IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა...
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან
სწავლის გამო [ 11 ] ** [9.91%]
სამუშაოდ [ 46 ] ** [41.44%]
სხვა მიზეზების გამო [ 8 ] ** [7.21%]
არ ვაპირებ წასვლას [ 15 ] ** [13.51%]
წავიდოდი მხოლოდ სასწავლებლად [ 22 ] ** [19.82%]
წავალ სამუშაოდ [ 7 ] ** [6.31%]
წავალ სამუდამოდ [ 2 ] ** [1.80%]
სულ ხმები:: 111
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
Gio707
პოსტი Oct 15 2007, 05:34 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,422



მხოლოდ და მხოლოდ სწავლის გამო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Dec 14 2007, 01:54 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა( @ Oct 20 2007, 01:51 AM) *

რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან?

ეს საკმაოდ მძიმე, ძალიან რთული და უაღრესად სათუთი თემაა. გამოკითხვაში არსებული პასუხები ძალიან მწირი და მშრალია, მხოლოდ ზედაპირულად თუ გამოხატავს საქართველოდან წასვლის რეალურ მიზეზებს და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პრობლემებს და სატკივარს.

ციტატა
სწავლის გამო

ციტატა
სამუშაოდ

ციტატა
სხვა მიზეზების გამო

ციტატა
წავიდოდი მხოლოდ სასწავლებლად

ციტატა
წავალ სამუშაოდ

ეს ხუთივე პასუხი შესაძლოა იყოს საქართველოდან წასვლის მიზეზი, თუმცა საქმის არსი გაცილებით ღრმაა და მოიცავს უამრავ კონკრეტულ შემთხვევას, კონკრეტულ საჭიროებას ან კონკრეტულ უსიამოვნებას რის გამოც ადამიანებს მოუწიათ საქართველოდან წასვლა.

ციტატა
არ ვაპირებ წასვლას

ცხადია არსებობენ ადამიანები, რომელებსაც კონკრეტული სიტუაციის გამო ურჩევნიათ ან არ საჭიროებენ საზღვარგარეთ წასვლას და ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი არ მაქვს, მაგრამ საზღვარგარეთ არ წასვლა რელიგიური და ნაციონალური მოსაზრებით, რომ თითქოს უკანასკნელი ჟამი იმდენად მოახლოებულია, რომ ქვეყნის აღსასრულს საქართველოში უნდა შევხვდეთ ანდა რომ თითქოს რაიმე საქმის ან პრობლემის გამო საქართველოდან წასვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, რბილად რომ ვთქვათ უმართებულო დამოკიდებულებაა, მომდინარეობს რელიგიური ფანატიზმისგან, ფსევდოპატრიოტიზმისგან ანდა შეიძლება კიდევ უფრო უარესი... ადამიანების გარკვეული კატეგორია ვერ მიდის საზღვარგარეთ, ცნობიერად ან ქვეცნობიერად მოქმედებს პრინციპით "მკვახე იყო ის ყურძენიო" და საზღვარგარეთ წასვლას მიუღებლად, ცუდ საქციელად აფასებს საკუთარი უუნარობის დასაფარავად და ამით უნებურად გულს ტკენს უცხოეთში მყოფ საკუთარ თანამემულეებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს.

ციტატა
წავალ სამუდამოდ

ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება. ეს გაბოროტებული ადამიანის ლაპარაკს წააგავს, რაც ქრისტეანულად ვერ არის მოსაწონი. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი წინასწარ გეგმავს, რომ სამუდამოდ წავა საქართველოდან და აღარასოდეს დაბრუნდება უკან. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც... საქართველოდან წასულან და აღარასოდეს დაბრუნებულან უკან, ამას მრავალი ობიექტური მიზეზიც არსებობდა - პოლიტიკური ტრაგედია, საზღვარგარეთ სხვა ცხოვრების პოვნა, დაბრუნების შეუძლებლობა და ა.შ., მაგრამ ყველა მათგანი მუდმივად ფიქრობდა საქართველოში დაბრუნებაზე და სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ეჯერა რომ სამუდამოდ არ იყო წასული. yes.gif


საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Gio707   რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან   Oct 15 2007, 05:34 PM
neo   მე ვაპირებ წასვლას...   Oct 15 2007, 06:30 PM
anutski   მე ვაპირებ 2 წელიწა...   Oct 16 2007, 11:41 PM
თათი87   გთხოვთ ყველამ მიიღ...   Oct 20 2007, 01:51 AM
k@the   თათი87 თათ პირველსა ...   Oct 20 2007, 01:56 AM
თათი87   k@the ხო ქეთ პირველი ფ...   Oct 20 2007, 01:57 AM
iako   თუ ორიმიზეზის გამო...   Oct 20 2007, 11:30 AM
ნათია   მხოლოდ სწავლის გამ...   Oct 20 2007, 11:32 AM
kato_Bato   ვისწავლიდი და ვიმო...   Oct 20 2007, 11:53 AM
თათი87   iako რომელიც უპირატი...   Oct 20 2007, 12:22 PM
ქეთი.   სასწავლებლად, ამ ე...   Oct 20 2007, 01:45 PM
iako   არა მარტო პროფესიი...   Oct 22 2007, 08:53 PM
Nodar   სწავლის გამო ჯერჯე...   Oct 28 2007, 10:57 PM
შოთა   სამუშაოდ და სწასვლ...   Oct 28 2007, 11:10 PM
van111   სამუშაოდ და სწასვ...   Oct 29 2007, 12:19 AM
იმედა   ისე თუ შეგიძლიათ ყ...   Jun 24 2009, 09:18 PM
KAIROS   :( მილიონჯერ მესმი...   Oct 31 2007, 03:20 PM
staywhite   მაგრამ სად? რისთვი...   Oct 31 2007, 03:37 PM
თათი87   ეს ისეთი თემაა ყოვ...   Oct 31 2007, 10:04 PM
KAIROS   მოგიტევებთ, მაგრამ...   Oct 31 2007, 10:21 PM
tako@tako   მოგიტევებთ, მაგრა...   Sep 11 2008, 12:11 PM
ილია   თუ წავალ სამუშაოდ ...   Oct 31 2007, 10:28 PM
თათი87   მაშინ მეც ვერ გამი...   Oct 31 2007, 10:32 PM
mii   ქართველებო წადით მ...   Dec 13 2007, 11:30 PM
Маиа   სწავლის გამო წამოს...   Dec 13 2007, 11:40 PM
staywhite   ეს ისეთი თემაა ყოვ...   Dec 14 2007, 08:04 AM
გიორგი   [b]რატომ წავიდნენ დ...   Dec 14 2007, 01:54 PM
k@the   [b]საერთოდ, როდესაც ...   Dec 14 2007, 03:56 PM
staywhite   მადლობა გიორგი, კა...   Dec 14 2007, 04:20 PM
ბოლქვაძე   ალბათ სოციალური პი...   Dec 14 2007, 07:44 PM
თათი87   გიორგი გენაცვალე...   Dec 15 2007, 12:45 AM
iako   კარგად არის ჩამოყა...   Dec 16 2007, 06:27 PM
mii   რათქმაუნდა ვეთანხ...   Dec 27 2007, 12:51 PM
გიორგი   თათი87 iako mii k@the staywhite თქვ...   Dec 27 2007, 12:53 PM
mii   ერთხელ ერთ ევროპულ...   Dec 27 2007, 01:16 PM
macaco-fast65   mii ზოგ ადამიანს აერ...   Feb 27 2008, 12:49 PM
k@the   გამოკითხვის ტექსტ...   Mar 14 2008, 08:25 PM
natani   [i]გამოკითხვის ტექს...   Apr 2 2008, 05:08 AM
lelio   ძირითადად სამუშაო...   Mar 14 2008, 09:45 PM
PUrpLE   ძალიან ბევრი მიდის...   Mar 27 2008, 01:14 PM
k@the   PUrpLE მაინც რომლების? :...   Mar 27 2008, 01:28 PM
natani   მე პირადად უკვე აქ ...   Apr 2 2008, 04:58 AM
KAIROS   გემოვნება ქონია :D ...   Apr 2 2008, 07:00 AM
nini_1   გიორგი შენ გაიხარ...   Apr 2 2008, 10:30 AM
makiki   არსად წასვლის სურვ...   Apr 2 2008, 03:02 PM
sapo   ჩემი აზრით,უმრავლე...   Apr 2 2008, 04:09 PM
M.M.   არსად არ ვაპირებ წ...   Apr 24 2008, 04:40 PM
alilo   კიდევ ერთხელ ძალი...   Apr 24 2008, 08:09 PM
zedela   ალბათ სასწავლებლა...   Apr 25 2008, 02:59 AM
Georgia_me1121   მხოლოდ სწავლისათვ...   Jun 10 2008, 01:37 PM
Ligia   დიდი სიამოვნებით წ...   Jun 30 2008, 12:49 PM
natiko   ეგეც მართალია, მარ...   Jul 20 2008, 11:33 AM
-tamar-   მე მივეცი ხმა "არ ...   Jul 20 2008, 12:29 PM
hirondelle   მე დიდი ხანია უკვე ...   Jul 20 2008, 12:56 PM
staywhite   natiko თემა , რომელიც შ...   Jul 20 2008, 01:48 PM
natiko   რატომ გგონია ასე, რ...   Jul 20 2008, 02:41 PM
besik   besik ბესო, რაც დაწერე ...   Jul 20 2008, 04:02 PM
staywhite   besik ბესო, გრძნობა ს...   Jul 20 2008, 08:24 PM
besik   staywhite ბესო, გრძნობა ს...   Jul 22 2008, 11:44 AM
წახწახა   მეც ყველანაირად სა...   Jul 22 2008, 03:35 PM
kmunebi   მთავარი ისაა, რომ ს...   Jul 22 2008, 10:33 PM
სარდიონ   ძალიან ვენაცვალე ყ...   Jul 22 2008, 11:54 PM
k@the   ძალიან ვენაცვალე ...   Jul 23 2008, 12:40 AM
შოთაძე   ქვეყნის უაზრო სოცი...   Jul 23 2008, 01:55 AM
zeppelin   ქვეყნის უაზრო სოც...   Jul 23 2008, 09:17 AM
seminarieli lela   zeppelin :user: გეთანხმები ...   Jul 23 2008, 01:55 PM
zeppelin   zeppelin :user: გეთანხმები ...   Jul 24 2008, 08:36 AM
staywhite   შოთაძე ახლანდელი ...   Jul 23 2008, 02:05 PM
შოთაძე   staywhite გეთანხმები რომ...   Jul 24 2008, 09:56 PM
staywhite   zeppelin "აქ რამ მოგიყ...   Jul 24 2008, 03:34 PM
k@the   staywhite ეგ ვიფიქრე მეც...   Jul 24 2008, 04:06 PM
staywhite   შოთაძე დარწმუნებ...   Jul 24 2008, 10:32 PM
შოთაძე   staywhite 80% მეტით კი, ქვე...   Jul 24 2008, 10:34 PM
zeppelin   staywhite 80% მეტით კი, ქვე...   Jul 29 2008, 08:46 AM
staywhite   შოთაძე ზეგანვითა...   Jul 24 2008, 10:49 PM
chelo   4 წელი ვიყავი წასულ...   Jul 29 2008, 12:37 PM
vaimedi   იცით, ეს ფორუმი რომ ...   Nov 15 2008, 08:01 PM
იმედა   იცით, ეს ფორუმი რომ...   Jun 28 2009, 02:35 AM
k@the   10 კლასი, ქართულის ს...   Nov 15 2008, 09:17 PM
KAIROS   შეეშვით ამ უაზრო შ...   Nov 16 2008, 04:34 AM
ანნო   კი მაგრამ იმ "შავ...   Jun 28 2009, 11:41 AM
მაშიკო   სამუშაოდ მიდიან ძი...   Jun 28 2009, 03:03 PM
ანნო   მე ბევრისგან გამიგ...   Jun 28 2009, 05:23 PM
staywhite   ანნო აქ საუბარია მ...   Jun 28 2009, 06:11 PM
ანნო   staywhite მიზეზი დავწერე...   Jun 28 2009, 08:41 PM
staywhite   ანნო არა, ანო, არაფ...   Jun 28 2009, 09:13 PM
ანნო   staywhite გასაგებია...შენ...   Jun 28 2009, 11:08 PM
M.M.   არავის არ განვიკით...   Jul 4 2009, 12:56 PM
თამარი_ცქნაფო   მე მინდა წასვლა, ოღ...   Jul 4 2009, 01:01 PM
Ligia   მე მინდა წასვლა, ოღ...   Aug 26 2009, 01:08 PM
M.M.   თამარი_ცქნაფო ჯერ ...   Aug 26 2009, 11:19 AM
mevargiorgi   იმიტო უდებიან წასვ...   Sep 24 2009, 12:00 PM
Adam   3 წელი და წავალ ალბა...   Sep 24 2009, 12:11 PM
Misha Songulashvili   mevargiorgi თუ წახვალ, ისწ...   Sep 24 2009, 01:39 PM
k@the   Misha Songulashvili დარგს გააჩ...   Sep 24 2009, 01:44 PM
Misha Songulashvili   k@the საბჭოთა კავშის ...   Sep 24 2009, 02:24 PM
ნანინა   სასწავლებლად, კიდე...   Sep 24 2009, 02:26 PM
Misha Songulashvili   ნანინა ეგ გასახარ...   Sep 24 2009, 02:29 PM
likka   Misha Songulashvili კი, აბა :P შე...   Sep 24 2009, 04:04 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 03:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი