თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მრისხანება

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Mar 1 2016, 05:02 PM

მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 7 2016, 09:40 AM

Alterego

ციტატა
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?

არაა ყველა ახალ კითხვაზე გახსნა ახალი თემა მითუმეტეს როდესაც მსგავს საუბარი უკვე მიდის სხვა თემაში.
ჯერ გადახედე და მერე გახსენი თემა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 09:06 PM

"თუმცა ღვთის რისხვა არ უნდა გავიგოთ ადამიანური რისხვის ანალოგიურად, როგორც სიძულვილისა და შურისძიების სურვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 04:50 PM

"ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მრისხანების გამოვლენა, ეს ადამიანი ყოვლად უნიათოა და არაფრის მაქნისია. ადამიანს სიყვარულთან ერთად აუცილებლად უნდა შეეძლოს მრისხანების გამოვლინება. ეს პრაქტიკამაც აჩვენა. თუ შვილს არ უბრაზდები, მხოლოდ "შენ გენაცვალეთი" ზრდი, ის შვილი შეიძლება საშინელებად ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ. ამის მაგალითები გვაქვს სახარებაში.

ქრისტეს შეეძლო მრისხანება? - დიახ, შეეძლო, როცა ტაძარს შეურაცხყოფდნენ მყიდველ-გადამყიდველები, ხმაურობდნენ, ალიაქოთი შექმნეს, უფალმა სახრე გააკეთა თოკისაგან და გამოყარა ისინი. წარმოგიდგენიათ? არა მარტო გამოყარა, მათ მაგიდებიც, სადაც ეს ყველაფერი ელაგა, ხელით აუყირავა. იმედია, ხვდებით, რომ ქრისტეს არ შეუცოდავს, რადგან იგი ღმერთია.

დასკვნა ასეთია - მრისხანება არ არის ცოდვა, როგორც ასეთი. აბა, მრისხანება რომ სასიკვდილე ცოდვაა? მაგრამ ის მრისხანებაა სასიკვდილე ცოდვა, რომელსაც ყოველთვის ადამიანებში თან ახლავს სიძულვილი, რადგან ხშირად ჩვენში არსებული მრისხანება იკვებება სიძულვილისაგან და არა სიყვარულისაგან".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 06:01 PM

„იმისათვის, რომ შენ იყო ქმედითი, ცოცხალი ქრისტიანი, შენში უნდა იყოს არა მხოლოდ ცოცხალი სიყვარული, არამედ მაცოცხლებელი მრისხანება, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, რომელიც აქვს ღმერთს“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 10:59 PM

"ის რბილი ადამიანი იყო და არ მახსოვს, ოდესმე გაბრაზებულიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:04 PM

"მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა - აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 11:07 AM

"არავის არ უნდა მივმართოთ მბრძანებლური ტონით. თუ გულში რისხვა გაგვიჩნდა, უნდა ვეცადოთ მის მოთოკვას, რადგან რისხვა ბოროტისგან არის და არა ღვთისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:32 PM

"- წამიკითხავს, თუ გასაბრაზებელია, უნდა გაბრაზდე, მაგრამ ისე, რომ სიმშვიდე არ დაკარგოო. გაბრაზება ხომ უკვე სიმშვიდის დაკარგვაა?

- ვისაც გაბრაზება არ შეუძლია, მკვდარია. განა შეიძლება უზნეობაზე შინაგანად არ ამბოხდე? ყველაზე უკეთესი მაგალითი გარეგნული მრისხანებისა, მაგრამ შინაგანი სიმშვიდისა ის შემთხვევაა, როცა მშობელი უბრაზდება შვილს. დავტუქსავთ პატარას პედაგოგიური მოსაზრებით, შევაშინებთ, თვალებით ვანიშნებთ, რომ ასე აღარ მოიქცეს... შინაგანად გვიყვარს იგი და ვეფერებით, მაგრამ გარეგნულად სიმკაცრეს, გაბრაზებას ვავლენთ."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:14 PM

ამბავი რისხვისგან სასწაულებრივი განკურნებისა

"წმინდა ტიხონ ზადონელს ფიცხი ხასიათი ჰქონდა. ის ხშირად მრისხანებდა ადამიანებზე, მერე ინანიებდა და კვლავ რისხავდა. თავის სისუსტეს სხვებზე მეტად გრძნობდა და უფალს ევედრებოდა, დაეხსნა მრისხანებისგან. მართლაც, ღვთის განგებულებით, მოხდა ისეთი რამ, სამუდამოდ რომ დათრგუნა მისი რისხვა, გულშემუსვრილებასა და სიმდაბლეში მოიყვანა.

ერთხელ ღმერთს ბევრი ევედრა, ავადმყოფობა მომივლინე, რისხვისგან რომ განმკურნოსო. ამ დროს ჩაეძინა და ძილში იხილა: ვითომ ტაძარში დგას, მღვდელს კი საკურთხევლიდან ყრმა გამოჰყავს, რომელსაც მოსასხამი მოსავს. წმინდა ტიხონი მღვდელს ეკითხება, ბავშვს რა ჰქვიაო. მღვდელი პასუხობს: ბასილიო (რაც ბერძნულად "მეფეს" ნიშნავს). მაშინ ტიხონი ბავშვს მოსასხამს ხდის და მარჯვენა ლოყაზე კოცნის. ამ დროს ყრმა მარჯვენა ხელით მარცხენა ლოყაში ისე ურტყამს ტიხონს, რომ ის ტკივილისგან ყვირის და იღვიძებს.

ტიხონმა იგრძნო, სხეულის მთელი მარცხენა მხარე სტკიოდა. მან მადლობა შესწირა ღმერთს და მას შემდეგ აღარავიზე და აღარაფერზე მრისხანებდა."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2017, 10:06 AM

" - გერონდა, აღშფოთებას ეგოიზმი იწვევს?
- ყოველთვის არა. მართალი, წმინდა მრისხანებაც არსებობს. მოსე წინასწარმეტყველს ხელის სჯულის ფიცარი ეკავა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ებრაელები ოქროს კერპს ეთაყვანებოდნენ, წმინდა მრისხანებაში ჩარდა, სჯულის ფიცარი მიწას დაანარცხა და დაიმტვრა.
შეიძლება, ადამიანი გაბრაზდეს, აღშფოთდეს, იყვიროს, მაგრამ ამისთვის სერიოზული სულიერი მიზეზი ჰქონდეს. მას გულში ბოროტება არ აქვს და ზიანსაც არავის აყენებს. "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ", - დავით წინასწარმეტყველი განა ასე არ ამბობს?"
/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:35 PM

" - გერონდა, დღეს ადამიანები ასე ადვილად რატომ ღიზიანდებიან?

- დღეს ბუზებიც კი ღიზიანდებიან! სიჯიუტისა და დაჟინების გამო. ადრე, ბუზს ხელს რომ აუქნევდი, მიფრინავდა. ახლა ჯიუტად ზის... მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს დროში ზოგიერთი საქმიანობა ბუნებით მშვიდ ადამიანსაც კი ნერვიულად აქცევს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 02:25 PM

"შეკავებული რისხვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:10 PM

ვთქვათ, ვინმე გაღიზიანებს. ყოველდღიურად შეეცადე, რომ არ გაღიზიანდე. დასაწყისისთვის, თუნდაც - არ შეიმჩნიო, რომ ის გაღიზიანებს, ნუ ესვრი მრისხანე მზერებს, დაე, ხმა ნუ აგითრთოლდება, შეეცადე მშვიდად ისაუბრო - და შენ დაინახავ, როგორი ტანჯვაა ეს.
გაცილებით იოლია - თავიდან მოიშორო იგი, კადნიერი სიტყვებით გაუმასპინძლდე, ეუხეშო - და მაშინვე გეამება, რადგანაც დემონი, რომელიც გაღიზიანებას აღაგზნებს სულში, თავის ზეწოლას შეასუსტებს. ის ელოდება, როდის შევცოდავთ, როდის შევტოპავთ სიბინძურეში - და მაშინ ცოტათი მოუშვებს მარწუხებს. ხოლო შემდეგ, ისევ თავიდან დაიწყება ეს დაუსრულებელი თამაში: ის ჩვენ გვაღიზიანებს, ჩვენ მრისხანებას ამოვანთხევთ, თავს უკეთ ვიგრძნობთ. ხვალ ისევ გვაღიზიანებს და ასე, დაუსრულებლად.
და ეს გაგრძელდება არა მხოლოდ სიკვდილამდე, არამედ სიკვდილის შემდეგაც, რადგანაც ჩვენს გაღიზიანებას - იქაც წავიღებთ, იმქვეყნად. და ამ ტანჯვის განცდა, დავუშვათ გაღიზიანებისა - ხოლო ასეთი ტანჯვები ურიცხვად გვაქვს - მოგვიწევს მარადიულად. სწორედ ამას ქვია მარადიული ცეცხლი, სწორედ ამას ქვია ჯოჯოხეთი.

/დეკ. დიმიტრი სმირნოვი/

"ხოლო ქრისტემ, სხვა გზა შემოგვთავაზა: საერთოდ გავთავისუფლდეთ გაღიზიანებისგან, მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, როცა არაფერი გვაღიზიანებს - არცერთი ადამიანი, არც ამინდი, არც დაბალი ხელფასი, არც ის, რომ ფეხსაცმელი გაგვიცვდა, საერთოდ არაფერი - როდესაც გაწონასწორებულნი და მშვიდნი ვართ. და არა იმიტომ, რომ მზად ვართ ყველაფერს მივაფურთხოთ, არამედ იმიტომ, რომ მოთმინების საშუალებით სიმდაბლეს მივაღწიეთ.
როგორ მიიღწევა გამარჯვება, დავუშვათ - გაღიზიანებაზე? მხოლოდ მოთმინებითა და ლოცვით, მხოლოდ მუდმივი თავშეკავებით: «მოვკვდები და არ გავღიზიანდები!» ხოლო თუ გაღიზიანება მაინც დაიწყებს ჩემში დუღილს, ვიწყებ ღვთის მიმართ ლოცვას, იქამდე, სანამ ის არ გაივლის.
და ასე გავაკეთებ დღესაც, ხვალაც, ზეგაც, ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი წლის მანძილზეც - სანამ გაღიზიანება არ გაქრება. და ასე მოვექცევი თითოეულ ცოდვას, რომელსაც ჩემში აღმოვაჩენ."

/დეკ. დიმიტრი სმირნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:46 AM

"როცა საყვედური გაგრძნობინებს, რომ სულერთი არ ხარ!"

/მარიამ პაპაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2017, 11:36 AM

"არქიმანდრიტი ქერუბინი ერთხელ ნავსადგურიდან კალივაში ბრუნდებოდა. ჩხუბის ხმა შემოესმა. `კარგი არაფერი მოხდებაო", - გაიფიქრა და წყლის რეზერვუარისკენ წავიდა, სადაც ბერი პ-ე ერისკაც მენავეს ეჩხუბებოდა. მენავემ შეაგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი. მონაზონმა მოჰკიდა ხელი მენავეს და ძლიერი დარტყმით რეზერვუარში ჩააგდო, თან მიაძახა: `შე არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის უარვყავი მშობლები, სოფელი და საკუთარი თავიც. შენ აქ, მის სამეფოში, მის ლანძღვას ბედავ?"
ქერუბინმა მიირბინა, კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო და მენავე წყლიდან ამოათრია. საღამოთი კი თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, მოუყვა ყველაფერს და ჰკითხა, იყო თუ არა მამა პ-ეს საქციელი ღვთისთვის სათნო. მამა გრიგოლმა ბრძანა: `წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ იგი. ის ხელით შეხების უფლებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე (ამ გარტყმით, _ კ.კ.) ხელი შენი".
წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი მოვალეა, შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც მის მოძღვარს ცილს სწამებს. მით უფრო უნდა დავიცვათ უფლისა და ღვთისმშობლის სახელები, როცა ზოგიერთნი, რომელთაც ღვთის შიში არ აქვთ, ლანძღავენ მათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:55 AM

"თუ ვმრისხანებთ ბოროტის მიმართ - ეს კარგია, კეთილი მრისხანებაა (თეოფილაქტე ბულგარელი იმასაც კი ამბობს, ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ძალუძს მრისხანება, ჯანმრთელი არ არისო). როცა საქმე ბოროტს ეხება, იქ სწორედ რომ განრისხებაა საჭირო. შევრისხოთ და გავაგდოთ არაწმინდა სული ისე, როგორც ეს უფალმა უდაბნოში გამოცდის დროს გააკეთა. გახსოვთ ისიც, როგორ გამოყარა ქრისტემ ტაძრიდან ვაჭრები, რომლებიც ღვთის სახლს შეურაცხყოფდნენ. მაგრამ როცა პირადად ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას, უმჯობესია, თავი შევიკავოთ, ემოცია მოვთოკოთ. მაცხოვარს დევნიდნენ, გვემდნენ, აფურთხებდნენ, ცილს სწამებდნენ... მაგრამ ის, ვისაც შეეძლო, სულ ერთი სიტყვით ანგელოზთა მთელი დასი დედამიწაზე ჩამოეყვანა, ითმენდა. ითმენდა მდუმარებით. რატომ იქცეოდა ასე? - რათა ჩვენთვის მოთმინების მაგალითი მოეცა."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:04 PM

"ღმერთს რისხვა კი არ შეიპყრობს, არამედ ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:41 PM

"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მრისხანების დროს საუბარს ვერიდოთ; ჯერ დავმშვიდდეთ და სათქმელი მერეღა ვთქვათ. ამ დროს, რა თქმა უნდა, არც ლოცვა უნდა დავივიწყოთ. იმასაც ამბობენ, რომ თუ ამ ვითარებაში ლაპარაკი აუცილებელია, ჯერ 33-ჯერ უნდა წარმოითქვას იესოს ლოცვა და ადამიანს მხოლოდ ამის შემდეგ გაეცეს პასუხი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:23 AM

"- სახარებიდან ვიცით, უფალი ზოგჯერ მრისხანებას კაცის კვლის ცოდვასთან აიგივებს. რითი ჰგავს ისინი ერთმანეთს?
- თავისთავად მრისხანება შეიძლება სამართლიანი იყოს. შეიძლება, ადამიანი ამხილო, რაღაც ცოდვიდან იხსნა, მერე კი რისხვა მშვიდობასა და მიტევებაში გადაიზარდოს. მაგრამ თუ მრისხანებით ადამიანის წინააღმდეგ ფიზიკურად ან სულიერად შესცოდავ, ეს კაცის კვლის ტოლფასია."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 07:00 PM

მამა ანემპოდისტე თავის ერთ-ერთ საუბარში აღწერს დემონური ზემოქმედების სურათს, რომელიც მრისხანების ვნებით გახელებას შეეხება: ხშირად დემონი კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: "გუშინ კამათისას სათანადო პასუხის გაცემა ვერ შეძელი!.." ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი: კაცი სკამიდან დგება და გონებაში გაუელვებს: "მართლაცდა, იმ წუთას საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე. არადა, ასე და ასე რომ მეთქვა, შეიძლებოდა, მეჯობნა". იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუშტების ქნევით წინ და უკან სიარულს იწყებს. მის გონებაში ფიქრთა ქარიშხალი ტრიალებს, ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: "ესა და ეს უნდა მეთქვა! რა ცუდია, რომ საჭირო სიტყვები თავის დროზე არ გახსენდება! დიახ, საკადრისი პასუხი უნდა გამეცა. ერთი ვიცოდე, რას მიპასუხებდა!" ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობს.

იწყება დემონთა მიერ გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ. ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, მეორე დღისთვის შურისძიების გეგმებს აწყობს. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების ვნების ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, როგორ აბურთავებს დემონური ძალა. აი, სწორედ ეს გახლავთ ის ვითარება, როცა ადამიანი არაფერს ამბობს, მაგრამ მისი მდუმარება დარღვეულია, ვნება ახელებს."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2017, 10:36 AM

"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მრისხანების დროს საუბარს ვერიდოთ; ჯერ დავმშვიდდეთ და სათქმელი მერეღა ვთქვათ. ამ დროს, რა თქმა უნდა, არც ლოცვა უნდა დავივიწყოთ. იმასაც ამბობენ, რომ თუ ამ ვითარებაში ლაპარაკი აუცილებელია, ჯერ 33-ჯერ უნდა წარმოთქვას იესოს ლოცვა და ადამიანს მხოლოდ ამის შემდეგ გაეცეს პასუხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:40 PM

"ევედრე ღმერთს, მრისხანება წაგართვას"

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 08:57 PM

"იცი, ღირსი ამონ ნიტრიელი რამდენ ხანს ელოდა, რომ ღმერთს იგი მრისხანებისგან გაეთავისუფლებინა? ის ყოველდღე ევედრებოდა ღმერთს. და იცი, რამდენი ხანი ელოდა? რვა წელი. მთელი ამ ხნის მანძილზე მრისხანება ამარცხებდა, მაგრამ ყოველდღე საკუთარ თავს ებრძოდა და ლოცულობდა. და აი, მერვე წელს უფალი გამოეცხადა და ამ ცოდვისგან გაათავისუფლა".

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:35 AM

"ჩვენ, ქრისტიანებმა, ჩვენი მდგომარეობა უნდა შევიგნოთ, ჩვენი მრისხანება ლოცვად ვაქციოთ. სხვები კი არა, საკუთარი თავი გავამტყუნოთ".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:33 PM

"გვეშინოდეს უფლის სამართლიანი რისხვისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:52 PM

"რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექა-ქუხილისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 12:12 PM

"განაწყენება არ შეიძლებაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 09:58 PM

"სიმშვიდის საწინააღმდეგო მდგომარეობაა მრისხანება. რას გვეუბნება წმინდა წერილი? - მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს. მიუხედავად იმისა, როგორი სიკეთეც უნდა ვაკეთოთ, თუ იქ მრისხანებას გავურევთ, ამ სიკეთეს ფასი არ აქვს. ეს უკვე ცოდვაა. ცოდვილთ კი მიწადმდე, ბოლომდე დაამდაბლებს უფალი".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 01:55 PM

"უმიზეზოდ გამოდავება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 10:53 AM

"კაცის შერკინებას საკუთარ სულში ჩაბუდებულ ბოროტებასთან უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ წმინდა მამები, მათ შორის - წმინდა სერაფიმე საროველიც.

ერთხელ მეუდაბნოე ბერი მარკოზი დაეკითხა: ჩვენს უდაბნოში ყველაზე ახლოს ღმერთთან ვინ დგასო. მცირე ფიქრის შემდეგ მამა სერაფიმემ ასე უპასუხა: "ჩვენი მზარეული - ყოფილი ჯარისკაცი, რომელსაც ფიცხი ხასიათი აქვს. რომ განრისხდება, შეუძლია, კაციც კი მოკლას, მაგრამ ებრძვის საკუთარ მრისხანებას და სულში ატეხილი ასეთი ბრძოლისთვის მასზე სულიწმინდის მადლი გარდამოდის. წერია: "საკუთარი თავის დამთრგუნველთ მივუჩენ ადგილს ჩემს გვერდით და შევმოსავ თეთრი სამოსითო".

ადამიანს კი, რომელიც საკუთარ მრისხანებას არ ებრძვის, გარდაუვალი დაღუპვა ელის..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 01:05 PM

"სიმშვიდე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უსამართლობასთან შერიგებას და ზნეობრივ გაუკუღმართებას. სიმშვიდე და მრისხანება თითქოს ერთმანეთის გამომრიცხავია, მაგრამ არა ყოველთვის. მრისხანებაც ღვთისგან მოცემული ნიჭია და სათნოებად გადაიქცევა, როცა მას ცოდვის წინააღმდეგ გამოვიყენებთ. გაიხსენეთ, როგორ გამორეკავს უფალი ვაჭრებს ტაძრიდან - იგი მრისხანებს, მაგრამ, ამავე დროს, შინაგანად მშვიდია"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2018, 08:40 PM

"როცა ოჯახში გეჩხუბებიან, დადუმდი და წმინდა სახარება იკითხე"

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 07:53 PM

"მრისხანება წარმოიშობა სხვადასხვა მიზეზთაგან და, განსაკუთრებით, სიამოვნებისმოყვარეობისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 05:12 PM

"მრისხანების მოთოკვის ერთ-ერთი ხერხია, ის კარგი გაიხსენო, რომელიც იმ კაცს გაუკეთებია შენთვის"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:42 PM

"კითხვა: როდის არ ჩაითვლება მრისხანება ცოდვად?

პასუხი: მრისხანება მაშინ არის მართებული, თუ ის ცოდვისკენ არის მიმართული – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად ხდება მისი გამოწვევა ჩვენში, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფის, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილთა ხსნა. როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: „ვინც სამართლიანად განრისხდება შესაგონებლად და სულიერი მოშურნეობით, იგი არ დაისჯება“. ყველა სხვაგვარი მრისხანება კი, აუცილებლად დაისჯება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:56 PM

"კითხვა: შეშვენის თუ არა მოძღვარს მრისხანების გამოვლენა მრევლის წინაშე? ამით ხომ შეიძლება ვინმე დაბრკოლდეს.

პასუხი: მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, თუმცა ის ხელდასხმულია ღვთისაგან, ამიტომ მანაც შეიძლება ჩაიდინოს ცოდვა, ამის გამო მრევლმა არ უნდა განსაჯოს. უფალი თვითონ მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს ჩვენს ცოდვებს. გარდა ამისა, ტაძარში ხანდახან ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც სიმკაცრე აუცილებელია მოძღვრის მხრიდან, მაგალითად, მაშინ, როდესაც მრევლის ერთი წევრი თავისი საქციელით აბრკოლებს სხვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2019, 08:42 PM

"- მშვიდი ადამიანებიც კარგავენ ზოგჯერ წონასწორობას. როდისაა ღვთისთვის სათნო განრისხება?

- მამები ამბობენ, რომ განრისხება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე შეიძლება. ასე რომ, ადამიანი ოდენ თავის ცოდვათა გამო უნდა მრისხანებდეს, სხვის მიმართ კი მომთმენი და ლმობიერი იყოს. თუმცა სახარებიდან გვახსოვს, რომ თავად უფალიც კი განრისხდა, როცა დაინახა, სალოცავი სახლი სავაჭროდ გადაექციათ; შეჰქმა შოლტი საბლისა და მით გამოასხა, გამოაძევა ყოველიო, - მოგვითხრობს მახარებელი.

ასევე განრისხდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი მწვალებელ არიოზზე და კვერთხი დაჰკრა, რის გამოც ეპისკოპოსთა კრებამ მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მოძღვარმა იხილა ჩვენება, რომ დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი წმინდა ნიკოლოზს ომოფორსა და სახარებას აძლევდნენ, დაასკვნეს, რომ არიოზს მისი რისხვა ღვთის განგებულებით დაატყდა და ისევ აღადგინეს ხარისხში."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:36 PM

"მრისხანება - სასტიკი და ულმობელი მხეცია. განა არსებობს მრისხანე სახეზე შეუხედავი რამ, მით უფრო, მრისხანე სულზე უარესი?! წმინდა წერილი გვამცნობს: ,,ხოლო მე გეტყვით თქუენ: რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (მთ. 5, 22).

განრისხებული ადამიანის ლანძღვას არ უნდა ვუპასუხოთ. მეტყვით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მავანი დამნაშავედ მიგიჩნევთ, ან სულაც მხდალი ეგონებით, არადა, ასე არ არის. თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანად მიგიჩნევენ და თუკი ასე არ მოიქცევით და შეეპასუხებით, იფიქრებენ, რომ თავს იმართლებთ, ე.ი. რაც თქვენ შესახებ ითქვა, სიმართლეა.

მდიდარ კაცზე რომ თქვან, ღატაკიაო, განა რაიმეს უპასუხებს? მხოლოდ გაეცინება, რადგან კარგად უწყის, რა სიმდიდრის პატრონია. ან რატომ უნდა გვეშინოდეს კაცთა სამსჯავროსი? მთავარია, ზეციური მამის წინაშე ვიყოთ უდანაშაულონი. მრისხანებასა და შეპყრობილობას შორის განსხვავება არ არის, მრისხანება იგივე შეპყრობილობაა, მხოლოდ - დროებითი. ამ მდგომარეობას რომ განვეშოროთ, მშვიდნი, დამთმობნი და მდაბალნი უნდა ვიყოთ და შედეგად ამ წუთისოფელში სიმშვიდეს ვპოვებთ, იმქვეყნად კი სასუფეველს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:34 PM

"მრისხანებითა და შფოთით ვერავითარ კეთილ საქმეს ვერ ვიქმთ: "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს", - ბრძანებს პავლე მოციქული. მრისხანებით გაკეთებული სიმართლე ღვთაებრივი სიმართლე არ იქნება, რადგან მას საფუძვლად ყოველთვის ბოროტება უდევს."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:12 PM

"ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:51 PM

"თუკი შეამჩნევ, რომ მრისხანება გიპყრობს, მდუმარება შეინარჩუნე და მანამ ნურაფერს იტყვი, სანამ შეუჩერებელი ლოცვითა და თვითგანკიცხვით გული შენი არ დამშვიდდება"

/ღირსი ილარიონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:15 PM

"უკაცური მძვინვარე წყენა (ბოღმა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:49 PM

„რამდენად დიდებული სანახავია სიჩუმე, მაშინ , როდესაც შენგან მრისხანებას ელოდებიან ...“

/ჩარლი ჩაპლინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 08:56 PM

"განრისხებული ადამიანი უშუალოდ ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 10:01 PM

"სიმშვიდის საწინააღმდეგო მდგომარეობა მრისხანებაა. რას გვეუბნება წმინდა წერილი? - "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ქმნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 08:03 PM

"იმისათვის, რომ მრისხანე აზრებს ვაჯობოთ, მარტო მიტევება კი არა, მაწყენინებელზე ლოცვაა საჭირო: "უფალო, მისი წმინდა ლოცვებით მომეცი სიმშვიდე და მოთმინება".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2020, 06:59 PM

"მრისხანება ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ უგუნურ აზრებსა და საკუთარ მრისხანებაზე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 07:01 PM

"ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი მოგვითხრო:

- მოხდა ისე, რომ მე დავემდურე ერთ ჩემს ძმას და განვრისხდი მასზე. ერთხელ, ჩემს კელიაში მუშაობისას, უეცრად ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. და აი, ვხედავ, შემოდის კელიაში ახალგაზრდა ყმაწვილი, მას არ უთქვამს ლოცვა, როგორც ბერების წესია, და მითხრა:

- ვხედავ, რომ შენ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ.

მე მას ვუპასუხე:

- განმეშორე, რადგან შენ ღვთისაგან არა ხარ და აღარასოდეს მოხვიდე აქ.

მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა:

- მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან შენ უკვე ჩემი ხარ.

მე ვუთხარი:

- შენი კი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ.

მაგრამ ყმაწვილმა მომიგო:

- ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე. ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეჰენიისა, ხოლო შენ, რახან გულში ბოროტი გიდევს შენი ძმისათვის, სწორედ ამიტომ ხარ ჩემი და მხოლოდ ჩემი, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის.

ამ ამბის შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი ჩემს ძმასთან და შენდობა ვთხოვე, ხოლო როცა კვლავ დავბრუნდი კელიაში, ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. ასევ დამწვარი დამხვდა ფარდაგი, რომელზედაც მუხლს ვიდრეკდი ლოცვისას."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 02:04 PM

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი : „როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 03:14 PM

"გაუხეშება და მრისხანება, ყოველდღიური სტრესი, ეს ყოველივე ჩვენი არასათნო და უწმინდური ცხოვრების შედეგია და ცოდვათა სიმძიმით არის გამოწვეული. მრისხანება ულოცველობის შედეგია, ხოლო ულოცველობა - მრისხანების, ეს არის შედეგი და მიზეზი ჩვენი არასწორი და არამართებული აზროვნებისა, რადგან ჩვენი აზრები ხშირად მიპყრობილია ამაო ფიქრებზე, პირად სიამოვნებაზე, ამქვეყნიურ ნეტარებაზე და არა იმ ნამდვილ ტკბობაზე, რასაც ჰქვია უფალზე ფიქრი და ლოცვით განუყრლად უფალთან ყოფნა."

/მამა გიორგი ხანთაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 07:02 PM

"თუ ადამიანი განრისხებისას გარეგნულ სიმშვიდეს შეინარჩუნებს, მუშტებს არ იღერებს, კბილების კრაჭუნსა და ბოლთის ცემას არ შეუდგება, მისი ვნება ვეღარ მიიღებს სხეულისაგან მხარდაჭერას და მოკლე დროში დამშვიდდება კიდეც. ამის საკუთარ თავზე შემოწმება ძალზე ადვილია."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2020, 05:51 PM

" - წმიდაო მამაო, რატომაა, რომ უმნიშვნელო მიზეზიც კი მარისხებს?

- მრისხანებ იმიტომ, რომ დამნაშავედ ყოველთვის სხვებს მიიჩნევ. შენში მრისხანება იმის გამო იშობა, რომ განსაკუთრებულად ადვილად იწყნარებ იმ ზრახვებს, მარცხნიდან რომ მოდიან. მარჯვნიდან მოსული ზრახვები რომ მიგეღო, მაშინ ყურადღებას აღარ მიაქცევდი, რა გითხრეს და როგორ გითხრეს. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე და რისხვა აღარ შეგიპყობს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 07:46 PM

"შესაძლებელია, სულიერი ადამიანი განრისხდეს, გაბრაზდეს, ყვიროდეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ - სერიოზული სულიერი მიზეზით. შინაგანად მასში ბოროტება არ არსებობს და ბოროტებას არც სხვებს მიაგებს. განა არ ამბობს დავითი - განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 09:48 PM

"ნურასოდეს ნუ განაწყენდები, იფიქრე, რომ ყველა კარგი აზრისაა შენზე - და მოისვენებ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:48 PM

"ნუ მრისხანებთ, არამედ აკურთხევდეთ, ჰმადლობდეთ, ანუგეშებდეთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 05:22 PM

"როცა ჩხუბობთ, ლოცვის სული განგეშორებათ და ცოდვილი აზრები გაჩნდება"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:11 PM

"სიწმინდე არ რჩება შფოთიან და აღრეულ გულში, როდესაც მრისხანება დიდი ხნით რჩება ჩვენს სულში, წარმოშობს მტრობას და ზიზღს მოყვასის მიმართ, ამიტომაც გვევალება სასწრაფოდ შერიგება მოყვასთან, რათა არ გაგვშორდეს ღვთის მადლი, რომელიც განწმენდს ჩვენს გულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 09:52 PM

"არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე - საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევაა"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 07:24 PM

"არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცი. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი: როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თუ სიყვარულისაგან?"

/იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 08:54 PM

"მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა"

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 02:16 PM

"განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე გაღიზიანებული ადამიანის სახე".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 06:09 PM

"თუ შენ ვინმეს მრისხანებით გამოუტანე განაჩენი, ამით შენს ვნებას აკმაყოფილებ; ამრიგად, სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს ნუ დაღუპავ".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 07:01 PM

"მრისხანება ხომ დროებითი შეშლილობაა! მრისხანებაში ვკარგავთ არა მარტო ქრისტიანის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის სახეს. ტყუილად კი არ ამბობენ განრისხებულ ადამიანზე, "გამხეცდაო". უკმეხი სიტყვების რა ნაკადი გადმოსჩქეფს ჩვენი ბაგეებიდან! ჩვენ შეურაცხვყოფთ, ვილანძღებით, ზოგიერთი იქნებ ბილწსიტყვაობს კიდეც და ეშმაკის სახელს ახსენებს. ვცდილობთ, რაც შეიძლება, მწარე და საწყენი სიტყვები ვთქვათ. ესეც არ კმარა, მერე კიდევ დიდხანს გაჯავრებულები ვფიქრობთ, რომ ცოტა ვთქვით, რომ უფრო მეტი და უფრო საწყენი უნდა გვეთქვა. იქნებ ზოგიერთი ჩვენგანი მრისხანებაში იქამდეც მისულა, რომ ფეხები უბაკუნებია, მუშტები უბრახუნებია, კარები უჯახუნებია, რაიმე დაუმსხვრევია, ან სასტიკად უცემია ადამიანი ან ცხოველი?!"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:25 PM

"მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 07:21 PM

"მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა - აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 07:50 PM

"რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია. და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამბრკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ თუკი ერთსულოვან ძმებზე მრისხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან გათავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლით".

/იოანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 09:44 PM

"სწავლება და მხილება სხვებისაგან მრისხანებით კი არა, სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ყოვლადბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა".

/სიბრძ. 9,8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 02:47 PM

"უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცხრომლად მძვინვარებდე"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 03:40 PM

"ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებლის წინააღმდეგ".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2021, 10:27 PM

"მრისხანების განკურნება მიტევებით ხდება; მიტევება კი სულის სიმშვიდეს მოიტანს"

/პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:20 PM

"ღირსი იოანე სინელი: თუკი სულიწმიდა იწოდება და არის კიდეც სიმშვიდე სულთა, ხოლო მრისხანება - აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:22 PM

"მიტევების უნარის არქონა - გაბრაზების, მრისხანების, შურისძიების ველში დარჩენა, დიდი განსაცდელა".

/პორფესორი ტარიელ ფუტკარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2021, 09:06 PM

"ყველას სურს მშვიდობა ჰქონდეს, მაგრამ არ იცის, ამას როგორ მიაღწიოს. პაისი დიდს მრისხანება ებრძოდა და შესთხოვა ღმერთს, გაეთავისუფლებინა ამ ვნებისგან. უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "პაისი, თუ გინდა, რომ მრისხანება დასძლიო, ნურაფერს მოისურვებ, ნურავის განიკითხავ და ნურავის შეიძულებ, და აღარ შეგაწუხებს მრისხანება". ასევე ყოველ ადამიანს, თუკი მოიკვეთს თავის ნებას ღვთისა და კაცთა წინაშე, ყოველთვის მშვიდობა ექნება სულში, ხოლო ვისაც საკუთარი ნების გატანა უყვარს, ის მშვიდობას ვერასოდეს ეღირსება".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:08 PM

"პატარა ადამიანები წყენას და გაბრაზებას ვერ ერევიან...
ჰგონიათ, რომ ამით სხვას აზარალებენ. არადა, მხოლოდ საკუთარ თავს ინადგურებენ...
იცხოვრე მიტევებით და სიყვარულით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 04:58 PM

"თუ გაღიზიანებისაკენ მიდრეკილი, ანუ, როგორც იტყვიან, ნერვიული ხარ, ეს ნამდვილი უბედურებაა. თუ ვინმეს კრუნჩხვები და შიშები ჭირს, ამ სნეულებებს სულის დამდაბლება და სინანული კურნავს, ასევე ძმის სიყვარული და მტრების სიყვარული"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:14 PM

"ადამიანის ნამდვილი სახე მაშინ ვლინდება, როცა ის გაბრაზებულია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:18 PM

"მრისხანება და ცოდვა ადამიანს ყველაზე მეტად აშმაგებს, ვიდრე ყველანაირი სიმთვრალე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:35 PM

"არაფერი ისე არ სძაგს ღმერთს, როგორც ძვირის მომხსენებელი და მრისხანებაში ჩარჩენილი ადამიანი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:33 PM

"საყვედურს სიმშვიდით უპასუხე და არა - საყვედურითვე. ტალახი სუფთა წყლით უნდა ჩამოიბანო: შეუძლებელია ტალახით ტალახის ჩამობანა"

/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 05:16 PM

"მრისხანების ჟამს თუ გაჩუმება არ შეიძლება და აუცილებლად პასუხია გასაცემი, მაშინ, გამოცდილ მოღვაწეთა რჩევით, კარგი იქნება, თუ ოცდაცამეტჯერ წაიკითხავ იესოს ლოცვას და შემდეგ იტყვი სათქმელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2021, 09:20 PM

"როდესაც სიბრაზის და გულღრძოობის ტვირთი დაძლეულია, ცხადია, რომ ვნებიანი სულის ნაწილი თითქმის მთლიანად განიწმინდა"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 09:38 PM

"მცირე ზრახვებით ძლეულნი უსათუოდ იძლევიან დიდითაც. შეუძლებელია, სიძვისა და მრისხანების ვნების დაძლევა, თუ საერთოდ ყველა ზრახვის დაძლევას არ ვისწავლით, რაც ერთადერთი გზაა შერყვნილი ნების გამოსასწორებლად"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 06:55 PM

"ღვთაებრივი ურისხველობის დასაბამი შეურაცხყოფის ატანაა, თუნდაც მძიმე და მტკივნეული სულიერი განცდებით. შუალედური მდგომარეობაა სიმძიმილის გარეშე მათი დათმენა. დასასრული კი, თუ საერთოდ შეიძლება მას ჰქონდეს დასასრული, ლანძღვის ქებასავით მიღება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 01:48 PM

"ქრისტიან ადამიანს მხოლოდ ერთი უბედურება შეიძლება ჰქონდეს - ღმერთის განრისხება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 09:22 PM

"ვინც მრისხანებას ეძლეოდა და ვისაც გულში მოყვასისადმი სიძულვილი ჰქონდა, ის სასტიკ სატანჯველთ მიეცემა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 09:10 PM

"ურწმუნოებისათვის პავლე სამ სასჯელს ასახელებს: გულისწყრომას, რისხვასა და ვიწროებას"

/ამბროსიასტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 12:10 PM

"[პავლე] მოციქული გვასწავლის, რომ დავგმოთ ყოველგვარი წყენა, გამძვინვარება, მრისხანება, მოთქმა, ბოროტსიტყვაობა, გააფთრებული მოძრაობა და სახის სიმკაცრე, ვიყოთ გულმოწყალე და ალერსიანი და ჩვენკენ ისე მივიზიდოთ ადამიანები, რომ ჩვენთან მოახლოება არ ეშინოდეთ"

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 08:29 PM

"მკვლელობის ფესვი ნამდვილად მრისხანებაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:26 PM

"აი, ყოველივეს საფუძველი: თუ სიყვარული იქნა, არც გამძვირნვარება იქნება, არც მრისხანება, არც ყვირილი, არც ლანძღვა, - ყველაფერი ეს მოისპობა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 06:06 PM

"არ მრისხანებს" - [პავლე მოციქული] თვითნვე განმართავს: ურისხველობა მაშინ იქნება, როდესაც მოყვასს დანაშაულს დანაშაულად არ ჩაუთვლის"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:21 PM

"გაბრაზება ყველას შეუძლია, პატიება მხოლოდ დიდ ადამიანებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2021, 09:09 PM

"სიყვარული არ იქცევა უღირსად იმიტომ, რომ ასევე არ ღიზიანდება, ანუ არ ჩქარობს მრისხანებისკენ"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 04:05 PM

"[პავლე] მოციქული გვაუწყებს, არ ვიამაყოთ, არ განვრისხდეთ და არ გამოვიჩინოთ სულმოკლეობა, რადგან ყოველივე ეს შეუფერებელია ქრისტიანული მოწოდებისათვის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 11:06 PM

"ვისაც სწყინს, როდესაც მასზე ცუდს ამბობენ, ამით მასზე თქმულის სამართლიანობას ამტკიცებს; ხოლო ვინც იცინის, მასზე ყოველგვარ ეჭვებს აქარწყლებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:19 PM

"გიხაროდეს (მრისხანებისა და მწუხარების ნაცვლად), როდესაც შეურაცხგყოფენ, რადგან თუ ეს უსამართლოა, დიდ ჯილდოს მიიღებ, ხოლო თუ სამართლიანია, რაც უფრო სწრაფად მოხვალ გონს, მით უფრო ადვილად დააღწევ თავს სასჯელს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 05:50 PM

"ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებელის წინააღმდეგ"

/წმ. დიმიტრი როსოტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:27 PM

"მრისხანება ყველაზე მეტად ჩვენში მაშინ მჟღავნდება ხოლმე, როდესაც მოყვასისგან გვესმის ჩვენი საწინააღმდეგო, მამხილებელი, ანდა - ავი სიტყვა. ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყველაფერი არ აღიზიანებს ისევე, როგორც ვინმესგან მოსმენილი ქებაც არ აამაყებს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:49 PM

"გაცეცხლებული გული არასდროს აკეთებს სწორ დასკვნებს და საკუთარ მრისხანებაში იფერფლება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 07:25 PM

"მრისხანებას გამანადგურებელი ძალა აქვს და თუ მას მოძმისკენ მივმართავთ, გარკვეული თვალსაზრისით, მკვლელებად ვიქცევით"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 08:33 PM

"ერთხელ, მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს ჰკითხა:
– რატომ ყვირიან ადამიანები. როდესაც ჩხუბობენ?
– იმიტომ, რომ მოთმინებას კარგავენ – თქვა ერთმა.
– კი მაგრამ ყვირილი რაში სჭირდება ადამაინს, როდესაც ის, ვისაც უყვირის, ისედაც მის გვერდით იმყოფება? – დააზუსტა მასწავლებელმა – არ შეიძლება წყნარად უთხრას? რაში სჭირდება გაღიზიანების დროს ყვირილი?
მოსწავლეები სთავაზობდნენ თავ-თავის ვარიანტებს, მაგრამ მასწავლებელი არცერთით არ დაკმაყოფილდა.
ბოლოს მან ახსნა:
– როდესაც ადამიანები არიან ერთმანეთით უკმაყოფილო და ჩხუბობენ, მათი გულები ერთმანეთს განეშორება. მათ უწევთ ყვირილი, რათა დაფარონ სიშორე და ერთმანეთს უკეთ გააგებინონ სათქმელი. რაც უფრო მეტად ბრაზდებიან, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. ადამიანებს, როდესაც უყვარდებათ ერთმანეთი, მაშინ რა ხდება? ისინი კი არ ყვირიან, პირიქით ჩუმად საუბრობენ. ამ დროს, გულები მიდის ერთმანეთთან და მათ შორის მანძილი ძალინ მცირდება. როდესაც, კიდევ უფრო ძლიერად უყვართ, რა ხდება? – განაგრძნობდა მასწავლებელი – არ ლაპარაკობენ, არამედ მხოლოდ ჩურჩულებენ და უფრო უახლოვდებიან სიყვარულს. საბოლოოდ, ეს ჩურჩულიც აღარ სჭირდებათ. ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, უყურებენ ერთმანეთს და ყველაფერი ესმით სიტყვების გარეშე. ასეთი რამ ხდება, როდესაც გერდი-გვერდ ორი უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია.
ასე, რომ, როდესაც კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს ერთმანეთისგან განშორების უფლება, არ წარმოსთქვათ სიტყვები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის თქვენ შორის მანძილს. რადგანაც, ერთხელაც, შეიძლება დადგეს ის დღე, როდესაც მანძილი იმდენად გაიზარდოს, რომ ვერ იპოვოთ უკან დასაბრუნებელი გზა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:44 PM

"მრისხანების ვნების დასამარცხებლად ხშირად უნდა ვიფიქროთ იმ დამღუპველ შედეგებზე, რაც ამ ვნებას ჩვენთვის მოაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:23 PM

"ნუ მისცემ საშუალებას მრისხანებას, შენს ხორხამდე მიაღწიოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 06:42 PM

"ვინც მრისხანების ჟამს ენას არ დაიოკებს, ის ვერც ვნებებს დაიმორჩილებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:35 PM

"მრისხანე ადამიანი, მკვდარიც რომ აღადგინოს, - ღვთისთვის სათნო არ იქნება!"

/ამბა აგაფონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:24 PM

"ადამიანში გაღიზიანება თხრილივითაა. ვინც საკუთარ თავში დასძლია იგი, მან ეს თხრილი გადალახა!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:21 PM

"ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: "როდესაც იგრძნობ, რომ გაღიზიანებული ხარ, ნურაფერს იტყვი და მაშინვე ნურაფერს გააკეთებ, არამედ დადუმდი და ანბანის ყველა ასო წაიკითხე!". წარმართმა ანბანზე უკეთესი ვერაფერი იპოვნა სულის დასამშვიდებლად; ჩვენ კი, ქრისტიანებმა, ვიცით საუკეთესო სიტყვები, რომელიც შეიძლება მისცე გულსა და გონებას, რათა მღელვარება დაიოკო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:46 PM

"იმისათვის, რათ მრისხანებაზე სიყვარულმა გაიმარჯვოს, მრისხანების ჟამს მოყვასისათვის ილოცე; გულის სიღრმიდან ამოთქვი: "უფალო! შეუნდე ცოდვა მას, ვინც მაწყენინა, ჩემსავით ისიც ადამიანია!" - დამერწმუნე, ლოცვა შენს სულს სიმშვიდეს მიანიჭებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:14 PM

"შეიძლებელია, ვინმე განურისხდეს მოყვასს, თუ მისი გული თავდაპირველად არ გაამპარტავნდა, თუ არ დაამცირა ის და თავი მასზე აღმატებულად არ ჩათვალა"

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:46 PM

"ერთ დამთმობ სიტყვას შეუძლია დააყუჩოს რისხვა, უხეშ მისალმებას კი - მრისხანებაში ჩააგდოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:22 PM

"მრისხანება ფირნიშია, რომელიც ადამიანს, ნების საწინააღმდეგოდ, თვითონ წარმოაჩინებს საკუთარ თავს"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 07:00 PM

"სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და შემდეგ სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 07:14 PM

"განრისხებულ და გაბრაზებულ მდგომარეობაში ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა - საკუთარი თავის დასჯა სხვისი ცოდებისა და სისულელეების გამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:33 PM

"მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი და ცოდვები, ვინც თავს სხვებზე დაბლა აყენებს, არ სცალია იმისათვის, რომ სხვაზე მრისხანებდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 07:40 PM

"მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:34 PM

"ერთი წმიდა მამა გვასწავლის, ამგვარად დავაცხროთ მოყვასის მრისხანება: "თუ შეიტყობ, რომ ძმა შენზე განრისხებულია, რაიმე საჩუქარი გაუგზავნე მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2021, 10:35 PM

"მრისხანება უგუნურების დასაწყისია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:15 PM

"მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია; მრისხანებაში მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 07:40 PM

"მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათთვის მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი კაცი სიბრიყვეს ჩადის, ავის მზრახველი კი საძულველია!" (იგავნი 14, 17).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:58 PM

"პლატონ ათონელი ყველა განრისხებულ და ფიცხ ადამიანს ურჩევდა, სარკეში ჩაეხედა, რათა მრისხანების ჟამს საკუთარი უსახურება დაენახა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:03 PM

"განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:30 PM

"თუ მიტევების უნარი არ გაგაჩნია, დადექი და იკითხე ლოცვები, გული მაინც მრისხანებით გექნება სავსე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 09:59 PM

"სადაც გაბოროტება და მრისხანებაა, იქ თავმდაბლობის სული არ დაივანებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 03:13 PM

"მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს, რაც წარმოიქმნება ნაღველის აორთქლებისა თუ ამღვრევის შედეგად; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც, რადგან, როცა შეურაცხყოფენ ანდა გვგონია, რომ შეურაცხგვყვეს, მრისხანება შეგვიპრყობს ხოლმე, ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილნი, რომელშიც აღრეულია რისხვა და სწრაფვა შურისძიებისაკენ. არსებობს სამი სახეობა მრისხანებისა: გაღიზიანება (გაფიცხება), გაბოროტება და შურისძიება" - აღნიშნავს წმინდა იოანე დამასკელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 05:31 PM

"მრისხანება, როდესაც თავად შენ გაწყენინებენ, - ეს არაწმინდა მრისხანებაა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 11:16 PM

"მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 12:18 PM

"გაღიზიანება ფეთქებადი ნივთიერების მსგავსია და ერთი ნაპერწკალიც კმარა, რომ რისხვაში გადაიზარდოს.
მრისხანება კი დროებითი შეშლილობაა! ამ დროს საშინელი სანახავები ვართ. ჩვენ მარტო ქრისტიანულ სახეს კი არ ვკარგავთ, არამედ აღარაფერი რჩება ჩვენში ადამიანური. განრისხებულ ადამიანზე ტყუილად კი არ ამბობენ, "გამხეცდაო". უმსგავსი სიტყვების რა ნაკადს აღარ უშვებს პირიდან მისი ბაგე!
უბედურება ისაა, რომ ჩვენი მრისხანება თითქმის ყოველთვის სამართლიანი გვგონია".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 03:51 PM

"მრისხანება მრისხანებით არ განიკურნება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 07:36 PM

"ცეცხლის საზრდო შეშაა, გაღიზიანებისა კი - ამპარტავნება"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 10:05 PM

"არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევაა!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:06 PM

"აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 08:57 PM

"ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ, არამედ - წყლით; მრისხანებასაც მრისხანებით კი ვერ დათრგუნავ, არამედ - თავმდაბლობითა და დიდი მოთმინებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 10:21 PM

"მრისხანებ შენს მოყვასზე და თვითონაც, ღვთის წინაშე მრისხანებაში ხარ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:36 PM

"მხეცისათვის არაბუნებრივია ლმობიერება, ადამიანისთვის კი - სისასტიკე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 09:11 PM

"საკუთარ თავში ორი აზრი დათრგუნე: ნუ მიიჩნევ საკუთარ თავს დიდად და ნუ იფიქრებ, რომ სხვა ადამიანი შენზე ბევრად ნაკლები ღირსებისაა! ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მოყენებული შეურაცხყოფა არასოდეს გაგვაღიზიანებს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 08:26 PM

"საკუთარი თავის გარდა ნურავისზე გაბრაზდები და განრისხდები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 08:45 PM

"მრისხანებისკენ მიდრეკილება ნამდვილი უბედურებაა გონიერი და თავისუფალი არსებისთვის"

/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 12:54 PM

"მრისხანება გონებას აბნელებს, ასკეტს წმინდა ლოცვას ართმევს, ცხოველზე დაბლა აყენებს. ის განდევნის ჩვენგან სულიწმიდის მადლს. "თუკი სულიწმიდა იწოდება და არის კიდეც სიმშვიდე სულთა, ხოლო მრისხანება - აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება".

/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 10:09 PM

"სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე - საკუთარ მრისხანებაზე. გმირები, რომლებიც გამარჯვებულად აქცევდნენ მეფეებს, საკუთარი მრისხანების მონები ხდებოდნენ. ამიტომ წმიდა წერილი ხალხზე გამარჯვებულთან შედარებით საკუთარ მრისხანებაზე გამარჯვებულს ანიჭებს უპირატესობას. "სულგრძელი კაცი მამაცს სჯობს, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს", - ბრძანებს სოლომონი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2022, 08:35 PM

"ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით, თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო: თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსოთ ზღვას, რომლის ზედაპირი ქარიშხლის დროს მრისხანე და საშინელია, მაგრამ სიღრმე - წყნარი და უმოძრაოა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 10:14 PM

"თუ შენ ვინმეს მრისხანებით გამოუტანე განაჩენი, ამით შენს ვნებას იკმაყოფილებ; ამრიგად, სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს ნუ დაღუპავ!"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 08:06 PM

"არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდ ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის, ანდა, გაკეთებისა. შესანიშნავად უთხრა ვიღაცამ ძველ დროში დამნაშავეს: "დაგსჯიდი, განრისხებული რომ არ ვიყო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 09:04 PM

"მრისხანება ნამდვილი ჭირია ჯანმრთელობისთვის, ცნობილი ძველი ბერძენი ექიმი გალენი აღწერს საზარელ სცენას და რამდენიმე მკვეთრი შტრიხით გვიხატავს მრისხანების ავადმყოფოურ ზემოქმედებას. ერთმა ადამიანმა კარი გასაღებით ვერ გააღო და საკუთარი ძალისხმევის უშედეგობის გამო ველურმა რისხვამ შეიპყრო, მან გასაღებს კბილით დაუწყო ღრღნა, კარს წიხლებს უშენდა, ბოლოს საშინელ კრუნჩხვაში ჩავარდა და ეპილეპტიკივით იკრუნჩხებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 05:37 PM

"განრისხებულის აზრები ტოლფასია მათი ქმნისა, რომელიც მის დამბადებელ გულს ნთქავს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 07:09 PM

"ხშირად ეშმაკობა მრისხანებას აღძრავს ერთადერთი მიზნით - რათა საიდუმლო ათქმევინოს, ანდა, დაქანცული ხელში ჩაიგდოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 05:41 PM

"მრისხანება და ჯიუტობა უგუნურთა ძალაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 06:16 PM

"რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იმავეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ადამიანები მრისხანების წუთებში ხშირად ცდებოდნენ და ისე მსჯელობდნენ, რომ შემდეგ რცხვენოდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 09:17 PM

"გაღიზიანება სულის თრობაა: იგი ისევე აკარგვინებს მას გონებას, როგორც - ღვინო. წარმოიდგინე განრისხებული ადამიანი. იგი საკუთარი თავის პატრონი აღარაა: ვერ ცნობს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, ყველას თავს ესხმის, ამბობს ყველაფერს, რაც გონებაში აზრად მოუვა; იგი თავშეუკავებელია, ილანძღება, ამტვრევს, იმუქრება, იფიცება, ყვირის"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:00 PM

"ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქოს მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: "მრისხანე კაცი უგუნურია!" (იგავნი 11,25).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 09:26 PM

"ვინც საკუთარ თავს არ აყვედრის, მას მრისხანება სძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:31 PM

"იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით!"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:57 PM

"როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რადგან "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის". უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება და თავმდაბლობა "უნდა მასწავლოს" და მას, ვინც გაწყენინა და დაგამცირა, ან მდუმარებით უპასუხე, ანდა, თუ აუცილებელია, - მოკრძალებული მართალი სიტყვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 09:13 PM

"ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2022, 12:30 PM

"უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცრომლად მძვინვრებდე!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 05:32 PM

"მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა!"

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 03:58 PM

"გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ!", ე.ი. თუ მრისხანებისაგან თავის შეკავება არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისულებაზე. უკიდურეს შემთხვევაში, სალანძღავი სიტყვების წარმოთქმა არ შეიძლება. ეს მაინც სრულიად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ნაპირებიდან გადმოღვრილი მდინარის წყალი შავი და ჭუჭყიანი ხდება; ასევე, სიტყვებში გამოხატული მრისხანების გრძნობა აჭუჭყიანებს მოსაუბრის სულს, შეურაცხყოფს მსმენელს და ორივეს ცოდვაში აგდებს"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:54 PM

"როდესაც საკუთარ თავში მრისხანების ძლიერ შემოტევას იგრძნობ, შეეცადე, დადუმდე, ხოლო იმისათვის, რომ თვით მდუმარებამ მეტი სარგებელი მოგიტანოს, ფიქრით ღმერთს მიმართე და ამ დროს შენთვის იკითხე რაიმე მოკლე ლოცვა, მაგალითად, იესოს ლოცვა, ანდა რაიმე სხვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2022, 07:40 PM

"რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი, შესაძლოა, გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2022, 08:21 PM

"თვით მხეცებთან მიმართებაშიც კი არ უნდა იყოთ მხეცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 01:15 PM

"გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ", - ბრძანებს წმიდა წერილი, ანუ მრისხანებდეთ უკანონო საქმეზე, მაგრამ ისე, რომ სამართლიანობის საზღვრებს არ გადასცდეთ!"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:25 PM

"მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა, ანდა, საჭიროების შემთხვევაშიი, აღშფოთების გამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და - არა მოკრძალებისა!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 07:13 PM

"აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ხჩადიან - თავისსავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გონივრულად და დაფიქრებით იწყებენ დანით მოქმედებას და მისგან უდიდეს სარგებელს პოულობენ, რადგან საფრთხეში მყოფთა სიცოცხლეს იხსნიან. ასევე მას, ვისაც გონივრულად აღშფოთება შეუძლია, უდიდესი სარგებელი მოაქვს იმისათვის, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს აღშოფთება, - ისინი გამოასწორებენ მათ სიზარმაცეს ან მზაკვრობას; ხოლო მრისხანების ვნებით შეპყრობილი კი, ჯანსაღს არაფერს სჩადის"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 08:29 PM

"მრისხანება რა არის? - როდესაც ადამიანი ცდილობს, სამაგიერო მიუზღოს მაწყინართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სიტყვით ან ფიზიკურად უნდა იძალადოს მასზე. გონებაში გავლებული უკეთური სურვილიც კი გულისწყრომისა და მრისხანების გამოხატულებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:18 PM

"მრისხანება იმდენად საშიში ვნებაა, რომ მასში აღმოჩენილ ადამიანს ბოროტი ძალები სხვა ცოდვებით აღარ ებრძვიან. შესაძლოა, ამ დროს სხვა ცოდვებზე ყურადღების გადატანით ადამიანი სინანულში მოვიდეს და მრისხანებაც დაუცხრეს. ამიტომაც არის, რომ მრისხანებაში მყოფ ადამიანს ბოროტი ძალები განეშორებიან, რათა მას თავისი ცოდვები არ გაახსენდეს, სინანულში არ მოვიდეს და მრისხანების ცეცხლით ბოლომდე დაიწვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 06:59 PM

"როგორ და რა შემთხვევაში შეიძლება იქცეს მრისხანება სიკეთედ? - თუ მოყვასზე განაწყენებული ადამიანი არ ამჟღავნებს ამ ვნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:11 PM

"მრისხანებაში მყოფი ადამიანები ძალიან ადვილად ხდებიან მოღვაწეები, - მმარხველები, მლოცველები, მღვიძარებაში არიან, დაყუდებულად მოღვაწეობენ. რატომ? - მრისხანების საფუძველი ამპარტავნობაა. რაც უფრო მკაცრად მოღვაწეობს ამპარტავნობით შეპყრობილი ადამიანი, მით უფრო მეტად იზრდება მისი ამპარტავნობაც და მით უფრო დამღუპველ ცოდვად იქცევა იგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 08:33 PM

"ფიზიკური სნეულების დროსაც კი, რაც უფრო საწყის ეტაპზე მიმართავს ადამიანი მკურნალს, მისი განკურნებაც გაცილებით ადვილია. ასევეა სულიერი სნეულების დროსაც. რაც უფრო ადრე გამოიკვლევს თავში მრისხანების ვნებას და რაც უფრო ადრიანად დაიწყებს კურნებას, მით უფრო ადვილად დასძლევს ამ სულიერ ვნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 07:32 PM

"ვაი მათ, რომელნიც მთვრალნი არიან ღვინის გარეშეც იმ სიმთვრალით, რომელსაც მრისხანება ჰქვია. მრისხანება სიმთვრალეა სულისა, რადგან აცოფებს და შეუწყნარებელს ხდის ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:02 PM

"თუკი ადამიანი მასში არსებული მრისხანების ვნებას ამარცხებს, მაშინ ის აუცილებლად ყველა დანარჩენ ვნებასაც დაამარცხებს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:24 PM

"მრისხანება არის დაფარული სიძულვილის გახსენება, ანუ ავმეხსიერება (გულღრძოობა); მრისხანება არის სურვილი იმისა, რომ ბოროტებით გადაუხადო შენს გამანაწყენებელს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:46 PM

"ვინც მრისხანებასა და შფოთშია, მას დაკარგული აქვს ღვთისმოშიშება და შორს არის უფლისგან. თუ სიმშვიდეს მოიპოვებს, უკვე ღვთისმოშიშებაც მოუპოვებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2022, 08:23 PM

"მრისხანება - ესაა პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების გარეგნული გამოხატულება. ამ ცოდვაშიც უმეტესწილად სწორედ პატივმოყვარე და ამპარტავანი ადამიანები აღმოჩნდებიან. ამის წამალია ლანძღვისა და დამცირების დათმენა. ვინც ლანძღვასა და შეურაცხყოფას ღვთის სადიდებლად ითმენს, ამით მკურნალობს საკუთარ თავში დაბუდებულ პატივმოყვარეობას და მისგან გარეგნულად გამოხატული მრისხანებაც აღმოიფხვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:07 PM

"მრისხანების დაოკება და მარხვა ის სათნოებებია, რომლებიც ადამიანის სხეულსა და სულს განწმენდს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2022, 08:52 PM

"36. როგორც მხეცის უიარაღოდ მოკვლაა შეუძლებელი, ისე მრისხანებისა - თავმდაბლობის გარეშე"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:13 PM

"მიეჩვიე, რომ განრისხებული რამდენიმე წუთით დადუმდე, თან იესუს ლოცვა იმეორე. გაცხარებულ ლაპარაკს ეს სჯობს"

/წმ. ვალენტინი მორდასოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 05:52 PM

იგავი მრისხანების შესახებ

"იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, ძალიან ფეთქებადი და უზომოდ თავშეუკავებელი. ვინმე რამე საწინააღმდეგოს რომ ეტყოდა, ის ლამის მუშტებით ეცემოდა.

მას ბრძენი მამა ჰყავდა, მრავალჭირნახული.

მამამ უთხრა:

შვილო, არ შეიძლება, იყო ასეთი მრისხანე. აი, აიღე ჩაქუჩი და ლურსმები. შეეცადე, ყოველთვის მიაჭედო ლურსმანი ბოძს, როცა მრისხანების შემოტევას იგრძნობ.

თავიდან ბიჭი ყოველდღიურად ბოძში 10-20 დიდ ლურსმანს არჭობდა. შემდგომ უფრო ცოტას და ცოტას. და აი, დადგა ის დღე, როცა ბოძში არც ერთი ლურსმანი არ ჩაარჭო, მერე კიდევ განმეორდა...

მაშინ ბიჭი მივიდა მამასთან და უთხრა:

მამა! მე მოვერიე თავს. რამდენი დღეა, არ დამიჭედებია ლურსმანი.

ეს კარგია, შვილო, - უთხრა მამამ. - ახლა ასე ქენი: რამდენჯერაც დასძლევ მრისხანებას, ბოძიდან ამოიღე ერთი ლურსმანი.

შვილმა ასეც გააკეთა და რაღაც დროის შემდეგ ბოძზე არცერთი ლურსმანი არ დარჩა. მრისხანება დაძლეულ იქნა და ბოძი ასევე დარჩა დაჩხვლეტილი, მწერებისგან გამოხრულივით.

და თქვა მამამ: - გახსოვდეს, შვილო, მრისხანებისას ნათქვამი რკინის ლურსმანზე უფრო მჭრელია. შეხედე ამ ბოძს და არასდროს დაივიწყო, რომ უხეშობა და უპატივცემულობა ადამიანთა გულებში ასეთივე ჭრილობებს ტოვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:40 PM

"რისხვა ადამიანს მიეცა, როგორც საჭურველი, მტერთან საომარი მახვილი, მაგრამ ჩვენ იგი საკუთარი თავისა და მოყვასის წინააღმდეგ გამოვიყენეთ. გულისწყრომა შეიძლება იყოს წმინდა და, მართალი, თუ ჩვენს გულში აღმოცენებულ ცოდვასა და დემონზე განრისხებას ვისწავლით. მრისხანებას გამანადგურებელი ძალა აქვს და თუ მას მოძმისკენ მივმართავთ, გარკვეული თვალსაზრისით, მკვლელებად ვიქცევით, ხოლო თუ ცოდვას დავუპირისპირებთ, რისხვა დაშლის მას და ჩვენს სულს განწმენს.

ასე რომ, საჭიროა ვისწავლოთ ბილწ გულისსტყვებზე განრისხება. წმინდა მამები გვასწავლიან: "როდესაც ბილწი გულისსიტყვა წინ დაგიდება, ჯერ განურისხდი მას, როგორც უბედურებას, რომელსაც შეუძლია მარადიული ცხოვრება დაგაკარგვინოს, შემდგომ ღმერთს მიმართე ლოცვით. ნუ შეისწავლი ამ გულისსიტყვას და ნუ გაესაუბრები, სიტყვებით ნუ უარყოფ დემონის ნათქვამს, გულისსიტყვა რისხვით განაგდე გულიდან, შემდეგ კი ღმერთს მიმართე, რათა შებილწული შენი სული განწმინდოს"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:02 PM

"ერთხელ ვკითხე [ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს] - როცა გაბრაზებულს გხედავ, მართლა ბრაზობ?" - "ჩემს გულს გაბრაზება არ ეკარება, ეს მხოლოდ გარეგნული სიბრაზეა". - მითხრა. ერთხელ ვნახეთ ნამდვილად გაბრაზებული. ფეხზე წამოდგა, წარბი შეიკრა და თქვა: "ჩემთვის სიტყვის შებრუნება არ შეიძლება, სულიწმიდის ძალით ვლაპარაკობ!" ყველამ შეამჩნია როგორ მოგროვდა შავი ღრუბლები. მზეც თითქოს ღრუბლებს ამოეფარა და ცაც თითქოს საავდროდ მოიღრუბლა. ცოტა ხნის შემდეგ შენდობა სთხოვეს. გაბრიელ ბერმა კვლავ გაუღიმა ყველას და ცაზეც მზემ გამოანათა. "ნუ შემომიბრუნებთ სიტყვას, ხომ ხედავთ ამინდიც კი მოქმედებს", - ღიმილით დაამატა მან"

/მონოზონი პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 03:21 PM

"მრისხანე სიტყვის არ წარმოთქმა დიდი სრულქმნილებაა"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:30 PM

"ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი არასწორი მოქმედებისა - არის გაღიზიანება"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2023, 08:40 PM

"ადამიანი თუ მრისხანებისაგან დუღს, რაც უნდა უთხრა, მაინც ვერაფერს გააგებინებ. ასეთ დროს ჯობს, გაჩუმდე და იესოს ლოცვას შეუდგე "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი". ლოცვის გავლენით ის დამშვიდდება, დაწყნარდება და მასთან შეთანხმება ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება.

აბა, ნახე: თვით მეთევზეებიც ხომ არ გადიან სათევზაოდ, როდესაც ზღვა ღელავს. ისინი მოთმინებით ელიან, როდის დაწყნარდება ამინდი".

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 08:19 PM

"ყოვლითურთ, ჰოდა, საჭიროა განმარისხებლებზე დრტვინვისაგან თავი შევიკავოთ; რადგან იგივე წმინდა მამა ამბობს, რომ ღმერთი კაცის ყველა უძლურებას ითმენს, მაგრამ მას, ვინც გამუდმებით დრტვინავს, დასჯის გარეშე არ ტოვებს"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:02 PM

"მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ რაიმე სიკეთეს ვიქმთ, მაგრამ არ განვიშორებთ მრისხანებას, მაშინ ეს არ მოსწონს ღმერთს. "მრისხანე კაცმა მკვდარიც რომ აღადგინოს, მისი ლოცვა სათნო არ არის", - იმის გამო კი არ თქვვეს ეს მამებმა, რომ მრისხანე კაცს მკვდრის აღდგენა შეუძლია, არამედ, რათა გვიჩვენონ მისი ლოცვის სისაძაგლე"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:25 PM

"XII საზვერე - მრისხანება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 05:41 PM

"მრისხანება მძიმე ცოდვაა. ადამიანმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს საშიში ვნება საკუთარი თავიდან განდევნოს. მრისხანება ის საშინელი სულიერი სენია, როემლიც არა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 04:38 PM

"მრისხანებაც ის მთავარი ვნებაა, რომელიც ადამიანს ღვთისგან განაშორებს, ამიტომ ლოცვისას უპირველესად ეს ვნება უნდა იყოს დამცხრალი. ლოცვის დროს ნებისმიერი ვნება აზიანებს და აბრკოლებს ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით - მრისხანება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:50 PM

"არათუ მხოლოდ მოყვასზე შურისძიებაა ცოდვა, არამედ - მოყვასზე უმიზეზოდ მრისახნებაც ცოდვაა. ამიტომ მრისხანება მოყვასის მიმართ დაუყოვნებლივ უდნა მოვიკვეთოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სიძულვილში გადაიზრდება, სიძულვლი კი "დაბერებული მრისხანებაა".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2023, 05:32 PM

"ის [ჩემი მოძღვარი] ყოველთვის მდუმარე, მშვიდი იყო და გამუდმებით ლოცულობდა. თუკი ხანდახან მრისხანებდა, მისი მრისხანება და სიტყვები იყო მოჩვენებითი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:11 PM

"როდესაც მადლი მოდის, ყველაფერი ადვილია. საითკენაც გიბიძგებს, იქით მიდიხარ. არ შეგიძლია სხვაგვარად მოიქცე. ანუ, აკეთებ იმას, რასაც ის შთაგაგონებს. არ შეგიძლია განრისხდე, არ შეგიძლია მოიძულო, არ შეგიძლია ვინმეს ავნო"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:31 PM

"მრისხანებას წმინდა მამები დროებით შეშლილობასაც კი უწოდებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:14 PM

"მრისხანებას მრისხანებით ვერ მივუგებ, თუ მრისხანების ბუდე ცარიელია ჩემში და ვერაფერი გააღვიძებს ჩემში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:37 PM

"ყველა ცოდვას მკვლელობისკენ მივყავართ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის მასთან ისე ახლოს, როგორც მრისხანება.

მიწიერი ერთთვალიანი კანონები მრისხანებას არ სჯიან, რამეთუ ვერ ხეავენ, რომ მრისხანება კლავს. შენი ბრძნული კანონიები კი [უფალო], ო, უმაღლეს სამყაროთა დიდებავ, მრისხანებას მკვლელობას უწოდებს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 07:22 PM

"როდესაც ვინმეს მიმართ გრძნობ ცუდ განწყობას, ან გულისწყრომას, ან გაღიზიანებას, - საჭიროა ილოცო მისთვის, იმის მიუხედავად, დამნაშავეა ის თუ უდანაშაულო"

/ღირსი ნიკონ ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2023, 07:53 PM

"ბერთან მივიდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სურდა ბერი გაებრაზებია და მდგოარეობიდან გამოეყვანა. მან დაიწყო მოხუცის დაცინვა და ლანძღვა-გინება. იფურთხებოდა მისი მიმართულებით, უძლურს, მშიშარას და ლაჩარს ეძახდა, მაგრამ მოხუცი არაფერს იმჩნევდა, ბოლოს ახალგაზრდა მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდა და გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა.

გაკვირვებულმა ხალხმა ჰკითხა ბერს, როგორ შეძლო მან ამდენი დამცირების ატანა? მოხუცი ბერი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე უპასუხა: "თუ თქვენ მოგიტანენ საჩუქარს, მაგრამ არ მიიღებთ მას, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი? - რა თქმა უნდა, იმას, ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა. იგივე ხდება ლანძღვა-გინებაის, შურის, ბოღმის და სიძულვლილის შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, ეს ყველაფერი რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2023, 07:47 PM

"თუკი გინდა, რომ არ განურისხდე შენს შეურაცხმყოფელს, მაშინ გულდასმით, მთელი გულით ილოცე მისთვის უფლის წინაშე და მას რაიმე აჩუქე, ან ნუგეში ეც. ზოგჯერ თავად მიდი მასთან, როცა დაინახავ, რომ მრისხანებამ გაუარა და უთხარი, რომ აპატიე. გაიგე მიზეზი და უჩვენე მას უფრო დიდი სიყვარული. შეხვედირასას მდაბლად მოიხარე ქედი მის წინაშე და ყველას უთხარი, რომ ის კეთილია. ისე არაფერი დაამშვიდებს და მოალბობს მას, როგორც ეს საქციელი. და ისე ვერაფერი განარისხებს მას, როგორც მისი განკითხვა, მისგან ზურგის შექცევა და ზურგს უკან საუბარი, რამეთუ თანამოსაუბრემ შეიძლება ამბავიც მიუტანოს. ეს დიდი ბოროტებაა და სულიერ ადამიანებსაც აქვთ ამგვარი ვნება. ჭეშმარიტად ბრძენი, სრულყოფილი მოღვაწე და ბევრ მშრომელზე აღმატებულია, ვინც ამგავარად გადაირჩენს თავასაც და თავის მეგობარსაც"

/ღირსი პაისი ველიჩკოვსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 06:42 PM

"თუ ერთხელ გაბრაზდი, გამოხვედი წყობიდან, მეორედ ამას უფრო ადვილად შეძლებ, მესამედ კიდევ უფრო და სანამ აღსარებაში არ მოინანიებ ამ ვნებით შეცდოებებს, მანამდე ძნელად რომ მოიპოვო სიმშვიდის ის მდგომარეობა, რომელიც ამ ვნების შემოტევამდე გქონდა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2023, 09:35 PM

"ყველა ვნების, მათ შორის მრისხანების წინააღმდეგაც მეტად ძლიერი საშუალებაა ლოცვა. ხშირად შეიმჩნევა, გაღიზიანებას, წყენას, სიძულვილსაც კი განიცდი სხვისადმი, ბობორქობს შენში უარყოფითი განცდები, იწყებ ლოცვების კითხვას, თუნდაც ძილის წინ საკითხავის და სურათი მალევე იცვლება. ის განცდები, ფიქრები შენს სიბრაზეს რომ ახელებდა, თანდათან ქრება და შემოდის მიმტევებლობის, სინაზის, პატიების, სიყვარულის გრძნობები, გულში სითბოსავით გეღვრება. ბობოქარი ვნება ცხრება და ზოგჯერ სინანულსაც კი განიცდი, სინდისი ქენჯნას იმ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რაც ცოტა ხნის წინ სხვისადმი გქონდა. არადა, თითქოს რა შეიცვალა, არაფერი, მხოლოდ ლოცვა იქნა დაწყებული, რამაც შენგან უხილავად განდევნა მრისხანების დემონი, ყურადღება რომ იყო გაჩერებული და შთაგაგონებდა სხვადასხვა წყობიდან გამომყვან აზრებს, იწვევდა შენში გახელებას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 06:14 PM

"წყობიდან გამოსვლა, გაბრაზება იმდენად არასათნო, არამადლმოსილ მდგომარეობად ითვლება ეკლესიური თვალსაზრისით, რომ მის წიაღში ვხვდებით ასეთ გამოთქმას: "მრისხანემ გარდაცვლილიც რომ აღადგინოს ლოცვით, მისი ლოცვა უფლისთვის მიუღებელია". აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, თითქოს ამ ვნებით გახელებულს მართლაც შეუძლია მიცვალებლის მობრუნება სიცოცხლისაკენ, უბრალოდ ამ ფრაზით ხატოვნად არის ნაჩვენები, თუ როგორი არასათნოა ღვთისთვის წყობიდან გამოსული კაცის მისადმი საუბარი, ვედრება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 06:40 PM

"წმიდა მამები მრისხანების ვნების დაძლევის თვალსაზრისით გამოყოფენ რამდენიმე ეტაპს. წმ. იოანე კიბისაღმწერელს განხილული აქვს სამი ბერის შემთხვევა, რომლებმაც სხვადასხვაგვარად გადაიტანეს შეურაცყოფა: პირველი გაჩერდა და არაფერი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეწყინა. მეორეს გაუხარდა, წყენის დათმენით უფლისთვის ღვაწლის გაწევის საშუალება რომ მიეცა, მაგრამ ამასთან დამწუხრდა მის გამო, ვინც ცუდად მოექცა, მესამე კი თავის შეურაცხმყოფელისთვის ცხარე ცრემლებს ღვრიდა. ახლანდელი მრევლის დიდი უმრავლესობისთვის მხოლოდ პირველი სიმაღლეა მისაღწევი, ხოლო დანარჩენ ორამდე კი გასავლელი მეტად შორი გზაა, თუმცა შეუძლებელიც არაფერია, თუ მოინდომებ, უფლის დახმარებით მიაღწევ ამას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:37 PM

"წმ. ნილოს სინელის მიხედვით არ არსებობს მრისხანების გამოვლინების სახე მოყვასის მიმართ, რომელიც საბოლოოდ მაიც შეიძლება გამართლებულ იქნას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:28 PM

"მრისხანება მაშინ არის ბუნებრივი, როცა ადამიანები გიყვარს და არავის მიმართ გულღრძო არა ხარ"

/წმ. იოანე დამასკელი. ფილოკალია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:54 PM

"ძმამ ჰკითხა, მამაო, გთხოვ ამიხსნა, როგორ ლაგმავს სიყვარული მრისხანებას?

ბერ-მოძღვარმა მიუგო: სიყვარული თავისი ბუნებით შემნდობი და ქველმოქმედია, სულგრძელი და შეურაცხყოფის მიმტევებელი, - როგორც ეს არაერთხელ აღმინიშნავს. აქედან გამომდინარე, რაკი ასეთი თვისებისაა სიყვარული, ესე იგი, მას შეუძლია, მრისხანება ალაგმოს მასში, ვინც მის მოხვეჭას შესძლებს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2024, 09:17 PM

"როცა ჩვენს გულში სიძულვილი ან წყენა იფეთქებს, უნდა ვიფიქროთ, რომ უფალი ჯვარს ეცვა იმ კაცისთვისაც, რომელმაც ჩენში რისხვა გამოიწვია და მიუტეოთ მას. უნდა გვახსოვდეს, რომ მას თან ახლავს მფარველი ანგელოზი და თუნდაც ამ ადამიანს არაფერში სჭირდებოდეს ჩვენი მიტევება, მფარველი ანგელოზი დაგვლოცავს და ადამიანის მიმართ კეთილი სურვილების გამო ჩვენთვის ილოცებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2024, 02:20 PM

"როცა ძაღლს ქვას ესვრიან, ის მსროლელის ხელს ვერ ხედავს, ქვას მივარდება და ღრღნის. ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელმაც გვაწყენინა, მაგრამ ვერ ვხედავთ მის ზურგს უკან მდგარ დემონს, ადამიანთა დაცემაში მთავარ დამნაშავეს. მრისხანების მდგომარეობაში ჩვენს მაწყენარს მანკიერებისა და ბოროტების განსახიერებად ვთვლით და ჩვენი მრისხანებით, როგორც ცეცხლით, მისი დანაცვრა გვინდა, გვავიწყდება, რომ თითოეულ ადამიანში სიკეთე და ბოროტება თანაცხოვრობენ და სულის გასაოცარ ნახატს ქმნიან. ასე რომ წმინდანებსაც ჰქონდათ თავიანთი "სისუტეები" და ზოგჯერ ბოროტმოქმესაც აქვს ესა თუ ის სათნოება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2024, 09:33 PM

"მრისხანების დროს იმას აღმოვაჩენთ, რაც ჩვენს საკუთარ სულში დაგროვდა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:31 PM

"მოთოკე მრისხანება, რომ ჭკუიდან არ შეიშალო"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 08:42 PM

"მკვლელობის ცოდვას ასევე მიეკუთვნება - მრისხანება, ვნება, რომელიც ადამიანს ნებაყოფლობით შეშლილად ხდის. წმიდა მამები წერდნენ, რომ მრისხანება, როგორც სულის თვისება, ადამიანს ისეთ ძალებთან ერთად მიეცა, როგორებიცაა გონება და სიყვარული. მრისხანებამ ადამიანის სული ცოდვისაგან უნდა დაიცვას, როგორც ძაღლი იცავს პატრონის სახლ-კარს. ცოდვებზე და ვნებებზე მრისხანება - ეს მეორე მხარეა უბიწოებისა. ხოლო მრისხანება დემონებზე და იმათზე, ვინც ღმერთთან ჩვენს დაშორებას ლამობს, ღვთისადმი სიყვარულთან განუყრელად არის დაკავშირებული. ჩვენს პირველმამებს მრისხანება, როგორც იარაღი, დროულად რომ გამოეყენებინათ და დემონის წინააღმდეგ მიემართათ, მცნება არ იქნებოდა დარღვეული, ხოლო სამოთხე - დაკარგული"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 05:02 PM

"მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი გვერდით დგას და დაგვცინის, იმაზე იცინის, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი ადამიანმა მისივე მსგავსის წინააღმდეგ მიმართა, დემონი კი შეუმჩნეველი და დავიწყებული იქნა. უნდა ითქვას, რომ თუმცა ადამიანი მრისხანებისას საკუთარ თავს იცემს, საკუთარ სხეულს კბენს, ამ დროს რაღაც იდუმალ სიამოვნებას განიცდის, ნგრევისა და მკვლელობისაკენ წამქეზებელ მხეცურ ჟინს იკმაყოფილებს. ის ამ ვნებას მთლიანად ეძლევა ისევე, როგორც თვალდახუჭული თვითმკვლელი ვარდება უფსკრულში. როცა მრისხანება გაივლის, თითქოს გამოიღვიძაო, ხედავს, რომ ტყვეობაში იყო, ხედავს, რომ თეატრის თოჯინა იყო, კულისებს მიღმა კი ის იმალება, ვინც თოჯინას ძაფით ექაჩებოდა, რომ მას ეხტუნა და ეცეკვა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2024, 05:13 PM

"მრისხანება, როცა ვინმე გაწყენინებს - არაა წმიდა მრისხანება. მაგრამ თუკი ვინმე იტანჯება სიწმინდისთვის, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს საღვთო მოშურნეობა"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)