IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია
აზნაური კიკნაველიძე
პოსტი Oct 13 2009, 04:14 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 16-September 09
წევრი № 7,500



1054 წლის სქიზმის შემდეგ მრავალი რამ შეიცვალა და საუბედუროდ შეიცვალა ქრისტიანთა დამოკიდებულება ერთიმეორეს მიმართ. რამაც საოცარი სულიერი კრიზისი გამოიწვია . ეკლესია როგორც უნივერსალური ინსტიტუიტ დაიშალა და მხოლოდ უნივერსალურობის ჩრდილად იქცა . განხეთქილებამ გამოიწვია ორივე ეკლესიის შედარებითი სულიერი და პოლიტიკური მარცხი რამაც თავი იჩინა კათოლიკური ეკლესიაში პროტესტანიზმის , ინდულგენიცებისა და ინკვიზიციის სახით ხოლო აღმოსავლეთში თეოლოგირი კრიზის სახით . აგერ უკვე 1000 წელია რაც არჩატარებულა მსოფლიო საეკლესიო კრება რამაც ძალიან ბევრი პრობლემა წამოჭრა . ეკლესიას არ აქვს მკვეთრი და განსაძვრული აზრი რიგ საკითხებზე რაც პრობლემის გადაჭრას რიგით სასულიეორ პირს ავალდებულებს რაც თავის მხრივ ცალკე პრობლემას ქმნის , ყველა მათგანს საკუთარი აზრი აქვს . ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ეს არის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა რაც ტავის მხრივ რომსა და აღმოსავლეთს შორის ევქარისტიული კავშირის აღდგენას ითვალისწინებს .

ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ და მხოლოდ დიალოგია საჭირო და სიც საღვთისმეტყველო დონეზე რადგან როგი პრობლემები დოგმატურ სახე იძენს .

1) ფილიქოვე
2) პაპის პრიმატი
3) კალენდარი
4) მარიამის უცოდველობის საკითხი

მაინტერესებს ფორუმელების აზრი თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს ? რა სახით შეიძლება მოხდეს ერთიანობა ? და ვინ რა უნდა დათმოს ( უხეშად რომ ვთქვათ ) ?

ამ თემის ადგილი აქ არი და არა აპოლოგეტიკაში >>>


პ.ს . დღეს სამღვდელოების ნაწილი კითხვაზე თუ რატომ მოხდა განხეთქილება გიპასუხებს , რომ სქიზმა პაის ამბიციებმა გამოიწვია მაგრამ მათ კონსტანტინოპოლის დღევანდელი მამობა არაფრად მიაჩნია . უბრალოდ ერთ კითხვას დავსვამ რატომ ექნებოდა პაპს რაიმე რელიგიური ამბიცია როდესაც მას ისედაც ქონდა უფროსი ძმის სტატუსი ხო კოსტანტინოპლი ამას მხოლდ ითხოვდა ?







--------------------
[size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე

მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 13 2009, 04:15 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
1) ფილიქოვე
2) პაპის პრიმატი
3) კალენდარი
4) მარიამის უცოდველობის საკითხი


გაბერილი და აბსურდული სიაა... კალენდარი არ არის პრობლემატური.. პრიმატზეა აქ ბაასი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 13 2009, 05:24 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აზნაური კიკნაველიძე
ციტატა
ვინ რა უნდა დათმოს

ვინც დაუმატა იმან.

უფრო სწორედ, ის დანამატი ან უარყოს, ან მიაღწიოს დანარჩენების თანხმობას.

ეკლესიას მართავდა მსოფლიო კრება, პატრიარქთა პენტარქია (რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეპისკოპოსები) რომის ეპისკოპოსის, როგორც პეტრე მოციქულის საყდრის მემკვიდრის მეთაურობით.

1054 წლის შემდეგ, ერთი ეპისკოპოსი დარჩა ცალკე, დანარჩენი 4 – ცალკე. ამიტომაა, რომ მსოფლიო კრება ვერ იმართება აქამდე (ცხადია, რომის ეკლესიის მიერ მოწვეული ადგილობრივი კრებები, დელეგატთა მსოფლიო მასშტაბის გეოგრაფიის მიუხედავად მსოფლიო კრებად ვერ ჩაითვლება).

ბუნებრივია, დოგმატის დამატება, მსოფლიო კრების თანხმობის გარეშე, დაუშვებელია. შესაბამისად, ისევ ვიმეორებ, ვინც დაუმატა, იმან ამოიღოს.

მართალია, დოგმატი არ დაგვიმატებია, მაგრამ დღესვე თანახმა ვარ, მოვხსნათ კანკელიც, გავაუქმოთ გრძელსახელოებიანი ანაფორა და შევეგუო ორგანს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 13 2009, 05:27 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მართალია, დოგმატი არ დაგვიმატებია, მაგრამ დღესვე თანახმა ვარ, მოვხსნათ კანკელიც, გავაუქმოთ გრძელსახელოებიანი ანაფორა და შევეგუო ორგანს.


რა მარაზმატიკი ხარ რა, რა მარაზმატიკი biggrin.gif

ეგ დამატებები იყო თუ განმარტებები მაგაზეა რომ ვერ ვთანხმდებით... ამასთან, ასეთი საუბარი ფუნდამენტური ეკლესიოლოგიის გარეშე არასწორია... პენტარქია არასდროს ყოფილა პანაცეა (ნესტორი რომ ერესში ხოხავდა და მთელი აღმოსავლეთი, რა კათოლიკე ეკლესია წყვეტდა არსებობას?)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 13 2009, 05:30 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
ეგ დამატებები იყო თუ განმარტებები მაგაზეა რომ ვერ ვთანხმდებით...

კი ბატონო, იყოს განმარტება. ფაქტია, რომ დოგმატის სტატუსი აქვს დანარჩენი პატრიარქების გარეშე.

ციტატა
ნესტორი რომ ერესში ხოხავდა და მთელი აღმოსავლეთი, რა კათოლიკე ეკლესია წყვეტდა არსებობას?

ცხადია, როგორც ეხლა რომ ხოხავთ ერესში გენაცვალე, არ ვწყვეტთ არსებობას და იმედით ველოდებით თქვენს დაბრუნებას kiss1.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 13 2009, 05:33 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კი ბატონო, იყოს განმარტება. ფაქტია, რომ დოგმატის სტატუსი აქვს დანარჩენი პატრიარქების გარეშე.


რომელი დანარჩენი პატრიარქების? რავიცი მშვენივრად ცხოვრობდით ერთად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კათოლიკე ეკლესიის გაყოფა შეუძლებელია, მან შეიძლება დაკარგოს ისტორიული ერთიანობა (რაც არაერთხელ მომხდარა) მაგრამ საკრამენტში ის არის ქრისტეს ერთადერთი ერი, დანარჩენიც შემოდის მასში, მაგრამ არაღირსეულად...

ციტატა
ცხადია, როგორც ეხლა რომ ხოხავთ ერესში გენაცვალე, არ ვწყვეტთ არსებობას და იმედით ველოდებით თქვენს დაბრუნებას


ოხოხოხოხოხ laugh.gif laugh.gif laugh.gif

ლიმბოისტო სობორნიკებო, შეგვეშვით პაპისტებს და გადაბარგდით მელისა სმიტის ჭეშმარიტ ეკლესიაში laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 13 2009, 05:40 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
რომელი დანარჩენი პატრიარქების?

რომელიც არიან, იმათი.

ცუდი ქნა რომის პაპმა, დასავლეთის პატრიარქი რომ ამოიღო ტიტულატურიდან.

ნახე, რა კარგად იყო განაწილებული:
1. ეპისკოპოსი რომისა და პატრიარქი დასავლეთისა
2. ეპისკოპოსი ალექსანდრიისა და პატრიარქი აფრიკისა
3. ეპისკოპოსი ანტიოქიისა და პატრიარქი აღმოსავლეთისა

ამას მოგვიანებით მიემატა:
4. ეპისკოპოსი ახლისა რომისა და პატრიარქი ეკუმენესი (ანუ ბერძნულენოვანი თემისა)
5. ეპისკოპოსი იერუსალიმისა და პატრიარქი წმინდა მიწისა.

დასავლეთის ამოღება ძალიან ცუდი ჟესტი იყო.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური კიკნაველიძე
პოსტი Oct 13 2009, 06:33 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 16-September 09
წევრი № 7,500



კითხვა მნათეს :

დაამტკიცა თუ არა ფილიოქვე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ?

მართლა მაინტერესებს !!


--------------------
[size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე

მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 13 2009, 07:52 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დასავლეთის ამოღება ძალიან ცუდი ჟესტი იყო.


არანაირად არ იყო ცუდი ჟესტი, პირიქით... აისახა სრული რეალობა, თუ ოდესმე დაძლიეთ იზოლაციონიზმი, შემდეგ სხვაგვარად იქნება biggrin.gif

უნივერსალური მამა ის იყო ყოველთვის, ისტორიული შეფერხებების მიუხედავადაც კი... ასე სწამდათ მამებს და ასე გვწამს ჩვენც.

ციტატა
დაამტკიცა თუ არა ფილიოქვე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ?


მსოფლიო კრებას ადრეულ დროში ამ საკითხზე არ უმსჯელია, მაგრამ ორივეს - დასავლეთსა და აღმოსავლეთს ესმოდა იგივენაირად, სხვადასხვაგვარი ტერმინებით... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს - არა როგორც ორი, არამედ როგორც ერთი საწყისისგან, ხოლო მოგვევლინება ძისა მიერ... შემდეგ რასაკვირველია დამტკიცებულ იქნა მსოფლიო კრებებზე, ოღონდ ბერძნების გარეშე... უბი პეტრუს - იბი ეკლესია. სადაც პეტრეა, იქაა ეკლესია.

რაც შეეხება მრწამსს - ეს იყო გონივრული განმარტება და არა დამატება.

სახარებიდან კარგად ცანს რომ ძეს გადაცემული აქვს მამისგან სულიწმიდის მოვლენის უფლებამოსილება... ამაზე შემიძლია ციტატებისა და ტრაქტატების მოყვანა, ნუ ავგუსტინეზე ისედაც იციან რომ მკაცრი პაპისტი იყო და აქ არ ვახსენებთ biggrin.gif

პ.ს მსოფლიო კრება ის არის, სადაც მონაწილეობს პაპი... ისტორიული კათედრები უბრალოდ ცდებიან და ამის მრავალი ფაქტი არსებობს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური კიკნაველიძე
პოსტი Oct 13 2009, 09:37 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 16-September 09
წევრი № 7,500



მე მგონია რომ სადაც პეტრეა იქ ეკლესიაა , მაგრამ სადაც მარტო პეტრეა იქ მსოფლიო კრება ნამდვილად არ არი . გადაწყვეტილების უნივერსალურობა შეიძლება მხოლოდ პენტარქიაში იყოს სადაც აუცილებლად იქნება რომიც , რომის გარეშე ეკლესია არაფერია ხო რომი სხვების გარეშე არაფერია .

..................... არ დამცინოთ .....................


--------------------
[size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე

მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 13 2009, 09:57 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე მგონია რომ სადაც პეტრეა იქ ეკლესიაა , მაგრამ სადაც მარტო პეტრეა იქ მსოფლიო კრება ნამდვილად არ არი . გადაწყვეტილების უნივერსალურობა შეიძლება მხოლოდ პენტარქიაში იყოს სადაც აუცილებლად იქნება რომიც , რომის გარეშე ეკლესია არაფერია ხო რომი სხვების გარეშე არაფერია .

..................... არ დამცინოთ .....................


ეკლესიას აქვს ერთი კლდე... დანარჩენი არაა პანაცია smile.gif

რა ახლა, ფილიპინების კარდინალი ვითომ ამერიკის პატრიარქზე ნაკლები რითია? ან რუსეთისაზე?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 12:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი