IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უბისა, http://www.ubisa.ge/
უბისელი
პოსტი May 19 2008, 09:22 PM
პოსტი #1


ჩაკრულო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 148
რეგისტრ.: 9-October 07
მდებარ.: უბისა
წევრი № 2,924



სოფელ უბისის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდებარეობს უბისის დი­დებული ტაძარი, იგი წმინ­და გი­ორ­გის სახელ­ზეა აგებული. ტაძარი დარბაზუ­ლი ტი­პი­საა. მის ძირი­თად ბირთვს წარ­მო­ად­გენს გა­ლავ­ნის ცენ­ტრში აღმართული მთა­ვა­რი ნა­გებობა, რო­მელ­საც აქვს მი­ნა­შე­ნები სამხრე­თი­დან, და­სავ­ლე­თი­დან და ჩრდილოეთიდან. ხელოვნების ისტორიის მკვლევარნი| მარი ბროსე, ს. გორგაძე, ე. თაძაიშვილი, შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერ­ლინ­გი და მრა­ვა­ლი სხვა დი­დი ინ­ტე­რე­სით სწავ­ლობდნენ ამ დი­დებული ძეგ­ლის ის­ტო­რი­ას. უბისის ტაძრის აშე­ნების თა­რი­ღის შე­სახებ მკვლე­ვა­რებს სხვა­დასხვა მო­საზ­რება აქვთ. პრო­ფე­სორ­მა ს. გორ­გაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და დაგ­ვი­ტო­ვა მეც­ნი­ე­რუ­ლი აღ­წე­რა ამ დი­დებული ძეგ­ლი­სა. მი­სი მო­საზ­რებით, უბისის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მშე­ნებლობას თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ფუძვე­ლი ჩა­ე­ყა­რა მე-9 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არაბთა ბატო­ნობისა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლების შემ­დეგ ფარ­თო მას­შტაბით მიმ­დი­ნა­რეობდა სა­მო­ნას­ტრო-სა­გან­მა­ნათ­ლებლო კე­რების მშე­ნებლობა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ედ­გა მწიგ­ნობარი და სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე გრი­გოლ ხანძთე­ლი. გრი­გოლ ხანძთელს და მის მო­წა­ფეებს, ქრის­ტე­ფო­რეს და თე­ო­დო­რეს, აფხაზ­თა მე­ფის, დე­მეტ­რეს სამ­ფლობელო­ში, მარ­გვეთ­ში, აუ­გი­ათ უბისის მო­ნას­ტე­რი. გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე მოგ­ვითხრობს| «მა­შინ მა­მა­მან გრი­გოლ სარ­წმუ­ნოებისა­მებრ მე­ფი­სა აღა­შე­ნა მო­ნას­ტე­რი და უწო­და სახელი მი­სი უბე და ილა­რი­ონ ვინ­მე იე­რუ­სალ­იმით მოს­რუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ მოხუცი და­ად­გი­ნა მა­მა­სახლისად». ხელოვ­ნების ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რის რ. შმერ­ლიგ­ნის გა­მოკ­ვლე­ვი­თაც, რო­მე­ლიც შეს­რუ­ლებულია 1954 წელს და დაბეჭ­დი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რებათა აკა­დე­მი­ის შრო­მების მე-16 ტომ­ში, უბისის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მთა­ვა­რი ტაძარი აგებულიაIX-X სს. მიჯნა­ზე. მი­სი მო­საზ­რებით, სტი­ლი და ასო­თა მოძ­ვა­ნი­ლობა, რო­მე­ლიც გა­მო­ძე­ნებულია სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნა­გებობაზე, და­მახასი­ა­თებელი იძო ბჟ-ჟ სა­უ­კუ­ნეებისათ­ვის. აკად. შ. ამი­რა­ნა­შვილ­მა უბისის ორ­ნა­ვი­ა­ნი ბაზი­ლი­კა XII სა­უ­კუ­ნით და­ა­თა­რი­ღა, რად­გან უბისის სვეტ­ზე შეს­რუ­ლებული წარ­წე­რა სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს| «მე საწ­ძა­ლობელ­სა სუ­ლი­თა სი­მონ ჭყონ­დი­დელ­სა მო­მე­მად­ლა ღვთის­გან აღ­შე­ნებად მო­ნას­ტე­რი ესე და სუ­ე­ტი­ცა ესე მე­ფობასა ღვთი­სა მი­ერ გვირ­გვი­ნოს­ნი­სა დი­მიტ­რი მე­ფე­თა მე­ფი­სა ძის დი­დი­სა მე­ფი­სა და­ვი­თი­სა ქო­რო­ნი­კო­ნი იყო 361 ზე­და წე­ლი სარ­კი­ნოზ­თა 535». ეს წარ­წე­რა მი­უ­თი­თებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კოშ­კი აა­გო სი­მონ ჭყონ­დი­დელ­მა 1141 წელს, დე­მეტ­რეს მე­ფობის დროს. მეც­ნი­ე­რები ვა­რა­უ­დობენ, რომ ამ სვეტ­ზე უნ­და გა­ე­ტა­რებია ჭყონ­დი­დელს სი­ცოცხლის ბოლო წლები. სვე­ტი არ ჰგავს უფ­რო ად­რე გავ­რცე­ლებულ მეს­ვე­ტე­თა თვით­მწვა­ლებლობისათ­ვის გან­კუთ­ვნილ სამ­ყოფს. ვახტანგ ცინ­ცაძემ 1969 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რი გამოკვლე­ვა უძღვნა უბისის სვეტს, სა­დაც ვკითხულობთ| «უბისის სვე­ტი ში­რი­მის ქვით ნა­გები ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნობაა, თი­თო­ე­ულ სარ­თულ­ში თი­თო ოთახით, ჩვე­ნამ­დე გა­და­უ­კე­თებლა­დაა მოღ­წე­უ­ლი. სვეტ­ში შე­სას­ვლე­ლი პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან ძო­ფი­ლა. პირ­ველ სარ­თულ­ში ყო­ფი­ლა სა­კუჭ­ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფარ­თო და­რაბებია­ნი განჯინებით. იქ მი­სად­გმე­ლი კიბით ჩა­დი­ოდ­ნენ მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, რო­მე­ლიც საცხოვ­რებელ ოთახს წარ­მო­ად­გენ­და (2,55X3.00მ), დი­დი ბუხრით, განჯინებითა და სა­პირ­ფა­რე­შო­თი. კარ­გად ყო­ფი­ლა გა­შუ­ქებული სა­მი სარ­კმე­ლი­თა და ფარ­თო კა­რით. ამ ოთახიდან ქვის მო­სახერხებელი კიბის სა­შუ­ა­ლებით ზე­და ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც სა­ლო­ცა­ვად და სა­მუ­შა­ოდ უნ­და ძო­ფი­ლი­ძო გან­კუთ­ვნი­ლი. მის სამ კე­დელ­ში თი­თო სარ­კმე­ლი იძო და­ტა­ნებული, აქ­ვე ძო­ფი­ლა ღრმა ნი­შები, ალბათ, სქელ­ტა­ნი­ა­ნი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნების და­საწ­ყობად. და­სავ­ლე­თის კე­დელ­ში გაჭ­რი­ლი კა­რი გა­დი­ო­და ხის გა­და­კი­დებულ აი­ვან­ზე, რომ­ლი­და­ნაც იგი გა­დაჰყუ­რებდა მო­ნას­ტრის მთა­ვარ ტაძარს, მის იქით კი «მი­ტო­ვებულ» ქვე­ძა­ნას. გა­დამხურა­ვი თა­ღის სამხრეთ-და­სავ­ლეთ კუთხეში ასას­ვლე­ლი ხვრე­ლია, აქე­დან მი­სად­გო­მი კიბით ზე­და სარ­თულ­ში ადი­ოდ­ნენ. ეს თავ­და­სა­ცა­ვად გან­კუთ­ვნი­ლი სარ­თუ­ლია სა­ლო­დეებით, თი­თო-თი­თო კე­დელ­ში. ყვე­ლა­ზე უკეთ შერ­ჩე­ნი­ლია და­სავ­ლე­თის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც ში­რი­მის კრონ­შტე­ინ­ზე აგუ­რით გა­დაყ­ვა­ნილ თაღს წარ­მო­ად­გენს». თა­მარ მე­ფეს დი­დად ჰყვა­რებია უბისის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი და გა­უს­რუ­ლებია, გა­უმ­შვე­ნი­ე­რებია კი­დეც. ამას ადას­ტუ­რებს ხალხური ლექ­სი| «უბისს ავა­გე საყ­და­რი»... XIV ს. მე­ფე გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამი­რა­ნაშ­ვი­ლის გა­მოკ­ვლე­ვით, უბისის კედ­ლის მხატ­ვრობა შეს­რუ­ლებულია მხატ­ვარ და­მი­ა­ნეს მი­ერ, მაგ­რამ აკა­დე­მი­კოს ბერიძის აზ­რით, დი­დი ხელო­ვა­ნი ფერ­მწე­რი მხატ­ვა­რი და­მი­ა­ნე თვი­თონ კი არ არის ამ მხატ­ვრობის შემ­სრუ­ლებელი, არა­მედ მი­სი აღ­ზრდი­ლი და მო­წა­ფე__გე­რა­სი­მე. ვ. ბერიძის დას­კვნით, და­მი­ა­ნე იყო შემ­კვე­თი, თუ რო­გორ უნ­და მოხატუ­ლი­ყო ტაძარი, შემ­სრუ­ლებელი იყო მხატ­ვა­რი გე­რა­სი­მე, და­მი­ა­ნეს მო­წა­ფე. ტაძარ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის ბრწყინ­ვა­ლე კომ­პო­ზი­ცია| ხარება, ბზობა, ჯვარ­ცმა, აღ­დგო­მა, ნათ­ლის­ღება და სხვა. ფრეს­კებს შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა «უბისის წმინ­და გი­ორ­გის ფრეს­კა» და «სა­ი­დუმ­ლო სე­რობა». უბისის მო­ნას­ტერ­ში სა­უ­კუ­ნეების გან­მავ­ლობაში ხდებოდა წიგ­ნების გა­და­წე­რა, არ­სებობდა ჭე­დუ­რობის და ხატ­წე­რის სკო­ლები. ყუ­რად­ღებას იქ­ცევს მდ. ძირუ­ლას მარცხენა მხარეს, უბისის ტაძრის სიახლო­ვეს, «ძინძიბოუ­რის» მა­ღალ გო­რაკ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნან­გრე­ვები. აქ და­ცუ­ლია ჭუ­რები, რო­მელ­თა ტე­ვა­დობა 100-200 ფუთს შე­ად­გენს. სოფ­ლის მო­სახლეობის გად­მო­ცე­მით, ამ ჭუ­რებში მა­შინ­დე­ლი მო­სახლეობა წყლი­სა და ღვი­ნის მა­რაგს ინახავ­და. უბისის ტაძარს დღე­საც უამ­რა­ვი მნახვე­ლი ჰყავს და თა­ვი­სი გრან­დი­ო­ზუ­ლობითა და უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კებით მო­მაჯადოებელ შთაბეჭ­დი­ლებას ახდენს.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------

~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~
~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~
~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Zura)SX   უბისა   May 19 2008, 09:22 PM
nino nino   http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკი...   May 20 2008, 11:59 AM
უბისელი   http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკ...   May 24 2008, 11:05 PM
mak   კი ჩემო კარგო ადამ...   May 25 2008, 08:19 PM
უბისელი   უკაცრავად და უკვე ...   May 26 2008, 12:14 AM
S a l l y   მგონი აქ უკვე იყო უ...   May 25 2008, 01:01 AM
უბისელი   მიყვარს უბისის ტა...   May 25 2008, 06:23 PM
უბისელი   http://123.ge/uploads/1/90308.jpg http://i044.rad...   May 25 2008, 06:39 PM
veriko7   ძალიან ლამაზი ტაძა...   May 25 2008, 08:14 PM
თათარაშვილი   ულამაზესია.... დიდი ...   May 25 2008, 08:18 PM
S a l l y   უბისელი არ არ ვარ ი...   May 26 2008, 12:14 AM
nino nino   უბისელი , მამა ვახტ...   May 26 2008, 12:52 AM
უბისელი   უბისელი , მამა ვახტ...   May 26 2008, 01:06 AM
უბისელი   http://i005.radikal.ru/0805/56/00a09caf63d1.jpg   May 27 2008, 11:50 PM
marine   ნამყოფი ვარ უბისაშ...   May 28 2008, 10:32 AM
უბისელი   უბისაში ვინც არ იც...   May 28 2008, 12:30 PM
უბისელი   მონასტრის ანგარიშ...   May 29 2008, 09:55 PM
marine   მონასტრის ანგარიშ...   May 30 2008, 11:43 AM
უბისელი   ჩემო კარგო, საქველ...   May 30 2008, 05:26 PM
likka   ნამყოფი ვარ ორჯერ, ...   May 29 2008, 10:20 PM
უბისელი   ყველაზე ძველი ტაძრ...   May 31 2008, 11:04 PM
უბისელი   [img]http://www.ubisa.ge/baner/ubisi.gif [url=ht...   Jun 3 2008, 01:44 AM
უბისელი   თუ ვინმეს შუძლია ი...   Jun 25 2008, 08:37 PM
უბისელი   http://macho.myweb.ge/forum/macho/index.php   Jul 23 2008, 01:30 AM
tamuna m   კვირას ვიყავი ამ ე...   Jul 23 2008, 02:40 PM
უბისელი   http://tandila.com/ubisa/images/img_6752_ubisa_dzi...   Jul 24 2008, 08:06 PM
sable   ძაან ლამაზი ტაძარი...   Jul 24 2008, 11:40 PM
უბისელი   http://s50.radikal.ru/i130/0807/0f/896e85179125.jp...   Jul 28 2008, 02:02 AM
sable   http://s50.radikal.ru/i130/0807/0f/896e85179125.j...   Jul 28 2008, 02:05 AM
უბისელი   დაჭირე სურათს და გ...   Aug 4 2008, 01:45 PM
Ismail   უბისელი შენი ხელმო...   Aug 6 2008, 01:31 PM
უბისელი   უბისელი შენი ხელმ...   Aug 16 2008, 07:10 PM
IZAKUNA   ულამაზესი ტაძარია ...   Aug 25 2008, 10:18 PM
უბისელი   http://img242.imageshack.us/img242/3744/914169bca6...   Sep 8 2008, 11:17 AM
უბისელი   სამწუხაროდ დაზიან...   Jul 27 2009, 02:30 PM
უბისელი   http://i029.radikal.ru/0806/9e/1da6a5c26444.jpg ...   Jun 19 2010, 11:31 AM
უბისელი   http://b.pix.ge/m/kfs8a.jpg [url=http://pix.ge/]...   Jul 12 2010, 10:49 AM
უბისელი   379949   Jul 13 2010, 11:15 PM
noone__90   რა? როდის?სად? ვინ?...   Jul 13 2010, 11:40 PM
უბისელი   რა? როდის?სად? ვინ?რ...   Jul 14 2010, 01:56 PM
didi abuli   http://i049.radikal.ru/1007/aa/7116631d9dd5.jpg [...   Jul 14 2010, 09:07 PM
უბისელი   აქ დააბრძანეს ეხლა...   Dec 10 2010, 03:39 PM
უბისელი   გადმოწერა ეს არის ...   Dec 13 2010, 03:23 PM
უბისელი   http://i017.radikal.ru/1005/11/d63b1087956f.jpg   Dec 14 2010, 11:35 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი