თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ სავლე -მოციქულ პავლემდე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2008, 02:36 PM

თეოლოღუმენის თემაში კაიროსმა ეს სიტყვები ტქვა

,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,,

ეს ის სიტყვებია, რაზეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე. თუ ტქვენც ფიქრობთ მაშინ თემა საინტერსო გამოვაsmile.gif

ჩემთვის აუხსენლია, როგორ შეიძლება იყო ქმედებით სავლე და გულით პავლე. უფალი ადამიანს გულს ხედავსო ნათქვამია, ხოდა საინტერსოა ამ სიტყვების ახსნა,ა ან რას ხედავს უფალი ჩვენს გულში?

ჩვენს გვერდით ბევრი უცნაური ფორუმელი ყოფილა, მათზე ბევრი უცნაური ფორუმს გარეთ დადის, ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვცხარობთ... ამ დროს ეს ადამიანები ფორუმელები თუ ფორუმს გარეთ იქნებ ქმედებით სავლეები არიან და გულით პავლე ჰა? რა იცით რა იქნეა მომავალში, რას ხდედავს უფალი ჩვენს გულებში?

ან კი როგორ შეიძლება გულით პავლე იყო მაშინ, როცა ქმდებეით სავლე ხარ? ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია. რატომ არ იცხოვრა ჯვარზე აღიარების შემდეგ?

არ ვურევ! უბრალოდ ბევრი რამ არ მესმის... უფალი ამბობს სრულყოფილი იყავით ისე როგორც თქვენი უფალია სრულყოფილიო (მაპატიეთ ზუსტი ციტირება ვერ მოხახერხე, მიხვდებით რომელ სიტყვებზეც ვსაუბრობ) ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება? სავლემ მოასწო პავლეობა...

მე მგონი ორი თემა ერთმანეთსი ავურიე..

ველი ტქვენს აქტიურობას..

კაიროსს შენ დამპირდიsmile.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 02:49 PM

ბოდიშს ვიხდი თუ კაიროსზე ადრე გამოვთქვამ საკუთარ აზრს....

ციტატა
,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,,


მე ამ სიტყვებში ცოტა სხვა რამეს ვხედავ...სავლესთვის ქრისტიანების დევნა ისეთივე ღვთისმსახურება იყო, როგორც ბასილ მკალავიშვილისთვის იაღოველების დევნა... (იაღოველებს და ქრისტიანებს ერთმანეთს არ ვადარებ, ღმერთმა დამიფაროს)


ციტატა
უფალი ადამიანს გულს ხედავსო ნათქვამია, ხოდა საინტერსოა ამ სიტყვების ახსნა,ა ან რას ხედავს უფალი ჩვენს გულში?


გულს რომელიც სავსეა, ენთიუზიაზმით.... მას ჰგონია რომ საღვთო საქმეს აკეთებს ქრისტიანების დევნით (სავლედ ყოფნისას)

ციტატა
ჩვენს გვერდით ბევრი უცნაური ფორუმელი ყოფილა, მათზე ბევრი უცნაური ფორუმს გარეთ დადის, ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვცხარობთ... ამ დროს ეს ადამიანები ფორუმელები თუ ფორუმს გარეთ იქნებ ქმედებით სავლეები არიან და გულით პავლე ჰა? რა იცით რა იქნეა მომავალში, რას ხდედავს უფალი ჩვენს გულებში?


გააჩნია ვინ აფასებს მათ უცნაურებად wink.gif იქნებ ჩვენ უფრო ვგავართ ბრმა სავლეებს? (სულიერად ბრმა)

ციტატა
ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო?


სიმბოლო..... თუ როგორ ცხონდა ავაზაკი და როგორ დაემხო მოციქული (იუდა)

ციტატა
რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია. რატომ არ იცხოვრა ჯვარზე აღიარების შემდეგ?


იქნებ იმიტომ რომ უფალს ეჩვენებენი სიანნულის ძალა.. რომ სინანული არასდროს არის გვიან...

ციტატა
ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება?


ვფიქრობ სრულყოფილების მიღწევა მოსწრებაზე არაა... ჩემი აზრით ავაზაკის სრულყოფა ჯვარზე მოხდა... იმ სიტყვების წარმოთქმისას, როდესაც პატიება სთხოა უფალს...

ბედნიერ შობას ნინო smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 3 2008, 02:55 PM

ციტატა
ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს


ციტატა
ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება?


1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 03:00 PM

ციტატა
მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ.


სხვათაშორის თუ დავაკვირდებით ღვთის სამართალი ადამიანისას არ ჰგავს... ის იმდენად მოწყალეა, რომ ორივე მუშას ერთნაირად მიუზღავს smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2008, 03:21 PM

თათარაშვილი

ციტატა
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.




ეს ჯვარცმულ ავაზაკს ეხება,


ეს?????????


ციტატა
,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,,



დავით ივერიელი
ციტატა
მე ამ სიტყვებში ცოტა სხვა რამეს ვხედავ...სავლესთვის ქრისტიანების დევნა ისეთივე ღვთისმსახურება იყო, როგორც ბასილ მკალავიშვილისთვის იაღოველების დევნა... (იაღოველებს და ქრისტიანებს ერთმანეთს არ ვადარებ, ღმერთმა დამიფაროს)



ხო დავით, მაგერამ ასეთი ლოგიკით მოჯაჰედებისთვის ცვენი თავის წაწყვეტაც ღვთისმსახურებაა, კერპთაყვანისმცემლებისთვის, ჩვენი ცეცხლზე შებრაწვა ვინმე არმაზის გამოც ღვთისმსახურებაა, მთავარი ასეთი ღვთისმსახურებაა თუ ვის ემსახურები? ვინ შეიცანი ღმერთად?



კიდევ ერთხელ ეს სიტყვები!!!!

აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!

ნეტა ფორუმის მამებიც შემოიხედავდნენ...

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 03:31 PM

ციტატა
ხო დავით, მაგერამ ასეთი ლოგიკით მოჯაჰედებისთვის ცვენი თავის წაწყვეტაც ღვთისმსახურებაა, კერპთაყვანისმცემლებისთვის, ჩვენი ცეცხლზე შებრაწვა ვინმე არმაზის გამოც ღვთისმსახურებაა, მთავარი ასეთი ღვთისმსახურებაა თუ ვის ემსახურები? ვინ შეიცანი ღმერთად?



მერე სავლე არა ჭეშმარით ღმერთს ემსახურებოდა? ქრისტეს უარყოფდა და....

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 3 2008, 03:34 PM

ციტატა
ჯვარცმულ ავაზაკს ეხება, ეს?????????


ჯვარცმუ ავაზაკს არ ეხება მაგრამ კარგი პარალელის გავლება შეიძლება.

ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა შეინანა თავისი ცოდვები/გულით და უფალმა შეიწყალა იგი. ეს იმის ნათელი გამოხატულებაა რომ უფალი მოწყალეა.შენ რომ დასვი კითხვა როდის მოასწრო სრულყოფილებაო. მეც იგავი მოვიყვანე სადაც აღწერილია ვენახის მუშაკებზე. ამ იგავში ზოგი მუშა დილიდან მუშაობდა, ზოგი მუშა შუა დღეს მივიდა და დაიწყო მუშაობა, ზოგიც საღამოს მივიდა. ხოლო სასყიდელი ყველამ 1 დრაჰმა მიიღო.

საქმეც იმაშია რომ ავაზაკმა ჩემი აზრით მაშინ მოასწრო სრულყოფა როცა ჯვარზე გაკრულმა გულით მოინანა თავისი ცოდვები, ანუ პარალელის გავლება შეიძლება საღამოს მისულ მუშაკებთან რომლებმაც იგივე 1 დრაჰმა მიიღეს.


აი კიდევ ერთი ძალიან კარგი იგავი:
ერთხელ ძმებმა ჰკითხეს წმიდა სისოის:

- უკეთუ ვინმე ძმათაგანი დაეცა ცოდვით, საკმარისია მისთვის ერთი წელი სინანულისა?

- ეგ ძალზედ მკაცრი სასჯელია, - უპასუხა მან.

- ესე იგი, ექვსი თვე საკმარისია, რომ მიეტეოს?

- ესეც ბევრია - უპასუხა სისოი დიდმა.

- კი მაგრამ, ორმოცი დღე ხომ მაინც სჭირდება მონანულ კაცს სინანულისათვის?

- ორმოცი დღეც კი არა ბევრია, რადგან მწამს, რომ თუ მონანული მთელი გულით შეინანებს თავის ცოდვებს, სამი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთმა მიუტევოს ყოველგვარი ცოდვები - უპასუხა ძმებს წმ. სისოიმ.



პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 3 2008, 03:41 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება?

ჯვარცმული ავაზაკის მიერ ქრისტეს აღიარება წარმოუდგენლად გასაკვირი იყო იმ გაგებით რომ უფალი, განხორციელებული ღმერთი იმყოფებოდა ყველაზე დამცირებულ მდგომარეობაში, მისი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. მაშინ როცა ებრაელმა ერმა უარყო ქრისტე, მესია, თვალი დაიბრმავა მის მიერ აღსრულებულ უამრავ სასწაულზე, დაიხშო ყური მის ქადაგებაზე, მაშინ როცა თვით მოციქულებსაც კი სრულყოფილი რწმენა არ ქონდათ ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე. აი ამ დროს ავაზაკი ხედავს ჯვარზე გაკრულ (დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღზე) უფალს (მისთვის ადამიანს), დამცირებულს, მრავალ ჭრილობიანს, სისხლიანს... და აღიარებს მას ღმერთად და ეუბნება: "მომიხსენე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". ეს სიტყვები ასეთი რწმენით, ასეთი სინანულით არავის არ წარმოუთქვამს და გახდა კიდეც იგი პირველი რომელიც შევიდა სასუფეველში.

არ ვიცი რამდენად სარწმუნოა ეს გარდამოცემა, მაგრამ ასეთი რამ მაქვს წაკითხული: "როდესაც იოსები და მარიამი ეგვიპტეში გაიქცნენ ჩვილ იესოსთან ერთად, მათ გზაში ავაზაკები დასხმიან თავს, რომელთაც ეს ავაზაკი მეთაურობდა, რომელიც იმდენად მოიხიბლა ჩვილის ბრწყინვალებით რომ ბრძანა ხელი არ ეხლოთ მისთვის".

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 3 2008, 04:55 PM

კარგია ნინიკო, რომ გახსენი ეს თემა, პავლე უდიდესი პერსონაჟია და ცალკე შესწავლას საჭიროებს, მე ეს დღეები არ მცალია, მთლიანი რიტმით შეიძლება 2 კვირაში დავბრუნდე ( საშობაოდ ერთერთ ევროპის ქართულ სამრევლოში ვიქნები ) და ამიტომ მანამ იქნებ მეგობრებმა დაძებნონ და დადონ ყველა ინფორმაცია, რაც ინტერნეტში არის პავლე მოციქულზე, ამას გარდა სემინარია-აკადემიის კედლების შვილებს, ვთხოვ ნახონ ძველი ვერსიაა, შეიძლება უკვე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშია ლოპუხინის
"მოციქული პავლე" ( მე პირადად მაქვს ნანახი ხელნაწერის სახით, ვფიქრობ არის ასევე ნაბეჭდიც)

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2008, 06:06 PM



აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!

ნეტა ფორუმის მამებიც შემოიხედავდნენ...
[/quote]




აბა გელოდებით

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 3 2008, 06:16 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2008, 06:06 PM) *

აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!

ნეტა ფორუმის მამებიც შემოიხედავდნენ...
აბა გელოდებით

ეს ვისი სიტყვებია?



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2008, 06:17 PM

მამა ირაკლი

ციტატა
ეს ვისი სიტყვებია?




ეს ერთ-ერთ თემაში თქვა კაიროსმა, მაგრამ მისი სიტყვებია თუ ციტირებაა არ ვიცი.

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 3 2008, 06:24 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2008, 06:17 PM) *

მამა ირაკლი
ეს ერთ-ერთ თემაში თქვა კაიროსმა, მაგრამ მისი სიტყვებია თუ ციტირებაა არ ვიცი.

ხო იმიტომ ვიკითხე რომ რაგაც ვერ გავიგე ღვთისმსახურება როგორ იყო ქრისტიანების დევნა!
შეიზლება პავლე ფიქრობდა რომ ,ამით ღმერთს ემსახურებოდა! მაგრამ ის აშკარად ცდებოდა!
სწორედ ამიტომ გამოეცხადა მას უფალი!თუ არა და გაეგრძელებინა მას ასე თუ ეს ღვთისმსახურება იყო!ასე ნამდვილად ვერ გახდებოდა მსოფლიო მოძღვარი!
უფალმა პავლეს მაგალითით სულ სხვა რამე აჩვენა!
ეს ასე კი არ იქნებოდა თავისთავად!
ზაან ბევრია სალაპარაკო ....

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 3 2008, 06:38 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2008, 02:36 PM) *



ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია.


რაც შეეხება ავაზაკს, მან, მთელი არსებით მიიღო უფლის ჭეშმარიტება და იქვე ჯვარცმული უფალთან ჩავარდა დიდ სინანულში, გული განიწმინდა... უფლის სიყვარული ყოვლისმომცველი და უსასრულოა. ავაზაკი, უფლის ჭეშმარიტების შემცნობი, მონანული და განწმენდილი გულით გახდა ღირსი სასუფევლისა. აქედან შეიძლება ძალიან ბევრი დასკვნები გააკეთოს ადამიანმა...



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 3 2008, 11:58 PM

ციტატა
ღვთისმსახურება როგორ იყო ქრისტიანების დევნა!
შეიზლება პავლე ფიქრობდა რომ ,ამით ღმერთს ემსახურებოდა! მაგრამ ის აშკარად ცდებოდა!



რათქმაუნდა, ეგრეა, არ მინდა მცდარი ინტერპრეტაცია მიეცეს ჩემს სიტყვებს , იქ წერია
ციტატა
აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო
ანუ "გულში" ემსახურებოდა, ანუ ის მთელი გულით აკეთებდა ყველაფერს, მართალი გული ქონდა, უანგარო და პირდაპირი ( ასეთადაც დარჩა პავლედ ქცევის დროს) რათქმაუნდა ზოგადად დევნინისა იგი სიმცდარეში იყო, მაგრამ გულთამხილავმა მისი გული იხილა და სავლე პავლედ აქცია, არა დევნის გამო არამედ გულის გამო, ის გული რომ არ ყოფილიყო, ანუ ნოყიერი ნიადაგი უფლის სიტყვისათვის მაშინ სავლე, სავლედვე დარჩებოდა...

იხარეთ,

კაიროსი!

ციტატა
იქნებ მეგობრებმა დაძებნონ და დადონ ყველა ინფორმაცია, რაც ინტერნეტში არის პავლე მოციქულზე, ნახეთ აგრეთვე ლოპუხინის
"მოციქული პავლე"


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 4 2008, 02:01 PM

KAIROS

ციტატა
გულთამხილავმა მისი გული იხილა




ზუსტად ეს არის განსამარტებელი... რა გული, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა? შეიძლება დევნო , დახოცო და უანგარო იყო ამასთან? განმარტეთ მეთქი ! mad.gif





















tongue.gif


იცით რა, ჯვარცმული ავაზაკი შემთხვევით არ ვახსენე, ადამიანი, რომელმაც ჯვარზე, ყველაზე დამცირებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანში ღმერთი ამოიცნო, მიუხედავად ავაზოკობისა უანგარო და წრფელი გული ჰქონია, ამიტომ ზუსტად ეს მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი გული გქონდეს (ის ხომ პირველი იყო ვინც უფლად შეიცნო ქრისტე თუ არ ვცდები) და ცხოვრება ავაზაკობაში გაატარო, ასეთი დიდი სულის ადამიანი იყო, ჯვარზეც საცოდავ მდგოარეობაში მყოფ ადამიანში ღმერთი იცნო და ცხოვრება ავაზაკობაში გქონდეს გატერებული. ამაში ვხედავ დიდ წინააღმდეგობას, მაგრამ ვერაფერი გათქმევინეთ...


ღმერთო ჩემო სად გვცალია საქადაგებლად პატრიარქის ხელების მოძრაობას ვადევნებთ ტვალს, რომელ თითს აწევს არ გამოგვეპაროს sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 4 2008, 02:19 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 4 2008, 11:01 AM) *


ცხოვრება ავაზაკობაში გაატარო, ასეთი დიდი სულის ადამიანი იყო, ჯვარზეც საცოდავ მდგოარეობაში მყოფ ადამიანში ღმერთი იცნო და ცხოვრება ავაზაკობაში გქონდეს გატერებული. ამაში ვხედავ დიდ წინააღმდეგობას, მაგრამ ვერაფერი გათქმევინეთ...



მე ეგ ამბავი რატომღაც არ მიკვირს, ნინო, ანუ ავაზაკის, რამეთუ ადამიანის ბუნებაა ასეთი, ჩემთვის ეგ ავაზაკი უფრო დასაფასებელია, ვიდრე ის, ვინც ძალიან კარგად უწყის უფლის მცნებანი, თითქოს "წესიერ" ცხოვრებას ეწევა და გულით კი ფარისევლია, ანუ გულისხედვა არ აქვს სუფთა. ავაზაკობა თავქარიანობითაც შეიძლება , ცხოვრების იძულებით და ასე შEმდეგ, რაც მთავარია ჭეშმარიტება როდესაც შეიგნო, იწამა და იხსნა. უფალი ხომ მიმტევებელია და ათასსი ცუდი ალბათ ერთი ჭეშმარიტი კარგით შესაძლებელია წაიშალოს. ეს ჩემი ინტერპრეტაციაა რათქმა უნდა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს , რა ვიცი smile.gif

პ.ს რაც შეეხება თითის მთვლელებს, დაუქნიეთ თქვენც თითი, რად აყოვნებთ, სრულიად სამართლიანი იქნება.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 4 2008, 02:25 PM

staywhite

ციტატა
მე ეგ ამბავი რატომღაც არ მიკვირს, ნინო, ანუ ავაზაკის, რამეთუ ადამიანის ბუნებაა ასეთი, ჩემთვის ეგ ავაზაკი უფრო დასაფასებელია, ვიდრე ის, ვინც ძალიან კარგად უწყის უფლის მცნებანი, თითქოს "წესიერ" ცხოვრებას ეწევა და გულით კი ფარისევლია, ანუ გულისხედვა არ აქვს სუფთა. ავაზაკობა თავქარიანობითაც შეიძლება , ცხოვრების იძულებით და ასე შEმდეგ, რაც მთავარია ჭეშმარიტება როდესაც შეიგნო, იწამა და იხსნა. უფალი ხომ მიმტევებელია და ათასსი ცუდი ალბათ ერთი ჭეშმარიტი კარგით შესაძლებელია წაიშალოს. ეს ჩემი ინტერპრეტაციაა რათქმა უნდა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს , რა ვიცი



მე უფლის მიმტევებლობაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ასეთი დიდი სულის ქონა ეს დიდი ნიჭია, მაშინ როგორ ვერ გამოიყენა ეს ნიჭი ავაზაკმა ჯვარცმამდე?

შეიძლება ისეთი სულის ადამიანებს, როგორებიც იყვნენ წმინდა ნიკოზოლი, გრიგოლ ხანძთელი და სხევბი მთელი ცხოვრება ავაზაკობაში გაეტარებინათ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 4 2008, 03:22 PM

გამოდის რომ შესაძლებელია smile.gif
რა, არ შეიძლება ზოგი "უგალოვნიკი" უფრო კაი გულს ფლობდეს ვიდრე თვით მოსამართლე ან პროკურორი? სინანული ყველაფერს შველის,გულით შემუსრულით ცხადია...

დაველოდოთ შეპირებულ განმარტებებს.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jan 4 2008, 06:09 PM

ციტატა
უფალმა პავლეს მაგალითით სულ სხვა რამე აჩვენა!

smile.gif ki.gif

ციტატა
ამიტომ ზუსტად ეს მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი გული გქონდეს (ის ხომ პირველი იყო ვინც უფლად შეიცნო ქრისტე თუ არ ვცდები) და ცხოვრება ავაზაკობაში გაატარო, ასეთი დიდი სულის ადამიანი იყო, ჯვარზეც საცოდავ მდგოარეობაში მყოფ ადამიანში ღმერთი იცნო და ცხოვრება ავაზაკობაში გქონდეს გატერებული. ამაში ვხედავ დიდ წინააღმდეგობას, მაგრამ ვერაფერი გათქმევინეთ...


ნინუც biggrin.gif რა ფილოსოფიური და მარად ამოუწურავი საკითხია biggrin.gif
მე ყოველთვის მესმოდა ბავშვობაში რომ შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი.. არავინ იცის ვინ როდის დაინახავს ღვთიურ ჭეშმარიტებას.. აკი ქრისტეს მოსვლისას მღვდელმთავართა გული დახშული აღმოჩნდა, არადა ისინი აღასრულებდნენ სჯულის კანონებს (ეხლა, ყველა ხომ არ იქნებოდა "კანონდამრღვევი" biggrin.gif, იქნებოდნენ ისეთებიც ვინც იცავდა...), ანდა ფარისევლისა და მეზვერეს იგავი... ცოდვა ცოდვაა, დიდი თუ პატარა ... შეუცდომელი არავინაა, მთავარია გული გქონდეს წრფელი და სიყვარულით სავსე...

არც მე ვარ ჩემი პასუხით კმაყოფილი.. არ გაგიკვირდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 4 2008, 09:07 PM

მხევალი ნინო
მოდი ჩამოვაყალიბოდ smile.gif :

მოციქულ პავლეს ცხოვრებას რომ დავაკვირდეთ,დავინახავთ, რომ იგი მკვეთრად იყოფა ორ ნაწილად. ქრისტეს რწმენაზე მოქცევამდე წმინდა პავლე,მაშინ სავლე, მკაცრი ფარისეველი, მოსეს სჯულისა და მამათა გარდამოცემის აღმსრულებელი იყო და ფიქრობდა, სჯულის საქმეებით და მამათა სარწმუნოებისადმი მოშურნეობით გამართლებულიყო, რაც უკვე ფანატიზმამდე მიდიოდა smile.gif. თავისი მოქცევის შემდეგ, იგი ქრისტეს მოციქული გახდა, სახარების საქმეს მთლიანად შეწირული, თავისი მოწოდების გამო ძლიერ ბედნიერი, რომელიც ამ უძლურებას გრძნობდა ამ მაღალი მსახურების აღსრულებისას და მთელ თავის საქმეებს და დამსახურებებს ღმრთის მადლს მიაწერდა... მოქცევამდე მოციქულის მთელი ცხოვრება, მისივე ღრმა რწმენით - ცდომილება, ცოდვა იყო და იგი სასჯელისკენ მიჰყავდა. მხოლოდ ღმრთის მადლმა გამოიხსნა იგი ამ დამღუპველი ცთომილებისაგან. ამ დროიდან მოყოლებული, მოციქული პავლე მხოლოდ იმას ცდილობს რომ ღმრთის ამ მადლის ღირსი იყოს და ამ თავის მოწოდებას არ გადაუხვიოს smile.gif. ის შეიცნობს რომ, არ არსებობს და არც შეიძლება იყოს საუბარი, ღმრთის წინაშე რაიმე დამსახურებაზე: ყველაფერი ღვთის წყალობითაა. აქ ერთი რამე შეიძლება ჩემის აზრით ითქვას. ის რომ უფალმა მასში დაინახა ის სათნო და კეთილი გული რომელსაც ეშმაკი ჩასჭიდებოდა და ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებას არ აძლევდა. უფალმა მის გულში დაინახა რომ ის მოიქცეოდა, რომ მისი გული და გონება არ იყო იმის გამკეთებელი რეალურად რასაც აკეთებდა. სავლე ჭეშმარიტებას აცდენილი ის ადამიანი იყო რომელსაც სხვანაირი გული ჰქონდა. წმ. მათე მოციქულის მაგალითი ავიღოთ smile.gif. იგი ხარკის ამკრებელი იყო, მაგრამ უფალმა მასში ჭეშმარიტი წრფელი გული დაინახა, და აირჩია თავის მოციქულად. smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 5 2008, 02:54 PM

თათარაშვილი

ციტატა
ის რომ უფალმა მასში დაინახა ის სათნო და კეთილი გული რომელსაც ეშმაკი ჩასჭიდებოდა და ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებას არ აძლევდა.



შეიძლება, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წუთას აღიარა ჭეშმარიტება და ცხონდა. მან ჭეშმარიტება აღიარა იმიტომ, რომ მისი გული იყო სუფთა მიუხედავად ავაზაკობისა (მე ასე მესმის) , ერთი წმინდანის სიტყვები მახსენდება, ცათა სასუფეველში სამი რამ გამიკვირდება, პირველი ისეთ ხალხს ვნახავ ვისაც ქ არ ველოდი, იმათ ვერ ვნახავ ვისაც ველოდიო... ავაზაკს, რომ არ ეთქვა ის საოცარი სიტყვები უფლისთვის, ის ხომ მაინც ცათა სასუფეველში მოხვდებოდა, რადგან მისი სიტყვები გულიდან იყო, ანუ მისი გული მზად იყო ყოველთვის უფლის შესაცნობად. მისი გული სუფტა იყო. იქნებ ასევე იყო სავლე?მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ უფლის სიტყვები ისეთIვე წმინდა იყავით, როგორც მამა თქვენი ზეციერია წმინდაო(მაპატიეთ არასწორი ციტირებისთვის)...


მოდი შეკითხვასაც დავსცავ (სამწუხაროდ მე ტავად არასწორი მიმართულება ივეცი ამ თემას, მხოლოდ სავლეზე მინდოდა საუბარი, მაგრამ ავრიე) ავაზაკს, რომ არ ეღიარებინა უფალი ჯვარზე ის ცხონდებოდა?

ისიც გავითვალისიწნოთ, რომ სიტყვები გულიდან მოდის, ავაზაკს სასწაულის შემდეგ უფალი არ უღიარებია, ანუ მისი გული მუდამ მზად იყო უფლის მისაღEბად.. ხო მიხვდით რასაც ვამბობ..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 5 2008, 03:05 PM

თემა რას ეძღვნება, უსაგნობას? საგანი სად არის?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 5 2008, 03:09 PM

მნათე

ციტატა
თემა რას ეძღვნება, უსაგნობას? საგანი სად არის?



სკოლას, რომ დაამტავრებ მერე მიხვდები...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 5 2008, 03:11 PM

ციტატა
სკოლას, რომ დაამტავრებ მერე მიხვდები...


ჩემი სკოლა ხავსი არ არის ღმერთმანი...


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 5 2008, 03:12 PM

მნათე

ციტატა
ჩემი სკოლა ხავსი არ არის ღმერთმანი...



შენ სკოლაში პირდაპირ პროფესორები გამოდიან, ვამჩნევ...

ისე, სულ ცოტა ზრილობასაც ასწავლიდნენ უკეთესია.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 5 2008, 04:02 PM

ციტატა
ავაზაკს, რომ არ ეღიარებინა უფალი ჯვარზე ის ცხონდებოდა?

ჩემს აზრით
ერთს ვიტყვი სიტყვით აღიარებას და ლოცვითი ფორმით უფლისთვის მიმართვას დიდი მნიშვნელო ჰქონდა ავაზაკისთვის. როგორც ნათქვამია რწმენა მკვდარია საქმის გარეშე და ასევე უძღები შვილის იგავი სადაც მამა მიუტევებს შვილს თავის დანაშაულს სანამ შვილი აღიარებს მიუხედავად ამისა შვილი მაინც აღიარებს თავის დანაშაულს მამის წინაშე და როგორც იგავის განმმარტებელმა აღნიშნა ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამოხატავდა დიდ სინანულს უძღები შვილსა.ამიტომ ვერ ვიტყვი კითხვაზე კი და ვერც არა.უბრალოდ ვიტყვი რომ სიტყვით აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 5 2008, 06:00 PM

solomony

ციტატა
ერთს ვიტყვი სიტყვით აღიარებას და ლოცვითი ფორმით უფლისთვის მიმართვას დიდი მნიშვნელო ჰქონდა ავაზაკისთვის. როგორც ნათქვამია რწმენა მკვდარია საქმის გარეშე და ასევე უძღები შვილის იგავი სადაც მამა მიუტევებს შვილს თავის დანაშაულს სანამ შვილი აღიარებს მიუხედავად ამისა შვილი მაინც აღიარებს თავის დანაშაულს მამის წინაშე და როგორც იგავის განმმარტებელმა აღნიშნა ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამოხატავდა დიდ სინანულს უძღები შვილსა.ამიტომ ვერ ვიტყვი კითხვაზე კი და ვერც არა.უბრალოდ ვიტყვი რომ სიტყვით აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.


მადლობთ სოლომონ,

თავდაპირველ თემას ავცდით, მაგრამ ისევ ჩემი ბრალით, რაღაც პარალელი მინდოდა და ნამეტანი გავაჭერი..

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 6 2008, 11:40 AM

ციტატა(solomony @ Jan 5 2008, 01:02 PM) *

ჩემს აზრით
ერთს ვიტყვი სიტყვით აღიარებას და ლოცვითი ფორმით უფლისთვის მიმართვას დიდი მნიშვნელო ჰქონდა ავაზაკისთვის. როგორც ნათქვამია რწმენა მკვდარია საქმის გარეშე და ასევე უძღები შვილის იგავი სადაც მამა მიუტევებს შვილს თავის დანაშაულს სანამ შვილი აღიარებს მიუხედავად ამისა შვილი მაინც აღიარებს თავის დანაშაულს მამის წინაშე და როგორც იგავის განმმარტებელმა აღნიშნა ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამოხატავდა დიდ სინანულს უძღები შვილსა.ამიტომ ვერ ვიტყვი კითხვაზე კი და ვერც არა.უბრალოდ ვიტყვი რომ სიტყვით აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.


ნინიკო, ახლა მე გამიჩნდა კიტხვა სოლომონის ამ პოსტის მერე და ნება მომეცით დავსვაsmile.gif

დავუშვათ, ის ავაზაკი ისე ცუდად იყო, რომ ლაპარაკი არ შEძლებოდა, მაგრამ გულში ეფიქრა ის, რაც მან მაცხოვარს სინამდვილეში სიტყვით უთხრა. რა , არ ცხობნდებოდა ? ანუ როგორც მას ქრისტემ მიმართა ასევე სიტყვით, ნუთუ ეს უთქმელად არ აღესრულებოდა? მე ვფიქრობ კი, რამდენადაც გულისთქმასაც აქვს მნიშვნელობა.... რა ვიცი აბა huh.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 12:59 AM

მხევალი ნინო

კარგად შეგინიშნავს biggrin.gif

ნაკლებად განმიკითხეთ ხოლმე აწი... რაიცით რა ვარ biggrin.gif
ოხ.. ოხ.. ვინც არ იცის რა ვარ?!

თემასთან დაკავშირებითაც გამაჩნია აზრი და დავწერ ცოტახანში ჯერ დავდზებნო სახარებაში ადგილები smile.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 01:30 AM

ტაკს.
პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ 3 თავი:


1. რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? 2. ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი. 3. არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? 4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა. 5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. 6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? 7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? 8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.

9. აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. 10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;


1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?

2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა.

3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?

4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.

5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.

6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?

7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?

8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?

9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.

10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.

11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.


---------------------------------------------------------------------------------

ამ მუხლებს ვინც კარგად ჩაუკვირდება, პავლე ძალიან კარგად გადმოსცემს ადამიანის უძლურებას... ჩაიდინოს სიკეთე ან ჩაიდინოს ბოროტება.

რადგან ადამიანის ბოროტი საქმეებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ორწილი სიკეთის საწყისი და ადამიანის სიკეთე შეიძლება აღმოჩნდეს ორწილი ბოროტების საწყისი...

ადამიანს მხოლოდ გააჩნია ნება: ბოროტი და კეთილი
ხოლო მისი ჩადენის უნარი არ გააჩნია. რადგან იუდას ბოროტება იყო მსოფლიოდახსნისთვის ჩადებული ერთერთი ქვა, შესაბამისად ეს შეიძლება სიკეთედ ჩაითვალოს... (8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? )

მაგრამ აქ ამოსავალი წერტილია იუდას ნება... შეიძლება მისი საქმეები კაცობრიობისთვის სასიკეთოდ ჩაითვალოს, მაგრამ მისი ნება იყო მაგ შემთხვევაში ბოროტი...



გავიხსენოთ დამსხვრეული ალებასტრონი: მოწაფეების შეხედულებით და ზოგადად ლოგიკური შეხედულებით, ფული გაანიავა. მატერიალური სახსრები კიდევ სიკეთის საკეთებლად მნიშვნელოვანი ელემენტია smile.gif. ანუ ცუდი რამ ჩაიდინა, არადა მისი ნება დაფასდა.




შესაბამისად როგორც პავლე წერს, არავინაა მართალი და არც ვინმეს ძალუძს რამე მართლის გაკეთება, ეს ღმერთის კომპეტენციაა.
მთავარია რა ნება გააჩნია ადამიანს.


შესაბამისად თუ ადამიანის გულისნადებს ვერვკითხულობთ (50%) მაშინ მის გაკეთებულ საქმეზე ჩვენი შეფასება შეიძლება ისეთივე ზედმეტი აღმოჩნდეს როგორიც მოწაფეების შეფასება აღმოჩნდა ზედმეტი ალებასტრონის ნელსაცხებელზე...

და ნუკი ესწრაფვის ვინმე ამტკიცოს როგორია ღმერთის ნება ამათუიმ საქმეზე

10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;





პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 10 2008, 11:26 AM

ციტატა
ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს


აი მშვენიერი პატერიკია პარალელის გასავლებად:

თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.

ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე.

- მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის!

იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:

- ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან.

იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.

- რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია.

იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი?

ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება.

- არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.

- არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას.

- იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება.

თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს.

იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს.

ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა.

ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობეს საკუთარ ცოდვებს“.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: Apr 24 2009, 07:55 PM

[quote name='მხევალი ნინო' date='Jan 4 2008, 02:01 PM' post='235320']
KAIROS
ზუსტად ეს არის განსამარტებელი... რა გული, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა? შეიძლება დევნო , დახოცო და უანგარო იყო ამასთან? განმარტეთ მეთქი ! mad.gif
: გამარჯობა ნინო. საინტერესო თემაა ძალიან რაზეც თქვენ შორის მიდის საუბარი. უფალს ბევრზე ბევრი საკვირველი საქმენი უქმნია და ეხლაც აკეთებს. იმ მომენტში რათქმაუნდა უანგარო ვერ იქნებოდა სავლე როდესაც ქრისტიანებს დევნიდა და აწამებდა ,მაგრამ დაუშვა უფალმა და როდესაც ქრისტიანების მორიგი წამებისთვის მიემართებოდა,ასევთქვათ თვით უფალი გამოეცხადა,უფრო სწორედ ზეციდან ხმა ესმა .რატომ მდევნი მე სავლეო.და ამის მერე მოხდა მადლის გადმოსვლა და სავლეს გონების განათება.და უფალმა ქრისტიანების მდევნელი მათ მოძღრად გადააქცია. ეხლაც ამ საუკუნეში რამდენი ათეისტი გაეკლესიურდა,რამდენი ქურდული ტრადიციების მატარებელი მოექცა და ბევრი ბერიც კი გახდა.ასე რომ საკვირველნი არიან უფლის საქმენი ჩემო კარგო ჩვენი გონება ყველაფერს ვერ ჩაწვდება. ღმერთმა გაგაძლიეროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:13 PM

+

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)