IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები
A.V.M
პოსტი Jan 2 2013, 02:31 PM
პოსტი #101


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წულუკიანი: ბოკერიას გალახვამ არ უშველა
პოლიტიკა, რელიგია,
ნეტგაზეთი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა ადგილი ჰქონდა რელიგიური უმრავლესობის უფლებების დარღვევას, რაც გამოიხატებოდა საეკლესიო პირებზე შეფარული ძალადობით. ამ საკითხებზე მინისტრმა გუშინ, 26 დეკემბერს, გადაცემა "დიალოგში" ისაუბრა.
თეა წულუკიანმა გაიხსენა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი, ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, იმ გადაცემის სტუმარი, რომელსაც ის სტუმრობდა, დავით პაიჭაძე და სხვა პირები მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა და მისმა მრევლმა ჯვრებით რომ სცემეს.

"ჩემზე უფრო კარგად გახსოვთ გლდანში მომხდარი ამბები, ჯვრით რომ გაილახეთ თქვენ და ბოკერია. ეს იყო დიდი ტრაგედია. თუმცა ბოკერიას არ უშველა გალახვამ მაშინ. ეს იყო ტრაგედია იმიტომ, რომ არ შეიძლება ჯვრით ვიღაცა ვიღაცას ცემდეს. არ შეიძლება ვიღაც შეიჭრეს, ასე ვთქვათ, რელიგიური დაჯგუფების ლოცვის ადგილას. ეს არის მკრეხელობა, მაგრამ ამავე დროს ეს ტრაგედიაა სახელმწიფოსთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ცდილობს ერ–სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ეს შავბნელი პერიოდი დამთავრდა, როდესაც შეიცვალა წინა ხელისუფლება და მე ვაღიარებ, რომ წინა ხელისუფლებამ მოახერხა და რელიგიის თავისუფლებამ გარკვეული ფორმა შეიძინა".

ამის პასუხად დავით პაიჭაძემ იუსტიციის მინისტრს ჰკითხა– აბა, როგორ ამბობთ, რომ ბოკერიას არ უშველა? ბოკერიაც წინა ხელისუფლბეაში იყო, რაზეც მინისტრისგან შემდეგი პასუხი მიიღო:

"ე.ი. უშველა, რა კარგია! კიდევ უნდა გაილახოს, რომ კიდევ უფრო კარგი გახდეს, ამას გულისხმობთ?"

გადაცემის წამყვანმა იუსტიციის მინისტრს თხოვა, ხელისუფლების მხრიდან რელიგიური უმრავლესობის უფლებების შელახვის კონკრეტული ფაქტი დაესახელებინა, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა:

"ამას ჰქონდა შეფარული ძალადობის ფორმა. მაგალითად, ეკლესიის დახლეჩის მცდელობა. დახლეჩის მცდელობაა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მიიმხროს სასულიერო პირები სხვადასხვა მეთოდებით, როდესაც ხელისუფლება ცდილობს შეარყიოს ერთადერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, როგორიც იყო, არის და დარჩება საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს მიიღოს და კი არ ცდილობს, აკეთებს. მართალია, კარგია, რომ სტატუსს აძლევ რელიგიურ უმცირესობებს, მაგრამ ეს სტატუსი არის ცარიელი უჯრა, შიგ არაფერი არ ჩაუდეს რელიგიურ უმცირესობებს. მისცეს იარლიყი სტატუსის სახით, მაგრამ ამით არავითარი უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და როდესაც ეს კანონი მიიღეს, რელიგიურ უმრავლესობას არც კი ჰკითხეს, რას ფიქრობდა ის ამის შესახებ".

წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლების სურვილია მართლმადიდებლური ეკლესია და რელიგიური უმცირესობები სარგებლობდნენ ჭეშმარიტი რელიგიური თავისუფლებით და რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი არ იყენებდეს არც მართლმადიდებელ ეკლესიას და არც რელიგიურ უმცირესობებს თავის პოლიტიკურ ინტერესში. მისი თქმით, ამისთვის კარგი ინსტრუმენტი იქნებოდა, თუკი მთავრობასთან იარსებებს ინტერრელიგიური საბჭო:

"ის საბჭო, რომელიც არსებობს ომბუდსმენთან, მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ხანდახან შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს, რომ უტრირებებიც ხდება, თუმცა 99% შემთხვევებში ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ამ ორ ინციდენტს (ნიგვზიანი და წინწყარო ) შევესწარით და დავდექით რეალობის წინაშე...

... ინტერრელიგიური საბჭო, ეს არის იდეა, იდეის დონეზეა ჯერ, მე მგონია, რომ მთავრობას ჭირდება მუდმივი დიალოგი ეკლესისთან, რელიგიურ უმცირესობებთან, თუნდაც ამ ID ბარათის თემაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მე მაინტერესებს როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის და შიგნით არსებული განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და ეს არ მეკრძალება, რომ ვიცოდე. რომელ რელიგიურ პრინციპებს უპირისპირდება ID ბარათის ქონა, მორწმუნეებისთის ამ ბარათის რა ფუნქციებია მიუღებელი. იგივე აზრზე არიან თუ არა რელიგიური უმცირესობები და ამ მხრივ დიალოგის ფარგლები კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა ინტერრელიგიური საბჭო, თუმცა მე საბჭოს შექმნას არ ველოდები და იანვრის თვიდან დავიწყებ შეხვედრას სასულიერო პირებთან".

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/15796/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 12 2013, 04:35 PM
პოსტი #102


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857





ნაწერის გამრავლების გარდა აარაფერი იცი?

ბოკერიას ცემა თნაც ჯვრით, მაგისთვის ზედმეტად დიდი პატივია

მართმადიდებლებო ბოლოსდაბოლოს როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე რომ საცემი გვიხდება სექტები?


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 07:23 PM
პოსტი #103


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Martl_madidebeli
ციტატა

ნაწერის გამრავლების გარდა აარაფერი იცი?

მე რა ვიცი და რა არა მაგას ვერ ხვდები. ეს ერთი.


და მეორე-თუკი დავინახავ ფორუმზე შენი ,,მოღვაწეობიდან'' რომ აზრი აქვს საუბარს და ეს საუბარი რაღაც დადებით შედეგამდე მიგვიყვანს მაშინ დაგელაპარაკები და ვნახავთ რომელმა რა ვიცით და რა სფეროში...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 12 2013, 07:48 PM
პოსტი #104


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(A.V.M @ Jan 12 2013, 07:23 PM) *


მე რა ვიცი და რა არა მაგას ვერ ხვდები. ეს ერთი.


ამაზე მე გიპასუხებ იმის მაგივრად. მან ზედმეტად კარგად იცის ჩვენ რა ვიცით და რა არა. (ეს მისივე სიტყვებია, არ გეგონოთ მე მოვიგონე )

ციტატა(A.V.M @ Jan 12 2013, 07:23 PM) *

თუკი დავინახავ ფორუმზე შენი ,,მოღვაწეობიდან'' რომ აზრი აქვს საუბარს და ეს საუბარი რაღაც დადებით შედეგამდე მიგვიყვანს მაშინ დაგელაპარაკები და ვნახავთ რომელმა რა ვიცით და რა სფეროში...


კარგი იქნებოდა ეგ მეც აქამდე მომეფიქრებინა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 13 2013, 06:35 PM
პოსტი #105


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბიძინა ივანიშვილი – პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა, რათა ქართველ ერს გზა არ დაბნეოდა
13:54 13-01-2013
ბიძინა ივანიშვილი – პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა, რათა ქართველ ერს გზა არ დაბნეოდა მისმა უწმინდესობამ უდიდესი როლი შეასრულა, რათა ქართველ ერს გზა არ დაბნეოდა და მას სწორი გზა მისცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქრისტიანობა ქართველებისთვის არ არის მარტო რწმენა, არამედ ქრისტიანობა საქართველოს კულტურის უდიდესი ნაწილია, "პატრიარქმა კი უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში".
"ჩემო საყვარელო ხალხო. ჩვენ დღეს გულწრფელად ვზეიმობთ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის, მისი უწმინდესობის დაბადებიდან 80 წლისთავს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს. მაშინ, როდესაც ქრისტიანულ სამყაროსა და განსაკუთრებით საქართველოში ათეიზმი და ქრისტიანობის წინააღმდეგ ძალები მძლავრობდნენ, მისმა უწმინდესობამ უდიდესი როლი შეასრულა იმისათვის, რომ ქართველ ერს გზა არ დაბნეოდა და მას სწორი გზა მისცა. უახლოეს წლებსაც თუ გავიხსენებთ, როდესაც ისევ გაურკვეველი ძალები მძლავრობდნენ და უტევდნენ ჩვენს ტრადიციებს, უტევდნენ ქრისტიანობას, ისევ მისმა უწმინდესობამ, ჩვენმა პატრიარქმა სწორი გზა უჩვენა ჩვენს ერს. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ასეთი სულიერი მამა, მისი უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია მეორე. მივულოცოთ მას და ვუსურვოთ დიდხანს ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა მის უწმიდესობას, მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც ივანიშვილის თქმით, პატივი დასდო საქართველოს პატრიარქს და დაბადებიდან 80, აღსაყდრებიდან კი 35 წლისთავი მიულოცა.
"დღეს ვზეიმობთ ჩვენ ჭეშმარიტად. ჭეშმარიტად დღეს ზეიმობს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანობა. დღეს პრაქტიკულად ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ულოცავს ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს", - განაცხადა პრემიერმა, რომელმაც ყველა სტუმარს დიდი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ილია მეორეს ასეთი პატივი დასდეს.
მასალის გამოყენების პირობები

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...r-dabneoda.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 13 2013, 10:19 PM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



Martl_madidebeli
ციტატა
ბოკერიას ცემა თნაც ჯვრით, მაგისთვის ზედმეტად დიდი პატივია


მართალი ხარ, ქრისტეც ეგრე არ იქცეოდა? ისე შენი აზრით-რაც წაგიკითხავს, რაც უსწავლებიათ შენთვის - იმის მიხედვით- ქრისტე გააკრეს ჯვარზე თუ ქრისტემ გააკრა ჯვარზე?

შენ რასაც მართლმადიდებლობას ეძახი, წმინდა წყლის ანტიქრისტიანობაა - ქადაგებ იმის საწინააღმდეგოს რასაც ქრისტიანობა ქადაგებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 14 2013, 12:24 AM
პოსტი #107


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sergi_glaxa
არავის ცემაარ შეიძLება ჯვრით და ხატით.

ეს მართლმადიდებლობა კი არა ფსევდომორწმუნეობაა...
დაუშვებელია და უნდა დაისაჯოს...(როგორც მოიხადა პატიმრობა მამა ბასილ მკალავიშვილმა) ასევე უნდა დაისაჯოს ყველა , ვინც ამგვარად იმოქმედებს...განურჩევლად მისი საერო ფენისა თუ სასულიერო სტატუსისა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 14 2013, 03:03 PM
პოსტი #108


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ. ინფორმაცია პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"2013 წელი ყოფილიყოს სიყვარულის წელი! ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმინდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება," - ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს და სრულიად საქართველოს ახალი 2013 წლის დადგომა. პრემიერ-მინისტრმა

აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პირნათლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და მხოლოდ სიყვარულით დაიწყებს ქვეყნის აღმშენებლობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად, ასევე მსოფლიო პატრიარქი ესწრებოდა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/69300-mikh...l#ixzz2Hwl31ceB


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 13 2013, 12:41 AM
პოსტი #109


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული "ხახვისთავა" გუმბათი?
აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ბედიის, მოქვისა და ილორის ტაძრების რეკონსტრუქციის განკარგულება გასცა. ეს განცხადება მან სოხუმში ჩატარებულ თათბირზე გააკეთა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე იმსჯელეს. როგორც ირკვევა, ხუროთმოძღვრების ისტორიული ნიმუშების მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართება. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომა ამგვარ საკითხს მიეძღვნება. "ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უძველესი ობიექტები ქვების გროვად იქცეს და ახალგაზრდა თაობამ არაფერი იცოდეს ჩვენი მდიდარი ისტორიის შესახებ", - განაცხადა ანქვაბმა თათბირზე.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბმა თათბირზე აღნიშნა, რომ "დღეს სახელმწიფოს ყველანაირი საშუალება გააჩნია იმისათვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციასა და აღდგენაზე მასშტაბურად იზრუნოს". თუმცა, აფხაზი ისტორიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება ადგილობრივი რესურსებით შეუძლებელია...…

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოქვის, ილორის და ბედიის ტაძრების თაობაზე აფხაზურ მხარესთან დაკავშირებას აპირებდა, თუმცა, როგორც "კვირის პალიტრას" კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. …

- ვიმედოვნებ, ილორი, რომელიც ძალიან ცუდად შეაკეთეს, ძველ სახეს დაიბრუნებს... ამიტომაც იყო ბატონი ანქვაბის განცხადებაში ხაზგასმულად ილორზე საუბარი. ეს ტაძარი რესტავრაციის შემდეგ, პირველად რომ ვნახე, რაღაც რესტორანი მეგონა და არა ყველაზე დიდი ძალის მქონე ტაძარი... რაც შეეხება მოქვს და ბედიას, ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენ შევთავაზებთ მათ თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ტაძრები, რომლებიც აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ავაშენეთ და ერთად ვლოცულობდით..." - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

აფხაზეთში არსებული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით, ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების აზრი, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებულია, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან, - ძეგლების რეკონსტრუქცია აუცილებელია. პოლიტიკური საფუძველის

გარდა, სადავოა კიდევ ერთი ფაქტორი, - ისტორიული სიმართლე...

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრში გვითხრეს, ეს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩასვლას საჭიროებს.…"რაც შეეხება აფხაზური მხარის პოზიციას, ჩვენთან ამის თაობაზე კონსულტაციები არავის გაუმართავს და ინფორმაციას ისევე ვღებულობთ, საინფორმაციო საშუალებებიდან, როგორც დანარჩენი საზოგადოება", - აცხადებენ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრში.

ჩვენ სოხუმში დავუკავშირდით აფხაზ ისტორიკოსს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. იგი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მოგვითხრობს:


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/71449-vin...l#ixzz2KifxegjQ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 13 2013, 10:52 AM
პოსტი #110


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



A.V.M
ციტატა
ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული "ხახვისთავა" გუმბათი?

ხახვისთავა არ ვიცი და ქართულ ტაძრებზე რუსული გუმბათების დადგმა უნდა დამთავრდეს! გვეყო რაც ფრესკები გადაგვიღებეს თეთრად! გვეყო რაც გაგვძარცვეს!

ძალიან მწყინს რომ ჩვენს პატრიარქს იოტისოდენა პატივს არ სცემენ. ჩადის მოხუცი კაცი და რა შედეგი? უნამუსოები ეგენი... უუუხ

ციტატა
ძეგლების რეკონსტრუქცია აუცილებელია.

რეკონსტუქციას ცოდნა უნდა...
თორე ბაგრატის ტაძრის აღდგენა, განა არ მინდოდა? მარა რას დაამსგავსეს :/ გული მიკვდება რომ დავინახე შიდა ინტერიერის ფოტოები sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 13 2013, 11:07 AM
პოსტი #111


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(ქევანა @ Feb 13 2013, 10:52 AM) *

გული მიკვდება რომ დავინახე შიდა ინტერიერის ფოტოები sad.gif

და ის ლიფტი ფასადზე sad.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 13 2013, 05:12 PM
პოსტი #112


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აი ახლა ერთი ჩემი კურსელი წერს და რას უპასუხებდით? თუ აზრი არ აქვს რამის მიწერას?
"რატომ აკეთებს ყველაფრის შეფასებას ეკლესია? რატომ ვისმენთ ყველაფრის შესახებ კარგია თუ ცუდი ეკლესიის წარმომადგენლებისგან... რატომ უნდა უთანხმდებოდეს ყველა ნაბიჯი მათ? გვექნება ყველა ეკლესია შეთეთრებული და გალამაზებული, ახლიდან ლამაზად მოხატული (საკითხავია რა იგულისხმება) მეთლახგაკრული იატაკებითა და კედლებით.. რატომ არ აკეთებენ განცხადებებს საქმეში ჩახედული ადამიანები, რატომ დგანან ისევ ჩრდილში და რატომ მითითებს მე "საზოგადოება და ეკლესია" რა და როგორ უნდა იყოს/ყოფილიყო ნებისმიერ სფეროში? იქნებ ჯობია ყველამ თავის საქმეს მიხედოს! და კიდევ მათთვის თუ შეიძლება თანამედროვე ტექნიკითა და მანქანებით აღჭურვა რატომ არ შიძლება თუნდაც თანამედროვე ეკლესიის აშენება? თუ მე ვარ ეშმაკისეული და შესაჩვენებელი?"


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 13 2013, 06:57 PM
პოსტი #113


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქევანა
ციტატა
ძალიან მწყინს რომ ჩვენს პატრიარქს იოტისოდენა პატივს არ სცემენ

ჩვენ არ ვცემთ პატივს და სხვას რას ვთხოვთ?

გააკეთა თავისი განცხადება უწმინდესმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით , მაგრამ დაუჯერა ვინმემ?
ხოდა ჩვენ როცა არ ვუჯერებთ , ნურც სხვას მოვთხოვთ რამის დაჯერებას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 4 2013, 09:51 PM
პოსტი #114


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვაფასებ და პატივსვცემ ბატონო ამ კაცს და რა ვქნა ახლა...

ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა და ჩინოვნიკები მაქსიმალურად უნდა გაემიჯნონ ეკლესიას
20:52 04-06-2013
მთავრობა და ჩინოვნიკები მაქსიმალურად უნდა გაემიჯნონ ეკლესიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა გადაცემა "პალიტრატივის" გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პროცესი კულტურისა და ფინანსთა სამინისტროებში მუშავდება.
"ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ჩინოვნიკები, მთავრობა არ უნდა ჩაერიონ და მაქსიმალურად უნდა გაემიჯნონ ეკლესიას. დაფინანსება, რაც ეკუთვნის ეკლესიას და როგორც ეკუთვნის, არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩინოვნიკების ნება-სურვილზე, ვის რა მანქანა უყიდონ და ა.შ. ეკლესია მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეკლესიის ქმედებებში არ უნდა ჩაერიოს", - მიაჩნია პრემიერს.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 17 მაისს ეკლესია თავად ჩაერია სახელმწიფოს ფუნქციებში, ივანიშვილის განცხადებით, ეკლესია არ ჩარეულა სახელმწიფოს ფუნქციებში, რადგან აქციაზე რამდენიმე ეკლესიის სასულიერო პირი აქტიურობდა.
"როგორც ვიცი, გამოძიება ისევე სთხოვს მათ პასუხს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც კანონს არღვევდნენ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - დასძინა პრემიერმა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...n-eklesias.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2018 - 08:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი