მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
KAIROS |
Mar 30 2008, 08:41 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა უფრო სამართლის საკითხშია გადასატანი... და ვფიქრობ მსგავსი თემაც უნდა არსებობდეს, ისე საინტერესო საკითხია
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
makiki |
Mar 30 2008, 09:02 PM
პოსტი
#3
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
ადამიანის დასჯა თავისი დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე სულაც არ ნიშნავს ადამიანის განკითხვას და განსჯას.სახელმწიფო მართლმსაჯულების გარეშე წარმოუდგენელია,მაშინ სახელმწიფოც უნდა დაიშალოს.
უმჯობესი იქნება დასჯის პირობები შეიცვალოს და ძველს დაუბრუნდეს,როცა არსებობდა საეკლესიო სასჯელები და ადმინის სასჯელი გამოიხატებოდა უზიარებლობით და არა ციხეში ყურყუტით. ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებას რეაგირება რომ არ მოსდევდეს დანაშაულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და სრული განუკითხაობა იქნება -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მნათე |
Mar 30 2008, 09:07 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უდიდესი პრობლემაა...
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Mar 30 2008, 09:48 PM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
წავიდა შესაბამის განყოფილებაში
|
guest |
Mar 30 2008, 10:02 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს თემა უფრო სამართლის საკითხშია გადასატანი... და ვფიქრობ მსგავსი თემაც უნდა არსებობდეს, ისე საინტერესო საკითხია მსგავსი თემა მე არქივში ვნახე მგონი, დახურული იყო, ისე საინტერესო კამათი მიდიოდა... მეც მაინტერესებს, იმედია ძველი თემისგან განსხვავებით შეურაცხყოფების გარეშე წავა აქ ბაასი... |
Misha Songulashvili |
Mar 30 2008, 10:33 PM
პოსტი
#7
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
makiki
ციტატა უმჯობესი იქნება დასჯის პირობები შეიცვალოს და ძველს დაუბრუნდეს,როცა არსებობდა საეკლესიო სასჯელები და ადმინის სასჯელი გამოიხატებოდა უზიარებლობით და არა ციხეში ყურყუტით. ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებას რეაგირება რომ არ მოსდევდეს დანაშაულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და სრული განუკითხაობა იქნება დედა რეებს ლაპარიკობს ეს ადაიანი... მკვლელი ან ქურდი უზიარებლობით შეშინდება??? მგონი რაღაც სხვაკონტექსტში დაწერე და მე ვერ მიგიხვდი -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
XAFRAN |
Mar 30 2008, 11:05 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
მე არ მომწონს რომ ამ ყოველივეს მიმართ ეკლესიას თავისი აზრი არ გააჩნია... ან იქნებ გააჩნია და მე არ ვიცი -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
Genesis |
Mar 30 2008, 11:07 PM
პოსტი
#9
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Misha Songulashvili
დანაშაულის გამეორების შემთხვევაში, სანთელს ორმაგ ფასში მივყიდიდი მე მაგალითად -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მნათე |
Mar 30 2008, 11:09 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე არ მომწონს რომ ამ ყოველივეს მიმართ ეკლესიას თავისი აზრი არ გააჩნია თმების სიგრძის ღრმა თემატიკაზე ვიღა უნდა დაკავდეს... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
XAFRAN |
Mar 30 2008, 11:11 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
თმების სიგრძის ღრმა თემატიკაზე ვიღა უნდა დაკავდეს... ვერ მივხვდი................ -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მნათე |
Mar 30 2008, 11:12 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ვერ მივხვდი................ ანუ ამაზე გაცილებით აქტუალურია მამაკაცის თმების სიგრძე... რომელიც სახარებას ეწინააღმდეგება თურმე... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Genesis |
Mar 30 2008, 11:18 PM
პოსტი
#13
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ანუ ამაზე გაცილებით აქტუალურია მამაკაცის თმების სიგრძე... რომელიც სახარებას ეწინააღმდეგება თურმე... საბედნიეროდ შეღებვა ვერ ეწინააღმდეგება სახარებას... ხო მართლა, მე რომ შევიღებე თმები და სურათი დავდე... ასე მითხრეს შენ რა, მალე მათეც შეიღებავს თმებსო... და როგორაა შენი საქმე? პ.ს. მართლმსაჯულება კეისრის მონეტასავითაა, ქრისტიანობის ხელში არ უნდა ჩავარდეს... თვითონ მართლმსაჯულება თუ გაუწევს ქრისტიანულ მსოფმხედველობას ანგარიშს, ეგ სხვა საქმეა... მარა რელიგიამ პოლიტიკას არ უნდა დაატანოს ძალა -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
XAFRAN |
Mar 30 2008, 11:24 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
მართლმსაჯულება კეისრის მონეტასავითაა, ქრისტიანობის ხელში არ უნდა ჩავარდეს... თვითონ მართლმსაჯულება თუ გაუწევს ქრისტიანულ მსოფმხედველობას ანგარიშს, ეგ სხვა საქმეა... მარა რელიგიამ პოლიტიკას არ უნდა დაატანოს ძალა მაშ დავსხდეთ და ვუცქიროთ მშვიდათ როგორ ნავარდობს ჩვენს გვერდით სამართლებრივი უსამართლობა -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
Genesis |
Mar 30 2008, 11:41 PM
პოსტი
#15
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მაშ დავსხდეთ და ვუცქიროთ მშვიდათ როგორ ნავარდობს ჩვენს გვერდით სამართლებრივი უსამართლობა რატო ვუცქიროთ გვერდიდან... ყველა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამართლის დამკვიდრებაში... მარა რაშუაშია რელიგია? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
XAFRAN |
Mar 31 2008, 01:26 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
რატო ვუცქიროთ გვერდიდან... ყველა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამართლის დამკვიდრებაში... მარა რაშუაშია რელიგია? რელიგია არა მარა ეკლესია კი შუაშია; ეკლესიამ რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოების შეცდომებსა და არამართებულ დამოკიდებულებზე სხვადასხვა საკითხებისადმი. ეკლესიას ვფიქრობ ყოველთვის უნდა ქონდეს პრეტენზია სახელმწიფო დაუქვემდებაროს უფლისაკენ მიმავალ გზას; სახელმწიფო სხვა კი არაფერია გარდა წესრიგისა და სამართლისა და თუ ეკლესიას ამ ხრივ საკუთარი შეხედულებანი არ ექნება, იგი უბრალო იურიდიულ ფირმას დაემსგავსება. -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
Genesis |
Apr 1 2008, 12:46 PM
პოსტი
#17
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
რელიგია არა მარა ეკლესია კი შუაშია; ეკლესიამ რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოების შეცდომებსა და არამართებულ დამოკიდებულებზე სხვადასხვა საკითხებისადმი. ეკლესიას ვფიქრობ ყოველთვის უნდა ქონდეს პრეტენზია სახელმწიფო დაუქვემდებაროს უფლისაკენ მიმავალ გზას; სახელმწიფო სხვა კი არაფერია გარდა წესრიგისა და სამართლისა და თუ ეკლესიას ამ ხრივ საკუთარი შეხედულებანი არ ექნება, იგი უბრალო იურიდიულ ფირმას დაემსგავსება. ეკლესიამ რეაგირება უნდა მოახდინოს ადამიანთა გაუმჯობესებაზე... სახელმწიფო კიარუნდა დაუქვემდებაროს უფლისაკენ მიმავალ გზას არამედ უშუალოდ ამ სახელმწიფოს შემადგენელი ადამიანები... კეისრის და უფლის მისაგებელი ასე მესმის მე... მაგალითად ხომ ქრისტე გვყავს? რა გააკეთა ებრაელი ერის პოლიტიკური კეთილდღეობისთვის? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
makiki |
Apr 28 2008, 09:36 PM
პოსტი
#18
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
makiki დედა რეებს ლაპარიკობს ეს ადაიანი... მკვლელი ან ქურდი უზიარებლობით შეშინდება??? მგონი რაღაც სხვაკონტექსტში დაწერე და მე ვერ მიგიხვდი ხო ,მე სხვარამე ვიგულისხმე ,მაგრამ სხვაგვარად გამოსულა იმის თქმა მინდოდა,რომ იყო დრო საქართველოში რომ ხალხს დანაშაულის ჩადენის დროს ეშინოდათ არა ციხეში მოხვედრის,არამედ ზიარების გარეშე დარჩენის,როგორც მახსოვს თავიდან ტაძარში შესვლაც ეკრძალებოდათ რამდენიმე წელი შემდეგ მხოლოდ კარებში იდგნენ,მერე ზიარების დაწყებამდე შეეძლოთ მარტო გაჩერება და ასე ნელ-ნელა ხდებოდნენ ისევ ზირების ღირსი.მე მათ რწმენაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება,თორემ დღეს რომ ხალხისთვის ეს სასჯელი სასჯელი სულაც აღარ არის ვიცი -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მხევალი ნინო |
May 8 2008, 08:08 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ასეთი თემა მახსოვს...
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
nino_ni |
May 8 2008, 09:14 PM
პოსტი
#20
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
სისულელეა,ის რომ ვინმეს შეაშინებ ციხის გარეშე და რამით დაარწმუნებ,რომ დანაშაული აღარ ჩაიდინოს.....
ადამიანი,რომელიც კაცს კლავს,ქურდობს,ქალზე ძალადობს და აღარ გავაგრძელებ კიდევ რა საშინელებას აკეთებს,ასეთი ადამიანი რით უნდა შეაშინო.რომ იგივე არ გაიმეოროს? მაგრამ ერთი რამის მომხრე ვარ,ციხეში აუცილებლად სავალდებულო უნდა იყოს ლოცვა,აღსარება და ა.შ ანუ ფსიქოლოგიურად უნდა განკურნო და ეკლესიისკენ მოაბრუნო,რომ გამოსვლის მერე იგივე აღარ ჩაიდინოს.............. -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი