IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 163 164 165 166 167 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 5 2021, 11:29 AM
პოსტი #3281


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ წმინდა ბასილის სკიტელ მამა ბარნაბასთან სამოღვაწეოდ მივიდა ერთი ახალბედა მონაზონი, მამა ნათანაილი, წმინდა პავლეს კინოვიური მონასტრიდან.

-რას ფიქრობენ შენზე შენს მონასტერში? - ჰკითხა მას ბერდიდმა.

-მონასტერში ჩემზე კარგი აზრი აქვთ, - უპასუხა მან.

-მაშინ ცუდად არის შენი საქმე, - უთხრა ბერდიდმა და ამოიოხრა, - კარგად მისმინე: წახვალ მონასტერში, როცა სატრაპეზოდ დასხდებით, შეჭამ მოტანილ საჭმელს, დალევ ღვინოს, მერე კი მოითხოვ მესამე და მეოთხე ულუფას, და მერე ღვინოს, და შემდეგ წამოხვალ.

მამა ნათანაილმა მამა ბარნაბასგან კურთხევა აიღო და ისე გააკეთა, როგორც მან უბრძანა. მაგრამ მაძღრად ჭამა-სმას გადაჩვეულს, სატრაპეზოდან გამოსულს თავბრუ დაეხვა და ძმათა წინაშე მიწაზე დაეცა. მათ იფიქრეს, ნათანაილი ეშმაკეული გახდაო.

დაბრუნდა ნეტარ ბარნაბასთან და ყველაფერი მოუყვა, მაშინ ბერდიდი უდიდესი სიხარულით აღივსო და უთხრა:

-ყველაფერი კარგად ახლა გაქვს.

განკურნა მისი სულიერი წყლულები და ყველაზე შორეულ კელიაში დაასახლა, სადაც ის მყუდროებაში პატარა ბოსტანს ამუშავებდა და თავისთვის ცოტა ხახვი მოჰყავდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2021, 10:33 AM
პოსტი #3282


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი, რომელიც საკუთარ ცხონებაზე არ ზრუნავს, ღვთის მგმობელია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2021, 10:49 AM
პოსტი #3283


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დგება ზამთარი. მთები ჭაღარა თოვლით იფარება. ზამთარი საუკეთესო დროა მდუმარებისა და ლოცვისთვის; ზამთარი - ეს „უდაბნოა უდაბნოში“, განსაკუთრებით კი ზამთრის ღამე. მეუდანოე მონაზვნისთვის უჩვეულო სიხარულია ის, რომ მისი სენაკის კარზე არავინ დააკაკუნებს, ლოცვას არ გააწყვეტინებს, ღმერთს დროებითაც კი ვერავინ დააშორებს, ტკბილ მდუმარებას ვერ დაურღვევს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2021, 02:03 PM
პოსტი #3284


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ჭეშმარიტი მონაზვნობის მიზნის მისაღწევად - საკუთარი თავის ზნეობრივი სრულყოფილებისა და ღმერთთან, სიწმინდისა და ნეტარების წყაროსთან მჭიდრო კავშირისათვის - მონაზვნად აღკვეცილისათვის აუცილებელია ცოდნა და აღსრულება შინაგანი და გარეგნული კანონებისა, რომელსაც მისგან ეს ანგელოზებრივი (როგორც მას არცთუ უმიზეზოდ უწოდებენ) სახე მოითხოვს. სხვაგვარად, შესაძლოა, მონასტრის კედლებში ხმაურისა და სოფლის ამაოებისაგან მოშორებით იცხოვრო, სამონაზვნო სამოსი და წოდება ატარო, სულში კი ერისკაცზე დაბლა იდგე!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2021, 12:55 PM
პოსტი #3285


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალსკიტელი მამა ....ი 55 წელი ლოცულობდა, რომ მორჩილად გარდაცვლილიყო, რადგან ბერდიდად გახდომა არ უნდოდა. მან იცოდა, როგორი გვირგვინებია გამზადებული მორჩილებისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2021, 12:10 PM
პოსტი #3286


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერს ყველაფერი: გონება, გრძნობა, წესები სხვაგვარი აქვს, ვიდრე - ერში მცხოვრებთ. მდუმარება ნეტარებაა; ლოცვა - სულიერი ჭვრეტა; ღვთის სიტყვა - საზრდო მისი სულისათვის; უტკბილესია საუბარი ღმერთთან; ტაძარი ერთადერთი თავშესაფარია; სავანის ზღუდე საზღვარია, რომლის იქითაც მისთვის აღარაფერი არსებობს; მისი სამყარო მარადიულობაა; იქ არის მისი სანუჯე, იქვეა მისი გულიც. მიწაზე მცხოვრებლებთან ერთადერთი კავშირი აქვს - თბილი ლოცვა მათზე. აი, რა არის მონაზვნური ცხოვრება!“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 11 2021, 10:48 AM
პოსტი #3287


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რაც მეტად შორს იქნები სოფლისაგან, მით უფრო ახლოს მიხვალ ღმერთთან“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2021, 09:36 AM
პოსტი #3288


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მთები - ეს ასკეზის სიმბოლოებია; ვეება ლოდები მოღვაწის სულის სიმტკიცეა; მთის ბილიკები ხელთუქმნელი ტაძრის საფეხურებით გონების აღსვლაა ღმერთთან; უფსკრულები და კლდის ქიმები განსაცდელები და დემონური ცდუნებებია სულიერ გზაზე; ბინდში, თითქოსდა ნისლის გროვაში გაწოლილი ხეობები მისტიკური ჭვრეტის საიდუმლოებანია. მთის ქვიან, დაღარულ ფერდობებზე მორაკრაკე ნაკადულები - გულში აჟღერებული ლოცვაა; თოვლით დაფარული მწვერვალები - ეს სულია, რომელიც ღმრთაებისკენაა მიმართული და მის შუქს ირეკლავს; მთებზე შემოხვეული, საჰაერო კუნძულებივით ღრუბლები წვიმისა, ღვთის მადლია, მეუდაბნოეთა გულებს რომ ავსებს ზეციური წვიმით; ცის ლაჟვარდი - მარადისობის სახეა, ღვთაებრივი სილამაზის ჩრდილია, რომელიც ადამიანისთვის ისევე იხსნება ლოცვაში, როგორც ცა გარღვეულ ღრუბელში; მყინვარები კი, სახეა სიწმინდისა და უვნებობისა“

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2021, 10:08 AM
პოსტი #3289


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უმჯობესია მონაზონი დედის საშოში მოკვდეს, ვიდრე საკუთარ წოდებაზე არ ზრუნავდეს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2021, 12:35 PM
პოსტი #3290


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ წმ. სილუანთან კავკასიიდან მამა სტრატონიკე მივიდა, რომელმაც სულიერი სრულყოფილების დიდ საზომს მიაღწია. მას სურდა, რომ ათონის მთაზე ვინმესგან სულიერი დარიგება მიეღო და როდესაც წმ. სილუანს შეხვდა და მასთან საუბარი დაიწყო, მიხვდა, რომ ის უდიდესი სულიერი გამოცდილების მქონე იყო.
წმ. სილუანმა მამა სტრატონიკეს ჰკითხა: „როგორ საუბრობენ სრულყოფილები?“ მამა სტრატონიკემ როდესაც ეს კითხვა მოისმინა, გაოცდა მისი სიღრმის და ვერაფერი უპასუხა. მაშინ წმ. სილუანმა თქვა: „სრულყოფილები საკუთარი გონებით არ იძლევიან რჩევებს“.

/მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2021, 12:01 PM
პოსტი #3291


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თქვა ბერდიდმა:

მორჩილი მორჩილების ჯვრის ტვირთვით განდიდდება. როგორც განდიდდა უფალი, იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკვდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2021, 11:30 AM
პოსტი #3292


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ მუდამ ამ ორ სიტყვას გვიმეორებდა [მამა იოსებ ისიქასტი]: ,,მოთმინება და იესუს ლოცვა!’’. ღმრთის განგებულებით, ის ახლაც გვეხმარება. ჩვენ, მისი მორჩილები, ერთმანეთში არასდროს ვკამათობდით და ვკინკლაობდით. ზოგიერთი მამა იოსებს ცილს სწამებდა, ცრუ ბრალდებებს უყენებდა და ასე ცდილობდა ჩვენთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ ჩვენი მოძღვარი გვასწავლიდა, რომ ყურადღება არ მიგვექცია და გვეუბნებოდა: ,, რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩვენ არაფერს ვუპასუხებთ’’.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2021, 11:16 AM
პოსტი #3293


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მღვდელმონაზონი პირფირე კავსოკალიველი ამბობდა: ბერდიდის და მისი თვალების მარტო ერთი შეხედვა საკმარისი იყო ჩემთვის, გამეგო, რა სურდა და რა ესიამოვნებოდა.

ერთი მეუდაბნოე მეუბნებოდა:

-სახლის სახურავი ეს შენი ბერდიდია. მეკითხებიან, რამდენი წელია, რაც მთაწმინდაზე ცხოვრობო. არ ვპასუხობ. ჯორებიც ხომ ორმოცი წელი ცხოვრობენ ათონზე, მაგრამ ჯორებად რჩებიან. რა სიკეთე გამოდნება ამ წლებიდან, თუ არ მოღვაწეობ?
როცა კარგი მორჩილი მიდიოდა რაიმე დავალების აღსასრულებლად და შემხვედრი ეკითხებოდა, - საით მიდიხარო, ის მიუგებდა: „მორჩილებაზე“, ანდა: - საიდან მოდიხარო, - მორჩილებიდანო“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2021, 12:36 PM
პოსტი #3294


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოსაგრეს ყველაფერი განსხვავებული უნდა ჰქონდეს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2021, 12:36 PM
პოსტი #3295


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს ერთი საზრუნავი და უკიდურესი სურვილი აქვს - სათნოეყოს ღმერთს და ღვთის საქმეები აღასრულოს. როდესაც იოანე კიბისაღმწერელს ჰკითხეს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი და კეთილგონიერი ბერი, მან უპასუხა: „ის, ვინც ყოვედღიურად, ცხოვრების ბოლომდე, განუწყვეტლივ ცეცხლს ცეცხლზე ამატებს, სურვილს - სურვილზე, მეცადინეობას - მეცადინეობაზე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2021, 11:27 AM
პოსტი #3296


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი ის არის, ვინც ყველაფერს მოაკლებს საკუთარ თავს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2021, 12:34 PM
პოსტი #3297


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა სოფრონმა [სახაროვი] მორჩილების ტრადიცია თავის მოძღვართან - წმ. სილუან ათონელისგან მიიღო. რა თქმა უნდა, მორჩილებაც ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოებაა, რადან ამ დროს, ადამიანი საკუთარი მოძღვრის მორჩილების მიერ, ღმრთის მარადიული ნების აღმსრულებელი ხდება. წმ. სილუანის ნაწერებში ნახავთ, თუ როგორ მიმართავს ის მორჩილებსა და მოძღვრებს. მორჩილებს ასწავლის, რომ თავიანთ სულიერ მამას ყველაფერში დაემორჩილონ. მოძღვრებს კი ეუბნება, რომ პირველ რიგში ღმრთის ნება უნდა გამოიძიონ, რადგან თუკი ადამიანს არ აქვს ღმრთის ნების შემეცნების სულიერი ნიჭი და საკუთარი გონებით გასცემს სულიერ რჩევებს, მაშინ ვერ გაექცევა შეცდომებს. წმ. სერაფიმე საროვლი ამბობს: „როდესაც საკუთარი გონებით ვსაუბრობდი, შეცდომებს ვუშვებდი“.

/მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი (მამა სოფრონის ძმისწული)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2021, 12:42 PM
პოსტი #3298


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი ბერისათვის მიწაზე არავინ და არაფერი აღარ არსებობს. მისი სიხარული და ნეტარება განუწყვეტელი ლოცვაა. მას ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ სწყინდება მათთან, რადგან ისინი ღმერთს აშორებენ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2021, 12:39 PM
პოსტი #3299


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“აბბა - სირიულ-ქალდეური სიტყვა, აღნიშნავს „მამას“. ახალ აღთქმაში გვხვდება სამჯერ, კერძოდ: ერთხელ თავად უფალმა გამოიყენა (მრკ. 14.36) და ორჯერ - წმინდა პავლე მოციქულმა თავის ეპისტოლეებში (რომ 8.15; გალ. 4.). მონებსა და მოახლეებს არ ჰქონდათ უფლება, ოჯახის უფროსისათვის მიემართათ „აბბა“ და ეს გარემოება განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-8 თავის სიტყვებს (რომ. 8.15). ამ სიტყვის სრული მნიშვნელობის გადმოცემა სხვა ენაზე შეუძლებელია. იგი გამოხატავს უმაღლესი ხარისხის გულწრფელ სიყვარულს, ნდობას, მორჩილებას, ასევე მეგობრულ ურთიერთობას. სიტყვა „აბ“ შეესაბამება პატარა ბავშვების მიერ ტიკტიკით ნათქვამ სიტყვას „მა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2021, 10:32 AM
პოსტი #3300


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,029
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი ის არის, ვისაც ისე აქვს მოწყობილი შინაგანი სამყარო, რომ მხოლოდ ღმერთი და თვითონ არიან!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 163 164 165 166 167 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 13 მომხმარებელი (მათ შორის 13 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 08:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი