IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია
აკაკი
პოსტი Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"ფანატიკოსობის თეორია"

ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია"
მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია,
ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად?

სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ)
ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა.
განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა".
"ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა
ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი,
რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა.

"ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს,
"ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს,
"ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს.

არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ
არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა,
თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი...

გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ...
მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები)
სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს.
ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს.

შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს smile.gif

მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა,
ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე.

ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე

"ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!!

მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს"

"ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან!
"ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა!

გაიხარეთ; აკაკი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 3 2010, 09:08 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ჰმ.. smile.gif


არაუშავს, ფანატიზმის შენეულ თეორიას, მაგრამ მომიტევე და მაინც ნაკლული გაქვს თეორია biggrin.gif smile.gif

ათეისტებში ხშირად არისო და საიდან ასეთი აზრი? რახან ჭკუას გასწავლის? რახან აგრესიულია? unsure.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 3 2010, 09:14 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა(ქევანა @ Jan 3 2010, 09:08 PM) *

ჰმ.. smile.gif
არაუშავს, ფანატიზმის შენეულ თეორიას, მაგრამ მომიტევე და მაინც ნაკლული გაქვს თეორია biggrin.gif smile.gif

ათეისტებში ხშირად არისო და საიდან ასეთი აზრი? რახან ჭკუას გასწავლის? რახან აგრესიულია? unsure.gif


ციტატა

"ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა
- ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი,რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა.


აი რატომ არის ათეისტი თავად "ფანატიკოსი" smile.gif

მაინც ვერ მიხვდით?

ციტატა
"ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს,"ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს,"ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს.


ეს უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან დიიიდი შურით ნათქვამია, და რომელსაც გაუაზრებლად ვიმეორებთ დღესაც

ამიტომ გავიხსენე მე ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ...
მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები)
სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს.
ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს.

შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს smile.gif

ფანატიკოსის განმარტება?: ზევით გენაცვალე, ზევით ^
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 3 2010, 09:33 PM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა

და განა არაათეისტს არ ახასიათებს ეს?


გეკითხები: საიდან ასკვნი რომ ათეისტებში გხვდება ხშირად. ეს უბრალო კითხვაა, ძალიან ვწუხვარ რომ ვერ გადმოვეცი გასაგებად : )



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 3 2010, 09:35 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ქევანა
კაცო ხომ ვთქვი ვრცლად...

ათეისტები!!!! ხშირად ისინი არიან თავად "ფანატიკოსები" smile.gif

დავამატებ

საბჭოთა პერიოდში ფანატიკოსებს უწოდებდნენ ისეთ მშვიდობისმოყვარე ადამიანებს, როგორებიც იყვნენ სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 4 2010, 12:01 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



აკაკი
კომუნისტები ყველა მორწმუნეს ფანატიკოსს, გაუნათლებელს და ბნელს ეძახდა. ისინი ცრუ სწავლებას ავრცელებდნენ რომ თითქოს რელიგია მეცნიერების წინააღმდეგ გამოდიოდა და ა.შ.
ხო არ გეცნობათ დღევანდელ დღესთან მსგავსება? ათეიზმია სწორედ დღესაც დაპირისპირებული მართლმადიდებლობასთან, ვინაიდან ის შავ-ბნელი ძალები ათეისტების ნათესავები არიან.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 4 2010, 01:58 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



როგორც მე ვფიქრობ ფანატიზმისთვის და ფანატიკოსი ადამიანისთვის დამახასიათებელია ორი გამოკვეთილი თვისება:უსიყავარულობა და ამპარტავნება.
უსიყვარულობის გამოვლინებები არის მაგ როცა ადამიანს შეუძლია ადვილად,უმიზეზოდ მიაყენოს პირადი თუ სხვა სიტყვიერი შეურაწყოფა მოყვასს უკიდურესი გამოვლინება უმიზეზოდ ფიზიკური შეურაწყოფა.აგრეთვე სხვა გამოვლინებები განკითხვა და მრისხანება ადამიანი სულ ჩხუბის ხასიათზე რომ არის.
ამპარტავნების გამოვლინებები არის მაგ ზოგადად კატეგორიული აზროვნება და როცა ამ აზრების უმეტესობა მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს ემყარება. ასევე მაგ საუბრისას მოსმენის კულტურის არქონა და აშ.როცა ადამიანი საკუთარი თავით ზომავს ყველაფერს და როცა მისი აზრების და შეხედდულებების უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ სულიერ აზრობრივ ემოციურ თუ სხვა გამოცდილებას ემყარება.
ზოგადად ყველა ადამიანს აქვს მცირე გამოვლინებები უსიყვარულობისა თუ ამპარტავნებისა მაგრამ კომპლექსურად თუ აქვს ყველა გამოვლინებები რაც დავწერე დასხვა კიდევ ვფიქრობ ესაა ფანატიზმი.

არის შემთხვევები როცა არასწორად უწოდებს ერთი ადამიანი მეორეს ფანატიკოსს მაგ როცა ორ ადამიანს შორის მოხდება რაიმე საკითხზე შეხედულებათა სახესხვაობა
ან როცა ადამიანი სულიერ საკითხებში საკუთარი თავით ზომავს ყველაფერს და დაინახავს რომ სხვა ადამიანი მეტ ღვაწლშია მაგ მასზე მეტს ლოცულობს ან სხვა თავის აზრებში ფანატიკოსთა რიგებში ჩააყენებს იმ ადამიანს და დაამშვიდებს საკუთარ თავს მრისხანებისა და შურისგან რაც გამოიწვია ამ ამბის გაგებამ.მაგალითად როგორც საკუთარი სულიერი ცხოვრებით კმაყოფილ ათეისტებს ჰგონიათ რომ ბერმონაზვნური ცხოვრების წესი ფანატიზმია და სხვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 4 2010, 02:12 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



- მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია. მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.
(დეკანოზი თეოდორე გიგნაძე)




ვფიქრობ რომ ერთ-ერთი შესანიშნავი განმარტებაა ფანატიზმისა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 4 2010, 02:22 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ალექსანდრე
აუ ალე შენი აზრი მეგონა და წამოსვლას ვაპირებდი საამბოროდ, ბოლოს თეოდორე გიგნაძე რომ წავიკითხე... კაი აღარ წამოვალ თბილისში, მაგრამ როცა გნახავ აუცილებლად გეამბორები იცოდე იმიტომ რომ დადებითი და სანაქებო ახალგაზრდა ხარ.
ბოდიში ოფისთვის, აზრი უკვე გამოვხატე ორი პოსტის წინ.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jan 4 2010, 02:34 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



საერთოდ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს დიდ პატივს ვცემ, ფრთების ტყლაშუნი და თავში ჯვრის ჩარტყმა არ ახასიათებს.

მეორედ მოსვლაზე აქვს სხვათაშორის კარგი წიგნი გამოცემული, მიკვირს ანათემას რომ არ გადასცეს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 4 2010, 10:41 AM
პოსტი #11


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
მეორედ მოსვლაზე აქვს სხვათაშორის კარგი წიგნი გამოცემული, მიკვირს ანათემას რომ არ გადასცეს

ინტერნეტში არ მოიძებნება?


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 4 2010, 01:18 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სწორედ ამის თქმა მინდოდა მეც

რომ "ფანატიკოსი" სხვა არის "მორწმუნე" სხვა

და ძალიან არ მსიამოვნებს

როდესაც ერთი ადამიანი მეორეში ხედავს რომ ძალიან იღწვის რომ კარგი იყოს, ბევრს ლოუცულობს და ა.შ, ამის მერე კი ის ამ ადამიანს "ფანატიკოსს" უწოდებს...

ასე არ არის. . .

არ უნდა ვუწოდოთ ფანატიკოსი ჩვენზედ უფრო მლოცველს, ყველაფერში ღვთის ხელის მხილველს, ეს ჩვენში შურის მიმანიშნებელია რაც მორწმუნეს არ ახასიათებს...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 4 2010, 02:04 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.

აქედან გამოდის, რომ მართლმადიდებელი ფანატიკოსი არასდროს არის smile.gif

ასეთი დაყოფა კი ჩემი აზრით არასწორია, ფანატიკოსი შეიძლება იყოს ათეისტიც და თეისტიც, კათოლიკეც, მაჰმადიანიც, მართმადიდებელიც.. იმიტომ რომ ფანატიზმი არის გონებრივი სიბრმავე და აქ ცალკე გამოყოფა სარწმუნეობის მიხედვით, არ ხდება smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 4 2010, 02:32 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ქევანა
ციტატა
აქედან გამოდის, რომ მართლმადიდებელი ფანატიკოსი არასდროს არის ასეთი დაყოფა კი ჩემი აზრით არასწორია, ფანატიკოსი შეიძლება იყოს ათეისტიც და თეისტიც, კათოლიკეც, მაჰმადიანიც, მართმადიდებელიც.. იმიტომ რომ ფანატიზმი არის გონებრივი სიბრმავე და აქ ცალკე გამოყოფა სარწმუნეობის მიხედვით, არ ხდება

გასაგებია მაგრამ ალბათ მიხვდი რასაც გულისხმობს მამა თეოდორე.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 4 2010, 04:10 PM
პოსტი #15


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



ქევანა
ციტატა
მართლმადიდებელი ფანატიკოსი არასდროს არის

აუცილებლად!..
მაგრამ მართლმადიდებელში ჩვენ მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ ის
მონათლულია მარტლმადიდებლად...
იგუსლისხმება მართლმადიდებელი, რომელიც ღირსია ამ სახელის ტარების... ;-)


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jan 4 2010, 05:31 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(llaasshhaa @ Jan 4 2010, 11:41 AM) *

ინტერნეტში არ მოიძებნება?


არ ვიცი,
წიგნს ასე ქვია "საქართველო მეორე მოსვლის წინ მითი თუ რეალობა" მწვანე ყდიანი წიგნია, და რეცენზიანტია თეოდეორე გიგნაძე, გამომცემელი მღვდელი ლევან (გვარი არ მახსოვს)


საეკლესიო მაღაზიებში კი უნდა იყიდებოდეს smile.gif (თუ საქართველოში ხარ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 4 2010, 06:15 PM
პოსტი #17


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



Ligia
ციტატა
მიკვირს ანათემას რომ არ გადასცეს


ანათემისთვის რატომ უნდა გადაეცათ?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 4 2010, 06:26 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მე ამ სიტყვაში დადებითსაც ვხედავ და უარყოფითსაც, შეეცეადედ სწორად გაიგოთ რასაც დავწერ:

ჩემი აზრით ფანატი - ზმი ეს არის კატეგორიული აზროვნების გამოვლინება, როცა ადამიანს მტკიცედ ,,სწამს" რაღაცის, ,,აღმერთებს" რაღაცას ან ვიღაცას...

ფიანატიკოსი არის ცალმხრივად მოაზროვნე...

ამიტომ რაღაც გაგებით რა თქმა უნდა კომუნისტისთვის და ლიბერალისთვის ,,მართმადიდებებლი" ფანატიკოსია... ისევე როგორც ჩვენთვის ისინი არიან ფანატიკოსები... ჩვენ მართმადიდებლური მოძღვრებისა და ,,ჭეშმარიტი ღმერთის" ფანები ვართ, ისინი საკუთარი თავების, თავისუფლებისა და აღვირახსნილობის ფანები არიან...

ბევრი დადებიტი და უაროფითი ცნება გავს ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ისინი მაინც ადამიანის მამოძრავებელი მოტივებით განსხავდებიან, ისევე როგორც სიამაყე და ღისებას შორის ზღვარი მხოლოდ მოტივებში ჩანს და აშკარავდება...


ფანატიზმის (ცუდი გაგებით) საფუძველი, არის ეგოცენტრიზმი (და არა გაუნათლებლობა როგორც ეს ბევრ სგონია), მაშინ როცა მართლმორწმუნეობის საფუძველი არის სიყვარული... მხოლოდ ამით შეიძლება გაავლო ზღვარი, რომელიც იქნება ყველასათვის ,,ობიექტური".

მე ასე მგონია


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 4 2010, 06:28 PM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



neo
ციტატა
მე ამ სიტყვაში დადებითსაც ვხედავ და უარყოფითსაც, შეეცეადედ სწორად გაიგოთ რასაც დავწერ:

ფანატიზმს არა აქვს კარგი გაგება, ის მხოლოდ ცუდი შინაარსითაა დატვირთული. ამას მისი ეტიმოლოგური წარმომავლობა ცხადყოფს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 4 2010, 06:39 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ფანატიზმს არა აქვს კარგი გაგება, ის მხოლოდ ცუდი შინაარსითაა დატვირთული. ამას მისი ეტიმოლოგური წარმომავლობა ცხადყოფს.


ჰო ზუსტად მაგიტომ დავწერე რაც დავწერე


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 12:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი