თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ უბისა

პოსტის ავტორი: Zura)SX თარიღი: May 19 2008, 09:22 PM

სოფელ უბისის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდებარეობს უბისის დი­დებული ტაძარი, იგი წმინ­და გი­ორ­გის სახელ­ზეა აგებული. ტაძარი დარბაზუ­ლი ტი­პი­საა. მის ძირი­თად ბირთვს წარ­მო­ად­გენს გა­ლავ­ნის ცენ­ტრში აღმართული მთა­ვა­რი ნა­გებობა, რო­მელ­საც აქვს მი­ნა­შე­ნები სამხრე­თი­დან, და­სავ­ლე­თი­დან და ჩრდილოეთიდან. ხელოვნების ისტორიის მკვლევარნი| მარი ბროსე, ს. გორგაძე, ე. თაძაიშვილი, შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერ­ლინ­გი და მრა­ვა­ლი სხვა დი­დი ინ­ტე­რე­სით სწავ­ლობდნენ ამ დი­დებული ძეგ­ლის ის­ტო­რი­ას. უბისის ტაძრის აშე­ნების თა­რი­ღის შე­სახებ მკვლე­ვა­რებს სხვა­დასხვა მო­საზ­რება აქვთ. პრო­ფე­სორ­მა ს. გორ­გაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და დაგ­ვი­ტო­ვა მეც­ნი­ე­რუ­ლი აღ­წე­რა ამ დი­დებული ძეგ­ლი­სა. მი­სი მო­საზ­რებით, უბისის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მშე­ნებლობას თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ფუძვე­ლი ჩა­ე­ყა­რა მე-9 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არაბთა ბატო­ნობისა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლების შემ­დეგ ფარ­თო მას­შტაბით მიმ­დი­ნა­რეობდა სა­მო­ნას­ტრო-სა­გან­მა­ნათ­ლებლო კე­რების მშე­ნებლობა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ედ­გა მწიგ­ნობარი და სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე გრი­გოლ ხანძთე­ლი. გრი­გოლ ხანძთელს და მის მო­წა­ფეებს, ქრის­ტე­ფო­რეს და თე­ო­დო­რეს, აფხაზ­თა მე­ფის, დე­მეტ­რეს სამ­ფლობელო­ში, მარ­გვეთ­ში, აუ­გი­ათ უბისის მო­ნას­ტე­რი. გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე მოგ­ვითხრობს| «მა­შინ მა­მა­მან გრი­გოლ სარ­წმუ­ნოებისა­მებრ მე­ფი­სა აღა­შე­ნა მო­ნას­ტე­რი და უწო­და სახელი მი­სი უბე და ილა­რი­ონ ვინ­მე იე­რუ­სალ­იმით მოს­რუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ მოხუცი და­ად­გი­ნა მა­მა­სახლისად». ხელოვ­ნების ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რის რ. შმერ­ლიგ­ნის გა­მოკ­ვლე­ვი­თაც, რო­მე­ლიც შეს­რუ­ლებულია 1954 წელს და დაბეჭ­დი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რებათა აკა­დე­მი­ის შრო­მების მე-16 ტომ­ში, უბისის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მთა­ვა­რი ტაძარი აგებულიაIX-X სს. მიჯნა­ზე. მი­სი მო­საზ­რებით, სტი­ლი და ასო­თა მოძ­ვა­ნი­ლობა, რო­მე­ლიც გა­მო­ძე­ნებულია სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნა­გებობაზე, და­მახასი­ა­თებელი იძო ბჟ-ჟ სა­უ­კუ­ნეებისათ­ვის. აკად. შ. ამი­რა­ნა­შვილ­მა უბისის ორ­ნა­ვი­ა­ნი ბაზი­ლი­კა XII სა­უ­კუ­ნით და­ა­თა­რი­ღა, რად­გან უბისის სვეტ­ზე შეს­რუ­ლებული წარ­წე­რა სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს| «მე საწ­ძა­ლობელ­სა სუ­ლი­თა სი­მონ ჭყონ­დი­დელ­სა მო­მე­მად­ლა ღვთის­გან აღ­შე­ნებად მო­ნას­ტე­რი ესე და სუ­ე­ტი­ცა ესე მე­ფობასა ღვთი­სა მი­ერ გვირ­გვი­ნოს­ნი­სა დი­მიტ­რი მე­ფე­თა მე­ფი­სა ძის დი­დი­სა მე­ფი­სა და­ვი­თი­სა ქო­რო­ნი­კო­ნი იყო 361 ზე­და წე­ლი სარ­კი­ნოზ­თა 535». ეს წარ­წე­რა მი­უ­თი­თებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კოშ­კი აა­გო სი­მონ ჭყონ­დი­დელ­მა 1141 წელს, დე­მეტ­რეს მე­ფობის დროს. მეც­ნი­ე­რები ვა­რა­უ­დობენ, რომ ამ სვეტ­ზე უნ­და გა­ე­ტა­რებია ჭყონ­დი­დელს სი­ცოცხლის ბოლო წლები. სვე­ტი არ ჰგავს უფ­რო ად­რე გავ­რცე­ლებულ მეს­ვე­ტე­თა თვით­მწვა­ლებლობისათ­ვის გან­კუთ­ვნილ სამ­ყოფს. ვახტანგ ცინ­ცაძემ 1969 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რი გამოკვლე­ვა უძღვნა უბისის სვეტს, სა­დაც ვკითხულობთ| «უბისის სვე­ტი ში­რი­მის ქვით ნა­გები ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნობაა, თი­თო­ე­ულ სარ­თულ­ში თი­თო ოთახით, ჩვე­ნამ­დე გა­და­უ­კე­თებლა­დაა მოღ­წე­უ­ლი. სვეტ­ში შე­სას­ვლე­ლი პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან ძო­ფი­ლა. პირ­ველ სარ­თულ­ში ყო­ფი­ლა სა­კუჭ­ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფარ­თო და­რაბებია­ნი განჯინებით. იქ მი­სად­გმე­ლი კიბით ჩა­დი­ოდ­ნენ მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, რო­მე­ლიც საცხოვ­რებელ ოთახს წარ­მო­ად­გენ­და (2,55X3.00მ), დი­დი ბუხრით, განჯინებითა და სა­პირ­ფა­რე­შო­თი. კარ­გად ყო­ფი­ლა გა­შუ­ქებული სა­მი სარ­კმე­ლი­თა და ფარ­თო კა­რით. ამ ოთახიდან ქვის მო­სახერხებელი კიბის სა­შუ­ა­ლებით ზე­და ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც სა­ლო­ცა­ვად და სა­მუ­შა­ოდ უნ­და ძო­ფი­ლი­ძო გან­კუთ­ვნი­ლი. მის სამ კე­დელ­ში თი­თო სარ­კმე­ლი იძო და­ტა­ნებული, აქ­ვე ძო­ფი­ლა ღრმა ნი­შები, ალბათ, სქელ­ტა­ნი­ა­ნი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნების და­საწ­ყობად. და­სავ­ლე­თის კე­დელ­ში გაჭ­რი­ლი კა­რი გა­დი­ო­და ხის გა­და­კი­დებულ აი­ვან­ზე, რომ­ლი­და­ნაც იგი გა­დაჰყუ­რებდა მო­ნას­ტრის მთა­ვარ ტაძარს, მის იქით კი «მი­ტო­ვებულ» ქვე­ძა­ნას. გა­დამხურა­ვი თა­ღის სამხრეთ-და­სავ­ლეთ კუთხეში ასას­ვლე­ლი ხვრე­ლია, აქე­დან მი­სად­გო­მი კიბით ზე­და სარ­თულ­ში ადი­ოდ­ნენ. ეს თავ­და­სა­ცა­ვად გან­კუთ­ვნი­ლი სარ­თუ­ლია სა­ლო­დეებით, თი­თო-თი­თო კე­დელ­ში. ყვე­ლა­ზე უკეთ შერ­ჩე­ნი­ლია და­სავ­ლე­თის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც ში­რი­მის კრონ­შტე­ინ­ზე აგუ­რით გა­დაყ­ვა­ნილ თაღს წარ­მო­ად­გენს». თა­მარ მე­ფეს დი­დად ჰყვა­რებია უბისის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი და გა­უს­რუ­ლებია, გა­უმ­შვე­ნი­ე­რებია კი­დეც. ამას ადას­ტუ­რებს ხალხური ლექ­სი| «უბისს ავა­გე საყ­და­რი»... XIV ს. მე­ფე გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამი­რა­ნაშ­ვი­ლის გა­მოკ­ვლე­ვით, უბისის კედ­ლის მხატ­ვრობა შეს­რუ­ლებულია მხატ­ვარ და­მი­ა­ნეს მი­ერ, მაგ­რამ აკა­დე­მი­კოს ბერიძის აზ­რით, დი­დი ხელო­ვა­ნი ფერ­მწე­რი მხატ­ვა­რი და­მი­ა­ნე თვი­თონ კი არ არის ამ მხატ­ვრობის შემ­სრუ­ლებელი, არა­მედ მი­სი აღ­ზრდი­ლი და მო­წა­ფე__გე­რა­სი­მე. ვ. ბერიძის დას­კვნით, და­მი­ა­ნე იყო შემ­კვე­თი, თუ რო­გორ უნ­და მოხატუ­ლი­ყო ტაძარი, შემ­სრუ­ლებელი იყო მხატ­ვა­რი გე­რა­სი­მე, და­მი­ა­ნეს მო­წა­ფე. ტაძარ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის ბრწყინ­ვა­ლე კომ­პო­ზი­ცია| ხარება, ბზობა, ჯვარ­ცმა, აღ­დგო­მა, ნათ­ლის­ღება და სხვა. ფრეს­კებს შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა «უბისის წმინ­და გი­ორ­გის ფრეს­კა» და «სა­ი­დუმ­ლო სე­რობა». უბისის მო­ნას­ტერ­ში სა­უ­კუ­ნეების გან­მავ­ლობაში ხდებოდა წიგ­ნების გა­და­წე­რა, არ­სებობდა ჭე­დუ­რობის და ხატ­წე­რის სკო­ლები. ყუ­რად­ღებას იქ­ცევს მდ. ძირუ­ლას მარცხენა მხარეს, უბისის ტაძრის სიახლო­ვეს, «ძინძიბოუ­რის» მა­ღალ გო­რაკ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნან­გრე­ვები. აქ და­ცუ­ლია ჭუ­რები, რო­მელ­თა ტე­ვა­დობა 100-200 ფუთს შე­ად­გენს. სოფ­ლის მო­სახლეობის გად­მო­ცე­მით, ამ ჭუ­რებში მა­შინ­დე­ლი მო­სახლეობა წყლი­სა და ღვი­ნის მა­რაგს ინახავ­და. უბისის ტაძარს დღე­საც უამ­რა­ვი მნახვე­ლი ჰყავს და თა­ვი­სი გრან­დი­ო­ზუ­ლობითა და უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კებით მო­მაჯადოებელ შთაბეჭ­დი­ლებას ახდენს.



http://ubisa.ge

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nino nino თარიღი: May 20 2008, 11:59 AM

http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკი ნახეთ ... უბისელი..., შენ უბისელი ხარ?

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 24 2008, 11:05 PM

ციტატა(nino nino @ May 20 2008, 12:59 PM) *

http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკი ნახეთ ... უბისელი..., შენ უბისელი ხარ?

კი ჩემო კარგო ადამიანო ნამდვილად უბისელი ვარ და ეგ ვებ გვერდი მე შევქმენი

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 25 2008, 01:01 AM

მგონი აქ უკვე იყო უბისაზე თემა გახსნილი? unsure.gif


მიყვარს უბისის ტაძარი wub.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 25 2008, 06:23 PM

ციტატა(S a l l y @ May 25 2008, 02:01 AM) *

მიყვარს უბისის ტაძარი wub.gif

არ ვიცი უბისამდე აქ ვინ გახსნა თემა მარა დარწმუნებული ვარ ჩემსავით ვერ გარკვევიან უბისის ისტორიაში და მის კუთხე კუნჭულებში smile.gif ... უბისა რო გიყვარს შემთხვევით მაქედან ხო არ ხარ ? უბისასთან რა შეხება გაქ მე უბისელი ვარ

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 25 2008, 06:39 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

უბისის წინამძღვარი მამა მათე და მამა ვახტანგი..

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 25 2008, 08:14 PM

ძალიან ლამაზი ტაძარია smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 25 2008, 08:18 PM

ულამაზესია.... დიდი სიამოვნებით მოვილოცავდი smile.gif

პოსტის ავტორი: mak თარიღი: May 25 2008, 08:19 PM

ციტატა(უბისელი @ May 24 2008, 11:05 PM) *

კი ჩემო კარგო ადამიანო ნამდვილად უბისელი ვარ და ეგ ვებ გვერდი მე შევქმენი

უკაცრავად და უკვე ვირუსი ავიკიდე sad.gif ისე კი ძაან ლამაზია smile.gif

ციტატა(nino nino @ May 20 2008, 11:59 AM) *

http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკი ნახეთ ... უბისელი..., შენ უბისელი ხარ?

sad.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 26 2008, 12:14 AM

ციტატა(mak @ May 25 2008, 09:19 PM) *

უკაცრავად და უკვე ვირუსი ავიკიდე sad.gif ისე კი ძაან ლამაზია smile.gif
sad.gif

შანსი არა გადამრევს ეს ხალხი ... 2 დღეა მწერენ ვირუსი აქვსო უბისის მონასტრის საიტს და რისი ბრალი შეილება იყოს ? ვინმემ გამარკვიეთ sad.gif
პირადად მე ავასტი მიყენია და პრობლემა არ მაქ და ჩემ სამეგობროშიც არავის შექმნია მაგ საიტის გამო პრობლემა .. დამაკვალიანეთ აბა ... ვინ არის პროგრამისტი რგორ გავასწორო თუ ვირუსია პირადად მე არ დამიდია sad.gif თუ ვირუსია რომელ ფაილია დავირუსებული იქნებ მითხრათ sad.gif და შევეცდები გამოვასწორო sad.gif

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 26 2008, 12:14 AM

უბისელი
არ არ ვარ იქაური smile.gif

თათარაშვილი
გიგ,სამეგრელოში წასვლისას გზად შეიძლება უბისის ტარის მოლოცვაც smile.gif

პოსტის ავტორი: nino nino თარიღი: May 26 2008, 12:52 AM

უბისელი , მამა ვახტანგი როგორ არის? ხომ არ იცი? ცუდად, რომ იყო...მე სოფელი მაქვს ღორეშაში.....

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 26 2008, 01:06 AM

ციტატა(nino nino @ May 26 2008, 01:52 AM) *

უბისელი , მამა ვახტანგი როგორ არის? ხომ არ იცი? ცუდად, რომ იყო...მე სოფელი მაქვს ღორეშაში.....

მამა ვახტანგი რო დაჭრეს ზუსტად იმ დღეს უბისაში ვიყავი სამწუხაროდ მერე ვეღარ მოვახერხე ჩასვლა და აქედან გამომდინარე ამბავიც არ ვიცი sad.gif .. იმედია გავიგებ და მოგწერ. როგორც ვიცი ვინც დაყაჩაღა მამა ვახტანგი დაიჭირესო რამდენად მართალია არ ვიციცი

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 27 2008, 11:50 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 10:32 AM

ნამყოფი ვარ უბისაში smile.gif საოცარი სილამაზისა!!! smile.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 28 2008, 12:30 PM

უბისაში ვინც არ იცის არის შემონახული გრიგოლ ხანთელის დროინდელი ქვევრები და ჭა.. გარდა ეკლესიისა .

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 29 2008, 09:55 PM

მონასტრის ანგარიში ...
შეწირეთ თანხა უბის მონასტერს
სს ,,სახალხო ბანკის" ხარაგაულის ფილიალი - 220101434
უბისის მონასტრის ნგარიში - № 36080022
საიდენტიფიკაციო კოდი - 243572674.
პირადი ანგარიში :



მამა მათე ( ბუაჩიძე) უბისის მონასტრის მონაზონი და წინამძრვარი. ( ტელ- 899-57-78-73)

პოსტის ავტორი: likka თარიღი: May 29 2008, 10:20 PM

ნამყოფი ვარ ორჯერ, სოფლის გზიდან შევიარეთ, ერთხელ იტალიელი ტურისტიც მყავდა, ძალიან მოეწონა მასაც და მეც smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 11:43 AM

ციტატა(უბისელი @ May 29 2008, 09:55 PM) *

მონასტრის ანგარიში ...
შეწირეთ თანხა უბის მონასტერს
სს ,,სახალხო ბანკის" ხარაგაულის ფილიალი - 220101434
უბისის მონასტრის ნგარიში - № 36080022
საიდენტიფიკაციო კოდი - 243572674.
პირადი ანგარიში :
    № 360101013200166 ლარი
    № 361101013200151 დოლარი


მამა მათე ( ბუაჩიძე) უბისის მონასტრის მონაზონი და წინამძრვარი. ( ტელ- 899-57-78-73)


ჩემო კარგო, საქველმოქმედო ფონდის განყოფილებაში გახსენი თემა და იქ განათავსე ეს პოსტი.

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 30 2008, 05:26 PM

ციტატა(marine @ May 30 2008, 12:43 PM) *

ჩემო კარგო, საქველმოქმედო ფონდის განყოფილებაში გახსენი თემა და იქ განათავსე ეს პოსტი.

არა ჩემო კარგო ეს არის უბისის მონასტრის პირადი ანგარიში სადაც შეუძლიათ შეწირონ თანხა .. და არ ვთვლი საჭიროდ ცალკე გახსნას რადან უბისის განყოფილება უკვე გვაქ და უბისის ანგარიშებია ეს smile.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: May 31 2008, 11:04 PM

ყველაზე ძველი ტაძრები ხარაგაულში IX-X ს.ს თარიღდება . მათ შორის ერთ-ერთი არის უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.
ამ პერიოდში იწყება ეკლესია მონასტრების აღორძინება ტაო-კლარჯეთში. ასაღნიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ამ დროს მოდის გრიგოლ ხანთელი თავის მოწაფეებით და უბისაში აშენებს მონასტერს . დემეტრე მეფის ეპოქაში მონასტერს ცვლილება განუცდია და სტვეტი და მონასტერი სვიმონ წყონდიდელს აუგია.



უბისის მონასტრის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თამარ მეფე. მისი ვრძანებით მონასტერში წყალგაყვანილობის სისტემაც შეუქმნიათ, რაზეც მეტყველებს ხარაგაულის მუზეომში დაცული თიხის მილების ,,უბისიდან". ამიტომაცაა ნათვამი თამარის ეპიტაფიაში "უბის საყდარი ავაგე, უწყლოსა სყალი ვადინე" თამარ მეფეს ასევე უკავშირდება ვარძის მონასტრის აგება . სამწუხაროდ ვარზისს ფრესკებს ჩვენამდე არ მოუხწევიათ, მაგრამ უბისის ფრესკები შემონახულია დღემდე იგი მოიხატულა XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში.

უბის მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისაა და იგი არის დარბაზული ტიპის. ცენტრში არის მთავარი ნაგებობა .. რომელსაც მინაშენები აქ სამხრეთიდან ჩრდიოეთიდან და დასავლეთიდან .

ისის ისტორიას დიდი ინტერესით სწავლობდნენ მრავალი ხელოვნების ისტორის კვლევარი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.

XII საუკუნეში 1141-წელს დემეტრე მეფის დროს სვიმონ წყონდიდელის მეოფებით მონასტერს სახე ცვლილება განუცდია, რასაც ადასტურებს კოშკის სამხრეთ კედელზე შესრულებული წარწერა ....


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jun 3 2008, 01:44 AM

http://www.ubisa.ge

http://www.ubisa.ge



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jun 25 2008, 08:37 PM

თუ ვინმეს შუძლია ისეთი ინფორმაცა მომაწოდოს რო უბისის საიტზე განვათავსო გთხოვთ მითხრათ და დავდებ ...

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 23 2008, 01:30 AM

http://macho.myweb.ge/forum/macho/index.php

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 23 2008, 02:40 PM

კვირას ვიყავი ამ ეკლესიაში და გაოცებული ვარ ამ სილამაზით. ფრესკებმა დამამუნჯა. სიტყვებით ვერ ავხსნი იმ გრძნობას რაც მათი ყურებისას განვიცადე. წირვას დავესწარი და არ ვიცი...
რამდენი ფოტოს დავდებ, რაც ეზოში გადავიღე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 24 2008, 08:06 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jul 24 2008, 11:40 PM

ძაან ლამაზი ტაძარია და ფრესკებიც საოცარია, განსაკუთრებით საიდუმლო სერობაის ფრესკა (XIV ს.)

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 28 2008, 02:02 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jul 28 2008, 02:05 AM

ციტატა(უბისელი @ Jul 28 2008, 02:02 AM) *

IPB-ს სურათი


ძალიამ ლამაზია, მიყვარს ეს ფრესკა დავინჩისასაც მირჩევნია, თან უფრო ძველია smile.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Aug 4 2008, 01:45 PM

დაჭირე სურათს და გადიდგება


http://s54.radikal.ru/i145/0808/7e/45a957ee627d.jpg

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Aug 6 2008, 01:31 PM

უბისელი
შენი ხელმოწერა მომწონს, რომელ ბანაკის რაზმებს ქონდათ ეგ დევიზები? biggrin.gif
პირველი ძალიან მეცნობა. biggrin.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Aug 16 2008, 07:10 PM

QUOTE(Ismail @ Aug 6 2008, 01:31 PM) *

უბისელი
შენი ხელმოწერა მომწონს, რომელ ბანაკის რაზმებს ქონდათ ეგ დევიზები? biggrin.gif
პირველი ძალიან მეცნობა. biggrin.gif

ისე ბანაკები რა შვაშია უბისის მონასტრის განყოფილებასთან ?? ? ..
ისე ჩემ რაზმებს ქონდა ზუსტად არ მახოვს რომლებს ...

პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Aug 25 2008, 10:18 PM

ულამაზესი ტაძარია ისე მიხარია ხოლმე იქ რო ჩავივლი გული სიხარულით მევსევბა.ტან ჩემს ,მამაოს კარგად იცნობენ იქ,იქ ერთად ვიყავით ჩასულები მთელი წმ.ბარბარეს მრევლი.ვიგალობეთ, ვიტრაპეზეთ.გაგვიწვიმდა კიდეც მაგრამ ძალიან კარგი იყოო cocxali.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Sep 8 2008, 11:17 AM

http://img242.imageshack.us/img242/3744/914169bca650sx7.jpg

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 27 2009, 02:30 PM

სამწუხაროდ დაზიანდა უბისის საიტი თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ ძრავის დაყენებაში... წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jun 19 2010, 11:31 AM

IPB-ს სურათი

მეამაყება რო ამ სოფლიდან ვარ

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 12 2010, 10:49 AM

http://pix.ge/


http://pix.ge/


http://pix.ge/

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 13 2010, 11:15 PM


პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Jul 13 2010, 11:40 PM

ციტატა
მამა ვახტანგი რო დაჭრეს



რა? როდის?სად? ვინ?რატო?

დღეს მონასტერი მოქმედია?ტიბიკონი აქვთ?არიან წევრები? მეუფე მანდ წირავს ხოლმე?

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 14 2010, 01:56 PM

ციტატა(noone__90 @ Jul 14 2010, 12:40 AM) *

რა? როდის?სად? ვინ?რატო?

დღეს მონასტერი მოქმედია?ტიბიკონი აქვთ?არიან წევრები? მეუფე მანდ წირავს ხოლმე?

კი მოქმედი მონასტერია და ტარდება ლოცვა კურთხევა

პოსტის ავტორი: didi abuli თარიღი: Jul 14 2010, 09:07 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Dec 10 2010, 03:39 PM

აქ დააბრძანეს ეხლა სახვაძეების საგვარეულო ხატი... რომელიც მამა გიორგის ლოცვაკურთხევით მოიხატა

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Dec 13 2010, 03:23 PM

http://ubisa.noads.biz/index.php?act=attach&type=post&id=36 ეს არის კულტურის სამინისტროს მომზადებული ინნფორმაციული ბანერი

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Dec 14 2010, 11:35 AM

IPB-ს სურათი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)