დეპრესია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია |
აბე |
Mar 20 2010, 11:00 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მოგეხსენებათ, დეპრესიის მიზეზები არ შეიძლება მხოლოდ სამედიცინო განმარტებების ასპექტში მოთავსდეს, არამედ დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტორებიც, რაც აზრადაც არ მოუვა არაეკლესიურ ფსიქოლოგებსა თუ ნერვოპათოლოგებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემს მეგობარს დაემართა დეპრესიული მდგომარეობა იმის გამო, რომ არასწორი დამოკიდებულება გამოამჟღავნა მრავალი ეკლესიური საკითხის მიმართ. კონკრეტულად:
არასწორად ესმოდა ეკკლესიაში თუ ეკლესიასთან დაკავშირებული მოქცევის წესების არსი. ფიქრობდა, რომ ეს წესები იყო ის აუცილებელი ვალდებულება, რომლებიც ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შესრულდეს, მისი შესრულების ხარისხით განისაზღვრება შენი გამართლებულობა ღმერთის წინაშე და ა.შ. ამიტომ, ბოროტმა ისარგებლა შემთხვევით და ასეთი აზრი ჩაუნერგა თავში: "შენ პირჯვარს სწორად არ გამოისახავ. შენ ახლა პირჯვარი არ გამოგისახავს". ამ აკვიატებული ფიქრების გამო აეს ადამიანი ფაქტიურად პირჯვარს ვერ იწერს, ხელი უკანკალდება, დარწმუნებული არ არის, რომ შუბლზე დადების შემდეგ, მუცელზე დაიდო ხელი და ა.შ. ამას ძალიან განიცდის თავისი ემოციურობის გამო. მას რომ ჰქონოდა სწორი დამოკიდებულება პირჯვრის გამოსახვასთან დამოკიდებულებაში, ბოროტს აღარ ექნებოდა საშუალება ეს წერტილი გამოეყენებინა აქილევსის ქუსლად, ვერას დააკლებდა ასეთი ფიქრებით და ეს ადამიანიც აღარ ჩაიციკლებოდა ამ საკითხზე, რომელსაც ლამისაა ზედ გადააყოლა თავისი ნერვები. მეორე არასწორი აქილევსის ქუსლი ამ ადამიანისა: მას თავმდაბლობა ჰგონია, რომ არ უნდა ხედავდე შენს კარგსაც. არ იცოდა, რომ თავმდაბლობა განა იმის არ დანახვაა, რაც კარგი ჩაგიდენია, კარგად მოქცეულხარ, კარგად მოგიფიქრებია და ა.შ., არამედ თავმდაბლობა ეს არის შენი დადებითი მხარეების გახსენების პარალელურად შენი უარყოფითი მხარეებსა და იმ გაუხარჯავი ტალანტების გახსენება რაც უფალმა კეთილ-გასახარჯად მოგანიჭა და იმის გახსენება, რომ ეს კარგიც უფლისაგან ბოძებული გაქვს და რომ არა მისი ნება, შენ ვერაფერსაც ვერ შეძლებდი კარგისა და დადებითის ქმნას, მოფიქრებას, და ა.შ. და რადგანაც ეს არ ესმოდა, ეშმაკმა ამ აქილევვსის ქუსლშიც დააჭირა და საწყალი ადამიანი ნერვების დაწყვეტაზეა. მესამე აქილევსის ქუსლი: ამ ადამიანს არ ესმის, რომ როდესაც ლოცვა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას, რამეთუ წმინდა მამებსაც კი უჭირდათ ლოცვა და ამბობდნენ, რომ ლოცვა სისხლის დაღვრას უდრის ისე ძნელია. ეს აქილევსის ქუსლიც არ დატოვა ეშმაკმა და ისე მიაჭირა, რომ საწყალი ადამიანი ოთახში იკეტება, მთელ ხმაზე ყვირის "რატომ მეფანტება გონება ლოცვისას, რატომ მომდის უჯერო ფიქრები", ურტყამს კედლებს ხელებს და ა.შ. მეოთხე აქილევსის ქუსლი: ამ ადამიანს არ ესმის ამპარტავნებისა და მისგან ლტოლვის არსი. მას რომ სცოდნოდა, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება - მე ეს როგორ მემართება, მე ხომ კაცს არ ვკლავ, არ ვმრუშობ და დიდ ცოდვებს არ ჩავდივარ და რატომ მემართება მე ასეთი რამ - არის ამპარტავნებიდან გამომდინარე. ე. ი. იგი ვერ ხვდება, რომ დამოკიდებულება "მე ეს როგორ მომდის" თავის თავში გულისხმობს ამპარტავნებას. ეს რომ სცოდნოდა და გააზრებული ჰქონოდა, ეშმაკი ამ აქილევსის ქუსლსაც ვერ გამოიყენებდა... მოკლეთ, მისი დეპრესიული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები ჩემი აზრით იყო ეს - არასწორი დამოკიდებულებები რიგ ეკლესიურ საკითხებთან მიმართებაში... ეთანხმებით თუ არა ჩემს ვარაუდებს და რა მიგაჩნიათ აღნიშნული მიზეზებით გამოწვეული დეპრესიის რეაბილიტაციის გზად? და რა მიგაჩნიათ პრევენციის გზად? ვართ თუ არა ჩვენ დაზღვეულნი, რომ უარესი არ დაგვემართოს? ველი თქვენს აქტიურობას. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მაშიკო |
Mar 20 2010, 11:06 PM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
აბე
ძნელია ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზებზე საუბარი.... მსგავს მდგომარეობაშია ერთი ჩემი მეგობარი, აი უჯერო ფიქრებს ისიც ძალიან განიცდის და საზიზღარ სიზმრებსაც და ზოგჯერ ღამეც კი გაუთენებია იმის გამო რომ ცუდი სიზმარი არ ენახა... არავინაა დაზღვეული რომ ხვალ ჩვენც იგივე დგომარეობაში არ აღმოვჩნდებით... ღმერთმა ყველა დაიფაროს -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ikanosi |
Mar 20 2010, 11:11 PM
პოსტი
#3
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აბე
რამდენი ქუსლი აქვს მაგ კაცს? რაც შეეხება საკითხს მიმაჩნია რომ ზემოთ აღნიშნულმა პიროვნებამ თვითგანათლება მიიღო რელიგიურ საკითხებში და ისე ესმოდა როგორც უნდოდა... შეიძლება მოძღვართან არამყარი ურთიერთობის გამო ჩამოუყალიბდა მას მსგავსი შეხედულებები და შიშები.... ასე დაჩაგრული კაცის მაგალითი რომ მოიყვანე ღმერთი დაუშვებს მის ყოველმხრივ ასე დაცემას? ციტატა რატომ მომდის უჯერო ფიქრები ასეთმა აზრმა მეც კინაღამ შემშალა....შიშში ვიყავი ჩავარდნილი, სასოწარკვეთას მივეცი კინაღამ....მაგრამ ლოცვამ გამომიყვანა -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Mar 20 2010, 11:26 PM
პოსტი
#4
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ikanosi
ციტატა შეიძლება მოძღვართან არამყარი ურთიერთობის გამო ჩამოუყალიბდა მას მსგავსი შეხედულებები და შიშები და ის გამორიცხულია, რომ მოძღვარმა არ ელაპარაკა ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე, როგორც საჭიროა? მოძღვართან სახლშიც კი იყო მისული ამ პრობლემის გამო, მაგრამ იქნებ სათანადოდ ვერ უხსნის? თუ არ არის ეს ისეთი საკითხები, რომ განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებდეს მღვდლების მიერ?, ანუ ეს საკითხები ყველა მღვდელს ისედაც ეცოდინებოდა... რას ფიქრობ??? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Believer |
Mar 20 2010, 11:29 PM
პოსტი
#5
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
აბე
საინტერესო თემაა ყოჩაღ -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
აბე |
Mar 20 2010, 11:38 PM
პოსტი
#6
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე საინტერესო თემაა ყოჩაღ იმედი არ გქონდეს, რომ მღვდლების კომპეტენციის საკითხი იქნება წინა პლანზე წამოწეული. ეს ისე, სხვათაშორის აღვნიშნე... ჩემი ინფორმაციით, როგორც მე მჯერა და მწამს, საქართველოში მღვდლების გარკვეული ნაწილის ნაკლებ-კომპეტენტურობა საკმაოდ საპატიო მიზეზის გამოა. ეს მიზეზი კომუნიზმია. ასე მალე არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება... დრო სჭირდება... გავა დრო და სასულიერო პირების კომპეტენციის საკითხი უკვე აღარ იდგება... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi |
Mar 20 2010, 11:39 PM
პოსტი
#7
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აბე
სწორად რომ ჰქონოდა საუბარი მოძღვართან არ ჩამოუყალიბდებოდა მსგავსი შეხედულებები ციტატა შენ პირჯვარს სწორად არ გამოისახავ. შენ ახლა პირჯვარი არ გამოგისახავს". ამის შიში მაინც არ ექნებოდა ჩემი აზრით ციტატა რატომ მეფანტება გონება ლოცვისას, რატომ მომდის უჯერო ფიქრები", ურტყამს კედლებს ხელებს და ა.შ. ეს არამგონია სწორი მაგალითი იყოს, რადგან ადამიანი ლოცვის დროს ცდილობს სიმშვიდე მოიპოვოს და კონცენტრაცია ლიცვის კითხვაზე გააკეთოს და არა გარე სხვა აზრებზე, თან არამგონია ერთ წამს მშვიდად ლოცვას კითხულობდე და მეორე წამს კედლებს დაუწყო რტყმა რატომ მეფანტება გონებაო....მამა თეოდორე აღნიშნავს თავის ქადაგებაში რომ ადამიანმა გონება რომ დაიჭიროს ცხონებული უნდა იყოს ან წმინდანი. მსგავსი მაგალითი თუ რატომ მეფანტება გონება ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დამდგარა ციტატა ამ ადამიანს არ ესმის ამპარტავნებისა და მისგან ლტოლვის არსი. მას რომ სცოდნოდა, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება - მე ეს როგორ მემართება, მე ხომ კაცს არ ვკლავ, არ ვმრუშობ და დიდ ცოდვებს არ ჩავდივარ და რატომ მემართება მე ასეთი რამ - არის ამპარტავნებიდან გამომდინარე. ესეც წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ შემთხვევაში თუ მოძღვარი მას დაელაპარაკებოდა და აუხსნიდა. იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნულ პიროვნებას დაწყებული აქვს ეკლესიური ცხოვრება უნდა მიმხვდარიყო რომ ეს ამპარტავნებისგანაა -------------------- ფარით ან ფარზე
|
მაშიკო |
Mar 20 2010, 11:47 PM
პოსტი
#8
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
დრო სჭირდება... გავა დრო და სასულიერო პირების კომპეტენციის საკითხი უკვე აღარ იდგება... ღმერთმა გისმისნოს... ბევრს აბრკოლებს ეს ამბავი და.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
აბე |
Mar 20 2010, 11:56 PM
პოსტი
#9
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ikanosi
ციტატა ციტატა აბეს პოსტიდან:"შენ პირჯვარს სწორად არ გამოისახავ. შენ ახლა პირჯვარი არ გამოგისახავს". ამის შიში მაინც არ ექნებოდა ჩემი აზრით არა, ნამდვილად აქვს. ციტატა ეს არამგონია სწორი მაგალითი იყოს, რადგან ადამიანი ლოცვის დროს ცდილობს სიმშვიდე მოიპოვოს და კონცენტრაცია ლიცვის კითხვაზე გააკეთოს და არა გარე სხვა აზრებზე, თან არამგონია ერთ წამს მშვიდად ლოცვას კითხულობდე და მეორე წამს კედლებს დაუწყო რტყმა რატომ მეფანტება გონებაო....მამა თეოდორე აღნიშნავს თავის ქადაგებაში რომ ადამიანმა გონება რომ დაიჭიროს ცხონებული უნდა იყოს ან წმინდანი. იგივე მამა თეოდორე ამბობს სხვა ქადაგებაში, რომ ძალიან მშვიდი და ბუნჩულა ადამიანი შეიძლება ისე გაუბრაზდეს ლოცვის დროს ხელის შემშლელს, რომ ის ლოცვანი თავზე გადაახიოს. სამწუხაროდ ხდება ასეთი შემთხვევებიც. და რაც შეეხება გონების დაჭერას რომ წმინდანოა უნდა, მაგაში გეთანხმები. მე ცოტა სხვა სიტყვებით გამოვხატე იგივე აზრი (მამა თეოდორეს სიტყვებით): "ამ ადამიანს არ ესმის, რომ როდესაც ლოცვა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას, რამეთუ წმინდა მამებსაც კი უჭირდათ ლოცვა და ამბობდნენ, რომ ლოცვა სისხლის დაღვრას უდრის ისე ძნელია"ციტატა ციტატა აბეს პოსტიდან:ამ ადამიანს არ ესმის ამპარტავნებისა და მისგან ლტოლვის არსი. მას რომ სცოდნოდა, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება - მე ეს როგორ მემართება, მე ხომ კაცს არ ვკლავ, არ ვმრუშობ და დიდ ცოდვებს არ ჩავდივარ და რატომ მემართება მე ასეთი რამ - არის ამპარტავნებიდან გამომდინარე. მართალი ხარ, მას რომ წამოსცდენოდა მოძღვართან აღსარებაში აი ეს ჩავიდინე და როგორ მომივიდაო, მოძღვარი აუცილებლად განუმარტავდა ალბათ, რომ ამპარტავნებიდან გამომდინარეა ეგეთი ფიქრი.. მაგრამ მაგაზეც არ არის მთლად დამოკიდებული. ეს როდესაც ჩემმა მოძღვარმა მითხრა პირველად ყურადღება არ მივაქციე, რადგანაც იმის ფიქრში ვიყავი გართული, შემდეგი ცოდვა რომელი მეთქვა და როგორ მეთქვა... ანუ აღსარების ჩაბარების დროს ადამიანთა გარკვეული ნაწილი გონებით კონცენტრირებულია თავის სათქმელზე და არა მოძღვრის მოსმენაზე... ბუნებრივია ეს გამოსასწორებელია... უნდა მოძებნოს ყველა ადამმიანმა გზა, რომ აღსარებაზე მოძღვრის დარიგებას მეტი ყურადღება მიაქციოს... მერე, მესამედ თუ მეოთხედ რომ მითხრა ჩემმა მოძღვარმა იგივე, ძლივს დავაფიქსირე, რომ ყურადღებაგასამახვილებელ, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას მეუბნებოდა და გამახსენდა, რომ ადრეც რამდენჯერმე ჰქონდა ნათქვამი ეს... ანუ მიზეზი ჩემში იყო... კი მართალი ხარ... ანუ შეიძლება ამ პრობლემამ, რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ (აღსარების დროს მოძღვრის მოსმენის პრობლემა), გამოიწვიოს სულიერი მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში დიდი ხარვეზი, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში კიდევ ერთ აქილევსის ქუსლად გადაგექცეს...ესეც წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ შემთხვევაში თუ მოძღვარი მას დაელაპარაკებოდა და აუხსნიდა. იმ შემთხვევაშიც თუ აღნიშნულ პიროვნებას დაწყებული აქვს ეკლესიური ცხოვრება უნდა მიმხვდარიყო რომ ეს ამპარტავნებისგანაა -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
Mar 21 2010, 12:07 AM
პოსტი
#10
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ღმერთმა გისმისნოს... ბევრს აბრკოლებს ეს ამბავი და.... და არა მარტო თვითონ ბრკოლდებიან, არამედ სხვებსაც აბრკოლებენ ამით. ჩვენ მიგვიჩნევენ ისეთ ხალხად, რომლებიც მღვდლების მინუსებს ვჩქმალავთ და ხელს ვაფარებთ... ნეტავ ასეთი რთულია, რომ საკუთარ თავს დაუსვან ასეთი შეკითხვა: რომ ვითხოვ მღვდლების კომპეტენციის პრობლემის ასე მოკლე დროში გადაწყვეტას, ჩემს ყვირილს აზრი ექნება? დროს ხომ ვერ დავაჩქარებ ყვირილით? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi |
Mar 21 2010, 12:17 AM
პოსტი
#11
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ახლა მივაქციე ამ სიტყვას ყურადღება
ციტატა ჩემს მეგობარს შენც ყოლიხარ გვერდით და შენც ვერ აუხსენი? ის თუ ასეთ განსაცდელში იყო ეს შენი განსაცდელიც იყო მოძმეს უნდა მიშველებოდი ციტატა ამ ადამიანს არ ესმის, რომ როდესაც ლოცვა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას, რამეთუ წმინდა მამებსაც კი უჭირდათ ლოცვა და ამბობდნენ, რომ ლოცვა სისხლის დაღვრას უდრის ისე ძნელია ამ პიროვნებას ეკლესიური ცხოვრება დაწყებული ჰქონდა? -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Mar 21 2010, 12:31 AM
პოსტი
#12
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ახლა მივაქციე ამ სიტყვას ყურადღება შენც ყოლიხარ გვერდით და შენც ვერ აუხსენი? ციტატა ამ პიროვნებას ეკლესიური ცხოვრება დაწყებული ჰქონდა? კი.-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi |
Mar 21 2010, 12:49 AM
პოსტი
#13
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა მოკლეთ, მისი დეპრესიული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები ჩემი აზრით იყო ეს - არასწორი დამოკიდებულებები რიგ ეკლესიურ საკითხებთან მიმართებაში. ამაში გეთანხმები...... გამოსავალი კი ისევ მოძღვარზეა დამოკიდებული...იმიტომ რომ ალბათ ამ დროს მის სიტყვას უფრო დიდ პატივს სცემს ვიდრე მეგობრისას რადგან როგორც აღნიშნე ამპარტავნებას ვერ არჩევს. და შეიძლება შენი შენიშვნა ან მხილება დამცირებად მიიღოს, იმაშიც გეთანხმები რომ იქნებ არც დამდგარა შესაფერისი დრო ჯერ მანამდე მაინც სანამ მხილებას დამცირებად არ მიიღებს. -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Mar 21 2010, 12:08 PM
პოსტი
#14
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
რამდენად დიდია საფრთხე, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი (და არა ზუსტად ესენი) აქილევსის ქუსლები?
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მხევალი ნინო |
Mar 21 2010, 12:10 PM
პოსტი
#15
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
აბე
დრო ყველაფერს ასწვალის. ეხლა თუ მოგისმენს და გაიზიარებს შენს გამოცდილებას და დაიგებას, ხომ კარგია, თუ არადა, იტანჯება ასე, სანამ თვითონ არ დაინახავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ikanosi |
Mar 21 2010, 12:19 PM
პოსტი
#16
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა რამდენად დიდია საფრთხე, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი (და არა ზუსტად ესენი) აქილევსის ქუსლები? ნებისმიერ წამს შეიძლება, ალბათ ვერავინ დაიკვეხნის რომ მე ეს და ეს ვნება ვძლიე და მისგან საფრთხე აღარ მომელისო.ერთ ერთი ღვთისმეტყველი ამბობს რომ ადამიანი ვნებებს მაშინ განეშორება როდესაც მის კუბუზე ბოლო ლურსმანს მიაჭედებენო -------------------- ფარით ან ფარზე
|
marine |
May 22 2016, 02:11 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ ვთვლით, რომ ისტერიებია და დეპრესიების სათავე ეგოცენტრიზმი და სიყვარულის დეფიციტია".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 23 2016, 10:19 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დეპრესია არის თავისებური სიგნალი იმისა, რომ ადამიანის სული უძლურ და სავალალო მდგომარეობაშია. მაგრამ ეს არ არის ტირილი ცოდვების გამო, არამედ მოუნანიებელი სულის ტანჯვაა, რომელსაც დემონები ჩასჩურჩულებენ: "ყველაფერი ცუდადაა, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, სულ ერთია, უნდა მოკვდე, მაშ უკეთესია, - ახლა..." სამწუხაროდ, ამას ხშირად ვისმენთ ავადმყოფებისაგან".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი