IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> შესაქმის პირველი 3 დღის განმარტება, გამოკრებილი წმიდა მამათაგან
აკაკი
პოსტი Feb 15 2012, 09:12 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



= წიგნი დაბადებისა - თავი I =

ციტატა
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.


“დასაბამად” - ეს სიტყვა ებრაულში გამოითქმის როგორც “ბერეშიტ” (“bereschith”) და ნიშნავს “დასაბამად”, “თავდაპირველად”, “დროის დასაწყისში”. იმისათვის, რომ დავადგინოთ, თუ რომელი მნიშვნელობა მიესადაგება ფრაზას, საჭიროა გავიხსენოთ, რომ “ცა” ნიშნავს “მყარს” ანუ სივრცეს (“და უწოდა ღმერთმა მყარს ცა” 1,8), ხოლო “ქვეყანა” შეიცავს დროსაც და სივრცესაც. მაშასადამე ამ ფრაზაში საუბარია დროისა და სივრცის წარმოშობაზე, და სიტყვა “ბერეშიტ” აქ ნიშნავს “დროის დასაწყისში”. აქამდე კი არ არსებობდა არც დრო და არც
სივრცე.

ღმერთი პირველად ქმნის დროს და დროში იქმნება ყველაფერი, ზედროული არის ის ვინც თავად ქმნის დროს ანუ ღმერთი. ამ წიგნში ყველაფერი პირველად ხდება, როგორც აბსოლუტურ დასაწყისში, რომელიც არ გულისხმობს წინაპერიოდს ან მოტივაციას.

“ქმნნა”- ეს სიტყვა ებრაულში გადმოცემულია სიტყვით “ბარა”, რაც ნიშნავს “შექმნას არაფრისაგან”, განსხვავებით მეორე ებრაული სიტყვისგან: “ასა”, რაც ნიშნავს “შექმნას რაღაცისგან”, ანუ წინასწარ არსებული მასალისგან. სიტყვა “ბარა” (“შექმნა არაფრისაგან”) შესაქმის
წიგნში სულ სამჯერ გამოიყენება:

-- 1)თავიდან, პირველი შემოქმედებითი აქტის დროს;
-- 2)პირველი ცოცხალი არსებების შექმნისას- “ცოცხალი სულით”;
-- 3)ადამიანის შექმნისას.

ქმნნა - ამ გამოთქმით ხდება ყველა მატერიალისტური და პანთეისტური ჰიპოთეზების გაბათილება, რადგან მატერიალიზმის მიხედვით სამყარო არ არის შექმნილი, იგი თვითმყოფადია და რც ვინმეს ზრუნვა საჭიროებს. ხოლო პანთეისტური მოძღვრების მიხედვით სამყარო წარმოადგენს ღვთის ემანაციას, ანუ სამყარო ღვთის განუყოფელი ნაწილია. სინამდვილეში კი უფალმა სამყარო თავისი არსებიდან კი არ შვა, არამედ შექმნა არაფრისაგან.

“ღმერთმან” - აქ სიტყვა “ღმერთი” ებრაულში დგას მრავლობით რიცხვში “ელოჰიმ” (“ღმერთები”), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია: “ელოაჰ”, ან “ელი” (“ღმერთი”). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმ. სამების ჰიპოსტასებზე. მაგრამ წინააღმდეგ ლაყბობისა, მრავალღმერთიანობის შესახებ, მოსე მომდევნო სიტყვას მხოლობით რიცხვში წერს: “ელოჰიმ ბარა” (“ღმერთებმა შექმნა” და არა “ღმერთებმა შექმნეს”).

პირველი სიტყვა “ღმერთებმა” მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა “შექმნა”, თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება.

“ცაჲ და ქუეყანაჲ” - წმ. მამების აზრით(ავგუსტინე, გრიგორი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, თეოფილე ანტიოქიელი, ბასილი დიდი, თეოდორიტე, ორიგენე , წმ. ამბროსი) ამ სიტყვებში იგულისხმება უხილავი და ხილული სამყაროების შექმნა. სიტყვა “ცა”-ში (დედანში ეს სიტყვა მრავლობით ფორმაშია) იგულისხმება კეთილმოწყობილი სულიერი, ანგელოზური სამყარო, რომელზედაც წმ. გრიგოლ ნოსელი იგავურად ამბობს:

” ეს ცა ის ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარია, რომლე- ბიც კეთილმა მწყემსმა, ერთი დაკარგული მეასე ცხვრის (ადამიანთა მიწის) საძებნად წასულმა, მიატოვა. საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობს მოსე უხი-ლავ სამყაროზე და შემდეგი მუხლიდან რატომ იწყებს ასე ვრცლად მხოლოდ ხილული სამყაროს შესახებ თხრობას?”

ამ კითხვაზე გვპასუხობს წმ. ფოტიოს პატრიარქი: “არაფერია გასაკვირი იმაში... მსმენელთა სისუსტისა და ხორციელი აზროვნების გამო, არაფერი თქვა უსხეულო ძალების შექმნის შესახებ, რადგან ამ ხალხის ცხოვრება უფრო მეტად გრძნობისმიერი იყო, ვიდრე ჭვრეტისმიერი, ხოლო ცათა სასუფეველი კი, ზეგრძნობადია: “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს განუცდია, რაც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარეთ” (1 კორ. 2,9)”

ღმრთის მრავალ და ენით გამოუთქმელ სასწაულთა ხილვის შემდეგ ებრაელებმა ხბოს კერპი გაიკეთეს და თაყვანი სცეს, თუკი ასე ადვილად აღმერთებდნენ პირუტყვთ, რაღას იზამდნენ უხორცო ძალთა შესახებ სწავლება რომ მისცემოდათ? ამიტომაც, აბრაამამდე, რომელმაც ძველთაგან პირველმა მიაღწია სრულყოფილებას, ღმერთი ანგელოზის მეშვეობით არავის დალაპარაკნია. ანდა რა სარგებლობას მოუტანს ვინმეს თუკი შეიტყობს დროს ანგელოზთა შექმნისა?

* * *


ციტატა
2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.


“ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ” - ცნება “ქუეყანა” ანუ “მიწა” ბიბლიის ენაზე ხშირად შეიცავს ცნებას “მთელი დედამიწა”, ხილულ ცასთან, გარეგან ატმოსფერულ გარსთან ერთად (დაბ. 14. 19-22;), ამავე აზრით იხმარება აქაც, როგორც ნათლად ჩანს კონტექსტიდან, რომელიც მოწმობს, რომ ამ “მიწის” ქაოტურმა მასამ გამოყო თავისი თავიდან “ხმელეთი და წყალი” (დაბ. 1. 7).

- მოსე გადმოგვცემს დედამიწის წარმოშობას, ამიტომ ის მატერიალური საწყისები, საიდანაც დედამიწა საბოლოოდ ჩამოყალიბდა იწოდება “ქუეყანად” ანუ “მიწად”, თუმცა ჯერ კიდევ “უხილავად” (ან უსახოდ) და “განუმზადებელად” (ან უდაბურად). ეს სიტყვები შეიძლებაგავიგოთ, როგორც: “მიწა იყო არეულ-დარეული” ან “უსახურ-უდაბური”, რა უნდა გამოხატავდეს მიწის ქაოტურ მდგომარეობას. ანუ სრული ქაოსი, რომელშიც მომავალი სინათლის, ჰაერის და წყლის, ასევე ყოველგვარი მცენარეული და ცხოველური ჩანა- სახების ელემენტები არ განირჩევიან ერთმანეთისაგან და თითქოს ერთმანეთში არიან არეული, ამ სიტყვების გასაგებად საუკეთესო პარალელია სოლომონის სიბრძნის წიგნი, რომელშიც ნათქვამია, რომ ღმერთმა მსოფლიო შექმნა “უსახური ნივთიერებისაგან” (11. 17).

წმ. ბასილი დიდი სვამს კითხვას: ” რატომ არის, რომ.. ქვეყანა ჯერ კიდევ დაუსრულებელია, არ არის სრულად განსახიერებული? ან საერთოდ, რას ნიშნავს ვეყნის განუმზადებლობა და რა მიზეზით იყო იგი უხილავი? ქვეყნის სრულყოფილი მოწყობა ნიშნავს მის ნაყოფთა სიუხვეს, სხვადასხვა სახის მცენარეთა... ნაყოფიერი და უნაყოფო, მაღალი ხეების აღმოცენებას, ყვავილთა მრავალფეროვნებას და სურნელებას, და ყოველივეს, რასაც ღვთის ბრძანებით, უნდა გაემშვენებინა ყოველივე დაბადებული."

წმ. იოანე ოქროპირი პასუხობს, თუ რატომ იყო უხილავი: “სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა მთლიანად წყლით და სიბნელით იყო დაფარული”. ხოლო სიტყვით “გაუმზადებელი” გადმოცემულია სრული ქაოსი, რომელშიც არ განირჩეოდა მიწის, წყლის, ჰაერის, სინათლის, მცენარეული და ცხოველური ელემენტები. ისინი თითქოს ერთმანეთში იყო არეული. ამ სიტყვების ყველაზე საუკეთესო პარარელი მიპოვება სიბრძნე სოლომონისას წიგნში:

“...ყოვლისშემძლე ხელი, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან შექმნა სამყარო” (სოლ. 11,17).


ასევე წმ. ამბროსიც ამბობს: “საგნები, ჯერ შეიქმნა და მხოლოდ შემდეგ მოწესრიგდა, რათა არ გვეფიქრა, რომ თითქოსდა ისინი სიამდვილეში არ იყვნენ შექმნილნი”


“და ბნელი ზედა უფსკრულთა” - ეს სიბნელე ბუნებრივი შედეგი იყო იმისა, რომ არარსებობდა სინათლე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი დამოუკიდებელი სტიქიის სახით. ეს არის სიბნელე (ხოშექ) და უფსკრული (თეჰომ), მაგრამ ეს არ არის სიცარიელე; ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ამ მუხლში მოხსენიებულ სიტყვა “ბნელს” არასწორად განმარტავდნენ მწვალებელნი. მათი აზრით ამ “ბნელში” იგულისხმებოდა ბოროტი საწყისი, რომელიც ყოველთვის უპირისპისდება კეთილ საწყისს და ამით ორსაწყისიანობას ქადაგებდნენ. მოვუსმინოთ წმ. ბასილი დიდს თუ რას ამბობს იგი ამასთან დაკავშირებით:

“სიტყვები “ბნელი ზედა უფსკრულთა” ისევ მიზეზია ახალი ზღაპრობებისა და უღმერთო მსჯელობების დასაბამი იმათთვის, რომელნიც საღვთო სიტყვებს საკუთარ ვარაუდთა მიხედვით აუკუღმართებენ, რადგანაც ბნელს ისე კი არ განმარტავენ, როგორიც იგი არის, კერძოდ, რომ იგი გაუნათებელი ჰაერია, ან ჩამოფარებული სხეულისაგან დაბნელებული ადგილი, ... არამედ (განმარტავენ) როგორც ბოროტ ძალას, უკეთ რომ ვთქვათ, როგორც თავად ბოროტებას, რომელსაც დასაბამი თავის თავშივე აქვს და რომელიც ღვთის სახიერებას ეწინააღმდეგება და უპირისპირდება. ისინი ამბობენ: თუკი “ღმერთი ნათელია” (1 იოანე 1,5), მაშინ მის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა შესაბამისად სიბნელე უნდა იყოს” (ჰომილია 2,4).

ჰაერს თავისთავად არ აქვს სინათლე, არამედ მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და ცეცხლის მიერ ნათდება. აი, ეს არის, რაც თქვა წერილმა: „სიბნელე იყო უფსკრულის ზემოთ“ (შეს. 1,2), სურდა რა იმის ცხადყოფა, რომ ჰაერს თავისთავად არ აქვს სინათლე, არამედ სხვა რამ არის არსება სინათლისა.
(წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა)


სიბნელე არის სინათლის ნაკლულევანება, თავდაპირველად ქვეყნის შექმნამდე არსებობდა სიბნელე, სიბნელისა და სინათლის ერთდროული არსებობა წარმოუდგენელია, სიბნელე არის უარსო, ამას კარგად განმარტავს წმ. ეფრემ ასური: “სიბნელე არ არის რაღაც მარადიული, უფრო მეტიც, იგი ქმნილებაც კი არ არის (განსხვავებით სინათლისაგან), ვინაიდან სიბნელე, როგორც წმ. წერილი ამბობს, წარმოადგენს ჩრდილს.. მისი არსებობა დამოკიდებულია სხვაზე, რადგან მას საკუთარი არსი არა აქვს და როცა აღარ არის ის, რაზეც თვითონაა დამოკიდებული, მაშინ ეს ჩრდილიც მასთან ერთად ქრება” (გვ.289).

რატომ არის ნათქვამი, რომ ბნელი იყო “უფსკრულზე” და არა “წყალზე”, როცა ვიცით, რომ მთელი ქვეყანა წყლით იყოდაფარული? საქმე იმაშია, რომ ებრაულ დედანში ამ სიტყვების ( “ უფსკრულზე” და “ წყალზე”) ადგილას წერია ორი მონათესაე მნიშვნელობის სიტყვა ( “tehom” და “maim” ), რომლებიც ნიშნავს ურიცხვ წყალს. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ პირველი ნივთიერება იყო გამდნარ, სითხისმაგვარ მდგომარეობაში. ამას ადასტურებს მომდევნო ფრაზა: “სული ღვთისა იძვროდა წყალთა ზედაპირზე”. მაშასადამე, მიწას თავდაპირველად წყლის სტიქიის სახე ჰქონდა, ოღონდ ეს სახე მრუმე და მღვრიეა.

“სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.” - ამ მუხლის განმარტებისას თითქმის ყველა მამა ერთ აზრს გამოთქვამს: მათ მიაჩნიათ, რომ აქ საუბარია წმ. სამების მესამე ჰიპოსტასზე - სულიწმინდა ღმერთზე. ზოგიერთები კი მცდარად ფიქრობენ, რომ თითქოს აქ მოიაზრება “უძლიერესი ქარი” ან უბრალოდ “ღვთის მაცოცხლებელი ძალა”.

წმ. ბასილი დიდი განმარტავს თუ რატომ ცდებიან ისინი: “იმიტომ, რომ მას (სულიწმიდა ღმერთს) უპირატსად და გამორჩევით აქვს წმიდა წერილში ეს სახელი და სხვა არავითარი სული არ იწოდება ღვთისად, გარდა წმიდა სულისა, რომელიც არის შემავსებელი ღვთაებრივი და ნეტარი სამებისა”. ებრაულ დედანში სიტყვა “იქცეოდას” ანუ “იძვროდას” ნაცვლად არის “ათბობდა”.

წმ. ბასილის (და მასთან ერთად ეფრემ ასურის) შენიშვნით, ამ სიტყვებით წმიდა სული სიმბოლურად აისახება ფრინველის (მტრედის) სახით, რომელიც გაშლილი ფრთებით აზის კვერცხებს და გადასცემს მათ სასიცოცხლო სითბოს. უფლის ნათლობისას იორდანეზე წმიდა სული, როგორც ცნობილია, მტრედის სახით მოევლინა.

წმ. მღვდელმთავარი ამბროსი წერს: “რჩებოდა ოდენ მოქმედების სისრულის სულიწმიდაში ასახვა, როგორც წერილ არს: სიტყუითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირირ მისისაითა – ყოველი ძალი მათი (ფს. 32, 6)... სულის დახმარებით ქვეყანა აკავებდა ახალი არსებების თესლებს, რომლებიც როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, უნდა აღმოცენებულიყვნენ: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაალხლო პირი ქუეყანისაი (ფს. 109, 30)”.

უფალი სულიწმიდა, ღმერთი ჩვენი მონაწილეობდა აგრეთვე შექმნათა დანარჩენ დღეებში; იობი მის შესახებ ამბობს: სული საღმრთოი არს, რომელმან შემქმნა მე.. (იობი 33, 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 15 2012, 09:52 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.


სამყაროს ყოვლადძლიერი შემოქმედის, აზრი, სიტყვა, ნება, საქმე, და მათი განხორციელება გაიგივებულია ერთმანეთთან და ერთია.

“თქუა ღმერთმან” - წმ. ბასილი დიდი განმარტავს: “ვკითხულობთ: როგორ ამბობს ღმერთი? ისევე როგორც ჩვენ?.. ხმის დანაწევრებული მოძრაობისთვის საჭირო ჰაერის შერხევით (ბგერებით) ხდის იგი ნათელს თავის საიდუმლო აზრებს? - იგავს ხომ არ ჰგავს მტკიცება, რომ ღმერთს ესაჭიროება ეს არემარე თავისი აზრის გამოსათქმელად? იქნებ უფრო კეთლიზნეობრივი იქნება ვთქვათ, რომ ღვთაებრივი სურვილი (ნება) და აზრობრივი მოძრაობის პირველი მისწრაფება უკვე არის ღვთის სიტყვა (ე.ი. ქრისტე)? წმიდა წერილი კი ღმერთს მრავალსიტყვიერად გამოსახავს, რათა აჩვენოს, რომ მას არა მხოლოდ ქმნილების დაბადება სურდა, არამედ განაცხოველა კიდეც ის თანამოსაქმის მეშვეობით, აქ ღმერთი წარმოდგენილია მეტყველად და მბრძანებელად, მაგრამ მას, ვისაც ღმერთი უბრძანებს და ვისაც ღმერთი ესაუბრება, დუმილით წარმოაჩენს... იმისათვის, რომ აღაგზნოს ჩვენი გონება იმ პირის გამოსარკვევად, ვისკენაც მიმართულია ეს სიტყვები; საუბრის ეს ფორმა ყოვლადბრძნულია და დახვეწილად არის გამოყე-ნებული (ჰომილიები, III, 2, გვ. 24-25).

ეკლესიის მამათა მსგავსად, მიტროპოლიტი ფილარეტი გამოთქვამს აზრს და ეს აზრი არ არის უსაფუძვლო, რომ სიტყვაში “თქვა” ლოგოსის, ძე ღმერთის იდუმალებაა. მსგავსი მითითება ძე ღმერთსა და სული წმინდაზე მჟღავნდება ფსალმუნის შემდეგ მუხლშიც: “უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების სულით მთელი მისი მხედრობა”(ფს.32,6). აქ “უფალში” იგულისხმება მამა ღმერთი, “სიტყვა”- ში ძე ღმერთი, ხოლო ბაგეების “სულში” კი სულიწმინდა ღმერთი. (იოანე. 1, 3); (იგავთა 8. 22-29). უფალი ვინმე სხვას კი არ უბრძანებს შექმნას, არამედ არარსებულს მოუწოდებს ყოფიერებად მოსვლას. აქ ბრძანებით ნებელობა გამოიხატება, რადგან ნათქვამია: "ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა" (ფსალმ. 113:11). და თუკი აღმოთქვა ასეთი სიტყვები ცხადია, არა უსულო სტიქიათა გამო, არამედ უხილავ ძალთა გასაგონად.

“იქმენინ ნათელი” - თვალნათლივ განმარტებას იძლევა ამაზე მოციქული პავლე, რომელიც ამბობს “ღმერთმა, რომელმაც თქვა: "გამოიბრწყინვოს ნათელმა სიბნელიდან” (2 კორ. 4, 6). ეს პირველქმნილი სინათლე არ იყო ჩვეულებრივი სინათლე (რომელიც მე-4 დღეს შეიქმნა მნათობებთან ერთად), ეს იყო ის ეთერული სინათლე, წმ. ამბროსის თქმით - ”მან (პირველქმნილმა ნათელმა) უეცრად შეაღწია მთელ სამყაროში, გადალახა ბნელი და, ასე ვთქვათ ჩაძირა იგი უფსკრულში” (ექვსი დღე 1: 9, გვ. 39)”. წმ. ეფრემ ასურიც ამბობს ”პირველქმნილი სინათლე განფენილი გახლდათ ყველგან, არა ერთ რომელიმე ადგილას; ყველგან ფანტავდა ბნელს ისე, რომ არ მოძრაობდა; მთელი მისი მოძრაობა მდგომარეობდა გამოჩენასა და გაქრობაში მის მოულოდნელად გაქრობისთანავე მყარდებოდა ბატონობა ღამისა, რომელიც ნათლის გამოჩენისთანავე სრულდებოდა. ასე ქმნიდა ნათელი სამ მომდევნო დღესაც.. .იგი ხელს უწყობდა ყოველივეს ჩასახვასა და წარმოქმნა, რაც ქვეყანა უნდა შეექმნა მესამე დღეს;”

ღირსი ეფრემი, სხვა მამებთან ერთად, ნათლად გვეუბნება, რომ ამ სინათლეს საერთო არაფერი ჰქონდა მზესთან, რომელიც მხოლოდ მეოთხე დღეს შეიქმნება.

დღევანდელ მეცნიერებაში არსებობს ჰიპოთეზა, რომელის მიხედვით სინათლე არის თრთოლვა ეთერისა, რაღაც გამჭვირვალე მატერიისა, რითაც არის სავსე დაუსრულებელი ს ივრცე ქვეყნიერებისა; მზესა და ვარსკვლავებს მხოლოდ მოყავთ ეს ეთერი რაღაც სახით თრთოლვაში და ამით წარმოქმნიან სინათლეს. ამრიგად ციურ მნათობთა შექმნამდე, სინათლის მატარებელი ეთერი, მნათობებზე არ იყო დამოკიდებული, არამედ რაღაც სხვა რამით მოდიოდა მთრთოლვარე მდგომარეობაში. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ელექტრო ნათელი ელვისა არ არის მზეზე დამოკიდებული.

აქ ყურადღებას ვაქცევთ წმ. გრიგოლ ნოსელის მოძღვრებას, “სამყაროს მყისიერად შექმნის ” შესახებ. როგორც წერია: ” დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა” უკვე ყველაფერი შეიქმნა, ეს გულიხმობს ყოველივეს პოტენციურ შექმნას; ანუ იდეათა, ლოგოსთა სამყარო. ღმერთმა მყისიერად შექმნა პრინციპები (იდეები, ლოგოსები, მიზეზები) მაგ: სისველე, რომელსაც ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ, სიმსუბუქე, სიმძიმე, სიმხურვალე, სიმშრალე, სიცივე, სიმკვრივე, გაუხშოება, სირბილე, სიხმელე, ფერი, სახე, გარეშემოწირულობა, და ა.შ. ანუ ღმერთი ქმნის არსთა და საგანთა მხოლოდ იდეებს, საწყისებს, პირველ ელემენტებს ანუ არსებობის პრინციპებს.

მან (ღმერთმა) ეს პრინციპები (გნებავთ, იდეები ან საწყისები) განაწყო ერთმანეთთან, თითოეულ ელემენტში ღვთისმიერ შთანერგილია კანონზომიერება (მომენტი), ნათებისა და ურთი- ერთშეკავშირებისა (ურთიერთმიზიდულობისა და ლტოლვისა), მათ აქვთ უნარი ერთმანეთისაკენ ძვრისა და ცვლისა. ამ პრინციპების ანუ მიზეზების, ელემენტების ურთიერთშეკავშირების გზით , ბიბლიურ ექვს დღეში, ყოველი ის, რაც აქამდე მხოლო პოტენციურად იყო ქმნილი რეალიზდება მატერიალურად და ნივთიერად. საგულისხმოა ნოსელისეული განსაზღვრება: “ყოველი მათგანი თავისთავად ცნებაა და შიშველი აზრი და არა ნივთი”.

ესრეთ მსგავსად კაჟის ქვებისა, ერთმანეთთან შეჯახების შედეგად, რომ წარმოიქმნება სინათლის ნაპერწკალი, ასე უერთიერთშეკავშირების დროს და მათი (პრინციპთა) შეჯახების დროს, წარმოიქმნება მატერია ანუ ნივთი. ამ შემთხვევაში პირველი მოწესრიგებული მატერია (ურთიერთშეკავშირებული ანუ პრინციპთა ნაერთი), პირველქმნილი ნათელი.

ნისიის ეპისკოპოსის (ანუ წმ. გრიგოლის) ეს მოძღვრება შესწავლილია მეცნიერთა, მკვლევართა მიერ. ეს მოძღვრება სპეციალურად შეისწავლა აპოსტოლოს ბურნაკასიმ, იგი ამბობს:

“ხსენებული თვალსაზრისი შეიცავს უმნიშვნელოვანეს იდეას, რომელიც მატერიალური არსებების ერთობლიობას აცნობიერებს... ჩვენ მატერიას აღვიქვამთ, როგორც გრძნობადობას და სხეულებრიობას, რომელიც განსაზღვრულია რაოდენობრიობით... განფენადობით, მასით, სახით. უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ გრძნობისმიერად აღთქმადი თვისებები, რომლებითაც აღჭურვილია მატერია, წარმოადგენს შიშველ ცნებებს... ის, რაც მატერია ანუ სხეულებრიობაა წარმოადგენენ გონისეულ პრინციპებს. ეს ცნებები და პრინციპები თავისთავად გონისეულნი არიან და, ამდენად – არამატერიალურნი. ხსენებულ თვისებათა ერთიანობა შეადგენს მატერიის არსებას”.

წმ. გრიგოლის აზრით, შესაქმის ბიბლიურ თხრობაში უშუალოდ ხილული შესაქმის აღწერა იწყება მესამე მუხლიდან: “თქუა ღმერთმან: იყავნ ნათელი...” (შეს. 1-3).

რაც შეეხება წინა ორ მუხლს, ეგზეგეტი მათში მხოლოდ ღვთივქმნილი უხილავი, არამატერიალური, “თესლოვანი” (ანუ პრინციპები, იდეები) შესაქმის აღწერილობას ხედავს. აუცილებლად პირველად უნდა გაჩენილიყო სინათლე, რადგან საჭირო იყო გამოჩენილიყო ანუ ხილული გამხდარიყო ნივთიერება ანუ მატერია.

IPB-ს სურათი

* * *


შენდობას ვითხოვ სათაურის გამო.

განმარტება არა სამი დღისა არამედ პირველი 4 მუხლისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Feb 15 2012, 10:45 PM
პოსტი #3


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



სეაფიმე როუზის წეიგნი შესაქმის ექვსი დღე ძალიან მომეწონა smile.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2015, 02:44 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისე ქმნიდი სამყაროს, რომ შენი სიმშვიდე არაფერს დაურღვევია"

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2015, 08:24 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ქმნილება კარგია, ხოლო ყველა ერთად - ძალიან კარგი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 1 2016, 10:56 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



დედამიწაზე არსებულ მატერიას რომ საფუძვლად წყალი უდევს ეს ყველამ ვიცით. ყველაფერი რაც არსებობს და რაც მყარი გვეჩვენება უმეტესობა წყალს შეიცავს . პეტრე ამბობს რომ უფალმა სამყარო შექმნა წყლისაგან და წყლით .

ანუ წყლის შემცველობა ძალიან დიდია ჩვენს დედამიწაზე . ჩვენი ორგანიზმის 70 % მეტი წყალია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი