IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
anuska
პოსტი Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 367



ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.

დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ".
"ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე
სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი "
რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.?
თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი"
იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ.


გთხოვთ აღარ დახუროთ თემა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Nov 30 2006, 12:02 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გუჯა
ვიცი. სახლში მაქვს ეგ კასეტა sad.gif
მეგობარმა მაჩუქა, ჩვეულებრივი ქართული გალობა ეგონა...

ყველაზე ძალიან ნერვებს რაც მიშლის არის ის, რომ ყდის შიდა ნაწილზე გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელსაც (ვაი, რომ ქართველისვე ხელით!!!) გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!)

sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 1 2006, 07:43 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Nov 30 2006, 08:02 AM) *



ყველაზე ძალიან ნერვებს რაც მიშლის არის ის, რომ ყდის შიდა ნაწილზე გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელსაც (ვაი, რომ ქართველისვე ხელით!!!) გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!)

sad.gif sad.gif sad.gif


ეხლა დავაკვირდი მაგას, მაგრამ ჩემს "კასეტაზე" ეგ "ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში" წაშლილია biggrin.gif მცხეთის ჯვარი წერია მხოლოდ biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Dec 1 2006, 07:54 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



ციტატა(გუჯა @ Dec 1 2006, 07:43 PM) *

ეხლა დავაკვირდი მაგას, მაგრამ ჩემს "კასეტაზე" ეგ "ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში" წაშლილია biggrin.gif მცხეთის ჯვარი წერია მხოლოდ biggrin.gif


საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭომ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა ამის თაობაზე.
ისე რა ძვირფასი სიწმიდე გვაქვს, ყველას მისი მითვისება ენატრება.


--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 6 2006, 12:46 AM
პოსტი #5


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ მინდა დავდო ჯამბაკურის მიერ დაწერილი ამბავი გვერდითა ფორუმში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება anuska -სათვის.

მაშ ასე:



მთელ საქართველოში, ქართული მონასტრების მდგომარეობა ეგზარხოსების მიერ განხორციელებულმა რეფორმამ განსაკუთრებით დაამძიმა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი მის საარსებო წყაროს. რუსული საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის, არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც 1860-იან წლებში ხმა გავრცელდა ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას მიერ ქართველ მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ, მრავალს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი.

მამა ბენდიქტე ბარკალაიამ გამორჩეული გულმოდგინებისა და ნიჭის წყალობით მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. მან იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) თანადგომით მოახერხა მორწმუნე საზოგადოებაში შემოწირულობის შეკრება, რითაც ათონზე ქართველთა ყოფა უზრუნველყო. აღადგინა ივერთა მონასტერთან ახლოს მდებარე წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე და შემოკრიბა ათონის ნახევარკუნძულზე მიმოფანტული ქართველი ბერები. გაჩაღდა ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის, რომელთა შორის გალობას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ეჭირა.

საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, დავით-გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს ჰპოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსეთის ეკლესიის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე, ქართველ მოღვაწეთათვის ერგვარად ადრეული, თავისუფალი საქართველოს მომაგონებელი, სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწინობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლები. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ქართული გალობის გამართვას ექცეოდა. მამა ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზედ ესახელებოდა. ეს ჩანს მის მიერ ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და მკვლევარისადმი მიწერილი ბარათის ფრაგმენტიდან `ინება ყოვლად წმიდა ღვთის მშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართული მგალობელნი”.

ივერთა მონასტრის ბერძენი ათონელები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა.

,,დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესსა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილ ხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილ-სასმენსა ამას გალობასა ზედა”-წერდა ბენედიტე ბარკალაია 1880 წელს.



ათონის ქართველთა სავანის წინამძღვარი იღუმენი ბენედიქტე ბარკალაია


წინამძღვარმა ბენედიქტემ თავის თანაშემწე მღვდელთან, სქემმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმიდა გიორგი მთაწმიდელის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა გალობის სფეროში. საყურადღებოა ისიც, რომ მამა ბენედიქტემ უმთავრეს მასწავლებლად იმ დროის საუკეთესო სრული მგალობელი ანტონ დუმბაძე შეარჩია. ,,გალობა ესე აღდგინებულ იქმნა უძლურისა ჩემისა მეცადინეობითა, რამეთუ ვპოვე საქართველოსა შინა ერთიღა კაცი გურიასა შინა მცოდნე ძველის გალობისა, გვარად დუმბაძე, რომელსაც მივეც ცხრანი ყმაწვილნი ხმოვანნი განასწვრთნელად ხუთსა წელსა და შემდეგაა წარყვანილ იქმნა იგინი ჩემ მიერ ქართველთა სავანესა მას იოანესისა, ღვთისმეტყველისა, სადაც კიდევ ორსა წელსა განიწვრთნებოდნენ და აღიშენა მათ მიერ გუნდი მოგალობეთა. გალობა ესე და გუნდი შესანიშნავ არს უცხოითა განწყობილებითა თვისითა. მოგალობენი განიყოფებიან ექვს ხმად, რომელთა შორის უმდაბლესი ხმა იწოდების დვრინი და შემდეგნი უმაღლესნი: ბანი, მაღალი ბანი, მთქმელი, სტვინი და კრინი. თვითოეულთა მოხსენებულთ ხმათა გალობს უთუოდ სამ-სამი მოგალობე კაცი და ამნაირად გუნდი (ხორა) შესდგების 18 მგალობელთაგან ძველთა სამეფოთა და საკათალიკოთა სობოროთა შინა მიღებულ იყო ორი გუნდი თვრამეტ-თვრამეტ კაცითა, ერთი გუნდი მარცხნითა და მეორე მარჟვნით, სულ 36 მგალობელნი. გუნდთა აგალობებს ლოტბარი (მმართველი ან რუსულად რეგენტი) თვით გალობა (და არა ხმანი) განიყოფების რვა გვარად (რვა ხმანი) და თვითეულნი მათგანნი თავის-ღა-გვარად მრავალ სხვა და სხვა განყოფილებად.”

ათონის მთის ქართველთა სავანის სამგალობლო სკოლამ რამდენიმე წელში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. თბილისში დაარსებული ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” მიერ საუკეთესო მგალობლებად, სრული მგალობლის, მხცოვანი მღვდლთან, მაქსიმე ჩხატარაიშვილთან ერთად, ათონზე აღზრდილი მგალობლებიც იყვნენ ამორჩეული. ,,ოდეს საქართველოსა შინა კეთილ-მზრუნველთა მემამულეთა აღსძრეს კითხვა აღდგინებისათვის ძველისა ჩინებულისა ქართულის გალობისა, მე უღირსმან გავგზავნე მამულსა ჩემსა შინა ერთის ჩემის გუნდისაგანი უწარჩინებულესი ცოდნითა გალობისათა თავადი მელქისედეგ ნაკაშიძე, რომელიცა საჟაროსა გამოცდასა ზედა მოწონებულ იქმნა სხვათა მგალობელთა შორის და მიღებულ განმწრთვნელად სხვათა.”


ათონის სავანეში გამოზრდილთაგან მელქისედეკ ნაკაშიძე მართლაც არის ყველაზე გამორჩეული და პროდუქტიული ფიგურა ქართული საგალობლების გადარჩენისა და გავრცელების საქმეში. იგი სქემიღუმენ ბენედიქტეს კურთხევითა და ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” დავალებით უახლოეს თანამშრომელ, ასევე ათონელ ნესტორ კონტრიძესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. ანჩისხატის ტაძრის ეზოში, ნაკაშიძე და კონტრიძე, წლების მანძილზე ასწავლიდნენ მსურველთ საეკლესიო გალობას. მელქისედეკ ნაკაშიძეს სახელთან არის დაკავშირებული ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეში დიდი მუსიკოსისა და ოპერის მომღერლის, ფილიმონ ქორიძის აქტიურად ჩაბმა. ასევე მაქსიმე შარაძის, ესტატე (ექვთიმე) კერესელიძის ხელშეწყობა, რამაც საბოლოოდ მეტად ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.

1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა მოილოცა წმიდა მიწა-იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში მოზრდილ წიგნად გამოცემულ ,,მოგზაურობაში” მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას სადაც აღნიშნავს: ,,ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე, ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა. “



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
anuska   ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები   Nov 25 2006, 01:43 PM
ლილიანა   ეს თემა გააქვრეს ფ...   Nov 25 2006, 01:52 PM
კანონისტი   ეს არის "ქრისტე ა...   Nov 25 2006, 02:39 PM
ვეშაპო   anuska მ,ოთმინება ნაღდ...   Nov 25 2006, 07:39 PM
გუჯა   [center]საქართველოს ეკ...   Nov 25 2006, 07:52 PM
შოთა   anuska რომელი ეკლსის მ...   Nov 25 2006, 08:39 PM
kato_Bato   იდეა მაქვს (მა იდეე...   Nov 25 2006, 10:22 PM
კანუდოსელი   ეხლა მიპასუხე თუ რ...   Nov 25 2006, 11:10 PM
შოთა   კაით ეგრე ნუ იქცევ...   Nov 25 2006, 11:18 PM
kato_Bato   კაით ეგრე ნუ იქცევ...   Nov 25 2006, 11:46 PM
გუჯა   anuska ქალბატონო მარი...   Nov 25 2006, 11:57 PM
ვეშაპო   შოთა შოთა! მეგობა...   Nov 26 2006, 12:05 AM
ვეშაპო   გუჯა იყოს ჯერ-ჯერო...   Nov 26 2006, 12:18 AM
კანუდოსელი   მაინც უნდა გამაშიფ...   Nov 26 2006, 12:35 AM
შოთა   ვეშაპო მე სრულიად ...   Nov 26 2006, 12:51 AM
გუჯა   "ჩვენო უწმინდესო...   Nov 26 2006, 01:03 AM
ლილიანა   მე მგონი ვაწყენინე...   Nov 26 2006, 01:18 AM
ვეშაპო   ლილიანა უუუუF! გე...   Nov 26 2006, 01:26 AM
მარიამი   რადგან ხელახლა გაი...   Nov 26 2006, 01:31 AM
კანუდოსელი   რადგან ხელახლა გა...   Nov 26 2006, 01:32 AM
მარიამი   მარიამ ჩვენ ვიცით ...   Nov 26 2006, 12:35 PM
გუჯა   მაგათ ტვინში თუ არ ...   Nov 26 2006, 07:23 PM
კანუდოსელი   მაგათ ტვინში თუ არ ...   Nov 26 2006, 08:25 PM
შოთა   კანუდოსელი აბა აბა...   Nov 26 2006, 01:37 AM
გუჯა   სად გალობენ ე.წ. ბიზ...   Nov 26 2006, 02:25 AM
ვეშაპო   ზოგიერთი თანაფორუ...   Nov 27 2006, 10:16 PM
kato_Bato   :rolleyes: :lol: :lol: :lol:   Nov 27 2006, 10:43 PM
გუჯა   ვეშაპო ჭიათურის დ...   Nov 28 2006, 12:08 AM
ვეშაპო   გუჯა რავი, მამა ზურ...   Nov 28 2006, 12:14 AM
გუჯა   გუჯა რავი, მამა ზუ...   Nov 28 2006, 12:19 AM
ვეშაპო   გუჯა უუF! მამა თეი...   Nov 28 2006, 12:27 AM
გუჯა   გუჯა უუF! მამა თეი...   Nov 28 2006, 12:31 AM
Sotiris   გუჯა უუF! მამა თეი...   Nov 28 2006, 07:48 PM
guri777   ჯერ კარგად გაერკვი...   Nov 28 2006, 10:11 PM
გუჯა   ჯერ კარგად გაერკვ...   Nov 28 2006, 10:17 PM
კანუდოსელი   ჯერ კარგად გაერკვ...   Nov 28 2006, 11:59 PM
ვეშაპო   guri777 შენ ისე ლაპარაკ...   Nov 28 2006, 10:50 PM
გუჯა   ამ ე. წ. "ბიზანტიურ...   Nov 30 2006, 04:58 AM
კანონისტი   გუჯა ვიცი. სახლში მ...   Nov 30 2006, 12:02 PM
გუჯა   ყველაზე ძალიან ნე...   Dec 1 2006, 07:43 PM
ჯამბაკური   ეხლა დავაკვირდი მ...   Dec 1 2006, 07:54 PM
ვეშაპო   აქ მინდა დავდო ჯამ...   Dec 6 2006, 12:46 AM
ვეშაპო   anuska [size=3]ვინაიდან წი...   Dec 11 2006, 02:32 PM
დათიკო   კანონისტი :( ეგ უკვ...   Dec 1 2006, 01:07 AM
გუჯა   არ გაიგებს ვეშაპ ე...   Dec 11 2006, 06:43 PM
გუჯა   აი რას წერს მართლმ...   Dec 12 2006, 06:00 PM
ვეშაპო   გუჯა აქ რაც არ უნდა...   Dec 12 2006, 07:07 PM
გუჯა   როინდელია ბიო აი ...   Dec 13 2006, 01:17 AM
mona nino   ეგ ვინ თქვა საქართ...   Dec 26 2006, 03:34 PM
ვეშაპო   mona nino მაგაზე ადვილ პ...   Dec 26 2006, 06:23 PM
usgar   გაუმარჯოს ბიზანტი...   Dec 26 2006, 07:49 PM
მნათე   ნაგვის პრობლემა დ...   Dec 27 2006, 11:16 PM
დათიკო   შინდისფერი სქელი ...   Dec 28 2006, 12:08 AM
გუჯა   შინდისფერი სქელი ...   Dec 28 2006, 12:12 AM
დათიკო   გუჯა მაღაზიაში მო...   Dec 28 2006, 01:50 AM
გუჯა   გუჯა მაღაზიაში მო...   Dec 28 2006, 02:09 AM
მნათე   დათიკო დედა ნაგვი...   Dec 28 2006, 01:51 AM
დათიკო   გუჯა ხოდა მეც მაგა...   Dec 28 2006, 02:17 AM
orthodox_82   იოანე დამასკელზ...   Jan 3 2007, 06:53 AM
მხევალი ნინო   საოცარია, რა რატომ ...   Jan 3 2007, 02:05 PM
კანუდოსელი   საოცარია, რა რატომ ...   Jan 3 2007, 04:55 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი არ ვიც...   Jan 3 2007, 06:27 PM
ვეშაპო   მხევალი ნინო არა, ...   Jan 3 2007, 07:01 PM
მხევალი ნინო   . საინტერესოა ისიც,...   Jan 4 2007, 10:18 AM
გუჯა   ბიზანტიური გალობი...   Jan 5 2007, 11:44 PM
მხევალი ნინო   ძალიან სუსტები ვარ...   Jan 10 2007, 11:33 AM
გუჯა   ძალიან სუსტები ვა...   Jan 12 2007, 04:19 AM
ana_mari   "შენ ხარ ვენახი...   Jan 24 2007, 03:03 PM
კანუდოსელი   იიიიი, ტაშიიიიიიი...   Jan 24 2007, 04:37 PM
გუჯა   "შენ ხარ ვენახი...   Jan 26 2007, 08:06 PM
orthodox_82   კონსტანტინოპოლ...   Jan 30 2007, 06:10 PM
ვეშაპო   ana_mari ოოო "ბიზონი...   Jan 24 2007, 03:52 PM
tekla1   ana_mari მართალი ხარ, მა...   Jan 24 2007, 06:24 PM
კანუდოსელი   თეკლა, მან სამხმოვ...   Jan 24 2007, 06:39 PM
kato_Bato   " ქართულ სუფრებ...   Jan 24 2007, 06:55 PM
მნათე   ana_mari ქალბატონო anuska ნ...   Jan 24 2007, 06:58 PM
მხევალი ნინო   თუ მოსწონს ანუშკას...   Jan 24 2007, 07:54 PM
ana_mari   რას ქვია გადააკეთა...   Jan 25 2007, 03:04 PM
კანუდოსელი   რას ქვია გადააკეთ...   Jan 25 2007, 03:10 PM
ვეშაპო   ana_mari მაშინ ნუ გადაა...   Jan 25 2007, 03:28 PM
კანუდოსელი   ბაბო, ახლა მაინც გე...   Jan 25 2007, 03:42 PM
ana_mari   რას აიჩემეთ ეს ანუ...   Jan 25 2007, 05:05 PM
კანუდოსელი   თქვენისთანებს გან...   Jan 25 2007, 05:13 PM
კანუდოსელი   ჩემთვის კი ტქვენ ხ...   Jan 25 2007, 05:28 PM
მხევალი ნინო   ანუშკა ნუ გვეჩხუბე...   Jan 25 2007, 06:29 PM
ვეშაპო   ana_mari თუ შეიძლება, ნუ ...   Jan 25 2007, 06:59 PM
მხევალი ნინო   ana_mari ანუშკა ძვირფა...   Jan 25 2007, 07:07 PM
დათიკო   თქვენ კიდე აქა ხარ...   Jan 26 2007, 01:43 AM
KAIROS   ამის გულისათვის წა...   Jan 28 2007, 12:38 PM
მხევალი ნინო   მძიმე სურათია. რატ...   Jan 29 2007, 03:13 PM
athos   საგალობელი Agni Parfene ნ...   Jan 29 2007, 10:57 PM
KAIROS   სწორი, ხარ იდიოტობ...   Jan 30 2007, 06:40 PM
orthodox_82   სწორი, ხარ იდიოტობ...   Jan 31 2007, 08:59 PM
datvi   anuska თუ პასუხს გამცე...   Feb 6 2007, 07:33 PM
კანონისტი   Iona ყროყინი მხოლოდ ვ...   Feb 14 2007, 01:04 PM
გუჯა   Iona რაღაც გაურკვევლ...   Feb 15 2007, 07:51 PM
12 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 08:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი