IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> *******ტკივილი*******, :( :( :(
leluka
პოსტი Feb 3 2007, 03:30 PM
პოსტი #1


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მინდა ამ თემაში ყველამ დავწეროთ რა გვაწუხებს............... ყველაფერი დავწეროთ რა გვაყენებს

ტკივილს, რა გვწყინს, რა გვტკივა. ნებისმიერი საკითხი...მოვეფეროთ ერთმანეთს და დავუყვავოთ...მინდა რომ

ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ თუნდაც ამ სახით მინდა თქვენი ტკივილი მტკიოდეს და თქვენ ჩემი ....




პატივისცემით ლელუკა sad.gif unsure.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 3 2007, 03:32 PM
პოსტი #2


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ეხ რამდენია ტკვილი..ვინ მოსთვლის..
ზოგჯერ იმ ადამიანს, რომელსაც სულ უღიმის სახე და უხარია "თითქოს"...ყველაზე მეტი ტკივილი აქვს....
ზოგჯერ რომ გავიგებთ ადამიანს რარაცა სტკივა (არ ვამბობ ფიზიკურ ტკივილზე)..გვიკვირს მაშ მე რა უნდა ვთქვაო..ეგ რა ტკივილიაო...?
მაგრამ ასე არ არის...
იმ მომენტში მისი ტკივილი მისთვის დიდია...
ზოგს უფრო ადვილად ძალუძს ტკივილის გამკლავება, ზოგს ძნელად....
მთავარია ნუ განვსჯით....
მართლაც ლელუკა შენი თქმისა არ იყოს ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ...
ჩვენ ხომ იმისათვის შევიქმენით, რომ ერთმანეთის ტკივილი და ლხინი გავიზიაროთ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 3 2007, 03:33 PM
პოსტი #3


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



leluka

ამბობ ღიად ვისაუბროთო და შენ კი არ გსურს შენი ტკივილის გამხელა?! smile.gif
იქნებ შეგვიძლია რჩევებით მაინც დაგეხმაროთ?




--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 03:41 PM
პოსტი #4


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(თათი87 @ Feb 3 2007, 03:33 PM) *

leluka

ამბობ ღიად ვისაუბროთო და შენ კი არ გსურს შენი ტკივილის გამხელა?! smile.gif
იქნებ შეგვიძლია რჩევებით მაინც დაგეხმაროთ?



როგორ არ მსურს აბა რისთვის გავხსენი ეს თემა?? უბრალოდ ოჯახური პრობლემაა. კი მტკივა, მაგრამ ვიცი ამ პრობლემის გადაჭრაც, მაგრამ საქმე იმაშიაა რომ, ალბათ, სანამ ადამიანი არ გამოსცდის იმას, რასაც თვითონ თავისი ქცევით ტკივილს აყენებს სხვას მანამდე არ მიხვდება. ვიცი, მესმის მეც მასე ვიყავი, როდესაც რაღაც არ მესმოდაა მაგრამ ეხლა ვიცი და როდესაც მინდა რამე ადამიანს ვურჩიო, გლახასი არ იყოს ვერ ხვდება, თუ რა დიდი ტკივილია ჩემთვის მისი ქცევა, უბრალოდ, იმიტომ, რომ მას არ ესმის !!! მოთმინებითა შენითაო .....მაგრამ ეს გული ვერ იტევს უსამართლობას და რავი sad.gif იმიტომ არ ვლაპარაკობ ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ოჯახური პრობლემაა შეიძლება არც ისეთი საგანგაშო სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია დაა აქ ამ ფორუმზე ალბათ არც ღირს, უბრალოდ, რო მოვყვე ამისავე პასუხი მე თვითონაც ვიცი, უბრალოდ, მტკივა .....მოვყვებოდი კიდეც მაგრამ უბრალოდ ტკივილი უნდა ავიტანო ამ შემთხვევაში. თორემ სხვა შემთვევებს, ფორუმელების მსგავსად, მეც მოვყვები. არ ვიცი ოღონდ საიდან დავიწყო ამ თემაზე გუშინ ვიფიქრე და დღეს ამტკივდა sad.gifsad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 3 2007, 04:11 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



leluka
თუ თვლი რომ ამისი თქმა სეიძლება რა პრობლემაა...
თუ არა და ვინმეს დაელაპარაკე, ისეთს, რომელიც უფრო გაგიგებს smile.gif
ისე ჩვენი ფორუმელები მჯერა გაგიგებენ და კარგ რჩევებსაც მოგცემენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 3 2007, 04:16 PM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ტკივილი?

რამდენიც გინდა... IPB-ს სურათი


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 04:19 PM
პოსტი #7


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(გლახა @ Feb 3 2007, 04:11 PM) *

leluka
თუ თვლი რომ ამისი თქმა სეიძლება რა პრობლემაა...
თუ არა და ვინმეს დაელაპარაკე, ისეთს, რომელიც უფრო გაგიგებს smile.gif
ისე ჩვენი ფორუმელები მჯერა გაგიგებენ და კარგ რჩევებსაც მოგცემენ...



მადლობა ყურადღებისთვის .... არა, უბრალოდ ,ვიცი ეგ საკითხი. იცით რა არის, ჩემ ძმაზე შემტკივა გული, ვერ მიგებს და მშობლებსაც უდიერად ექცევა...ეს ჩემი მშობლების ბრალიცაა, რომ მასეთი გაზარდეს... უფრო დედაჩემის sad.gif ათამამებდა, მე კიდევ ამ სითამამეს ცუდად აღვივამდი და ვეუბნებბოდი "ნუ ზრდით მასე მაგას" მეთქი და ყველას ეგონა, რომ მე ბოღმა ადამიანი ვარ, მასე მეუბნებოდნენ sad.gif sad.gif sad.gif ვაფრთხილებდი, რომ მათთვის იქნებოდა ცუდი...და ასეცაა მე ვერ ვითმენ, უბრალოდ, რომ შეურაცყოფას აენებს მშობლემს და მეც sad.gif რავიცი, რავიცი... ბევრი რამეა ისეთი, რაზეც გული მტკივა, უბრალოდ, ვიცი, როცა იქნება მიხვდებიან. მე კიდე უკვე ნერვები აღარ მექნება, ისედაც ძალიან ემოციურზე ემოციური ვარ sad.gif რავიცი არ ესმით ჩემი


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 3 2007, 04:22 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



leluka
რა ასაკის არის შენი ძმა?
და თუ საიდუმლო არ არის რაში გამოიხატება მისი შეურაცყოფა?

ემოციურები ვართ კაცო ჩვენც...მე პირადად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 04:26 PM
პოსტი #9


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



21 რაში და უპატივცემულობაში ..... თქვენ ალბათ გყავთ და ან ძმაა ან საერთოდ დედმამიშვილური ურთიერთობის კარგად გემისთ ამ ადამიანს არც ოჯახი აინტერესებს არც და sad.gif ნუ ერევით ჩემს პირადულში არადაა მე მის ადამიანობაში ვერევი მაგასაც ვერ ხვდება თუ რატომ ვნერვიულობ მის ცუდ საქციელს და გამოსწორება მინდა ... მოკლედ ძალიან პირადულია და მართლა მის საქმეში ჩარევა გამოვაა ეხლა რომ დავცერო რაც ამ დილას მოხდაა და რაც ყოველთვის ხდებაა ..გააჩნია მიზეზს sad.gif იცით მშობლები ვერ მიგებენ იმიტომ რომ ასაკიც ხომ თავისას შვებაა არაა მაგათ ვუგებ რო არ ესმით ჩემი მაგრამ ძმას რომელთანაც უნდა მშობლების სიკვდილის მერეე ვიცხოვრო კარგი ურთიერთობა ხომ უნდა მქონდესს...ღმერთმა მშობლები დიდი ხანი მიცოცხლოს მაგრამ რავიცი sad.gif მამამ ასე მითხრა რას იზამ მასეთიაო : თავი დაანებეო sad.gif sad.gif რა ვქნაა აღარ ვიცი


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 3 2007, 04:27 PM
პოსტი #10


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



დამშვიდდი rolleyes.gif

როცა რამე ცუდი ხდება და მე ვერაფერი გამიგია ან რა უნდა გავაკეთო, ან რომ არაფერი გავაკეთო, ამით რა დაშავდება, ყოველთვის ღვთისმშობელს ვაბარებ ამ პრობლემას და ყველაფერი ისე წარიმართება ხოლმე, როგორც უკეთესია..

მოდი შენც ღვთისმშობელს ჩააბარე.


არ ვიცი, როცა ტკივილზე ყვებიან, მეშინია რამე ისეთი არ მივწერო, მის დარდს რომ ემწაროს უფრო...


ჰოდა შევეცდები ფრთხილად ვიარო , თუკი უნებლიედ ან შენი სურვილით, შენს ტკივილზე მიდგას ფეხი smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 04:29 PM
პოსტი #11


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



QUOTE(kato_Bato @ Feb 3 2007, 04:27 PM) *

დამშვიდდი rolleyes.gif

როცა რამე ცუდი ხდება და მე ვერაფერი გამიგია ან რა უნდა გავაკეთო, ან რომ არაფერი გავაკეთო, ამით რა დაშავდება, ყოველთვის ღვთისმშობელს ვაბარებ ამ პრობლემას და ყველაფერი ისე წარიმართება ხოლმე, როგორც უკეთესია..

მოდი შენც ღვთისმშობელს ჩააბარე.
არ ვიცი, როცა ტკივილზე ყვებიან, მეშინია რამე ისეთი არ მივწერო, მის დარდს რომ ემწაროს უფრო...
ჰოდა შევეცდები ფრთხილად ვიარო , თუკი უნებლიედ ან შენი სურვილით, შენს ტკივილზე მიდგას ფეხი smile.gif



მადლობა unsure.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 3 2007, 04:31 PM
პოსტი #12


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



leluka
პირველ რიგში უცნაური არაფერი არ ხდება... smile.gif
ამ შემთხვევაში მოთმინებაა საჭირო, მოთმინება კი მხოლოდ ლოცვით და უფალთან ურთიერთობით მიიღწევა...
ასე რომ ილოცე smile.gif და შეეცადე ნაკლები მითითებები და კორექტივები მისცე..
როცა არაფერს ეტყვი გაუკვირდება...
დამიჯერე შენი შესწორებებით უფრო გააღიზიანებ...თუმცა მართალს ეუბნები...თან არც გიჯერებს...
აბა ცოტა ხნით არაფერი უთხრა ...მხოლოდ მისთვის ილოცე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 3 2007, 04:35 PM
პოსტი #13


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ვიცი, რომ ძალიან ძნელია, როცა ოჯახში ხდება ასეთი რაღაც, ბევრს ისე რთულად აქვს ხოლმე, რომ სახლიდან წასვლაც უნდება...

მე მგონია, რომ შენს ძმასთან ყველაფერი ასაკის ბრალია .თან უმცროსი შვილია, ნაკლები პასუხისმგებლობით.

შენი შემთხვევა კიდე "უფროსი შვილის" ამბავია, რომელსაც მეტი მოეთხოვება...

როცა ოჯახი უხსნის განებივრებულ შვილს, მისთვის რა გააკეთა და მას არ ესმის, ეს იმაზე კი არ მიუთითებს, რომ უმადურია შვილი...
არამედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ, უბრალოდ, არ აქვს პასუხისმგებლობა, არ იცის ეს რა არის და ხშირად მართლა არ ესმის...

ფიქრობს, "ასეც უნდა იყოს"!

ეცადე დაუმეგობრდე.
მეც მყავს პატარა დაიკო, რომელმაც ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ უნდა იხადოს ყველაფერზე მადლობა რაც მისცეს..

ჰოდა მე ვემეგობრები. ასე თუ მივაღწევ ხოლმე პატარა კომპრომისს, სხვანაირად არაფერი გამოგვდის...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 04:46 PM
პოსტი #14


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გლახა არაფერი მითქვიაა ეგეც ვცადე მაგრამ ასე საუბარმაა და მითითებამ გასჩრაა ადამიანი როდესაც ძმაა ხოო და საერთოდ არ აინტერესებს შენ რა ცხოვრებით ცხოვრობ უხეში ნათქვამია მაგრამ ასეა sad.gif მხოლოდ "გულის სიღმეში" სიყვარულია სამყოპი ? ჩემთვის აარა! ადამიანი რომელიც ვერ გადმოსცემს მის გრძნობას და არც კი ცდილობს...დღეს მითხრაა მე არ ვერევი შენს საქმეებშიო და შენც ნუ ჩაერევიოო....ანუ საერთოდ ნურაფერს ნუ მეუბნებიოო განა მივუთითებ უბრალოდ ვუთხარი მასე დედას ნუ ელაპარაკები მეთქი და მეც პატივი მეცი თქო: ( ვერ ხვდებაა მანამდე ერთხელ მქონდა საუბარი ძალიან ცოტა ხნის....ერთხელ დაპირისპირება მქონდა მშობლებთან მოვიდა და მაკოცა იცით რამხელა რამე იყო ეს ჩემთვის :'( მერეე ქორწილში ვიყავით დაა ხელი გადამხვიაა და მეგობრებს ისე ელაპარაკებოდა ჩემზე არ ვიცი ეს რამ გამოიცვია მაგრამ მივხვდი შობამდე გამაბრაზააა უბრალოდ მინდაა მიხვდეს ამ ქვეყნიერებაზე რა არის ღირებული sad.gif და შობის გამეს მომილოცა ღმერთმა და მივცერე მეთქი ღმერთს ვთხოვ შეგნება მოგცეს მეთქი მაგის მერე იყო "მხარი რო იცვალა " მაგრამ ისევ ისეთიაა როგორც ვატყობ ...რავიცი ძალიან ძნელიაა შენს სისხლ და ხორცზე საუბარი sad.gif დედაჩემსაც ეწყინა მაგრამ არ იმჩნევს არ არის ემოციური დაა ვერ გადმოცემს ემოციებს მას გავს ჩემი ძმას ...რავიცი რა გითხრათ რაა ძმაა რო ვეღარ გაგიწევს ძმობას უბრალოდ ხალთან ურთიერთობისას სხვას რაღა მოვთხოვო sad.gif(((

ციტატა
მეც მყავს პატარა დაიკო, რომელმაც ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ უნდა იხადოს ყველაფფერზე მადლობა რაც მისცეს..

ჰოდა მე ვემეგობრები. ასე თუ მივაღწევ ხოლმე პატარა კომპრომისს, სხვანაირად არაფერი გამოგვდის...


ვიცი განა არ ვიცი მაგრამ თვითონ არ სურს მინდა გაგაგებინოთ რომ ჩემთან არანაირი ურთიერთOბა არ აქვს და ეს დედაჩემს რო კითხო და ძმობას ხომ ვერ გასწავლითო. რა ვქნაა მოვითმენ უბრალოდ არც სურს დამელაპარაკოს ნებისმიერ საკითხეე ჩემ შეყვარებულს დათო ქვიაა და დათოთო მოვიხსენიებ კარგით ? რატოღას ეს სიტყვა შეყვარებული უხეშად მესმის და არ მიყვარს ....მთხოვა მიდი და ესაუბრეო მაგრამ აზრი არ აქვს აქვს მაგრამ მანამ სანამ თვითონ არ მიხვდება რამეს ამასწინათ ცხარე ცრემლებით მატირაა sad.gif მაგრამ იცით რა მითხრაა ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების უფლებაოო მე ამაზე ვინანებ თუ არაა ეგ ჩემი საქმეაო ანუ მე ვუთხარი მეთქი როგორც დას ყურადღებას არ მაქცევ მეთქი sad.gif რასაც ბავშვობიდან მცარედ განვიცდი sad.gif მაშინ არ მესმოდა არაფერი და ჩემი პატარა ჭკუით Gმერთს ვთხოვდი ისეთი მეტყველება მასწალვე რომ ჩემი სიმართლე დავიცვა მეთქი sad.gif ჩემები მეტყოდნენ ხოლმე სუუ შენი ხმა არ გავიგოო და ვსო sad.gif მეც აღარ ვიცოდი რა მეთქვაა ....ამას კი ანებივრებდნენ მე ის კი არ წყინდა რომ ეს ნებივრობაში იზრდებოდაა ვიცოდი რომ ეს ცუდ შედეგს გამოიტანდააა....მე კიდევ ვეგონე ბოღმაა და რატომ გგონიაა რომ ეს უფრო გვიყვარს და ა.შ მოკლედ რავიცი დათო მაგაზე 2 თვით პატარა მაგრამ ესმის ....მითხარით ეს ხომ აღრდის ბრალია და ადამიანობის......აი მე მაგაზე მწყდებოდა და მწყდება გული რო ვერ მიგებდნენ sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 3 2007, 05:00 PM
პოსტი #15


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



leluka
მესმის შენი გულისტიკივილი. მართლა ძნელია , ილაპარაკო ოჯახურ ურთიერთობებზე უცხო ხალხთან. (რაც არ უნდა იყოს ჩვენ (უმეტესობა) მაინც არ ვიცნობთ ერთმანეთს ხო?!) მაგრამ ერთ რამეს გირჩევ , იყავი გულახდილი შენს ძმასთან. უთხარი, რომ გინდა ის უფრო მეტ ყურადღებას იჩენდეს შენს მიმართ და ინტერესდებოდეს შენი პირადულით, გეკითხებოდეს რით შეუძლია დაგეხმაროს. (როგორც მე გავიგე შენ პირადად ის გაღელვებს , რომ იგი არ ერევა შენს პირადულში, ანუ თუ კი რამე გაგიჭირდება მას ვერ ეტყვი რადგან გგონია , რო არ აინტერესებს) ამიტომ აგრძნობინე , რო ცდება, რო შენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მის ურთიერთობას მშობლებთან და მის სიუხეშეს ალბათ დრო გავა და მიხვდება რო შეცდა. შენ ჯობია ამ ურთიერთობაში არ ჩაერიო თუ ხედავ რო ეს შენს ძმას აღიზიანებს. ერთადერთი ალბათ რისი გაკეთებაც შეგიძლია მაგ დროს არის მშობლებისთვის ნუგეშის ცემა და მათი გამხნევება.



kato_Bato

IPB-ს სურათი
ძალიან საყვარელი ხარ IPB-ს სურათი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 05:04 PM
პოსტი #16


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



თათი87 ვიცი თათი ეგ ყველაფერი მხოლოდ ყურადღება კი არააა ეგ მხოლოდ ერთ ერთია რაც მაწუხებს მაგრამ ვხვდები რომ ის ჩემნაირი არაა და ალბათ არც სჩირდება ვინმეს გვერში დგომაა სულ სხვისკენ გაურბის გულიც და თვალიც არადა იცის რომ და და მშობლებს ყველაზე ძალიან უყვართ მაგრამ ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და ასეც იქვევა ეგეც არ ესმის ...და თუ კი ესმის რატომ იქცევა ასე ???? როგორც მითხრა ყველა შენნაირი ჭკვიანი ვერ იქნებაო..მე თავი დამანებეოო და მივყვები მის ნებას .... მაგრამ მერე რომ მიხვდება გვიანი ქინება მისთვის თორემ მე კი მივიღებ ...


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 3 2007, 05:09 PM
პოსტი #17


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



leluka
მარტო აღზრდის ბრალი არ არის ჩემო კარგო! თუმცა რა თქმა უნდა არც ეგ არის პატარა მიზეზი. უბრალოდ (მე ასე ვფიქრობ) შენი ნათქვამიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა , რომ შენი ძმა "ავარდნილიო", რომ ეძახიან , ეგეთია ( ძალიან გთხოვ არ გეწყინოს ეს სიტყვები, მართლა არ მინდა რო ეს შეურაცხყოფად მიიღო) და ეგეთი ტიპის ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს ქუჩა, "ბირჟა" და ა.შ. მაგრამ გონს მოვა დამიჯერე, უფალი თავის შექმნილს არ მიატოვებს!!! მაგრამ ამას დრო და დიდი მოთმინება უნდა.

leluka ის რომ გული და თვალი სხვისკენ გაურბის კიდევ ერთხელ გეტყვი , რომ დროებითია. რაც არ უნდა ბევრი მეგობარი და კეთილისმსურველი გყავდეს გარშემო შენს სისხლზე და ხორცზე მეტად მაინც არავის ეტკიება შენი სატკივარი! მიხვდება ამას შენი ძმაც, უბრალოდ ალბათ ცოტა გვიან. საერთოდ კაცები ( ნუ მიწყენთ მამაკაცებო, ყველას არ ეხება) უფრო გვიან "ღვინდებიან" და გვიან "მოდიან ცხოვრების აზრზე"...


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 05:15 PM
პოსტი #18


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
შენი ნათქვამიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა , რომ შენი ძმა "ავარდნილიო", რომ ეძახიან , ეგეთია ( ძალიან გთხოვ არ გეწყინოს ეს სიტყვები, მართლა არ მინდა რო ეს შეურაცხყოფად მიიღო) და ეგეთი ტიპის ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს ქუჩა, "ბირჟა" და ა.შ. მაგრამ გონს მოვა დამიჯერე, უფალი თავის შექმნილს არ მიატოვებს!!! მაგრამ ამას დრო და დიდი მოთმინება უნდა.


რა სისულელეა არ მწყინს უბრალოდ მე ის მწყინს რომ ეგეთია და "ჯერ" ვერ ხვდებაა მეც ასე თუ ისე თქმით თუ უთქმელობით ყინულს ვადნობ მაგრამ ისიც ჭკუიდან მშლის რომ დედაჩემი მიუხედავად იმისა თუ როგორ ექცევაა მაინც არაფერს და ვერაფერს აკეთებს არ ვიცი არ უნდა რომ იფიქროს რომ ასეთი ვითარებაა ან რავიცი ღმერთმა ყველას გაუნათოს გონება

ციტატა
leluka ის რომ გული და თვალი სხვისკენ გაურბის კიდევ ერთხელ გეტყვი , რომ დროებითია. რაც არ უნდა ბევრი მეგობარი და კეთილისმსურველი გყავდეს გარშემო შენს სისხლზე და ხორცზე მეტად მაინც არავის ეტკიება შენი სატკივარი! მიხვდება ამას შენი ძმაც, უბრალოდ ალბათ ცოტა გვიან. საერთოდ კაცები ( ნუ მიწყენთ მამაკაცებო, ყველას არ ეხება) უფრო გვიან "ღვინდებიან" და გვიან "მოდიან ცხოვრების აზრზე"...

ვიცი ვიცი.... და ველოდები მიხვდება აბა რას იზამს....მეც რაც მქონდა მისახვედრი მიმახვედრა უფალმაა არც ოჯახის და არც ძმის მეშვეობით მაგრამ "დაჯანგული რკინის " ამბავი ხო იცით აი მასე და კიდევ ერთი რამ დავუშვი რამაც გონზე მომიყვანაა .....მადლობა და


და ერთი რამ მინდა დავამატო ეს თემაა მხოლოდ ჩემთვის არ გამიხსნიაა ვინმე როცა ამ ფორუმზე შემოვა შემოვიდეს ამ თემაში და მისი ტკივილი გაგვანდოს ნუ მოერიდებაა რომ არ გვიცნობს ან რამე ამდაგვარი მე მაგალითად რითიც შევძლებ დავეხმარები ...... არ მოგერიდოთ...ვიყოთ მეგობრები


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 3 2007, 05:37 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(თათი87 @ Feb 3 2007, 05:00 PM) *

kato_Bato

IPB-ს სურათი
ძალიან საყვარელი ხარ IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი კი აბა, საყვარელი და კარგი შენ ხარ IPB-ს სურათი

ლელუკა

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შენს ძმას აქვს ის პროლემა რაც თითქმის ყველა მოზარდს...

ჯერ ზრდა არ დაუმთავრებია.

ფსიქოლოგიაში ვისწავლე, რომ ყველა ბავშვს აქვს დრო და მომენტი, როცა სხვა ურჩევნია და სანამ ამ ეტაპს არ გაივლის, შენი გულის ტკივილი და შენი "სიყვარული" მისთვის ვერაფერი შეღავათია...

მალე დაბრუნდება შენთანაც, ოჯახთანაც, მაგრამ დაიმახსოვრე, ეს პერიოდი მანამ გაგრძელდება, სანამ მტკივნეული იქნება ეს შენთვის და სანამ გამოხატავ ამის გამო გულისტკივილს.

რომ საყვედურობთ, ამით უბრალოდ ახანგრძლივებთ იმ დროს, როცა სახლში უნდა "დაბრუნდეს"..
შენ თუ ახლა დაუდგები გვერდში და "მტრად" არ ჩაგთვლის (მოწინააღმდეგედ), მერე მთელი ცხოვრებით დაგიფასებს იცოდე.

და ღირს ეს რამდენიმე თვე მთელ ცხოვრებად...

ყველას გვქონია მასეთი პერიოდი, ყველამ გამოვიარეთ ეგ "ასაკი" როცა გვგონია, რომ " სხვისი დედა უფრო კარგად გვიგებს"....smile.gif, და ახლაღა ვხვდებით ასაკის ბრალი რომ იყო, მაგრამ მაშინ რომ ვინმეს ამაზე ხმა მაოეღო, გული გაგვისკდებოდა ბრაზისგან...

არის დრო, როცა ადამიანს მართალი გონია ყველაფერი რასაც აკეთებს და ფიქრობს, ეს განსაკუთრებით მოზარდებშია და გასაკვირი არცაა, მან ახლახან გაიღვიძა, ნახე, ბავშვი აღარაა, რაღაცეები ნახა, რაღაცეებს მიხვდა და გადაირია! ეს რამდენი რამე მცოდნიაო!

აცალე, თვითონ მიხვდეს რომ არაფერიც არ იცისsmile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 3 2007, 05:44 PM
პოსტი #20


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907




kato_Bato
მადლობა გაიხარე ..... მტრად გადაქცევას კი არა პირიქით ვერ ხვდება მე მას რატომ "ვმოძღვრავ" უბრალოდ იცი დამნაშავედ ვიგრძნობ თავს ეს უველაფერი რამენაირად თუ ვერ ვუთხარი მერე ჩემი ბრალიც იქნება მეთქო რომ ვერ "შემობრუნდეს" რა ვნქა აღარ ჩავერიოო მე სულ მასე ვიძაღი მაგრამ ეს გული ვერ ძლებს sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 07:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი