რევაზ მარგიანი, პოეზია ჩვენი ჯარისკაცებისთვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რევაზ მარგიანი, პოეზია ჩვენი ჯარისკაცებისთვის |
marine |
Dec 20 2012, 01:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა ჩვენი საყვარელი ფორუმელის სიყვარულის ისტორიამ... მას შეყვარებული ჯარში ყავს და ღმერთს ვთხოვ, რომ ის ვაჟკაცი და ყველა, ვინც ჯარისკაცია, შინ მშვიდობით დაბრუნდეს.
აი, რას წერს სვანი პოეტი რევაზ მარგიანი: "ცხოვრების გზაზე დიდი სამამულო ომი წამომეწია. ეს ლექსები იწერებოდა ფრონტზე და ომიდან დაბრუნების შემდეგ. ვისაც ის მრისხანე წლები ახსოვს და ომის ჭირ-ვარამი გადაუტანია, მისთვის შეიძლება ახლობელი გახდეს ჩემი რამდენიმე ლექსი." მე უბით ვატარებ პატარა ბარათს მე უბით ვატარებ პატარა ბარათს - შენგან რომ მივიღე წუხელ, ის ვით საუნჯე, ფარულად დამაქვს, რატომღაც ვერავის ვუმხელ... წუხელ ბიჭებმა გადმომცეს ქაღალდი, იმ წამსვე გავხსენი თრთოლვით, თოვდა და ჩემს მხრებზე დაფრინდნენ ფარფატით - ფიფქები პირველი თოვლის. არ მახსოვს, რამდენჯერ გავშალე ღიმილით, ჭაბუკი ოცნებად ვიქეც, უცხო რამ, ასე ვთქვათ, ვით გულისტკივილი, დავხედე ბარათს და ვიგრძენ. შენ როცა ამ ბარათს საჩემოდ წერდი, მალავდი შენს წუხილს, ქალო. დაწერილ ბარათის ორივე გვერდი მეტყოდა, რომ კარგად ვარო! არა ხარ მართალი! ბავშვურმა ცრემლებმა ხომ გაგთქვეს, რას იტყვი ახლა? ცრმელების წვეთები აქა-იქ ემჩნევა საჩემოდ დაწერილ ქაღალდს. არ ვიცი რას სწუხდი, უჩემოდ ყოფნა ვიცი რომ ძნელია შენთვის. არ ვარგა: გულით სხვას ფიქრობდი თურმე, ხელით კი სიხარულს წერდი. ნუ სწუხარ, გაივლის ომი და ქარი, ვიცხოვრებთ ისევე მშვიდად, ჩვენთვის ხომ სიცოცხლე მამული არის, დიადი სამშობლო წმიდა! ...მე უბით ვატარებ პატარა ბარათს, გაჩვენებ, როცა შინ მოვალ, და გულში, იცოდე, ვარამის გვარად ჩამრჩება ბარათის ხსოვნა. მოსვლამდე, ვინ იცის... უბეში მექნება და ხშირად დავხედავ ხვნეშით: "საველე ფოსტა, 72, მარგიანს საკუთარ ხელში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.ნინო |
Dec 20 2012, 02:16 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
marine
გაიხარე გენაცვალე ულამაზესი ლექსით დაიწყე..... პ.ს. მადლობა <3 -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
marine |
Dec 20 2012, 02:21 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine გაიხარე გენაცვალე ულამაზესი ლექსით დაიწყე..... პ.ს. მადლობა <3 მადლობა, ნინი ეტაპობრივად ყველა ლექსს დავდებ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 20 2012, 02:34 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია
გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია, შეინავარდე, შენი კვნესამე, იქ, სადაც ყვავილს დაუთოვია, ჩემს საქართველოს მთებს მიესალმე. გაფრინდი, ორი ზღვა გადასერე, და როცა შეგხვდეს ლურჯი ხმელეთი, იცანი ნისლში დამდგარი სერზე ჩემი სვანეთი და იმერეთი. მთა დაწინწკლულა, როგორც ფორეჯი! ჩვენ ფრონტზეც გვესმის მშობლის ნაბიჯი, სამშობლოსათვის ამ სიშორეზე ვართ ვაჟკაცები ძმადშენაფიცი. გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია, იქ, სადაც ქართველს უხნავს გუთანით, და სადაც მთებზე მხოლოდ თოვლია, იქ თოვლისთმიან დედას უთხარი, რომ ჩვენ აქა ვართ, სადაც ნისლია, და გრგვინვა ისმის განუწყვეტელი, სადაც ბიჭები რისხვით ისვრიან და აღვმართულვართ, როგორც კედელი. ჩვენ კი შენთან ვართ ალალ ფიქრებით, დედის თავშალის გვადგას ნათელი, მამულისათვის ერთად ვიქნებით, ვიდრე არ მოსპობს ვერაგს ქართველი!.. სამშობლოსათვის ამ სიშორეზე ერთად ვართ, მტრებთან ჩვენც გვიბრძოლია, იქ, სადაც მთაა - ჭრელი ფორეჯი, გაფრინდი მაცნედ, ჩემო თოლია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 21 2012, 11:12 AM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ია
მე ერთხელ, დუმილის დროსა, როცა არ წიოდა ტყვია, ვიგრძენი აპრილის მოსვლა, შევნიშნე პატარა ია. ღიმილით შევეხე ნაზად, მოვწყვიტე მთრთოლვარე ხელით, მას მასრა დავუდგი ვაზად და გახდა საუნჯე ჩემი! იყო დრო... ვცხოვრობდით ერთად, გვიყვარდა ვარდი და ია, და ტირში ვერაგის სახეს სიცილით ვესროდით ტყვიას. მას შემდეგ გავიდა ხანი, მშვიდობა იყო და გაქრა, აქ, ახლა რომ იყო ჩემთან, კარგია, მაგრამ მე რა ვქნა?! და იცი, ვინ მოვკალ გუშინ? არა ის ფანერის კაცი, ტირში რომ გავგმირე მაშინ, არამედ ნამდვილი ჰანსი. არ გიკვირს? ლითონის ხმაში, თავზე რომ დამწივის ტყვია, ამ წუთში, ისე ვით ბავშვი, შევხარი პატარა იას. და გესმის? ამას გწერ მიტომ, გავწიე ამდენი შრომა, რომ აქაც იების ტრფობას ვერ გადამაჩვია ომმა. ... მასრაში ციმციმებს ია, ბავშვური სინაზით ვუვლი, მტერისკენ ვაგზავნი ტყვიას და შორით შეგხარი გულით. /არბატის ისარი, მოქმედი არმია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 24 2012, 12:33 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შენ შორს ხარ ახლა
ნინო ჟღენტს დაბნელდა. დასხდნენ ვარსკვლავნი ცაზე. ძილის ბურანში სუნთქავს ქალაქი, ცას თითქოს ხიბლავს ზღვის სილამაზე, მისი ჩურჩული და ლაპარაკი. ზღვა ჩუმად ქშინავს. ისეა წყნარი, რომ მისი სუნთქვა არავის აკრთობს, მხოლოდ ხანდახან აზოვის ქარი თუ შეაშფოთებს ნაპირებს მარტო. მხოლოდ ხანდახან და ისიც ძვირად თუ მოაწყდება ტალღები ნაპირს. ზღვის ზედაპირზე დაიწყებს ბრწყინვას ვარსკვლავთა შორის გაბმული ძაფი. შენ შორს ხარ ახლა, ორი ზღვის იქით, მთაგრეხილების გადაღმა მხარეს, საქართველოზე და შენზე ფიქრით - ასე ილევა ყოველი ღამე. შენ შორს ხარ, მაგრამ ვინ დამაცილოს - მეც დარაჯი ვარ თავისუფლების, შენ და ჩემს მშობლებს და სიყმაწვილეს კვლავ ძველებურად გესაუბრებით. შენ შორს ხარ, მაგრამ ოცნებით მაინც ერთად დავცქერით მდუმარე ნაპირს - და ეხატება შავი ზღვის ტალღას ვარსკვლავთა შორის გაბმული ძაფი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 24 2012, 02:24 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ ოდეს იქნე ჩემზე მგლოვარე...
თუ ოდეს იქნე ჩემზე მგლოვარე და გულში ჩაგრჩეს რამე სათქმელი, ეს ერთი მაინც აღგაფრთოვანებს, რომ შენ გეტრფოდი ლექსით ქართველი. ნუ დამიტირებ წმინდა ცრემლებით, შორს იყოს დარდი და სინანული, როცა აყვავდეს ჩვენში ტყემლები, მასმინე ტკბილი იავნანური. შენ მომიგონე ერთი ჭაბუკი, - ნუღარ იქნები ჩემზე მგლოვარე და მაშინ შენი თვალების შუქი ცივ სამარეში აღმაფრთოვანებს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 25 2012, 11:37 AM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ზამთარი
დაუთოვია. ზღვებიდან ზღვამდე თოვლით ქათქათებს ირგვლივ მთა-ველი, მიწურებს ორი მტკაველი აძევს, ზარბაზნებს კიდევ - თითო მტკაველი. დაუთოვია და თოვლის ფიფქი გზებიდან გზებზე დახეტიალობს, სანგრიდან სანგარს სიმღერა მიქრის: - ზამთარიაო, ზამთარიაო... დაე, იმღეროს ბიჭმა ქართველმა, ჰანგმა გაჰკვეთოს მქისე ჰაერი, მტრის შემოსევას და გაშმაგებას შეხვდეს ტყვიით და ჩვენი შაირით. დაე, გაიხსენოს მთა და ფრიალო, იქაც თოვლი ძევს, ქარიც ზუზუნებს, და მის სოფელში - ზამთარიაო... ჭაღარა მამაც დაიგუგუნებს. იქ იქნებიან მგლებზე წასულნი ბერიკაცი და შვილიშვილები, მაგრამ ამდენი მგელი ავსული მათ არ ექნებათ ნანადირევი. - ზამთარიაო... - ბიჭი ლომგული დასჭექს, იელვებს ჰანგი მართალი, საქართველოშიც იტყვის ჩონგური, რომ ვერას გვაკლებ ფრონტზე ზამთარი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 26 2012, 12:12 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვინ მომაშოროს
სამშობლოს დროშას ჩვენ ერთად ვიყოთ წუხილის დროსაც, გადავიტანოთ ქუხილი ქართა, ვინ მომაშოროს სამშობლოს დროშას კაცთსაძულველი სიკვდილის გარდა? მაგრამ მაშინაც საფლავში გული უკანასკნელად შესძახებს ასე: რომ მე ოცნებით და სიყვარულით მხოლოდ მივლია სამშობლოს გზაზე. ჩვენ ერთად ვიყოთ დიდების დროსაც - გუგუნი ისმის დიდების ქართა, ვინ მომაშოროს სამშობლოს დროშას კაცთსაძულველი სიკვდილის გარდა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.ნინო |
Jan 5 2013, 09:25 PM
პოსტი
#10
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მალე ამ თემას გადავაფეისბუქებ...
მართალი იყავ მარი... ძალიან თემატურია და თან შიგნიდანაა დანახული ჯარისკაცის ტკივილი... ია ნამდვლად ვერ წავიკითხე გულგრილად, ცრემლი მომადგა თვალზე.... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
marine |
Jan 8 2013, 02:35 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მალე ამ თემას გადავაფეისბუქებ... მართალი იყავ მარი... ძალიან თემატურია და თან შიგნიდანაა დანახული ჯარისკაცის ტკივილი... ია ნამდვლად ვერ წავიკითხე გულგრილად, ცრემლი მომადგა თვალზე.... გაიხარე, ნინ თოვს... მგონია, თითქოს ჩემს თბილისს ათოვს, მიდამოს მხოლოდ სითეთრე მოსავს და მე შევხარი უთქვენოდ, მარტო, ამ საახალწლო ფიფქების მოსვლას. თოვს და ეს ველი ბიბინებს თეთრად, უხმოდ მოცვივა სანგარში თოვლი, ცაზე კი ელავს იისფერ სვეტად პროჟექტორების მსუბუქი ბოლი. თოვს, ზამთარია და სანგრებს ათოვს და თეთრ ყვავილებს ბუჩქები ისხამს, ასეთი თოვა და დარი მარტო მხოლოდ მინახავს ჩემს ბავშვობისას. თოვს... ხვავრიელად, შეუსვენებლივ, გაყინულ მიწას ეყრება თრთოლვით, დაფრიალებენ, ვით ფრინველები, უსპეტაკესი ფიფქები თოვლის. და ახლა, ალბათ, რუსთველზეც ათოვს და ჩვენს აივანს ეყრება თოვლი, შუა ოთახში სამნი ხართ მარტო - დგას სურნელება ჩაიდნის ბოლის... მგონია, თითქოს ჩემს თბილისს ათოვს, მიდამოს მხოლოდ სითეთრე მოსავს და მე შევხარი უთქვენოდ, მარტო, ამ საახალწლო ფიფქების მოსვლას. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
Jan 8 2013, 05:54 PM
პოსტი
#12
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
marine
გაიხარე ჩემო კარგო ამ განყოფილებაში აქტიურობისთვის და მისი გამრავალფეროვნებისთვის -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
Jan 9 2013, 10:08 AM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine გაიხარე ჩემო კარგო ამ განყოფილებაში აქტიურობისთვის და მისი გამრავალფეროვნებისთვის გულში გენაცვალე, სოფუნია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 17 2013, 04:11 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეგობრის ხსოვნას
მჯერა, სიკვდილიც ვერ დამავიწყებს - შენ მეხსომები, მჯერა მარადჟამს. მაშინ სანგარში დაჭრილი იწექ, სისხლში მოსვრული გქონდა ფარაჯა. იქნებ რა სურდათ შენს თვალებს ეთქვათ, არ იშორებდი ტუჩებზე ღიმილს და მე მესმოდა ჟღერა და ფეთქვა გულს და ტვინს შორის გამწყდარი სიმის. იყო მაისი ორმოცდაორის... მას შემდეგ ხუთი გაფრინდა წელი, შენ გხედავ ისევ მეგობრებს შორის გადასარჩენად გაწვდილი ხელით. შენ გხედავ, შენს გულს რა დამავიწყებს, მემახსოვრები, მჯერა, მარადჟამს, ეჰ, მაშინ ჩვენთან დაჭრილი იწექ - სისხლში მოსვრილი გქონდა ფარაჯა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 24 2013, 03:42 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მე რომ ეს ბედი...
ხომ შეიძლება სულ არ მენახე! მე რომ ის ტყვია არ ამცდენოდა, ვერ გიხილავდით შენ და ვენახებს, შორს ვიქნებოდი საქართველოდან! ხომ შეიძლება ბედი მწვეოდა უსასტიკესი და დამზაფრავი, წელთა ბურუსში ჩაინთქმებოდა დღემდე უცნობი ჩემი საფლავი! მე რომ ეს ბედი არ მქონებოდა, ვერ გიხილავდით შენ და ვენახებს და შეიძლება... - როგორც ეგონათ - მხოლოდღა ხსოვნას შემოვენახე. მე რომ ის ტყვია არ ამცდენოდა, დაიბუდებდა ბნელი თვალებში, შორს ვიქნებოდი საქართველოდან, სადღაც, მარტოკა, ცივ სამარეში! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 12:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი