IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ტვინის რომელი უბანია პასუხისმგებელი არჩევანზე?
kato_Bato
პოსტი Sep 8 2008, 05:18 PM
პოსტი #21


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



არა, არა..
მართლა არის ესეთი დაავდება, როცა ადამიანს არ აქვს არჩევის უნარი, ვერ წყვეტს რა უნდა, რომ შეეკითხო ეს თუ ეს, შეიძლება მოკვდეს და ვერ გიპასუხოს..

ესეიგი, ტვინის რომელიღაც ფუნქციაა ეგ, აკონტროლოს ნება...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 8 2008, 05:21 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თუ არვცდები, ეძებ სულის და ტვინის ფუნქციების გამიჯვნას... და მათ ანატომიურ ფიზიოლოგიურ დადასტურებას...

ასეა?


რაღა დაგიმალო და კი, თუმცა არც საპირისპირო შემთხვევა დამაბნევს...

საინტერესოა თანამედროვა მეცნიერების შეხედულება ადამიანის პიროვნების არსებობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი არჩევანისა და ნების თავისუფლების მატერიალური არსებობის შესახებ... რამდენადაც ჩემი ვიწრო და დილეტანტური გონებით, მატერიის მუდმივი ცვალებადობა და მისი აპრიორი დამოკიდებულება ფიზიკის კანონებთან ეჭვქვეშ აყენებს რაიმეგვარი თავისუფლების არსებობას და მას ასე ვთქვათ უქვემდებარებს ფიზიკის მიზეზ-შედეგობრივ კანონს...

შეგიძლია ამზე ცოტა ვრცლად ისაუბრო? ანთროპოსის პრობლემები ძალიან მაწუხებს biggrin.gif

პ.ს თუ მსჯელობაში და კითხვათა თანრიგში შეცდომას ვუშვებ ველი პროფესიულ ჩარევას


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 8 2008, 05:34 PM
პოსტი #23


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



მნათე
ბევრი რამე ცნობილი არაა მეცნიერებისთვის... მაგრამ სამყარო რომ მიზეზშედეგობრივი მოდელია ეს 100%ით იციან...

ამას ბიბლიაც ასწავლის და ღმერთის სამართლიანობის ბუნებას ნიშნავს... იმიტომ რომ თუ უმიზეზოდ მოხდება რამე ღმერთი მიკერძოებული და უსამართლო გამოდის... მარა ეს სხვა საკითხია... არჩევანის ქონა არქონის...


მეორე საკითხია სულის თეოლოგიური ფუნქციების, ტვინის მეცნიერულ ფუნქციებთან შედარება...

ახლა გავდივარ და საღამოს 8ზე თქვენი დროით დიდი სიამოვნებით დავწერ რასაც ვფიქრობ 2ვე საკითხზე smile.gif




--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 8 2008, 05:37 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ბევრი რამე ცნობილი არაა მეცნიერებისთვის... მაგრამ სამყარო რომ მიზეზშედეგობრივი მოდელია ეს 100%ით იციან...


ეს აბსოლუტრად გასაგები და მისაღებია...

ციტატა
მეორე საკითხია სულის თეოლოგიური ფუნქციების, ტვინის მეცნიერულ ფუნქციებთან შედარება...


ვფიქრობ უინტერესო საკითხი არ უნდა იყოს არა? biggrin.gif

ციტატა
ახლა გავდივარ და საღამოს 8ზე თქვენი დროით დიდი სიამოვნებით დავწერ რასაც ვფიქრობ 2ვე საკითხზე


გელი 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 8 2008, 08:34 PM
პოსტი #25


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



რადგან სულის დეტალურ დოგმატურ განმარტებას არ ვიცნობ, მახოლოდ რამოდენიმე თვისებებზე ვისაუბრებ რაც მოკვდავი თვალისთვისაც შესამჩნევია სახარებაში...

მეხსიერება: ცნობილია რომ სამება სჯავროს წინაშე მოუწევს სულების ნაწილს წარდომა... თუ საკუტარი ცოდვები არ ემახსოვრებათ, მაშინ რაღაზე მოუწევთ პასუხისგება? ე.ი. სულს მეხსიერება გააჩნია (მდიდარი და ლაზარეს იგავიდან გამომდინარე) ამასთან მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინფორმაცია რასც მას ცხოვრებაში დაუგროვდა და დაავიწყდა კიდეც

მეხსიერება: ადამიანის ცნობიერება დაცულია ინფორმაციის გადატვირთვისგან.. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერება...
მოკლევადიანი მეხსიერება ესაა ცხოვრებისეული წვრილმანი გამაღიზიანებლები.. მაგლითად წვიმის წვეთის დაცემა... მანქანის ხმაური, სატელეფონო საუბარი... წაკითხული მოთხრობა და ა.შ. ყოველივე ეს ფიქსირდება ტვინში სხვადასხვა სენსორული ორგანოებიდან (ყური,კანი, თვალი, ენა, ტკივილის რეცეპტორები... და ა.შ.) შემომავალი სიგნალების კომბინაციით... ეს ყველაფერი შემოდის ჰიპოთალამუსსში, შემდეგ ნახევარსფეროების გარკვეულ უნებში ხდება ინფორმაციის გადამოწმება და სიგნალის საჭიროების დადგენა... თუ სიგნალი უსარგებლოდ ჩაითვლება (უსარგებლო და სარგებლიანობის ფიქსირება ხდება, უკვე აქამდე არსებული მზგავსი კომბინაციებთან დადარებით და გარემო სიტუაციასთან შეთავსებით... ) მაშინ ეს სიგნალი ცნობიერების მიღმა დარჩება... და გადაეცემა რეაგირებისთვის პარასიმპატიკურ აღმასრულებელ ორგანოებს... (მაგალითად დღისით სმენადობა ქვეითდება, რადგან გარემოში ხმაური მატულობს)... ვარაუდობენ რომ მზგავსი სიგნალებიც კი არ იკარგება და ინახება თავის ტვინში, მიუხედავად იმისა რომ ამისი საჭიროება არ არსებობს, რადგან იდენტური შაბლონები უკვე აქვს ტვინს...
თუ სიგნალის დადარების შედეგად, ინფორმაცია საყურადღებო, ან ახალი აღმოჩნდა მაშინ იგი გადის ცნობიერებაში და ადამიანი სიმპატიკური და პარასიმპატიკური გზებით რეაგირებს მასზე (მაგალითად: ფეხსაცმელის მტვერის დადების აღქმისას იწყებს მის წმენდას ) ეს მეხსიერებები არ იკარგება და ტვინში სამუდამოდ ინახება (გარდა შემტხვევისა, როცა შენახვის კერა ზიანდება...) თუმცა ხანმოკლე პერიოდში ადამიანის ცნობიერების მიღმა გადის, ამიტომაც ქვია მოკლევადიანი მეხსიერება (მაგალიტად ტელეფონის ნომერი გიკარნახათ ვინმემ, საჭირო მომენტამდე გახსოვდათ, ბლოკნოტში ჩანიშვნა მოასწარით, მაგრამ მეორე დღეს არ გახსოვთ)
გრძელვადიანი მეხსიერბა ოდესრაც მოკლევადიანი მეხსიერება იყო... შემოსული სიგნალი იმდენად საჭირო გახდა გარემოსთან დადარებით, რომ მრავალჯერ განმეორდა საკუთარი ან გარემოს ზალისხმევიტ (მაგალითად მითხრეს ნომერი, არ ცამინიშნია, მეორე დღეს კიდე ვიკითხე... და ასე რამოდენიმეჯერ, მერე ჩემს თავსაც ვუმეორე, ვიდრე არ დამამახსოვრდა) სიგნალების გაძლიერებულ შემოსვლას, მოსდევს ჰიპოთალამუსში მორფოლოგიური (მიკროანატომიული) ცვლილებები, ერთი ან რამოდენიმე უჯრედისა... ნეიროლოგიის ინსტიტუტში 2006-2007 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით... ავტორი თეიმურაზ ნათიშვილი. (მეც დავსწრებივარ ამ ცდებს, საზღვარგარეთ მზგავსი ცდები აკრძალულია და დიდი გამოხმაურება აქვს ევროპაში მზგავს ცდებს... )... გრძელვადიანი მეხსიერება დიდხანს რჩება ტვინში და მისი დავიწყება ხდება მორფოლოგიურად შეცვლილი უჯრედების ატროფიის ხარჯზე... და გადადის ხანმოკლე მეხსიერებაში... იმ შემტხვევაში თუ ძალიან ხსირად უწევს ამ ინფორმაციასთან დაჯახება ადამიანს და ამის დავიწყება შეუძლებელია... მაშინ ხდება ნახევარსფეროების ქერქოვან ნაწილში ფიქსაცია (სწორედ იმ შაბლონური ინფორმაციის სახით, რაზეც ხდება მერე შემოსული სიგნალის დადარება...)



დასკვნა: სულის მეხსიერებაზე ალბათ ტვინი აგებს პასუხს... რადგან რაც ბიბლიის მიხედვით სულს ახსოვს ეგ ყველაფერი ტვინშიცაა მოცემული... სული და ტვინი ალბათ იდენტურ ინფორმაციებს ფლობენ... განსხვავება კი მგონი ისაა რომ სულის ცნოიერებისთვის მისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნილების და მიხედვით და ადამიანის ტვინისთვის კიდევ მხოლოდ "დაუკონსერვებელი" მოკლევადიანი ინფორმაცია (ხანმოკლე პერიოდში) და გრძელვადიანი მეხსიერება








--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 8 2008, 09:12 PM
პოსტი #26


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Genesis @ Sep 8 2008, 06:34 PM) *
დასკვნა: სულის მეხსიერებაზე ალბათ ტვინი აგებს პასუხს... რადგან რაც ბიბლიის მიხედვით სულს ახსოვს ეგ ყველაფერი ტვინშიცაა მოცემული... სული და ტვინი ალბათ იდენტურ ინფორმაციებს ფლობენ... განსხვავება კი მგონი ისაა რომ სულის ცნოიერებისთვის მისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნილების და მიხედვით და ადამიანის ტვინისთვის კიდევ მხოლოდ "დაუკონსერვებელი" მოკლევადიანი ინფორმაცია (ხანმოკლე პერიოდში) და გრძელვადიანი მეხსიერება

huh.gif

ნიჭიერო 2kiss.gif :ამ_ბიჭს_ვიცნობ_ვამაყობ:


მარა მნათეუსას კითხვაზე პასუხი სადაა? biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 8 2008, 10:09 PM
პოსტი #27


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(k@the @ Sep 8 2008, 09:12 PM) *

huh.gif

ნიჭიერო 2kiss.gif :ამ_ბიჭს_ვიცნობ_ვამაყობ:
მარა მნათეუსას კითხვაზე პასუხი სადაა? biggrin.gif


მნათეუსის შეკითხვას ზოგადად დავით ივეერიელის მოსაზრება პასუხობს... რადგან ეგ ორნი ერთმანეთს ჩემზეუკეთესად იცნობენ, ერთმანეთის შეხედულებც ეცოდინება... შესაბამისად მნათეს ზოგადი პასუხიც ეცოდინება..

აქ კონკრეტულად საკითხია დასმული: 1)არჩევანს მარტო სული აკეთებს, მარტო ტვნი, თუ ორივე ერთად 2) სულის როგორც ინტელექტის და ტვინის როგორც ინტელქტის, ფუნქციების ჩამოყალიბება და გამიჯვნა...ბიბლიაზე და მეცნიერებაზე დაყრდნობით (იმ მოტივით თუ გაირკვეს რამდენად თავსებადია ეს 2 რამ და არის თუ არა ეს ორი რამ ერთი მთლიანი, თუ დამოუკიდებელი...)

მეხსიერებით დავიწყე, მერე ცნობიერება მოყვება, განსჯის უნარი და ა.შ.





--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Sep 8 2008, 10:48 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



Genesis

ციტატა
სულის მეხსიერებაზე ალბათ ტვინი აგებს პასუხს


ერთი რამ მაინტერესებს, როდესაც სიკვდილის წინ ან სიკვდილის აშკარა საფრთხის არსებობის მომენტში ადამიანის თვალწინ შეიძლება მთელმა მისმა ცხოვრებამ უმნიშვნელო დეტალებითურთ გაიელვოს, თანაც მოვლენების გაცნობიერებით და ამავე დროს საოცარი სისწრაფით, როგორ შეიძლება ყოველივე ეს ხდებოდეს ტვინში? ყველა პროცესს, რაც ტვინში მიმდინარეობს ხომ გარკვეული დრო სჭირდება. მთელი ცხოვრების მოგონებების 2-3 წუთში ან უფრო ცოტაში/მეტში შეკუმშვა როგორ შეიძლება მოხდეს ტვინში?


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 8 2008, 10:54 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დასკვნა: სულის მეხსიერებაზე ალბათ ტვინი აგებს პასუხს... რადგან რაც ბიბლიის მიხედვით სულს ახსოვს ეგ ყველაფერი ტვინშიცაა მოცემული... სული და ტვინი ალბათ იდენტურ ინფორმაციებს ფლობენ... განსხვავება კი მგონი ისაა რომ სულის ცნოიერებისთვის მისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნილების და მიხედვით და ადამიანის ტვინისთვის კიდევ მხოლოდ "დაუკონსერვებელი" მოკლევადიანი ინფორმაცია (ხანმოკლე პერიოდში) და გრძელვადიანი მეხსიერება


უღრმესი მადლობა პასუხისთვის 2kiss.gif

აქ მეორე მომენტია... ეკლესიის სწავლების მიხედვით (და რამდენადაც ვიცი აქ ყველა კონფესია ერთიანია) სულს სინანულის განცდა არ გააჩნია ჯოჯოხეთში, რადგან - სული არც კია ადამიანი... თუ ტვინი ის არის, რასაც სმაშვინველს ვუწოდებთ, ბუნებრივია მისი ცნობიერება ერთგვარი შემაერთებელი ნაწილია იმ ორი სამყაროსი, რომელსაც მოვიცავთ და შემდეგ თვითშევიმეცნებთ... და ასევე ბუნებრივია ტომ მისი თვისებები ორივეს ეკუთვნის... მაგრამ აქ არის მესამეც, რა დანარჩენი თვისებები გააჩნია საკუთრივ სულს და მდგომარეობს თუ არა მათი იდენტიფიკაცია ტვინის ფუნქციების მაქსიმალურ შესწავლაში და შემდეგ ერთგვარ, გამოკლების პრინციპში?

ფაქტი ერთია, ყველა განცდა ადამიანის თითოეულ არსობრივ ნაწილში იმყოფება რაღაც დოზით და მხოლოდ მათი ერთიანობით შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ... მოდი ამაზეც დამიწერე პასუხი კარგი? ანუ როგორ ხდება, რომ გარკვეული ქიმიური ბმა მატერიას გადააქცევს აზროვნებად, პიროვნებად და შემდეგ გარკვეულ ფორმაციებში ე.წ "ჰომო მორალი"-დ... საინტერესო იქნება რას ფიქრობენ ამაზე მატერიალისტი მეცნიერები... საერთოდაც რა არის ეგო, გარე გამაღიზიანებლებზე გარკვეული რეაქცია, რომელიც ჩემგან დამოუკიდებელია, თუ ის, რაც ამ სამყაროს კანონს არ ემორჩილება და შესაბამისად თვითმყოფად უნიკუმს წარმოადგენს?

ხო საინტერესო ციტატა:

''ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მომქმედი
და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი,
და აღწევს სიმშვინველისა და სულის,
სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე,
და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს.'' [ებრ.4:12]


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 8 2008, 11:49 PM
პოსტი #30


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(T I K O @ Sep 8 2008, 10:48 PM) *

Genesis
ერთი რამ მაინტერესებს, როდესაც სიკვდილის წინ ან სიკვდილის აშკარა საფრთხის არსებობის მომენტში ადამიანის თვალწინ შეიძლება მთელმა მისმა ცხოვრებამ უმნიშვნელო დეტალებითურთ გაიელვოს, თანაც მოვლენების გაცნობიერებით და ამავე დროს საოცარი სისწრაფით, როგორ შეიძლება ყოველივე ეს ხდებოდეს ტვინში? ყველა პროცესს, რაც ტვინში მიმდინარეობს ხომ გარკვეული დრო სჭირდება. მთელი ცხოვრების მოგონებების 2-3 წუთში ან უფრო ცოტაში/მეტში შეკუმშვა როგორ შეიძლება მოხდეს ტვინში?



მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ... ეს მაგალითი მხატვრული გადმოცემაა და ადამიანის წარმოდგენა იმისა თუ რა ნახა საფრთხის და შიშის მომენტში... ყველაფერი დეტალებში რომც ნახოს ვინმემ, ვერ მოყვება ამდენს... ასე რომ იმს თქმა, რომ მთელი ცხოვრება ჩაუვლის თვალწინ მხატრული ნათქვამია smile.gif

გარდა ამისა არის 2 ფაქტორი რაც ხსნის უცნაურ შეგრძნებებს ადამიანის ტვინში სიკვდილის საშიშროების წინ... უმრავლესობა გადარჩენილებისა ყვებიან რომ რაღაც მომენტში დრო გაჩერდა, გაურკვეველად თავისი შესაძლო სიკვდილი დაუდგა თვალწინ და ყველაფერი წინასწარ ნახა და ნაწილი ყვება რომ ცხოვრებამ გაუარა თვალწინ ამ გაყინულ პერიოდში...

დროის გაყინვის შეგრძნება: ტვინის მოქმედების სიხშირე იზომება 2 მარტივი ელექტროდით (ელექტრიკოსების ტესტერის პრინციპით) საფეთქლებზე მიდებით... თუ რა სიხშირით მოქმედებს ტვინი განაპირობებს სამყაროს აღქმის დროზე... მაგალიტად თაგვისთვის დრო ძალიან ნელა გადის და შესაბამისად ის ძალიან სწრაფია ადამიანის გადმოსახედიდან... კუსთვის კიდე დრო ძალიან ჩქარა გადის და როცა ცივა მისი ტვინის სიხშირე იმდენად ეცემა რომ გვერდზე ჩავლილ ადამიანს ვერც აღიქვამს...

საფრთხის შემტხვევაში ადრენალინის უდიდესი დოზა ახდენს სისხლის სპაზმურ გადატყორცნას ტვინში და ტვინის განახლების (რეფრეში) სიხშირე იმდენად იზრდება რომ გარემოდან მირებული კადრების რაოდენობის სიმრავლის გამო, დრო გაყინულად ეჩვენება... სამწუხაროდ თავისი მოტორული მოქმედება კუნთების ნატიფი მოძრაობების სიჩქარეს ვერ სცილდება, თორემ გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე იმდენადაა გაზრდილი და სამოქმედოდ დრო იმდენია, რომ უმრავლესობა ექსიდენტისა მშვიდობიანად დამთავრდებოდა...

მესმის ცოტა რთულად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა... თუნდაც სიზმარი ავიროთ, რომელიც ადამიანს ჰგონია მტელი ღამე ესიზმრებოდა და იმხელა ისტორიაც შეიძლება მოყვეს დროში ზალიან გაიწელოს... სინამდვილეში კიდე მის სანახავად 2-5 წუთი დასჭირდა... კატასტროფის წინ ტვინის მოქმედების სიხშირე გაცილებით მეტად იზრდება ვიდრე, კოშმარული სიზმრის დროს...

IPB-ს სურათი


გარდა ამისა მეორე ფაქტორი... ინფორმაცია ელექტრო იმპულსის სახით ოხრად მოდის და ტვინის სწრაფი გამტარობის გამო წამში იმდენ ინფორმაციის მირება შეუძლია მთელი ცხოვრების კადრებსაც დაიტევს... აი მაგალიტად დისკიდან გადმოწერე სურათები, 1000მდე სურატი ... ამ ყველაფერმა 5 წუთი წაგართვა.... მაგრამ დათვალიერება ამ ინფორმაციისა საათზე მეტი ჯდება...

ტვინიც ასეა, ინციდენტის დროს ინფორმაციის ნაკადი მიიღო, რადგან არჩევის და გაანალიზების დრო არ ჰქონდა ... ამ უამრავი მონაცემებიდან მხოლოდ ის გამოიყენა რამაც ინციდენტს გადაარჩინა... მაგრამ ინფორმაცია რომელიც მოვიდა ხო დარჩა?! ხოდა ამის გაანალიზებ მას შემდეგ ხდება რაც ინციდენტი ჩაივლის... ამას რენდერინგი ქვია... ანუ პაციენტი აცნობიერებს რომ ინფორმაცია მიიღო იციდენტის დროს და ამასთან ახდენს ამ ინფორმაციის გადმოლაგებას... მაგრამ რამდენად მაშინ ნახა ეს სურათები, ანუ დროში გაწელილი პროცესი ამაზე საუბარი შეუძლებელია... იმიტომ რომ პაციენტი ამტკიცებს რომ ეს იმფორმაცია მაშინ მიიღო...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 8 2008, 11:53 PM
პოსტი #31


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Genesis
+1

მთელი ინფორმაცია განთავსებულია ტვინში და შესაბამისად ის რეაგირებს ექსტრემალურ პირობებში.
... ასევე კომის დროსაც, მაღალი შოკის დროს და ა.შ. დროც ძალიან ფარდობითი მომენტია, ელექტროიმპულსს საერთოდ რომ თავი დავანებოთ თვითონ გონება ძალიან პირობითად აღიქვამს დროს, სხვადასხვა მოვლენების თანმიმდევრობის ლოგიკური ჯაჭვით.

როგორც Windows რომ გაიჭედება და შემდეგ უცბად ამუშავდება და არანორმალური სისწრაფით ხსნის ყველა ფანჯარას და არეულ-დარეულად გაჩვენებს ინფორმაციას, ზუსტად იგივე ეფექტია ტვინშიც. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 9 2008, 12:01 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე როგორ ქმნის ნეირონთა მოქმედება ცნობიერებას რაიმე უცვალებელის გარეშე...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 9 2008, 12:21 AM
პოსტი #33


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Genesis
ციტატა
არჩევანს მარტო სული აკეთებს

ეს გამორიცხულია, რადგან ინფორმაცია ტვინში წერია. თუ ტვინის, რომელიმე უბანი დაზიანდა ადამიანი დაკარგავს ამა თუ იმ მოვლენაზე კონტროლს ან ინფორმაციას ანუ "დაავიწყდება". ასეთ პირობებში წარმოუდგენელია არჩევანის გაკეთება.
ციტატა
მარტო ტვინი

ციტატა
ორივე ერთად

ორივე რეალურია. ტვინი აუცილებლად მონაწილეობს, სულის დაკვირვების ინსტრუმენტი კი არ არსებობს, ამგვარი რაიმე მეცნიერებას არ ღმოუჩენია.

მნათე
ციტატა
ცნობიერებას რაიმე უცვალებელის გარეშე...

რა საჭიროა ცნობიერებისათვის რაიმე უცვალებელი და მუდმივი?

დროში ვცხოვრობთ და დროშივე გვაქვს ცნობიერება, ირგვლივ ყველაფერი ცვალებადია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 9 2008, 12:22 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩემი აზრით უფრო სული მონაწილეობს სხეულთან ერთად რადგანაც გარდაცვალების შემდგომ სული ისევ ისეთი გონიერი და მოაზროვნე რჩება როგორც იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 9 2008, 12:28 AM
პოსტი #35


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



G_I_O_R_G_I_
ციტატა
გარდაცვალების შემდგომ სული ისევ ისეთი გონიერი და მოაზროვნე რჩება როგორც იყო

საინტერესოა, როგორ ხდება ეს და რამდენად რეალურია... 003.gif

ძალიან მაინტერესებს იმ დაკარგულ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაშივე ვეღარ იხსენებს, გარდაცვალების შემდეგ საიდან აღიდგენს და თუ ეს ინფორმაცია სულში წერია, მაშინ რატომ ვერ იხსენებს სიცოცხლეშივე... fiqri.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 9 2008, 12:30 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რა საჭიროა ცნობიერებისათვის რაიმე უცვალებელი და მუდმივი?


არსებობს მასალა, რომელიც ერთმანეთს ფიზიკურად/ქიმიურად უკავშირდება და ქმნის სხეულს... მაგრამ ეს კავშირი ვერ იქნება პიროვნება, რამდენადაც არჩევანის გაკეთების შესაძლებლობასა და თვითმყოფადობას სჭირდება ისეთი რამ, რომელიც დამოკიდებული არ იქნება სამყაროს მიზეზ-შედეგობრიობაზე... რომელიც იქნება მყოფადი და არა ცვალებად, სასწაული ნუ biggrin.gif

ციტატა
საინტერესოა, როგორ ხდება ეს და რამდენად რეალურია...

ძალიან მაინტერესებს იმ დაკარგულ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაშივე ვეღარ იხსენებს, გარდაცვალების შემდეგ საიდან აღიდგენს და თუ ეს ინფორმაცია სულში წერია, მაშინ რატომ ვერ იხსენებს სიცოცხლეშივე...


უნარშეზღუდული ადამიანები გიორგი? ვთქვათ ადამიანი გაგიჟდა, შენ ფიქრობ რომ მისი აზროვნება და მეხსიერება სულიერად შეშლილია? იქნებ უბრალოდ სულს აღარ აქვს საშუალება მატერიის გარეგამოხატულ ეგზოთერიაში მიიღოს მონაწილეობა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 9 2008, 12:36 AM
პოსტი #37


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(მნათე @ Sep 8 2008, 10:54 PM) *


მაგრამ აქ არის მესამეც, რა დანარჩენი თვისებები გააჩნია საკუთრივ სულს და მდგომარეობს თუ არა მათი იდენტიფიკაცია ტვინის ფუნქციების მაქსიმალურ შესწავლაში და შემდეგ ერთგვარ, გამოკლების პრინციპში?



თუ მეცნიერების აზრს დავუჯერებთ რომ: ნეიროსისტემის ჩამოყალიბების წამიდან ყველა ინფორმაცია რაც გენებიდან მოდის და გარემოდან ტვინი იღებს... მაშინ ადამიანის სული ესაა ტვინის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ენერგია რომელიც არ იკარგება. ბიბლიას თუ შევუთავსებთ უნდა ითქვას რომ ცხოველისგან განსხვავებით ადამიანის ტვინისგან დარჩენილ ენერგიას ინტელექტი გააჩნია...


ციტატა(მნათე @ Sep 8 2008, 10:54 PM) *

ფაქტი ერთია, ყველა განცდა ადამიანის თითოეულ არსობრივ ნაწილში იმყოფება რაღაც დოზით და მხოლოდ მათი ერთიანობით შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ... მოდი ამაზეც დამიწერე პასუხი კარგი? ანუ როგორ ხდება, რომ გარკვეული ქიმიური ბმა მატერიას გადააქცევს აზროვნებად, პიროვნებად და შემდეგ გარკვეულ ფორმაციებში ე.წ "ჰომო მორალი"-დ... საინტერესო იქნება რას ფიქრობენ ამაზე მატერიალისტი მეცნიერები... საერთოდაც რა არის ეგო, გარე გამაღიზიანებლებზე გარკვეული რეაქცია, რომელიც ჩემგან დამოუკიდებელია, თუ ის, რაც ამ სამყაროს კანონს არ ემორჩილება და შესაბამისად თვითმყოფად უნიკუმს წარმოადგენს?

ხო საინტერესო ციტატა:

''ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მომქმედი
და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი,
და აღწევს სიმშვინველისა და სულის,
სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე,
და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს.'' [ებრ.4:12]



კომპიუტერის მაალითზე ავიღოთ... ციფრული ინფორმაცია 1 და 0-ის კომბინაციებია... და ამათი კომბინაცია იძლევა ისეთ მატერიალებს როგორიცაა ფილმები, ნახატები და ტექსტები...

როგორ ფიქრობ თუ 1 და 0ის კომბინაცია ასეთი მრავალფეროვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს, ქიმიური ატომების კომბინაციებიდან ინფორმაცია არ შეიძლება შეიქმნას?

რაც შეეხება არჩევანის კეთებას... ამასწინ მეხსიერებებზე რომ ვსაუბრობდი ვთქვი რომ მიღებული სიგნალის დადარება ხდება უკვე არსებულ შაბლონზე ნახევარსფეროების ქერქოვან ნაწილში.. არჩევანი არის გაცნობიერებული დადარება ინფორმაციებისა...

რეაქციაც მიზანშედეგობრივია... შანსი არაა ადამიანმა ის გადაწყვეტილება გამოიტანოს რომელსაც უპირატესობას არ მიანიჭებს... ხო არის ამაში ლოგიკა? შესაბამისად გადაწყვეტილება რომელსაც გამოიტანს, დამოკიდებულია მასში არსებულ ინფორმაციაზე და გარემოდან შემოსულ ინფორმაციაზე...

10 კეთროვნის მაგალიტი ავიღოთ... 9 მ ჩათვალა რომ მრვდელს უნდა ჩვენებოდნენ... 1მა კიდე ქრისტესთან გაბრუნება არჩია... დრო რომ დავაბრუნოთ ისინი იგივენაირად მოიქცევიან, თუ არის იმის შანსი რომ ქრისტესკენ მობრუნებულების რაოდენობა შეიცვლება?! ჩვენ რომლებიც ვხედავთ მათ მოქმედების ფინალს, შგვიძლია ვთქვათ რომ 9 ამ 10დან განწირული იყო, მათი დაბინდული გონების გამო... მათი დაბინდული გადაწყვეტილების გამო... ანუ მიზეზშედგობრიობამდე დავდივართ...

ადამიანი თავისი შესაძლებლობებით ცხოვრობს იმ გარემოში რომელსაც ტავად ადამიანები ქმნიან... თავად თვითონაც ადამიანია და თნაშემოქმედი ამ გარემოსი... თუ გახსოვს სახარებიდან ის მომენტი, ქრისტე რომ საყვედურობს ქორასინს და ბეთსაიდას... სოდომსა და გომორში რომ მომეხდინა ეგ სასწაულები, ისენი მოინანიებდნენო... და თქვენთვის უფრო მძიმე იქნებაო განკითხვის დღე...

აქ უფლის სამართლიანობაზე და მიზეზშედეგობრივ სამყაროზეა საუბარი... უფალი ითვალისწინებს სამსჯავროსი იმას, რომ მათ არქონდათ შესაბამისი გარემო... და ისიც იცის თუ რა გარემოში რისი გამკეთებლები იყვნენ...


აი ჩვილ ბავშვებზე რომაა საუბარი... ავიღოთ თუნდაც მონათლული... უსამართლობა არ გამოდის? მას არჩევანიც კი არ გაუკეთებია საკუთარი და გარანტირებულად სამოტხეში ხვდება.... ჩვენ კიდე ამდენს ვფიქრობთ და მაინც სტუოდ გვაქ ყველაფერი....

მე რომ დავდგე და ვთქვა, უფალოოო... რატომ მე არ მომიწყე სასიკვდილო ინციდენტი, მას შემდეგ რაც მშობლებმა მომნათლესთქო , და რატომ მოუწყე ნათელა ქიბროწაშვილსთქო... მასე ხომ მეც გავქაჩავდი სამოთხემდეთქო...

ასე რომ არჩევანი ადამიანისა თუ რა არჩევანს გამოიტანს, ისევეა განსაზღვრული როორც იმ ბავშვის უკვე ცნობილი სამოტხე... წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი უსამართლო გამოდის...



პ.ს. მარტინ ლუთერმა რომ თქვა: აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო... ესაა უჭკვიანურესი ნათქვამი... ადამიანი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რისი მიღებაც მას არ უნდა...

პ.პ.ს. რა აზრიაქ განსაზღვრულ ცხოვრებას? ის აზრიაქ რომ განსაზღვრული არარის, ყოველშემთხვევაში შენ და შენს გარშემომყოფებმა ამის შესახებ არ იციან, თუ რაარის განსაზღვრული...


პ.პ.პ.ს. მათე მართალია... ეს ყველა აღმსარებლობის დოგმებს ცდება... და ის საკითხია, რაც ყველა ჭეშმარიტ სასულიერო პირს აწუხებს მაქამდე, სანამ არ წაუყრუებენ... ამას გამოცდილებიდან ვამბობ smile.gif




ციტატა( გიორგი @ Sep 9 2008, 12:28 AM) *

G_I_O_R_G_I_

საინტერესოა, როგორ ხდება ეს და რამდენად რეალურია... 003.gif

ძალიან მაინტერესებს იმ დაკარგულ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაშივე ვეღარ იხსენებს, გარდაცვალების შემდეგ საიდან აღიდგენს და თუ ეს ინფორმაცია სულში წერია, მაშინ რატომ ვერ იხსენებს სიცოცხლეშივე... fiqri.gif

ცოტა ზევით მეხსიერების შესახებ მიწერია ვრცელი განმარტება... არაფერი არ იკარგება... უბრალოდ ცნობიერების მიღმა ტოვებს ტვინი... ასეა კატებშიც და მაიმუნებშიც...

ციტატა(მნათე @ Sep 9 2008, 12:30 AM) *


უნარშეზღუდული ადამიანები გიორგი? ვთქვათ ადამიანი გაგიჟდა, შენ ფიქრობ რომ მისი აზროვნება და მეხსიერება სულიერად შეშლილია? იქნებ უბრალოდ სულს აღარ აქვს საშუალება მატერიის გარეგამოხატულ ეგზოთერიაში მიიღოს მონაწილეობა smile.gif



იგივე როცა ამნეზია აქ ადამიანს... ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ინფორმცია დაიკარგა... ხომ იხსენებენ ზოიერთ შემთხვევებში?


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 9 2008, 12:49 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კომპიუტერის მაალითზე ავიღოთ... ციფრული ინფორმაცია 1 და 0-ის კომბინაციებია... და ამათი კომბინაცია იძლევა ისეთ მატერიალებს როგორიცაა ფილმები, ნახატები და ტექსტები...

როგორ ფიქრობ თუ 1 და 0ის კომბინაცია ასეთი მრავალფეროვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს, ქიმიური ატომების კომბინაციებიდან ინფორმაცია არ შეიძლება შეიქმნას?


კი ზურა, მაგრამ აქ უკვე ტრანსჰუმანიზმამდე მივალთ... თუ ჩვენ გვაქვს კომპიუტერი, რომელიც ქმნის და ასახავს გარკვეულ სურათებსა და ბგერებს, მაშინ ნებისმიერი პროცესორის გადაგდება მომავალში საშინელი მიზციფრულობა ( biggrin.gif ) იქნება... ასე ვთქვათ ჩვენ გვაქვს ადამიანური ფუნქციონირებისა და ინტელექტის ინგრედიენტები, მაგრამ არ გვაქვს ის რაც მათ სიცოცხლესა და თავისუფალ თვითშემეცნებას შთაუნერგავს... თუ გვაქვს სადა არის, ან როგორ ვარ ის რაღაც მე?

ციტატა

რეაქციაც მიზანშედეგობრივია... შანსი არაა ადამიანმა ის გადაწყვეტილება გამოიტანოს რომელსაც უპირატესობას არ მიანიჭებს... ხო არის ამაში ლოგიკა? შესაბამისად გადაწყვეტილება რომელსაც გამოიტანს, დამოკიდებულია მასში არსებულ ინფორმაციაზე და გარემოდან შემოსულ ინფორმაციაზე...


ვოტ, აქ უკვე ჩვენი ანთროპოსი ხდება გარემო პირობებში მოქმედი პირი, რომელიც წყვეტს ამა თუ იმ საკითხსა და პრობლემას უკვე არსებულის დადარების საფუძველზე, ან უკეთ რომ ვთქვათ ის ურთულესად რეაგირებს მასზე... მაგრამ სად ვარ აქ მე? სად არის თავისუფლება? biggrin.gif

აბსოლუტურად გეთანხმები თეოლოგიურ საკითხებზეც, მე მჯერა რომ ღმერთი ფორმაციებს მიღმა ჭვრეტს და სწორედ ადამიანის გადაწყვეტილებას უგდებს ყურს... მნიშვნელოვანია არა არჩევანისთვის საჭირო სიდიდეები, არამედ ის ნება, რომელიც კონკრეტულ მონაცემებში უნდა ორიენტირდეს... ალბათ სწორედ ამიტომ გვაქვს ცნება "არ განიკითხო"///


ციტატა
ასე რომ არჩევანი ადამიანისა თუ რა არჩევანს გამოიტანს, ისევეა განსაზღვრული როორც იმ ბავშვის უკვე ცნობილი სამოტხე... წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი უსამართლო გამოდის...


არჩევანის საშინელი პრობლემატიკა, რომელმაც რეალურად შექმნა აპოკატასტასი... აპოკატასტასიმ კი თავის მხრივ აზრი დაუკარგა აღდგომას biggrin.gif

თუმცა ახლა ჩვენ საღვთო საიდუმლო არ გვაინტერესებს, უფრო ფაქიზ თემაზე ვსაუბრობ და პრინციპში ამ კუთხით წარმოჩენაც არ მინდოდა... რაღაცას სწორად ვერ ვიგებ ან უკვე გავიგე და ვერ ვაცნობიერებ... რაც არ უნდა იყოს გლობალური სურათი მჭირდება biggrin.gif

გასაგებია რომ ქიმიური პროცესები ქმნიან გამოსახულებებს, ხმოვან სიგნალებს, იმპულსებს, შეგრძნებებს, გრძნობებს, და ა.შ მაგრამ აი აქ უკვე პიროვნების ერთ-ობასთან მივდივართ... როგორ მოხდა რომ მე შემიძლია გავიაზრო? აღვიქვა? თვითშევიმეცნო? ანუ რეალურად მე ამ საშუალებებს მიღმა ვარ, მაგრამ არა თავისუფალი მათგან, არამედ ერთარსი... ჩემი კომპიუტერი ჩემზე მეტ ფუნქციას ასრულებს... ავტოპილოტი რომ ჩავურთო და დაპროგრამებული პროგრამა გავუშვა, შემეძლება ვთქვა რომ ის აზროვნებს? არა ცხადია... რადგან საჭიროა რაღაც უფრო მეტი, რაღაც... მმ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 9 2008, 01:11 AM
პოსტი #39


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Genesis
ციტატა
არაფერი არ იკარგება... უბრალოდ ცნობიერების მიღმა ტოვებს ტვინი... ასეა კატებშიც და მაიმუნებშიც...

არ გადამრიო... რა არის ასე კატებშიც და მაიმუნებშიც... ან თვითონ ადამიანში... რა ენერგია გააჩნია დაღუპული ადამიანის ტვინს? რა სახით და სად გროვდება ეს ენერგია, მითუმეტეს მისი ინტელექტი? რა ფორმით ხდება ამ ყველაფრის შენახვა?

არა, მგონია ეს მართალი იყოს. no.gif

მნათე
ციტატა
აპოკატასტასი

მე ამაზე პასუხი არა მაქვს. თუ მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვი მართავს ყველაფერს მაშინ აპოკატასტასი მართალი გამოდის. თავის მხრივ მას არასწორ სწავლებად მიიჩნევს ეკლესია. მეცნიერებას კი არავითარი საფუძველი არ გააჩნია აღიაროს ან უარყოს თავისუფალი პიროვნების არსებობა ადამიანში. მეცნიერულად სულიც არ არსებობს, უფრო სწორად არ დასტურდება მისი არსებობა.

ეს საკითხი ღიაა.

ათეიზმი უფრო ლოგიკურად ხსნის ამ ყველაფერს, "აბრალებს" რა დამთხვევას, მიზეზ-შედეგობრიობის მექანიზმს და უარყოფს პიროვნებას, მითუმეტეს სულს. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 9 2008, 01:17 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე ამაზე პასუხი არა მაქვს.


I კორინთელთა მიმართ 15:28.
ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი,
მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას,
რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი,
რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.

ორიგენე ეყრდნობოდა სწორედ ამ ციტატას... რომლისგანაც გამოჰქონდა აწ უკვე ანათემიზირებული აზრი - საბოლოოდ უფლის მოწყალება ყველას აცხოვნებს.

ციტატა
მე ამაზე პასუხი არა მაქვს. თუ მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვი მართავს ყველაფერს მაშინ აპოკატასტასი მართალი გამოდის. თავის მხრივ მას არასწორ სწავლებად მიიჩნევს ეკლესია. მეცნიერებას კი არავითარი საფუძველი არ გააჩნია აღიაროს ან უარყოს თავისუფალი პიროვნების არსებობა ადამიანში. მეცნიერულად სულიც არ არსებობს, უფრო სწორად არ დასტურდება მისი არსებობა.


მეცნიერება უძლურია იქ, სადაც იწყება ტრანსცენდენტიზმი biggrin.gif
რამდენადაც ის სწორედ აქ, ჩვენი სამშვინველისა და სულის შეერთების ადგილას იწყება... იქ სადაც ქრისტეს მაცხოვნებელი სუნთქვა მშვინვიერებას სულიერებად გარდაქმნის...

ცოტა ხნის მერე კიდევ ერთ პარადოქსზე მსურს გესაუბროთ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 07:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი