თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ღირსება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:49 PM

"ღირსება ლიბოა კაცობისა. სხვისი ღირსების შეურაცხყოფით განა საკუთარს არ ქელავს ადამიანი?"

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:13 PM

"მე ვარ ადამიანი - ასე შეიძლება გაიშიფროს ფორმულა ადამიანური ღირსებისა"

"წმინდა იოანე ოქროპირი გვაძლევს დიდებულ განსაზღვრებას და ფორმულირებას, რომლის თანახმადაც, ქრისტიანის ღირსების მასაზრდოებელი წყარო საკუთარი უღირსობის განცდა და ღირსებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:48 PM

"ყველაფერი გაეცით ღირსების გულისთვის, ხოლო ღირსება - არაფრის გულისთვის"

/სერბული ხალხური სიბრძნე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2018, 01:49 PM

"ერთხელ 1960 წელს სოციოლოგიური გამოკვლევის კითხვაზე: "რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა ღირსება?" - დედამ [ბაბო დადიანმა] ასე უპასუხა: "ღირსება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. მასში ვგულისხმობ რწმენას, პატიოსნებას, კაცთმოყვარეობას, თავმდაბლობას". შემდეგ ჰკითხეს: "როგორ წარმოგიდგენიათ ღირსების მოპოვების გზა?" დედამ სულ რამდენიმე სიტყვით განმარტა: "ძალიან უბრალოდ - იარო მართალი და სწორი გზით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2018, 07:21 PM

"მაღალი ღირსებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. სალადინი ეგვიპტის სულთანი იყო, რომელმაც წმიდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა,

რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა."

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 07:01 PM

"ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსებით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 05:06 PM

"პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ღირსება, არ იცის თავისუფლებისა და პატრიოტიზმის ყადრი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 04:12 PM

"მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2019, 03:15 PM

"თუ ღირსება გაგაჩნია და თავისუფლების ყადრი გააზრებული გაქვს, გაიღე ყოველი ჭეშმარიტებისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 03:20 PM

"ღირსეული კაცის საზომი კეთილსინდისიერებაა და პატიოსნება, როგორც სიტყვით, ასევე საქმით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 09:56 PM

"ღირსების და პატივის მნიშვნელობანი ძველ ქართულში სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს. ღირსება, გარდა "პატივისა", ასევე ნიშნავდა "სიწმინდეს, სათნოებას". ღირსეული კაცი ძველი ქართველისათვის წმინდა და სათნო იყო ამავდროულად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 06:35 PM

"ღმერთს ღირსებითა და სიმართლით ვემსახუროთ მთელი ჩვენი სიცოცხლე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:31 PM

"ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვებმაც პატივი გცენ, დაიმარხე და განამტკიცე შენი საკუთარი პატიოსნება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 07:07 PM

"ღირსება ადამიანის გულშია"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2020, 10:30 PM

"გახსოვდეს, რომ სამყაროში ყველაზე ძვირფასი სამკაული - ღირსებაა. ნეტავ იცოდე, როგორ შვენის და უხდება ეს სამკაული ადამიანს"

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2020, 10:02 PM

"ღირსეული ადამიანი ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც პატიოსნებისა და ღირსების კანონის შესაბამისია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2020, 09:51 PM

"მოზარდთა ორიენტაცია ფასეულობათა მიხედვით ასე გამოიყურება [რუსეთში]: პირველ ადგილზეა სექსი, მეორეზე - ფული, მესამეზე მატერიალური კეთილდღეობა. ღირსება და მოვალეობა მე-15-16 ადგილებს იყოფენ, უკანასკნელ ადგილზე სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:27 PM

"ადიდებს უფალს ის, ვინც ღმრთის შესაფერისად ცხოვრობს. შენ ქრისტიანად იწოდები - მაშ ნუ დაამცირება ღირსებას და სახელს ქრისტესას შენი უღირსი საქმეებით, არამედ განადიდე იგი დიდებულ და ზეციურ საქმეთა მეშვეობით"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 10:10 PM

"მშიერიც რომ კვდებოდე, შენს პრინციპებს და ღირებულებებს არასდროს უღალატო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 11:09 PM

"შენი ყველაზე დიდი დამცველი არის შენი ღირსება და ადამიანობა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 08:19 PM

"თითოეული ქრისტიანის ღირსება ერთია - ეს არის ქრისტე. ეს ღირსება უსასრულოდ დიდია. მასში ცამტვერდება ადამიანთა შორის ნებისმიერი მიწიერი განსხვავება"

/წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 06:51 PM

"ჩვენი ღირსება ჩვენ შიგნით არის - ღვთის სიყვარულში, მასთან საიდუმლო ერთობაში, სიმდაბლეში, მოთმინებაში, თავგანწირვაში, ღვთისადმი ერთგულებაში"

/წმ. ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 12:06 PM

"ადამიანის ღირსებაზე უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ბედით, არამედ - საქმეებითა და ცხოვრებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:48 PM

"დროა, შევინანოთ, დაკარგული ღირსება აღვიდგინოთ. სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშის გვერდით ნუ ვაფრიალებთ უსჯულოების მრავალფერადოვნების სიმბოლოს"

/მეუფე იოანე გამრეკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:07 PM

"ღირსეული ადამიანები კიდევ მეტ ღირსებას ანიჭებენ თავს, როცა ღირსებაზე უარს ამბობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:08 PM

"სადაც ღირსების გრძნობა გათელილია, იქ მეტად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ სადაც იგი ჯერ კიდევ შემონახულია, იქ ყოველთვის არის ცხონების იმედი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:27 PM

"მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა."

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 08:05 PM

"ცხოვრების წესს თავისი ღირსება აქვს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2022, 07:18 PM

"ღირსება ადამიანს მსოფლიოს დრამის მთავარმა გმირმა უბოძა, როდესაც ადამიანისათვის დედამიწაზე ჩამოვიდა და მისთვის ჯვარცმის ტანჯვა და სიკვდილი მიიღო".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:21 PM

"შეიცანი შენი თავი! - ეს ყველაზე ძნელია: თავმოყვარეობა ყოველთვის აჭარბებს ჩვენს ღირსებებს ჩვენსავე თვალში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 01:57 PM

"ადამიანო, შენი კეთილშობილება და ღირსება შეიცანი; დააკვირდი როგორი ძვირფასი ხარ, ქრისტეს ძმაო, მეფის მეგობარო, ზეციური სიძის მომლოდინევ! ვისაც ძალუძს, შეიცნოს თავისი პიროვნული სულის ღირსება, ღვთაებრივი ძალისა და საიდუმლოებების შეცნობაც უნდა შეძლოს და ამით უფრო თამდაბალი გახდება, რადგან, ღვთის ძალის მოქმედებასთან დაახლოების წყალობით, ადამიანი საკუთარ დაცემულობას დაინახავს"

/წმინდა მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:37 PM

"ადამინი, რომელსაც საკუთარი ღირსებები არ გააჩნია, არარაობაა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 05:19 PM

"განა უგუნურად არ ჩათვლით იმას, ვინ საკუთარ თავს მიაწერს იმ დამსახურებას, რომ წვიმა გვერდს აუვლის სხვების მინდვრებს და მხოლოდ მისას მორწყავს? თქვენც სწორედ ასე იქცევით, თუკი მხოლოდ წარმომავლობით ყოყოჩობთ, რაც სრულიად კარგავს ფასს პირადი ღირსების გარეშე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:51 PM

"ვისაც ღირსება არ გააჩნია, ის არ შეიძლება განათლებული იყოს, - სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, როგორი მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს, რაოდენი ცოდნაც არ უნდა დააგროვოს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 10:16 PM

"რაოდენ ბევრი ღირსებითაც უნდა იყო შემკული ღვთის სახელის გარდა, ვერაფერი გადაგარჩენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:49 PM

"გამაფაქიზებელის ღირსებით შემკული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 01:27 PM

"ღირსება ადამიანისა სათნოებაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 02:21 PM

"ღირსება - ეს ღვთის ხატის აღდგენაა ადამიანში, ეს სახარების სჯულით ცხოვრებაა. ადამიანი ღმერთს მადლის მოხვეჭის გზით ემსგავსება, და მაშინ ღვთის სახელი ისხნება მისთვის, როგორც დიადი სიკეთე და სულიერ სიკეთეთა წყარო"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 02:21 PM

"ღირსება - ეს ღვთის ხატის აღდგენაა ადამიანში, ეს სახარების სჯულით ცხოვრებაა. ადამიანი ღმერთს მადლის მოხვეჭის გზით ემსგავსება, და მაშინ ღვთის სახელი ისხნება მისთვის, როგორც დიადი სიკეთე და სულიერ სიკეთეთა წყარო"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)