IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> მამა პაისი მთაწმინდელი
marine
პოსტი Jan 10 2019, 06:10 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,372
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ათონის ყუთლუმუშის მონასტრის ბერი ანასტასი (ტოპოზიუსი) 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა პაისი ათონელის გვერდით. მამა ანასტასი ბერი პაისის შესახებ იხსენებს:

" როცა ვინმე უახლოვდებოდა მამა პაისის - ყველაფერი გაივლიდა ხოლმე. ყველაფერი, რაც თავში იყო, ქრებოდა და ადვილი იყო წმინდანის ჭვრეტა."

მამა ანასტასი ყვება ერთი მხატვრის შესახებ, რომელიც მამა პაისიმ გადაარჩინა. სალონიკელმა მხატვარმა ერთხელ ქვა მოიბა და ზღვაში გადახტა თავის დასახრჩობად. უეცრად ის ნაპირზე აღმოჩნდა. ბერი პაისი მივიდა მასთან, ზურგზე დაუკაკუნა და უთხრა: "იანის, რატომ აკეთებ ამას?" სინამდვილეში ბერი პაისი ამ დროს ათონზე იყო, მაგრამ სალონიკის მახლობლად აღმოჩნდა და იანისს ეს ფრაზა უთხრა.

მამა ანასტასი ასევე იხსენებს, რომ ბერ პაისის აზრების წაკითხვის უნარი ჰქონდა. "სალონიკელი მხატვარი წელიწადში რამდენჯერმე მოდიოდა ბერ პაისისთან. ბერი ყოველი შეხვედრისას ეუბნებოდა იანისს, რა ჰქონდა გონებაში. მხატვარმა გადაწყვიტა მორიგი შეხვედრისას რთულ გეომეტრიულ ფიგურაზე ეფიქრა. იანისს ეგონა, ბერი ვერ გამოიცნობდა მის ფიქრებს. იგი მიუახლობდა ბერს, რომელიც იდგა ჯოხით ხელში და მიწას ქექავდა. ბერმა პაისიმ მიწაზე ის გეომეტრიული ფიგურა დახატა, რომელიც მხატვარს ჰქონდა თავში. ასეთი იყო ბერი პაისი". - ამბობს მამა ანასტასი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd January 2019 - 01:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი