თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ სანადირაძეების ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდებათ :(

პოსტის ავტორი: fondichven თარიღი: Apr 16 2014, 02:58 AM

http://www.radikal.ru
მეგობრებო აღნიშნულ ოჯახს ძალიან ჭირდება ჩვენი თანადგომა, ოჯახში იმის გარდა, რომ მატერიალურად უჭირთ ჰყავთ 4 ბავშვი, რომელთაგან 3-ს ჭირდება სამედიცინო დახმარება, ასევე ოჯახის უფროსის ჯამრთელობის მდგომარეობა არის შერყეული.
გთხოვთ დამეკონტაქტეთ პირადად მე ან ჩვენი ფონდის ნებისმიერ წარმომადგენელს https://www.facebook.com/yywwcc?fref=ts

17 წლის გოჩა აღნაგობით 7 წლის ბავშვის განვიტარება აქვს, ეს ყველაფერი გამოწვეულია რვიძლის დაავადებით, რომლის მკურნალობასაც ოჯახი ვერ წვდება. ბავშვი გონებრივად აფსოლიტურად განვითარებულია და ოცნებობს სწავლაზე, რაზეც უარის თქმა უწევს (იმის გამო, რომ სისტემატიურად ვერ უზრუნველყოფენ ძვირად ღირებულ პრეპარატებს და ჯანსაღ კვებას)

3 წლის ნინო, უსაყვარლესი ენერგიული ცქრიალა გოგოა, რომელსაც გულის დაავადება აქვს და სჭიროებს გამოკვლევა-მკურნალობას.

2 წლის მარიამი, რომელზეც მშობლებ უთხრეს რომ ცერებრალური დამბლა აქვს, მაგრამ აუცილებელია ტომოგრაფიის გადაღება ზუსტი დიაგნოზისთვის, რადგან ბავშვს არ ახასიათებს ცერებრალური დამბლის მძიმეწ ფორმა, შესაძლებელია ტომოგრაფიის შემდგომ სწორი მკურნალობით ვაშვი ფეხზე დადგეს.

და პატარა ანგელოზი 8 თვის ანასტასია რომელიც ღვთის წყალობით ჯანმრთელია.
თავდაპირველად რაც შევძელით, ოჯახს მივაწოდეთ საკვები და მცირედი ჩასაცმელი, მწამს ერთად შევძლებთ ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის მცირედის გაკეტებას მაინც.


* * *
გოჩას ფორმა 100 - დღეს ბავშთა ახალ კლინიკაშია მოთავსებული რამოდენიმე დღით კვლევებს და გადასხმებს იტარებს . . .
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მარიამის ფორმა 100 -
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ნინის ფორმა 100 - ასაღებია ( ვესაუბრეთ პედეატრს და გვირჩია,რომ მივიყვანოთ ბავშვთა ახალ კლინიკაში პატარა (ნერვოლოგთან ბატონ გოჩა ჩიქვინიძესთან, რათა გასინჯოს - მოგცეს ფორმა ასი,რომ ბავშვს დიაგნოზის სწორად დასასმელად სჭირდება ტომოგრაფია და შემდეგ "ვიბრძოლებთ" რომ დააფინანსოს ჯანდაცვის სამინისტრომ)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 16 2014, 10:36 AM

არ დავეხმაროთ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)