სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
აკაკი |
Mar 24 2010, 11:28 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Molen
მზე გამოსცემს სიმხურვალეს? კი - 1 გვაძლევს სინათლეს? კი - 2 არის მასა? ცეცხლი ლავა და ა.შ? კი - 3 და ეს ყველაფერი მთლიანობაში არის "მზე" აი მიახლოებული განმარტება . . . |
ikanosi |
Mar 24 2010, 11:33 PM
პოსტი
#22
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ან კიდევ სამყურა ხომ გინახავთ? ....
-------------------- ფარით ან ფარზე
|
Molen |
Mar 25 2010, 07:15 AM
პოსტი
#23
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
აკაკი
ikanosi გასაგებია, დიდი მადლობა -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
ნონა |
Mar 25 2010, 09:28 AM
პოსტი
#24
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
Molen მზე გამოსცემს სიმხურვალეს? კი - 1 გვაძლევს სინათლეს? კი - 2 არის მასა? ცეცხლი ლავა და ა.შ? კი - 3 და ეს ყველაფერი მთლიანობაში არის "მზე" აი მიახლოებული განმარტება . . . ჰო მაგრამ ცალკე აღებული მასა, სიმხურვალე და სინათლე მზეს რომ არ ნიშნავს...? ანუ მაცხოვარი იყო სრული ღმერთი, მაგრამ სიმხურვალე სრული მზე ვერა... რატომღაც მგონია რომ ეგ მაგალითი მხოლდ შედარებით უკეთესია სხვებზე... ან კიდევ სამყურა ხომ გინახავთ? .... და სამყურას ცალი ყური რის მაქნისია? მაგ ლოგიკით ყველა სამნაწილიანი სხეული გამოგვადგება..... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნონა |
Mar 25 2010, 09:52 AM
პოსტი
#25
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ციტატა ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება; ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ სადღაც ასეთი მაგალითები უფრო სწორად მიმაჩნია... ...თუმცა მაინც ვერა პ.ს. მარტო მე მეჩვენება თუ კიდევ ვინმე ფიქრობს აქ ასე? -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ikanosi |
Mar 25 2010, 11:27 AM
პოსტი
#26
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა და სამყურას ცალი ყური რის მაქნისია? მაგ ლოგიკით ყველა სამნაწილიანი სხეული გამოგვადგება..... ჩემი შედარება არ გეგონოს ეგ.. წმინდა პატრიკი იყენებდა ამ შედარებას ციტატა According to legend, Saint Patrick used the shamrock, a three-leaved plant, to explain the Holy Trinity to the pre-Christian Irish people. -------------------- ფარით ან ფარზე
|
ნონა |
Mar 25 2010, 12:35 PM
პოსტი
#27
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ჩემი შედარება არ გეგონოს ეგ.. წმინდა პატრიკი იყენებდა ამ შედარებას არა შენი არ მგონია, მაგრამ მაინც რაღაცნაირი მეჩვება.. ამდენ გამარტივებაში და ვითომ მისაწვდომ პრაქტიკულ შედარებაში მგონი თვალსა და ხელს შუა რეალური არსი უფრინდება ტვინს... შინაარს ჩემს აღქმაში უფრო პოეტური ენა ასახავს და არა მსგავს საგნებთან პარალელური გამოწვლილვა ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო სამებასა ერთსა სამ-პირებით, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა, და სულსა წმიდასა ერთო ღმერთო სამგვამოვანო განუყოფელად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთისგმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა: მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა. სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა-ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო, და ერთღვთაებად ჰმონე. ღმერთო მამაო და თანა-ღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო, გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთაა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა სამებაო მარტივო, დაუბადებელო, დაუსაბამოო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი. განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა. შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა. მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი. სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე. დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ. დავიჯერო ახლა სამყურა და მზე უფრო ნათლად გამოხატავს სამების არსს ვიდრე წმინდა მამის ეს მეტაფორები?! -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
tamuna m |
Mar 25 2010, 03:29 PM
პოსტი
#28
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ნონა
მზეს რომ ეს რომელოიმე თვისება მოაკლო, იქნება მზე? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ნონა |
Mar 25 2010, 03:44 PM
პოსტი
#29
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა მზეს რომ ეს რომელოიმე თვისება მოაკლო, იქნება მზე? არა თუმცა ქრისტე იყო სრული ღმერთი -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
tamuna m |
Mar 25 2010, 03:55 PM
პოსტი
#30
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ნონა
მზის შედარება ეხმარება ადამინს მიხვდეს და გაუადვილდეს, თუ როგორ შეიძლება სამი იყოს ერთი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზე არის ღმერთი და ვაიგივოთ. ზოგს მაგალითისთვის მოჰყავს: გონება (მამა), სიტყვა (ძე) და სული (სული წმიდა) გონება სიტყვის გარეშე წარმოუდგენელია (ასევე პირიქით), და თუ სული არ არის, არც გონება და სიტყვა იქნება. ასევე სული თუ არსებობს მას აქვს გონება და იმ წამიდან არის სიტყვაც. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
salomeya |
Apr 10 2010, 04:33 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 22-March 10 წევრი № 8,457 |
სამების სამივე პირი - არ უნდა იყოს სწორი გამოთქმა. უფრო კორექტულია სამების სამივე იპოსტასი. სამება თვითონ ერთი პირია. სიტყვა პირი, პიროვნება ვერ აკონკრეტებს ამ მნიშვნელობას, ამიტომაც ძველმა ფილოსოფოსებმა და შემდგომ თეოლოგებმა შემოიღეს ტერმინი იპოსტასი. პორი, პიროვნება, იპოსტასი, სიტყვა, ლოგოსი, საწყისი, ბუნება - ამ ტერმინების ღრმად ჩაწვდომა დიდ და ხანგრძლივ განათლებას მოითხოვს. ასე რომ არ ღირს ფილოსოფიურ-თეოლოგიური განათლების გარეშე ამაზე მსჯელობა.
|
agmsarebeli |
Apr 11 2010, 05:58 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
პირი იდენტური ტერმინია, ჰიპოსტასისა, ასევე იდივიდისა, ასევე ხატისა, ასევე, გვამოვნებისა, რაც ნიშნავს იმას რომ პირი სამებაში აღნიშნავს საკუთრივ ერთ-ერთ, რომელიმე წევს წმინდა სამებისა.
ამას ძაან დიდი ფილოსოფიურ-რელიგიური განათლება არ ჭირდება, სულ სამი რამ(თუნდაც):1. წმინდა იოამე დამასკელის ,,ცნობილი ,,გარდამოცემაი", 2.უამრავი ქადაგება წმინდა სამებაზე, რომლის ნახვაც შესძლებელია კლარჯულ, უდაბნოს, სინურ..,მრავალთავში, 3. ედიჭერ ჭელიძე:,,ძველი ქართული საეკლესიო ტერმინოლოგია". |
agmsarebeli |
Apr 11 2010, 06:01 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
|
ჰერელი |
Apr 2 2012, 09:17 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 2-April 12 მდებარ.: rustavi წევრი № 12,222 |
აი ასეთი განმარტებების (თუნდაც სამების) ელექტრონული ვერსიები ბევრი ვნახე, მაგრამ როგორც ასეთი წიგნი ვერსად ვერ ვიპოვე. შეგიძლიათ დამეხმაროთ? ყველაფერი რომ იყოს ერთ წიგნში, თუ არადა ცალცალკე, იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ და მითხრათ სად შეიძლება შევიძინო?
|
George Leluashvili |
Apr 2 2012, 11:17 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
აი ასეთი განმარტებების (თუნდაც სამების) ელექტრონული ვერსიები ბევრი ვნახე, მაგრამ როგორც ასეთი წიგნი ვერსად ვერ ვიპოვე. შეგიძლიათ დამეხმაროთ? ყველაფერი რომ იყოს ერთ წიგნში, თუ არადა ცალცალკე, იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ და მითხრათ სად შეიძლება შევიძინო? ამგვარი დოგმატური საკითხები საკმაოდ გასაგებად და სრულყოფილად აქვთ გადმოცემული პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის წიგნში "დოგმატური ღვთისმეტყველება" და წმ. იოანე დამასკელს წიგნში "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". ეს წიგნები შეგიძლია საეკლესიო მაღაზიებში შეიძინო ლესელიძეზე. პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski.htm ღირს 7 ლარი წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm 12 ლარი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ჰერელი |
Apr 3 2012, 12:10 AM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 2-April 12 მდებარ.: rustavi წევრი № 12,222 |
ამგვარი დოგმატური საკითხები საკმაოდ გასაგებად და სრულყოფილად აქვთ გადმოცემული პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის წიგნში "დოგმატური ღვთისმეტყველება" და წმ. იოანე დამასკელს წიგნში "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". ეს წიგნები შეგიძლია საეკლესიო მაღაზიებში შეიძინო ლესელიძეზე. პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski.htm ღირს 7 ლარი წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm 12 ლარი ძალიან დიდი მადლობა იმედია ზუსტად ის იქნება რასაც ვეძებ |
esre ars cheshmariteba |
Apr 12 2012, 12:52 AM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა - ასე იწყება შესაქმეს წიგნი. ''შექმნა ღმერთმა'' - აქ სიტყვა ''ღმერთი'' ებრაულ დედანში დგას მრავლობით რიცხვში ''ელოჰიმ'' (ღმერთები), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია ''ელოაჰ'' ან ''ელი'' (ღმერთი). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმიდა სამების ჰიპოსტასებზე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არის მინიშნება წმ. სამებაზე და არა მრავალ ღმერთზე? იმიტომ რომ ებრაულში მომდევნო სიტყვა დგას მხოლობით რიცხვში: ''ელოჰიმ ბარა'' (ღმერთებმა შექმნა და არა ღმერთებმა შექმნეს). პირველი სიტყვა '' ღმერთებმა'' მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა ''შექმნა'', თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება ებრაული ენის თავისებურებაა რომ აღმატებულობა გამოიხატება მრავლობითით, იოსებს ეწოდება ეგვიპტის უფლები და არა უფალი, რატომ? ადონაი მრავლობითსშია. ცრუ ღმერთ დაგონთანაც ელოჰიმის ერთ ერთი ფორმაა გამოყენებული რატომ? თუ ელოჰიმში მოიაზრებ სამ იპოსტასს მაშინ პოლითეისტი გამოხვალ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ მრავლობითი ფორმით სამების დადასტურება ვერ მოხდება, რადგან მრავალი ღმერთის მოაზრება იწვევს ტექსტის დარღვევას მოსესთან მიმართებაშიც მრავლობითი ფორმითაა გამოყენებული ღმერთი და ძნელად დასაშვებია რომ მოსეში რამდენიმე იპოსტასი იყოს გაერთიანებული. იცი ებრაული სიტყვები ეხოდ და იახიტ ? რატომ იყენებს ბიბლია ეხოდს ღმერთთან მიმართებაში? |
esre ars cheshmariteba |
Apr 12 2012, 01:08 AM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
lamara მაგარი თემაა! შესაქმე 1:26 და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. საინტერესო რა არის _ ვქმნათ _ ამ სიტყვას მამა იძახის ძე თუ სულიწმიდა? თუ ერთხმად? თუ მამა იძახის მაშ ძე და სულიწმიდა თამაშგარეშია რადგან როგორ შეიძლება რომ ღმერთს აზრი მოუვიდეს გონებაში ან გაიფიქროს! ის ხომ ზეარსია და ფიქრი არ ესაჭიროება? ღმერთი ამბობს და იმასვე იქმს ანუ მისი ნათქვამი ძალაუფლებითია! ღმერთს თათბირი რაში სჭირდება? სრულყოფილმა ითათბიროს? არ გადამრიოთ! მაგრამ აი მონეტის მეორე მხარე_ ღმერთმა თავმდაბლობა გამოავლინა და შესთავაზა ქმნილებებს რომ ადამიანი შეექმნათ, მათ შორის ძეს |
karpaki |
Apr 12 2012, 09:52 AM
პოსტი
#39
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
საინტერესო რა არის _ ვქმნათ _ ამ სიტყვას მამა იძახის ძე თუ სულიწმიდა? თუ ერთხმად? თუ მამა იძახის მაშ ძე და სულიწმიდა თამაშგარეშია რადგან როგორ შეიძლება რომ ღმერთს აზრი მოუვიდეს გონებაში ან გაიფიქროს! ის ხომ ზეარსია და ფიქრი არ ესაჭიროება? ღმერთი ამბობს და იმასვე იქმს ანუ მისი ნათქვამი ძალაუფლებითია! ღმერთს თათბირი რაში სჭირდება? სრულყოფილმა ითათბიროს? არ გადამრიოთ! მაგრამ აი მონეტის მეორე მხარე_ ღმერთმა თავმდაბლობა გამოავლინა და შესთავაზა ქმნილებებს რომ ადამიანი შეექმნათ, მათ შორის ძეს თქვენი საკუთარი დასკვნებია ეს? თუ თავად ღმერთმა მოგახსენათ რომ ფიქრი არ შეუძლია? თქვენ რა იცით ღმერთს რა შეუძლია ? თავმდაბლობის თუ გამოამჟღავნება თუ შეუძლია ფიქრი არ შეუძლია? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
გუდაგუდა |
Apr 12 2012, 11:55 AM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 155 რეგისტრ.: 15-October 10 წევრი № 9,642 |
ამ ქადაგებაში მამა დავითი საუბრობს სამებაზე და მოყავს ბიბლიიდან ის ადგილები სადაც ნათლად ჩანს რომ იესო ქრისტე არის ღმერთი http://youtu.be/aIykegmb-wY
-------------------- WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru
---------------------------------------- "გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას, და სულელს ნუღარ ეკამათები!" ---------------------------------------- "ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 04:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი