IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> სკაიპით გაჩენილი სიყვარული, გჯერავთ ონლაინ სიყვარულის ანუ სკაიპით ურთიერთობით გაცჰენილი სიყვარულის
გიორგი
პოსტი Mar 1 2012, 05:48 PM
პოსტი #41


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



სკაიპით სიყვარული არის აბსურდი და ანომალია. ეს არის ადამიანის მდგომარეობა,
როდესაც ის მცირე ინფორმაციის საფუძველზე (თან ისიც რომ არ იცის მართალია თუ ტყუილი...)
საკუთარ გონებაში ქმნის ვირტუალურ რეალობას, წარმოსახვით პორტრეტს ადამიანისას
და შემდეგ უყვარდება თავისივე წარმოსახვა და ფანტაზიები.

სულ სხვა თემაა და დიამეტრალურად განსხვავებული საკითხია სკაიპით გაცნობილი ადამიანის შეყვარება.
მომავალი მეუღლე ან შეყვარებული შეიძლება გაიცნო ყველგან: სკაიპშიც, იაჰუ მესინჯერშიც, აი-სი-ქიუ-შიც,
ავტობუსში, ტრამვაიში, მატარებელში, ზღვაში თუ ხმელეთზე, აბსოლუტურად ყველგან, მაგრამ ამას ვერ ვუწოდებთ
"სკაიპით სიყვარულს" ან "სკაიპით გაჩენილ სიყვარულს."

შეიძლება საწინააღმდეგო სქესის ადამიანმა გამოგიგზავნოს რამოდენიმე სურათი, გითხრას მცირეოდენი ინფორმაცია საკუთარი პიროვნების და მოღვაწეობის შესახებ, რაც საკმარისი აღმოჩნდეს ამ ადამიანთან შეხვედრისათვის, დაახლოებისათვის და შემდეგ უკვე რეალურ ურთიერთობაში დროთა განმავლობაში მოვიდეს სიყვარულიც და ქორწინებაც.

....მაგრამ, აი, ადამიანი რომ არ გინახავს და უკვე სკაიპში ლაპარაკის და ონლაინ ინტერნეტ ურთიერთობის ხარჯზე რომ გიყვარს, ეს უკვა ანომალიაა. ძალიან თავისუფლად შეიძლება არ არსებული, ფიზიკურად არ არსებული ადამიანის რეალობის შექმნა სკაიპში და ასეთ დროს გამოვა რომ არ არსებული პიროვნება გიყვარს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Mar 3 2012, 11:07 PM
პოსტი #42


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მეც მგონია, რომ სიყვარული გაცილებით ღრმა ურთიერთობაა და მხოლოდ ინტერნეტით მეეჭვება დაიწყოს...

შეიძლება ინტერნეტით იპოვო მეგობარი, მონათესავე სული, მაგრამ ამას სიყვარული დაარქვა, მგონი არაა სწორი...

მეგობრობაც, ქალ-ვაჟური სიყვარულიც და საერთოდ სიყვარული, გაცილებიტ მეტია, ვიდრე ინტერნეტზე დამოკიდებულება და ვიგაცასთან საუბრის სურვილი...

ის რომ დაღამებას ელოდები, რომ ის სკაიპში შემოვიდეს, ცუდად ხარ თუ არ ესაუბრები და ა.შ. სულაც არ ნიშნავს, რომ სიგიჟემდე ხარ შეყვარებული smile.gif ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის გვერდით კარგად გრძნობ თავს, სასიამოვნო მოსაუბრეა... მაგრამ სიყვარული და მეგობრობა ხომ გაცილებით ღრმაა?

ის თავგანწირვას, დათმობას მოითხოვს და მე პირადად არა მგონია შემეძლოს ადამიანის ვირტუალურად შეყვარება smile.gif

ფორუმელების მაგალითიც რომ მოვიყვანო, ელემენტარულად ქუჩაში რომ მხვდებოდა სულ უცხო ადამიანი, თუ მეტყოდა რომ ფორუმელია, შინაურობის განცდა მიჩნდებოდა, მაგრამ რეალურად მეგობრებად ისინი შემრჩნენ, ვისთანაც "მომიწია" რეალური ურთიერთობა...

პ.ს. ამ თემამ მომანდომა კიდევ ერთხელ მენახა ფილმი "თქვენთან წერილია", თანაც ვფიქრობ, ეს ფილმი ყველაზე კარგად ასახავს, რა დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს ინტერნეტში... smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 4 2012, 12:41 AM
პოსტი #43


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მგონი აჭარბებთ სიყვარულის შეფასებებში.
სიყვარულს აქვს სხვადასხვა საფეხური, სხვადასხვა სიღრმე, თორემ შეიძლება 12 წლის ასაკში ისე უყვარდეს (პლატონურად) ბავშვს ვინმე, მსგავსად ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა ვერ შეძლოს სიყვარული.

თუ ცოლ-ქმრობას გულისხმობთ, იქ სიყვარულის გარდა არის სხვა ვალდებულებებიც, ამიტომ ბევრად მეტი წინდახედულებაა საჭირო ოჯახის შექმნისას. თორემ, გიყვარდეთ ხალხო, რა შიშებია აქ, ტკივილი ცხოვრების თანამდევია და ამის შიშით სიყვარულზე უარის თქმა, არ მგონია სწორი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarizma2
პოსტი Jan 26 2013, 02:29 AM
პოსტი #44


soso_soso
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 370
რეგისტრ.: 11-January 13
წევრი № 12,880



ეგეთი ურთიერთობებით დაიღუპება ქვეყანა


--------------------
ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი