IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 07:17 PM
პოსტი #1


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა.
გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ.
წინასწარ გმადლობთ.

წმიდა ნაწილების თაყვანისცემა

~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~

პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით.
მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები.
ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა.
მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან.
ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა.
თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა.
მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით.
გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი.
საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.
აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 26 2007, 07:27 PM
პოსტი #2


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.


შეგიძლია რო დააკონკრეტო?


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 07:28 PM
პოსტი #3


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



Cotne
ახლა ნათარგმნი ვერსია მაქვს და იქ სახელი და სატაური არ ეწერა. დავაზუსტებ და აუცილებლად დავწერ.
თუ არ ვცდები ავტორია - რაგოზინი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 26 2007, 07:32 PM
პოსტი #4


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



გლახა
მგონი არ ღირდა ამ თემის გახსნა, მე ასე ვფიქრობ ძმაო, ნებისმიერი კამათი ამ თემაზე ფუჭი და უაზრობაა. რაც საეკლესიო კრების მიერაა დადგენილი იმაზე კამათი მორიგ გაბერილ თემას მოგვიტანს და მეტს არაფერს


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 07:34 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ლოცვა წმიდანების, მორჩილების (უგოდნიკების) მიმართ


[size=4]წმიდა ნაწილების თაყვანისცემის პარალელურად, სრულებით ბუნებრივად განვითარდა სხვა კულტიც _ გარდაცვლილ მოწამეთა სულების თაყვანისცემის კულტიც. როგორც ჩვენ შემდგომ ვნახავთ, ქრისტეს რწმენისათვის წამებულთა რიგს, მიამატეს ღვთის წმიდა მორჩილთა (უგოდნიკების) სულებიც. რეკომენდირებული იყო ამ მორჩილთა სულებისათვის მიემართათ დახმარებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გასაჭირი, რომელზედაც უნდა ყოფილიყო სათხოვარი, ცნობილი იყო წამებულისათვის, მის მოწამეობრივ სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე. მოგვიანებით მიღებული იქნა წმიდა მოწამენი და მორჩილები _ ჩათვლილიყვნენ შუამავლებად ღმერთსა და ადამიანებს შორის.
მეშვიდე საუკუნეში პაპი ბონიფაციუს VI მიიღო იმპერატორ ფოკიუსის ნებართვა რომის წარმართული ~პანთეონი~, _ ქრისტიანულ ტაძრად გადაექცია, რომელიც მიძღვნილი იქნებოდა ქალწული მარიამისა და ყველა წმიდანისადმი. ამ მოვლენამ მყარად დაამკვიდრა ~ღვთის დედის (მშობლის)~ -ა და მორჩილების თაყვანისცემა, პირველად მაშინდელი ქრისტიანობის ცენტრში, შემდეგ კი ყველა პროვინციაში.
.


Cotne
ეს სენი აზრია ძმაო..
თუ სურვილი არ გაქვს ნუ შემოხვალ ამ თემაში სადისკუსიოდsmile.gif
პატივისცემით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 26 2007, 07:35 PM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
~ღვთისმშობლის~ თაყვანისცემა გადამწყვეტი იყო. მისი ხსოვნა, ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან დიდად პატივდებული იყო, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არავის არ მოსდიოდა აზრად თაყვანი ეცათ მისთვის, როგორც ~მეოთხე იპოსტასისათვის~, და არც არავინ მიმართავდა მას ლოცვით შუამდგომლობაზე.
მხოლოდ მეოთხე საუკუნესი, ზოგიერთ ქრისტიანულ თემში, დაიწყეს ქალწული მარიამის მოხსენიება, როგორც ღვთისმშობლისა, მიაწერდნენ რა მას ღვთიურ ატრიბუტებს და მიმართავდნენ მას, როგორც მამა ღმერთის მარცხნივ ~მყოფს~.

ეს თემას არ ეხება. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 26 2007, 07:37 PM
პოსტი #7


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Cotne
ციტატა
რაც საეკლესიო კრების მიერაა დადგენილი იმაზე კამათი მორიგ გაბერილ თემას მოგვიტანს და მეტს არაფერს

არცერთ კრებას არ დაუდგენია, რომ ამ თემის შესახებ საუბარი, დისკუსია ან თუნდაც კამათი არ შეიძლება, მათთან ვისაც არ სწამს წმინდა ნაწილების თაყვანისცემისა. კრების დადგენილებით ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ მათ ვისაც სწამს მათი, მაგრამ ვისაც არ სწამს მათთან დიალოგისთვის სხვა ხერხებია საჭირო. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 07:50 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



[size=5]ზეპირი ქადაგება თანდათანობით იცვლებოდა წმიდა ისტორიის ამა თუ იმ მოვლენის გამოსახულების ახსნა-განმარტებით. გაიხსნა ახალი სფერო მხატვრებისათვის, სკულპტორებისათვის, მოზაიკის ოსტატებისათვის, რომლებიც საკუთარი გაგებისა და საკუთარი ფანტაზიის მიხედვით გამოსახავდნენ ბიბლიური მოვლენების გარკვეულ სცენებს, ამასვე აკეთებდნენ ისინი ქალწულ მარიამთან დაკავშირებით და ხატავდნენ გამონაგონ ~შემთხვევებს~ მისი ცხოვრებიდან და სხვა წმინდანების ცხოვრებიდან.
საყურადსაღებოა, რომ დასაწყისში ეს გამოსახულებები ამკობდნენ მხოლოდ ეკლესიის კედლებს, და მხოლოდ შემდგომ, როდესაც მოგონებისა და მორთულობის საგანი გადაიქცა თაყვანისცემის საგნად, უკვე დაიწყეს მათი მომზადება ცალკე დაფებზე და მათი განლაგება არა მხოლოდ ღვთისმსახურების ადგილებზე არამედ სახლებშიც, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ.
დიდი ხანი არ გასულა და გამოჩნდა ახალი და უფრო სამწუხარო გადაცდომა. ქრისტეს ზოგიერთ გამოსახულებას, აგრეთვე წმინდანებისა და ქალწული მარიამის გამოსახულებებს, ეკლესიის მიერ მიეწერებოდა სასწაულქმედებისა და განკურნების ძალა. ასეთი ხატები (ანდა ქანდაკები) საზეიმოდ ცხადდებოდა ~სასწაულთმოქმედებად~ და ხდებოდა ეკლესიისა და კლერიკალებისათვის განუწყვტელი და საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ.
ეკლესიაში მსგავსი სიახლეები იმდენად თვალშისაცემი დარღვევა იყო ღვთის მცნებებისა, რომ მრავალი მღვდელი, არად აგდებდა რა იმ საფრთხეს, რაც მათ ემუქრებოდათ, არ ემორჩილებოდნენ პაპს, და აშკარა პროტესტს გამოთქვამდნენ. ასე მაგალითად, VI საუკუნის ბოლოს მარსელის ეპისკოპოსმა, აკრძალა ყოველგვარი გამოსახულების გამოყენება თავის დაქვემდებარებულ სამრევლოში.
მასიური და მრავალგზისი უარი ხატთაყვანისცემაზე, ეკლესიის ისტორიაში ატარებს ხატმებრძოლების მოძრაობის სახელს. მარსელის ეპისკოპოსის გამოსვლამდე კარგა ხნით ადრე, ამ სიახლემ უკვე ააღელვა ღვთის ნების ჭეშმარიტი მიმდევრები და მრავალთა შორის ენერგიული პროტესტი გამოიწვია. ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა საეკლესიო კრებამ, რომელიც შეიკრიბა ქალაქ ელვირში (306 წ. ახ. წ), მკაცრად აკრძალა ხატთაყვანისცემა, ხედავდა რა მასში წარმართობის უხეშ შეჭრას ქრისტიანობაში.
მაგრამ აი 25 წლის შემდეგ, მარსელის ეპისკოპოსის აკრძალვების გახმაურების შემდეგ, ხატმებრძოლობა შევიდა ახალ ფაზაში და მიიღო უფრო სასტიკი ხასიათი. იმპერატორმა ლეონმა (727 წ.) ხოლო შემდეგ 348 ეპისკოპოსის მიერ შემდგარმა კრებამაც (754 წ), ერთხმად დაგმო და თავისი დადგენილებით აკრძალა ხატთაყვნისცემა. თუმცაღა, 33 წლის შემდეგ, 7-ე მსოფლიო კრების მონაწილეებმა (787 წ), შეცვალა ეს გადაწყვეტილება, და სპეციალური კანონის მეშვეობით ~ბრძანა~ ხატების თაყვანისცემა, არ მოაყოლა რა ამას სპეციალური განმარტება თუ რატომ არის ამისი გაკეთება აუცილებელი. ამავე მომენტიდან იწყება აგრეთვე ჯვრის თაყვანისცემის დაკანონებაც. თუმცა ბრძოლა ამით არ დამთავრებულა. პარიზის კრებამ (825 წ) კვლავ აკრძალა ხატთაყვნისცემა. 17 წლის შემდეგ (842 წ), იმპერატრიცა თეოდორას, გარყვნილი და უზნეო ქალის მოთხოვნით, ხატთაყვანისცემა საბოლოოდ დამკვიდრდა, და სავალდებულო გახდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებში.
მიუხედავად ამისა, ბრძოლა ხატისათვის დასავლეთის ეკლესიაში არ შეწყვეტილა. განუწყვეტელი კამათის პერიოDდში, ~ეკლესიის თავადებისა~ და სახელმწიფო ხელისუფლებისა და სასახლის უპასუხისმგებლო წრეების ჩარევების შედეგად, ხატთაყვანისცემა ხან აიკრძალებოდა ხან კვლავაც ნებადართული ხდებოდა, სანამ საბოლოოდ X საუკუნეში არ დამკვიდრდა დასავლეთის ეკლესიაშიც.
და აი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბნელი მასების უმეცრების წყალობით, წმიდა წერილის უცოდინარობისა და რწმენის საკითხების სრული უგულებელყოფით, ე.წ. ~კულტურული ადამიანების~ მხრიდან, ხატთაყვნისცემის კულტი ყვავის დღევანდელ დღემდე.
აუცილებელია დავამატოთ, რომ დასავლეთის ეკლესიას არ მორიდებია, რომ მეორე მცნება, რომელიც ამბობს: ~არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება...თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო~, _ საერთოდ ამოეღო მოსეს რჯულში ჩაწერილი ათი მცნებიდან. ხოლო ათი მცნების რიცხვის შესანარჩუნებლად, დასავლეთის ეკლესიამ მეათე მცნება ორ ნაწილად გაჰყო, გააკეთა რა მისგან ორი ცალკეული მცენბა.
აღმოსავლეთის ეკლესიამ ათი მცნება ხელუხლებლად დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გარემოება ხელს არ უშლის მას, დღესაც გააღმერთოს ~სასწაულმოქმედ ხატთა~ მთელი წყება, ჩაატაროს მათ წინაშე აკაფისტები და ვედრებანი, გადაადგილოს ისინი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, საზეიმო ღვთისმსახურების, საზეიმო მსვლელობებისა და დღესაწაულების საგნებად აქციოს ისინი
. იმ უბრალო ფაქტის ძალით, რომ ხატთაყვნისცემა საეკლესიო პრაქტიკაში ~უხსოვარი დროიდან~ დამკვიდრდა, ეს მართებულადაა აღიარებული. სიძველის ტრადიცია, თითქოსდა მორწმუნეებს ართმევს უფლებას ეჭვი შეიტანონ ანდა არ იწამონ მსგავსი თაყვანების კანონიურობა, თუმცა თანამედროვე ეკლესიას არანაირი საფუძველი არა აქვს ხატთაყვანისცემისათვის, ისევე როგორც არც ძველსამოციქულო ეკლესიას ჰქონდა ამისათვის საფუძველი.


ლოცვა გარდაცვლილებისათვის

~ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა~ (ებრ.9:27)

გარდაცვლილთა სულებისათვის ლოცვის იდეა თავიდან ეკლესიაში მეეექვსე საუკუნეში გაჩნდა და უკვე მეშვიდე საუკუნეში მიიღო დოგმატის ფორმა. აზრი ასეთი ლოცვის შესახებ ღიად განცხადებული იქნა პაპი გრიგოლი დიდის პირით. მან მთელი წიგნი დაწერა ამის შესახებ, რომელიც შეიცავდა მიამიტურ ხანდახან კი სულელურ ამბებს, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდა არც წმიდა წეიოლთან და არც ქრისტიანობასთან.
დოგმატი ლოცვაზე გარდაცვლილთათვის პრაქტიკაში დაინერგა მხოლოდ პაპ იოანე XVIII-ს დროს, 978 წელს. ამ დოგმატთან დაკვაშირებული მკვდრების დღესასწაული (Fეტე დეს Mორტს), დადგინდა 1011 წელს. ხუთასი წლის შემდეგ, ტრიდენის კრებამ ეს წესი სავალდებულოდ გახადა დასავლეთის ყველა ეკლესიისათვის.
გარდაცვლილთათვის ლოცვის აღვლენა და შუამდგომლობა მათთვის ვითარდებოდა (Pურგატოირე)-ს ~განსაწმედელის~ მოძღვრებასთან ერთად. განსაწმედელში, დასავლეთის ეკლესიის მოძღვრების თანახმად, გამოუკლებლად ყველა სული ხვდება, რომლებიც თანდათანობით იწმიდებიან ღვთისაგან დადგენილი დროის განმავლობაში და ემზადებიან ცათა სასუფეველში შესასვლელად. ~განსაწმედელის~ არსებობაზე წმიდა წერილი არაფერს ამბობს. განსაწმედელი არ არის მოხსენიებული არც ძველ და არც ახალ აღთქმაში, არც მოციქულებთან და არც ეკლესიის მამებთან.პირველი ოთხი ასწლეულის ჭეშმრიტმა ქრისტიანებმა არ იცოდნენ ხსნის სხვა გზა, გარდა უფლის გზისა _ რწმენით გამართლებისა იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით, რომელიც მან იტვირთა მთელი მსოფლიოს დანაშაულისათვის და ყველა დროში შემძლესათვის გადაერჩინა ~თითოეული, მასთან მისული~.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 08:15 PM
პოსტი #9


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ხატთაყვნისცემის საფუძვლად ეკლესიამ დადო კანონი (ანუ წესი) ხატთაყვანისცემაზე, თუმცა ეს კანონი დღესაც მოკლებულია ფართოდაღიარებულ დოგმატს (ანუ, მოძღვრებას). დაამყარა რა ხატთაყვნისცემა კანონზე, ეკლესიას აღარ აინტერესებს ეს საკითხი არც საეკლესიო განსაზღვრებებში და არც ღვთისმეტყველებაში, ამიტომაც, ჭეშმარიტებასთან დაბრუნება ეკლესიისათვის ძნელი და არასასურველია, ხოლო საკითხის გადასაწყვეტად ღვთის სიტყვისათვის მიმართვა სრულებით მიუღებლად ჩანს. ყოველგვარი ცვლილება ამ საკითხში მძიმეც არის სარისკოც და არამომგებიანიც. ხოლო იმ მცირეთათვის, ვისაც არ შეეშინდა შეეხედა ფაქტებისათვის და პირადად თავისათვის მოაგვარა ეს საკითხი, ხატთაყვანისცემის უსაფუძვლობა არავითარ ეჭვს არ სტოვებს, და მასზე უარის თქმა სრულებით ლოგიკური და გონივრული აქტია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 26 2007, 08:21 PM
პოსტი #10


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ერთი კითხვა მაქვს.
შენ ეს თემა გახსენი რათა ეს წიგნი წაგვაკითხო თუ გვესაუბრო ამ თემაზე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 08:34 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო
არა, დავამთავრე ციტირებები და ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე რამდენად მცდარია ან სწორია ეს მტკიცებულებები, აზრები...
აქ ჩემთვის მთავარია, ის რომ მოძიებულ იქნას სათანადო წყაროები ამა თუ იმ აზრის განსამტკიცებლად...რა თქმა უნდა საკუთარი არგუმენტებიც...
გთხოვთ ყველას ციტირებები იქნას მოყვანილი წმინდა მამების წერილებიდან, ქართულ, რუსულ, თუნდ ინგლისურ ენაზე სადაც ლაპარაკია ჩემს მიერ მოყვანილ საკითხებზე , მათ სისწორეზე ან მცდარობაზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 26 2007, 09:41 PM
პოსტი #12


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
არა, დავამთავრე ციტირებები და ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე რამდენად მცდარია ან სწორია ეს მტკიცებულებები, აზრები...
აქ ჩემთვის მთავარია, ის რომ მოძიებულ იქნას სათანადო წყაროები ამა თუ იმ აზრის განსამტკიცებლად...რა თქმა უნდა საკუთარი არგუმენტებიც...
გთხოვთ ყველას ციტირებები იქნას მოყვანილი წმინდა მამების წერილებიდან, ქართულ, რუსულ, თუნდ ინგლისურ ენაზე სადაც ლაპარაკია ჩემს მიერ მოყვანილ საკითხებზე , მათ სისწორეზე ან მცდარობაზე...

ოკ, გასაგებია.
აბა გისმენთ მეგობრებო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 26 2007, 09:46 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/89.htm
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/20.htm#5
ეს ორი წაიკითხეთ საინტერესოა ერთი ხატთა თაყვანისცემაზე მეორე წმინდანთა ნაწილთა თაყვანისცემაზე ბევრი წასაკითხი არ არის და წაიკითხეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 11:07 PM
პოსტი #14


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ძველ აღთქმაში არ არსებობდა მართალთა სხეულების თაყვანისცემა, რადგან თვითონ ისინი კიდევ ელოდნენ ჯოჯოხეთიდან დახსნას. თვით ხორცი მაშინ უწმიდურად ითვლებოდა.

ცოტა ხმამაღალი ნათქვამია სხეულების თაყვანისცემა ძველ აღთქმაში....

არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან“ (I კორ. 6,19).
ეს რა შუაშია სხეულების თაყვანისცემასთან არ მესმის.....

და ისე კარგი იქნება თუკი ძველ აღთქმაში ნახსენებია წმინდანთა სხეულების თაყვანისცემა (რაც რაღაც არა მგონია) შესაბამისი ადგილები იქნას მოყვანილი
და ასევე ახალი აღთქმიდანაც... ამ კონკრეტულ საკითხზე და არა ვარაუდებზე...

ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან ჩანს, რომ მიცვალებულ მართალთა სხეულებს ჰქონდათ სიწმინდის ნიშნები, თუმცა მაშინ წმიდანებს არ სცემდნენ განსაკუთრებულ თაყვანს და არც სიკვდილის შემდგომ განადიდებდნენ. მაგალითად: სამარეში ჩაგდებულ გარდაცვლილის სხეული ელისე წინასწარმეტყველის ძვლებთან შეხებისთანავე გაცოცხლდა და წამოდგა (4 მეფ. 13,21). წმ. ილია წინასწარმეტყველის სხეული ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცაში; მის მიერ ელისესადმი დატოვებული ხალენის შეხებით განიპო იორდანეს წყლები, როცა ეს უკანასკნელი მდინარეზე გადადიოდა.

აქ სად არის თაყვანისცემა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 26 2007, 11:51 PM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
შენ მიაგებ პატივს იმ ადგილს სადაც არის დავანებული სულიწმინდა?
საერთოდ ქრისტიანთა სხეულები, განსაკუთრებით კი უფლის წმინდანებისა, არსებითად არის „ქრისტეს ასონი“, ისინი „ტაძარნი არიან სულისა წმიდისა“
1 კორ. 6,15,17
იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან?.. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან.
1 კორ. 6,19-20
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარის თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?
რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელიც არის ღვთისა.

ნუთუ არ ეგების პატივის მიგება სასწაულმოქმედ წმინდა ნაწილებს, რომელნიც სასწაულებს აღასრულებენ უფლის სადიდებლად?
4 მეფ. 13,21
ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.
4 მეფ. 2,8
აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ.
საქმე 19,11-12
ღმერთი მრავალ უჩვეულო სასწაულს იქმოდა პავლეს ხელით. ისე რომ თვით ავადმყოფებსაც ადებდნენ მის ნაქონ ხელსახოცებს თუ ოლარებს და იკურნებოდნენ და უწმინდური სულები გამოდიოდნენ მათგან.
წმინდა მოციქულ პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა ავადმყოფებს.
საქმე 5,15-16
ასე რომ, გამოჰყავდათ სნეულნი ქუჩებში, და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. ახლო-მახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს და მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.


წმიდა ნაწილების თაყვანისცემისას ჩვენ გვწამს არა მათი „мощь“ თუ „могущество“ და არც თავად წმიდანთა ნაწილების თავისთავადი ძალისა, არამედ წმიდანთა მეოხებისა. მათი წმიდა ნაწილების ხილვა ჩვენს გულებში აღძრავს გრძნობას იმ ღმრთივსათნო ადამიანების სიახლოვისა, რომელთაც ოდესღაც ეს სხეულები ეკუთვნოდათ.

გლახა
Бог творит чудо Сам, Он и только Он является источником благодатной энергии, но проявляет себя эта чудотворящая энергия Промысли-теля через те или иные земные реалии и обстоятельства (через иконы и святую воду, мощи святого и слово духовника, евангельскую страничку и знамения природы и истории). Откуда свет в комнате? — Из окна. Является ли окно источником света для комнаты? — И да, и нет. Не окно производит свет, не оконное стекло создает свет, но через это окно и через это стекло свет, возникший за пределами комнаты, вливается в нее. Икона (как и Еван-гелие) и есть такое окошко. То, через посредство чего Господь обращает сердце человека к Себе и через что Он подает Свой свет, становится доро-го для обращенного сердца и потому благоговейно почитается им как свя-занное с чудом, как “чудотворное”.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 12:03 AM
პოსტი #16


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Когда мы посещаем могилу близкого нам человека, то обязательно в памяти всплывают дорогие нам воспоминания о нём, яркие эпизоды его жизни, он будто оживает, возвращаясь из небытия. Подобно этому, пребывание возле раки с мощами того или иного святого, безусловно, повышает молитвенно-эмоциональное состояние верующего человека. В памяти оживают эпизоды из достославной жизни святого угодника Божьего, мы снова и снова сопереживаем ему, вспоминая прочитанную когда-то достойную подражания историю его подвижнической жизни. Воистину, “зажегши свечу, не ставят её под сосудом, но на подсвечнике, и светит всем в доме…” (Мф. 5.14–16).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 12:22 AM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Святой Василий Великий говорит: «Кто касается костей мученика, тот приемлет некоторое сообщение освящения по благодати, обитающей в теле мученика»

Святость святых не содержится только в их душе, но неминуемо распространяется и на их тело; у святых святы и душа и тело, поскольку непрестанными евангельскими подвигами святые постепенно исполняются Духа Святого, так что и святые тела их становятся храмами Святого Духа (1 Кор. 6, 19; 3, 17). Поэтому благостно почитая святые мощи, Церковь почитает храмы Святого Духа, храмы Бога Живого, в которых Бог живет своей благодатью и после телесной кончины святого, и, по премудрому благоволению Своему, творит чудеса — от них и через них. И те чудеса, которые бывают от святых мощей, свидетельствуют, что их благочестивое почитание людьми угодно Богу.

«Бог,— говорит святой Иоанн Златоустый,— разделил с нами святых: Сам взял души, а нам даровал тела, чтобы святые их кости мы имели постоянным побуждением к добродетели».
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 12:22 AM
პოსტი #18


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო

ხარ თუ არა შენ სულიწმიდის ტაძარი?
ნუ შენს მიერ მოყვანილი ადგილები დიდებულია, მაგრამ წმინდანების თაყვანისცემასთან რა კავშირი აქვს ცოტა გაუგებარია ჩემთვის...

ციტატა
წმიდა ნაწილების თაყვანისცემისას ჩვენ გვწამს არა მათი „мощь“ თუ „могущество“ და არც თავად წმიდანთა ნაწილების თავისთავადი ძალისა, არამედ წმიდანთა მეოხებისა. მათი წმიდა ნაწილების ხილვა ჩვენს გულებში აღძრავს გრძნობას იმ ღმრთივსათნო ადამიანების სიახლოვისა, რომელთაც ოდესღაც ეს სხეულები ეკუთვნოდათ.


ანუ თაყვანს ვცემთ... აი ეს წაიკითხე: "განვედ სატანავ, რადგან დაწერილია 'უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი, და მხოლოდ მას ემსახურე." (სახარება მათესი 4:10)
ნუ ბევრი რამე შეიძლება გვწამდეს ჩვენ...
რომელ ადამიანებტან სიახლოვისას კაცო? ისინი სასუფეველში თუ არიან, მივალთ (თუ მივალთ) და იქ ვიხილავთ....

Воистину, “зажегши свечу, не ставят её под сосудом, но на подсвечнике, и светит всем в доме…” (Мф. 5.14–16).
ეს საოცარი ადგილია, მაგრამ აქ რა შუაშია?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 12:30 AM
პოსტი #19


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Основанием для христианского почитания мощей является Боговоплощение. Восприняв в Боговоплощении человеческую природу во всей полноте, Господь тем самым утвердил навеки достоинство человеческой телесности. Для христиан тело — не темница и не случайное одеяние души, а один из уровней человеческой личности, связь с которым личность таинственно сохраняет и после смерти. По учению Свщ. Писания, можно прославлять Бога не только духом, но и в телах (1 Кор. 6, 20). Само тело может стать храмом Святого Духа (1 Кор. 6. 19), и оно не перестает быть таковым и после смерти. Отсюда в Церкви особое уважение и благоговейное отношение к останкам святых угодников.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 12:43 AM
პოსტი #20


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
ხარ თუ არა შენ სულიწმიდის ტაძარი?

სულიწმინდის ტაძრად უნდა გახდე. ისევე როგორც გახდნენ წმინდანები. განღმრთობაა სულიწმინდის ტაძრად ყოფნა.
წმინდანებმა მიაღწიეს ამას, ცხონდნენ, მაგრამ არა მარტო სული, არამედ მათი სხეულიც დამტევი იყო ამ მადლისა. სწორედ ამიტომაა რომ ისინი კურნავენ.

ციტატა
ანუ თაყვანს ვცემთ...

დიახ თაყვანს ვცემთ. სხვაგვარად როგორ მივაგოთ პატივი, ის რაც წმინდაა ჩვენთვის?
გთხოვ მიაქციო ყურადღება ამ აბზაცს
ციტატა
Бог творит чудо Сам, Он и только Он является источником благодатной энергии, но проявляет себя эта чудотворящая энергия Промысли-теля через те или иные земные реалии и обстоятельства (через иконы и святую воду, мощи святого и слово духовника, евангельскую страничку и знамения природы и истории). Откуда свет в комнате? — Из окна. Является ли окно источником света для комнаты? — И да, и нет. Не окно производит свет, не оконное стекло создает свет, но через это окно и через это стекло свет, возникший за пределами комнаты, вливается в нее. Икона (как и Еван-гелие) и есть такое окошко. То, через посредство чего Господь обращает сердце человека к Себе и через что Он подает Свой свет, становится доро-го для обращенного сердца и потому благоговейно почитается им как свя-занное с чудом, как “чудотворное”.

აქ საუბარიახატების, წმინდა ნაწილების, სახარების და სხვა ნივთიერი სიწმინდეების ტაყვანისცემის შესახებ. აქ ნათლადაა ახსნილი რომ ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ნივთს, ხეს, საღებავს, ძვალს, ქაღალდს და ა.შ. არამედ მის პირველსახეს. ისინი მხოლოდ გამტარია ღვთაებრივი ენერგიისა. ძვალი წმინდანისა გამტარია იმ ღვთაებრივი მადლისა, რაც მან განღმრთობის შემდგომ მიიღო.

შენ გამორიცხავ წმინდა ნაწილების ნმიერ მოხდენილ სასწაულებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი