IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ლიტერატურა
თამარი
პოსტი Dec 2 2006, 12:06 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ფორუმზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა ბერმონაზონი სერაფიმე როუზის ირგვლივ.
http://church.ge/index.php?showtopic=325&st=0

საინტერესოა მოძღვრის მოსაზრება ხსენებული მამის, ასევე მისი ნაშრომების შესახებ.
ინტერესით წავიკითხე მისი ნაშრომი ”სული გარდაცვალების შემდეგ”. ასევე ხელთ მაქვს ბერმონაზონი სერაფიმე როუზის და მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევის ქართულ ენაზე ახალგამოცემული წიგნი ”იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების განმარტება”, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს. რას იტყოდით ამ წიგნებზე.
საერთოდ, ახალგამოცემული სასულიერო ლიტერატურიდან, უპირველესად, რომელს ურჩევდა მოძღვარი თავის მრევლს?


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 9 2006, 02:50 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სასულიერო ლიტერატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლური აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამიტომ წიგნის შერჩევა მართლაც საპასუხისმგებლო საქმეა.

უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტა გამოდის დღეს მართლაც აუცილებელი წიგნი. სამწუხაროდ პოპულარობით სარგებლობენ ისეთი წიგნები, რომლებშიც არის ხიბლი, აღფრთოვანება, მეორედ მოსვლის დამაფრთხობელი სურათები, მაგრამ იშვიათად ვხვდებით ისეთ ლიტერატურას, რომელიც გვეხმარება შინაგან ბრძოლაში.

მღვდელმონოზონი სერაფიმე (როუზი) რუსეთის საზღვარგარეთულ ეკლესიას ეკუთვნოდა. მართალია მამა სერაფიმე აკრიტიკებდა მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირებს კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრობლობის გამო, მაგრამ ბოსტონური დაჯგუფებისაგან განსხვავებით, რომელსაც მიტროპოლიტი ვიტალი ედგა სათავეში, უმადლოდ არ მიიჩნევდა თავად მოსკოვის საპატრიარქოს. მამა სერაფიმე ეკუთვნოდა იმავე ფრთას, რომელსაც მეუფე იოანე (მაქსიმოვიჩი), მეუფე ამბერკი (ტაუშევი), დეკანოზი მიხელი პომაზანსკი. ცნობილია, რომ იგი აზიარებდა სხვა იურისდიქციის მართლმადიდებლებს და ლოცვებში იხსენიებდა რუსეთში მცხოვრებთ, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნოდნენ. მამა სერაფიმე უარყოფითად უყურებდა ეკუმენიზმს, მაგრამ ერეტიკოსებად არ მიიჩნევდა მასში მონაწილე მართლმადიდებლებს. განსაკუთრებულად გრძნობდა საყოვეთაო განდგომილებაის მოახლოვებას და ამხელდა განმაახლებლობას ეკლესიაში. ამის გამო მას ვერ ყვარობენ ვერც მოდერნისტები და ვერც ულტრამემარჯვენეები. იგივე შეიძლება ითქვას მეუფე ამბერკიზეც. რასაც არ უნდა ამბობდნენ მოდერნისტები, მათი წიგნები არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლობას.

კონკრეტული მრევლისათვის საჭირო ლიტერატურას მისი მოძღვარი უნდა ურჩევდეს. ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეანი ზოგადად მაინც უნდა იცნობდეს წმიდა იოანე ოქროპირის სახარების განმარტებებს, წმიდა იოანე სინელის "კიბეს", ნიკოდიმოს მთაწმიდელი "უხილავ ბრძოლას". ადვილად იკითხება და უდიდესი სარგებლობა მოაქვს წმიდა თეოფანე დაყუდებულის წიგნებს. სამწუხაროდ იშვიათად ვხვდებით წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვის) ნაშრომებს.

დღეს შეიმჩნევა გატაცება საღმრთისმეტყველო წიგნებით, სჯულისკანონით. საუბედუროდ ეს გატაცება თითქმის ყოველთვის აზიანებს თანამედროვე ქრისტეანებს. მიზეზი კი არის არ ამ წიგნების თავისთავადი მავნებლობა, არამედ გულის განუწმედელობა, ამპარტავნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სანამ ასეთ "მძიმე საკვებს" ვიხმევდეთ, ვისწავლოთ დამდაბლება, ვნებებთან ბრძოლა. წიგნის შერჩევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს. მაგრამ, გავიმეორებ, დავეკითხოთ მოძღვარს, რომელმაც იცის ჩვენი სულის სუსტი მხარეები.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 08:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი