IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სექსი და მართლმადიდებლობა
damiane80
პოსტი Nov 20 2013, 07:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



თემას ვხსნი ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ერმოლაოს (ჭეჟიას) ასე ვთქვათ სტატიით. ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება.

ბერი ერმოლაოს ჭეჟია - თანამედროვე ოჯახები სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო ინგრევა
12:18 2013-11-20

ბერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან მისი სრული უგულებელყოფის გამო.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ერმოლაოსი სოციალურ ქსელში ტაბუირებულ თემაზე წერს.

სასულიერო პირი წერს, რომ სექსუალურობის საკითხი, ტაბუირებული თემაა და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ნაწილისგან ამ თემაზე საუბრის გამო რისხვაც ელის.

ბერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან მისი სრული უგულებელყოფის გამო.

ბერი ერმოლაოსი ამ საკითხს ვრცელ წერილს უძღვნის: "ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას - სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე.

მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ.

არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთერთი საშუალება! ცოლქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია!

მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველაფერი ცოდვაა!!!

მოციქული პავლე ამბობს, რომ “ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს” რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ „ორნი გახდნენ ერთი“, რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროდ მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზირებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაცით არის განპირობებული, მაგრამ ქაწულობა ცხონების მხოლოდ ერთერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები. ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურადღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავისი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანეთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! უფალი როცა ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას. უმრავლეს შემთხვევაში, როცა ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ძალაუნებურად ვცდილობთ ჩვენი ეკლესიურობა მეუღლესთან ურთიერთობაშიც დავაფიქსიროთ და ნელ-ნელა ვახდენთ მეუღლეთა ხატიზაციას და სექსუალურ ცხოვრებას ჩვენი ეკლესიურობისთვის შეუთავსებელ ქცევად მივიჩნევთ, რითაც უზარმაზარ უფსკრულს ვთხრით არა მართო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, არამედ ჩვენს მეუღლესა და ეკლესიას შორის, რადგანაც ჩვენს პარტნიორს თავისი სექსუალური უფლების შელახვის მიზეზად ჩვენი ეკლესიურობა ევლინება. რითაც ვაძულებთ ჩვენს მეუღლეს ეკლესიას და თვით ღმერთს.

ქორწინების საიდუმლოს მთავარი აზრი ორი შეყვარებული სულის ცხონების საქმეში გაერთიანებაა ურთიერთდახმარების მიზნით. სექსუალურობა კი ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში უმთავრესი იარაღია! სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას, და ქმნის სულთა შერწყმის იდეალურ წინაპირობას!

ამიტომ უდიდესი ცოდვაა მეუღლის ღალატი, მისი სექსუალური უფლებების დარღვევა! თანამედროვე ოჯახთა უდიდესი ნაწილი დღეს ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან, ამა თუ იმ მიზეზით, მისი სრული უგულებელყოფის გამო. შეხედეთ თქვენს მეუღლეს, გაიხსენეთ რამდენი უძილო ღამე გითენებიათ მასზე ფიქრში, რამდენი სიხარული და ტკივილი გადაგიტანიათ ერთად, რამდენი გულის საიდუმლო გაგიზიარებიათ მისთვის და თქვენ დამეთანხმებით, რომ თქვენი სულის ცხონების საქმეში ვერავინ შეგეწევათ ისე, როგორც იის უახლოესი ადამიანი.

მოეფერეთ მას, გაუფრთხილდით მას და ნუ მოპარავთ მას იმ სიხარულს, რომელიც მისთვის ღვთისგან ნაკურთხია და ვინ იცის, იქნებ ის გახდეს თქვენი ერთად ერთი გამართლება ღვთის წინაშე.“- წერს სასულიერო პირი ერმოლაოს ჭეჟია.

http://newposts.ge/?l=G&id=23854
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 21 2013, 10:18 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



damiane80
და ამ თემის აზრი და მიზანი რომ დაგვეწერა კარგი იქნებოდა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 21 2013, 12:24 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(G_saxva @ Nov 21 2013, 10:18 AM) *

damiane80
და ამ თემის აზრი და მიზანი რომ დაგვეწერა კარგი იქნებოდა.


აზრი და მიზანია მოცემულია ზემოთმოყვანილ სტატიაში.

გვქონდეს სწორი მართლმადიდებლური დამოკიდებულება ამ დელიკატური საკითხის მიმართ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 21 2013, 12:50 PM
პოსტი #4


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(damiane80 @ Nov 21 2013, 12:24 PM) *

აზრი და მიზანია მოცემულია ზემოთმოყვანილ სტატიაში.

გვქონდეს სწორი მართლმადიდებლური დამოკიდებულება ამ დელიკატური საკითხის მიმართ.

ვერ გამიგე, თემის გახსნის აზრი? გავეცანით სტატიას და რა უნდა ვქნათ მერე ამას ვერ მივხვდი, ფორუმელებისგან რას ელი რა უნდა გავეთოთ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 21 2013, 01:25 PM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვფიქრობ არასწორი აქცენტებია დასმული სტატიაში. დღემდე ვერ ვხვდები რას ნიშნავს ტაბუდადებულობა ამ საკითხზე, რითიაც იწყება სტატია. ე.ი. თუკი ტელევიზიით აღფრთოვანებული არ ყვები შენს ინტიმურ თავგადასავალს, ეს არის ტაბუდადებულობა. აბა ვერ გავიგე რას უხსნის ეს სტატია ადამიანებს, რომ დაქორწინებულმა წყვილმა სექსუალური კავშირი იქონიონ? და არა აქვთ?

და კიდევ, სექსუალურობა, ანუ სქესთა განსხვავება ღვთის საჩუქარი არ არის. სქესთა განყოფა ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა ცოდვით დაცემული კაცობრიობისა, რომელიც უნდა გამრავლებულიყო.

თუმცა არის საკითხები სტატიაში, რომელსაც ვეთანხმები და იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ სწორი დამოკიდებულება უნდა იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მართლაც უამრავი პრობლემა იქმნება ბოლო წლებში და იქმნება ცოდნის ნაკლებობის გამო, რითაც ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია არასწორი რჩევითა და მიდგომით ოჯახიც დაინგრეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 21 2013, 06:08 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi
ციტატა
და კიდევ, სექსუალურობა, ანუ სქესთა განსხვავება ღვთის საჩუქარი არ არის, ეს არის ტყუილი. სქესთა განყოფა ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა ცოდვით დაცემული კაცობრიობისა, რომელიც უნდა გამრავლებულიყო.



აი ამას ვერ მივხვდი!
სამოთხეში ადამს და ევას დაცემამდე სასქესო ორგანოები არ ქონდათ? huh.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 21 2013, 06:59 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

ციტატა
სამოთხეში ადამს და ევას დაცემამდე სასქესო ორგანოები არ ქონდათ?


აქ სხვა რამეზეა საუბარი. ცხადია მათ სქესი ქონდათ, ადამი კაცი იყო და ევა ქალი, მაგრამ ეს მდგომარეობა, ანუ სქესთა განყოფა არ იყო ადამიანის დასაბამიერი, ანუ ხატად შექმნილის მდგომარეობა.

გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს ამბობს:

"მოიყვანა რა მან ყოველივე ყოფიერებაში და შექმნა რა საკუთარი ნებით კაცი ყოვლითურთ ღმრთეებრივ ხატად, არ დაელოდა ხილვას, როგორ მიაღწევდა ახალშობილთა მცირედ-მცირედ შემატებით რიცხვი სულებისა თავის სავსებას, არამედ მყის გაიაზრა რა წინასწარმცნობელითა ძალითა თვისითა მთელი კაცობრივი ბუნება მისი სისავსით და მიაგო რა მას პატივი მაღალი ანგელოზებრივი ხვედრის მინიჭებით, მჭვრეტელობითი ძალით წინასწარ იხილა, რომ ნება კაცისა მშვინიერებისაკენ წრფელი გზით არ წარემართებოდა და ამის გამო, ანგელოზებრივი ცხოვრებისაგან განშორებული, დაკარგავდა იმ საშუალებას, რომლითაც ანგელოზთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომ, კაცობრივ სულთა სიმრავლის გაზრდა რომ არ შეწყვეტილიყო, შესაფერისად ცოდვით დაცემულისათვის, მოიფიქრა და ბუნებაში განამზადა საშუალება გამრავლებისა: ნაცვლად ანგელოზისებური დიდებული შობისა, კაცებასა შინა შთამომავლობის გასაგრძელებლად ცხოველური და პირუტყვული შობა დანერგა.

ვფიქრობ, ამიტომაც დასტირის ადამიანის უბედურებით შეწუხებული დიდი დავითი მის ბუნებას: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო", გულისხმობს რა პატივში ანგელოზთა სწორ პატივს და ამბობს: "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ" (48,20), რამეთუ მართლაც პირუტყვული გახდა ის, ვინც ნივთიერებისაკენ მიდრეკის გამო ეს ხრწნადი შობა ბუნებით შეიწყნარა" (კაცისა შესაქმისათვის, თავი XVII).

ანუ ადამიანი ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის იყო და არის მოწოდებული და რამდენადაც ეს ვერ შეირგო, ასე ვთქვათ, ამიტომ გახდა აუცილებელი სქესთა განყოფა, რომ იმ მდგოამრეობაში რა მდგომარეობაშიც ის ჩავარდა, არ დაბრკოლებულიყო მისი (ადამიანის) გამრავლება. თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს ქორწინების საიდუმლოს დაკნინებას. პირიქით, თუკი ძველი აღთქმის ეპოქაში მას (ქორწინებას) არ ქონდა შესაბამისი პატივი მიგებული, ქრისტიანობამ ის სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ერთ-ერთ საიდუმლოდ გამოარჩია. რატომ და რისთვის ეს ვრცელი თემაა და ეხლა ამაზე არ ღირს.

ზემოთ ვთქვი რომ ეს ღვთის საჩუქარი არაა, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საჩუქარია, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ასეთი შეიქმნა ადამიანი (ხატად შექმნილი) და ასეთივე იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 21 2013, 08:45 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 21 2013, 01:25 PM) *

ვფიქრობ არასწორი აქცენტებია დასმული სტატიაში. დღემდე ვერ ვხვდები რას ნიშნავს ტაბუდადებულობა ამ საკითხზე, რითიაც იწყება სტატია. ე.ი. თუკი ტელევიზიით აღფრთოვანებული არ ყვები შენს ინტიმურ თავგადასავალს, ეს არის ტაბუდადებულობა. აბა ვერ გავიგე რას უხსნის ეს სტატია ადამიანებს, რომ დაქორწინებულმა წყვილმა სექსუალური კავშირი იქონიონ? და არა აქვთ?

და კიდევ, სექსუალურობა, ანუ სქესთა განსხვავება ღვთის საჩუქარი არ არის, ეს არის ტყუილი. სქესთა განყოფა ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა ცოდვით დაცემული კაცობრიობისა, რომელიც უნდა გამრავლებულიყო.

თუმცა არის საკითხები სტატიაში, რომელსაც ვეთანხმები და იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ სწორი დამოკიდებულება უნდა იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მართლაც უამრავი პრობლემა იქმნება ბოლო წლებში და იქმნება ცოდნის ნაკლებობის გამო, რითაც ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია არასწორი რჩევითა და მიდგომით ოჯახიც დაინგრეს.



ვიდრე სცოდავდნენ ადამი და ევა მანამდე აკურთხა ღმერთმა და უთხრა რომ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა ! საჩუქარია აბა რა არის? უფალიც ამგვარად ბრძანებს რომ მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინიო და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ_მამას და მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ერთ ხორც !

ეს ხომ დიდი საიდუმლოა რომელზეც პავლეც საუბრობს ეფესელთაში? და ქრისტეს და ეკლესიას ადარებს ცოლ ქმარს შორის არსებულ კავშირს რომელიც წმინდაა უფლის თვალში . blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 21 2013, 09:12 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 21 2013, 06:59 PM) *

k@the
აქ სხვა რამეზეა საუბარი. ცხადია მათ სქესი ქონდათ, ადამი კაცი იყო და ევა ქალი, მაგრამ ეს მდგომარეობა, ანუ სქესთა განყოფა არ იყო ადამიანის დასაბამიერი, ანუ ხატად შექმნილის მდგომარეობა.

გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს ამბობს:

"მოიყვანა რა მან ყოველივე ყოფიერებაში და შექმნა რა საკუთარი ნებით კაცი ყოვლითურთ ღმრთეებრივ ხატად, არ დაელოდა ხილვას, როგორ მიაღწევდა ახალშობილთა მცირედ-მცირედ შემატებით რიცხვი სულებისა თავის სავსებას, არამედ მყის გაიაზრა რა წინასწარმცნობელითა ძალითა თვისითა მთელი კაცობრივი ბუნება მისი სისავსით და მიაგო რა მას პატივი მაღალი ანგელოზებრივი ხვედრის მინიჭებით, მჭვრეტელობითი ძალით წინასწარ იხილა, რომ ნება კაცისა მშვინიერებისაკენ წრფელი გზით არ წარემართებოდა და ამის გამო, ანგელოზებრივი ცხოვრებისაგან განშორებული, დაკარგავდა იმ საშუალებას, რომლითაც ანგელოზთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომ, კაცობრივ სულთა სიმრავლის გაზრდა რომ არ შეწყვეტილიყო, შესაფერისად ცოდვით დაცემულისათვის, მოიფიქრა და ბუნებაში განამზადა საშუალება გამრავლებისა: ნაცვლად ანგელოზისებური დიდებული შობისა, კაცებასა შინა შთამომავლობის გასაგრძელებლად ცხოველური და პირუტყვული შობა დანერგა.

ვფიქრობ, ამიტომაც დასტირის ადამიანის უბედურებით შეწუხებული დიდი დავითი მის ბუნებას: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო", გულისხმობს რა პატივში ანგელოზთა სწორ პატივს და ამბობს: "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ" (48,20), რამეთუ მართლაც პირუტყვული გახდა ის, ვინც ნივთიერებისაკენ მიდრეკის გამო ეს ხრწნადი შობა ბუნებით შეიწყნარა" (კაცისა შესაქმისათვის, თავი XVII).

ანუ ადამიანი ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის იყო და არის მოწოდებული და რამდენადაც ეს ვერ შეირგო, ასე ვთქვათ, ამიტომ გახდა აუცილებელი სქესთა განყოფა, რომ იმ მდგოამრეობაში რა მდგომარეობაშიც ის ჩავარდა, არ დაბრკოლებულიყო მისი (ადამიანის) გამრავლება. თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს ქორწინების საიდუმლოს დაკნინებას. პირიქით, თუკი ძველი აღთქმის ეპოქაში მას (ქორწინებას) არ ქონდა შესაბამისი პატივი მიგებული, ქრისტიანობამ ის სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ერთ-ერთ საიდუმლოდ გამოარჩია. რატომ და რისთვის ეს ვრცელი თემაა და ეხლა ამაზე არ ღირს.

ზემოთ ვთქვი რომ ეს ღვთის საჩუქარი არაა, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საჩუქარია, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ასეთი შეიქმნა ადამიანი (ხატად შექმნილი) და ასეთივე იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ.

აქ რა არის იცით , ეს არის მცდელობა კატა დაიჭირო იქ სადაც ის არ არის ! blink.gif ანუ საქმე რაშია ვინაიდან მართლმადიდებლობა სულის უკვდავებას და ადამიანის განღმრთობას ასწავლის , რომ იგი უნდა გახდეს მადლით ღმერთი., და ამას რომ მოერგოს ყველაფერი, ამიტომ გრიგოლ ნოსელი ამგვარად გვამცნებს რომ თითქოს უფალმა წინასწარ განწვრიტა რომ ადამიანი ვერ შეირგებდა ვითომცდა ანგელოზებრივ სწორობას და ამიტომ მისცა მათ გამრავლების უნარი blink.gif . ბოდიში მაგრამ რა ყოვლისმძლე ღმერთი ელ შადაი _ ღმერთი სიუხვისა რა ვერ ქმნის სრულყოფილს? blink.gif ანუ ღმერთს უნდა შექმნას კაცი და ვერ ქმნის იგი სრულყოფილს და თავიდანვე ასკვნის რომ იგი შესცოდავს? რა სისულელეა ! არა სისულელე კი არა სიგიჟეა . ღმერთმა ყოველივე კითილად შექმნა ყოველივე როგორც სოლომონი ბრძანებს. თუ ღმერთმა თავიდანვე იცოდა თუნდაც 1% იმ ალბათობისა რომ ადამიანი ცოდვით დაეცემოდა , მაშინ რას ერჩით სატანას , განა ღმერთი არ ყოფილა ყოველივე უბედურებისა და სიბოროტის დასაბამი? მაგრამ მან არ იცოდა არაფერი ! სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ ღმერთმა არ იცოდა ადამი შესცოდავდა თუ არა, რადგან მან იგი შექმნა ის ნების თავისუფლებით, მან შექმნა იგი დამოუკიდებელი გონი , რომელიც გააკეთებდა იმას რასაც თავად აირჩევდა და ღმერთს ეს არ ეცოდინებოდა.


დავით უბრალოდ ამაზე მიპასუხე _ მე ვარ დამოუკიდებელი გონი ის რასაც მე გავიფიქრებ 1 წუთის შემდეგ ეს ღმერთმა არ იცის და არც მე ვიცი , მაგრამ რასაც ამჟამად ვფიქრობ ეგ იცის ღმერთმა რადგან ის ხედავს ადამიანის გულს და გონებას და ფიქრებს . მაგრამ მან არ იცის ის თუ რას გავიფიქრებ მომავალში ან რა გზას ავირჩევ , ეს არ იცის და თუ იცის მაშინ მე რობოტი ვარ და ჩემი ცოდვებიც ღმერთის ბრალია რადგან მან ჩამადენინა , რატომ? იმიტომ რომ მან თუ წინასწარ იცოდა რომ რაღაც შეცდომას დავუშვებდი , გამოვიდა რომ მე ალტერნატიული გზა აღარ მქონდა და არ შემეძლო რომ ამ ცოდვის წინააღმდეგ წავსულიყავი! რატომ ? იმიტომ რომ როცა შენ ამბობ რომ ღმერთმა წინასწარ იცის თუ რას გააკეთებ ეს ღმერთის წინასწარი ცოდნა არის 100% ით შესრულებადი ხომ ასეა ? როგორ შეიძლება რომ ღმერთი შეცდეს ან შეეშალოს? არ გადამრიოთ blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სელენია
პოსტი Nov 21 2013, 09:15 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 8-June 13
წევრი № 13,195



afxazi
მაპატიე,მაგრამ ათონზე მოღვაწე ბერმა მგონი შენზე მეტი იცის!და ცოტა გაერკვიეთ საკითხში და მერე დაწერეთ რაა ტყუილ-მართალი.რა სამოთხეში ადამი და ევა ერთსქესიანი იყო მაგის თქმა გინდა laugh.gif

სტატიას რაც შეეხება მე ძალიან მომეწონა.კარგია,ასეთ საკითხებზე ბევრმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობის(ანუ სწორი)შეხედულება.რატომღაც გონიათ თუ მორწმუნეა ოჯახი ე.ი. ცოლქმარი დაძმასავით უნდა იყოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 21 2013, 09:18 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(სელენია @ Nov 21 2013, 09:15 PM) *

afxazi
მაპატიე,მაგრამ ათონზე მოღვაწე ბერმა მგონი შენზე მეტი იცის!და ცოტა გაერკვიეთ საკითხში და მერე დაწერეთ რაა ტყუილ-მართალი.რა სამოთხეში ადამი და ევა ერთსქესიანი იყო მაგის თქმა გინდა laugh.gif

სტატიას რაც შეეხება მე ძალიან მომეწონა.კარგია,ასეთ საკითხებზე ბევრმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობის(ანუ სწორი)შეხედულება.რატომღაც გონიათ თუ მორწმუნეა ოჯახი ე.ი. ცოლქმარი დაძმასავით უნდა იყოს.

არა დავითი მოზგია არ შეეშლებოდა არაფერი , დავაცადოთ და უმალ გადააკეთებს თავის ნაწერს და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩება თითქოს მართალია blink.gif . ეს კაცი მართლა კარგად ერკვევა დოგმატიკაში მაგრამ საკუთარი გონებით განსჯა არ შეუძლია ჩემი აზრით , და თუ შეუძლია ლოგიკურად უპასუხოს ჩემ პოსტს blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 21 2013, 11:36 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ერთი რამე გამაგებინეთ რა , რადგან ბერია მით მეტეს ათონზე მოღვაწე) ე.ი. ყველაფერში უნდა დავეთანხმოთ ? თუნდაც უაზრობას ამბობდეს ?

,,სექსუალურად დაკმაყოფილებული ადამიანი '' - ეს ხომ საერთოდ ა . მარგალიტი ამ სტატიის ...

სელენია
ციტატა
.რა სამოთხეში ადამი და ევა ერთსქესიანი იყო მაგის თქმა გინდა

დათოს პოსტებს თუ არ კითხულობ დაკვირვებით , გრიგოლ ნოსელის - ,,შესაქმისისათვის კაცისა '' მაინც წაიკითხე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 21 2013, 11:40 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
ერთი რამე გამაგებინეთ რა , რადგან ბერია მით მეტეს ათონზე მოღვაწე) ე.ი. ყველაფერში უნდა დავეთანხმოთ ? თუნდაც უაზრობას ამბობდეს ?


ამ სტატუსის წინაშე უძლურები ვართ გურამ, ამას უნდა შეეგუო.

სელენია

laugh.gif - ამ სმაილის გამოყენებას ჯობდა დაკვირვებით წაგეკითხა რა დავწერე. სადმე წერია რომ ადამი და ევა ერთსქესიანები იყვნენ? რატომ მაბრალებ იმას, რაც არ დამიწერია. მე დავწერე გრიგოლ ნოსელის სწავლება და არა ჩემი პირადი. სახარებაში გარკვევით წერია, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ სასუფეველში არცა იქორწინებდნენ და არც განქორწინდებიან, არამედ არიან ვითარცა ანგელოზნი.

და თუ გავიხსენებთ იმას, რომ მეორედ მოსვლა ესაა დასაბამიერი მდგომარეობისკენ უკუმიბრუნება ადამიანისა (აქ არ იგულისხმება ორიგენესეული ცრუ სწავლება), შესაბამისად დასკვნა ისაა, რომ ხატად შექმნილი ადამიანური ბუნება სქესთა განყოფას არ შეიცავდა, არამედ იყო ანგელოზურ მდგომარეობაში, რომელსაც არ გააჩნია სქესი. მამაკაცად და დედაკაცად განყოფა ხდება ცოდვით დაცემის შესაძლებლობის გამო.

მაგრამ რა აზრი აქვს რაიმეს ახსნას, მე ხომ უვიცი ვარ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 21 2013, 11:46 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



afxazi
ციტატა


ამ სტატუსის წინაშე უძლურები ვართ გურამ, ამას უნდა შეეგუო.

მერე ვდგავართ და პაპისტებს ვაკრიტიკებთ , უცდომელობის პრიმატი აქვთო .
ეგენი პაპის უცდომელობას მაინც აღიარებენ , ჩვენ კიდევ ნებისმიერი კაბოსან-წვეროსანის .
თუ ვიღაც მოძღვრის პირადი აზრია , რომ მონარქია უნდა ადგეს , მაშინ ჩვენც ამ აზრზზე უნდა დავდგეთ !

თუ რომელიმე ბერის (მით უმეტეს ათონზე მოღვაწის )აზრია რომ ,,სექსუალურად დაკმაყოფილებული მრევლი , დიდებული რამეა '' , მაშინ ჩვენც ,,სექსუალურად უნდა დავკმაყოფილდეთ .'' და.ა.შ.

ერთი ეს გამაგებინეთ , დავით მეფსალმუნის შეგონება - ,,ყოველი კაცი ცრუ არს . '' ათონის მთის ბერებს არ მიემართებათ ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 21 2013, 11:49 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
მაგრამ მან არ იცოდა არაფერი ! სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ ღმერთმა არ იცოდა ადამი შესცოდავდა თუ არა, რადგან მან იგი შექმნა ის ნების თავისუფლებით, მან შექმნა იგი დამოუკიდებელი გონი , რომელიც გააკეთებდა იმას რასაც თავად აირჩევდა და ღმერთს ეს არ ეცოდინებოდა.


ამის თქმა არის უკიდურესი აბსურდი და სისულელე. თქმა იმისა, რომ ღმერთმა არ იცოდა მომავალი ნიშნავს იმას, რომ დროში არსებობს ის, ანუ დროის მხიედვით მოქმედებს, რაც არის ქმნილების თვისება. მისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი. თუკი დავუშვებთ, რომ მან რაღაც არ იცის და ეს ცოდნა მოგვიანებით ივსება, ეს ნიშნავს არასრულყოფილებას, ანუ ცოდნაში ნაკლებობას. ცოდანაში ნაკლებობა კი ქმნილების მდგომარეობაა. ამაზე არ ვიცი რა ვთქვა, ეს 2*2=4-ია.

რაც შეეხება იმას, რატომ შექმნა თუკი ისინი დაეცემოდნენ, ეს არათუ აკნინებს მის შესაქმეს ადამიანთან დაკავშირებით, არამედ პირიქით განადიდებს მას. ადამიანის თავისუფლების არსი მდგომარეობს არჩევითობაში ღვთის ნებით აღიარებასა და მის უარყოფას შორის. თუკი სიკეთის არჩევა არ დგას მისი უარყოფის შესაძლებლობის მდგომარეობაში, ის უკვე აღარაა არჩევანი, რადგან არჩევანი ნიშნავს ორი უკიდურესობიდან ერთის არჩევას. და თუ ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს უკეთურება, მაშინ მის მიერ არჩეული სიკეთე არჩეული აღარაა. შესაბამისად უფალმა, როგორც ყოვლისმცოდნემ იცოდა რომ ადამიანი შესცოდავდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე განსაზღვრა მან, არამედ როგორც ყოვლისმცოდნებ ეს უწყის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 22 2013, 12:01 AM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba

ციტატა
მაგრამ რასაც ამჟამად ვფიქრობ ეგ იცის ღმერთმა რადგან ის ხედავს ადამიანის გულს და გონებას და ფიქრებს . მაგრამ მან არ იცის ის თუ რას გავიფიქრებ მომავალში ან რა გზას ავირჩევ , ეს არ იცის და თუ იცის მაშინ მე რობოტი ვარ და ჩემი ცოდვებიც ღმერთის ბრალია


შენს ადგილზე შემრცხვებოდა ამ სიტყვების თქმისა , სულ მინიმუმ და გავიპარებოდი აქედან...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 22 2013, 03:17 AM
პოსტი #17


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi

ანგელოზები როგორ მრავლდებიან? ღმერთის სიტყვით, უფლისაგან რაღაცისგან იძერწებიან თუ როგორ?
პ.ს. უკაცრავად არცოდნა.

ციტატა
ზემოთ ვთქვი რომ ეს ღვთის საჩუქარი არაა, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საჩუქარია, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ასეთი შეიქმნა ადამიანი (ხატად შექმნილი) და ასეთივე იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ.


დავით, როცა შენ თვითონვე ამბობ რომ რაიმე გაგებით მაინც შეიძლება საჩუქრად ჩაითვალოს, მაინც უხერხულია ათონელი ბერისთვის ტყუილების დაბრალება. არავინ ამბობს რომ ის შეუძლებელია ცდებოდესო, თუმცა ცუდს მის ნაწერში მე ვერაფერს ვხედავ, დარწმუნებული ვარ ბევრ მღვდელს ექნება აღსარებისას მეუღლეების ჩივილი მოსმენილი, რომ მეორე ნახევარი მას "ბოჭავს თანაცხოვრებაში" რადგან ეს რაიმე ცუდ-ღვთისთვის არასასურველ საქმედ მიაჩნია. იქნებ პირადად ამ ბერსაც ჰქონია მოსმენილი. ასეთი რაღაცეები უმიზეზოდ არ იწერება.

ციტატა(A.V.M @ Nov 21 2013, 08:36 PM) *

ერთი რამე გამაგებინეთ რა , რადგან ბერია მით მეტეს ათონზე მოღვაწე) ე.ი. ყველაფერში უნდა დავეთანხმოთ ? თუნდაც უაზრობას ამბობდეს ?

,,სექსუალურად დაკმაყოფილებული ადამიანი '' - ეს ხომ საერთოდ ა . მარგალიტი ამ სტატიის ...


არც შენ გეკადრება მარგალიტების ძებნა და მითუმეტეს რაც არ იცი იმ საკითხზე tongue.gif biggrin.gif
სამედიცინო ლიტერატურას გაეცანი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო დაუკმაყოფილებლობა იწვევს გაღიზიანებას, ნერვოზს და სხვადასხვა დაავადებებს შედეგად.
არ არის ერში მცხოვრები ყველა ადამიანი იმ სულიერ სიმაღლეზე რომ ამის გარეშე იცხოვროს და არც მოეთხოვება.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 22 2013, 09:41 AM
პოსტი #18


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საკმაოდ საინტერსო სტატიაა, ბევრისთვის ალბათ მრავლის მთქმელიც. მაგრამ სტატიის შემდეგ დატოვებული პოსტების კითხვა უფრო საინტერესო აღმოჩნდა biggrin.gif
1. ძნელია გურამს არ დაეთან
ციტატა
მერე ვდგავართ და პაპისტებს ვაკრიტიკებთ , უცდომელობის პრიმატი აქვთო .
ეგენი პაპის უცდომელობას მაინც აღიარებენ , ჩვენ კიდევ ნებისმიერი კაბოსან-წვეროსანის .


სხვი თვალში ბეწვს ვეძებთ და საკუთარიდან დირე ვერ ამოგვიღია. ვაი იმ ადამიანის ბრალი რომელიც კაბოსანს არ დაეთანხმა და ორჯერ ვაი მას თუ საერთოდ ენა მოუბრუნდა და გააკრიტიკა.
2 ასევე ვეთანხმები
k@the
ციტატა
სამედიცინო ლიტერატურას გაეცანი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო დაუკმაყოფილებლობა იწვევს გაღიზიანებას, ნერვოზს და სხვადასხვა დაავადებებს შედეგად.
არ არის ერში მცხოვრები ყველა ადამიანი იმ სულიერ სიმაღლეზე რომ ამის გარეშე იცხოვროს

ძალიან კარგად ეწერა ბოლო ორი სიტყვა აშკარად ზედმეტი რომ არ მიეწერა sad.gif
ციტატა
და არც მოეთხოვება.

არის მომენტერი როცა მოგვეთხოვება კი არა აუცილებელიცაა, ყველაზე დიდი მაგალითი მარხვაა. ეს ის დროა როდესაც საკუთარი ცხოველური ინსტიქტები უნდა ჩაიხშო გარკვეული დროით, რათა სულერად ცოტათი მაინც ამაღლდე.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 22 2013, 11:38 AM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

ციტატა
დავით, როცა შენ თვითონვე ამბობ რომ რაიმე გაგებით მაინც შეიძლება საჩუქრად ჩაითვალოს, მაინც უხერხულია ათონელი ბერისთვის ტყუილების დაბრალება.


ზედმეტი იყო, გეთანხმები, ბოდიშს ვიხდი.

ციტატა
ანგელოზები როგორ მრავლდებიან? ღმერთის სიტყვით, უფლისაგან რაღაცისგან იძერწებიან თუ როგორ?
პ.ს. უკაცრავად არცოდნა.


ანგელოზები აღარ მრავლდებიან, მათი სიმრავლე იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ეხლა არიან, მყისიერად შეიქმნა უფლის მიერ. ისინი ურთიერთ შობადობის გზით არ შექმნილან. ხოლო თუ როგორ გამრავლდებოდა ადამიანი, ცოდვით რომ არ დაცემულიყო, ამაზე გრიგოლ ნოსელი უპასუხებს, რომ ანგელოზებრივი რამ წესით (ანუ ისინიც ხომ არიან მრავალნიო), და მაინც როგორ, ამაზე რთულია პასუხი. ფაქტია, რომ სასუფეველში არც ქორწინდებიან და არც განქორწინდებიან.

ციტატა
დარწმუნებული ვარ ბევრ მღვდელს ექნება აღსარებისას მეუღლეების ჩივილი მოსმენილი, რომ მეორე ნახევარი მას "ბოჭავს თანაცხოვრებაში" რადგან ეს რაიმე ცუდ-ღვთისთვის არასასურველ საქმედ მიაჩნია. იქნებ პირადად ამ ბერსაც ჰქონია მოსმენილი. ასეთი რაღაცეები უმიზეზოდ არ იწერება.


ეს მართლაც ხშირი პრობლემაა. გამოცდილმა მოძრვარმა, თუ შეუძლია რჩევა-დარიგებებით და არანაირი აკრძალვებით, უნდა დაეხმაროს წყვილს, გამომდინარე საეკლესიო სწავლებებიდან და არა პირადი შეხედულებებიდან.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 22 2013, 03:18 PM
პოსტი #20


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



G_saxva
ციტატა
არის მომენტერი როცა მოგვეთხოვება კი არა აუცილებელიცაა, ყველაზე დიდი მაგალითი მარხვაა. ეს ის დროა როდესაც საკუთარი ცხოველური ინსტიქტები უნდა ჩაიხშო გარკვეული დროით, რათა სულერად ცოტათი მაინც ამაღლდე.


მარხვაში თავშეკავებაზე ბევრი გვიმსჯელია smile.gif


afxazi
მაგარი ადამიანი ხარ და ამიტომ მიყვარხარ 2kiss.gif

მაგრამ აი ნახე უკვე, სახვა მარხვაში თავშეკავებაზე საუბრობს, ანუ თურმე ერში მყოფი ადამიანი ვალდებულია თავი შეიკავოს თანაცხოვრებისაგან.
ანუ ეს პრობლემა მასიურად მაინც არის, მრევლის გაუთვითცნობიერებლობა თანაცხოვრებასთან დაკავშირებით.
ხოლო უმეტესად მოღვდლებიც თვითიმპროვიზაციას მიმართავენ ხოლმე, როცა საკითხი თანაცხოვრებას ეხება და საწყალი მრევლი კითხვის წესიერად დასმას ვერ ბედავს, ვერც ეწინააღმდეგება.

უნდა იყოს ამ საკითხზე კარგი, კანონიკურად და ღვთისმეტყველურად გამართული სტატია. ეს აუცილებელია როგორც ჩანს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 01:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი