საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის განჩინებანი, მხოლოდ აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის განჩინებანი, მხოლოდ აქტები |
A.V.M |
Jul 22 2012, 01:12 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
"2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: 1. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება, ის პრობლემები, რაც მცირე ერებს ემუქრებათ გლობალიზაციის პირობებში; ხაზი გაუსვა სკოლებში მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ეკლესიისა და ოჯახის ჩართვის აუცილებლობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და მათთვის გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში დაუფლების საჭიროებას; 2. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, - არჩევნების წინაპერიოდში, - განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. 3. წმინდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა: ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენისა, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით. 4. განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები. 5. სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წ.წ.). მისი ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი. 6. წმინდა სინოდმა მოისმინა მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოხსენება საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და განაჩინა: ვინაიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, XX ს-ში, - კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ, მკვიდრდებოდა რა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში, ანუ 600 წლის მანძილზე, არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, ამასთან, თითქოს, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ასევე არ შედიოდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიული რეგიონი, დაევალოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური, დროული და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის. ხელი შეეწყოს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ წარმოდგენილი მასალების დაბეჭდვას და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რომ "წმინდა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა," ხოლო წმინდა ნინომ "განანათლა ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა." (დიდი სჯულის კანონი, 1974, გვ.545-546) და რომ ამას მოწმობენ უცხოური წყაროებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აზრს სრულად იზიარებს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. იგი წერს: "ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღვწოდნენ." (ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ.47.) 7. წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ საფრთხე შეუქმნა მათ არსებობას. დადგა დრო აფხაზებმაც და ოსებმაც ნათლად გააცნობიერონ, რომ სწორედ ქართველებთან კავშირშია მათი თვითმყოფადობისა და გადარჩენის გარანტია, რისი დადასტურებაცაა ჩვენთან ამ ერების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება. დაადგინეს: საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას." - ნათქვამია დადგენილებაში. http://primetimenews.ge -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 19 2013, 03:10 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
აღნიშნულ თემაში დაიდება ხოლმე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის , წმ.სინოდის განჩინებანი. ნებისმიერი სხვა სახის პოსტი ჩაითვება ,,ოფ ტოპიკად'' და დაექვემდებარება წაშლას...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 19 2013, 03:32 PM
პოსტი
#3
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
2012 წლის 7(20) დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინება 2012-12-20 წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. სხდომის დასაწყისში წაკითხულ იქნა წმინდა ამბროსი მედიოლანელის ლოცვა: “შენ, ღმერთსა, გაქებთ!” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ეკლესიის მდგომარეობა მისი აღსაყდრებიდან დღემდე. მან აღნიშნა, რომ თუ არა ღვთის წყალობა და შეწევნა, ძნელი იქნებოდა ამ ურთულესი პერიოდის გადალახვა, არ მოხდებოდა მრავალი ეკლესიისა და მონასტრის აშენება-რესტავრაცია, რომელთა შორის გვირგვინია ყოვლადწმინდა სამების ტაძარი. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვის შემდგომ წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: I. კომუნისტური რეჟიმის დროს სასულიერო პირთა და სარწმუნოებისათვის წამებულ ერისკაცთა ცხოვრების შესწავლა მათი შემდგომი კანონიზაციისათვის; წმინდა სინოდმა დაადგინა: დაევალოს კანონიზაციის კომისიას ცალკეული პირების ცხოვრების შესწავლა და მათი კანონიზირების საკითხის წარმოდგენა წმინდა სინოდის წინაშე; II. მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: 1. წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს _ ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; 2. გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი. 3. ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე _ 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი). III. წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვისა. წმიდა სინოდმა დაადგინა: კანონიზაცისს კომისიას დაევალოს შესაბამისი მასალის შესწავლა და დასკვნის წარდგენა წმ. სინოდის განსახილველად. IV. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დასვა საკითხი, განათლების ცენტრის მუშაობის შესახებ. განათლების ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს მოკლე მოხსენების შემდეგ წმინდა სინოდმა დაადგინა: განათლების ცენტრმა სისტემატურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს განათლების სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. V. წმინდა სინოდმა იმსჯელა ქართველოლოგიის დღევანდელ მდგომარეობაზე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში. მდგომარეობა მიჩნეულ იქნა არასახარბიელოდ. წმინდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნას ცენტრი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლებლებთან ერთად იმუშავებს, რათა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და დაწესებულებებში ჩამოყალიბდეს ქართველოლოგიური ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ისტორიასთან და მეცნიერების სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვან, დარგებთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურ წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით. VI. წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=718 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Oct 14 2013, 01:46 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
"როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
სხდომაზე მოხდა ეპარქიების რეორგანიზაცია, კერძოდ გაიყო ოთხი ეპარქია; ამასთან, საეპისკოპოსო კანდიდატებად გამორჩეულ იქნა შვიდი სასულიერო პირი: არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე); არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე); იღუმენი დამიანე (ხუფენია); იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი); იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი); მღვდელ-მონაზონი იოანე (შომახია); მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (კაცია). სამი მღვდელმთავარი გახდა ტიტულარული (შევნიშნავთ, რომ ისინი არ გასულან პენსიაზე, ორი მათგანი, - მეუფე თადეოზი და მეუფე დავითი (ტიკარიძე) ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას, მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) შვედეთის სამრევლოზე იზრუნებს). I - საქართველოს ეკლესიის ეპარქიების რეორგანიზაცია დაადგინეს: ა) მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია; ბ) მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია: 1. მანგლისისა და თეთრიწყაროს; 2. აგარაკ-წალკის; გ) ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდეს: 1. რუისისა და ურბნისის ეპარქია; 2. სურამისა და ხაშურის ეპარქია; დ) სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს: 1. გორისა და ატენის; 2. სამთავისისა და კასპის ეპარქიად. ე) რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნას: 1. რუსთავის ეპარქია 2. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია; II - წმიდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამიშვილი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა: მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან, დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი. III - წმ. სინოდმა მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიტროპოლიტ ვახტანგის (ახვლედიანი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა: მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის ეპარქიის მმართველობიდან, დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მათზე მზრუნველობა, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი. IV - წმ. სინოდმა იმსჯელა მთავარეპისკოპოსი დავითის (ტიკარაძე) საკითხის შესახებ და დაადგინა: დაინიშნოს იგი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი; V - წმ. სინოდმა განიხილა სამღვდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინა: ა) არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად; ბ) არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამორჩეულ იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად; გ) იღუმენი დამიანე (ხუფენია) გამორჩეულ იქნას სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად; დ) იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი) გამორჩეულ იქნას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად; ე) იღუმენი სვიმონი (ცაკაშვილი) გამორჩეულ იქნას სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად; ვ) მღვდელ-მონოზონი იოანე (შომახია) გამორჩეულ იქნას აგარაკ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად; ზ) მღვდელ-მონოზონი გრიგოლი (კაცია) გამორჩეულ იქნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად. VI - წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა: მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში. VII - წმ. სინოდმა განიხილა საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა. დაადგინა: საქართველო ვერასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ამ საკითხს ძალზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკლესია. უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების და დევნილთა დაბრუნების პროცესი. VIII - წმ. სინოდმა იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე: აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს ეკლესიასა და აფხაზეთის ეპარქიას შორის კავშირი არ გაწყვეტილა. აფხაზეთის მკვიდრი მართლმადიდებლები ჩამოდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ღებულობენ სულიერ საზრდოს. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთში პერიოდულად ასრულებს მსახურებას. სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის საძირკველის კურთხევის შესახებ (ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში), რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა. როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვა ეკლესიის სასულიერო პირს რაიმე საეკლესიო ქმედების განხორციელება. ამდენად, ზემოთ თქმული არის საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაა. მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე. IX - წმ. სინოდმა იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე: აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და მიზნად ისახვას ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას. წმიდა სინოდმა დაადგინა: ეთხოვოს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები, და მიიღონ სათანადო ზომები სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. აღნიშნული პროცესები პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. ხოლო ჩვენს მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას კი ეთხოვოს, არ აყვნენ პროვოკაციებს, რათა უნებურად ბოროტმზრახველთა მიზნების განხორციელებას არ შეუწყონ ხელი. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/24410/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Oct 17 2013, 08:56 AM
პოსტი
#5
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მცირედი განმარტება :
დასავლეთ ევროპის ეპარქიის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა შვედეთი, ასე რომ სიმართლეს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია დასავლეთ ევროპის ეპარქიის გაყოფის თობაზე. ქვემოთ გთავაზობთ ამონაწერს წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან : წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II გამოსვლა დასავლეთ ევროპის ეპარქიის შექმნის აუცილებლობის შესახებ. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოდან უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში საცხოვრებლად გადავიდა საქართველოს ეკლესიის მრავალი წევრი. ისინი სისტემატურად მოგვმართავენ თხოვნით, რომ შეიქმნას ევროპის ქვეყნებში საქართველოს ეკლესიის ეპარქია და ამოქმედდეს ტაძრები ქართველებით დასახლებულ ადგილებში. წმიდა სინოდმა განაჩინა: 1. 2002 წლის 18 ოქტომბრიდან დაფუძნდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში დასავლეთ ევროპის ეპარქია. 2. ეპარქიის იურისდიქცია გავრცელდეს შემდეგი ქვეყნების ტერიტორიაზე - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია, შვეიცარია, დანია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია. 3. დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველად დაინიშნოს მიტროპოლიტი აბრაამი ( გარმელია ). *** წმიდა სინოდის 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ეპარქიიდან გამოიყო დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. + იღუმენი კირიონი (მაჩაიძე) -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Jun 4 2014, 06:41 PM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
04.06.2014 წმინდა სინოდი ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს აღწერს. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმის განჩინებაში. საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ ჟურნალისტებს 3 ივნისს საპატრიარქოში ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მორიგი ოქმი გააცნო. კრების ოქმში აღნიშნულია ცხრა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც წმინდა სინოდის სხდომამ იმსჯელა და განჩინება მიიღო. სხდომის ოქმის თანახმად, პირველ საკითხად განხილულია მუზეუმებში დაცული სიწმინდეებისა და საეკლესიო ნივთების მდგომარეობის შესახებ საკითხი. კერძოდ, განჩინებაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, მუზეუმში დაცული სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და იმყოფება ორმხრივი, სახელმწიფოსა და ეკლესიის დაცვის ქვეშ. წმინდა სინოდმა განაჩინა, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც ეკლესიისთვის წარსადგენად აღწერს მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს და მოამზადებს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ. მეორე საკითხად წმინდა სინოდის წევრებმა მოისმინეს და დაეთანხმნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ წარდგენილ წინადადებას, ეკლესიასა და კულტურის სამინისტროს შორის გასაფორმებელ მემორანდუმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიის მფლობელობაში როგორც საქართველოს, ისე მის საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრების დაცვას და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენება, უცხოეთში არსებული სამრევლოების თაობაზე. სხდომამ განაჩინა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ყველა სამრევლოში ჩამოყალიბდეს სულიერებისა და კულტურის ცენტრები და საკვირაო სკოლები, ასევე საქართველოში მოქმედ ტაძრებთანაც გაიხსნას საკვირაო სკოლები, დაევალოს სასულიერო სემინარიასა და აკადემიას სასწავლო ცენტრთან ერთად შეიმუშავოს სასწავლო პროგრამები და შესაბამისი სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლებისათვის. წმინდა სინოდმა იმსჯელა ასევე საქართველოს ეკლესიის ეპარქიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და განაჩინა, ყველა ეპარქიის მმართველმა, მღვდელმთავარმა ყოველი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აუცილებელია მათ ჰყავდეთ ეპარქიის მემატიანე, იურისტი და არქიტექტორი. წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ ეპარქიების შესახებ, სადაც სრულფასოვნად ვერ ხორციელდება საქართველოს ეკლესიის სულიერი მსახურება და ურთიერთობა მრევლთან. კერძოდ, განჩინებაში ნათქვამია, რომ იგულისხმება აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის ზოგიერთი სოფელი. წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, ეთხოვოს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანოზაციებს, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტრებს და ასევე რუსეთ-საქართველოს დიალოგის ფორმატში მოქმედ ჯგუფს, რათა გაითვალისწინონ არსებული მდოგმარეობა და თავის მხრივ შესაძლებისამებრ დაგვეხმარონ, რათა საქართველოს ეკლესიის ამ კანონიკურ ტერიტორიაზე ეკლესიის წარმომადგენლებს და მრველს მიეცეთ მსხურების უფლება და გადაადგილების საშუალება. წმინდა სინოდმა იმსჯელა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნესათვის. სინოდი გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში ეს კანონი შეიცვლება. ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოხდა უცხოეთისათვის მღვდელმთავრების გამორჩევა. წმინდა სინოდმა მოისმიმა, დასავლეთ ევროპის, ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრების, მიტროპოლიტი აბრაამის, მიტროპოლიტი დიმიტრის და ეპისკოპოს მელქისედეკის მოხსენები მათ ეპარქიაში არსებული არსებული მდგომარეობის შესახებ. წმინდა სინოდმა განაჩინა, დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენელუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას: დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია, ასევე ავსტრიისაა და გერმანიის ეპარქია და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია. ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები, შეიქმნას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას ხორნაბუჯის ეპარქია, კახისა და ქურმუხის ეპარქია. წმინდა სინოდის სხდომაზე ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამოარჩიეს ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში - არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში - საბა ინწკირველი, კახისა და ქურმუხის ეპარქიაში - არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მომავალი დიდი კრების მოსამზადებლად სხდომებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იქნებიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ამათან, წმინდა სინოდმა განაჩინა, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთვარეპისკოპოსი იოანე პირველი შეირაცხოს წმინდანად, ეწოდოს წმინდა იოანე პირველი, მთავარეპიკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა. ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებით დაიწერება წმინდანის შესახებ ცხოვრება და ხატი და შეიქმნება წმინდანის ტროპარ-კონდაკი. http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akh...a-cnobilia.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 24 2014, 09:59 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
საპატრიარქომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მდივნად დაინიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II და ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყანა. "დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი. მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელებული სოციალური დახმარებების შესახებ. მოხსენება გააკეთეს მღვდელმთავრებმაც: 1. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი); 2. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე); 3. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი); 4. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა); 5. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე); სინდომა დაადგინა: შემდგომი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის ყველა ეპარქიაში შეიქმნას საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს მოძღვარი და საერო პირებთან ერთად შეიმუშავებული იქნება ახალი სოციალური პროექტები. II. წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ითქვა, რომ: ა) აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება. ბ) ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები. გ) იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას. III. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ: ა) არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას. ბ) ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს; შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: 1. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); 2. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); 3. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია); 4. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); 5. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); IV. წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი. ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); 2. ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); 3. ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია); 4. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); 5. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე); V. მოსმენილ იქნა მსოფლიო პატრიარქის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I წერილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შესახებ. საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია: 1.დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია); 2.ცურტაველი მიპროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი); 3.ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი); 4.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); 5.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); 6. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული); 7.გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი); 8.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე); 9.ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) . მღვდელმთავრებს დაევალათ, საზღვარგარეთ არსებულ მათ ეპარქიებში გაეცნონ მომქმედ საერო კანონებსა და საეკლესიო პრაქტიკას და წარმოადგინონ ინფორმაცია. VI. წმინდა სინოდმა მოისმინა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მოხსენება 2014წლის სექტემბერში შამბეზში გამართული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ. VII. დაიგეგმა, მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ქრისტინები და მუსლიმები მშვიდობისათვის", -ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/119317-sa...amoaqveyna.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Nov 26 2019, 05:05 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე"
/ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2021, 08:18 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არ შეიძლება ხელაღებით და აგდებით მოვიხსენიოთ წმინდა სინოდი და მისი განჩინებები. სინოდის ცალკეული წევრი შესაძლოა არ შეესიტყვისებოდეს საკუთარ წოდებას, შეიძლება მცდარი და ცოდვილი იყოს მისი მსჯელობა, მაგრამ წმინდა სინოდი, როგორც მთელი ეკლესიის მართვის ორგანო, რომელიც თვით უმაღლესი მღვდელმთავარი ქრისტეს მიერ დაყენებული იერარქებისათვის შედგება, - რამეთუ ის ვერ მოაკლებს მფარველობას თავის ეკლესიას, - პატივცემული და დაფასებული უნდა იყოს".
/წმ. არსენი, სერპუხოველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი