IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> არქ.რაფაელი."პეტრე მეზვერის ცხოვრება."
saria-giorgi
პოსტი Jul 6 2007, 03:16 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია ცოდვილთა მონანიების საკვირველი მაგალითები.ალექსანდრიაში ცხოვრობდა კაცი ხარკის ამკრეფი,სასტიკი და ავკაცობით გამორჩეული,სახელად პეტრე.ერთხელ ის ქუჩში მიდიოდა და რამდენიმე პური მიჰქონდა.მათხოვრებმა პეტრე,რომ დაინახეს,თქვეს:ალბათ არ არსებობს ადამიანი,რომელსაც ის მოწყალებას მისცემსო.ერთმა მათხოვარმა კი თქვა:რას მომცემთ,ამ კაცს მცირედი წყალობა მაინც,რომ გამოვთხოვოო?გლახაკები ჯილდოს დაპირდნენ.და აი,მათხოვარი მივიდა თხოვნით,მაგრამ პეტრეს რადგანაც ეზიზღებოდა ისინი გამძვინვარდა,მაგრამ ქვა ვერ იპოვა,გაცეცხლებულმა პური ესროლა და შიგ სახეში მოარტყა შემაწუხებელს.მათხოვარმა პური დაიჭირა და მეგობრებს მიუტანა.მათ გაიყვეს პური და ჭამეს,პეტრეს სული კი ღმერთს შეავედრეს.ერთხელ პეტრე მძიმედ დასნეულდა და იხილა თავისი სული ღმრთის სამსჯავროზე:სასწორის ერთ მხარეს დემონებმა ბოროტი საქმეები დააწყვეს და თეფში მიწამდე დაიზნიქა.მეორე თეფში,რომელზეც კეთილი საქმეები უნდა დაედოთ ანგელოზებს ცარიელი აღმოჩნდა.უცებ ამ თეფშზე ერთმა ანგელოზმა პური დადო-პეტრეს მიერ გაღებული მოწყალება,რომელიც მან მისდა უნებურად გასცა.ამ სასწორმა თანდათან გადაფარა მიწამდე დაზნექილი თეფში.ანდელოზმა უთხრა პეტრეს წადი დაბრუნდი მიწაზე,და კეთილი საქმეები შეიმატე,ვინძლო სული არ წარიწყმიდო.პეტრე სულმთლად შეიცვალა ყველაფერი გაყიდა და გლახაკებს მისცა.მან მხოლოდ ერტი მონა დაიტოვა და უთხრა მას:გამყიდე რადგან არაფერი დამრჩა გასაყიდი და თანხა,რომელსაც ჩემში მოგცემენ გლახაკებს მიეცი.მართლა მსახურმა პეტრე წელზემოთ გააშიშვლა და მიჰყიდა ერტ ხელოსან იუველირს.პეტრე პატიოსნებით და გონიერებით გამოირჩეოდა.ხელოსანი გრძნობდა ღვთის კურთხევის გარდამოსვლას პეტრეს მოსვლის შემდეგ. დროთა ვითარებაში შეიტყო ხელოსანმა,რომ ერთ-ერთი ალექსანდრიის უმდიდრესი მოქალაქე და თვით იმპერატორის ნაცნობი,რომ იყო.ეს შეიტყო პეტრემაც,რომ მან გაიგო ყველაფერი და გადაწყვიტა კაცთა დიდებას განრიდებოდა დაიკაურობას გასცლოდა.
ხელოსანის სახლი დაკეტილი იყო.კარტან მუნჯი იდგა.პეტრემ დაუძახა:"კარი გამიღე!"უეცრად მუნჯი ამეტყველდა და თქვა:"ახლავე გაგიღებ ბატონო!"და კარი გაიღო.
ყოფილი მეზვერე უდაბნოში წავიდა.მეკარეს რომ კითხეს ენა როგორ ამოიდგიო,მან თქვა:იმ კაცის ბაგეებიდან თითქოს ცეცხლი გამოტყვრა,მე შემეხო და მაშინვე განვიკურნეო.ასე,რომ ცოდვილი მეზვერე დიდი წმიდანი და საკვირველმოქმედი გახდა.
ეფრემ ასური წერს:"ჩვენი ეკლესია წარწყმედილი,მაგრამ მონანული ეკლესიაა".


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 10 2007, 07:55 PM
პოსტი #2


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ვა მაგარი ისტორიაა ძაან smile.gif არ ვიცოდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი