IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Sep 4 2016, 08:24 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნებისმიერი ხალხის ისტორიაში დაუვიწყარია მათი სახელები, რომელნიც თავიანთი სიწმინდით ამგვარად [ჩრდილში დარჩენით] ემსახურნენ ერს. ასეთი იყო, მაგალითად, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. "გალობანი სინანულისანი" არის პირუთვნელი და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის განმგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე წინდანი...

"გალობანი სინანულისანი" საკუთარი თავის გაკერპების წინააღმდეგ ბრძოლის დასტურიცაა, ისევე როგორც დავითის სურვილი, დაკრძალულიყო გელათის ტაძრის ჭიშკარში, რათა კაცთა და პირუტყვთ მის საფლავზე დაედგათ ფეხი. ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი დავით აღმაშენებელის ზნეობის, მისი სულიერი სიწმინდის მაჩვენებელია".

/ილია II
"კარიბჭე" N13, 2008, გვ. 19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2016, 01:15 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინ შეიძლება დავასახელოთ მისაბაძ აღმზრდელად, თუ არა საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელი ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელსაც ისტორიკოსი ასე ახასიათებს: "კაცი სრული ყოვლით სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, გამჭრიახი, სვიანი და ფრთხილი". სხვაგან ამოვიკითხავთ: ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა, ვითარცა მამა მეფისა". ღირსი გიორგი ჭყონდიდელი სულიერ საზრდოს, მოწაფეს რომ გადასცემდა, სახარებისეული სწავლებიდან იღებდა. სიცოცხლის წიგნიდან ნასაზრდოები სიბრძნე უადვილებდა ამ მძიმე ტვირთს - მეფის აღზრდის - უდრტვინველად ზიდვას".

/"კარიბჭე" N13, 2008, გვ.36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2016, 11:42 AM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს დიდებული ტაძარი [ალავერდი] აშენდა XI საუკუნეში, კახეთის მეფე კვირიკე დიდის დროს და თვისი სიდიადით, სილამაზით, სიმსუბუქით, გრანდიოზულობით მნახველს განაცვიფრებდა. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ტაძარს გუმბათი დაადგა და განასრულა. ამის გამო ალავერდი ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ იქცა".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2016, 08:55 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმავე წელიწადს [1105 წ.] სპარსეთის სულთანმა დიდძალი თურქობა მოასხა ერწო-თიანეთს, მაგრამ დავითმა მტერი საზარლად შემუსრა და ესეთი რისხვა დასცა, რომ "ხუთი ქართველი იპყრობდაო ოთხასთა, ათი ქართველი ათასთაო". თვით დავითი გმირულად იბრძოდა, ჯარს ამხნევებდა, "ვითარცა ლომი შეუძახებდა ხმათა მაღლითა და ვით გრიგალი მიდამო იქცეოდა, თვით გოლიათებს მიიმართებოდა და სვრიდა და დასთხევდა". ბრძოლაში სამი ცხენი გამოუკლეს მეფეს, მაგრამ მას ვერა დააკლეს-რა.

ღმერთი ჰფარავდაო თავის ცხებულს. მეფეს ამ დღეს იმდენი ეკაფაო, რომ მის ხმლის ნაწვეთს სისხლს მთლად გაევსო მისი უბე წელამდეო და ეს საცნაური იქმნა მხოლოდ მაშინ, როდესაც მეფემ სარტყელი შეიხსნა და სისხლმა გადმოსჩქეფა დედამიწაზეო.

პირველად ეგონათ, ეს სისხლი მისგან გამოდიოდა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 190/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2016, 09:08 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საცა ჩნდებოდა ღვთის მოსაგრე მეფე, იქ მტერი, ვით ქონი აღგზნებულ ცეცხლის წინ, ფიცხლად დნებოდა, ილეოდა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 192/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2016, 09:21 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზენაარი სიმართლე იყო შემწე გმირ ქართველებისა და მათი მეფისა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 194/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2016, 09:34 PM
პოსტი #87


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ილოცონ ასრე: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 201/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2016, 09:52 PM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოგზაურთა სადგურად და დასასვენებლად მეფემ ააშენა შვენიერი სასახლეები, აგრეთვე მგოსანთა და ქადაგთა თავსაფრად. მგზავრსა და მგოსანს, რომელსაც კი მეფე შეხვდებოდა, მამაშვილურად მოიკითხავდა ხოლმე და, ვინც უქონელი იყო და მგზავრობის განგრძობა აღარ შეეძლო, ფულს აძლევდა და ისტუმრებდა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 204/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2016, 10:28 AM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სინას მთაზედვე მეფემ ააშენა წმ. ეკატერინეს მონასტერი, რომელიც გაამდიდრა ყოველის შემკულობით, წიგნებითა და წმ. ჭურჭელით. და "წარსცა მას ოქრო მრავალ ათასეული და მოსაკიდებელი ოქსიონნი და წიგნები საეკლესიო სრულებით დასამსახურებელნი სიწმიდეთა რჩეულის ოქროსა". ეს ტაძარი მეფემ ააშენა მოსაგონებლად და მოსახსენებლად თავის ასულის ეკატერინესი, რომელიც მიათხოვა (1116 წ.) ალექსის, ნიკიფორე ბრიენისა და ანა კომონიანოსის შვილს. (თავისი ქალიშვილი კატა 1116 წელს "გაგზავნა საბერძნეთს სძალად ბერძენთა მეფისად". დავითის ასული კატა დაქორწინდა ბიზანტიის იმპერატორის ალექსი I კომნენოსის უცმროს ვაჟზე - ისაკზე, - რედ.)

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 204-205/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2016, 02:07 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავის სამეფოში სვლის დროს, სიჩქარისა და ჯარისა თუ ამალის (მხლებლების) სიმრავლის გამო, მეფე ვერ განიკითხავდა ხოლმე ღარიბ-ღატაკს და ყველა იმათ, რომელთაც ან საჩივარი ჰქონდათ და ან რამე სათხოვარი. ამისთანავე, თუ ზაქე, ავიდოდნენ ხოლმე მაღალს ხეზე ან ბორცვზე და დაენახვებოდნენ მეფეს. მეფე იმ ხანს ჩაივლიდა და ღარიბების საჭიროების შესატყობად თავისს მოხელეს გზავნიდა, შეიტყობდა ყველაფერს დაწვრილებით და მერე, მოცლის დროს, მათს თხოვნას დააკმაყოფილებდა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 205/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2016, 02:41 PM
პოსტი #91


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არის თქმულება, რომ მეფე წყალში თევზსაც ამრავლებდაო; ამერეთის მდინარეების თევზებს იმერეთის მდინარეში სხამდაო და იმერეთის წყლებისას ამერეთის წყლებშიო".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 205/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2016, 11:22 PM
პოსტი #92


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უდროოდ, სულ ორმოცდაცამეტის წლის გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი (1125 წ. 24 იანვარს). გვამი მისი დიდებით მიასვენეს გელათს, დაკრძალეს და საფლავის ქვაზე წააწერეს მისივე სიტყვები:

"როს ნაჭარმაგევს მეფენი
შვიდნი მე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი
საზღვართა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან
იმერთა წყალთა შთამესხნეს, -
აწე ამათსა მოქმედსა
გულზედან ხელნი დამესხნეს".

ხსენებულ შვიდ მეფედ იგულისხმებიან მეფეები: შარვანისა (დავითის სიძე, თამარის ქმარი აღსართანე), ბერძნის მეფე (სიძევე - ალექსი), ყივჩაყთა მეფე ათრაქა შარაღანისძე (დავითის სიმამრი), ოსთა მეფე (მეგობარი), ბულასვარ ანის მფლობელი (ტყვედ წამოყვანილი), კახეთის მეფე აღსართან (დავითის ტყვე) და არანის მფლობელი.

ნაჭარმაგევი - ეს დიდებული ადგილია, საცა აღმაშენებლის დროს სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა, საცა დავით მეფის შვილის-შვილი გიორგი და ამისი ასული თამარ მეფე აგარაკად გამოდიოდნენ ზაფხულობით, დღეს მინგრეულ-მონგრეულია და იწოდება კარალეთად".

"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 209/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2016, 01:35 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისგან დევნილმა მოღალატე მსხვილმა ფეოდალმა ძაგანმა თავი [შიო] მღვიმეს შეაფარა. მონასტრის კრებულმა ორგული ფეოდალი შეიპყრო და მეფეს გადასცა. მღვიმელთა ერთგულებისა და თავდადებისათვის დავითმა მონასტერი მთლიანად თავის საპატრონოდ გამოაცხადა და იქ ღვთისმშობლის დიდი ტაძარი ააგო (1103 - 1133 წლები)".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.174/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2016, 01:54 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ გამოირჩია ეკლესიამ დავით აღმაშენებელი და წმინდანთა დასში შერაცხა? ბევრი დამსახურების გამო. მაგრამ მე მაინც მათგან ყველაზე დიდს გამოვყოფდი: დიდგორისა თუ სხვა სასახელო ბრძოლების მოგების კი არა, არც რუის-უბრნისის კრებასა თუ მრავალ სხვა სიკეთეს, არამედ მის ბოლო ამოხდომას - "გალობანი სინანულისანი" კარგად გვიჩვენებს მის სიდიადეს.

წმინდა მეფე დავითს ვთხოვთ სიძლიერეს, შეწევნას ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ თუ მისნაირი ადამიანი არ იდგება ქვეყნის სათავეში, რომელსაც ექნება მისნაირი გულშემუსვრილება, განცდა სინანულისა, განცდა საკუთარი ცოდვებისა, უნარი შეცდომების დანახვისა, აღიარებისა და სურვილი ღვთის წინაშე მართლად წარდგომისა, ჩვენ მეორედ ვერც დიდგორს მოვიგებთ და ვერც რუის-ურბნისის მსგავს ღირსეულ კრებას ჩავატარებთ".

/დეკ. დავით შარაშენიძე
"კარიბჭე" N11, 2009, გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2017, 06:46 PM
პოსტი #95


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითის დიდი საქართველო მის თანამებრძოლებთან ერთად იქმნებოდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არსენ იყალთოელს ეკუთვნის. დავით აღმაშენებელი მას უწოდებდა "სასოს და განმანათლებელს დავითისა, ბერსა არსენის..."

/"კარიბჭე" N3, 2017, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2017, 11:58 AM
პოსტი #96


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მასში ["გალობანი სინანულისანი"] დიდი მეფე მაღალმხატვრული ოსტატობით, პირველ რიგში გვიამბობს საკუთარი ცოდვების შესახებ და მიმართავს უფალს, მიუტევოს მორწმუნე ქრისტიანისთვის შეუფერებელი მიწიერი სისუსტეები. ფაქტობრივად, ესაა ლიტერატურული აღსარება, რომელიც დავითმა ჩააბარა არა კონკრეტულ სულიერ მოძღვარს, არამედ სრულიად საქართველოსა და მის უდიდებულესობას ისტორიას, ჩვეულებრივი აღსარებისაგან განსხვავებით, ეს არაა რელიგიურ ექსტაზში მყოფი მორწმუნის მონოლოგი, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი და ეტრატზე გადმოტანილი განცდა-ნააზრევი, ცივი გონების დარჯაკში გატარებული და საბოლოო სახის მიცემამდე არაერთგზის გაზომილ-გაცხრილული".

/"კარიბჭე" N3, 2017, გვ.52/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2017, 11:23 AM
პოსტი #97


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდანად შერაცხულ მეფე-დედოფალთაგან, არ შემიძლია, არ გამოვყო დავით აღმაშენებელი. არც დავითამდე და არც მის შემდეგ არავის განუდიდებია ასე ქართველი კაცის სახე. დავითი თვითონვე იყო კირითხუროც, მეომარიც, მჭედელიც, თვითონვე ჭრიდა ტაძრისთვის ვეება ლოდებს და ოფლის ღვრით მის კედლებზე აჰქონდა. სამშობლოზე ფიქრი აჩრდილივით მარად თან ახლდა, საქართველო იყო მისი სალხინებელ-საფიცარი."

/მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
"კარიბჭე" N23, 2008, გვ. 6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2017, 10:54 AM
პოსტი #98


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბეჭედი

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ფრესკაზე წმინდა მეფე დავითს მარცხენა ხელში ტაძრის მაკეტი უპყრია, მარცხენა ხელის თითზე კი სამეფო ბეჭედი უკეთია. გადმოცემით, სწორედ ეს ბეჭედი ყოფილა დაცული მონასტრის საგანძურში. დეკანოზი დავით ღამბაშიძე წერდა: "ბეჭდის სიდიდე უნდა იყოს მიზეზი, რომ ხალხი დღესაც ღონიერ კაცად სთვლის დავით აღმაშენებელს". ეს ბეჭედი, ლეგენდის მიხედვით, დავითს სახელმწიფო ბეჭდის ნაცვლად ჰქონია. როცა წმინდა მეფე რომელიმე სიგელს ხელს აწერდა ანდა რაიმე საქმის გადაწყვეტა სურდა, განსაკუთრებით კი ბრძოლაში შესვლის წინ, ახდიდა ბეჭდის კიდობანს და ეამბორებოდა წმინდანთა ნაწილებს, მათგან გამოითხოვდა შეწევნას. ბეჭდის ზედაპირი ამობურცული იყო და ოქროში დაფერილი, მის სიღრმეში ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი გახლდათ ამოტვიფრული. ბეჭედში დაცულ სიწმინდეთა შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ბატონი გივის აზრით, "სანაწილეში ძელი ჭეშმარიტის ნაწილთან ერთად მოთავსებული უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ნაწილი. ამას ბეჭედზე ამოტვიფრული წმინდა გიორგის გამოსახულებაც ადასტურებს".

1904 წლის 17 ივლისს გელათის მონასტერი გაიძარცვა. სხვა სიწმინდეთა შორის ყაჩაღებმა დავით აღმაშენებლის ბეჭედიც გაიტაცეს. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. სიწმინდე დაეკარგა ქართველ ხალხს. აკაკი წერეთელს გულდამწუხრებულს უთქვამს: "ბევრი რამ მამა-პაპათა ნაანდერძევი, დღეს დაკარგულ-დავიწყებული, მიგლოვია, მაგრამ არც ერთი ისე არ დამსობია გულზე, როგორც ეს უკანასკნელი უკუღმართობა".

/"კარიბჭე" N3, 2008, გვ.21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2017, 11:14 AM
პოსტი #99


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დარუბანდის კარები

ლეგენდით, ერთი ქართველი ვაჭარი დარუბანდში ლეკებმა გაძარცვეს. მათმა ბელადმა კი დასცინა: "წადი საქართველოში და სამართალი შენს მეფე დავითსა სთხოვეო". ვაჭარს მიუგია: "სამართალი შენ გააჩინე, თორემ დავითს რომ ვუთხრა, საქმე ცუდად წაგივაო", რაზეც ლეკთა ბელადს დაცინვით უთქვამს: "რას მიზამს, დარუბანდის კარები არ ჩამომიხსნასო".

ეს რომ მეფე დავითმა გაიგო, ვაჭარი დაამშვიდა: "საქონელს საქონლითვე დაგიბრუნებო". მერე კი ათას ცხენს ორი ათასი კიდობანი აჰკიდა და თითოში თითო შეირაღებული ჯარისკაცი ჩასვა. ყოველ ცხენს მხედრად ვაჭრად გადაცმული ვაჟკაცი დაუდგინა და დარუბანდში გაისტუმრა. თვითონაც უკან გაჰყვა. ლეკების ბელადთან კაცი გაგზავნა, საქონელი მომაქვს გასაყიდად და კარები გამიღეო. გახარებული ლეკები ასეც მოიქცნენ.

დაღამებისას შეიარაღებული ქართველები კიდობნებიდან ამოძვრნენ და სამი ათასმა შეიარაღებულმა კაცმა დარუბანდი აიღო. დავითმა ჩამოახსნევინა რკინის კარები, გელათში ჩამოიტანა და მონასტრის სამხრეთ კარიბჭეში ჩადგა. ამ ამბავს მემატიანეც გვამცნობს: 1124 წელს დავითის მეომარნი "დაეხსნეს შაბურანს დარუბანდელსა და მოწყვიტნეს ქურდნი ლეკნი".

მე-18 საუკუნეში, სოლომონ I-ის მეფობისას, დავით აღმაშენებლის მიერ დაუბანდიდან ჩამოტანილი რკინის კარების ერთი ფრთა ღვთისმშობლის ტაძრის გადასახურად ლურსმნებად დაჭრეს. წარწერიანი ნაწილი კი შეინახეს და იგი დღესაც დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში.

/"კარიბჭე" N3, 2008, გვ.21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2017, 03:43 PM
პოსტი #100


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მეფე დავითი რუისში გაიზარდა. მოგეხსენებათ - მამაცაშვილებმა გაზარდეს. ასეთი თქმულებაც არის - დავითი რუისში მოინათლა, გალავნის ფერისცვალების სახელობის უძველეს ტაძარშიო".

/"კარიბჭე" N11, 2017, გვ. 59/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი