქრისტე] არასოდეს აღრჩობს ადამიანს. მას უხვად აქვს სულიერი ჟანგბადი - საღმრთო ნუგეში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 08:07 PM

"შვილო, მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:49 PM

"თუ ადამიანის სინდისი მშვიდია, მაშინ მწუხარება, შფოთი და სხვა ამის მსგავსი რომც ჰქონდეს გულში, საღვთო ნუგეშისცემას მაინც შეიგრძნობს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:20 PM

"სწორედ ეკლესიაში უნდა ეძებოს ადამიანმა ხსნა და ნუგეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:41 PM

"სული ამა სოფელს ვერ ეგუება და მხოლოდ ლოცვით ჰპოვებს ნუგეშს"

/მამა ნეკტარიუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 08:16 PM

"მფარველმა ანგელოზმა მოგანიჭოთ ნუგეში და სულგრძელება!"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:22 PM

"უფალი იმიტომ კი არ გვანუგეშებს, რომ ეს დავიმსახურეთ, არამედ იმიტომ,რომ თავი დავიმდაბლეთ: ცრემლებით ვნანობთ საკუთარ უბადრუკ მდგომარეობას, ვმწუხარებთ, რომ ასეთი ურგებნი ვართ"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:31 PM

"ღვთის გარდა ვერსად და ვერასდროს იპოვი სიმშვიდესა და ნუგეშს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 07:58 PM

"როცა ფიქრობთ, სანუგეშო გრძნობებში ღვთის სიყვარული იპოვოთ, ეძებთ არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ნუგეშინისცემას, ტანჯვის გზას კი თავს არიდებთ და სულიერი ნუგეშის გარეშე თავი დაღუპული გგონიათ. პირიქით კია, სულიერი ნუგეშის უქონლობა დაგვამდაბლებს..."

/ღირსი მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 06:45 PM

"ასეთია ღმერთის გზავნილი: "სხვა ნურავის ენდობით, გარდა ღმერთისა! მასზე დაამყარეთ თქვენი სასოება და მხოლოდ მასში იპოვით ნუგეშსა და მადლს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:40 PM

"ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაცაა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: გუშინ, 08:53 PM

"- მამაო, როცა დამწუხრებული ვარ, როგორ ვპოვო ნუგეში?

- ლოცვას უნდა მიმართო. უბრალოდ, თავიც რომ მიადო რომელიმე ხატს, ნუგეშს იგრძნობ. სენაკი ტაძარივით მოაწყვე იმ ხარებით, რომლებიც მოგწონს და ნახავ, მასში ყოფნით როგორ დიდ ნუგეშს მიიღებ"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)