IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
იოანა
პოსტი Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   წმინდა მამათა გამონათქვამები   Aug 17 2006, 04:44 PM
xornabujeli   -სხვათა შორის დღეს ...   Jan 30 2008, 05:12 PM
staywhite   ღირსი მამა ეფრემ ს...   Feb 11 2008, 12:00 PM
solomony   გიორგი მთაწმინდელ...   Feb 18 2008, 10:51 PM
ლილიანა   "თავს ვჭვრეტ ადამ...   Feb 19 2008, 05:22 PM
seminarieli lela   "თუ ღმერთთან ერთა...   Mar 21 2008, 03:49 PM
makiki   ეს ცხოვრება დროის ...   Mar 26 2008, 06:20 PM
kh@tia   ,,ცხონების მთელი სა...   Mar 28 2008, 04:26 PM
sapo   ღმერთზე მხოლოდ ღმ...   Apr 2 2008, 12:40 PM
ლულუ   ამქვეყნიური ცხოვრ...   May 12 2008, 12:44 AM
joriko86   "კაცი, პატივსა ში...   May 22 2008, 11:12 PM
joriko86   "ვინც თავის ხილვე...   May 22 2008, 11:34 PM
მარიამი   დამაფიქრებელი სიტ...   May 22 2008, 11:48 PM
უჩა   ეჰ მართლა დამაფიქ...   May 22 2008, 11:55 PM
marine   "უმაღლესი სიკეთე ...   May 27 2008, 01:27 PM
marine   "უნდა ვიცოდეთ, რო...   May 30 2008, 02:41 PM
xatia19   მცირედისადმი უყურ...   May 30 2008, 07:16 PM
saria-giorgi   ყველაზე მეტად დამრ...   Jun 3 2008, 05:03 PM
nino_ni   ბავშვებო თუ ვინმეს...   Jun 3 2008, 07:44 PM
მარიამი   დრო და საათი კი არა...   Jun 4 2008, 11:24 AM
ლილიანა   ამ ფოსტს ადრესატი ...   Jun 4 2008, 01:01 PM
mak   როგორც დათესილი მა...   Jun 22 2008, 12:16 PM
xornabujeli   ჩვენ ყოველთვის რთ...   Jun 23 2008, 04:43 AM
mak   ურწმუნოება იქიდან ...   Jun 23 2008, 11:04 AM
T.L.   უბედურია ყოველი სუ...   Jun 24 2008, 04:00 PM
mak   თუკი ხედავ,რომ მარ...   Jun 25 2008, 10:27 AM
xornabujeli   :) ვინაიდან,ახლა პეტ...   Jun 26 2008, 04:42 AM
mak   ვინც მწირის მსგავს...   Jul 12 2008, 11:50 AM
-tamar-   [size=2][b]წმინდა იოანე კ...   Jul 13 2008, 09:54 PM
marine   "წმინდანთა დასი გ...   Jul 17 2008, 01:36 PM
GODZILLA   ეს თემა ყველაზე ძ...   Aug 10 2008, 02:54 AM
mak   რწმენა იმაში მდგომ...   Oct 24 2008, 01:08 PM
N10a_16   თუკი ვინმე ქრისტია...   Oct 30 2008, 09:20 PM
mak   მოიპოვე სულიერი სი...   Nov 13 2008, 11:49 AM
mak   ნუ ეცდები ღვთის ღრ...   Nov 13 2008, 12:27 PM
T_a_M_o   მრავალნი ვუწოდებთ ...   Nov 14 2008, 09:57 PM
qalbatonimrcheveli   ''დედა ბავშვის გ...   Nov 16 2008, 08:55 PM
T_a_M_o   კაცი, რომელიც იქად...   Nov 16 2008, 09:21 PM
Маиа   Авва Агафон, когда у него во...   Nov 18 2008, 10:59 PM
T_a_M_o   რა წყენაც არ უნდა შ...   Nov 19 2008, 12:57 PM
anamaisi   "Lord Jesus, please, be my heavenly bridegroo...   Nov 21 2008, 11:17 AM
chelo   უბედურება,რომლის დ...   Nov 21 2008, 11:17 PM
bartyi   "შენ შექმნილი ხარ...   Dec 23 2008, 09:55 PM
bartyi   ვინც შეიცნო თუ რა ა...   Dec 24 2008, 09:37 PM
Iona   ამას წინათ შემხვდა...   Jan 24 2009, 08:33 PM
llaasshhaa   Iona ძალიან მაგარია :)   Jan 25 2009, 07:00 PM
samepo mixaki   წმ. ეფრემ ასური აღს...   Jan 25 2009, 09:59 PM
mRvdeli giorgi sxilaZe   წმინდა მამების გაფ...   Jan 31 2009, 05:18 PM
KAIROS   შეიყვარე თავმდაბლ...   Feb 3 2009, 07:47 PM
mRvdeli giorgi sxilaZe   მორჩილებისა და სიმ...   Feb 8 2009, 06:06 PM
mRvdeli giorgi sxilaZe   ჯვრის გამოსახვის მ...   Feb 9 2009, 12:55 AM
Lashab   "ის ვინც სავსეა ს...   Feb 9 2009, 02:43 AM
KAIROS   ეს მიმალული ცილის...   Feb 9 2009, 04:54 AM
afxazi   KAIROS ჩემის აზრით ეს მ...   Feb 9 2009, 11:22 AM
მხევალი ნინო   mRvdeli giorgi sxilaZe თქვენ, მა...   Feb 9 2009, 02:23 PM
კანონისტი   ე.წ. პეტრეს ჯვარი, ე...   Feb 9 2009, 02:29 PM
mRvdeli giorgi sxilaZe   ,,კაიროსი": ავტორს ...   Feb 9 2009, 04:21 PM
კანონისტი   mRvdeli giorgi sxilaZe მსოფლიო კ...   Feb 9 2009, 04:25 PM
mariami seminaria   მართლმადიდიდებლუ...   Mar 1 2009, 02:19 PM
namdvili cimamace siftxilea   წმინდა ისაკ ასური ...   Mar 4 2009, 07:34 PM
betaneli luka   ''ცოტა ვისაუბროთ...   Mar 22 2009, 11:42 AM
marine   „როდესაც მოვა კეთი...   Jun 5 2009, 04:56 PM
მაშიკო   არცერთ ჭამისმოყვა...   Jun 10 2009, 10:35 AM
იმედა   კარგი იქნება თუ აქ ...   Jun 24 2009, 09:31 PM
aia   ღმერთი - აი, ჩვენი ს...   Jun 25 2009, 12:56 AM
lela..   თუკი ცუდს და კარგს ...   Jul 8 2009, 02:24 PM
KAIROS   БОГОСОЗЕРЦАНИЕ ...Созерца...   Sep 28 2009, 01:51 AM
sopo...   ვინც ბოროტებისგან ...   Sep 30 2009, 08:46 PM
sopo...   არცერთ მიწიერ წყარ...   Oct 7 2009, 10:45 PM
Amuza   არც მამაკაცს და, მი...   Oct 9 2009, 04:40 PM
ა ნ უ კ ა   -მრისხანე ხარ? იყავ ...   Oct 14 2009, 12:19 AM
b-a-r-b-a-r-e   -მრისხანე ხარ? იყავ...   Oct 14 2009, 12:58 AM
ა ნ უ კ ა   b-a-r-b-a-r-e არა მარტო შენ...   Oct 14 2009, 05:32 PM
llaasshhaa   უი შენია? მე ჩემი მ...   Oct 28 2009, 06:22 PM
ა ნ უ კ ა   უი შენია? მე ჩემი მ...   Oct 29 2009, 12:19 AM
protestanti   :D რა კარგად გამაცი...   Oct 29 2009, 05:06 PM
newbie   ღირსი უნდა იყო იმი...   Oct 31 2009, 12:04 AM
ა ნ უ კ ა   ეს მომწონს ლოცვი...   Oct 31 2009, 12:28 AM
protestanti   თუკი შენ არ პატიობ ...   Oct 31 2009, 12:31 AM
ა ნ უ კ ა   რატომ გძულს ადამია...   Nov 3 2009, 05:03 PM
kh@tia   ილაპარაკე,თუკი მდუ...   Nov 9 2009, 12:21 PM
KAIROS   წმ. ისიდორე პელუზი...   Nov 24 2009, 10:21 AM
სოფი   :rolleyes: ღმერთი მუდამ ...   Feb 4 2010, 07:02 PM
marine   "უგუნურებაა საკუ...   Mar 12 2010, 02:38 PM
marine   "თუ ჩვენს თავს და...   Mar 18 2010, 04:33 PM
marine   "თუ გსურთ ვინმე დ...   Apr 15 2010, 12:03 PM
lingvo   ისე აღზარდე შენ შვ...   Apr 20 2010, 10:33 AM
marine   "არგანკითხვა ნახ...   Apr 20 2010, 02:27 PM
გუდაგუდა   გულგრილად შეხვდი ყ...   Oct 21 2010, 11:36 PM
.zakaria.   და ...   Nov 13 2010, 10:49 PM
afxazi   გუდაგუდა ეს ვისი ...   Oct 22 2010, 12:18 AM
გუდაგუდა   გუდაგუდა ეს ვისი ს...   Oct 23 2010, 01:46 PM
lingvo   „აი, ცხონების ყველ...   Nov 13 2010, 10:45 PM
lingvo   ღირსი მაკარი დიდი, ...   Dec 6 2010, 12:41 PM
terra   კაია :)   Dec 6 2010, 12:43 PM
lingvo   როგორც ღორები იქექ...   Feb 21 2011, 03:38 PM
marine   "ცოდვა, ხატოვნად ...   Mar 17 2011, 02:03 PM
lamara   ადამიანისათვის და...   Mar 17 2011, 04:19 PM
marine   "როცა ძმა გვაწუხე...   Mar 30 2011, 04:23 PM
lingvo   იმ ყველაფრისგან, რ...   Apr 11 2011, 11:56 AM
lingvo   ეცადეთ, ძმანო, ისე ი...   Apr 11 2011, 01:15 PM
10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 10:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი